გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310018002588465
საქმე № 3/35-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02.10.2018წელი ჭიათურა
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი: თამარ წერეთელი
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ლია მორალიშვილი
მოპასუხე - ირაკლი სირაძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ირაკლი სირაძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.06.2017 წლის N 4743 ბრძანებით ირაკლი სირაძე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და იმავე დღეს ირაკლი სირაძესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N683 ბრძანებით დამტკიცებული N2848/17 კონტრაქტი „საკონტრაქტო“(პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტის პირველ ეტაპზე მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდებოდა 4 წლამდე ვადით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.05.2018 წლის N2440 ბრძანებით, ირაკლი სირაძე გათვისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით. ირაკლი სირაძის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.
კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი. ირაკლი სირაძე საქართველოს შეიარაღებული ძალებში გაწვეულ იქნა 19.6.2017 წელს და იგი დათხოვნილია 02.05.2018 წლის N 2440 ბრძანებით, შესაბამისად მისი ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 10 თვესა და 13 დღეს. შესაბამისად, მას წარმოეშვა კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა.
აღნიშნული თანხა ,ირაკლი სირაძის მიერ დღემდე გადახდილი არაა.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ლია მორალიშვილმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება იმავე საფუძვლებით, რაც სარჩელშია მითითებული;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხეს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხემ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ პირადი პატაკის საფუძველზე იქნა დათხოვნილი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან; პასუხისმგებლობის თაობაზე ცნობილი იყო; სურდა უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურში ემუშავა;
3. ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.06.2017 წლის N 4743 ბრძანებით ირაკლი სირაძე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და იმავე დღეს ირაკლი სირაძესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N683 ბრძანებით დამტკიცებული N2848/17 კონტრაქტი „საკონტრაქტო“ (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.06.2017
წლის N 4743 ბრძანების ასლი (ს.ფ. 14);
- 2017 წლის 19 ივნისის N2848/17 კონტრაქტი (ს.ფ. 17-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. კონტრაქტის 1.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტის პირველ ეტაპზე მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდებოდა 4 წლამდე ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 19 ივნისის N2848/17 კონტრაქტი (ს.ფ. 17-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.3. კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 19 ივნისის N2848/17 კონტრაქტი (ს.ფ. 17-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.05.2018 წლის N2440 ბრძანებით, ირაკლი სირაძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით. ირაკლი სირაძის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.05.2018
წლის N2440 ბრძანება (ს.ფ. 23);
- სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი
ბატალიონის 12.04.2018 წლის N354522 პატაკი და ირაკლი სირაძის 12.04. 2018 წლის
პატაკი (ს.ფ. 24-25)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.5. ირაკლი სირაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ იქნა 19.06.2017 წელს და იგი დათხოვნილია 02.05.2018 წლის N2440 ბრძანებით, შესაბამისად მისი ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 10 თვესა და 13 დღეს. შესაბამისად მას წარმოეშვა კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა ირაკლი სირაძის მიერ დღემდე გადახდილი არაა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.06.2018
წლის N4743 ბრძანება (ს.ფ. 14);
- 19.06.2017 წლის N1848/17 კონტრაქტი (ს.ფ. 15-22)
- საქართველოს შეიარაღებული გენერალური შტაბის უფროსის 02.05.2018წლის N2440
ბრძანება (ს.ფ.23)
-11.05.2018 წლის N 460154 ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ
(ს.ფ.26)
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის
მე-3 ქვეითი ბრიგადის 15.05.2018 წლის N472265 წერილი (ს.ფ.27)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.
ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.
19.09.2017 წლის კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, "სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული "სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე სამსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს.
კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, "სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი.
დადგენილი,რომ მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არაა;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.05.2018 წლის N2440 ბრძანებით, ირაკლი სირაძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით. ირაკლი სირაძის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.
’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე- 21 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე - ირაკლი სირაძეს (პ/ნ 38001044381) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხე - ირაკლი სირაძეს (პ/ნ 38001044381) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
მოსამართლე: დავით კეკენაძე