განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2018
საქმის ნომერი
330100116001447359
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

(--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

30 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა შკუბულიანი

სხდომის მდივანი - ნ---- დანელია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ-------- ტ----–--ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ------- ი---–---–ი

 

ბრალდებული - გ------- ვ-–-----–---–ი, დაბადებული - 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–----------–-----------–----------------------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

დ--პოზიცია: მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2----–-–-------------, ქ. თბილისში, წ---–-------------–---------------------------------–- დროებით ქირით მცხოვრებმა გ------- ვ-–-----–---–მა მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ზემოაღნიშნულ ბინაში განთავსებული ს--–---- მ-----–----ის კუთვნილი „ს---------“ ფირმის მაცივარი, ღირებული 2 400 ლარად, რომელიც იმავე დღეს ჩააბარა ქ. თბილისში, ჯ--------------------–- მდებარე შპს „--------------------- ლომბარდში 1 000 ლარად.

 

1.2. 20---–-–------------–-, ქ. თბილისში, წ---–-------------–---------------------------------–- დროებით ქირით მცხოვრებმა გ------- ვ-–-----–---–მა მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ზემოაღნიშნულ ბინაში განთავსებული ს--–---- მ-----–----ის კუთვნილი „ვ------–--“ ფირმის სარეცხი მანქანა, ღირებული 1 500 ლარად, რომელიც იმავე დღეს ჩააბარა ქ. თბილისში, ჯ--------------------–- მდებარე შპს „--------------------- ლომბარდში 350 ლარად.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2.1. 2----–-–-------------, ქ. თბილისში, წ---–-------------–---------------------------------–- დროებით ქირით მცხოვრებმა გ------- ვ-–-----–---–მა, ზემოაღნიშნულ ბინიდან მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ს--–---- მ-----–----ის კუთვნილი „ს---------“ ფირმის მაცივარი, ღირებული 2 400 ლარად, რომელიც იმავე დღეს ჩააბარა ქ. თბილისში, ჯ--------------------–- მდებარე შპს „--------------------- ლომბარდში 1 000 ლარად.

 

2.2. 2----–-–-----------–-------------–-–-----------–----- პერიოდში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), ქ. თბილისში, წ---–-------------–---------------------------------–- დროებით ქირით მცხოვრებმა გ------- ვ-–-----–---–მა, ზემოაღნიშნულ ბინიდან მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ს--–---- მ-----–----ის კუთვნილი „ვ------–--“ ფირმის სარეცხი მანქანა, ღირებული 1 500 ლარად, რომელიც იმავე დღეს ჩააბარა ქ. თბილისში, ჯ--------------------–- მდებარე შპს „--------------------- ლომბარდში 350 ლარად.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. დაზარალებულმა ს--–---- მ-----–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის დასაწყისში მისი დ-- - ე-–---- მ-----–----ის საკუთრებაში არსებული ბინა (მდებარე: ქ. თბილისში, წ---–-------------–---------------------------------–-), რომლის განკარგვის უფლებაც მას მინიჭებული ჰქონდა ამ უკანასკნელისგან, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიაქირავა ნ---- ხ-----–---–ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შვილთან - გ------- ვ-–-----–---–თან ერთად დაიწყო ხსენებულ ბინაში ცხოვრება. მხარეთა შეთანხმებისამებრ, დამქირავებლებს არ უნდა გაეფუჭებინათ ბინაში არსებული ინვენტარი, ხოლო დაზიანების შემთხვევაში უნდა აენაზღაურებინათ შეკეთების ხარჯები. მოწმის თქმით, ნ---- ხ-----–---–ი და გ------- ვ-–-----–---–ი იყვნენ არაკეთილსინდ--იერი გადამხდელები, რაც გამოიხატა მათი მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ ნაწილობრივ გადახდაში. მოწმემ განმარტა, რომ 2016 წლის 30 მარტს, სწორედ ამის გამო მივიდა მის გაქირავებულ ბინაში, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ ბინიდან ტექნიკა იყო გატანილი. მოწმემ დაადასტურა, რომ დამქირავებლებისგან მოითხოვა მისი კუთვნილი ტექნიკის დაბრუნება, რის გამოც აპრილის დასაწყისში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) ხელმეორედ მივიდა თავისი დ-- კუთვნილ ბინაში, რა დროსაც ნახა, რომ ბინიდან გატანილი იყო სარეცხი მანქანა და მაცივარი, ტელევიზორი კი გამზადებული იყო გასატანად (აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ შემთხვევის ადგილზე მოწმის მიერ გამოძახებული საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებიც). მოწმემ დაადასტურა თუ როგორ უთხრა ნ---- ხ-----–---–მა, რომ აღნიშნული ნივთები სხვისი პირადობის მოწმობის მეშვეობით, დაალომბარდა მისმა შვილმა - გ------- ვ-–-----–---–მა. ამასთან, სთხოვდა არ მოეხდინა რეაგირება, სანაცვლოდ კი დააბრუნებდნენ ნივთებს. მოწმის განმარტებით, მისი კუთვნილი ნივთები პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა ლომბარდიდან, რაც დღეის მდგომარეობითაც ინახება პოლიციის შესაბამის განყოფილებაში. მოწმემ დაადასტურა, რომ „ს---------“ ფირმის მაცივარი მან შეიძინა 2400 ლარად, ხოლო „ვ------–--“ ფირმის სარეცხი მანქანა - დ-------მა, 1500 ლარად. ამასთან, ჩვენების მიცემისას აღნიშნული ნივთები აღწერა დეტალურად.

 

3.2. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ლ-–- კ--------ემ (ს--–---- მ-----–----ის მ------–-).

 

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ-------- ყ----------–---–მა განმარტა, რომ 2----–-–-----------------–-- მდგომარეობით, რ-------- ე--------თან ერთად მუშაობდა ლომბარდ „რ--------ო ე-----–ი“. 2----–-–-------------, იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მასთან მაცივრის და სარეცხი მანქანის ჩასაბარებლად მივიდნენ გ------- ვ-–-----–---–ი და გ------- ჩ---–--ე. გ------- ვ-–-----–---–ის განმარტებით, აღნიშნული ნივთები ეკუთვნოდა მას. იქიდან გამომდინარე, რომ ამ უკანასკნელს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სალომბარდო ხელშეკრულება შედგა გ------- ჩ---–--ის სახელზე. მოწმემ დაადასტურა, რომ მაცივარი შეაფასა 1000 ლარად, ხოლო სარეცხი მანქანა - 330 ლარად და ამ ოდენობის თანხა გადასცა გ------- ვ-–-----–---–ს. ფულის გადაცემის მომენტს გ------- ჩ---–--ე არ ესწრებოდა, მან დროზე ადრე დატოვა ლ----------- შიდა ტერიტორია. მოწმის გადმოცემით, გ------- ვ-–-----–---–მა 2----–-–-----------–-- ლომბარდიდან გაიტანა სარეცხი მანქანა, თუმცა რამდენიმე დღეში იგი კვლავ მიიტანა იგივე ლომბარდში და იმავე მიზეზის გამო (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა) ჩააბარა მ----- მ------–---–ის სახელზე. კითხვაზე, თუ რატომ უწერია გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში, მეორე ხელშეკრულების გაფორმების თარიღად 2----–-–-----------–-, მოწმემ განმარტა, რომ მას ხშირად ჰქონია სალომბარდო ხელშეკრულების თარიღში შეცდომა, შესაბამისად, დანამდვილებით ვერ იტყვის, რომ გ------- ვ-–-----–---–მა სარეცხი მანქანა ხელმეორედ დაალომბარდა მითითებულ თარიღში. მოწმემ ამოიცნო დარბაზში მყოფი პირი - გ------- ვ-–-----–---–ი, როგორც ის პირი, ვინც 2----–-–-------------- და აპრილის დასაწყისში (ზუსტი თარიღი არ ახსოვს) დაალომბარდა სარეცხი მანქანა და მაცივარი.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ი-----–- შ-------ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ. თბილისის ი--------------- სამმართველოს მ--------------–---- დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 8 ივნისს, ს--–---- მ-----–----ის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება, სადაც მისი თქმით, ითავსებდა მთავარი გამომძიებლის ფუნქციას. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა.

 

3.5. ბრალდებულმა გ------- ვ-–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა ს--–---- მ-----–----ის კუთვნილი ნივთების დალომბარდების ფაქტი (ორივე ეპიზოდი), თუმცა უარყო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში განზრახვის არსებობა და განმარტა, რომ 2016 წლის მარტში, ქირავნობის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ცხოვრობდა ს--–---- მ-----–----ის დ-- კუთვნილ ბინაში. აღნიშნული ბინა აღჭრუვილი იყო ტექნიკით. მოწმემ დაადასტურა, რომ 2----–-–-------------, აღნიშნული ბინიდან გაიტანა და დაალომბარდა მაცივარი და სარეცხი მანქანა. 2----–-–-----------–-- მან ლომბარდიდან დაიხსნა სარეცხი მანქანა, თუმცა მოგვიანებით, ის კვლავ ჩააბარა ლომბარდში. მართალია, მეორე სალომბარდო ხელშეკრულებაში ხელშეკრულების თარიღად მითითებულია 2----–-–-----------–-, თუმცა აღნიშნული იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მითითებულ დღეს არ იმყოფებოდა საქართველოში, წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მისი მხრიდან სარეცხი მანქანის ხელმეორედ დალომბარდება მოხდა 2----–-–-----------–-----------–-–-----------–----- პერიოდში (ზუსტი თარიღი არ ახსოვს).

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მიერ, სადავოდ არ იქნა მიჩნეული: მ----- მ------–---–ის, რ-------- ე--------ის და გ------- ჩ---–--ის გამოკითხვის ოქმები; საგარანტიო ტალონის დათვალიერების ოქმი (------------ საგარანტიო ტალონი; სალომბარდო ხელშეკრულებები; სალომბარდო ხელშეკრულების დათვალიერების ოქმები (------------ მაცივრის დათვალიერების ოქმი (------------ სარეცხი მანქანის დათვალიერების ოქმი (------------ ლ------------–-------–-- დათვალიერების ოქმი (------------

 

3.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე B--------------------------------------------------------------). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე B------------------------------------------------

 

3.8. შიდასახელმწიფოებრივ დონეზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

3.9. სასამართლომ იხელმძღვანელა აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- ვ-–-----–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალადშერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საკუთარი მსჯელობის ისეთ ასპექტებს, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კერძოდ:

 

3.10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება ის ფაქტი, რომ გ------- ვ-–-----–---–ი იყო რა ს--–---- მ-----–----ის დ-- კუთვნილი ბინის დამქირავებელი (მართალია, ს--–---- მ-----–----ის განმარტებით, მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულება დაიდო უშუალოდ გ------- ვ-–-----–---–ის დედასთან - ნ---- ხ-----–---–თან, თუმცა გ------- ვ-–-----–---–ი იყო ხელშეკრულების დადების მონაწილე პირი, ამასთან, ზეპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შემდეგ, მან დ-------თან ერთად განაგრძო ამ ბინაში ცხოვრება, რის გამოც სასამართლო მოიზრებს მას ერთგვარ დამქირავებლად), სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ახორციელებდა ბინასა და მასში არსებულ ინვენტარზე მართლზომიერ მფლობელობას (მათი განკარგვის უფლება არ ჰქონდა). მხარეთა შორის დავას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გ------- ვ-–-----–---–მა თავისი ნებით, ს--–---- მ-----–----ისგან მალულად, განკარგა ამ უკანასკნელის კუთვნილი „ს---------“ ფირმის მაცივარი და „ვ------–--“ ფირმის სარეცხი მანქანა. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მხოლოდ ბრალდებულის მხრიდან ხსენებული ნივთების მითვისების განზრახვის არსებობა.

 

3.11. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის ერთ-ერთი ელემენტი არის ბრალი, რომელიც არის უმართლობის ჩამდენის პერსონალური გაკიცხვა მისი შერაცხაობის გათვალისწინებით. ამგვარი გაკიცხვა გულისხმობს არა მხოლოდ მოსამართლის სუბიექტური თვალსაზრისს, არამედ გაკიცხვა კომპლექსური ცნებაა, რომელიც ობიექტური და სუბიექტური ნიშნების, აგრეთვე ადამიანის სუბიექტური თვისებებისა და შესაძლებლობების შეფასებას გულისხმობს. ლოგიკურია თუ ვიტყვით, რომ ბრალეულ მოქმედებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ადამიანს თავისუფალი ქცევის შესაძლებლობა აქვს. ასეთი ქცევა კი მხოლოდ ნებელობითი მოქმედების დროსაა შესაძლებელი. ვინაიდან დანაშაული ნებელობითი მოქმედებაა, არ უნდა იყოს შემთხვევითი ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენისას მოტივისა და მიზნის დადგენა ქმედების დანაშაულად სწორი კვალიფიკაციის აუცილებელი წინაპირობაა.

 

3.12. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის არგუმენტაციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მას არ გააჩნდა ს--–---- მ-----–----ის კუთვნილი ტელევიზორისა და სარეცხი მანქანის მითვისების განზრახვა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, გ------- ვ-–-----–---–ის განზრახვაზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ს--–---- მ-----–----ის კუთვნილ მაცივარსა და სარეცხი მანქანას, მეტყველებს ის ფაქტი, რომ მას აღნიშნული ნივთების საკუთარი სურვილისამებრ განკარგვამდე, ნებართვის მისაღებად არ მიუმართავს უშუალოდ ს--–---- მ-----–----ისთვის. სასამართლო თვლის, რომ გ------- ვ-–-----–---–ი დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას (ორივე ეპიზოდში) ითვალისწინებდა, რომ საკუთარი ქმედებით მესაკუთრეს მიაყენებდა ზიანს.

 

3.13. სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს იმსჯელოს გ------- ვ-–-----–---–ისთვის წარდგენილ მეორე დანაშაულებრივ ეპიზოდზე, რომლის ჩადენის თარიღად პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია 2----–-–-----------–-. იმის დასადასტურებლად, რომ გ------- ვ-–-----–---–ი ამ პერიოდში არ იმყოფებოდა საქართველოში, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ცალსახად გამორიცხავდა მის ყოფნას ბრალდების დადგენილებაში მითითებულ თარიღში (გ------- ვ-–-----–---–ს საქართველოს სახელმწიფოდან გასვლა უფიქსირდება 0--------- წელს 23:57 საათზე). მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, გ------- ვ-–-----–---–ის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ლ----------- თანამშრომლის - თ--------------------------- დაშვება, რომ ლ----------- ხელშეკრულებაში 2----–-–-----------–-ს მითითება, რითაც იხელმძღვანელა პროკურორმა ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანისას, იყო ტექნიკური შეცდომა, რაც ხშირად ჰქონიათ ხოლმე. აგრეთვე, თავად ბრალდებულის აღიარება, რომ მან 2----–-–-----------–-----------–-–-----------–----- პერიოდში, ნამდვილად ჩააბარა ლომბარდში, ს--–---- მ-----–----ის კუთვნილი სარეცხი მანქანა, რის გამოც დადგენილად მიიჩნია განაჩენის 2.2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. ამდენად, თუ ნივთი არ იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, ქმედება მითვისებად ვერ დაკვალიფიცირდება. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის სასარგებლოდ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას - პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ამასთან, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

5.3. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად დადგენილია, რომ გ------- ვ-–-----–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ს--–---- მ-----–----ის კუთვნილი „ს---------“ ფირმის მაცივარი და „ვ------–--“ ფირმის სარეცხი მანქანა და განკარგა თავის სასარგებლოდ, მესაკუთრის ნებართვის გარეშე. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ს--–---- მ-----–----ის ჩვენებისა და საგარანტიო ტალონის საფუძველზე, ცალსახად დადასტურებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - მნიშვნელოვანი ზიანი (მაცივრის ღირებულება შეადგენდა 2400 ლარს, ხოლო სარეცხი მანქანის ღირებულება - 1500 ლარს). ამდენად, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ორივე ეპიზოდში მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ 150 ლარიან ნიშნულს.

 

5.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ვ-–-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი), რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6.1. სასამართლო ბრალდებულ გ------- ვ-–-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მან ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი მიიჩნია უდავოდ), ხოლო დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

7.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

7.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

7.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

7.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს გ------- ვ-–-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი მიიჩნია უდავოდ); აგრეთვე მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (გ------- ვ-–-----–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ს--–---- მ-----–----ის კუთვნილ „ს---------“ ფირმის მაცივარსა და „ვ------–--“ ფირმის სარეცხი მანქანას); გ------- ვ-–-----–---–ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დამდგარ შედეგს (დაზარალებულ ს--–---- მ-----–----ეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი); მის პიროვნებას (საქმეში არსებული მტკიცებულებები ბრალდებულის პიროვნების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა). ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ვ-–-----–---–ს სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

7.5. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მართებულად მიიჩნია ბრალდებულის მიმართ გამოიყენოს ჯარიმის მინიმალური ოდენობა, ვინაიდან ის წარმოადგენს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის) მისაღწევად.

 

7.6. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, გ------- ვ-–-----–---–ი იყო ნასამართლობის არ მქონე, რის გამოც, მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულთა ერთობლიობა), შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

8. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

8.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ, „ს---------“ ფირმის მაცივარი და „ვ------–--“ ფირმის სარეცხი მანქანა, რომელიც ინახება ქ. თბილისის ი--------------- სამმართველოს მ--------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- ვ-–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2----–-–-------------- ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ------- ვ-–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2----–-–---------–-- თვის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2----–-–-------------- ეპიზოდ--თვის დანიშნულმა სასჯელმა - ჯარიმამ 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, შთანთქავს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ვ-–-----–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განაჩენის აღსრულებაზე მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ გ------- ვ-–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- „ს---------“ ფირმის მაცივარი და „ვ------–--“ ფირმის სარეცხი მანქანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედ-- გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლელა შკუბულიანი