გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/9578-15
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დ----- წ--------–-
სხდომის მდივანი ე---------- ჯ----–---
მოსარჩელე - შპს „------------–---–--
წარმომადგენლები - იო--- ნი----–--–---–-, გი------ აბ----
მოპასუხე - სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენლები - გო-- ჩი-----, ლე--- გე-------, გი-- სა------, ირ---–- გო-------–---, ნი----–---- შუ--–---, მა-–---- ძი----–---–-
დავის საგანი - ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 1- ა------------- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 2---------------- დადგენილება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრი-- გარემოებები:
3.1.დადგენილი ფაქტობრი-- გარემოებები:
სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, 2--- წლის 1-------- განცხადებით მიმართა შპს „------------–---–---მა და მისი მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ტარიფის გაზრდა მოითხოვა გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის - 0-4----–--------- გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის 3.1----–--------, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის - 4-4---–-------- ოდენობით. ამასთან, შპს „------------–---–---მა, იმავე განცხადებით, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა და გაუმჟღავნებლობა მოითხოვა.
შპს „------------–---–---ის განცხადების საფუძველზე, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2--- წლის 1-----–--- მიიღო გადაწყვეტილება „„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 1- ა------------- დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტის გამოცემის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს „------------–---–---ის განცხადება (ტ.1, ს.ფ. 1--20);
- „„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყამომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 1- ა------------- დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 1-----–---------- გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 62);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.2. სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, შპს „------------–---–---ის განცხადებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შპს „------------–---–---ის მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ტარიფის დასადგენად იხელმძღვანელა „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 2------------------ადაწყვეტილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიით, გამოიკვლია შპს „------------–---–---ის 2----–ლის სრული და 2--- წლის 1- თვის რეგულირებადი აქტივების ბაზა და კაპიტალური დანახარჯები (ცვეთა/ამორტიზაცია და ამონაგები რეგულირებად აქტივებზე, ალოკაცია), საოპერაციო დანახარჯები, ტექნიკური მაჩვენებლები, საინვესტიციო გეგმა და განსაზღვრა შპს „------------–---–---ის კაპიტალური დანახარჯები (CAPEX), მათ შორის წლიური ცვეთა/ამორტიზაცია, ამონაგები აქტივებზე (RAB*WACC), საოპერაციო დანახარჯების ბაზა და საინვესტიციო ხარჯები.
სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოყენებული ტარიფის გაანგარიშების ფორმულა შესაბამისობაშია „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 2------------------ადაწყვეტილებით დამტკიცებულ მეთოდოლოგიასთან. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების გაანგარიშების ფორმულა და მისი კომპონენტები (კაპიტალის ღირებულება და სესხის ღირებულება) საერთაშორისოდ აღიარებულ მიდგომებს შეესაბამება. ამასთან, „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 2------------------ადაწყვეტილებით დამტკიცებულ მეთოდოლოგიით გათვალისწინებული ფორმულების ფარგლებში, ტარიფის გაანგარიშების თეორიული საფუძვლები და მიდგომები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია.
სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, ადმინისტრაციული წარმოების დროს, შპს „------------–---–---ის მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშებისას, კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების გამოთვლისას გამოიყენა მარეგულირებელი ორგანოების მიერ გამოყენებული კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) გამოთვლისა და დამტკიცების მიდგომები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ბელგია ფინეთი და ა.შ.), სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტის თეორიული მიდგომების საფუძველზე.
ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული ზემოთ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2--- წლის 2------------ მიიღო №-- დადგენილება, რომლითაც შპს „------------–---–---ის მომხმარებლებისათვის განსაზღვრა წყალმომარაგების ზღვრული ტარიფები, კერძოდ გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის 0-343 ლარი/მ3, მათ შორის სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი 0-316 ლარი/მ3, წყალარინების ზღვრული ტარიფი 0-027 ლარი/მ3, გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი 1.754 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი 1.618 ლარი/სულზე/თვეში, წყალარინების ზღვრული ტარიფი 0-136 ლარი/სულზე/თვეში, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი 2.284 ლარი/მ3, მათ შორის სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი 2.1-6 ლარი/მ3, წყალარინების ზღვრული ტარიფი 0-1-8 ლარი/მ3 ოდენობით. ამასთან, იმავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ დადგენილება და შესაბამისად დადგენილი ტარიფები ძალაში იყო 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ამონარიდი სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 2---------------- სხდომის ოქმიდან (ტ.1, ს.ფ. 133-1-0);
- „„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 1- ა------------- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 2---------------- დადგენილება (ტ1, ს.ფ. 131-132);
- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.2, ს.ფ.3-142, იხ. გვ.1--22);
- ექსპერტის - იგორ ლებედევის ახსნა-განმარტება;
- მარეგულირებელი ორგანოების მიერ გამოყენებული კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) გამოთვლისა და დამტკიცების მიდგომები (ტ.2, ს.ფ. 147-1-2);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4- შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრი-- და სამართლებრი-- საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრი-- შეფასების შედეგად, სასამართლო მი--და იმ დასკვნამდე, რომ შპს „------------–---–---ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრი-- გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრი-- შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრი-- ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრი-- აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმი-- ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრი-- გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მიხედვით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 1- ა------------- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 2---------------- დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს შეიცავს, რაც მისი ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრი-- გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრი-- სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება, საქმიანობის საყოველთაო თავისუფლების კონსტიტუციურად გამოხატული ნორმაა, რომელიც საბაზრო ურთიერთობების განვითარებას, სიჯანსაღეს, კონკურენციას და საკუთრების უფლების რეალიზაციას ემსახურება. სწორედ ამიტომ აკისრია სახელმწიფოს ვალდებულება ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული მეწარმეობის თავისუფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი”, შპს „პატარა კახი”, სს „გორგოტა”, გი-- აბალაკის ინდი--დუალური საწარმო „ფერმერი” და შპს „ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, გვ.27)) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს ... მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“.
ამასთან, სამეწარმეო საქმიანობის სექტორიდან და ცალკეულ, ობიექტურად გამონაკლის შემთხვევებში მონოპოლიური სამეწარმეო საქმიანობის კონსტიტუციური დაშვებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საქართველოს კონსტიტუცია აკისრებს ვალდებულებას დაიცვას, ასევე მომხმარებელთა უფლებები, აღნიშნულ შემთხვევებში კონკურენციის არარსებობის გამო უსაფუძვლო და არაჯანსაღი ეკონომიკური თუ სხვა გავლენებისაგან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა წყალმომარაგება სამეწარმეო საქმიანობის იმ სფეროს განეკუთვნება, რომელიც ობიექტური საფუძვლებით მონოპოლიურია, რის გამოც სახელმწიფო, როგორც ზემოთ აღინიშნა ვალდებულია სათანადო სატარიფო რეგულირების გზით დაიცვას მომხმარებელთა უფლებები და ინტერესები, ასეთი საქმიანობიდან წარმოქმნილი შესაძლო დაუსაბუთებელი წყალმომარაგების საფასურისაგან, თვით მეწარმე სუბიექტის პატივსადები, საფუძვლიანი და დასაბუთებული ინტერესების შეულახავად.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებაზე (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის №1/3/136 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ, გვ.14), სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „სატარიფო პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება. სამართლიანი ტარიფის არსებობა შესაბამისი სფეროს ნორმალური და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს დაუშვებელია დადგინდეს ისეთი ტარიფები, რომელიც მომხმარებელს მოწყვეტს სამოქალაქო ბრუნვიდან და მის მიღმა დააყენებს. საჯარო წესრიგის მოთხოვნებს წარმოადგენს ის, რომ არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპების იგნორირება და მომხმარებლის, როგორც ბრუნვის მონაწილის, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება.“
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ წყალმომარაგებასთან დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობის სატარიფო სახელმწიფო რეგულირების დროს, სახელმწიფოს (მარეგულირებელი ადმინისტრაციული ორგანოს) ამოცანას და ვალდებულებას მეწარმისა და მომხმარებლის უფლებებსა და ინტერესებს შორის სწორი და სამართლიანი ბალანსის დაცვა წარმოადგენს.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრი-- გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს ინდი--დუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრი-- გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრი-- გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. კანონის მიზანია კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და ბუნებრი-- გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე წყალმომარაგების, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრი-- გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში, შექმნას ყველა კატეგორიის მომხმარებლის სტაბილური ელექტრომომარაგებისათვის, ბუნებრი-- გაზით მომარაგებისათვის და სასმელი წყლით მომარაგებისათვის საჭირო სამართლებრი-- საფუძველი, ხელი შეუწყოს ადგილობრი-- და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ელექტროენერგეტიკის, ბუნებრი-- გაზისა და წყალმომარაგების დარგების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით, ხელი შეუწყოს ჰიდროენერგეტიკული, სხვა განახლებადი, ალტერნატიული და ბუნებრი-- გაზის ადგილობრი-- რესურსების უპირატეს გამოყენებას კანონის ამოცანაა დააკისროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის დარგში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრი-- გაზის დარგებში, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა, ნორმატიულ-სამართლებრი-- ბაზის შექმნა და მიღება, განსაზღვროს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრი-- გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირებისა და განაწილების, ასევე მომხმარებელთა საქმიანობისა და ურთიერთობების რეგულირების ძირითადი პრინციპები საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე და ამ მიზნით შექმნას ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბების სამართლებრი-- საფუძვლები, ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრთვე ბუნებრი-- გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდას, უზრუნველყოს კონკურენციის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრი-- გაზის ბაზარზე, უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრი-- გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და მათ საფუძველზე შექმნას სატარიფო რეგულირების სამართლებრი-- ბაზა, რომელიც დაიცავს მომხმარებელს მონოპოლიური ტარიფებისაგან და ამავე დროს ხელს შეუწყობს ენერგეტიკული დარგის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობასა და განვითარებას, დააკისროს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სასმელი წყლის მიწოდების და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის სფეროში სატარიფო რეგულირება.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წყალმომარაგების ტარიფის დადგენა წარმოადგენს, ხოლო იმავე კანონის 43-ე მუხლის მიხედვით, კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ფასები და ტარიფები იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან, შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ბაზრის ოპერატორსა და მიმწოდებლებს, უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციის უკუგება გონივრულ ვადებში, დაფარონ თავიანთი მიმდინარე ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურებს და სხვა დანახარჯებს. ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს), რომელიც საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად, ხელს უწყობს ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის ან მიმწოდებლის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიატი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ბაზრის ოპერატორი ან მიმწოდებელი აკმაყოფილებს კანონმდებლობის ან/და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე, ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრი-- გაზის დარგებში მოკლე- და გრძელვადიანი ზღვრული ფასების დადგენით და ფასთა დინამიკის პროგნოზირებით, ელექტროენერგიის წარმოების შესაძლო სიჭარბის ან უკმარისობის გათვალისწინებით, ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ელექტროენერგიისა და ბუნებრი-- გაზის მომხმარებელთა კატეგორიების პრიორიტეტების მიმართ, ამასთანავე, არ ზღუდავს ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის ან მიმწოდებლის უფლებას, მოსთხოვოს მომხმარებელს თავისი მომსახურების საფასურის გადახდა, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეწყვიტოს მომსახურების გაწევა, ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის, მიმწოდებლის ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე, ასახავს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრი-- გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ნორმატიული აქტით მტკიცდება ტარიფების მეთოდოლოგია.
სასამართლო მიუთითებს, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტის მიღების დროს მოქმედი „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ დოკუმენტის მიზანია საქართველოში წყალმომარაგების სფეროში სასმელი წყლის მიწოდებაზე და წყალარინებზე ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიის განსაზღვრა. ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია (შემდგომში – მეთოდოლოგია) ითვალისწინებს საქართველოში წყალმომარაგების სექტორის დღე---დელ ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ფინანსურ მდგომარეობას და ეფუძნება წყალმომარაგების სრული ღირებულების პრინციპს. მან უნდა უზრუნველყოს წყალმომარაგების განსახორციელებელად გაწეული ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფში.
მითითებული მეთოდოლოგიის მე-3 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების მიხედვით, წყალმომარაგების ტარიფი უნდა დადგინდეს მიმწოდებლისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით. ამ მიზნით მისაღწევად გათვვლისწინებული უნდა იქნეს ქვეყანაში არსებული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა. სატარიფო განაცხადის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიმწოდებლის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების სისტემებისათვის დაადგინოს წყალმომარაგების ტარიფები თვითმმართველი ერთეულების მიხედვით. იმავე მეთოდოლოგიის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე დადგენილი წყალმომარაგების ტარიფი უნდა შეიცავდეს წყალმომარაგების საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ხარჯებს, საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის და უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდების ამონაგების გონივრულ და სამართლიან დონეს.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საქმიანობის სატარიფო რეგულირების სწორად უზრუნველსაყოფად, ნორმატიული აქტით არის დამტკიცებული მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც უნდა გაანგარიშდეს წყალმომარაგების ტარიფი ზემოთ აღნიშნული პრინციპების რეალიზაციისათვის. ამასთან, მოცემული მეთოდოლოგია განსაზღვრავს კონკრეტულ ფორმულებს სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით, ტარიფის გამოთვლისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, 2--- წლის 1-------- განცხადებით მიმართა შპს „------------–---–---მა და მისი მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ტარიფის გაზრდა მოითხოვა გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის - 0-4----–--------- გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის 3.1----–--------, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის - 4-4---–-------- ოდენობით. ამასთან, შპს „------------–---–---მა, იმავე განცხადებით, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა და გაუმჟღავნებლობა მოითხოვა, რის საფუძველზეც, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2--- წლის 1-----–--- მიიღო გადაწყვეტილება „„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 1- ა------------- დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტის გამოცემის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, შპს „------------–---–---ის განცხადებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შპს „------------–---–---ის მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ტარიფის დასადგენად იხელმძღვანელა „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 2------------------ადაწყვეტილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიით, გამოიკვლია შპს „------------–---–---ის 2----–ლის სრული და 2--- წლის 1- თვის რეგულირებადი აქტივების ბაზა და კაპიტალური დანახარჯები (ცვეთა/ამორტიზაცია და ამონაგები რეგულირებად აქტივებზე, ალოკაცია), საოპერაციო დანახარჯები, ტექნიკური მაჩვენებლები, საინვესტიციო გეგმა და განსაზღვრა შპს „------------–---–---ის კაპიტალური დანახარჯები (CAPEX), მათ შორის წლიური ცვეთა/ამორტიზაცია, ამონაგები აქტივებზე (RAB*WACC), საოპერაციო დანახარჯების ბაზა და საინვესტიციო ხარჯები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და სასამართლოში გამოძახებული ექსპერტის - იგორ ლებედევის ახსნა-განმარტებით (იხ. ოქმი) სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოყენებული ტარიფის გაანგარიშების ფორმულა შესაბამისობაშია „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 2------------------ადაწყვეტილებით დამტკიცებულ მეთოდოლოგიასთან. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების გაანგარიშების ფორმულა და მისი კომპონენტები (კაპიტალის ღირებულება და სესხის ღირებულება) საერთაშორისოდ აღიარებულ მიდგომებს შეესაბამება. ამასთან, „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 2------------------ადაწყვეტილებით დამტკიცებულ მეთოდოლოგიით გათვალისწინებული ფორმულების ფარგლებში, ტარიფის გაანგარიშების თეორიული საფუძვლები და მიდგომები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, ადმინისტრაციული წარმოების დროს, შპს „------------–---–---ის მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშებისას, კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების გამოთვლისას გამოიყენა მარეგულირებელი ორგანოების მიერ გამოყენებული კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) გამოთვლისა და დამტკიცების მიდგომები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ბელგია ფინეთი და ა.შ.), სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტის თეორიული მიდგომების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების გამოთვლის აღიარებული განსხვავებული მიდგომები, რომელთა გამოყენების თავისუფლებასაც „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგია არ ზღუდავს, განაპირობებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, თვით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნებით, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და მოპასუხე მხარის მიერ გამოთვლილი კაპიტალის საშუალო შეწონილი სადავო ღირებულება არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც განპირობებულია აღნიშნული ღირებულების გამოთვლის მიდგომათა არაერთგვაროვნებით და ისინი აღიარებულია და გამოიყენება პრაქტიკაში სხვადასხვა სახელმწიფოთა მარეგულირებელი ორგანოების მიერ. შესაბამისად, გამოთვლის კონკრეტული მიდგომის შეფასება მიზანშეწონილობის კატეგორიას მიეკუთვნება და იგი კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რის გამოც იგი არ შეიძლება შემოწმდეს კანონთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ, წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტით დადგენილი ტარიფის საფუძველზე, მოსარჩელე საწარმოსათვის არსებითი ზიანის მიყენების ფაქტს და შესაბამისად, გამოანგარიშებული და დადგენილი ტარიფის უზუსტობას დაადასტურებდა.
ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების სამართლებრი-- შეფასების შედეგად, სასამართლო მი--და იმ დასკვნამდე, რომ სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტი, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტის მიღების დროს მოქმედი „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის არსებითი დარღვევების გარეშე.
6.4- სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრი-- აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდი--დუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მი--და იმ დასკვნამდე, რომ „„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 1- ა------------- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 2---------------- დადგენილება, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, გასაჩივრებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრი-- საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
ამრიგად, შპს „------------–---–---ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1-0 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
7.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრი-- დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის ხარჯის (საფასურის) სრულად ანაზღაურება უნდა დაევალოს მოსარჩელე - შპს „------------–---–---ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „------------–---–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის - შპს „------------–---–---ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1-0 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოსარჩელეს - შპს „რუსთავის წყალი“-ს დაევალოს ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის (საფასურის) სრულად ანაზღაურება.
4- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებ: თბილისი. გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე დ----- წ--------–-