განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3----18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ზ-----------–--–---–ის,ადვოკატ ნ--------------იას,ბრალდებულ ბ------------ის მონაწილეობით,საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ზ-----------–--–---–ის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე ბ------------ის (პირადი #0----------) - დაბადებულის 1----–-–----- მარტს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლევის, მცხოვრების თბილისში, ს-–--–---------------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ზ-----------–--–---–ის შუამდგომლობის თანახმად, ბ------------ემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9--------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით ნასამართლევ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ბ------------ეს, 2018 წლის 6 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, ი-------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა ქარხნული წესით დამზადებული, მჩხვლეტავ-მჭრელი დანა, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2018 წლის 23 ივლისს გამოტანილ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და ბენო ჩიკავიძეს ჩადენილი ქმედებისთვის ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა ბ------------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რითაც ითანამშრომლა გამოძიებასთან, ადვოკატისგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ზ-----------–--–---–სა და ბრალდებულ ბ------------ეს შორის (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით) 2018 წლის 3------------ დაიდო საპროცესო შეთანხმება, რომელიც, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილესთან. აღნიშნული შეთანხმება და შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 6 სექტემბერს.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იწვევს მის ნასამართლობას და, საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილი იქნება, მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე. ბრალდებულს, ასევე, განემარტა, რომ, საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან.
მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბ------------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად. მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასაჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9--------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 67-ე მუხლის გამოყენებით, შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, ასევე, მთლიანად მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. ბენო ჩიკვაიძეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 67-ე და 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, და ჯარიმა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლაროს ოდენობით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სტაჟიორ-პროკურორმა ზ-----------–--–---–მა, ბრალდებულმა ბ------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ--------------იამ.
სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ნებაყოფლობით, ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
წარმოდგენილი მტკიცებულებები _ ბრალდებულ ბ------------ისა და მოწმეების: ზ---------------------–-------------- გამოკითხვის ოქმები, პირის ზედაპირული შემოწმებისა და ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმები, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #1----ცი დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9--------- განაჩენი საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ბრალდებულმა ბ------------ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება არის დასაბუთებული, ხოლო, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელ მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ. ამასთან, ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ბრალდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს. ბ------------ისთვის, ასევე, ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი‘‘ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ზ-----------–--–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-213-ე, 215-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ზ-----------–--–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს ბრალდებულ ბ------------ესა და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ზ-----------–--–---–ს შორის 2018 წლის 3------------ დადებული საპროცესო შეთანხმება.
ბ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, ბ------------ეს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბ------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9--------- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, და ბ------------ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელების სახით განესაზღვროს ჯარიმა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, ბ------------ეს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ბ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ცივი იარაღი დანა განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:
მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები;
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე შორენა გუნცაძე