განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2018
საქმის ნომერი
330100118002449687
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2----18

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ დ--------------ის,ადვოკატ მ-------–-------–---–ის,ბრალდებულ ი------------–--ის მონაწილეობით,საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–------------ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე ი------------–--ის (პირადი #0----------) - დაბადებულის 1----–-–----- თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების თბილისში, გ------------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–------------ შუამდგომლობის თანახმად, ი------------–--ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1-----------–-- განაჩენით ი------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2018 წლის 20 თებერვალს თბილისში ი------------–--ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება მეტადონის მოხმარების ფაქტი.

 

2018 წლის 29 მარტს გამოტანილ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და ი------------–--ეს ჩადენილი ქმედებისთვის ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა ი------------–--ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ადვოკატისგან იურიდული კონსულტაციის მიღების შემდეგ, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–------------ა და ბრალდებულ ი------------–--ეს შორის (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით) 2018 წლის 23 ივლისს დაიდო საპროცესო შეთანხმება, რომელიც, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილესთან. აღნიშნული შეთანხმება და შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 31 აგვისტოს.

 

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტა, რომ, საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან. ბრალდებულს, ასევე, განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დამატკიცება იწვევს მის ნასამართლობას და, საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილი იქნება, მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების თანახმად, ი------------–--ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად. მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1-----------–-- განაჩენით ი------------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და ი------------–--ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით. ამასთან, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის შესაბამისად, 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები ჩამოერთვას კანონით დადგენილი ვადით.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სტაჟიორ-პროკურორმა დ--------------ემ, ბრალდებულმა ი------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ-------–-------–---–მა.

 

სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ნებაყოფლობით, ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებები - ბრალდებულ ი------------–--ისა და მოწმეების: ვიტალი რამიშვილისა და ირაკლი შეროზიას გამოკითხვის ოქმები, ნარკოლოგიური ექსპერტიზის #701272 დასკვნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1-----------–-- განაჩენი საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ბრალდებულმა ი------------–--ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება არის დასაბუთებული, ხოლო, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელ მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ. ამასთან, ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ბრალდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს. ი------------–--ისთვის, ასევე, ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი‘‘ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–------------ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-213-ე, 215-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–------------ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს ბრალდებულ ი------------–--ესა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–------------ შორის 2018 წლის 23 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ი------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, ი------------–--ეს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ი------------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1-----------–-- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და ი------------–--ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელი ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, ი------------–--ეს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ი------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

ი------------–--ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის შესაბამისად, 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 3 (სამი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:

 

მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები;

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე