გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/969-17
გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე - სს „კ------- ბ----“
წარმომადგენელი - ნ----- კ--------ე
მოპასუხეები - ნ----- ო----ი, თ----- ო-----–--ე, ე-- მ------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ზეპირი მოსმენის განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1. სს „კ------- ბ----ს“ წარმომადგენელმა სარჩელით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ნ----- ო----ის, თ----- ო-----–--ის და ე-- მ------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
სარჩელის თანახმად, 2014 წლის 04 აგვისტოს შპს „მ---------------ო ო---------–-- კ-------სა“ და ნ----- ო----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 3100 აშშ დოლარი 24 თვით, 1.36% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების 3.8–პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით არაუმეტეს 150 დღემდე.
2. 2014 წლის 04 აგვისტოს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეებმა თ----- ო-----–--ემ და ე-- მ------–---–მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრiდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილი (გაფრთხილების) მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში
მსესხებელსა და თავდებებს არაერთხელ ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ არის გადახდილი. მოპასუხეთა მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები.
3. სარჩელის აღძვრის დღისთვის მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 3044.82 აშშ დოლარი, საიდანაც: 1905.09 აშშ დოლარი არის ძირი თანხა; 297.81 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი; 70.36 აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა; 771.56 აშშ დოლარი არის 0.27 % ჯარიმა ძირზე.
4. მოპასუხე ნ----- ო----ს და შპს„მ---------------ო ო---------–-- კ-------ს“ შორის 2014 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა ინდივიდუალურად „განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ №---------- და №---------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე განვადების ლიმიტად დაუმტკიცდა პირველი ხელშეკრულებით 216.82 აშშ დოლარი, მოქმედების ვადა შეადგენდა 11 თვეს და მეორე ხელშეკრულებით 94.12 აშშ დოლარი, მოქმედების ვადა შეადგენდა 24 თვეს, ხელშეკრულებათა თანახმად მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა. „განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ“ ხელშეკრულების. 4.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება დაგვიანებული თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, (მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან).
სარჩელის აღძვრის დღისთვის მსესხებლის ბარათზე, ყველა ტრანზაქციაზე (გატარებაზე) დავალიანება ჯამურად შეადგენს - 211.45 აშშ დოლარს, საიდანაც: 144.00 აშშ დოლარი არის ძირი თანხა; 3.4 აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი; 58.32 აშშ დოლარი არის 0.27 % ჯარიმა ძირზე, საკომისიო- 5.73 აშშ დოლარი.
5. შპს „მ--------------ო ო--------–-- კ-------მ“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და ამჟამად საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკიმერციული) იურიდიული პირების რეესტრში აღრიცხულია სს „კ------- ბ----ს“ საფირმო სახელით.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს: 1. მოპასუხეებს ნ----- ო----ს, თ----- ო-----–--ესა და ე-- მ------–---–ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ არსებული დავალიანების 3044.82 აშშ დოლარის გადახდა; 2. მოპასუხეებს ნ----- ო----ს, თ----- ო-----–--ესა და ე-- მ------–---–ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟი 91.35 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. 3. მოპასუხე ნ----- ო----ს ინდივიდუალურად მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ჯამურად ინდივიდულური დავალიანების - 211.45 აშშ დოლარის გადახდა; 4. მოპასუხე ნ----- ო----ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხეებს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, რომელიც მოპასუხე ნ----- ო----ს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 15 მაისს, ხოლო თ----- ო-----–--ეს და ე-- მ------–---–ს ჩაბარდათ 2017 წლის 21 აგვისტოს საჯარო შეტყობინების გზით.
წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდათ 10 დღის ვადა. თ----- ო-----–--ეს და ე-- მ------–---–ს 2017 წლის 31 აგვისტოს (არასამუშაო დღეების გათვალისწინებით) ჩათვლით, 24:00 საათამდე, ნ----- ო----ს 2017 წლის 25 მაისამდე, მაგრამ მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარმოადგინეს და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის და არც მისი წარდგენის ვადის გაგრძელება უშუამდგომლებიათ.
მოპასუხეებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, მათ არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის და არც მისი წარმოდგენის ვადის გაგრძელება უშუამდგომლებიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 2321. -ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
8. 07.09.2017 წ. განჩინებით სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლო სხდომის დანიშვნა. მოპასუხეებს ნ----- ო----ს, თ----- ო-----–--ეს და ე-- მ------–---–ს სხდომის თარიღი ეცნობათ საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მიუხედავად ამისა, ისინი არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები უცნობებიათ სასამართლოსათვის.
9. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა: 1. მოპასუხეებს ნ----- ო----ს, თ----- ო-----–--ესა და ე-- მ------–---–ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს არსებული დავალიანების 3044.82 აშშ დოლარის გადახდა; 2. მოპასუხეებს ნ----- ო----ს, თ----- ო-----–--ესა და ე-- მ------–---–ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟი 91.35 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. 3. მოპასუხე ნ----- ო----ს მოსარჩელეს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ჯამურად ინდივიდულური დავალიანების - 211.45 აშშ დოლარის გადახდა; 4. მოპასუხე ნ----- ო----ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
ამასთან, იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
10. სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 463-ე-465-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე-893-ე, 895-ე-896-ე, 902-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
11. მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან მ---------------ო ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრებიდან შესაბამისი მოგების მიღება. კრედიტის მიმღების მიერ, კრედიტის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, საკრედიტო ორგანიზაცია, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, დაბრუნებულ კრედიტს გამოიყენებს სარგებლის მისაღებად.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა არ შეასრულეს ვალდებულება, არ გადაიხადეს კრედიტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რის გამოც მოთხოვნა ძირითადი თანხის, სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის, ასევე საკომისიოს სოლიდარულად დაკისრების თაობაზე 2014 წლის 04 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმებული სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, იურიდიულად გამართლებულია, რაც ამ ნაწილში აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
შესაბამისად, მოპასუხეებს ნ----- ო----ს, თ----- ო-----–--ეს და ე-- მ------–---–ს სს „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ძირი თანხის - 1905.09 აშშ დოლარის, სესხზე დარიცხული პროცენტის - 297.81 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხის - 70.36 აშშ დოლარის გადახდა.
12. მოპასუხე ნ----- ო----ს 2014 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული „განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ №---------- და №---------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სს „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ კი, ინდივიდუალურად, უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის- 144.00 აშშ დოლარის, 3.4 აშშ დოლარის - სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხის და საკომისიო- 5.73 აშშ დოლარის გადახდა.
13. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებებით შეთანხმებული და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27%-ის ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს 0.05 %-მდე, შესაბამისად, თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 2014 წლის 04 აგვისტოს სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 142.88 აშშ დოლარით, ხოლო ნ----- ო----ის მიმართ 2014 წლის 17 დეკემბრის „განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ“ №---------- და №---------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე - 10.80 აშშ დოლარით.
14. სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 223.40 ლარის ოდენობით სოლიდარული ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე და 100 ლარი №---------- და №---------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე ნ----- ო----ის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურების ვალდებულება. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს ნ----- ო----ს, თ----- ო-----–--ეს და ე-- მ------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 177,27 ლარის, ხოლო მოპასუხე ნ----- ო----ს ინდივიდუალურად - 38,73 ლარის ანაზღაურება. ამასთან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 230-ე, 233-237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „კ------- ბ----ს“ (წარმომადგენელი ნ----- კ--------ე) შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სს „კ------- ბ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.1. მოპასუხეებს ნ----- ო----ს (პ/ნ 6----------), თ----- ო-----–--ეს (პ/ნ 0----------) და ე-- მ------–---–ს (პ/ნ 3----------) სს „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2416,14 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1905.09 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 297.81 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა - 70.36 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 142.88 აშშ დოლარი;
3. მოპასუხეებს ნ----- ო----ს, თ----- ო-----–--ეს და ე-- მ------–---–ს სს „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 177,27 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე ნ----- ო----ს სს ,,კ------- ბ----’’-ს სასარგებლოდ, ინდივიდუალურად, დაეკისროს 163.93 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა - 144.00 აშშ დოლარი, 3.4 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა, 10.80 აშშ დოლარი- ერთჯერადი პირგასამტეხლო და საკომისიო- 5.73 აშშ დოლარი;
5. ნ----- ო----ს სს ,,კ------- ბ----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 38,73 ლარის ანაზღაურება;
6. მოსარჩელე სს „კ------- ბანკს“ (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: სს ,,საქართველოს ბ----’’ BAGAGE22, გადამხდელი სს „კ------- ბ----“ (ს/ნ 4--------), გადახდის თარიღი: 28/03/2017, მიმღები: სახელმწიფო ხაზინა, ბ----ს კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის ანგარიში/სახაზინო კოდი 300183150;
7. გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოს მოპასუხეებს და განემარტოთ, რომ უფლება აქვთ გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით, ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში;
8. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე