გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
330210018002480922
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16--1-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1------------- 2--8 წელი თბილისი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - ნ--------–-----ე

წარმომადგენელი - ი-----–-----------ი

მოპასუხე - სს „ს--------------------------------------–-----ი“

წარმომადგენელი - ა------------------ი

დავის საგანი - სადაზღვევო თანხის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სს „ს--------------------------------------–-----ს“, ნ--------–-----ის სასარგებლოდ, დაეკისროს 2161 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2--7 წლის 5 ივნისს, ნ--------–-----ეს და სს „ს--------------------------------------–-----ს“ შორის, დაიდო დაზღვევის პოლისი-ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ნ--------–-----ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. თბილისი, ა--–---–-----------------------------------------------, დაზღვევა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2--7 წლის 15 სე---------ს, მიმართა მოპასუხეს 2--7 წლის 1-------ს და 7----–-სს წვიმის წყლის ჩამოსვლით გამოწვეული ქონების დაზიანებისათვის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, შეტყობინება განხორციელდა დაგვიანებით, რადგანაც ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ქ. სენაკში. მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა თბილისში და შეამჩნია დაზიანება, მიმართა სადაზღვევო კომპანიას, რათა მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება.

 

სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ დაუყოვნებლივ არ განახორციელა შეტყობინება. ამასთან, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის თარიღების დროს მოსული ნალექის მოცულობა არ აღემატებოდა 10 სმ-ს.

 

მოსარჩელის განმარტებით, შეტყობინებას დაუყოვნებლივ ვერ განახორციელებდა, ვინაიდან თავადაც მოგვიანებით შეიტყო და მყისიერად განახორციელა შეტყობინება. რაც შეეხება სტიქიურ უბედურებას მისი განმარტებით, საქართველოს რეალობაში ნალექის მოცულობა განისაზღვრება მმ-ით და არა სმ -ით, შესაბამისად, უსაფუძვლოა აღნიშნული საფუძველიც.

 

2--7წლის 4 სექტემბრის შპს „ლ---------------ის“ მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვით ზიანის ოდენობა განსაზღვრულია 790 ლარით, რაც არ შეესაბამება რეალობას. სასაქონლო ზედნადების ცხრილიდან დასტურდება, რომ მასალის ღირებულება შეადგენს 1625 ლარს, ხოლო სახელოსნო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 350 ლარს, სულ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 1975 ლარს.

 

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ 186 ლარით გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 2161 ლარის ანაზღაურება.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის 2--7 წლის 5 ივნისის დაზღვევის ხელშეკრულებისა და შესაბამისი დაზღვევის პირობების შესაბამისად, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრულია შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარების, დაფარული რისკების, გამონაკლისების, ზარალის შესახებ შეტყობინების საკითხები. დაზღვევის პირობების პირველი მუხლის 1.9 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევაა დაზღვეული რისკით გამოწვეული შემთხვევა, რომელიც დაზღვევის პირობებითა და პოლისი - ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს სადაზღვევო ანაზღაურების წინაპირობას, ხოლო მესამე მუხლის შესაბამისად, მზღვეველი აანაზღაურებს დაზღვეული ქონების მათ შორის წვიმით გამოწვეულ ზარალს/ზიანს, თუ ნალექის მოცულობა აღემატება 10 სმ-ს 24 საათის განმავლობაში.

 

მოპასუხის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ზარალი გამოწვეულია გარეთა ფასადის მხრიდან წვიმის წყლის შესვლით, ხოლო მათ შორის თვით მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზღვევის პირობებით განსაზღვრული მოცულობის ნალექის არსებობა, რაც წარმოადგენს შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად არ აღიარების და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობას.

 

ამასთან, დამზღვევის მიერ დარღვეულია დაზღვევის პირობებით განსაზღვრული მზღვეველისათვის მიმართვის ვადები.

 

მოთხოვნის უსაფუძვლობასთან ერთად, დაუსაბუთებელია მისი მოცულობა. ვინაიდან, მოსარჩელის 2--7 წლის ზაფხულში ზიანის მიყენების თარიღის არაერთმნიშვნელოვანი განმარტების მიუხედავად, სარჩელს ერთვის 2--8 წლის მაისის თვეში გამოწერილი სასაქონლო ზედნადები. იმავდროულად, სარჩელი არ შეიცავს რაიმე ახსნას, თუ რა მიზეზ - შედეგობრივ კავშირშია ზედნადებში ასახული მონაცემები 2--7 წლის ზაფხულის მოვლენებთან.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--7 წლის 5 ივნისს, ნ--------–-----ეს და სს „ს--------------------------------------–-----ს“ შორის, დაიდო დაზღვევის პოლისი-ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ნ--------–-----ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მდებარე ქ. თბილისი, ა--–---–----------------------------------------------- დაზღვევა. ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა სადაზღვევო პოლისი კ----------------------

 

სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 8.06.2--7 წლიდან 7.06. 2--8 წლამდე პერიოდი. წლიური სადაზღვევო პრემია განისაზღვრა 120 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

- სადაზღვევო ხელშეკრულების პირობები (ს.ფ. 15-21)

- სადაზღვევო პოლისი (ს.ფ. 45 - 56)

 

3.1.2. სადაზღვევო ხელშეკრულებით დაზღვეული იქნა შემდეგი რისკი: წინამდებარე პირობებით ან პოლისი-ხელშეკრულებით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაზღვეული ქონების დაზიანება/განადგურება, მითითებულია პოლისში და შეიძლება გახდეს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურების გაცემის საფუძველი.

 

სადაზღვევო შემთხვევა- დაზღვეული რისკით გამოწვეული შემთხვევა, რომელიც წინამდებარე პირობებითა და პოლისი-ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება გახდეს დამზღვევის მხრიდან სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის მიზეზი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სადაზღვევო ხელშეკრულების პირობები (ს.ფ. 15-21)

- სადაზღვევო პოლისი (ს.ფ. 45 - 56)

 

3.1.3.პოლისი-ხელშეკრულების 13.1 მუხლით განისაზღვრა დამზღვევის ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში აცნობოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ და შეტყობინება წერილობით დაადასტუროს 5 სამუშაო დღის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სადაზღვევო პოლისი (ს.ფ. 45 - 56)

 

3.1.4.პოლისი-ხელშეკრულების 3-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება სტიქიური უბედურებით დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება. კერძოდ წვიმა, როდესაც მოსული ნალექების მოცულობა აღემატება 10 სმ-ს, სეტყვა, წყალდიდობა მიწისძვრა, ჰაერის მასების მოძრაობა 25 მ/წმ-ზე მეტი სიჩქარით, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი პროცესებით ატმოსფეროში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სადაზღვევო პოლისი (ს.ფ. 45 - 56)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სსიპ გა------------------–------------- მიერ 28.05.2--8 წელს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 2--7 წლის 10-11 ივნისის ღამეს, ქ. თბილისში დაფიქსირდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენები-ძლიერი სეტყვა და ძლიერი წვიმა. 1-------ის დღის 08.00 საათიდან 11 ივნისის დღის 08.00 საათამდე (24 საათში) მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 47.2 მმ, რასაც ახლდა ელ-ჭექი და ძლიერი ქარი, რომლის მაქსიმალურმა სიჩქარემ შეადგინა 19მ.წმ-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ გა------------------–------------- ცნობა (ს.ფ. 25)

 

3.2.2. ნ--------–-----ემ 2--7 წლის 15 სე---------ს და 13 ოქ-------რს მიმართა სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-----ს“ და მოითხოვა წვიმის წყლის ჩამოსვლის გამო ქონების დაზიანების ხარჯის ანაზღაურება. სადაზღვევო შემთხვევის თარიღად მითითებული იქნა 2--7 წლის 1-------ი და 7----–-სი.

 

სადაზღვევო კომპანიამ ანაზღაურებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ საპრეტენზიო წერილი დაფიქსირებულია 15 სე---------ს, შემთხვევის დღიდან 2 თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდგომ. ამასთან, სადაზღვევო შემთხვევის მითითებულ თარიღებში არ ფიქსირდება 10 სმ-ზე მეტი რაოდენობის ნალექი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სადაზღვევო კომპანია „ჯ--------ს“ წერილები (ს.ფ.22-23)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5.კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 799-ე, 814-ე მუხლები

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია 2--7წლის 8 ივნისის სადაზღვევო პოლისი-ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც სადაზღვევო კომპანია "ჯ------------–-----მა“ იკისრა დამზღვევს, ნ--------–-----ეს აუნაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხოლო დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი. დაზღვევის საგანს წარმოადგენდა ნ--------–-----ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ა--–---–----------------------------------------------- .

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა -განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის გადანაწილებას არა მარტო საპროცესო - სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოცემულ სემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში დამზღვევს, ნ--------–-----ეს ეკისრება სადაზღვევო ხელშეკრულების არსებობისა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტის მტკიცების ვალდებულება.

 

საქმეში წარმოდგენილი პოლისი-ხელშეკრულების მიხედვით, სადაზღვევო ხელშეკრულებით დაზღვეულ რისკს წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაზღვეული ქონების დაზიანება/განადგურება, მითითებულია პოლისში და შეიძლება გახდეს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურების გაცემის საფუძველი, ხოლო სადაზღვევო შემთხვევა განისაზღვრა როგორც დაზღვეული რისკით გამოწვეული შემთხვევა, რომელიც წინამდებარე პირობებითა და პოლისი-ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება გახდეს დამზღვევის მხრიდან სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის მიზეზი.

 

ხოლო პოლისი-ხელშეკრულების 13.1 მუხლით განისაზღვრა დამზღვევის ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში აცნობოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ და შეტყობინება წერილობით დაადასტუროს 5 სამუშაო დღის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა,რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის 3-4-ე პუნქტების მიხედვით, მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. მზღვეველმა კი თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.

 

მოსარჩელის განმარტებით, სადაზღვევო შემთხვევის თარიღებია 2--7 წლის 1-------ი და 7----–-სი. დადგენილია, რომ ნ--------–-----ემ სადაზღვევო კომპანიისათვის შეტყობინების ვალდებულება შეთანხმებული წესით არ განახორციელა. მან თანხის ანაზღაურების მოთხოვნით სადაზღვევო კომპანიას მიმართა 2--7 წლის 15 სე---------ს. მოსარჩელის განმარტებით, სწორედ ამ დროს შეიტყო დაზიანებების არსებობის თაობაზე.

 

საქმეში იმის დასადასტურებლად, რომ ნ--------–-----ე იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში და სწორედ ამ დროისათვის გახდა მისთვის ცნობილი დაზღვეული ქონების დაზიანების ფაქტი, წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2--6 წლის 19.1------------ა 2--6 წლის 19 დეკემბრიდან ნ--------–-----ის საქართველოს სეი-----------–-----–-----------–--------------ს დასავლეთ სარდლობის სამედიცინო პოლიკლინიკა (ასეულის) სამკურნალო განყოფილების უფროსად დანიშვნის შესახებ. ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 09.02.2--8 წლის ბრძანება ნ--------–-----ისათვის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეითი ასეულის მხარდამჭერი ჯგუფის თარჯიმნის მოვალეობის შესრულების დაკისრების თაობაზე. მითითებული მტკიცებულებები ცალსახად არ ადასტურებს 2--7 წლის 15 სექტემბრამდე ნ--------–-----ისათვის დაზიანების შესახებ ინფორმაციის არარსებობის ფაქტს. ამ მოცემულობით გაურკვეველია რას ეფუძნება ნ--------–-----ის მითითება დაზიანების თარიღებთან დაკავშირებით.

 

საყურადღებოა მოსარჩელის წარმომადგენლის, ნ--------–-----ის მეუღლის ი-----–-----------ის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტება, რომ თავდაპირველად დაზიანება არ შეიმჩნეოდა, თუმცა შემდგომში ის აშკარა და მნიშვნელოვანი მოცულობის გახდა, რაც ეწინააღმდეგება მოსარჩელის მითითებას დაზიანებების მოგვიანებით აღმოჩენის გამო შეტყობინების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.

 

თუმცა სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის 3-ე პუნქტით მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, ისეთ ვითარებაში, როცა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის თარიღი ცალსახად დადგენილი არ არის, მოსარჩელის მიერ მითითებული თარიღებიდან გასულია მნიშვნელოვანი პერიოდი, შესაძლებელია, რომ ზარალი გაზრდილი იქნა სხვა გარემოებების გამოც. ის ფაქტი, რომ შეუძლებელია თითოეული სადაზღვევო შემთხვევის ანალიზი, მისი გამომწვევი მიზეზების, სადაზღვევო შემთხვევის თარიღის და კონკრეტული დაზიანების მოცულობის დადგენა, დაზიანების ხარისხის და ხარჯების ოდენობის დადგენის კუთხით არღვევს მზღვეველის ინტერესს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

ნ--------–-----ეს და სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-----ს“ შორის გაფორმებული პოლისი-ხელშეკრულების 3-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება წვიმის შედეგად დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება, როდესაც მოსული ნალექების მოცულობა აღემატება 10 სმ-ს.

 

სსიპ გა------------------–------------- ცნობით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ სადაზღვევო შემთხვევის თარიღებში, 2--7 წლის 1-------ს და 7----–-სს, ქ. თბილისში მოსული ნალექების მოცულობა არ აღემატება 47 მმ-ს, რაც უდრის 4.7 სანტიმეტრს. ანაზღაურებას კი მხარეთა მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებით, ექვემდებარება წვიმის შედეგად დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება, როდესაც მოსული ნალექების მოცულობა აღემატება 10 სმ-ს, რაც უდრის 100 მილიმეტრს.

 

ამ გარემოების გათვალისწინებითაც, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებით წარმოშობილი მოპასუხის ვალდებულება აანაზღაუროს ქონების დაზიანებით წარმოშობილი ზიანი. მოპასუხის უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე არ სცილდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ დადგინდა სადაზღვევო თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურების საფუძველი, სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად იმსჯელოს ზიანის მოცულობაზე და წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისობაზე ზიანის ოდენობასთან.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 60 ლარი, ხოლო ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, მას დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 40 ლარის გადახდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ--------–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სარჩელზე გაადხდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. ნ--------–-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 40 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება 4ადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძე