განაჩენი

სისხლის სამართლის 16.08.2018
საქმის ნომერი
080100117001884024
დავის ტიპი
126 2 ბ , 126 1
თარიღი
16.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

საქმის №1/301-17 16.08.2018 წელი ქუთაისი

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე

 

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი ქ----------------

 

დაცვის მხარე

 

1. ბრალდებული: კ-------------–---------–----------

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. რუსთავი, ფ--–--–---–-------- N7/55

 

ადვოკატი ა-----------–---

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი).

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით.

 

2. ბრალდებული: ვ--–---- ვ----–---------–----------

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. რუსთავი, ფ--–--–---–-------- N7/55

 

ადვოკატი ა-----------–---

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

- ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. ბრალდებული: ა----- ა-–-----------–-------–---

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, თ------------ ქუჩა N81/58

 

ადვოკატი - ნ----------------–--

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით.

 

- სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სისხლის სამართლის საქმე №041160917001

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. კ---------–----------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2016 წლის 13 დეკემბერს, კ---------–----------- ძმის ვ--–------–----------- ავტომობილში თბილისიდან ზესტაფონის მიმართულებით მგზავრობისას ა-----------–---- მათი მცირეწლოვანი შვილის, ე-–-----–----------- თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ კ---------–-----------, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, რის გამოც ა-----------–---- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- 2017 წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქუთაისში, თ------------ ქუჩის N95-ის წინამდებარე ტერიტორიაზე, ა-----------–---- მათი მცირეწლოვანი შვილის, ე-–-----–----------- თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ კ---------–-----------. კერძოდ, კ---------–----------- ა-----------–---- ხელი მოუჭირა სახის არეში და ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, ასევე სცემა და მოქაჩა თმა, რის გამოც ა-----------–---- მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ვ--–------–----------- ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2017 წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქუთაისში, თ------------ ქუჩის N95-ის წინამდებარე ტერიტორიაზე, ვ--–------–----------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ რძალს ა-----------–----. კერძოდ, ვ--–------–----------- ა-----------–---- ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში, სცემა ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში და სცემა მუშტით სახის არეში, რის გამოც ა-----------–--- მიენარცხა ავტომანქანას. ვ--–------–----------- მიერ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ა-----------–---- ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით;

 

- ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ა-----------–---- მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

- 2017 წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქუთაისში, თ------------ ქუჩის N95-ის წინამდებარე ტერიტორიაზე, ა-----------–---- მისი მცირეწლოვანი შვილის, ე-–-----–----------- თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს კ---------–----------ს. კერძოდ, ჩამოკაწრა სახე, ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში და უკბინა თითზე, რის გამოც კ---------–----------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

- 2017 წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქუთაისში, თ------------ ქუჩის N95-ის წინამდებარე ტერიტორიაზე, ა-----------–---- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ--–------–-----------. კერძოდ, დაარტყა ხელი თვალბუდის მიდამოში და ნაგვის ურნა ესროლა, რომელიც ვ--–------–----------- მოხვდა მარცხენა ხელის არეში, რის გამოც ვ--–------–----------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2017 წლის 21 აპრილს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულების კ---------–-----------, ვ--–------–-----------ა და ა-----------–---- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა კ---------–----------- ნაწილობრივ (2017 წლის 9 თებერვლის ეპიზოდში) თავი ცნო დამნაშავედ, ხოლო ვ--–------–----------- და ა-----------–---- თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტეს, რომ გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი იქნა შემდეგი გარემოებები:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში 2017 წლის 09 თებერვალს დაიწყო გამოძიება სს N041090217001 საქმეზე , სსსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 2017 წლის 09 თებერვალს ქ. ქუთაისში თ------------ ქუჩაზე ა-----------–---- მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

N327671 შეტყობინებით დადგენილია, რომ 2017 წლის 09 თებერვალს 17:23 საათზე ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილებაში, საპატრულო პოლიციის დეპერტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მეორე განყოფილების „125“ საპატრულო ეკიპაჟიდან შევიდა შეტყობინება ქ. ქუთაისში, თ------------ N95-ში კ---------–-----------ა და ვ--–------–----------- მიერ, კ---------–----------- ყოფილ მეუღლე - ა-----------–---ზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ.

 

N327042 შეტყობინებით დადგენილია, რომ 2017 წლის 09 თებერვალს 17:23 საათზე ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილებაში 112-დან შევიდა შეტყობინება ქ. ქუთაისში, თ------------ N95-ში ოჯახური კონფლიქტის შესახებ. შეტყობინების თანახმად, ა-----------–--- არის დაზარალებული, ოჯახური კონფლიქტია, ყოფილი ქმრისა და მაზლის მიერ განხორციელდა ცემა.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ა-----------–---- სასამართლოს უჩვენა, რომ ამჟამად განქორწინებულია კ---------–---------------. მათ ჰყავთ საერთო შვილი - 3 წლის ე-–---, რომლის ნახვასაც კ-------- არ უშლის. ვ--–------–---------- მისი მაზლია, რომელთანაც აქვს კონფლიქტი. რეალური კონფლიქტის მიზეზი იყო ის, რომ ვ--–---- მას აბრალებდა იტალიაში მყოფი კ---------–----------- დედამისთან უთანხმოებას. ე-–--- იყო 5 თვის, როდესაც კ-------- წავიდა იტალიაში, სადაც იმყოფებოდა 2 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ა----- ცხოვრობდა მშობლების სახლში, ძმასთან და დედასთან ერთად. 2016 წლის 11 დეკემბერს დაბრუნდა კ--------, ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ზესტაფონში, კ--------ს ბებიის სახლში, ხოლო 18 დეკემბერს კი ა-----მ მიიღო გადაწყვეტილება მას კვლავ დაშორებოდა, რადგან ისევე როგორც თანაცხოვრების პერიოდში, შემდეგაც კ-------- აზარტულ თამაშებს თამაშობდა, ეჭვიანობდა და ყველაფერს უკრძალავდა ა-----ს. მან კ-------- უთხრა, რომ მიდიოდა და აღარ უნდოდა მასთან ერთად ცხოვრება, თუმცა არ აუკრძალავდა ბავშვთან ურთიერთობას. მოწმის განმარტებით, კ--------სა და ვ--–----ს იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, ა----- და ვ--–---- კ--------ს თხოვნით, დეკემბრის თვეში შერიგდნენ და როგორც კ-------- ასევე ვ--–---- მეუღლეებთან ერთად გადავიდნენ ზესტაფონიდან თბილისში საცხოვრებლად. თანაცხოვრების პერიოდში კ--------ა და ა-----ს მოუვიდათ უთანხმოება, რადგან იტალიიდან დაბრუნებისას კ-------- კვლავ აზარტულ თამაშებს აგრძელებდა. უთანხმოებაში ჩაერია ვ--–----ც და ორივე ძმები ა-----ს მიმართავდნენ, რომ თუკი მას წასვლა უნდოდა წასულიყო ქუთაისში, მაგრამ ბავშვი - ე-–--- მათთან დარჩებოდა და ა----- ე-–---ს ვეღარ ნახავდა. ამის შემდეგ მიმდინარეობდა სისტემატური ლანძღვა-გინება, როგორც ა-----ს, ასევე დედამისის მიმართ. ა-----------–--- იხსენებს ერთ-ერთ ღამეს, როდესაც ვ--–---- და კ---------–------------- ღამის სამ საათზე, მივიდნენ ა-----სთან სახლში კარზე ბრახუნით, კარი არავინ გაუღო, ვ--–----მ დარეკა სახლის ტელეფონზე, რომელზედაც უპასუხა ა-----------–---- დედამ, ვ--–----მ მას მიაყენა შეურაცხყოფა, თან ემუქრებოდა, შემდეგ კი გაემართნენ ბაღდათში ა-----ს ბიძასთან, რომელთანაც ვ--–------–----------- განაცხადა, რომ არც ა----- უნდოდა რძლად და არც ე-–--- ძმისშვილად. სწორედ ამ ფაქტიდან ორი კვირის შემდეგ, 2017 წლის 9 თებერვალს, მას დაურეკა კ---------–-----------, რომ ბავშვის წაყვანა უნდოდა გასართობ ცენტრში გასასეირნებლად და დაბლა ჩამოეყვანა. აღნიშნული ა-----ს გაუკვირდა, რადგან ამ დრომდე ყოველთვის თვითონაც კ----------- და შვილთან ერთად იყო ხოლმე და ამით კ-------- არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მან არ იცოდა კ----------- ერთად მისი ძმა - ვ--–------–----------ც თუ იყო. რომ სცოდნოდა, ბავშვის ნახვაზე უარს ეტყოდა. მას შემდეგ რაც ე-–--- სადარბაზოში ჩაიყვანა ა-----მ მამის სანახავად, კ--------- გამოართვა ბავშვი და წავიდა სწრაფი ნაბიჯებით, თან უკან იყურებოდა და ა-----ს მიმართავდა, რომ სახლში დაბრუნებულიყო. ამან ა-----ს დაეჭვება გამოიწვია და უკან გაჰყვა. კ-------- მიუახლოვდა მანქანას, რომელიც კ--------ს ძმის იყო და მანქანიდანაც გადმოვიდა ვ--–------–----------. როდესაც ა----- მანქანასთან მივიდა, არაფერი არ უთქვამს ვ--–----სათვის, ბავშვი უკვე მანქანაში იყო და ვ--–----მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ა-----------–----, რის გამოც ა-----მ ბავშვის წამოყვანა მოინდომა და სცადა მანქანის კარის გაღება ბავშვის წასაყვანად. გვერდით მდგომმა ვ--–------–----------- აჰკრა ხელზე ხელი და უთხრა, რომ მისი მანქანისათვის ხელი გაეშვა. ა-----მ უპასუხა, რომ მას მისი მანქანა არ აინტერესებდა, ბავშვი უნდა წაეყვანა სახლში, რადგან ბავშვს მას არ გაატანდა. ნათქვამმა ვ--–------–----------- გაბრაზება გამოიწვია, დაიწყო ა-----------–---- ლანძღვა-გინება და უთხრა: „რა უფლება გაქვს რომ არ გვატანო“. ამ დროს კ-------- მანქანაში ჩაჯდა და ჩაკეტა კარი. ა----- კვლავ მიმართავდა ვ--–----ს: „როგორ არ მაქვს ჩემი შვილის წაყვანის უფლება, შენ ვინ ხარ რომ მიწყვიტავ ჩემს ბავშვს წავიყვან თუ არაო“, რაზეც ვ--–------–----------- ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, ა----- მიენარცხა მანქანას, იგრძნო ძალიან ტკივილი და მისივე განმარტებით „ტკივილზე მეტად სირცხვილი“, რადგან ყოველივე ქუჩაში ხდებოდა. ვ--–----მ ასევე შეაფურთხა. ამ ფაქტს შეესწრო ე-----–----------, რომელიც გადასული იყო მანქანიდან. მალევე მანქანიდან გადავიდა კ---------–----------, რომელსაც ა-----მ კისერთან მოჰკიდა ხელი და უთხრა, თუ როგორ ურტყამდა ვ--–---- მას ხელს. კ-------- პირიქით აგრესიით წავიდა ა-----საკენ: „შენ გოგო, მომეცი ჩემს შვილთან ურთიერთობის უფლებაო“, მოჰკიდა ა-----ს კისერში ხელი და მანქანიდან გამოსწია. ა-----------–---- განმარტებით, მას ეტკინა კისერი, მიხვდა, რომ ვეღარ სუნთქავდა და კ-------- უკბინა თითზე, რომ ხელი გაეშვა. ახლომდებარე კომპიუტერის მაღაზიიდან გამოვიდა თანამშრომელი, რომელსაც იცნობდა ა----- და სცადა მიხმარებოდა მას, თუმცა ვ--–----ს მიმართვის შემდეგ, რომ გასულიყო იქედან, ეს პირი შებრუნდა მაღაზიაში. ა----- ითხოვდა დაერეკათ პატრულში, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ა----- გაემართა სასურსათო მაღაზიისაკენ, სურდა ხაზის ტელეფონით მაინც დაერეკა პატრულში. უკან გაჰყვა ვ--–------–----------, რომელმაც მაღაზიაში შესული ა----- სცემა ძალიან ძლიერად, ფეხებით და ხელებით. ა----- დავარდა ძირს. როდესაც წამოდგა, ვ--–---- უკვე ზურგით იყო და მიდიოდა მანქანისაკენ. ა-----მ აიღო იქვე მდგარი სიგარეტების ურნა და დააპირა ესროლა ვ--–----სათვის. ვიღაცამ ვ--–----ს დაუძახა „გესვრისო“ და ვ--–----ც მოტრიალდა, მოიგერია ნაგვის ურნა და გადააგდო გვერდით. ა----- უკვე მაღაზიის კიბეებზე იმყოფებოდა, როდესაც მიბრუნდა ვ--–---- და მუშტებით ურტყა სახის არეში, ცხვირში. იქ იყო კ--------ც, რომელიც ჩეჩავდა თმებში. ა-----ს გაუსკდა კაპილარი და ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი დიდი რაოდენობით. მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ვ--–---- და კ-------- ა-----ს მოაშორეს ე-----–----------- და სხვა იქვე მყოფმა ბიჭებმა. ა----- მანქანისაკენ წავიდა, რომლის კარებიც ღია იყო და გადმოიყვანა ე-–---. ვ--–---- და კ-------- ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ, ხოლო ის სისხლიანი, ბავშვთან ერთად დარჩა თ------------ ქუჩაზე. შემდეგ შევიდა მაღაზიაში, დაურეკა სასწრაფოს. ადგილზე მივიდა სასწრაფოც და პოლიციაც. გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 4 დღე დაჰყო, ხოლო 20 დღით იწვა სახლში წოლითი რეჟიმის გამო. ჰქონდა თავის ტვინის შერყევა და სხეულის სხვა დაზიანებები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ის დაიკითხა გამოძიებაში, სადაც მიუთითა, რომ მანაც მიაყენა ვ--–------–----------- ფიზიკური დაზიანება, რაც განპირობებული იყო თავდაცვის მიზნით განხორციელებული ქმედებებისგან, კერძოდ ხელის ქნევისაგან, რაც შესაძლოა მოხვდა ვ--–----ს. ის ასევე მეორედ დაიკითხა გამოძიებაში. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 9 თებერვლის ფაქტამდე, ვ--–------–----------- მხრიდან, ა-----------–---- მიმართ არ ჰქონია ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას. კ---------–----------- კი 2016 წლის 13 დეკემბერს, როდესაც თბილისიდან ზესტაფონში მიდიოდნენ, მანქანაში, სადაც იმყოფებოდნენ ა-----------–---, კ---------–---------- უკანა „სიდენიაზე“, ვ--–------–---------- და ვ--–----ს ყოფილი მეუღლე ა-------–-–---–- წინ, კ---------, სახეში ხელის გარტყმით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ა-----------–----. კ--------ს გაღიზიანება გამოიწვია, ა-----ს შემდეგმა ქმედებამ: კერძოდ, როდესაც ე-–---მ მოისურვა საჭესთან გადასვლა და ბიძასთან დაჯდომა, ა-----მ გადააწოდა ბავშვი. კ--------- ამაზე ა-----ს უთხრა: „ამ ორი წლის განმავლობაში, სანამ მე იტალიაში ვიყავი, ე-–---ს რომ შენთვის მარშუტში მოეთხოვა მძღოლთან დაჯდომა ესეიგი დააჯენდიო“ და ამის შემდეგ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაარტყა ხელი. ა-----მ იგრძნო ძლიერი ტკივილი. დარტყმის დროს ბავშვი უკვე წინ იჯდა ანა ყავლაშვილთან, თუმცა სახით იყო მშობლებისაკენ და ყველაფერს ხედავდა. ვ--–----მ გააჩერა მანქანა, ღამე იყო 2 საათი, თოვდა და ვინაიდან ვერსად წავიდოდა, ა----- კვლავ დაბრუნდა მანქანაში და წავიდნენ ზესტაფონში.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ე-----–----------- სასამართლოს უჩვენა, რომ 2017 წლის 9 თებერვალს, კ--------- ე-----–-- და ვ--–----ს უთხრა, რომ უნდოდა ბავშვის ნახვა, გასეირნება და წასულიყვნენ ზესტაფონიდან ქუთაისში. კ--------- დაურეკა მეუღლეს და შეატყობინა სურვილი და ასევე ვისთან ერთადაც მიდიოდა. წავიდნენ ქუთაისში მანქანით, გაჩერდნენ სახლიდან მოშორებით თ------------ ქუჩაზე, იქვე მაღაზიაც იყო. ა-----ს მოჰყავდა ბავშვი, კ-------- გადავიდა ბავშვის გამოსართმევად რათა ჩაესვა მანქანაში. ამ დროს რაღაც ხმაური იყო, ვ--–---- გადავიდა მანქანიდან, კ-------- გამოართვა ბავშვი და ჩასვა მანქანაში, რა დროსაც წამოვიდა ა-----ს მხრიდან აგრესია, არ გაგატანთ ბავშვსო, ვერ განდობთო და სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ვ--–----სა და ა-----ს შორის. დაიძაბა ურთიერთობა, რის შედეგადაც მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფა. ა-----ს მხრიდან ჰქონდა ადგილი ოჯახის მიმართ უზრდელურ გამონათქვამებს, გინებას, დედისა და გარდაცვლილი მამის მისამართით. ე-----–---------- ხედავდა ყველაფერს, რის შემდეგადაც გადავიდა მანქანიდან, რომლის მარჯვენა მხარეს იჯდა, მივიდა ვ--–----სთან და ეუბნებოდა, რომ დამშვიდებულიყო. ამ დროს ა-----მ ვ--–----ს შეაფურთხა და მარჯვენა თვალში დაარტყა ხელი. ვ--–----მ ვეღარ მოითმინა და თავადაც 1-2 ჯერ შეეხო ხელით. ე-----–-- გააზავა. კ-------- ამ დროს მანქანაში იყო და უთხრა, რომ არ გადმოსულიყო, რადგან უფრო დამძიმდებოდა სიტუაცია, მაგრამ ა----- თავად მივიდა კ----------- და გაარტყა მანქანაშივე, ბავშვიც მანქანაში იჯდა. ა-----------–--- კვლავ არ გაჩერდა, წავიდა ბავშვთან ერთად მაღაზიაში, დატოვა იქ ბავშვი და ნაგვის ურნა ისროლა ვ--–----ს მიმართულებით. ვ--–----ს მოხვდა ურნა, დაზიანდა. კ--------ც გადმოვიდა მანქანიდან და მოუწოდებდა მეუღლეს, რომ დაწყნარებულიყო. ა-----მ კ-------- გაარტყა სახეში და კ--------ს მხრიდან იყო ა-----სათვის თმებში მოჩეჩვა. ამის შემდეგ ხალხიც მოვიდა, ცდილობდნენ დაშოშმინებას, შედეგად განიმუხტა სიტუაცია, ე-----–-- მოუწოდა ვ--–----სა და კახას რომ წასულიყვნენ და წავიდნენ მანქანით. კ--------- უთხრა მას, რომ ა-----მ ხელზე უკბინა და ე-----–--აც დაინახა, რომ მარცხენა თითის შუა თითზე ჰქონდა ნაკბენი. გზაში ვ--–---- ცუდად გახდა, თვალი ტკიოდა და დაურეკეს სასწრაფოს. სასწრაფოს მოსვლისას ვ--–---- გადაიყვანეს საავადმყოფოში ხოლო კ-------- პოლიციის განყოფილებაში.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ა-------–-–---–-- სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის ვ--–------–----------- ყოფილი მეუღლე. მოწმემ განმარტა, რომ 2016 წლის 13 დეკემბერს თბილისიდან ზესტაფონის მიმართულებით მანქანით გადაადგილდებოდნენ ა-------–-–---–-, ა-----------–---, ა-----სა და კ--------ს შვილი ე-–---, ვ--–---- და კ---------–-------------ი. ვ--–---- და ა-------–-–---–- ისხდნენ წინ, ვ--–----ს უკან იჯდა კ--------, ანას უკან ა-----. დაახლოებით გორის ტერიტორიაზე ყოფნისას, ე-–---მ მოითხოვა ბიძასთან საჭესთან გადაჯდომა. ა----- დასთანხმდა და ბავშვს აწოდებდა წინ, როდესაც კ--------- გამოთქვა უკმაყოფილება, გაბრაზდა და ა-----ს უთხრა: „მარშუტში რომ იყო და ბავშვმა მოგთხოვოს, ესე იგი მძღოლსაც ჩაუჯენ ბავშვსო“. შეაგინა დედის მისამართით და ხელი გაარტყა სახის არეში. აღნიშნული პირადად დაინახა ა-------–-–---–--, ამ დროს ბავშვი უკვე ვ--–----სთან იჯდა და ტირილი დაიწყო. მომხდარის შემდეგ ვ--–------–----------- გააჩერა მანქანა და ა-------–-–---–- მივიდა ა-----------–----თან. მომხდარზე არც პოლიციისათვის და არც არავისთვის მათ არ მიუმართავთ.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ვ--–------–----------- სასამართლოს უჩვენა, რომ 2017 წლის 9 თებერვალს იმყოფებოდა ზესტაფონში ძმასთან კ---------–--------------- და ე-----–----------სთან ერთად, მიდიოდნენ ქუთაისში. კ--------- დაურეკა მეუღლეს, რომ მოდიოდა მის ძმასთან და ე-----–--თან ერთად და ბავშვის გასეირნება უნდოდა. როდესაც ქუთაისში ჩავიდნენ, კ-------- გადავიდა მანქანიდან ბავშვის მოსაყვანად, ვ--–---- და ე-----–- ელოდებოდნენ მანქანაში. როდესაც კ-------- მივიდა ბავშვთან ერთად ვ--–----მ ნახა ძმისშვილი, გამოართვა და ჩასვა მანქანაში და სანამ ჩაჯდებოდა, ა-----მ ვ--–------–----------- მიმართ იხმარა უწმაწური სიტყვა, რასაც მან ყურადღება არ მიაქცია და დაჯდა მანქანაში. ა-----------–--- კ---------–----------ს ეუბნებოდა: „მე ბავშვს არ გაგატანთ, წინააღმდეგი ვარო“ და მანქანის კარზე დაიწყო ჯაჯგური. ურტყამდა მანქანის მინას. ვ--–----მ იფიქრა მინა არ ჩატეხოსო, გადმოვიდა მანქანიდან და ა-----ს უთხრა, რომ გაწეულიყო მისი მანქანიდან და საერთოდ ხელს ნუ კიდებდა. ა-----------–--- კვლავ აგრძელებდა უწმაწური სიტყვების ძახილს და შეაფურთხა სახეში ვ--–------–-----------, შეაგინა დედა და მარჯვენა თვალის არეში დაარტყა, რის შედეგადაც ბრალდებულმა განიცადა ტკივილი, თვალი აუცრემლიანდა და ძალიან ტკიოდა. მიუხედავად ამისა, მაინც არაფერი უმოქმედია. თუმცა ა-----------–--- კვლავ განაგრძობდა ჩხუბს და ვ--–------–----------- გარდაცვლილი მამის ხსენებით დაიწყო ლანძღვა, რაზეც ბრალდებული ძალიან გაბრაზდა, ვეღარ მოითმინა და ა-----ს გამოსაფხიზლებლად, გონზე რომ მოსულიყო სახეში შემოარტყა ერთი-ორჯერ - ,,რას კადრულობ გოგო შენო“. ა-----------–--- კ---------–----------ს სწვდა, თითზე უკბინა, ყვიროდა ბავშვი მომეცითო, კვლავ არ წყვეტდა ჯაჯგურს, გინებას და მსგავს ქმედებებს. ირგვლივ ხალხიც მოიკრიბა. ვ--–------–----------- უთხრა ძმას, რომ მიეცი ბავშვი და დამშვიდდებაო. მისცეს ა-----ს ბავშვი და იგი წავიდა თ--------- მაღაზიისაკენ. თ-------- ეუბნებოდა: „რას კადრულობ გოგო, გაჩერდიო“, თუმცა ა----- არ ჩერდებოდა. ბავშვი შეიყვანა მაღაზიაში, დატოვა, გარეთ გავიდა და მაღაზიის შესასვლელში მდგარი ნაგვის ურნა ესროლა ვ--–------–-----------, რომელიც საუბრობდა წასვლაზე, რომ აზრი არ ჰქონდა ა-----სთან საუბარს და სჯობდა წასულიყვნენ. ნაგვის ურნა ვ--–----ს მოხვდა მარცხენა ხელის იდაყვში, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი. ვ--–------–---------- გაბრაზდა, მივიდა ა-----------–----თან და მხოლოდ ხელის მიდებით მიუთითა, რომ შეეწყვიტა მსგავსი ქმედებები და წასულიყო სახლში, თავად კი ძმასთან და ე-----–--თან ერთად წავიდნენ სახლში. გზაში ყოფნისას ვ--–----ს მეტად ასტკივდა თვალი. იმის გამო, რომ არ იცნობდნენ ქუთაისს და არ იცოდნენ საავადმყოფოს მისამართი, ვ--–------–----------- დაურეკა სასწრაფოს, უამბო მომხდარი. სასწრაფოსთან ერთად მოვიდა პოლიცია, მას მოჰყვა კრიმინალური, მათ იცოდნენ რაც ხდებოდა. ვ--–------–---------- გადაიყვანეს პირველ რიგში საავადმყოფოში, შემდეგ კი დაკითხვაზე სხვებთან ერთად. მოწმის განმარტებით, კ---------–----------- მხრიდან ა-----------–----ადმი იყო მხოლოდ თმებში მოჩეჩვა და კურტკაზე ხელის მოკიდება. დარტყმის ფაქტს არ ადასტურებს, რადგან არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ვ--–------–----------- მოწმის სახით დაკითხვისას სრულიად უარყო როგორც 2016 წლის 13 დეკემბრის კ--------ს მიერ ა-----სათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, ასევე ზოგადად ა-----სთან არსებულ უთანხმოებაც.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა კ---------–----------- სასამართლოს უჩვენა, რომ ოთხი წელია რაც ა-----------–----თან ოჯახი შექმნა, ჰყავთ ერთი შვილი, 3 წლის ე-–--- მშვენიერაძე. მეუღლესთან კონფლიქტური ურთიერთობა იყო მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ მისგან შორს. საზღვარგარეთ წასვლისას ე-–--- იყო 6 თვის, ხოლო როდესაც კ-------- საქართველოში დაბრუნდა 2 წლის და 7 თვის. მოწმის განმარტებით, 2016 წლის 11 დეკემბერს ა-----------–--- ცხოვრობდა მასთან ერთად ოჯახში. დაახლოებით ერთ კვირაში მეუღლე წავიდა ოჯახიდან, მიზეზი მისთვის გაურკვეველი იყო. ბავშვს მომხდარ ფაქტამდე ყოველ დღე ნახულობდა, თუმცა ყოველ ჯერზე საუბარი სრულდებოდა ლანძღვითა და ჩხუბით. ა-----ს მხრიდან მიზეზი ორი წლის განმავლობაში მისი საზღვარგარეთ ყოფნა იყო, ა-----------–--- თვლიდა, რომ კ-------- არაფერი აინტერესებდა. ასევე იყო ა-----------–---- მხრიდან მუქარები ბავშვის წართმევასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მიმართავდა. მისი ოჯახის მიმართ იმუქრებოდნენ, რომ დაიჭერდნენ, ბავშვს გვარს გადაუსწორებდნენ. რაც შეეხება 2017 წლის 9 თებერვალს, ის შეუთანხმდა მეუღლეს, რომ უნდა ენახა ბავშვი. მივიდა ა---------------- N81-ში. სახლიდან დაახლოებით 50 მეტრ მანძილზე გააჩერა მანქანა, იქვე მაღაზიასთან. თავად წავიდა ბავშვის წამოსაყვანად, ა----- თავდაპირველად არ აპირებდა გაყოლას, თუმცა უცებ გადაიფიქრა და გაჰყვა უკან კ-------- და შვილს. მანძილი მათ შორის იყო დაახლოებით 15 მეტრი, როდესაც ა-----მ დაინახა ვ--–------–----------- მანქანა, ნომრით იცნო და თქვა „აი შენი ძმაც აქ არისო“ და დაიწყო ლანძღვა, რომ აღარ გაატანდა ბავშვს. კ-------- მივიდა მანქანასთან, ბავშვი მიაწოდა ვ--–----ს, ხოლო ა-----ს ამშვიდებდა, სთხოვდა დაწყნარებულიყო, არ იყო საჭირო პანიკა და მიაცილებდა სახლში, მაგრამ ა----- მივარდა მანქანასთან, ჰქონდა პანიკები, მშობლების, ოჯახის მიმართ დაიწყო ლანძღვა. ყველაფერს შეესწრო ა-----------–---- კარის მეზობელი ... და მამამისი, რომელიც არის იქვე არსებული მაღაზიის მეპატრონე. ის ცდილობდა ა-----ს დამშვიდებას. ვ--–------–----------ც გადავიდა მანქანიდან და იდაყვში მოკიდა ხელი, თან მოუწოდებდა ა-----ს წასულიყო სახლში, თუმცა ა-----------–---- ვ--–----ს შეაფურთხა და ხელი დაარტყა თვალის არეში. ის კვლავ ცდილობდა ა-----------–---- დაწყნარებას, თუმცა შემდეგ ჩაჯდა მანქანაში ბავშვთან, სურდა მისი წაყვანა და კონფლიქტის დასრულება, მაგრამ უშედეგოდ. მანქანასთან მივიდა ა----- ბავშვის გამოსართმევად, რამაც კ--------ს გაბრაზება გამოიწვია, თუ რატომ არ ჰქონდა მას უფლება, რომ წაეყვანა საკუთარი შვილი, გადავიდა მანქანიდან, გრძელდებოდა ლანძღვა. მოწმის განმარტებით, მან უკვე აღარ იცოდა რა შეიძლება გაეკეთებინა, აიყვანა ბავშვი და ა-----ს უთხრა რომ წასულიყვნენ და მიიყვანდა სახლში თან ხელი გადახვია. სავარაუდოდ ამ დროს (ზუსტად არ ახსოვს) ა-----მ უკბინა თითზე, მან თმებში და სახის არეში მოკიდა ხელი. მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ასევე ა-----სათვის ხელის გარტყმას. ის დათანხმდა ე-----–----------ს და ჩაჯდა მანქანაში, რადგან სურდა სიტუაცია დამშვიდებულიყო. თავად ე-----–-ც მაქსიმალურად ცდილობდა დაემშვიდებინა კ--------. ა-----------–--- შევიდა მაღაზიაში, თან ყვიროდა მიშველეთო, ითხოვდა პოლიციასა და სასწრაფოს დახმარებას. მან დასვა ბავშვი, გამოვიდა მაღაზიიდან და ნაგვის ურნა ესროლა მაღაზიიდან 3-4 მეტრში, მანქანის გვერდით, მაღაზიისკენ ზურგით მდგომ ვ--–------–-----------, რაც ვ--–----ს მარჯვენა ხელზე მოხვდა. ვ--–----ს ვიღაცამ დაუძახა გესვრისო და ამიტომ ასწია ხელები ინსტიქტურად. ამის შემდეგ ვ--–------–----------- სილა გააწნა ა-----ს. რაც შეეხება უშუალოდ ა-----ს მიერ მისთვის ხელის დარტყმის ეპიზოდს, ბრალდებულმა მიუთითა, რომ, როდესაც მანქანაში იჯდა, თავდაპირველად კარი ჩაკეტილი იყო, შემდეგ გააღო მაინც, რათა მოეწოდებინა ა-----სთვის, რომ წასულიყო სახლში და სწორედ ამ დროს გაარტყა ორჯერ ა-----მ კ--------. კ---------–----------- განმარტებით, ა-----------–---- მიერ მიყენებული შეურაცხყოფიდან განიცადა როგორც ფიზიკური ასევე სულიერი ტკივილი. ნაგვის ურნის სროლის შემდეგ ვ--–---- და კ---------–-------------, ე-----–----------სთან ერთად ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ სახლში. ფაქტის შემდეგ კ---------–----------ს დაზიანებები ჰქონდა სახეზე, ცხვირთან და მარცხენა ხელის შუა თითზე. უშუალოდ დაზიანებების მიღების ეტაპები არ ახსოვს, დაზიანებები შენიშნა პოლიციაში მისვლის შემდგომ. წამოსვლის შემდეგ მან შეიტყო, რომ ა-----სთან სასწრაფო და პოლიცია მივიდა. რადგან ვ--–----ს თვალი ტკიოდა და თან საჭესთან იყო, თავადაც გამოიძახეს სასწრაფო, რომელსაც მოჰყვა პოლიცია. ვ--–----ს მოთხოვნის შესაბამისად იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. გამომძიებელი მივიდა კ-----------, გაეცნო და გადაიყვანეს განყოფილებაში იმ მოტივით რომ მან სცემა მეუღლე და მისი ძმა.

 

მოწმის სახით დაკითხვისას დ--------–------- სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის ქუთაისის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. საქმესთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მეორე განყოფილებაში შევიდა საპატრულო შეტყობინება მასზედ, რომ ა-----------–--- თ------------ N95-ში ითხოვდა დახმარებას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება 1261 მუხლით. პარალელურად შემოვიდა მეორე შეტყობინება, სადაც ვ--–------–---------- ითხოვდა დახმარებას ასათიანის ქუჩიდან და ასევე იყო მესამე შეტყობინება, რომელიც შევიდა კლინიკური საავადმყოფოდან, სადაც თვითმიმართვით მიყვანილ იქნა ვ--–------–----------. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით. შემთხვევასთან დაკავშირებით დაიკითხნენ ა-----------–---, ასევე ვ--–---- და კ---------–-------------. მის მიერ დაინიშნა სამედიცინო შემოწმებაზე ექსპერტიზები, ასევე ვ--–---- და კ---------–-------------ს მიმართ დაინიშნა ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზა. მან გააცნო ბრალი ბრალდებულებს, ა-----------–----, ვ--–---- და კ---------–----------ებს, დაზარალებულად ცნობის დადგენილებებიც. მასთან ერთად მუშაობდნენ განყოფილების სხვა გამომძიებლებიც, კერძოდ: ბ---------------------------------------. საქმეზე მოპოვებულ იქნა ნასამართლეობის ცნობები, ფსიქიატრიული ცნობები. ასევე მოხდა ა-----------–---- ჩვენებაში მოხსენიებული ყოფილი რძლის - ა-------–-–---–-- გამოკითხვა ქალაქ თბილისში, რომელმაც წარმოადგინა შემაკავებელი ორდერი, შესაბამისად შედგა წარმოდგენილი დოკუმენტების დათვალიერების ოქმი. ა-----------–---- განყოფილებაში მისვლისას ეტყობოდა გარეგანი დაზიანებები, იგი გახდა ცუდად, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო და გადაიყვანეს საავადმყოფოში. კ---------–----------საც ჰქონდა სახეზე ნაკაწრები, ხოლო ვ--–------–---------- უჩიოდა ბეჭისა და თვალის ტკივილს. საბოლოოდ გამოძიებამ დაადგინა, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა მხარე იყო დამნაშავე და შესაბამისად ყველა მიეცა პასუხისგებაში.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №000842817 დასკვნის თანახმად, 10.02.2017წ. 01:20-01:30 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. კ---------–----------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. (ე------------------------–---).

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №000850017 დასკვნის თანახმად, 10.02.2017წ. 01:40-01:50 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ვ--–------–----------- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. (ე------------------------–---).

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №001020617 დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ქუთაისის N1 რეფერალური ჰოსპიტალის ცნობა N724/1 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 10.02.2017წ)) - მონაცემებისა: მოქ. ვ--–------–----------- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 09.02.2017წ-ს 18:11 სთ-ზე და დაესვა დიაგნოზი: OD მწვავე კონიუქტივიტი. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მოქ. ვ--–------–----------- სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის. (ე----------–---------------).

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №001019017 დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N868/17-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 09.02.2017წ)) - მონაცემისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ა-----------–---- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 09.02.2017წ-ს 15:20 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 16:30 სთ-ზე დიაგნოზით: მაჯის და მტევნის ზედაპირული ტრავმა.

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N870/17-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა (1874) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 13.02.2017წ)) - მონაცემისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ა-----------–---- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 10.02.2017წ-ს 00:25სთ-ზე საიდანაც გაეწერა 13.02.2017წ-ს 15:00 სთ-ზე დიაგნოზით: ქალა-ტვინის ტრავმა. თავის ტვინის შერყევა, თავის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა, თითის სახსრის და იოგების დაჭიმულობა და გადაძაბვა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა სახის და თავის არეში სისხლნაჟღენთები.

 

დაჭიმულობა და გადაძაბვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თვალსაზრისით არ წარმოადგენს მექანიკური დაზიანების ობიექტურ ნიშანს.

 

დაზიანებები თავის ტვინის შერყევისა და სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთიანობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა შ---------------მ სრულად დაადასტურა ექსპერტიზის N001019017 და N001020617 დასკვნების სისწორე.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ ა-----------–---- (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----------------–--ს მონაწილეობით) და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ----------------ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

 

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

2018 წლის 16 აგვისტოს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ----------------მ ბრალდებულ ა-----------–----თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ქ----------------მ, ბრალდებულმა ა-----------–---- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----------------–---.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სასამართლომ გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ოჯახური თანაცხოვრების სიმშვიდე და კეთილდღეობა. მუხლის სპეციფიკური ხასიათი გამოხატულია სწორედ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის, თმენისა და ვალდებულებების სამართლებრივი მოთხოვნის შესრულებაში და მკაცრად აკონტროლებს თითოეული მათგანის დაცულობას.

 

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული, განგრძობადი და სპეციფიური ხასიათი, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება. ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები). შეიძლება არც გამოიწვიოს ასეთი შედეგი და მხოლოდ ფიზიკურ ტკივილში გამოიხატოს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ვ--–------–----------- მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინებები დანაშაულის შესახებ, დაზარალებულ ა-----------–---- ჩვენება, მოწმეების: ქ----------–----–---–--, ა-------–-–---–--ა, შ----------–-------, ნ----------------, ვ--–------–-----------, კ---------–-----------, თ-------- კ------–----, ა----------–----- ე-----–----------- ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N001019017, N000842817 და N000850017 დასკვნები.

 

სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ კ---------–----------- მიერ მის მიმართ სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი, რომელთა ურთიერთშეჯერების პირობებში და მათი სიღრმისეული ანალიზის შედეგად სასამართლომ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. კერძოდ: დაზარალებულ ა-----------–---- ჩვენება, მოწმეების ე-----–-----------, ა-------–-–---–--, დ--------–------- და თვით ბრალდებულების - კ------- და ვ--–------–----------- ჩვენებები.

სასამართლო აანალიზებს რა საქმის განხილვისას გამოკვლეულ მასალებს, ერთობლიობაში აფასებს მოწმეთა განმარტებებს, უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 13 დეკემბერს, თბილისიდან ზესტაფონის მიმართულებით მგზავრობისას ა-------–----------- მათი არასრულწლოვანი შვილის ე-–-----–----------- თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ კ---------–-----------. რითაც ა-------–----------- განიცდა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქუთაისში, თ------------ ქუჩის N95-ის წინამდებარე ტერიტორიაზე, ა-----------–---- მათი მცირეწლოვანი შვილის ე-–-----–----------- თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კ---------–-----------.

სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქუთაისში, თ------------ ქუჩის N95-ის წინამდებარე ტერიტორიაზე, ვ--–------–----------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ რძალს ა-----------–----. კერძოდ, ვ--–------–----------- ა-----------–---- ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში, სცემა ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში და სცემა მუშტით სახის არეში, რის გამოც ა-----------–--- მიენარცხა ავტომანქანას, ვ--–------–----------- მიერ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ კ---------–----------- მხრიდან ადგილი აქვს განზრახი და მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზიანს აყენებს ოჯახის წევრის ჯანმრთელობას, ოჯახური თანაცხოვრების სიმშვიდესა და კეთილდღეობას. შესაბამისად კ---------–----------- მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.

სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ვ--–------–----------- მხრიდან ადგილი აქვს განზრახი და მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედების განხორციელებას, რომელმაც ზიანი მიაყენა დაზარალებულ ა-----------–---- ჯანმრთელობას, ასევე მიაყენა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად ვ--–------–----------- მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა კ---------–----------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება (ორი ეპიზოდი). ხოლო ვ--–------–----------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ კ---------–----------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (ორი ეპიზოდი) დადასტურებულია დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ კ------- მ–---------ს ბრალეულობას, რის გამოც არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე 2016 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით.

სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ვ--–------–----------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ--–---- მ–---------ს ბრალეულობას.

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა კ---------–----------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), ხოლო ბრალდებულმა ვ--–------–----------- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება ბრალდებულ ა-----------–----, საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ----------------- შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

კ---------–----------- და ვ--–------–----------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელად გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ კ---------–----------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი კერძოდ:

 

კ---------–----------ს 2016 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით. ხოლო 2016 წლის 09 თებერვლის ეპიზოდთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, კ---------–----------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში კ---------–----------- საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ ვ--–------–----------- უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ვ--–------–----------- საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ---------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

კ---------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 09 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, კ---------–----------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

კ---------–----------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ---------–----------- დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად მის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს შესაბამის სამსახურს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს კ---------–-----------.

 

2. ვ--–------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ვ--–------–----------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ვ--–------–----------- მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს შესაბამის სამსახურს.

 

3. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ----------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს პროკურორ ქ----------------სა და ბრალდებულ ა-----------–---- შორის 2018 წლის 15 აგვისტოს დადებული საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობით:

 

ა-----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ა-----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა-----------–---- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ა-----------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - ა-----------–---- განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენი მსჯავრდებულ ა-----------–---- ნაწილში გასაჩივრებას ექვემდებარება საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მსჯავრდებულების კ---------–-----------ა და ვ--–------–----------- ნაწილში შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი მსჯავრდებულების კ---------–-----------ა და ვ--–------–----------- ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე