განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე #---------
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც------ ც---–---ე,სტაჟიორ-პროკურორი - ა------- გ-------–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ------ ა---------–ის ძე გ------–---–ი (დაბადებული - 1----–-–----- ა---------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ა----–-ს ქუჩა N------------ში).
ადვოკატები - თ----- გ------ა და გ------- ს------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).
დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2----–-–---------------ის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა დ----- გ------–---–მა 2018 წლის 3 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მსგავსი გასაღების საკეტისთვის მორგების გზით, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისი, გ-–----------- მ-------------ი, კორპუსის N------------ ნ-----–---- მ-------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ-----–---- მ-------–-–---–ის კუთვნილ „ა------------------ის“ ფირმის 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის ღირებულების მაჯის საათს; ასევე - „კ---------ის“ ფირმის შავი ფერის 100 (ასი) ლარის ღირებულების ციფერბლატიან მაჯის საათს; ასევე - „ტ------“ ფირმის 200 (ორასი) ლარის ღირებულების მექანიკურ, ოქროსფერ ციფერბლატიან მაჯის საათს; „ჯ---------“ ფირმის 20 (ოცი) ლარის ღირებულების მაჯის საათს და ვერცხლის სამაჯურს, ასევე დაეუფლა „ა------“ ფირმის 800 (რვაასი) ლარის ღირებულების, შავი ფერის ლეპტოპს. განხორციელებული ქმედების შედეგად დაზარალებულ ნ-----–---- მ-------–-–---–ს ჯამში მიადგა 1770 (ათას შვიდას სამოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.2. 2----–-–---------------ის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა დ----- გ------–---–მა 2018 წლის 3 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, მსგავსი გასაღების საკეტისთვის მორგების გზით, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისი, გ-–----------- მ-------------ი, კორპუსის N------------- გ--–-------- შ---------ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ--–-------- შ---------ის კუთვნილ 1179.52 (ათას ას სამოცდაცხრამეტი ლარისა და ორმოცდათორმეტი თეთრის) ექვივალენტურ თანხას 400 (ოთხასი) ევროს ოდენობით და „ა------“ ფირმის 220 (ორას ოცი) ლარის ღირებულების ლეპტოპს. განხორციელებული ქმედების შედეგად გ--–-------- შ---------ეს მიადგა 1399.52 (ათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი ლარისა და ორმოცდათორმეტი თეთრის) მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულის - გ--–-------- შ---------ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენება, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და დ------ გ------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია დ------ გ------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. დაზარალებულმა გ--–-------- შ---------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია და განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, გ-–----------- მ-------------ის N------------–------- სართულზე, ბინა N---ში მამასთან ერთად. 2018 წლის 03 მაისს, 09:00 საათზე წავიდა სამსახურში. სახლიდან ჯერ მამა გავიდა, ხოლო შემდეგ თვითონ და დაკეტა კარი. საცხოვრებელი ბინის კარს აქვს ერთი საკეტი, რომლის ერთი გასაღები აქვს მას, ხოლო მეორე - მამას. აღნიშნულ დღეს სამსახურიდან დაბრუნდა 17:00 საათზე. გასაღები მოარგო კარის საკეტს, მაგრამ კარი არ გაიღო, რის შემდეგაც ჩამოსწია კარის სახელური და აღმოჩნდა, რომ კარი იყო ღია და შევიდა სახლში. კარს რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. ოთახში შესვლისას მაგიდაზე აღარ იყო ,,ა------“ ფირმის მუქი ვერცხლისფერი ლეპტოპი, რომლის მაუსი გვერდზე იყო ამოტეხილი და დავარდნის შედეგად გაბზარული. წაღებული იყო ასევე 400 ევრო, რომელიც შენახული ჰქონდა ტანსაცმლის კარადაში, საქაღალდეში. საერთო ჯამში მას მიადგა 1400 ლარის მატერიალური ზიანი.
3.2. ბრალდებულმა დ------ გ------–---–მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში, დაზარალებულ გ--–-------- შ---------ის დაკითხვის შემდეგ, თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.
3.3. დ------ გ------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა დაზარალებულის - გ--–-------- შ---------ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და თავად ბრალდებულ დ------ გ------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდების ორივე ეპიზოდში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ - ნ-----–---- მ-------–-–---–ის და მოწმეების: მ------ მ----–--ის, თ---------- ა----–--ის, გ-------– მ----–----–--ის და ა-----– მ--–---ის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 03 მაისის ოქმს; ბინის დათვალიერების 2018 წლის 03 მაისის ოქმს; დ------ გ------–---–ის ნასამართლობის შესახებ ცნობას; დ------ გ------–---–ის ამოცნობის 2018 წლის 08 მაისის ოქმს; ბრალდებულის დაკავების 2018 წლის 08 მაისის ოქმს; დ------ გ------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2018 წლის 08 მაისის ოქმს და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებს; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2018 წლის 09 მაისის ოქმს; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენს; ს----------–-----------–---------–-----------------–-----------------------------–---------------–-----------–--------–----------------------–-–---------------ის გადაწყვეტილებას, 2018 წლის 10 მაისის დათვალიერების ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების - ,,a---”-ის ლეპტოპის გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 30 მაისის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების - ორი ცალი საათის გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 30 მაისის ოქმებს; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნას; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნას; საქართველოს ე---------–--------------–-–-----------ის წერილს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ დ------ გ------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.7. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.9. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.
4.2. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
4.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულად კვალიფიკაცია; კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნულმა ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა და მნიშვნელოვანი ზიანი).
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ-----–---- მ-------–-–---–ს ჯამში მიადგა 1770 (ათას შვიდას სამოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ხოლო გ--–-------- შ---------ეს 1399.52 (ათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი ლარისა და ორმოცდათორმეტი თეთრის) მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით დ------ გ------–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; აღნიშნული დანაშაულისათვის იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა და არც ნასამართლობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
4.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით, წარმოადგენს ქურდობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. შეღწევა ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით ბინაში შესვლას ქურდობის მიზნით. იმისათვის, რომ დამნაშავის მოქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია გაირკვეს, თუ რა მიზნით აღმოჩნდა პირი სხვის ბინაში. ბინა ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად (ინდივიდუალური სახლი, ბინა, აგარაკი, ოთახი სასტუმროში და ა.შ.). როგორც ნ-----–---- მ-------–-–---–ის, ასევე გ--–-------- შ---------ის შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულებს 2018 წლის 3 მაისს საცხოვრებელი ბინის კარები, რომელიც დაკეტილი დატოვეს, დახვდათ ღია და ბინაში არსებული ნივთები წაღებული.
4.8. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ გ--–-------- შ---------ის დაკითხვის შემდეგ, მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.10. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულების - დაზარალებულ გ--–-------- შ---------ის ჩვენების, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების, შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.11. სასამართლო ბრალდებულ დ------ გ------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის - გ--–-------- შ---------ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემულ ჩვენებაზე და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულ გ--–-------- შ---------ის ჩვენებით; დაზარალებულ - ნ-----–---- მ-------–-–---–ის და მოწმეების: მ------ მ----–--ის, თ---------- ა----–--ის, გ-------– მ----–----–--ის და ა-----– მ--–---ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 03 მაისის ოქმით; ბინის დათვალიერების 2018 წლის 03 მაისის ოქმით; დ------ გ------–---–ის ნასამართლობის შესახებ ცნობით; დ------ გ------–---–ის ამოცნობის 2018 წლის 08 მაისის ოქმით; ბრალდებულის დაკავების 2018 წლის 08 მაისის ოქმით; დ------ გ------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2018 წლის 08 მაისის ოქმით და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2018 წლის 09 მაისის ოქმით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით; ს----------–-----------–---------–-----------------–-----------------------------–---------------–-----------–--------–----------------------–-–---------------ის გადაწყვეტილებით; 2018 წლის 10 მაისის დათვალიერების ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების - ,,a---”-ის ლეპტოპის გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 30 მაისის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების - ორი ცალი საათის გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 30 მაისის ოქმებით; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნით; საქართველოს ე---------–--------------–-–-----------ის წერილით, თავად ბრალდებულის - დ------ გ------–---–ის აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2----–-–---------------ის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა დ----- გ------–---–მა 2018 წლის 3 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მსგავსი გასაღების საკეტისთვის მორგების გზით, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისი, გ-–----------- მ-------------ი, კორპუსის N------------ ნ-----–---- მ-------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ-----–---- მ-------–-–---–ის კუთვნილ ნივთებს, რითაც ნ-----–---- მ-------–-–---–ს ჯამში მიადგა 1770 (ათას შვიდას სამოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი; ასევე დ----- გ------–---–მა 2018 წლის 3 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, მსგავსი გასაღების საკეტისთვის მორგების გზით, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისი, გ-–----------- მ-------------ი, კორპუსის N------------- გ--–-------- შ---------ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ--–-------- შ---------ის კუთვნილ 1179.52 (ათას ას სამოცდაცხრამეტი ლარისა და ორმოცდათორმეტი თეთრის) ექვივალენტურ თანხას 400 (ოთხასი) ევროს ოდენობით და „ა------“ ფირმის 220 (ორას ოცი) ლარის ღირებულების ლეპტოპს, რითაც გ--–-------- შ---------ეს მიადგა 1399.52 (ათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი ლარისა და ორმოცდათორმეტი თეთრის) მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები ორივე ეპიზოდში სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ------ გ------–---–მა ჩაიდინა - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. დ------ გ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
5.2. დ------ გ------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეული უნდა იქნეს დანაშაულის ეპიზოდები; ასევე, დ------ გ------–---–ის ნასამართლობა განზრახი დანაშაულისათვის (სსკ-ის 260-ე მუხლის 11 ნაწილით).
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. სასჯელის შემსუბუქების კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას და მის მიერ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობას; რაც შეეხება სასჯელის დამძიმებას, იმის გათვალისწინებით, რომ დ------ გ------–---–ი 2----–-–---------------ის განაჩენით ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 11 ნაწილით), სახეზეა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 (ერთი) წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
6.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დ------ გ------–---–ის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა დროს არაერთი შეღავათი იქნა გამოყენებული, კერძოდ: 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------–ის განჩინებით, დ------ გ------–---–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან; ასევე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი. საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–----------------ის განკარგულებით, დ------ გ------–---–ს მოეხსნა ნასამართლობა. მიუხედავად აღნიშნულისა, დ------ გ------–---–მა 2014 წლის 01 მაისს ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული, ხოლო იმავე წლის 25 აპრილს - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე დანაშაული. აღნიშნული დანაშაულების შემთხვევაშიც, დ------ გ------–---–ის მიმართ ბრალდების მხარის მხრიდან გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული შეღავათი და მასთან დაიდო საპროცესო შეთანხმება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ს----------–-----------–---------–-----------------–-----------------------------–---------------–-----------–--------–----------------------–-–---------------ის №------------- გადაწყვეტილებით, დ------ გ------–---–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან პირობით ვადამდე - ერთი თვითა და ოცდაოთხი დღით ადრე.
6.6. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად დ------ გ------–---–ის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი ჰუმანური აქტისა და შეღავათების გამოყენებისა, მისი რესოციალიზაცია ამ დრომდე ვერ მოხდა და მის მიერ 2018 წლის 3 მაისს, ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობისას, კვლავ ჩადენილი იქნა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე დანაშაულის 2 (ორი) ეპიზოდი. საქართველოს ს------–---------–-----------------–------------------------------------------------–-------------–-----------------–--------------–------------------------ წლის M---------------- წერილის თანახმად, დ------ გ------–---–ი იმყოფება აღრიცხვაზე თბილისის პრობაციის ბიუროში 2----–-–----------------იდან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენის საფუძველზე.
6.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ------ გ------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადაზე ერთი წლით მეტი სასჯელის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების შესრულებას; იმავდროულად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით, დ------ გ------–---–ის მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. ნ-----–---- მ-------–-–---–ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად ამოღებული 1 (ერთი) ცალი საკეტის გულა წარმოდგენილ გასაღებთან ერთად, 1 (ერთი) ცალი საათის ყუთი; გ--–-------- შ---------ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად ამოღებული 1 (ერთი) ცალი ქაღალდის საქაღალდე; დ------ გ------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი „ა------“ ფირმის ლეპტოპი, ორი მაჯის საათი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პ------–-----------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
7.2. ნ-----–---- მ-------–-–---–ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუში, ასევე ხელის კვლების დაქტილოფორები; გ--–-------- შ---------ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუში და ხელის კვლების დაქტილოფირები; დ------ გ------–---–ისგან ამოღებული სუნის და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7.3. გ--–-------- შ---------ის ბინის, შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები, 1 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში; ნ-----–---- მ-------–-–---–ის ბინის, შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე, დაულუქავ მდგომარეობაში; საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე დაულუქავ მდგომარეობაში, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ------ გ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით (ნ-----–---- მ-------–-–---–ის ეპიზოდი);
2. დ------ გ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით (გ--–-------- შ---------ის ეპიზოდი);
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ------ გ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; ასევე სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმდეს ს----------–-----------–---------–-----------------–-----------------------------–---------------–-----------–--------–----------------------–-–---------------ის გადაწყვეტილება პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, დ------ გ------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
6. დ------ გ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 08 მაისის 21:02 საათიდან.
7. მსჯავრდებულ დ------ გ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნ-----–---- მ-------–-–---–ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად ამოღებული 1 (ერთი) ცალი საკეტის გულა წარმოდგენილ გასაღებთან ერთად, 1 (ერთი) ცალი საათის ყუთი; გ--–-------- შ---------ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად ამოღებული 1 (ერთი) ცალი ქაღალდის საქაღალდე; დ----- გ------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი „ა------“ ფირმის ლეპტოპი, ორი მაჯის საათი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პ------–-----------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ნ-----–---- მ-------–-–---–ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუში, ასევე ხელის კვლების დაქტილოფორები; გ--–-------- შ---------ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუში და ხელის კვლების დაქტილოფირები; დ------ გ------–---–ისგან ამოღებული სუნის და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- გ--–-------- შ---------ის ბინის, შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები, 1 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში; ნ-----–---- მ-------–-–---–ის ბინის, შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე, დაულუქავ მდგომარეობაში; საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე დაულუქავ მდგომარეობაში, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს -შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე