გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2018
საქმის ნომერი
020210016001363801
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210016001363801 (2/485-16)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.09.2018 წელი ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე იგ----------–----ა

წარმომადგენელი ცი--------------ე

მოსარჩელე გუ-–-----------ა

წარმომადგენელი ჯე---–-–--–-ა, ცი--------------ე

მოსარჩელე ვა-–--------–--------ა

წარმომადგენელი ჯე---–-–--–-ა, ცი--------------ე

მოსარჩელე დე------–------ა

წარმომადგენელი ჯე---–-–--–-ა, ცი--------------ე

მოსარჩელე შალ-----------ა

წარმომადგენელი ჯე---–-–--–-ა, ცი--------------ე

მოსარჩელე რო-----------ე

წარმომადგენელი ჯე---–-–--–-ა, ცი--------------ე

მოსარჩელე ტა-----–-–-------ია

წარმომადგენელი ცი--------------ე

მოსარჩელე ოქ--------------ა

წარმომადგენელი ცი--------------ე

მოპასუხე ეგ---------–------ა

წარმომადგენელი გუ--------------ა

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

მესამე პირი სამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სსიპ საი-------–------------------ი

წარმომადგენელი ცი--------------ე

მოპასუხე ეგ---------–------ა

წარმომადგენელი გუ--------------ა

დავის საგანი: აქციონერთა საერთო კრების ოქმის ბათილობა, ზიანის ანაზღაურება

მესამე პირი სამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი ლე-–------------ა

მოპასუხე ეგ---------–------ა

წარმომადგენელი გუ--------------ა

დავის საგანი: აქციონერთა საერთო კრების ოქმის ბათილობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. იგ----------–----ას, გუ-–-----------ას, ვა-–--------–--------ას, დე------–------ას, შალ-----------ას, რო-----------ის, ტა-----–-–-------იას, ოქ--------------ას სასარჩელო მოთხოვნა: ეგ---------–------ასთვის სს ,,ჩე-–-ს“ სასარგებლოდ 1454000 ლარის დაკისრება.

 

1.2. სსიპ სი-------–------------------ის სასარჩელო მოთხოვნა: ა) სს ,,ჩე-–-ს“ აქციონერთა საერთო კრების 24.02.2006 წ გადაწყვეტილების ბათილობა, ბ) ეგ---------–------ასთვის სს ,,ჩე-–-ს“ სასარგებლოდ 1454000 ლარის დაკისრება.

 

1.3. სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს მოთხოვნა: ა) სს ,,ჩე-–-ს“ აქციონერთა საერთო კრების 24.02.2006 წ გადაწყვეტილების ბათილობა, ბ) ეგ---------–------ასთვის სს ,,ჩე-–-ს“ სასარგებლოდ 1454000 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელე ფიზიკური პირები და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირები ამტკიცებენ რომ არიან სს ,,ჩე-–-ს“ აქციონერები. მიუთითებენ, სს ,,ჩე-–-ს“ დირექტორის მიერ 24.06.2018 წ აქციონერთა კრების კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევით მოწვევასა და ჩატარებაზე, მის დანაშაულებრივ მოქმედებებზე, რამაც საზოგადოების ქონების – 1454 მ2 მიწის ნაკვეთის უკანონო გასხვისება და მისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

 

მოპასუხის მტკიცებით, მას არანაირი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. მოსარჩელეების და მესამე პირების შეფასება, რომ დირექტორმა დანაშაული ჩაიდინა არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და შესაბამის კონსტიტუციურ დათქმებს. მიაჩნია, რომ პროკურორის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ვერ დაადასტურებს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენას.

 

მიაჩნია, რომ სს ,,ჩე-–-ს“ 24.06.2018 წ კრება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად სადავო ურთიერთობებში რაიმე უკანონობას, საქციო საზოგადოებისთვის ზიანის მიყენებას ადგ-ლი არ ჰქონია, რის გამოც სარჩელი ფაქტობრივად და ამავე დროს სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე ფიზიკური პირები – იგ----------–----ა, გუ-–-----------ა, ვა-–--------–--------ა, დე------–------ა, შალ-----------ა, რო-----------ე, ტა-----–-–-------ია, ოქ--------------ა, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირები სსიპ საი-------–------------------ი და სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო სს ,,ჩე-–-ს“ აქციონერები (1%-ზე მეტის მფლობელები) არიან.

 

სს ,,ჩე-–-ს“ დირექტორია ეგ---------–------ა. იგ- ამავე დროს საზოგადოების აქციების მლობელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

– ამონაწერი აქციონერთა რეესტრიდან 14.07.2004 მდგომარეობით, სს ,,ჩე-–-ს“ შესახებ

–სს ,,ჩე-–-ს“ წესდება

–ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.2. 24.06.2006 წ ჩატარდა სს ,,ჩე-–-ს“ აქციონერთა კრება.

 

კრების დღის წესრიგ- ითვალისწინებდა შემდეგ საკითხებს: ა) სს ,,ჩე-–-ს“ 2005 წელს გაწეული სამეურნეო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, და ბ) სს ,,ჩე-–-ს“ აქციონერის ეგ---------–------ას საზოგადოებიდან ნატურით გამოყოფა.

 

დაირღვა კრების მოწვევის პროცედურა – 1%–ზე მეტი აქციების მფლოელ აქციონერებს არ ეცნობათ კრების ჩატარებისა და შესაბამისად, დღის წესრიგ-თ გათვალისწინებული საკითხების შესახებ.

 

კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ეგ---------–------ას გადაეცა საზოგადოების ქონების ნაწილი ნატურით – 1454 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა–ნაგებობა მდებარე ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. 25, რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენდა მიწის ნაკვეთი – 296 ლარს, შენობა – 232 ლარს, სულ 528 ლარს.

 

გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა თვითონ ეგ---------–------ა. ნატურით გამოყოფის მიუხედავად იგ- კვლავ აქციების 19,28 %–ის მფლობელია.

 

აღნიშნული ქონება ეგ---------–------ამ შეიტანა ახლადდაფუძნებული შპს ,,ეგ-ს“ საწესდებო კაპიტალში, რომლის დირექტორიც თვითონ არის.

 

მიწის ნაკვეთზე ნაწარმოებია მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

–შპს ,,ეგ-ს“ წესდება

–ფოთის საგადასახადო ინსპექციის ბრძანება #509/027 შპს 22.05.2006 წ

–აუდიტორული დასკვნა #34, 07.04.2006 წ

– მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.3. აქციონერის ნატურით გამოყოფის კანონიერება შესწავლილია #92070738 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, რომელზეც პროკურორის 07.02.2013 წ დადგენილებით შეწყვეტილია გამოძიება ამნისტიის აქტის გამოცემის გამო.

 

აღნიშნულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სს ,,ჩე-–-ს“ დირექტორმა ეგ---------–------ამ ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ანუ გამოიყენა საზოგადოების ხელძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ამავე საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ თავისთვის გამორჩენის და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– სარჩელი

–შესაგებელი

–07.02.2013 დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის ნომერი 0002927587

-სისხლის სამარტლის საქმის მასალები

 

3.4. საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისთვის მოსარჩელემ წარმოადგ-ნა აუდიტორული შეფასების დასკვნა ქ. ზუგდიდში, მეუნარგ-ას (ყოფილი გამსახურდიას) #25–ში მდებარე მიწის ნაკვეთის 1 მ2 საბაზრო ღირებულების შესახებ 2006 წლის მდგომარეობით, რაც 1000–1200 აშშ დოლარს შეადგენს. დასკვნა გაცემულია 01.12.2015 წ. (აუდიტორ–შემფასებელი გ-ორგ- ლეჟავა).

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია 07.04.2006 წ გაცემული აუდიტორული დასკვნა #34, რომელშიც განსაზღვრულია სს ,,ჩე-–-ს“ ქონებიდან ნატურით გამოყოფილი ქონების 1451 მ2 მიწის ნაკვეთის საბალანსო ღირებულება და იგ- 296 ლარით განისაზღვრა.

 

მოპასუხემ სასამართლოს წარმოუდგ-ნა ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.02.2017 წ #11 დადგენილება, რომლითაც სადავო მისამართზე (I ქვეზონაში) 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 74,088 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– დასკვნა მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შესახებ (01.12.2015 წ, აუდიტორ შემფასებელი გ-ორგ- ლეჟავა

–შპს ,,ზუგდიდ–აუდიტის აუდიტორული შეფასების დასკვნა #34, 07.04.2006 წ

–ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.02.2017 წ #11 დადგენილება ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“

 

3.5. სარჩელი აღძრულია 01.06.2016 წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი კრების ოქმის ბათილობის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია.

სარჩელი საფუძვლიანია ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანე-–-

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130, 405-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე მუხლები, ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 და 54.2. მუხლები, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

იმავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილით დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას, რომ აქციონერთა კრების ბათილობის იურიდიული ინტერესია სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების გადაცემის (გარიგების) უკანონობის მტკიცება, რაც შესაბამის სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს და ამ ნაწილში მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი და არა ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადები.

 

სასამართლო მხარეტა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებისა და მესამე პირებისთვის მხრიდან სათანადო დაინტერესების შემთხვევაში იმთავითვე ცნობილი უნდა ყოფილიყო საზოგადოების ქონების ნაწილის ერთ–ერთი აქციონერისთვის ნატურით გადაცემის შესახებ (კრების ჩატარების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა პრესაში, გავიდა ტელევიზიით, მოსარჩელეთა ნაწილი მონაწილეობდა კრების მუშაობაში, დივიდენდები არ გაიცემოდა, საწარმოს ერიცხებოდა საბიუჯეტო დავალიანება და მის ქონებაზე 30.12.2009 წლიდან ფიქსირდება საგადასახადო ინსპექციის რეგ-სტრირებული ყადაღა, სადავო მიწის ნაკვეთზე რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს მიმდინარეობდა მრავალსართულიანი და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ამასთან, სახელმწიფოს, როგორც აქციონერს შესაბამისი ორგანოების მეშვეობით ევალებოდა საზოგადოების მართვაზე ზედამხედველობა ა.შ).

 

აქციონერთა კრების გადაწყვეტილების მიღებიდან მისი შედეგების გასაჩივრებამდე გასულია 9 წელზე მეტი, რაც უსპობს შესაძლებლობას მოსარჩელეებს მოითხოვონ აღნიშნული კრების ოქმის ბათილობა და აღადგ-ნონ პირვანდელი მდგომარეობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგ-ნდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უშუალოდ ზიანის არსებობის ფაქტზე, როგორც დელიქტური ვალდებულების ერთ-ერთ აუცილებელ კრიტერიუმზე. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე-409-ე მუხლების საფუძველზე იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგ-ნოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით.

 

დელიქტური ურთიერთობების მეორე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და არსებულ ზიანს შორის. მიზეზობრივი კავშირი დელიქტური ვალდებულებების წანაპირობას შეადგენს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. იგ- იურიდიული მნიშვნელობის მატარებელია, მაშინ როდესაც უშუალოდ პირის მოქმედებამ განაპირობა კონკრეტული ნეგატიური შედეგ-. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მხოლოდ მაშინ წარმოადგენს ზიანის მიზეზს, როდესაც იგ- პირდაპირ არის მასთან დაკავშირებული. გარდა ამისა, გასათვალიწინებელია, რომ ყვე-–- ქმედება შედეგებს იწვევს გარკვეული ფაქტორების მეშვეობით. შესაბამისად, ფაქტების გარკვეულ წრე ყოველთვის მნიშვნელოვანია იურიდიული პასუხისმგებლობისათვის. სწორედ ამ ფაქტების მეშვეობით, განისაზღვრება ქმდების დამოკიდებულება შედეგ-ს მიმართ.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ეგ---------–------ას მართლსაწინაარმდეგო ქმედებასა და სს ,,ჩე-–-სთვის" მიყენებულ ზიანს შორის არის მიზეზობრივი კავშირი, რადგან ამ მოქმედებების გარეშე ზიანი არ დადგებოდა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეზე სააპე-–-ციო სასამართლოს მიერ 29.03.2016 წ გამოტანილი განჩინებაში განვითარებული მსჯელობით ამნისტიის აქტის გამოცემის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა და სასჯელისაგან გათავისუფლება არ გულისხმობს იმას, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ არის ჩადენილი. პირიქით, კონკრეტული კვალიფიკაცია ეძლევა ჩადენილ ქმედებას და სწორედ ამის შემდეგ ხდება შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა და მისი სასჯელისაგან გათავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში ეგ---------–------ას ქმედებას მიცემული აქვს საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. სწორედ ამის გამო გავრცელდა მასზე 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონი. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ საქმეში არსებული დადგენილებით დასტურდება, რომ ეგ---------–------ა დაეთანხმა ამ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ მოითხოვა საქმის სასამართლოში წარმართვა და გამართლება.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კრების მოწვევა, მოხდა მნიშვნელოვანი დარღვევებით, რადგან ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის (კრების მოწვევისთვის მოქმედი რედაქციით) 54.2 მუხლის დანაწესებით საზოგადოების აქციათა არანაკლებ 1 %-ის მფლობელებს საერთო კრებაზე მოსაწვევები ეგზავნებოდათ დაზღვეული წერილით, რაც არ განხორციელებულა.

 

მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებმა – კანონის მოთხოვნათა დარღვევეით საზოგადოების ქონების ნატურით მიღებამ ამ საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია. თუმცა ზიანის ოდენობა მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგ-ნდეს გადაცემული მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასით, ანუ იმ ფასით რა ფასითაც საზოგადოებას სახელმწიფოსგან უნდა მიეღო ეს ქონება და არა საბაზრო ფასით, როგორც ამას ითხოვენ მოსარჩელეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით საქართველოს მთავრობის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ადგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეები გათავისუფლებული არიან სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

დაკმაყოფილებულ მოთხოვნაზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 3021,72 ლარს.

 

შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესებით მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის 3000 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 03.08.2017 წ განჩინებით /საქმეN 020210016001363801 (2/485-16)/ გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

ყადაღა დაედო შპს ,,ეგ-ში" ეგ---------–------ას (პ/ნ 19001025143) წილს - 52%-ს.

 

ყადაღა დაედო უძრავ ქონებას მდებარე ქ.ზუგდიდი, ი.მეუნარგ-ას ქ.N25, ს/კ 43.31.55.087 - მომავალი მესაკუთრე ეგ---------–------ა - IV სართულზე ბინა #47, ფართით 94,96 მ2, ავტომანქანის პარკირების ერთი ადგ-ლი #22.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანე-–- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის -243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელეების იგ----------–----ას, გუ-–-----------ას, ვა-–--------–--------ას, დე------–------ას, შალ-----------ას, რო-----------ის, ტა-----–-–-------იას, ოქ--------------ას, მესამე პირების სსიპ საი-------–------------------ის და სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ეგ---------–------ას სს ,,ჩე-–-ს" სასარგებლოდ დაეკისროს 107723,95 ლარის გადახდა.

3. ეგ---------–------ას სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 3000 ლარის გადახდა.

4. მესამე პირების სსიპ საი-------–------------------ის და სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სარჩელი სს ,,ჩე-–-ს" აქციონერთა საერთო კრების 24.02.2006 წ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა