გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2018
საქმის ნომერი
330210018002396849
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,ლ--------------“

წარმომადგენელი - ნი--- ქო---–---–-

 

მოპასუხე - ლ----------–---–ი

წარმომადგენელი - ი----------–----–--ე

 

მოპასუხე - ნ---------–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლ----------–---–სა და ნ---------–-–---–ს სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11428,63 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 6926,55 ლარი, პროცენტი - 2402,08 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 2100 ლარი;

1.2. ლ----------–---–ს სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს N--------------- ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 930,79 ლარის გადახდა.

1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2014 წლის 21 აგვისტოს სს „ლ-------------ს“ და ლ----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფის მიზნით, იმავე რიცხვში ბანკსა და ნ---------–-–---–ს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი - 10000 ლარი, 2018 წლის 10 აგვისტომდე, წლიური 15,50 % საპროცენტო განაკვეთის, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით. თავდებობის ხელშეკრულებით ნ---------–-–---–ის თავდებობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 13403,87 ლარით.

 

საკრედიტო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 11428,63 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 6926,55 ლარი, პროცენტი - 2402,08 ლარი და ჯარიმა - 2100 ლარი. ამავე დროს, პირგასამტეხლოს ოდენობა რეალურად შეადგენდა 10628,14 ლარს, თუმცა ბანკის მხრიდან თავისი ინიციატივით მოხდა მისი შემცირება 2100 ლარამდე.

 

აღნიშნულის გარდა ლ----------–---–ი სარგებლობდა ოვერდრაფტის ხელშეკრულებით, საიდანაც გადასახდელი დავალიანება ძირითადი თანხის სახით შეადგენს 930,79 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

წერილობით წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის 6926,55 ლარის ნაწილში, ხოლო ლ----------–---–მა სარჩელი დამატებით ცნო ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 930,79 ლარის ნაწილში.

 

საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 21.08.2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის პროცენტის ნაწილში, მისი ნახევარი - 1201,04 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 0,01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

გარდა ამისა, პაექრობის ეტაპზე მოპასუხეებმა დააზუსტეს პოზიცია, კერძოდ ვინაიდან მოსარჩელის განმარტებით, ვადაგადაცილებას ადგილი ჰქონდა 2016 წლის 10 აგვისტოდან, ხოლო სესხის დაფარვის გრაფიკით ამ პერიოდისთვის გადასახდელი ძირითადი თანხა შეადგენდა 5911,39 ლარს, მათი მხრიდან ძირითადი თანხის ცნობა სწორედ ამ ოდენობით უნდა მომხდარიყო.

 

(მტკიცებულება: შესაგებელი; 24.09.2018 წლის და 27.09.2018 წლის სხდომის ოქმები).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „ლ-------------ს“ და ლ----------–---–ს შორის 2014 წლის 21 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10000 ლარი, 48 თვის ვადით, წლიური 15,5% სარგებლის დარიცხვით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 21.08.2014 წლის საბანკო ხელშეკრულება N---------------;

- სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.2. 21.08.2014 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „ლ-------------ს“ და ნ---------–-–---–ს შორის იმავე რიცხვში დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, ზღვრული თანხის 13403,87 ლარის ფარგლებში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის განაცხადი;

- 21.08.2014 წლის თავდებობის ხელშეკრულება;

 

3.1.3. მოპასუხე ლ----------–---–ი სარგებლობდა სს „ლ--------------ს“ მიერ შეთავაზებული ოვერდრაფტით, საიდანაც გამომდინარე დავალიანება ძირითადი თანხის სახით შეადგენს 930,79 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი ანგარიშიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 21.08.2014 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ----------–---–ს ერიცხება დავალიანება 11428,63 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 6925,55 ლარი, პროცენტი - 2402,08 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 2100 ლარი.

 

სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

საქმის განხილვისას მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ ძირითადი თანხის ოდენობა, მხოლოდ პაექრობის ეტაპზე წარმომადგენელმა მიუთითა, რომ გადახდის გრაფიკის მიხედვით გადასახდელი ძირითადი თანხა უფრო ნაკლებს შეადგენდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება, რაც მოპასუხეთა მხრიდან სასამართლოს მთავარ სხდომაზე პაექრობის დროს გაცხადდა, არის ახალი გარემოება და მათ ამ ნაწილში არ აქვთ წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გულისხმობს იმ საპატიო მიზეზებზე მითითებას, რომლის გამოც მან დროულად ვერ წარადგინა დასაბუთებული შესაგებელი ამ გარემოებაზე მითითებით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოპასუხეთა პოზიცია გაზიარებული ვერ იქნება.

 

საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა ცნეს დავალიანება ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო მთავარ ეტაპზე დამატებით ცნეს მოთხოვნა პროცენტის ნაწილში - 2402,08 ლარიდან ნახევარი 1201,04 ლარი და პირგასამტეხლო - 0,5%-იდან 0,01%-მდე ოდენობით. დარჩენილი პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში მოპასუხეებმა მიუთითეს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ 15,5% და 0,5% იყო შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირებულიყო. ხოლო რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ბანკის მხრიდან მოთხოვნა არ შეესაბამებოდა რეალურ გადახდებს, ან დარჩენილი ნაწილი მათ მიერ დაფარულია, წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 02.04.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;

- გადახდის გრაფიკი;

- 27.09.2018 წლის სხდომის ოქმი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ლ--------------ს“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. მოპასუხეებისთვის 21.08.2014 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან დავალიანების ძირითადი თანხის -6926,55 ლარის, პროცენტის - 2402,08 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს - 2100 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

 

5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

ბანკსა და ლ----------–---–ს შორის 2014 წლის 21 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა.

 

5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

თავდებობის ხელშეკრულებით ნ---------–-–---–ის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 13403,87 ლარი, ხოლო სოლიდარული თავდების მიმართ ბანკის მოთხოვნა არ აღემატება აღნიშნულ ფარგლებს.

 

5.1.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის - 6926,55 ლარის, ასევე პროცენტიდან ნაწილის - 1201,04 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობა სასამართლოსთვის საკმარისი საფუძველია მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის. რაც შეეხება პროცენტის დარჩენილი ნაწილის - 1201,04 ლარის დაკისრებას, მოპასუხეების მიერ საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებების პირობებზე შეთანხმება და შემდგომში მათი არაჯეროვნად შესრულება, ბანკს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს პროცენტის სრულად დაკისრება.

 

5.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დავალიანების გაცემის დროისთვის არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის გონივრული, იგი ბანკის მხრიდან 5-ჯერ არის შემცირებული, შესაბამისად არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების საფუძველი და მოპასუხეებს სრულად და სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2100 ლარის გადახდა.

 

5.2. ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 930,79 ლარის მოპასუხე ლ----------–---–ისთვის დაკისრება.

 

5.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

5.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ოვერდაფრტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობა და მოსამზადებელ ეტაპზე ცნო ბანკის მოთხოვნა 930,79 ლარის დაკისრების შესახებ. აღნიშნული საფუძვლით სს „ლ--------------ს“ მოთხოვნა 930,79 ლარის ლ----------–---–ისთვის დაკისრების შესახებ საფუძლიანია.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით თითოეული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში გადახდილია 343 ლარი და 50 ლარი. ვინაიდან საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე ლ----------–---–მა სრულად ცნო მოთხოვნა ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. მოპასუხეებმა ასევე მოსამზადებელ ეტაპზე ცნეს მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში მთლიანად, სს „ლ-------------ს“ უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნის პროპორციული ბაჟის თანხა - 207,79 ლარი. ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე პროცენტის ნაწილობრივ ცნობის შესაბამისად მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 18,01 ლარი. დარჩენილი თანხის -117,04 გადახდა მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 3.4 და 10.4 პუნქტებითა და თავდებობის ხელშეკრულების 5.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

აღნიშნული შეთანხმების საწინააღმდეგოდ მოპასუხეებს რაიმე სარწმუნო არგუმენტზე არ მიუთითებიათ, ხოლო შეთანხმების არსებობა საკმარისი საფუძველია მოსარჩელის შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლ--------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხეებს ლ----------–---–ს (პ/ნ 3----------) და ნ---------–-–---–ს (პ/ნ 0----------) სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს 11428.63 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 6926.55 ლარი, პროცენტი - 2402.08 ლარი და ჯარიმა - 2100 ლარი.

 

3. მოპასუხეებს ლ----------–---–ს (პ/ნ 3----------) და ნ---------–-–---–ს (პ/ნ 0----------) სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ 117.04 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. მოპასუხე ლ----------–---–ს (პ/ნ 3----------) სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ ოვერდრაფტიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს 930.79 ლარი.

 

5. სს ,,ლ-------------ს“ (ს.კ. 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 11.04.2018წ. N---------- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (343 ლარიდან) 225.80 ლარი (გადამხდელი სს ,,ლ--------------“ (ს.კ. 2--------) გადამხდელის ბანკი - სს ,,ლ--------------”, ანგარიში/სახაზი--- კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა);

 

6. სს ,,ლ-------------ს“ (ს.კ. 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 11.04.2018წ. N---------- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (გადამხდელი სს ,,ლ--------------“ (ს.კ. 2--------) გადამხდელის ბანკი - სს ,,ლ--------------”, ანგარიში/სახაზი--- კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა);

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-7 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე