გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
330210017001936573
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13335-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს----------–--- სახელით

 

28 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - სს „ს----------–--- ბ---ი“

წარმომადგენელი - გ------- კ-------ე

 

მოპასუხე - ც-–---- ს--------–--ე

წარმომადგენლები - გ------- ა---–-–---–ი, ლ---- ბ-----ა

 

დავის საგანი - მემკვიდრის დადგენა, ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 ცნობილ იქნას მოპასუხე ც-–---- ს--------–--ე გარდაცვლილი მ------- ხ-------ის მემკვიდრედ;

 

1.2. მოპასუხე ც-–---- ს--------–--ეს სს „ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 59085,80 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 54048,39 აშშ დოლარი, პროცენტი - 2125,19 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2912,22 აშშ დოლარი;

 

1.3. მოპასუხე ც-–---- ს--------–--ე ცნობილ იქნას გარდაცვლილი მ------- ხ-------ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების, J----- X- P--------, გამოშვების წელი 2014, სანომრე ნიშანი - S--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - S---------------- მესაკუთრედ და აღნიშნულის რეგისტრაცია განხორციელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში;

 

1.4. დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს „ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ გირავნობის უფლებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება J----- X- P--------, გამოშვების წელი 2014, სანომრე ნიშანი - S--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - S----------------.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2014 წლის 29 სექტემბერს სს „ს----------–--- ბ---სა“ და მ------- ხ-------ეს შორის გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა სესხი 85 770,00 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 12%-ით, პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს „ს----------–--- ბ---სა“ და მ------- მ-------ეს შორის 2014 წლის 24 სექტემბერს დაიდო ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გირავნობით დაიტვირთა ავტომანქანა J----- X- P--------, გამოშვების წელი 2014, სანომრე ნიშანი - S--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - S----------------. გირავნობის ხელშეკრულება დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სააგენტოში. სარჩელის შეტანის დროისათვის ავტომანქანა რეგისტრირებულია გარდაცვლილ მ------- ხ-------ეზე.

 

2014 წლის 29 სექტემბერს ბ---სა და მ------- ხ-------ეს შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბ---მა გასცა სადაზღვევო თანხა 7304,7 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 18%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0,5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მ------- ხ-------ე გარდაიცვალა 2--- წლის 23 მაისს. ც-–---- ს--------–--ე, როგორც მოსარჩელისათვის არის ცნობილი, არის მ------- ხ-------ის მეუღლე, შესაბამისად, მოპასუხე არის პირველი რიგის მემკვიდრე.

 

ს----------–--- ნ-----------თა პ--–---ის 2--- წლის 16 მაისის №------- ცნობის თანახმად, მ------- ხ-------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე, სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერი, რომლის თანახმად, 2--- წლის 18 ნოემბერს ნ-----------ის მ. ბ------ას მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ მხოლოდ განცხადება. ამდენად წარმოდგენილი ცნობის თანახმად, დგინდება, რომ ნ-----------ისათვის მიმართული აქვს გარდაცვლილის მემკვიდრეს სამკვიდროს მისაღებად. თუმცა, სარჩელის შეტანის დროისათვის სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის.

 

ც-–---- ს--------–--ე ფაქტობრივად ფლობს მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას, კერძოდ ავტოსატრასპორტო საშუალებას, რომელიც დატვირთულია სს „ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ.

2014 წლის 24 სექტემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 59085,80 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 54048,39 აშშ დოლარი, პროცენტი - 2125,19 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2912,22 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელემ გაუშვა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი პრეტენზიის წარდგენის 6 თვიანი ვადა, რაც გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 29 სექტემბერს სს „ს----------–--- ბ---სა“ და მ------- ხ-------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 85 770,00 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 12%-ით, პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს „ს----------–--- ბ---სა“ და მ------- მ-------ეს შორის 2014 წლის 24 სექტემბერს დაიდო ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გირავნობით დაიტვირთა ავტომანქანა J----- X- P--------, გამოშვების წელი 2014, სანომრე ნიშანი - S--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - S----------------.

 

გირავნობის ხელშეკრულება დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სააგენტოში.

 

2014 წლის 29 სექტემბერს სს „ს----------–--- ბ---სა“ და მ------- ხ-------ეს შორის გაფორმდა გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბ---მა გასცა სადაზღვევო თანხა 7304,7 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 18%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0,5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).

საკრედიტო ხელშეკრულება №------- (ს.ფ. 16-19).

გირავნობის ხელშეკრულება №--------01 (ს.ფ. 23-32).

№------- საკრედიტო ხელშეკრულების დანართი №2200386 (ს.ფ. 33-36).

სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ 2--- წლის 13 მაისის ცნობა (ს.ფ. 51-52).

3.1.2. 2014 წლის 24 სექტემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ------- ხ-------ის დავალიანება შეადგენს 59085,80 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 54048,39 აშშ დოლარი, პროცენტი - 2125,19 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2912,22 აშშ დოლარი.

 

მოპასუხე მხარეს დავალიანების ოდენობა სადავოდ არ გაუხდია (იხ, 2018 წლის 14 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:08:56).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 50).

 

3.1.3. ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ 2--- წლის 13 მაისის ცნობით დგინდება, რომ ავტომანქანა J----- X- P--------, გამოშვების წელი 2014, სანომრე ნიშანი - S--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - S---------------- რეგისტრირებულია მ------- ხ-------ის სახელზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).

სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ 2--- წლის 13 მაისის ცნობა (ს.ფ. 51-52).

 

3.1.4. მ------- ხ-------ე გარდაიცვალა 2--- წლის 22 მაისს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).

გარდაცვალების მოწმობა №-----------(ს.ფ. 55).

 

3.1.5. სს „ს----------–--- ბ---მა“ 2--- წლის 10 მაისს განცხადებით მიმართა ნ-----------თა პ--–---ას და მოითხოვა ინფორმაცია 2--- წლის 22 მაისს გარდაცვლილი მ------- ხ-------ის სამკვიდრო ქონების თაობაზე. განცხადების პასუხად 2--- წლის 16 მაისის წერილით (№-------) ბ---ს ეცნობა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერი, რომლის თანახმად, 2--- წლის 18 ნოემბერს მ. ბ------ას მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება.

 

2018 წლის 12 აპრილის ს----------–--- ნ-----------თა პ--–---ის №------- წერილის თანახმად, ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერი 2--- წლის 22 მაისს გარდაცვლილი მ------- ხ-------ის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობის თაობაზე, კერძოდ, ნ-----------ის მ----- ჯ---ას (ბ------ას) მიერ 2--- წლის 18 ნოემბერს დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება, განმცხადებელს წარმოადგენს კანონისმიერი მემკვიდრე მეუღლე ც-–---- ს--------–--ე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 12 აპრილის ს----------–--- ნ-----------თა პ--–---ის №------- წერილი (ს.ფ. 147).

2--- წლის 16 მაისის №------- წერილი (ს.ფ. 54).

 

3.1.6. სს „ს----------–--- ბ---მა“ სარჩელი სასამართლოში წარმოადგინა 2--- წელს 23 მაისს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „ს----------–--- ბ---ს“ მსესხებლის მ------- ხ-------ის მემკვიდრეებისათვის სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ ექვს თვიან ვადაში მოთხოვა არ წარუდგენია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლს. შესაბამისად, უნდა დადგინდეს აღნიშნული ნორმის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი განსაზღვრავს კრედიტორების მოთხოვნის წარდგენის წესს და ვადას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელი მ------- ხ-------ე გარდაიცვალა 2--- წლის 22 მაისს. შესაბამისად, ამ დღეს გაიხსნა სამკვიდრო (სსკ 1319-ე, 1320-ე მუხლები).

 

მამკვიდრებლის მემკვიდრეს წარმოადგენს მეუღლე ც-–---- ს--------–--ე, რომელმაც სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში - 2--- წლის 18 ნოემბერს მიმართა ნ-----------ს სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებით (სსკ 1421-ე, 1424-ე მუხლები).

 

მოპასუხის განმარტებით, სს ,,ს----------–--- ბ---ისთვის’’ (კრედიტორისთვის) ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 40 დღის ვადაში. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხე მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე და შპს ,,ჯ------–იდან’’ გამოთხოვილ ინფორმაციაზე.

 

მოცემულ საქმეზე მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, მოწმის სახით დაიკითხა მამკვიდრებლის შვილი - მ----- ხ-------ე და სს ,,ს----------–--- ბ---ის’’ თანამშრომელი - საკრედიტო ოფიცერი ლ--- ს-----ე (იხ. 2018 წლის 14 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ორივე მოწმე ადასტურებს, რომ შედგა მათ შორის როგორც სატელეფონო, ასევე უშუალო კომუნიკაცია მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ.

 

მოწმე ლ--- ს-----ემ (სს ,,ს----------–--- ბ---ის’’ საკრედიტო ოფიცერი) განმარტა, რომ მ------- ხ-------ის გარდაცვალების შესახებ მას აცნობა მისმა შვილმა, მ----- ხ-------ემ, რომელიც მივიდა მასთან ოფისში; მ----- ხ-------ეს სურდა გამოერკვია გარდაცვლილი მამის მ------- ხ-------ის საკრედიტო დავალიანების შესახებ და აინტერესებდა იყო თუ არა დაზღვეული;

 

მოწმე მ----- ხ-------ემ, რომელიც წარმოადგენს გარდაცვლილი მ------- ხ-------ის ვაჟს, განმარტა, რომ მამის გარდაცვალებიდან 40 დღის ვადაში სს „ს----------–--- ბ---ს“ შეატყობინა მსესხებლის გარდაცვალების შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ ლ--- ს-----ეს მამის გარდაცვალების შესახებ აცნობა როგორც ტელეფონით, ასევე უშუალოდ მივიდა ოფისშიც.

 

შესაბამისად, ორივე მოწმის ჩვენება ცალსახად ადასტურებს, რომ სს ,,ს----------–--- ბ---ისათვის’’ (მისი კრედიტ ოფიცერისათვის) ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე.

 

რაც შეეხება თარიღს, თუ როდის ეცნობა აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს, სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმე მ----- ხ-------ის ჩვენებით - მამის გარდაცვალების თაობაზე აცნობა გარდაცვალებიდან ორმოცი დღის მანძილზე, ვინაიდან სურდა მოეწესრიგებინა ეს საკითხი და გაერკვია იყო თუ არა დაზღვევის ხელშეკრულება. მოწმე ლ--- ს-----ემ ვერ გაიხსენა თარიღი და განმარტა, რომ სავარაუდოდ იყო წლის ბოლო ან წლის დასაწყისი. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმე მ----- ხ-------ის ჩვენების სარწმუნოობას (ორმოცი დღის ვადაში კომუნიკაციას) ადასტურებს შპს „ჯ------–იდან“ გადმოგზავნილი მასალები. კერძოდ, შპს „ჯ------–ის“ ამონაწერით 5----------- და 5----------- ნომრებზე გამავალი და შემავალი ზარების შესახებ, დგინდება, რომ 2--- წლის 20 ი----ს აღნიშნული სატელეფონო ნომრებიდან 5----------- ნომერზე განხორციელდა სამი გამავალი ზარი. საქმეში წარმოდგენილია შპს „ჯ------–ის“ მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ ტელეფონის ნომრები 5----------- და 5----------- რეგისტრირებულია მ------- ხ-------ის სახელზე, ხოლო მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მობილური ტელეფონის ნომერი 5----------- წარმოადგენს სს „ს----------–--- ბ---ის“ კუთვნილებას, ხოლო ნომრით სარგებლობს ლ--- ს-----ე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარწმუნოა მ----- ხ-------ის ჩვენება, რომ სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ მივიდა ოფისში, აღნიშნულს ადასტურებს ლ--- ს-----ეც, მაგრამ ვერ იხსენებს თარიღს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- ხ-------ის განმარტება მასზედ, რომ აინტერესებდა იყო თუ არა სიცოცხლის დაზღვევა აღნიშნულ სესხზე, ვინაიდან თიბისი ბ---ში აღებული სესხი მარტივად მოგვარდა დაზღვევის საფუძველზე, იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მამკვიდრებლის შვილს (პოტენციურ მემკვიდრეს) არ ჰქონდა იმის ინტერესი, რომ თავი აერიდებინა მამკვიდრებლის ვალებისათვის და სურდა გაერკვია დროულად დაზღვევის საკითხი და გადაეწყვიტა ეს პრობლემა. შესაბამისად, გონივრულია და წინდახედულობის ფარგლებშია, მოწმის განმარტება, რომ დროულად სურდა საკითხის მოგვარება.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და შპს „ჯ------–იდან“ გადმოგზავნილი მასალების, სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, შეფასების შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელეს (კრედიტორს) მოვალის გარდაცვალებიდან 40 დღის ვადაში, ანუ არა უგვიანეს 2--- წლის პირველი აგვისტოსი, ეცნობა მსესხებლის მ----- ხ-------ის გარდაცვალების შესახებ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს სს „ს----------–--- ბ---ის“ წარმომადგენლის აპელირებას სესხის გადახდებზე, რომელიც განხორციელდა მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ რამოდენიმე თვის მანძილზე. მოსარჩელის განმარტებით, როდესაც სესხი გახდა პრობლემური, მას შემდეგ მოიძიეს ინფორმაცია და გაიგეს მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დადასტურდა სს ,,ს----------–--- ბ---ის’’ საკრედიტო ოფიცერისათვის მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციის მიღების ფაქტი, თუმცა ამავე მოწმის განმარტებით მას არ ევალებოდა აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდებინა სხვა სამსახურისათვის (იხ. 2018 წლის 14 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ლ--- ს-----ის ჩვენება). შესაბამისად, ბ---ის შიდა რეგულაციების ხარვეზის გამო მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე მიღებული ინფორმაცია არ მიეწოდა სათანადო რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურს (იურიდიულ განყოფილებას), რაც არ შეიძლება უარყოფითად აისახოს მსესხებლის მემკვიდრეთა ინტერესებზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სკ-ის 1487-ე მუხლი არ მოითხოვს კრედიტორის შეტყობინებას წერილობითი ფორმით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად კრედიტორმა მოთხოვნა უნდა წარუდგინოს მემკვიდრეს. შესაბამისად, კრედიტორისათვის უნდა იყოს ცნობილი მემკვიდრის ვინაობა.

 

ს----------–--- უზენაესმა სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე განმარტა -,,პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნ-----------ი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნ-----------ს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნ-----------ი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნ-----------ი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ («სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» ს----------–--- იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი). (იხ. სუსგ საქმე #ას-171-160-2---, 18 აპრილი 2---წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--- ბ---ისათვის’’ არაუგვიანეს 2--- წლის 1 აგვისტოსათვის ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე, აღნიშნული თარიღიდან 6 თვის ვადაში, ანუ 2--- წლის 2 თებერვლამდე კრედიტორს უნდა მიემართა ნებისმიერი ნ-----------ისათვის გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, რაც კრედიტორს სს „ს----------–--- ბ---ს“ არ გაუკეთებია. ბ---მა სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2--- წლის 23 მაისს. შესაბამისად, კრედიტორის მიერ პრეტენზიის (მოთხოვნის) წარდგენის ექვსთვიანი ვადა გაშვებული იქნა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 1487-ე, 1488-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. . ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სს „ს----------–--- ბ---სა“ და მ------- ხ-------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბ---ო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ბ---მა მ------- ხ-------ეზე გასცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, საპროცენტო სარგებლისა და ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობებით, სკ-ის 867-ე, 868-ე, 417-ე და 418-ე მუხლების შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის 24 სექტემბერს, 60 თვის ვადით, მსესხებელი კი გარდაიცვალა 2--- წლის 22 მაისს.

 

6.2. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად, მოვალის გარდაცვალება მისი მემკვიდრეებისათვის წარმოშობს ვალდებულებას შეატყობინოს კრედიტორებს მოვალის გარდაცვალების შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. შეტყობინების ვალდებულება თავის მხრივ წარმოშობს შემდგომში კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვალდებულებას დადგენილ ვადაში. აღსანიშნავია, რომ სკ-ის 1487-ე მუხლი არ მოითხოვს კრედიტორის შეტყობინებას წერილობითი ფორმით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სს ,,ს----------–--- ბ---ის’’ კრედიტ ოფიცერისათვის - ლ--- ს-----ისათვის ინფორმაციის გადაცემით მ----- ხ-------ე (მოვალის შვილი, შესაბამისად პოტენციური მემკვიდრე) საფუძვლიანად ვარაუდობდა კრედიტორისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რამდენადაც ლ--- ს-----ე წარმოადგენდა სს „ს----------–--- ბ---სა“ და მ------- ხ-------ეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე წარმომადგენელ უფლებამოსილ პირს, რომელიც ამ ხელშეკრულებებს აწერდა ხელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ყველაზე გვიან 2--- წლის პირველი აგვისტოსათვის კრედიტორისათვის უკვე ცნობილი იყო მოვალის გარდაცვალების შესახებ.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი განსაზღვრავს კრედიტორების მოთხოვნის წარდგენის წესს და ვადას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

 

განსახილველ შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის წარდგენის ვადა უნდა აითვალოს ყველაზე გვიანი თარიღიდან 2--- წლის 2 აგვისტოდან, საიდანაც 6 თვის განმავლობაში კრედიტორს უნდა მიემართა ნებისმიერი ნ-----------ისათვის გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, რაც კრედიტორს სს „ს----------–--- ბ---ს“ არ გაუკეთებია. ბ---მა სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2--- წლის 23 მაისს. შესაბამისად, კრედიტორის მიერ პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადა გაშვებული იქნა, რაც სსკ-ის 1488-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თუკი დავუშვებთ, რომ ლ--- ს-----ეს, მის მიერ დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, არ ევალებოდა მსესხებლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ბ---ის შესაბამისი სამსახურისათვის მიწოდება გადახდის გრაფიკის დარღვევამდე, ბ---ის ამგვარი შიდა რეგულირებით განპირობებული შედეგები არ შეიძლება დააწვეს ტვირთად გარდაცვლილი მსესხებლის პოტენციურ მემკვიდრეებს და ეს ვერ გახდება განსახორციელებელი ვალდებულებებისაგან ბ---ის გათავისუფლების საფუძველი.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ს----------–--- უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია ერთგავროვანი პრაქტიკა. ს----------–--- უზენაესი სასამართლოს განმარტებით - ,,სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. პ--–---ა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო პ--–---ამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე” (იხ. სუსგ-ები 07.10.2010წ., საქმე №ას-143-136-2010; სუსგ, 22.02.2008წ., საქმე №ას-968-1269-2007; საქმე №ას-782-731-2---; 15.09.2---წ.; საქმე №ას-513-490-2---, 21.10.2---წ., საქმე #ას-171-160-2---, 18 აპრილი 2---წ.).

 

მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოვალის გარდაცვალების შემდეგ სესხის გადახდა გრძელდებოდა რამდენიმე თვე, არ ნიშნავს, რომ კრედიტორს არ წარმოეშვა 1488-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება. კრედიტორის ინტერესებშია მიმართოს მოთხოვნით ნ-----------ს მემკვიდრეებთან პრეტენზიის წარდგენის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს მოთხოვნის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, მოვალის გარდაცვალების შემდეგ განხორციელებული გადახდები გავლენას არ ახდენს პრეტენზიის წარდგენის ვადაზე და ამ ვადის ათვლაზე, თანხის გადახდას შესაძლოა გავლენა მოეხდინა არა პრეტენზიის წარდგენის ვადაზე, არამედ ხანდაზმულობის ვადის ათვლაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გადაწყვიტა:

 

1. სს „ს----------–--- ბ---ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 18 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე