გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18117 - 18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - რ----–----------ი
წარმომადგენელი - ხ---------------–---ი
მოპასუხე - თ----------------–---–ი
წარმომადგენელი - ვ------------–---–ი
დავის საგანი - სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე რ----–----------ს გაუგრძელდეს 2011 წლის 29 ოქტომბერს გარდაცვლილი მამის, ა-------------ის დანაშთ სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადა;
უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ---–-–---–--------- (არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი - 525 კვ.მ. ლიტერ ,,ა“ საცხოვრებელი ფართი 194.90 კვ.მ. ლიტერები ,,ბ“, ,,ვ“, ,,ე“ და ,,გ“ დამხმარე სათავსოები - საერთო ფართი 115.00 კვ.მ.) ირიცხება კ----------------ის სახელზე. კ----------------ი გარდაიცვალა 1951 წლის 21 მაისს. მისი შვილი ი--------–--------ი გარდაიცვალა 1992 წლის 24 მაისს. ი--------–--------ს ჰყავდა სამი შვილი: ვ----–------------ი, ა-------------ი და ვ-------------ი და ისინი წარმოადგენდნენ პირველი რიგის მემკვიდრეებს. ვ-------------ი არ დაინტერესებულა სამკვიდრო ქონებით. შესაბამისად, ი--------–--------ის დანაშთი ქონების მემკვიდრეები არიან და-ძმა ვ----–------------ი და არიფი მუსაევი, ხოლო არიფი მუსაევის წილის მემკვიდრეები არიან თ----------------–---–ი და რ----–----------ი. ეს უკანასკნელი არის რუსეთის მოქალაქე და ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. იგი ახალგაზრდობის ასაკიდან მუშაობს ზღვაში. რ----–----------ის მამა, არიფი მუსაევი იყო დაკარგული, რის თაობაზეც ოჯახმა არაერთხელ მიმართა პოლიციას. მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ თ----------------–---–მა მიმართა სასამართლოს და ა-------------ი 2011 წლის 29 ოქტომბერს სასამართლოს მიერ გამოცხადდა გარდაცვლილად. მოსარჩელისათვის შეუძლებელი იყო სამკვიდროს მიღების საკითხთან დაკავშირებით ნების გამოვლენა 2011 წლის 29 ოქტომბრიდან 2012 წლის 29 მარტის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით, დადგენილია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ 1951 წლის 21 მაისს გარდაცვლილი კ----------------ი და 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ი--------–--------ი არიან მამა-შვილი, ასევე, დადგენილია, კ----------------ის შვილის ი--------–--------ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე თბილისი, გ---–-–---–---------–-, 1/3 ნაწილზე. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, თ----------------–---–ი აღიარებული იქნა 2011 წლის 29 ოქტომბერს გარდაცვლილი ა-------------ის, ხოლო ა-------------ი 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ი--------–---------ის, სამკვიდროს მიმღებ პირად ქ. თბილისში, გ---–-–---–----------ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 წილის 1/2 ნახევარზე, მისი ნახევრის, ანუ მთლიანი ქონების 1/12 წილის უფლებამოსილ მემკვიდრედ. ვ----–------------ი აღიარებულ იქნა 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ი--------–--------ის სამკვიდროს მიმღებ პირად ქ. თბილისში, გ---–-–---–----------ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 წილის 1/2-ის ნახევარზე, მისი ნახევრის ანუ მთლიანი ქონების 1/12 წილის უფლებამოსილ მემკვიდრედ. ვინაიდან, მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მისი მამა, ა-------------ი გამოცხადდა გარდაცვლილად, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოევლინა ნება მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების მისაღებად. მან აღნიშნულის თაობაზე შეიტყო მოგვიანებით, რის გამოც არსებობს საფუძველი, მოსარჩელე რ----–----------ს გაუგრძელდეს სამკვიდროს მიღების ვადა 2011 წლის 29 ოქტომბერს გარდაცვლილი მამის, ა-------------ის დანაშთ სამკვიდროზე.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება. ა-------------ს 1977 წლიდან არანაირი უფლება არ გააჩნდა უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, გ---–-–---–---------. მას თავისი წილი უკვე მიღებული აქვს. თავად ი--------–--------ი 1975 წელს გადავიდა სხვა მისამართზე - ქ. თბილისი, გ--------–-----------. ხოლო ა-------------მა 1977 წელს მიიღო 500 (ხუთასი) მანეთი და წავიდა თბილისში, გ---–-–---–----------ში მდებარე საცხოვრებელი ფართიდან. მას ამ დროისათვის უკვე აღარ გააჩნდა რაიმე უფლება სადავო ქონებაზე. რ----–----------მა არ იცოდა ა-------------ის შესახებ არაფერი და ბუნებრივია ვერც იმ ფაქტს შეიტყობდა, თუ როდის გამოცხადდა იგი გარდაცვლილად სასამართლოს მიერ. იგი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც სასამართლო დავა დამთავრდა ვ----–------------თან. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა არ უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან არ არსებობს ვადის გადაცილების მიზეზების საპატიოდ მიჩნევის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებით, უძრავი ნივთის, მდებარე თბილისი, გ---–-–---–---------, მოსარგებლეთა გრაფაში მითითებულია კ----------------ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება, გაცემის თარიღი 11.11.2011 წელი (ს.ფ. 19);
- თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა, მომზადების თარიღი 19.05.2009 წელი (ს.ფ. 20-21);
3.1.2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ი------–-–---–---------------- საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია სააღრიცხვო მასალა მისამართით ქ. თბილისი, ი------–-–---–-------------–- მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 1973 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის (ს-------) შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია კ----------------ი, საფუძველი N ნოტარიული საბუთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 09 მარტს გაცემული ცნობა N7---- (ს.ფ. 49);
3.1.3. მოსარჩელე რ----–----------ის (დაბადებული 1978 წლის 15 ნოემბერი) მშობლებს წარმოადგენდნენ ა-------------ი და დ--------------ა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N2099 (ს.ფ. 18).
3.1.4. კ----------------ი გარდაიცვალა 1951 წლის 21 მაისს. მისი შვილი, ი--------–---------ი გარდაიცვალა 1992 წლის 24 მაისს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 47);
- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N5--- (ს.ფ. 48).
3.1.5. რ----–----------ი წარმოადგენს რუსეთის მოქალაქეს. იგი მუდმივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 1 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 1 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხევით, ა-------------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი საკონტროლო-გამტარი პუნქტების გავლით 2000 წლიდან 2011 წლის 16 ივნისამდე არ დაფიქსირებულა. იგი რამდენჯერმეა გასამართლებული ქ. თბილისის კალინინის და კიროვის რაიონული სასამართლოების მიერ. ა-------------ი უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2008 წელს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შსს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს 2011 წლის 20 ივნისს გაცემული ცნობა N1----------------, ბარათი (ს.ფ. 70-72);
3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თ----------------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა. ა-------------ი (დაბადებული 1946 წლის 18 აპრილი) გამოცხადდა გარდაცვლილად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე N2--------- (ს.ფ. 25-26);
3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით, თ----------------–---–ის სარჩელი, ნათესაური კავშირისა და სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენის თაობაზე, დაკმაყოფილდა. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, კერძოდ ნათესაური კავშირი იმის თაობაზე, რომ 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ი--------–--------ი (გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N5---) არის მამკვიდრებლის 1951 წლის 21 მაისს გარდაცვლილი (გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N---) კ----------------ის შვილი. აღიარებულ იქნა 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ი--------–--------ის მიერ (გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N5---) მამის - 1951 წლის 21 მაისს გარდაცვლილი (გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N---) კ----------------ის; 1946 წლის 18 აპრილს დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერი N3--) ა-------------ის მიერ მამის - ი--------–--------ის და 1972 წლის 23 ნოემბერს დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერი N949) თ----------------–---–ის მიერ მამის - ა-------------ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება, სამკვიდრო ქონების (უძრავი ქონება მდებარე - თბილისი, გ---–-–---–------------) 1/3 წილზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება, საქმე N2--------- (ს.ფ. 27-36).
3.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, ვ----–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ, ვ----–------------ის მიერ მამის - 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ი--------–--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, საქმე N2/17107-15 (ს.ფ. 37-42);
3.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, თ----------------–---–ს (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) და ვ----–------------ს (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) შორის დამტკიცდა მორიგების აქტის შემდეგი პირობებით: 1.1. აღიარებულ იქნა 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ი--------–--------ის მიერ მამის 1951 წლის 21 მაისს გარდაცვლილი კ----------------ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება (უძრავი ქონების - მდებარე: ქ. თბილისი, გ---–-–---–----------ში 1/3 ნაწილზე). 1.2. თ----------------–---–ი აღიარებულ იქნა 2011 წლის 29 ოქტომბერს გარდაცვლილი ასიფ მისაევის, ხოლო ა-------------ი 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ისრაფილ მისაევის, სამკვიდროს მიმღებ პირად ქ. თბილისში, გ---–-–---–----------ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 წილის ½ ნახევარზე, მისი ნახევრის, ანუ მთლიანი ქონების 1/12 წილის უფლებამოსილ მემკვიდრედ. 1.3. ვ----–------------ი აღიარებულ იქნა 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ი--------–--------ის სამკვიდროს მიმღებ პირად ქ. თბილისში, გ---–-–---–----------ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 წილის 1/2 -ის ნახევარზე, მისი ნახევრის, ანუ მთლიანი ქონების 1/12 წილის უფლებამოსილ მემკვიდრედ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება, საქმე N2/13811-17 (ს.ფ. 43-46);
3.2.6. ვ------------–---–ის და ა-------------ის მიერ 1977 წლის 5 ოქტომბერს ქ. თბილისის კიროვის რ-ნის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე შედგენილი ხელწერილების მიხედვით, არიფი მუსაევი 1977 წლიდან ამოეწერა ქ. თბილისში, გ---–-–---–----------ში საბინაო ფართიდან და მან ვ------------–---–ის მიერ გადაცემული ფულადი თანხის და საალიმენტო ვალდებულებისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ უარი თქვა უძრავ ქონებაზე მეუღლის და შვილის სასარგებლოდ. ა-------------მა დააფიქსირა, რომ მას აღარ ექნებოდა პრეტენზია ქ. თბილისში, გ---–-–---–----------ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვ------------–---–ის მიერ ქ. თბილისის კიროვის რ-ნის სასამართლოს სახელზე შედგენილი განცხადება, შედგენის თარიღი 05.10.1977 წელი (ს.ფ. 74-75);
- ა-------------ის მიერ ქ. თბილისის კიროვის რ-ნის სასამართლოს სახელზე შედგენილი განცხადება, შედგენის თარიღი 05.10.1977 წელი (ს.ფ. 73, 76).
3.2.7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მისთვის მამის, ა-------------ის გარდაცვლილად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ცნობილი გახდა მოგვიანებით და მისთვის შეუძლებელი იყო, 2011 წლის 29 ოქტომბრიდან 2012 წლის 29 მარტის ჩათვლით გამოევლინა ნება ა-------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე ვერ ასახელებს კონკრეტულ დროს, თუ როდის შეიტყო ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, მოსარჩელის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ მამის, ა-------------ის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2012 წელს, თუმცა რაიმე სახის მტკიცებულება აღნიშნულის თაობაზე წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რა მოიმოქმედა მოსარჩელე მხარემ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა სასამართლოს 2011 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა-------------ის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ. მოპასუხე მოსარჩელის აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ რ----–----------ი გამოჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო დავა დასრულდა ვ----–------------თან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 1 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 1 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-1307-ე, 1336-ე, 1319-1320-ე, 1421-ე, 1424-ე და 1426-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე რუსლამ მუსაევმა მოითხოვა გაუგრძელდეს 2011 წლის 29 ოქტომბერს გარდაცვლილი მამის, ა-------------ის დანაშთ სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადა.
საქმის მასალებით, კ----------------ი გარდაიცვალა 1951 წლის 21 მაისს. მისი შვილი, ი--------–---------ი გარდაიცვალა 1992 წლის 24 მაისს. ისრაფილს მუსაევის შვილს წარმოადგენს არის მუსაევი, ხოლო მოსარჩელე რ----–----------ის (დაბადებული 1978 წლის 15 ნოემბერი) მშობლები იყვნენ ა-------------ი და დ--------------ა. სასარჩელო მოთხოვნა შეეხება რ----–----------ის სამკვიდრო უფლებას მამის, ა-------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე. სარჩელის მიხედვით, სადავო სამკვიდრო ქონება მდებარეობს ქ. თბილისში, გ---–-–---–----------ში. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებით, უძრავი ნივთის, მდებარე თბილისი, გ---–-–---–---------, მოსარგებლეთა გრაფაში მითითებულია კ----------------ი. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ი------–-–---–---------------- საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია სააღრიცხვო მასალა მისამართით ქ. თბილისი, ი------–-–---–-------------–- მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 1973 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის (ს-------) შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია კ----------------ი, საფუძველი N2--------------- ნოტარიული საბუთი.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, ა-------------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი საკონტროლო-გამტარი პუნქტების გავლით 2000 წლიდან 2011 წლის 16 ივნისამდე არ დაფიქსირებულა. იგი რამდენჯერმეა გასამართლებული ქ. თბილისის კალინინის და კიროვის რაიონული სასამართლოების მიერ. ა-------------ი უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2008 წელს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თ----------------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა. ა-------------ი (დაბადებული 1946 წლის 18 აპრილი) გამოცხადდა გარდაცვლილად. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, ა-------------ის გარდაცვალების დღედ აღიარებულ იქნა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები), მეორე რიგში - გარდაცვლილის დები და ძმები.
მოცემულ საქმეზე, იმავე სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით მემკვიდრეებს შორის სასამართლოში მიმდინარეობდა არაერთი საქმის განხილვა. დღეის მდგომარეობით, სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის და როგორც უკვე აღინიშნა, ამ ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით, თ----------------–---–ის სარჩელი ნათესაური კავშირისა და სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, კერძოდ ნათესაური კავშირი იმის თაობაზე, რომ 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ი--------–--------ი (გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N5---) არის მამკვიდრებლის 1951 წლის 21 მაისს გარდაცვლილი (გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N---) კ----------------ის შვილი. აღიარებულ იქნა 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ი--------–--------ის მიერ (გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N5---) მამის - 1951 წლის 21 მაისს გარდაცვლილი (გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N---) კ----------------ის; 1946 წლის 18 აპრილს დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერი N3--) ა-------------ის მიერ მამის - ი--------–--------ის და 1972 წლის 23 ნოემბერს დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერი N949) თ----------------–---–ის მიერ მამის - ა-------------ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება, სამკვიდრო ქონების (უძრავი ქონება მდებარე - თბილისი, გ---–-–---–------------) 1/3 წილზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, ვ----–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ, ვ----–------------ის მიერ მამის - 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ი--------–--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, თ----------------–---–ს (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) და ვ----–------------ს (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) შორის დამტკიცდა მორიგების აქტის შემდეგი პირობებით: 1.1. აღიარებულ იქნა 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ი--------–--------ის მიერ მამის 1951 წლის 21 მაისს გარდაცვლილი კ----------------ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება (უძრავი ქონების - მდებარე: ქ. თბილისი, გ---–-–---–----------ში 1/3 ნაწილზე). 1.2. თ----------------–---–ი აღიარებულ იქნა 2011 წლის 29 ოქტომბერს გარდაცვლილი ასიფ მისაევის, ხოლო ა-------------ი 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ი--------–--------ის , სამკვიდროს მიმღებ პირად ქ. თბილისში, გ---–-–---–----------ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 წილის 1/2 ნახევარზე, მისი ნახევრის, ანუ მთლიანი ქონების 1/12 წილის უფლებამოსილ მემკვიდრედ. 1.3. ვ----–------------ი აღიარებულ იქნა 1992 წლის 24 მაისს გარდაცვლილი ი--------–--------ის სამკვიდროს მიმღებ პირად ქ. თბილისში, გ---–-–---–----------ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 წილის 1/2 -ის ნახევარზე, მისი ნახევრის, ანუ მთლიანი ქონების 1/12 წილის უფლებამოსილ მემკვიდრედ.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს რუსეთის მოქალაქეს და იგი ოჯახთან ერთად მუდმივად რუსეთის ფედერაციაში. მოსარჩელე მუშაობს გემზე. მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მისი მამა, ა-------------ი გამოცხადდა გარდაცვლილად. შესაბამისად, მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ 2011 წლის 29 ოქტომბრიდან 2012 წლის 29 მარტის ჩათვლით გამოევლინა ნება, მამის ა-------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნულის თაობაზე შეიტყო მოგვიანებით, დაახლოებით 2012 წელს, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. აღნიშნული ნორმა ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. მხოლოდ საპატიო მიზეზების არსებობისას სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს სამკვიდროს მიღების ვადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნეა სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. განსახილველი ნორმა პირდაპირ არ უთითებს თუ რა საპატიო მიზეზი შეიძლება გახდეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების საფუძველი, მაგრამ ამ ნორმის მიზნებიდან გამომდინარე სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადისგაშვების საპატიო მიზეზად უნდა მიჩნეულ იქნეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც წარმოადგენენ კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადაში სამკვიდროს მიღების დამაბრკოლებელ გარემოებებს, რომლებიც თავისთავად გამორიცხავენ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელებას. მოცემულ საქმეზე, სარჩელის საფუძვლად მიეთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის ის დანაწესი, რომელიც ვადის გაშვების საპატიობის დადგენის შემთხვევაში, მისცემდა მემკვიდრეს სამკვიდროს მიღების შესაძლებლობას.
დადგენილი პრაქტიკით, სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარად დაადგენს ვადის გაშვების საპატიოობას. გაშვებული ვადის საპატიოდ ან არასაპატიოდ მიჩნევა სასამართლოს შეხედულებით წყდება და იგი უნდა ემყარებოდეს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სარწმუნოს ხდიან, რომ მემკვიდრეს, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლო ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას ან მიემართა სანოტარო ორგანოსათვის. ამ უკანასკნელის განსაზღვრის კრიტერიუმები ყოველი შემთხვევის თავისებურებითა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს (სსგს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე Nას-1101-1021-2017). კანონმდებელი საპატიოობის კრიტერიუმებს არ აკონკრეტებს და იგი ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებიდან გამომდინარეობს. სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ორი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა განისაზღვროს: 1. თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე. 2. თუ მემკვიდრემ ვადა რაიმე საპატიო საფუძვლით გაუშვა და მას სასამართლოს ვადის აღდგენის თაობაზე ზემოაღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიმართა.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოსარჩელე მხარის მიერ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მისაღებად კანონით დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისათვის, აუცილებელია დადგინდეს ის გარემოება, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა დროულად განეხორციელებინა სამკვიდროს მიღებისათვის კანონით დადგენილი იურიდიული მოქმედებანი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან საპატიოდ გაუშვა კანონით დადგენილი სამკვიდროს მიღების ვადა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მისთვის მამის, ა-------------ის გარდაცვლილად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ცნობილი გახდა მოგვიანებით და მისთვის შეუძლებელი იყო, 2011 წლის 29 ოქტომბრიდან 2012 წლის 29 მარტის ჩათვლით გამოევლინა ნება ა-------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მითითებით, იგი ვერ ასახელებს კონკრეტულ დროს, თუ როდის შეიტყო ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, მოსარჩელის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ მამის, ა-------------ის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2012 წელს, თუმცა რაიმე სახის მტკიცებულება აღნიშნულის თაობაზე წარმოდგენილი არ არის. ამასთან, ასევე, საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რა მოიმოქმედა მოსარჩელემ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა სასამართლოს 2011 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა-------------ის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ. საქმის მასალებით, აღნიშნულ სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით არაერთი სასამართლო დავა მიმდინარეობდა და არც ერთ საქმის განხილვაში მონაწილეობა მოსარჩელე რ----–----------ს არ მიუღია. მოპასუხე მხარე მოსარჩელის პოზიციას არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ რ----–----------ი გამოჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო დავა დასრულდა ვ----–------------თან და ამ გზით ცდილობენ სარგებლის მიღებას სამკვიდრო ქონებიდან. მოსარჩელე მხარე მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ იგი რუსეთში ცხოვრობს, მუშაობს გემზე ზღვაში და მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით მამის, ა-------------ის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე. თუკი მისთვის 2012 წელს იყო ცნობილი აღნიშნულის თაობაზე, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არც იმ ვადის საპატიოობა დგინდება, რაც 2012 წლიდან წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე (19.06.2018 წელი) პერიოდში არის გასული. სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, კონკრეტულად როდის შეიტყო მოსარჩელემ მამის, ა-------------ის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მის მიერ გაშვებული სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის აღდგენის შესაძლებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე რ----–----------ის სარჩელი, მოპასუხე თ----------------–---–ის მიმართ, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხე თ----------------–---–ისათვის მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ----–----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე თ----------------–---–ს არ გადახდეს მოსარჩელე რ----–----------ის მიერ გაღებული პროცესის ხარჯი. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელწმიფო ბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა