განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002603631
№1-228/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - რ----- ბ---–----ე
ბრალდებულები - დ----- ნ-----ე, გ------ ნ-----ე, მ----–--- ნ-----ე,ადვოკატი - ბიძინა ბერიძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №176130518001 საქმე,ბრალდებული: დ----- ნ-----ის მიმართ
მამის სახელი: გ------ი
დაბადებული: 15.10.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მისამართი: ხულოს რაიონი, სოფელი წ---–---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი;
ბრალდებულ გ------ ნ-----ის მიმართ,მამის სახელი: ა-–---–-
დაბადებული: 06.06.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მისამართი: ხულოს რაიონი, სოფელი წ---–---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი;
ბრალდებული: მ----–--- ნ-----ის მიმართ
მამის სახელი: ა-----–-
დაბადებული: 01.02.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მისამართი: ხულოს რაიონი, სოფელი წ---–---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დ----- ნ-----ის მიმართ დაადგინა:
1. 2018 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას, დ----- ნ-----ემ ოჯახის წევრს, მ--–---- ნ-----ეს ყელის არეში ხელის მოჭერით, ჩუსტის სხეულის სხვადასხვა ადგილას რამოდენიმე დარტყმითა და თმებით თრევით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2. 2017 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 13 მაისამდე პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას, მამამთილის გ------ ნ-----ის, მეუღლის დ----- ნ-----ის და დედამთილ მ----–--- ნ-----ის ქმედებებიდან გამომდინარე ოჯახის წევრი მ--–---- ნ-----ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი ჯგუფურად.
სასამართლომ გ------ი ნ-----ის მიმართ დაადგინა:
3. 2017 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 13 მაისამდე პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას, მამამთილის გ------ ნ-----ის, მეუღლის დ----- ნ-----ის და დედამთილ მ----–--- ნ-----ის ქმედებებიდან გამომდინარე ოჯახის წევრი მ--–---- ნ-----ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი ჯგუფურად.
სასამართლომ მ----–--- ნ-----ის ნ-----ის მიმართ დაადგინა:
4. 2017 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 13 მაისამდე პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას, მამამთილის გ------ ნ-----ის, მეუღლის დ----- ნ-----ის და დედამთილ მ----–--- ნ-----ის ქმედებებიდან გამომდინარე ოჯახის წევრი მ--–---- ნ-----ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი ჯგუფურად.
5. ბრალდებულებმა დ----- ნ-----ემ, გ------ი ნ-----ემ და მ----–--- ნ-----ემ თავი სრულად სცნეს დამნაშავედ, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
6.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
7.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 ივლისის №004778618 ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მ--–---- ნ-----ე მეუღლის დ----- ნ-----ის, მამამთილ გ------ ნ-----ის და დედამთილ მ----–--- ნ-----ის ქმედებებიდან გამომდინარე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა. მეუღლის დ----- ნ-----ის, მამამთილ გ------ ნ-----ის და დედამთილ მ----–--- ნ-----ის ქმედებებს შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა მ--–---- ნ-----ის ცნობიერებაზე და საქმიანობაზე.
8. დაზარალებულმა მ--–---- ნ-----ემ განაცხადა, რომ იგი ცხოვრობდა მეუღლის დ----- ნ-----ის ოჯახში, რომელიც მდებარე ხულოს რაიონის სოფელ წ---–---ში, მათთან ერთად ოჯახში ცხოვრობდნენ მეუღლის მშობლები, გ------ და მ----–--- ნ-----ეები, რომლებიც ხშირად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდნენ. 2018 წლის 20 აპრილს კი მეუღლემ დ----- ნ-----ემ მას ფიზიკური ტკივილი მიაყენა, მისივე განმარტებით ამ ეტაპზე იგი შერიგებულია ბრალდებულებტან და არ მოითხოვს მათ დასჯას..
9. მოწმე თ----------------------------ის ჩვენების თანახმად, მათი შვილი მ--–---- ნ-----ე 2017 წლის დასაწყისში ცოლად გაჰყვა დ----- ნ-----ეს, შეეძინა შვილი და ცხოვრობდა მეუღლის ოჯახში. ოჯახის წევრები - მეუღლე დ----- ნ-----ე, მამამთილი გ------ ნ-----ე და დედამთილი მ----–--- ნ-----ე მ--–---- ნ-----ეს ხშირად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
10 .საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
11. ამდენად, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მ--–---- ნ-----ე არის გ------ და მ----–--- ნ-----ეების რძალი და დ----- ნ-----ის მეუღლე, ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ
13. ბრალდებულმა დ----- ნ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი ჯგუფურად.
14. ბრალდებულმა გ------ ნ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი ჯგუფურად.
15. ბრალდებულმა მ----–--- ნ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი ჯგუფურად.
.
სამართლებრივი შეფასება:
16. სასამართლოს მიაჩნია, რომ
დ----- ნ-----ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ასევე, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი ჯგუფურად.
გ------ ნ-----ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი ჯგუფურად.
მ----–--- ნ-----ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი ჯგუფურად.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
17. დ----- ნ-----ეს, მ----–--- ნ-----ეს და გ------ ნ-----ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
18. დ----- ნ-----ეს, მ----–--- ნ-----ეს და გ------ ნ-----ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, დაზარალებულის შერიგება.
სასჯელის დასაბუთება:
19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
20. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
21. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
22. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
23. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
24. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
25. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
26. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.
27. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ------ ნ-----ეს და მ----–--- ნ-----ეს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------ ნ-----ის და მ----–--- ნ-----ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ხოლო, დ----- ნ-----ეს რომელიც არ არის ნასამართლევი პირი, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
28.საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“
პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
29. სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.
30. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირთა ჩარევისაგან. ფიზიკური ხელშეუხებლობა გულისხმობს არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ყოველგვარი ფიზიკური ძალდატანებისაგან, თავისუფლებას იმისგან, რომ არ განიცადო რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ნების წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთან მიმართებაში.
31. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ბრალდებულ გ------ ნ-----ეს, რომელიც არ არის ნასამართლევი, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, 250 საათის ვადით.
32. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ბრალდებულ მ----–--- ნ-----ეს, რომელიც არ არის ნასამართლევი, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, 200 საათის ვადით.
33. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- ნ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, შეამცირებს დ----- ნ-----ის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ბრალდებული დ----- ნ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით დ----- ნ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
2.გაუქმდეს მსჯავრდებულ დ----- ნ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო.
3. ბრალდებული გ------ ნ-----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
4.გაუქმდეს მსჯავრდებულ გ------ ნ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო.
5.ბრალდებული მ----–--- ნ-----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
6.გაუქმდეს მსჯავრდებულ მ----–--- ნ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო.
7.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი