გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110310017002135601
№3/136-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე: შპს ,,ო----'',მოსარჩელის წარმომადგენელი: ბ----უ რა--–ვილი,მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური,წარმომადგენელი: ავ-------ლ ყი----ნი;
მოპასუხე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრო, წარმომადგენელი: მ--- კ----------,მოპასუხე: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი: მი------ა კი-----ძე;
მესამე პირები: შპს ,,ა----------’’, შპს ,,ა---------–----------------------–----–---------’’,წარმომადგენელი: ლ--–ე ჩხ-----ნი;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ით ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ივლისის №882011358952-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის №882016007053-03 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 აპრილის №882011189030-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის №882016007053-03 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში;
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 20 აპრილის №05/7919 მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის №882016007053-03 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში;
1.4. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 25 ივლისის №05/16027 მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის №882016007053-03 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში;
1.5. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის რაიონის ტერიტორიული ორგანოს 2007 წლის 31 ივლისის №62 მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის №882016007053-03 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში;
1.6. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 აპრილის №882010547478-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის №882016007053-03 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში;
1.7. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს გ---ა გი------ძის 2016 წლის 08 იანვრის №882016007053 განცხადებაზე თანდართული აზომვითი ნახაზის და ელ. ვერსიის მიხედვით, განცხადებით მოთხოვნილ მონაცემთა დაზუსტება.
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის სანოტარო აქტისა(№1-3818) და უძრავი ქონების საკუთრების მოწმობის (№372) საფუძველზე შპს ,,ო----ს” საკუთრებას წარმოადგენს 0.25 ჰა. მიწის ნაკვეთს, მდებარე ზ----------–- საკადასტრო კოდით - 3-----------.
2016 წლის 08 იანვარს, შპს „ო----ს“ დირექტორმა განცხადებით მოითხოვა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში მონაცემთა დაზუსტება. ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 14 იანვრის №882016007053-03 გადაწყვეტილებით დაუდგინდათ ხარვეზი, რომლის თანახმად სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთების (ს/კ 3-----------, 3----------- და 3-----------) საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
ნაკვეთი ს/კ 3----------- წარმოადგენს შპს „ა----------ს“ საკუთრებას, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ №1-3/684 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ნაკვეთი წარმოიშვა ს/კ 3----------- ნაკვეთის გამიჯვნის შედეგად, 2011 წლის 25 ივლისის №882022358952-3 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 25 ივლისის №05/16027 მომართვის საფუძველზე, ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის №882011358952-03 (29.07.2011) გადაწყვეტილებით უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე დარეგისტრირდა სახელმწიფო სახელზე საკუთრების უფლება ს/კ 3-----------.
თავის მხრივ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 01 აპრილის №882010547478-03 გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №62 მომართვისა და 2010 წლის 01 აპრილის №882010547478 განცხადების საფუძველზე. ამის შემდეგ ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის №882010547478-03 გადაწყვეტილებით მოხდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 06 ივლისის №05/14419 მომართვისა და 2011 წლის 08 ივლისის N882011327458 განცხადების საფუძველზე, რაზედაც 2011 წლის 14 ივლისს მომზადდა გადაწყვეტილება №8820113227458-03
მოსარჩელის მითითებით, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევას და მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებით დაირღვა მოსარჩელის საკუთრების უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურმა სარჩელი არ ცნო. წარმომადგენელმა შესაგებელში მიუთითა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადაო გადაწყვეტილებების მიღებისას არ დარღვეულა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის 04 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის ინსტრუქციის მოთხოვნები, ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, დაინტერესებული პირის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რაც თავისთავად წარმოადგენდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განცხადების დაკმაყოფილების ვალდებულებას. მხარემ მიუთითა, რომ არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძვლები, ვინაიდან მისი მიღებისას არ დარღვეულა ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი.
სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს და განმარტა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება შპს „ო----ს“ დაუზუსტებელი რეგისტრაციის ზუსტი ადგილმდებარეობა.
2.2. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაუდგენელია თუ სად მდებარეობს შპს „ო----ს“ მიწის ნაკვეთი. სადაო ფართობის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა დაუზუსტებელი მონაცემებით, შესაბამისად ელექტრონული მონაცემების შედარება ვერ მოხერხდა. სარეგისტრაციო გადაწყვეტილება, რომელსაც მხარე ხდის სადაოდ მასზე განხორციელდა შემდგომი რეგისტრაციები და წარმოადგენს იურიდიული პირების საკუთრებას. საწარმოთა მართვის სააგენტოს მიერ, უძრავი ქონების, იურიდიული პირის კაპიტალში გადაცემა რეგულირდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, შესაბამისად ამ აქტების კანონიერება უნდა შემოწმდეს სამოქალაქო წესით. მხარე სადაოდ არ ხდის საწარმოთა მართვის სააგენტოს ბრძანებებს, შესაბამისად თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა რეგისტრაციის საფუძვლის ბათილობის შესახებ ეს აქტები ისევ ძალაში დარჩება და არ იარსებებს მესამე პირებზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილობის საფუძვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვერ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, არ არსებობს სადაო აქტების ბათილობის საფუძვლები.
სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს და მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის (საქმე №ბს-585-572(4კ-14)) განჩინების დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა უნდა დაადგინონ მოსარჩელის სახელზე განხორციელებული პირველადი დაუზუსტებელი რეგისტრაციისა და ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემთა იდენტურობა, რის შემდეგაც უნდა დადგინდეს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების იდენტურობა სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან, ხოლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ სასამართლომ უნდა მისცეს მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია მოსარჩელის საკუთრებად პირველადი დაუზუსტებელი რეგისტრაციისა და ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემთა იდენტურობის დადგენა.
2.3. მოპასუხე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება თუ სარეგისტრაციო დოკუმენტები კარგავს თავის იურიდიული მნიშვნელობის ძალას. რეგისტრაციის საფუძვლები გასაჩივრებული არ ყოფილა. სადაო მიწის ნაკვეთების ნაწილი დარეგისტრირდა შპს „ა----------ს“ და შპს ,,ა---------–----------------------–----–---------ს“ საკუთრებად. ისინი წარმოადგენენ კეთილსინდისიერ შემძენს და ეს რეგისტრაცია ავტომატურად ვერ გაუქმდება თუ სარეგისტრაციო გადაწყვეტილება იქნება გაუქმებული. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფაქტობრივად და სამართლებრივად სწორია და სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მხარემ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 აპრილის # ბს-585-572(4კ-14) განჩინებით დადგენილ პრაქტიკაზე.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირის შპს „ა----------ს’’ და შპს „ა---------–----------------------–----–---------ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ ქონება გადაეცათ სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2011 წლის 11 ოქტომბრის N 1-3/1078 ბრძანების საფუძველზე, რის შემდგომ ააიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 03 აპრილის N130316647 გადაწყვეტილებით ქონების დიდი ნაწილი გადაეცა შპს „აგრარული უნივერსიტეტის საცდელ ბაზებს“, შესაბამისად, ქონების გადაცემა, როგორც შპს „ა-----------ე’’, ისე შპს „აგრარული უნივერსიტეტის საცდელ ბაზებზე“ განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2003 წლის 02 ოქტომბრის №1-3818 სანოტარო აქტისა და 2003 წლის 07 ოქტომბრის №372 საკუთრების მოწმობის საფუძველზე შპს „ო----ს“ სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა უძრავი ქონება ს/კ 3----------- დაუზუსტებელი ფართობი 0,25 ჰექტარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა -განმარტება;
- მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა N372 ;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 07.10.2003)
4. 2. 2016 წლის 08 იანვარს შპს „ო----ს“ დირექტორმა, გ---ა გი------ძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემთა დაზუსტება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 2016 წლის 08 იანვრის №88016007053 განცხადება
4.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს (ს/კ 3-----------; 3----------- და 3-----------) შორის არსებული ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების არსებობის მოტივით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
- ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 14 იანვრის №882016007053-3 გადაწყვეტილება.
4.4. მიწის ნაკვეთი ს/კ 3----------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 აპრილის N882011189030-03 გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 20 აპრილის N05/7919 მომართვის საფუძველზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. ამჟამად, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ა----------“ სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2011 წლის 15 ივლისის N 1-3/684 ბრძანების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 ივლისის N882011350393-03 გადაწყვეტილების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 აპრილის №882011189030-03 გადაწყვეტილება;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 ივლისის №882011350393-03 გადაწყვეტილება;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 აპრილის №97486 წერილი;
4.5. მიწის ნაკვეთები ს/კ 3----------- და ს/კ 3----------- წარმოიშვა ს/კ 3----------- ნაკვეთის გამიჯვნის შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 25 ივლისის N05/16027 მომართვის საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ივლისის 882011358952-03 გადაწყვეტილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ივლისის 882011358952-03 გადაწყვეტილება;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 აპრილის N97486 წერილი;
4.6. მიწის ნაკვეთი ს/კ 3----------- 2011 წლის 12 ოქტომბერს N882011499822 სარეგისტრაციო განაცხადით, დარეგისტრირდა შპს „ა-----------ე“ სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2011 წლის 11 ოქტომბრის N1-3/1078 ბრძანების საფუძველზე. ამჟამად, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ა---------–----------------------–----–---------“ ააიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 03 აპრილის N130316647 გადაწყვეტილების და ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 22 აპრილის N882013167210-03 გადაწყვეტილების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 19 ოქტომბრის #882011499822-03 გადაწყვეტილება;
- ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 22 აპრილის N882013167210-03 გადაწყვეტილება;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 აპრილის #97486 წერილი;
4.7. მიწის ნაკვეთი ს/კ 3----------- წარმოიშვა ს/კ 3----------- დაყოფის საფუძველზე. პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2010 წლის 12 აპრილს N322007003288 სარეგისტრაციო განაცხადით, უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის რაიონის ტერიტორიული ორგანოს 2007 წლის 31 ივლისის №62 მომართვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 აპრილის N97486 წერილი;
4.8. მიწის ნაკვეთი ს/კ 3----------- წარმოიშვა ს/კ 3----------- დაყოფის საფუძველზე. 2010 წლის 08 აპრილს უძრავ ნივთზე სახელმწიფო უფლება დარეგისტრირდა N322007003888 სარეგისტრაციო განაცხადით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 31 ივლისის N 62 მიმართვის საფუძველზე (იგივე სარეგისტრაციო განაცხადი და საფუძველი რაც ს/კ 3-----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 აპრილის N97486 წერილი;
4.9. 2010 წლის 01 აპრილს გი-----ი ბა------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაცია ფართობის დაყოფა დაზუსტებით, უძრავი ნივთის მდებარე - ზესტაფონი, ს----------–---- ქუჩა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 12 აპრილის №882010547478-03 გადაწყვეტილებით გი-----ი ბა------ის განცხადება რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ. 3-----------, დაზუსტებული ფართობი - 24937კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------, მესაკუთრეა სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის რაიონის ტერიტორიული ორგანის №62 მიმართვა, დამოწმებული 31.07.2011წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი (ტ.1 ს.ფ. 33);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 12 აპრილის №882010547478-03 გადაწყვეტილება (ტ.1 ს.ფ.34,);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.1 ს.ფ. 35.).
4.10. 2011 წლის 08 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართია- ზესტაფონი, ს----------–---- ქუჩა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 14 ივლისის №882011327458-03 გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ. 3-----------, დაზუსტებული ფართობი - 24937კვ.მ., ნაკვეთების წინა ნომერი 3-----------, მესაკუთრეა სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის რაიონის ტერიტორიული ორგანის №62 მომართვა, დამოწმებული 31.07.2011წ.; (ს.ფ.39. ტ.1).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი (ტ.1 ს.ფ. 37);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 14 ივლისის №882011327458-03 გადაწყვეტილება (ტ.1 ს.ფ. 38,);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.1 ს.ფ. 39.).
4.11. 2011 წლის 12 ოქტომბერს შპს ,,ა----------ა’’ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. უძრავი ნივთის მისამართია - ზესტაფონი, ს----------–---- ქუჩა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 19 ოქტომბრის №882011499822-03 გადაწყვეტილებით შპს ,,ა----------ს” განცხადება რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ. 3-----------, დაზუსტებული ფართობი - 14225კვ.მ., ნაკვეთების წინა ნომერი 3-----------, მესაკუთრეა შპს ,,ა----------”. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს №1-3/1078 ბრძანება, დამოწმებული 11.10.2011წ..
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი (ტ.1 ს.ფ. 40);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 19 ოქტომბრის №882011499822-03 გადაწყვეტილება (ტ.1 ს.ფ. 41,);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.1 ს.ფ. 42.).
4.12. 2011 წლის 21 ივლისს შპს „ა----------ა“ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ზ----------–-, ს----------–---- ქუჩაზე მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 26 ივლისის №882011350393-03 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,ა----------ს” განცხადება, რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. დარეგისტრირდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ. 3-----------, დაზუსტებული ფართობი - 191 კვ.მ., მესაკუთრე შპს ,,ა----------”. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს №1-3/684 ბრძანება, დამოწმებული 15.07.2011წ..
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი (ტ.1 ს.ფ. 20);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 26 ივლისის №882011350393-03 გადაწყვეტილება (ტ.1 ს.ფ. 21,);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.1 ს.ფ. 22.).
4.13. 2011 წლის 26 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. უძრავი ნივთის მისამართია- ზესტაფონი, ს----------–---- ქუჩა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 29 ივლისის №882011358952-03 გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. დარეგისტრირდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ. 3-----------, დაზუსტებული ფართობი - 14225 კვ.მ., მესაკუთრე სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვა №05/16027 დამოწმების თარიღი 25.07.2011 წ. და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის რაიონის ტერიტორიული ორგანის №62 მიმართვა, დამოწმებული 31.07.2011წ.
ამავე გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ. 3-----------, დაზუსტებული ფართობი - 274 კვ.მ., მესაკუთრე სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვა №05/16027 დამოწმების თარიღი 25.07.2011 წ. და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის რაიონის ტერიტორიული ორგანის №62 მიმართვა, დამოწმებული 31.07.2011წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი (ტ.1 ს.ფ. 27);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 29 ივლისის №882011358952-03 გადაწყვეტილება (ტ.1 ს.ფ. 28,);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1 ს.ფ. 29, 31.).
4.14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.07.2016 წლის №5003753116 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო ზონა: ზესტაფონი, კოდი 32, სექტორი პერიფერიული ზონა, კოდი 10, კვარტალი №01, მისამართი ქ.ზესტაონი, ს----------–--- ქუჩა, მესაკუთრე შპს ,,ო----“) სარეგისტრაციო მოწმობაში (გაცემული 07 ოქტომბრის 2003წ განაცხადის რეგისტრაციის N372) ასახული საკადასტრო გეგმა და 2003 წლის 07 ოქტომბრის საკადასტრო გეგმაზე არსებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ფართობი, ძირითადად შეესაბამება შპს ,,მამული 2004-ის“ მიერ 2016 წლის 08 იანვარს შედგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებულ შესაბამის მონაცემებს. მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა მიწის სარეგისტრაციო მოწმობისა და წარმოდგენილი საკადასტრო გეგმის საფუძველზე ტექნიკურად შეუძლებელია, ასევე აღნიშნულიდან გამომდინარე ტექნიკურად შეუძლებელია მისი შედარება შპს ,,მამული 2004-ის“ მიერ 2016 წლის 08 იანვარს შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის #5003753116 დასკვნა;
4.15. N3----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე ,,დ-დან“ ,,ე-მდე“ საზღვრის მონაკვეთის მომიჯნავედ დაფიქსირებულია შპს „ო----ს“ და სასადილოს მიწის ნაკვეთები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N 3----------- მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა(ტ.2 ს.ფ. 68);
4.16. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.07.2018 წლის №5004366218 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის მიერ ს.კ. N3----------- მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის მდებარეობის მიხედვით განსაზღვრული, შპს „ო----ს“ საკუთრებაში არსებული ს.კ. N3----------- 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის სავარაუდო მდებარეობა მოცემულია დანართებში N1 და N2.
ექსპერტიზისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის ნაჩვენები კოორდინატები ან ს.კ. #3----------- მიწის ნაკვეთის საზღვრების მიბმა განჩინებაში მითითებულ შენობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ს.კ. #3----------- მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის მიხედვით, პროექტში მითითებული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა ტექნიკურად შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018წლის 13 ივლისის #5004366218 დასკვნა;
4.17. სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა ექსპერტმა გურგენ როსნაძემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.07.2018 წლის №5004366218 ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ განმარტა, რომ შპს „ო----ს“ საკუთრებაში არსებული ს.კ. #3----------- 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის სავარაუდო მდებარეობა მოცემულია დანართებში #1 და #2-ში, არხის, შენობის, ცისტერნების მდებარეობის მიხედვით, რაც მოცემულია გეგმაზე. ნაკვეთის ადგილმდებარეობა შეიძლება მერყეობდეს ხუთ მეტრიანი ცდომილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 24 სექტემბრის სხდომის ოქმი (15:21/15:30);
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ო----ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია”.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
7.2. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 20 აპრილის №05/7919 და 2011 წლის 25 ივლისის №05/16027 მიმართვა, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის რაიონის ტერიტორიული ორგანოს 2007 წლის 31 ივლისის №62 მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურისადმი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ივლისის №882011358952-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 აპრილის №882011189030-03 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 აპრილის №882010547478-03 გადაწყვეტილება. შესაბამისად, სამინისტროს მიმართვა, როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი შედეგების მომტანი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივ აქტი, ისე მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.3. სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის, საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია”. ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
7.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საჯარო რეესტრიდან 07.10.2003 ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების - მდებარე ზესტაფონი ს----------–---- ქუჩა(ს/კ 3----------) - მესაკუთრედ რეგისტრირებულია შპს „ო----“. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-585-572(კ4-14)), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.
რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს“.
ამდენად, საფუძველს არის მოკლებული შპს „ო----ს“ საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ შპს „ო----ს“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის არსებობის ფაქტი.
7.5. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-367-363(კ-12)) განმარტა, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა.
საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ შპს „ო----ს“ სახელზე 2003 წელს უძრავი ქონების რეგისტრაცია და იგივე ქონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელზე 2011 წელს რეგისტრაცია განხორციელდა ერთიდაიგივე გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, რაც ნათელყოფს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე.
7.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე საჯარო რეესტრის ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო 129-ე მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. შესაბამისად, ვინაიდან დავა ეხება უძრავი ნივთის საკუთრებას, მასზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის უფლებას ასევე ანიჭებს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
7.7. განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 20 აპრილის №05/7919 და 2011 წლის 25 ივლისის №05/16027 მიმართვების, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის რაიონის ტერიტორიული ორგანოს 2007 წლის 31 ივლისის №62 მიმართვის საფუძველზე. მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს რეგისტრაციის ბათილობასთან ერთად ბუნებრივია შეადგენს იმ საფუძვლის მოსპობა, რომელიც ქმნის ქონების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ პირობას და რომლითაც მოსარჩელის მოსაზრებით შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლება. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება (მიმართვის წარდგენა) - ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე, საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. აღნიშნული შესაძლებელი იყო, როგორც საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციით, აგრეთვე ადგილის დათვალიერებით, მეზობლების გამოკითხვით მიღებული ინფორმაციების შესწავლით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის ს/კ 3----------- სახელმწიფოს სახელზე პირველადი რეგისტრაციის დოკუმენტებში ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე დ-დან ე-მდე საზღვრის მონაკვეთის მომიჯნავედ დაფიქსირებულია შპს „ო----ს“ საკუთრება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონების განკარგვის მიზნით წარდგენილ იქნა მიმართვა სარეგისტრაციო სამსახურში, რითაც გაუარესდა შპს „ო----ს“ სამართლებრივი მდგომარეობა. ამდენად, სზაკ-ის 95-ე მუხლის თანახმად, შპს „ო----ს“ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს. სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა მიმართვის შედეგად. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. საქართველოს ზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო განმარტავს, რომ სადაო მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტები, 2003 წელს განხორციელებული რეგისტრაცია და მის მიერ სადაო ფართობის ფაქტიური ფლობა იძლეოდა საფუძველს იმისათვის, რომ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს და ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოეხდინათ სადაო მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება და დაედგინათ მისი დამთხვევა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან; აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის უდაო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე რეალურად უწყვეტად ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული სადაო საკარმიდამო ნაკვეთის ფლობას და სარგებლობას ასევე მასზე განთავსებული ნაგებობით სარგებლობას, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლეოდა მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის. საქართველოს ასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების და შეფასების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევა, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილებები ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ მიღებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვების საფუძველზე და ორივე ადმინისტრაციული ორგანოს - რეგისტრაციის სამსახურის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქტები დავის საგანს შეადგენს, ამასთანავე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია რეგისტრაციის შესახებ მიმართვის საფუძველზე, ხოლო 2012 წლის სექტემბრიდან, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა და "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ახორციელებს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციისა და მასში ცვლილების შეტანის უფლებამოსილება გააჩნია სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, აქტის გამოცემა უნდა დაევალოს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს. სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის სარეგისტრაციო სამსახურისადმი ახალი მიმართვის შედგენამდე, უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, ჩართოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირი, მისცეს მათ აზრის გამოთქმის საშუალება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
7.8. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბს-585-572(4კ-14) 30.04.2015 საქმეში აღწერილი ფაქტობრივი მდგომარეობა არ არის იდენტური განსახილველი საქმის ფაქტობრივ მოცემულობასთან, ის თავისი შინაარსით უფრო უახლოვდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბს-367-363(კ-12) საქმეში აღწერილ ფაქტობრივ მოცემულობას. კერძოდ, დანსახილველი საქმის ფარგლებში სადაოა მმართველობითი ღონისძიების კანონიერება.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ უძრავი ქონების, მდებარე ზესტაფონი ს----------–---- ქუჩა(ს/კ 3-----------) - მესაკუთრედ რეგისტრირებულია შპს „ო----“. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ო----ს“ სახელზე დაუზუსტებელი რეგისტრაცია განხორციელდა 07.10.2003 წელს, ქრონოლოგიურად უფლების რეგისტრაცია პირველად განახორციელა შპს „ო-----“.
რაც შეეხება მოსარჩელის სახელზე განხორციელებული პირველადი დაუზუსტებელი რეგისტრაციისა და ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი ქონების მონაცემთა იდენტურობის საკითხს, ჯერ კიდევ 2016 წლის 12 ივლისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5003753116 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო ზონა: ზესტაფონი, კოდი 32, სექტორი პერიფერიული ზონა, კოდი 10, კვარტალი №01, მისამართი ქ.ზესტაონი, ს----------–--- ქუჩა, მესაკუთრე შპს ო----) სარეგისტრაციო მოწმობაში (გაცემული 07 ოქტომბრის 2003წ განაცხადის რეგისტრაციის N372) ასახული საკადასტრო გეგმა და 2003 წლის 07 ოქტომბრის საკადასტრო გეგმაზე არსებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ფართობი, ძირითადად შეესაბამება შპს ,,მამული 2004-ის“ მიერ 2016 წლის 08 იანვარს შედგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებულ შესაბამის მონაცემებს. მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა მიწის სარეგისტრაციო მოწმობისა და წარმოდგენილი საკადასტრო გეგმის საფუძველზე ტექნიკურად შეუძლებელია, ასევე აღნიშნულიდან გამომდინარე ტექნიკურად შეუძლებელია მისი შედარება შპს ,,მამული 2004-ის“ მიერ 2016 წლის 08 იანვარს შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობასთან.
ანუ სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული საკადასტრო გეგმა და 2003 წლის 07 ოქტომბრის საკადასტრო გეგმაზე არსებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ფართობი, ძირითადად შეესაბამება შპს მამული2004-ის მიერ 2016 წლის 08 იანვარს შედგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებულ შესაბამის მონაცემებს. შესაბამისად დასადგენია თუ სად მდებარეობს ეს მიწის ნაკვეთი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.07.2018 წლის №5004366218 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზის მიერ, ს.კ. #3----------- მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის მდებარეობის მიხედვით განსაზღვრული, შპს „ო----ს“ საკუთრებაში არსებული ს.კ. #3----------- 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის სავარაუდო მდებარეობა მოცემულია დანართებში #1 და #2. ექსპერტიზისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის ნაჩვენები კოორდინატები ან ს.კ. #3----------- მიწის ნაკვეთის საზღვრების მიბმა განჩინებაში მითითებულ შენობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ს.კ. #3----------- მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის მიხედვით, პროექტში მითითებული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა ტექნიკურად შეუძლებელია.
რაც შეეხება ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრას ერთიან კოორდინატთა სისტემაში, ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სადაო ნაკვეთი მდებარეობს დანართ #1-ში და დანართ #2-ში განსაზღვრულ ტერიტორიაზე, მაგრამ ვინაიდან არ არსებობს მყარი წერტილები, რაც მისი ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრას გახდიდა შესაძლებელს, ნაკვეთი მდებარეობს იმ საზღვრებში (არხის, შენობის, ცისტერნების მდებარეობის მიხედვით), რაც მოცემულია დანართებში ხუთ მეტრიანი ცდომილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ რეალობის გათვალისწინებით, რა საზღვრებშიც მდებარეობს შპს „ო----ს“ ნაკვეთი არ არის თავისუფალი მიწა რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელდა შპს „ო----ს“ ქონების რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებად.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და
მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
7.9. სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მოცემულ შემთხვევაში სამინისტროს მიმართვები. სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. რეგისტრაციის საფუძვლის გაუქმების შემთხვევაში რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს აგრეთვე 32.3 მუხლების შინაარსიდან. რეგისტრაციის საფუძვლის ბათილად ცნობა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ქმნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძველს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს წინასწარ აქვს საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი 50 ლარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ო----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზირების ზესტაფონის რაიონის ტერიტორიული ორგანოს 2007 წლის 31 ივლისის №62 მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის №882016007053 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 20 აპრილის №05/7919 მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის №882016007053 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 25 ივლისის №05/16027 მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის №882016007053 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 აპრილის №882010547478-03 გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის №882016007053 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 აპრილის №882011189030-03 გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის №882016007053 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ივლისის №882011358952-03 გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის №882016007053 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში;
1.2. შპს „ო----ს“ სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის გ---ა გი------ძის 2016 წლის 08 იანვრის განცხადებით მოთხოვნილი მონაცემთა დაზუსტების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
1.3. დაევალოს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის შპს „ო----ს“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 50 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი