გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210118002331076
#2/74 -2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21.09.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ს.ს.,, ფ---- ბ---- ს----------–-- “
მოსარჩელის წარმომადგენელი: დ----- დ---–--ე.
მოპასუხე: მ------ ს--------ე.
მოპასუხე: ი-------- გ----ე.
დავის საგანი : ვალდებულების შესრულება. რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ფ---- ბ---- ს----------–-- ”-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - მ------ ს--------ის (პ.№5----------) და ი-------- გ----ის (პ.№3----------) მიმართ, თანხის დაკისრებისა და ერთობლივი განცხადების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე.
1.2.მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული იყო რამდენიმე სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელე გარდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისა, ასევე ითხოვს მოპასუხესა და მის მეუღლეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
1.3.მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2017 წლის 5 სექტემბერს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა მ------ ს--------ემ სს. „ ფ---- ბ---- ს----------–--ს „-გან აიღო სესხი 6000 ლარის ოდენობით 05.09.2017 - დან 07.09.2020-მდე ანუ 1098 დღის ვადით. სესხით სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 32,00% წლის განმავლობაში. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავი შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.0%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. იმავე დღეს, მ----- ს--------ემ სს ფ---- ბ---- ს----------–--სთან გააფორმა ხელშეკრულება ოვერდრაფტის შესახებ, რომლის მიხედვითაც ოვერდრაფტის ლიმიტი განისაზღვრა 200 ლარით, სარგებლობის ვადაა 38 თვე. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 45,00% წლის განმავლობაში. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს მომხმარებელს საურავის გადახდა. პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავი შეადგენს 10 ლარს და შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადასახდელი თანხის 0,5%-ს. ამასთან საურავის დარიხვა განხორციელდება 60 კალენდარული დღის განმავლობაში. გამომდინარე იქედან, რომ მ------ ს--------ემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები იძულებული ვართ მოვმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ ხელშეკრულების შესრულება. მ------ ს--------ეს ფ---- ბ----ს მიმართ აქვს დავალიანება, სესხის ხელშეკრულების მიხედვით, 9063.68 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 5855.07, სარგებელი 3094.09 პირგასამტეხლო 114.52, ხოლო ოვერდრაფტის ხელშეკრულების მიხედვით 226.34 ლარის იდენობით. საიდანაც ძირი თანხაა 200.00ლარი, სარგებელი22.19, ხოლო პირგასამტეხლო 4.15.
მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იყო რომ არ თუ არ დაფარავს მიმდინარე დავალიანებებს და არ დაეწევა გრაფიკს მოვითხოვდით ვალდებულების შესრულებას და დავალიანების სრული ოდენობის ანაზღაურებას.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სესხისა და ოვერდრაფტის ხელშეკრულების დადებიდან ცოტა ხანში, როცა მ------ ს--------ე მიხვდა, რომ ვერ შეძლებდა ფ---- ბ----ს წინაშე არსებული დავალიანების დაფარვას, 2017 წლის 14 ნოემბერს ი-------- გ----ე-სთან ერთად მიმართა შსს-ს მომსახურების სააგენტოს და მ----- ს--------ემ თავის საკუთრებაში არსებული ავტომობილი ოპელ ასტრა, რუხი 8/8, სახელმწიფო ნომრით Q----- გადააფორმა ი-------- გ----ეს სახელზე. გადაორმების შემდეგ აღნიშნული ავტომობილის სახელმწიფო ნომერია T------ . მიუხედავად გადაფორმებისა მ------ ს--------ე ი-------- გ----ის ავტომობილს იყენებს თავად, რასაც მოწმობს police.ge ამონაწერი. სადაც ჩანს რომ აღნიშნული ავტომობილის მართვისას, გადაფორმების შემდეგ დაჯარიმებულია ისევ მ------ ს--------ე. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ მ------ ს--------ემ შსს-ს მომსახურების სააგენტოში მისი კუთვნილი ავტომობილი სხვის სახელზე გადააფორმა ბოლო გადახდიდან რამდენიმე დღეში და ამის შემდეგ შეწყვიტა გადახდა. აღნიშნული ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ მ------ ს--------ის მიერ ავტომობილის ი-------- გ----ის საკუთრებაში გადაფორმება არის მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგება, რომელიც მიზნათ არ ისახავს ავტომანქანის ი-------- გ----ისათვის რეალურად საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემას და მიზნად ისახავს იმას, რომ ფ---- ბ----ს წინაშე დავალიანების ვერ დაფარვის შემთხვევაში აღსრულება ამ ავტომობილზე არ მიექცეს. ყოველივე ამის გათვალისწინებით ვითხოვთ აღნიშნული 2017 წლის 14 ნოემბრის რეგისტრაციის ბათილად ცნობას.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე მ------ ს--------ეს სს „ ფინკა ბ---- ს----------–-- “-ს სასარგებლოდ დაეკისროს:
ა. N127148.3800.002 სესხის ხელშეკრულების მიხედვით, 9063.68 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 5855.07, სარგებელი 3094.09 პირგასამტეხლო 114.52, ხოლო ოვერდრაფტის ხელშეკრულების მიხედვით 226.34 ლარის იდენობით. საიდანაც ძირი თანხაა 200.00ლარი, სარგებელი22.19, ხოლო პირგასამტეხლო 4.15.
ბ. ბათილად იქნას ცნობილი შსს-ს მომახურების სააგენტოს 2017 წლის 14 ნოემბრის რეგისტრაცია, რომელიც განხორციელდა მ------ ს--------ისა და ი-------- გ----ის ერთობლივი განცხადების საფუძველზე მოძრავ ქონება ავტომანქანა ოპელ ასტრა, რუხი 8/8, სახელმწიფო ნომრით T------ კვლავ აღირიცხოს მ------ ს--------ის სახელზე საკუთრების უფლებით.
გ. მოსარჩელე ითხოვს მიღებული გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხეებს შესაგებელი წარმოადგინა. მოპასუხე მ------ ს--------ემ განმარტა, რომ იგი ცნობს სარჩელს სესხის ხელშეკრულებების ნაწილში ნაწილობრივ , კერძოდ ცნობს ძირ თანხას, კერძოდ N127148.3800.002 ხელშეკრულებიდან 5855.07 ლარს, ხოლო ,,ოვერდრაფტის“ ხელშეკრულებიდან 200ლარს. ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში სარჩელს არ ცნობს. მოპასუხე ი-------- გ----ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 5 სექტემბერს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა მ------ ს--------ემ სს. „ ფ---- ბ---- ს----------–--ს „-გან აიღო სესხი 6000 ლარის ოდენობით 05.09.2017 - დან 07.09.2020-მდე ანუ 1098 დღის ვადით. სესხით სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 32,00% წლის განმავლობაში. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავი შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.0%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ.18-23)
-სესხის გადახდის გრაფიკის ასლი(ს.ფ.24-25)
-პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ.26)
3.2.2. დადგენილია, რომ იმავე დღეს, მ----- ს--------ემ სს ფ---- ბ---- ს----------–--სთან გააფორმა ხელშეკრულება ოვერდრაფტის შესახებ, რომლის მიხედვითაც ოვერდრაფტის ლიმიტი განისაზღვრა 200 ლარით, სარგებლობის ვადაა 38 თვე. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 45,00% წლის განმავლობაში. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს მომხმარებელს საურავის გადახდა. პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავი შეადგენს 10 ლარს და შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადასახდელი თანხის 0,5%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა განხორციელდება 60 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების 4.9 პუნქტით და ოვერდრაფტის ხელშეკრულების 7.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ პირველი ისტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოვერდრაფტის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ.27-33)
3.2.3. დადგენილია, რომ მოსარჩელის პოზიციით მოპასუხეს ბანკის მიმართ აქვს დავალიანება, სესხის ხელშეკრულების მიხედვით,9063.68 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 5855.07, სარგებელი 3094.09ლარი პირგასამტეხლო 114.52ლარი, ხოლო ოვერდრაფტის ხელშეკრულების მიხედვით 226.34 ლარის იდენობით. საიდანაც ძირი თანხაა 200.00ლარი, სარგებელი22.19, ხოლო პირგასამტეხლო 4.15ლარი. დადგენილია, რომ მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ სარჩელის შემოტანის დროისათვის პროცენტი არის 471 ლარი და 21 თეთრი. მოსარჩელის პოზიციით მიუღებელი შემოსავალი არის 2622 ლარი და 88 თეთრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ისტორიები (ს.ფ. 34-36)
-გაფრთხილების წერილების ასლი და ფოსტის პასუხები. (ს.ფ. 36-39)
3.2.4. დადგენილია, რომ სესხისა და ოვერდრაფტის ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე ხანში, 2017 წლის 14 ნოემბერს ი-------- გ----ესთან ერთად მიმართა შსს-ს მომსახურების სააგენტოს და მ----- ს--------ემ თავის საკუთრებაში არსებული ავტომობილი ოპელ ასტრა, რუხი 8/8, სახელმწიფო ნომრით Q----- გადააფორმა ი-------- გ----ის სახელზე. გადაორმების შემდეგ აღნიშნული ავტომობილის სახელმწიფო ნომერია T------ . მიუხედავად გადაფორმებისა მ------ ს--------ე ი-------- გ----ის ავტომობილს იყენებს თავად, რასაც მოწმობს police.ge ამონაწერი. სადაც ჩანს რომ აღნიშნული ავტომობილის მართვისას, გადაფორმების შემდეგ დაჯარიმებულია ისევ მ------ ს--------ე. ასევე მ------ ს--------ემ შსს-ს მომსახურების სააგენტოში მისი კუთვნილი ავტომობილი სხვის სახელზე გადააფორმა ბოლო გადახდიდან რამდენიმე დღეში და ამის შემდეგ შეწყვიტა გადახდა. აღნიშნული ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ მ------ ს--------ის მიერ ავტომობილის ი-------- გ----ის საკუთრებაში გადაფორმება არის მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგება, რომელიც მიზნათ არ ისახავს ავტომანქანის ი-------- გ----ისათვის რეალურად საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემას და მიზნად ისახავს იმას, რომ ფ---- ბ----ს წინაშე დავალიანების ვერ დაფარვის შემთხვევაში აღსრულება ამ ავტომობილზე არ მიექცეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. (ს.ფ.41)
- ამონაწერი police.ge საიტიდან (ს.ფ.42)
- გადახდის ისტორია (ს.ფ.43)
3.2.5. დადგენილია და უდავოა რომ მ----- ს--------ე და ი-------- გ----ე არიან მეუღლეები. დადგენილია, რომ მოცემულ ავტომანქანას ამჟამად ფაქტიურად ფლობს და სარგებლობს მ----- ს--------ე, რაც დასტურდება კიდეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ნუსხით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- სამართალდარღვევები (ს.ფ. 43)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,,ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სარჩელი მ----- ს--------ისა და ი-------- გ----ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მ----- ს--------ეს უნდა დაეკისროს სს.,, ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 5 სექტემბრის საბანკო კრედიტის N127148. 3800.002 ხელშეკრულება) 7026 (შვიდიათასოცდაექვსი) ლარი და 30 (ოცდაათი) თეთრი(საიდანაც 5855.07 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 471,21ლარი, საგებელი(მიუღებელი შემოსავალი.). 585,50 ლარი და პირგასამტეხლო არის 114,21 ლარი).
მ----- ს--------ეს (პ/ნ.5----------) დაეკისროს სს.,, ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სასარგებლოდ ( ოვერდრაფტი) 226 ლარისა და 34 თეთრის გადახდა (200 ლარი ძირი თანხა, 22,19 სარგებელი და 4,15 პირგასამტეხლო)
ბათილად უნდა იქნას ცნობილი 2017 წლის 14 ნოემბერს მ----- ს--------ისა და ი-------- გ----ის ერთობლივი განცხადება ს----------–--ს შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოში ავტომანქანაზე სახელმწიფო T------. ტექ. პასპორტი S-------- ამჟამად რეგისტრირებული საჩხერე მ.მ-----------ს ქ.N2-ში მცხოვრებ ი-------- გ----ეზე ერთობლივი განცხადება N SV013684. 14.11. 2017 წ. 5113348. ასევე ბათილად უნდა იქნას ცნობილი მოცემული ერთობლივი განცხადების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია და აღნიშნული ავტომანქანა აღირიცხოს მ----- ს--------ის სახელზე
დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
6.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 5 სექტემბერს N127148.3800.002 ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა მ------ ს--------ემ სს. „ ფ---- ბ---- ს----------–--ს „-გან აიღო სესხი 6000 ლარის ოდენობით 05.09.2017 - დან 07.09.2020-მდე ანუ 1098 დღის ვადით. სესხით სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 32,00% წლის განმავლობაში. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავი შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.0%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
6.4. დადგენილია, რომ იმავე დღეს, მ----- ს--------ემ სს ფ---- ბ---- ს----------–--სთან გააფორმა ხელშეკრულება ოვერდრაფტის შესახებ, რომლის მიხედვითაც ოვერდრაფტის ლიმიტი განისაზღვრა 200 ლარით, სარგებლობის ვადაა 38 თვე. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 45,00% წლის განმავლობაში. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს მომხმარებელს საურავის გადახდა. პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავი შეადგენს 10 ლარს და შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადასახდელი თანხის 0,5%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა განხორციელდება 60 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების 4.9 პუნქტით და ოვერდრაფტის ხელშეკრულების 7.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ პირველი ისტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6.5. დადგენილია, რომ მოსარჩელის პოზიციით მოპასუხეს ბანკის მიმართ აქვს დავალიანება, სესხის ხელშეკრულების მიხედვით,9063.68 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 5855.07, სარგებელი 3094.09 პირგასამტეხლო 114.52, ხოლო ოვერდრაფტის ხელშეკრულების მიხედვით 226.34 ლარის იდენობით. საიდანაც ძირი თანხაა 200.00ლარი, სარგებელი22.19, ხოლო პირგასამტეხლო 4.15. დადგენილია, რომ მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ სარჩელის შემოტანის დროისათვის N127148.3800.002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტი არის 471 ლარი და 21 თეთრი. მოსარჩელის პოზიციით მიუღებელი შემოსავალი აღნიშნული ხელშეკრულებით არის 2622 ლარი და 88 თეთრი. ,,ოვერდრაფტის“ ხელშეკრულების ფარგლებში პროცენტი არის 22.19 ლარი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოდინარე სასამართლო თვლის, რომ მ----- ს--------ეს პროცენტი უნდა დაეკისროს სარჩელის შემოტანამდე ხელშეკრულების შეწყვეტამდე.სარჩელის შემოტანის დროისათვის პროცენტი არის 471 ლარი და 21 თეთრი. სწორედ ამ ფარგლებში უნდა დაეკისროს პროცენტი მოპასუხეს N127148.3800.002 ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო ,,ოვერდრაფტის“ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა დაეკისროს 22.19 ლარი.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“
6.8.სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
6.9.სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. (საქმე №ას-681-652-2016 17 თებერვალი, 2017 წელი,)
ს----------–--ს ეროვნული ბ----ს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად 2015-2016 წლებისათვის სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული ,წლიური დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნულ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხე მ----- ს--------ეს გადასახდელად უნდა განესაზღვროს ერთი წლის გადასახდელი, ძირი თანხის - 5855,07 ლარის წლიური 10 პროცენტი, კერძოდ 585ლარი და 50 თეთრი.
უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.
6.10.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
6.11.სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ორივე შემთხვევაში გონივრულია.
6.12.ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
დადგენილია, რომ მოპასუხეებს მ----- ს--------ესა და ი-------- გ----ეს შორის გაფორმებულ იქნა ავტომანქანის ჩუქების ხელშეკრულება. დადგენილია, რომ სესხისა და ოვერდრაფტის ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე ხანში, 2017 წლის 14 ნოემბერს ი-------- გ----ესთან ერთად მიმართა შსს-ს მომსახურების სააგენტოს და მ----- ს--------ემ თავის საკუთრებაში არსებული ავტომობილი ოპელ ასტრა, რუხი 8/8, სახელმწიფო ნომრით Q----- გადააფორმა ი-------- გ----ის სახელზე. გადაფორმების შემდეგ აღნიშნული ავტომობილის სახელმწიფო ნომერია T------ . მიუხედავად გადაფორმებისა მ------ ს--------ე ი-------- გ----ის ავტომობილს იყენებს თავად, რასაც მოწმობს ამონაწერი. სადაც ჩანს რომ აღნიშნული ავტომობილის მართვისას, გადაფორმების შემდეგ დაჯარიმებულია ისევ მ------ ს--------ე. ჯარიმებიც მის მიერაა გადახდილი
დადგენილია , რომ ზოგიერთი სასესხო ურთიერთობების შესრულება მოსარჩელე მ----- ს--------ემ შეწყვიტა 2017 წლის ნოემბერში თვეში, ხელშეკრულების გაფორმება მოხდა სექტემბრის თვეში. ი-------- გ----ე არის მ----- ს--------ის მეუღლე. ამჟამად მ----- ს--------ე ფლობს და სარგებლობს აღნიშნული ავტომანქანით. ერთმნიშვნელოვანია, რომ მოპასუხე ი-------- გ----ეს უნდა სცოდნოდა მ----- ს--------ის მდგომარეობის შესახებ სესხებთან მიმართებაში. ასევე ერთმნიშვნელოვანია, რომ გარიგების გაფორმება მოხდა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.
6.13.სასამართლო თვლის, რომ მითითებული პრეზუმირებული ფაქტები ქმნიან სადავო გარიგების მოსაჩვენებლად დადების ვარაუდს, რაც სსკ-ის 56.1 მუხლის მიხედვით, ამ გარიგების ბათილობის საფუძველი იყო. სსკ-ის 56.1-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობის საფუძველი ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ის ფარული (და არა აშკარა) ნებაა, რაც ფორმალურად ხელშეკრულების გაფორმების სურვილს გამოხატავს, რეალურად კი არ ემსახურება იმ მიზანს, რაც გარიგების დადებას უნდა მოჰყვეს შედეგად. სწორედ ამიტომ იწოდება ამგვარი გარიგებები მოჩვენებითად. მოპასუხის საკუთრებაში არსებულ კუთვნილ ქონებაზე გარიგების დადგება, კერძოდ ჩუქება ზუსტად იმ დროის მონაკვეთში, როდესაც მას წარმოეშვა სასესხო დავალიანებები , აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოპასუხე სწორედ იმ განზრახვით მოქმედებდა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავი აერიდებინა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით დადგენილ პრაქტიკაზე: „საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. (იხ.სუსგ #-ას-789-754-2015 6.11.2015 წელი).
ამდენად სასამართლო თვლის, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი 2017 წლის 14 ნოემბერს მ----- ს--------ისა და ი-------- გ----ის ერთობლივი განცხადება საქართველოს შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოში ავტომანქანაზე სახელმწიფო T------. ტექ. პასპორტი S-------- ამჟამად რეგისტრირებული საჩხერე მ.მ-–---------ს ქ.N2-ში მცხოვრებ ი-------- გ----ეზე ერთობლივი განცხადება N SV013684. 14.11. 2017 წ. 5113348. ასევე ბათილად იქნას ცნობილი მოცემული ერთობლივი განცხადების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია და აღნიშნული ავტომანქანა აღირიცხოს მ----- ს--------ის სახელზე
6.14.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად 1. “სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე) ამოღებულია (13.07.2006. N3435) ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. “
6.15.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად “გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.”
წარმოდგენილი ნორმები დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლო ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.
6.16.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად „გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.“
6.17. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად სს. ,, ფ---- ბ---- ს----------–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 181 (ასოთხმოცდაერთი) ლარი და 65 (სამოცდახუთი) თეთრი
მ----- ს--------ეს უნდა დაეკისროს სს. ,,ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 35 ლარისა და 14 თეთრის , გადახდა. მ----- ს--------ეს და ი-------- გ----ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სს. ,,ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა -100 ლარის ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.ს. ,, ფ---- ბ---- ს----------–--“-ს (ს/კ 2--------) სარჩელი მ----- სამახარაძისა და ი-------- გ----ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მ----- ს--------ეს (პ/ნ.5----------) დაეკისროს სს.,, ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 5 სექტემბრის საბანკო კრედიტის N127148. 3800.002 ხელშეკრულება) 7026 (შვიდიათასოცდაექვსი) ლარი და 30 (ოცდაათი) თეთრი(საიდანაც 5855.07 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 471,21ლარი, საგებელი (მიუღებელი შემოსავალი.)- 585,50 ლარი და პირგასამტეხლო არის 114,52 ლარი).
1.2. მ----- ს--------ეს (პ/ნ.5----------) დაეკისროს სს.,, ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სასარგებლოდ ( ოვერდრაფტი) 226 ლარისა და 34 თეთრის გადახდა (200 ლარი ძირი თანხა, 22,19 სარგებელი და 4,15 პირგასამტეხლო).
1.3. ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 14 ნოემბერს მ----- ს--------ისა და ი-------- გ----ის ერთობლივი განცხადება ს----------–--ს შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოში ავტომანქანაზე სახელმწიფო T------. ტექ. პასპორტი S-------- ამჟამად რეგისტრირებული საჩხერე მ.მ-–---------ს ქ.N2-ში მცხოვრებ ი-------- გ----ეზე ერთობლივი განცხადება N SV013684. 14.11. 2017 წ. 5113348. ასევე ბათილად იქნას ცნობილი მოცემული ერთობლივი განცხადების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია და აღნიშნული ავტომანქანა აღირიცხოს მ----- ს--------ის სახელზე.
1.4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სს. ,,ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 181 (ასოთხმოცდაერთი) ლარი და 65 (სამოცდახუთი) თეთრი (საგადახდო დავალება №66473881, გადამხდელის ბანკი - სს „ფ---- ბ---- ს----------–--“, გადახდის თარიღი 20180301, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 278.70 ლარი, გადამხდელი - სს „ფ---- ბ---- ს----------–--“, ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.
3. მ----- ს--------ეს დაეკისროს სს. ,,ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 35 (ოცდათხუთმეტი) ლარისა და 14(თოთხმეტი) თეთრის გადახდა.
4. მ----- ს--------ეს და ი-------- გ----ეს სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100(ასი) ლარის ოდენობით.
5. სს. ,,ფ---- ბ---- ს----------–--“-ს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
მოსამართლე: ივანე ყიფიანი