განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2018
საქმის ნომერი
080100117002218409
დავის ტიპი
177 3 დ , 177 2 ა , 177 2 ა
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/9---17 (0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლემ თეიმურაზ დგვარელმა

ნათია გავაშელაშვილის მდივნობით,პროკურორ _ გი------ ხა----ს (დასწრების გარეშე)

ბრალდებულის _ გი------ ტუ----ის (დასწრების გარეშე)

ადვოკატის - ვა-–---ი კვ------–---ის

ბრალდებულის _ გი------ ტუ----ის კანონიერი წარმომადგენლის გ---- ტუ----ის მონაწილეობით

 

დახურულ სასამართლო სხდომაზე, განიხილა, სისხლის სამართლის საქმე _ არასრულწლოვან ბრალდებულ გი------ გ----ს ძე ტუ----ის (დაბადებულის 2-----20-- წელს, პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ქართველი, დასაოჯახებელი, მცხოვრები ქუთაისი, პ---------ს N-- ბინა N--) მიმართ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 24 ივლისის და 2017 წლის 02 ნოემბრის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 03 სექტემბრის, 2017 წლის 26 ოქტომბრის და 2017 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი

 

1. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ გი------ ტუ----ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2. წარდგენილი ბრალდების თანახმად, არასრულწლოვანი გი------ ტუ----ე 2017 წლის 26 ოქტომბერს, ღამის საათებში ქუთაისში, იო---–----ს ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე „მანის“ მარკის, სახ. ნომრით S------ ავტომანქანიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ვა---–--ი ჯ----ს კუთვნილ 800 ლარად ღირებულ 2 ცალ აკუმულატორს.

2017 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 02:15 საათზე გი------ ტუ----ე ქუთაისში, იო---–----ს ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე „მანის“ მარკის, სახ. ნომრით S------ ავტომანქანიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ვა---–--ი ჯ----ს კუთვნილ 800 ლარად ღირებულ 2 ცალ აკუმულატორს.

 

2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში გი------ ტუ----ემ მომარჯვებული საგნის გამოყენებით გააღო ქუთაისში, ბე-–-----ს ქუჩა N---ში მდებარე მ---- ზ----ის კუთვნილი სასურსათო მაღაზიის კარები და ამ გზით უკანონოდ შეაღწია მაღაზიაში, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ---- ზ----ის კუთვნილ 225 ლარის ღირებულების ნივთებს და 6 ლარს.

2017 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე ქუთაისში, დ.-----–-----–ის მოედანზე არსებულ ცენტრალურ ბაღში გი------ ტუ----ე მოტყუებით დაეუფლა გი------ და-------–--ის კუთვნილ 600 ლარად ღირებულ მოპედს.

2017 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე გი------ ტუ----ემ ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, აკ-–-------–ის ქუჩა N1---ში მდებარე შპს „მე-----------“-ს კუთვნილ კაფე-ბარ „ნი----–-ში“ და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 226 ლარს, 10 ლარის ღირებულ 0.5 ლიტრის მოცულობის კონიაკს, 8 ლარად ღირებულ თაფლის არაყს, 7 ლარად ღირებულ ატმის არაყს და ლ---–- ჯა---–---–ის კუთვნილ 300 ლარს, რითაც დაზარალებულ შპს -ს მიადგა 251 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. დაზარალებულ ლ---–- ჯა---–---–ს მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2017 წლის 03 სექტემბერს დაახლოებით 02:50 საათზე გი------ ტუ----ე ქუთაისში, თა--------–--ის ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ტა-----– რო-----ის 500 ლარად ღირებულ „ვაზ 21063“ მოდელი სახ. ნომრით D------ ავტომანქანას.

2017 წლის 03 სექტემბერს, დაახლოებით 03:40 საათზე გი------ ტუ----ემ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, აკ-–-------–ის ქუჩა N1---ში მდებარე მაღაზია „მ--–--“-ს სასურსათო მაღაზიაში და ფარულად დაეუფლა 160 ლარს, 5 კოლოფ 20.50 ლარად ღირებულ სიგარეტ „ქემელს“, რითაც შპს-ს მიადგა 180.50 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. სასამართლომ შეაფასა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 24 ივლისის და 2017 წლის 02 ნოემბრის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 03 სექტემბრის, 2017 წლის 26 ოქტომბრის და 2017 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გი------ ტუ----ის ბრალეულობას, კერძოდ, საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებები - შეტყობინებები, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, მოწმეების: გი------ ტუ----ის, ვა---–-- ჯ----ს, ა---- გე-–-----ის, გი------ ნა-----ას, ტა-----– ლო-----ს გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმი, ამოღებული საგარანტიო ტალონი, ჩეკი, ბოქლომი, გი------ ტუ----ესთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ამოღების ოქმი, ამოღებული 4 აკუმულატორი, სარეგისტრაციო რვეულის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათები, მოწმეების: მ---- ზ----ის, ნ----- კვ------–---ის, გი------ ტუ----ის გამოკითხვის ოქმები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ამოღების ოქმი, ამოღებული 15 ცალი საღეჭი რეზინი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ფოტოსურათები, ოქმი ზეპირი განაცხადის შესახებ N1------, გასაუბრების ოქმები 1---------------- პატაკი 9----------, მობილური ტელეფონის ყუთის ამოღების ოქმი, ცნობა, პატაკი 3----------, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი, თავად გი------ ტუ----ის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ გი------ და-------–--ის, მოწმეების: აბ----–--- ბრ-----ს, ჯ---- ვი-----–--ის, გი------ კი-–---ს, დ----- იკ--–---–-ს გამოკითხვის ოქმები, მოპედის ამოღების ოქმი, სიმბარათის ამოღების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმები, ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთი, მობილური ტელეფონი, სიმბარათი, ოქმი ზეპირი განაცხადის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათები, თავად გი------ ტუ----ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ბ---- სუ------ს, ლ---–- ჯა---–---–ის, ლ-–- მშ---–----ის, ვა-–---იან ახ--–------ის, ჯ---- ვი-----–--ის გამოკითხვის ოქმები, პატაკი 2---------, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გი------ ტუ----ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ფული, 1 კოლოფი სიგარეტი „ქემელი“, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათები, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათები, თავად გი------ ტუ----ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ტა-----– რო-----ის, მოწმეების: გ------------ის, ხ---- რე--–---–ის, ზ---- ჯი---–---–ის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N2----- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად - ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ გი------ ტუ----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს.

 

5. ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ, დადასტურებულია, რომ გი------ ტუ----ემ ჩაიდინა ქურდობა ესეი იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, ასევე თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედებები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შესაბამისად, მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

7. საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა გი------ ტუ----ემ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ.

 

8. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2018 წლის 16 მარტს.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება და სასჯელის დასაბუთება:

 

1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გი------ ტუ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, ასევე ბრალდებულის ასაკს(არასრულწლოვანია), ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს. მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გი------ ტუ----ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

3. ასევე, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანები, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა მოსაზრებანი.

 

4. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

5.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

6. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

7. სასჯელის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, საქმეში არსებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მითითებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის შესაძლებლობების ანალიზის გათვალისწინება, ანგარიშის მიხედვით ,,ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, იაზრებს ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. თუმცა არ ნანობს მომხდარ ფაქტს. აღნიშნავს, რომ ქურდობა მისთვის მისაღებია. გი------ ფიქრობს, რომ მას აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით შეუძლია გამოიმუშაოს მეტი თანხა, ვიდრე შეძლებდა ამას ფიზიკური შრომით. აღნიშნავს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედების უარყოფითი მხარე არის მხოლოდ ის, რომ შესაძლოა მოხვდეს პენიტენციალურ დაწესებულებაში. უჭირს ჩადენილი ქმედების გააზრება. აღნიშნავს, რომ მორალური ზიანი მიაყენა მშობლებს. არ საუბრობს დაზარალებულზე აღნიშნავს, რომ არ უფიქრია თუ რა სახის ზიანი მიაყენა მისმა ქმედებამ მათ. არ აქვს სამომავლო ხედვა ქმედებასთან მიმართებაში, თუმცა შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ გი------ მომავალში კვლავ ჩაიდინოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ქურდობა თანხის შოვნის უკეთესი საშუალებაა ვიდრე ფიზიკური შრომა და ეს მისთვის მისაღებია“.

 

8. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად, „არასრულწლოვანი გი------ ტუ----ე განათლებას იღებდა ქ.ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლაში. დაამთავრა ცხრა კლასის. დამთავრების შემდეგ შეწყვიტა სწავლა და არ მისცა საკუთარ თავს შესაძლებლობა მიეღო სრული საშუალო განათლება. არასრულწლოვნის გადმოცემით, იმ პერიოდში მოსწონდა ქუჩაში დროის გატარება, თავისუფლება, ნაკლები პასუხისმგებლობა. ჰქონდა ურთიერთობა მისთვის უფროსი ასაკის პიროვნებებთან, რომლებიც ძირითად დროს ატარებდნენ ქუჩაში. გი------ს გადმოცემით, მათგან მიღებული ინფორმაცია უფრო საინტერესო იყო, ვიდრე სკოლაში მიღებული ცოდნა. არასრულწლოვანი წლების მანძილზე დაკავებული იყო სპორტით, კერძოდ, დადიოდა რაგბიზე საიდანაც საკუთარი სურვილით გამოვიდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არასრულწლოვნის მშობლების გადმოცემით, გი------ მცირე დროს ატარებს სახლში. ძირითადად იმყოფება მათთვის უცნობ ადგილას. ვერ ახერხებენ მასთან დაკავშირებას და ხშირად უწევთ მისი ძებნა ქუჩაში. ხშირად არ ათევს ღამეს სახლში ან ბრუნდება გვიან ღამით. ბრალდებული არ არის დასაქმებული, არ იღებს განათლებას. აქვს ბევრი თავისუფალი, არაორგანიზებული დრო. ჩართული სახიფათო აქტივობებში. სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნა. რომ იტაცებს სარისკო ქცევები, საიდანაც იღებს ადრენალინს და სიამოვნებას მსგავსი ქმედების განხორციელებით. უყვარს სიმაღლიდან ხტომა, ასევე მარტო მიდის ქალაქში არსებულ მაღალსართულიანი შენობის სახურავზე და იღებს დადებით ემოციებს სიმაღლიდან ხედვით, მსგავს გრძნობას განიცდის ქურდობის დროს. აღნიშნავს, რომ სტრესულ და დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნის დროს იღებს სიამოვნებას. საკუთარ თავზე მისი წარმოდგენა არ შეესაბამება რეალობას. გი------ აღნიშნავს, რომ მან იცის უფრო მეტი ვიდრე მისი ასაკის ახალგაზრდებმა. შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს მის გარშემომყოფებზე. ფიქრობს, რომ ფლობს უნარ-ჩვევებს, რათა სათავისოდ მართოს გარშემომყოფები“.

 

9. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის დასკვნით ნაწილში განმარტებულია, რომ „გი------ ტუ----ე ცხოვრობს მშობლებთან: გ---- ტუ----ესთან და ნ--------–---–თან ერთად ქ.ქუთაისში ჩხ------ს ქ.N 1-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ოჯახის წევრები გადმოცემით, ბინა სადაც ამჟამად ცხოვრობენ არის მათი საკუთრება, შედგება ორი ოთახისაგან. საცხოვრებელში მეტ-ნაკლებად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და საცხოვრებელი უზრუნველყოფილია ოჯახის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმალური ინვენტარით. არის ძველი გარემონტებული. ოჯახს აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი. როგორც ირკვევა ბატონი გ---- იღებს სტაჟის პენსიას თვეში 240 ლარის ოდენობით. ის იყო ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი 25 წლის განმავლობაში. ამჟამად ბატონი გ---- და ქალბატონი ნ--- ეწევიან კერძო საქმიანობას. უწევენ რეალიზებას ადგილობრივი წარმოების ტკბილეულს ქ. ქუთაისის და ახლო მდებარე რეგიონების ბაზრებში და აქვთ შემოსავალი გამომუშავებული საშუალოდ 400-500 ლარის ოდენობით“.

 

10. რაც შეეხება ბრალდებულ გი------ ტუ----ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, წარდგენილ ბრალდებას, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების, მათი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულის გი------ ტუ----ის მიერ ჩადენილია, მის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მოიცავს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტს, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტებით დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გი------ ტუ----ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

12. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც შესაძლებელია სასამართლოს დაეხმაროს დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებაში, სასჯელის არსისა და მისი სწორი ფორმის შერჩევის დროს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს არასრულწლოვნის მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.

 

13. აგრეთვე, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახედ გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან ხუთ წლამდე და ოთხიდან შვიდ წლამდე. შესაბამისად, მოცემული დანაშაული მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

 

14. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 73-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, ,,არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს, ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი’’, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სწორედ სახეზე გვაქვს ის მოცემულობა, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, და მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ის თავს არ არიდებს არასაპატიმრო სასჯელს, მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი არ არის გამოტანილი. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია მისთვის თავისუფლების აღკვეთის და მისი პირობით ჩათვლის შემთხვევაში, რაც არ გამოიწვევს დამატებით წინააღმდეგობებს მის სამომავლო ცხოვრებაში და ამასთან სასჯელის მოცემული სახე მისცემს შესაძლებლობას გი------ ტუ----ეს საზოგადოებაში დაიკავოს პოზიტიური ადგილი.

 

15. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების და აგრეთვე ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, ასაკის, მისი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობების, მისი ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ ტუ----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რომელიც წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა, პირობით გამოსაცდელი ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი------ ტუ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 24 ივლისის და 2017 წლის 02 ნოემბრის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 03 სექტემბრის, 2017 წლის 26 ოქტომბრის და 2017 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 02 ნოემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 03 სექტემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ გი------ ტუ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად დანიშნული თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ გი------ ტუ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ლუკა კობეშავიძეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მუყაოს ყუთი, ე.წ. ორი „ტყლარწი“; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ბოქლომები, 2 საკეტის ფრაგმენტი; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ლითონის ფრაგმენტები - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

გი------ ტუ----ისაგან ამოღებული საღეჭი რეზინები - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

გ.ტუ----ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის (ქუთაისი, ბე-–-----ს ქუჩა N--) დათვლიერების ამსახველი სურათები დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები დისკზე, ამოღებული საგარანტიო ტალონი, შემთხვევის ადგილის ამსახველი სურათები დისკზე, გ.ტუ----ის მონაწილობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი სურათები დისკზე, გ.ტუ----ის დაქტილობარათი, 7 ცალი წებოვანი ლენტი, ქუთაისი, წე------–-ს ქუჩა N1---ში შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები დისკზე, ქუთაისი წე------–-ს ქუჩა N1---ში შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები დისკზე, ქუთაისი თა--------–--ის ქუჩა N---ში შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

გ.ტუ----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 140 ლარი, შავი ფერის საფულე, ერთი კოლოფი სიგარეტი „ქემელი“ - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი