გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.10.2018
საქმის ნომერი
330210018002408560
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/11716-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა ცანავა

სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი

მოსარჩელე ზ----------------ე

წარმომადგენელი ლ--–------------ე

მოპასუხე თ------–--------ი

წარმომადგენელი გ-----------

დავის საგანი განქორწინება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქორწინების შეწყვეტა თ------–--------სა (პ/ნ 0----------, დაბადებული 1-.0-.1--- წ.) და ზ----------------ეს (პ/ნ 0----------, დაბადებული 2-.0-.1--- წ.) შორის რეგისტრირებული 2014 წლის 1--------–ს, სააქტო ჩანაწერი № 0----------.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ზ----------------ე და თ------–--------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2014 წლის 1--------–იდან. მხარეთა შორის სისტემატიური კონფლიქტური ურთიერთობის გამო, ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია უკანასკნელი 2 წელია. შესაბამისად, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მიუხედავად ამგვარი ფაქტობრივი მოცემულობისა, თ------–--------ი უარს აცხადებს ქორწინების ნებაყოფლობით შეწყვეტაზე, რაც გახდა სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის საფუძველი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არსებობს შანსი მეუღლეთა შერიგებისა და ოჯახის აღდგენისა, რის გამოც იშუამდგომლა შესარიგებელი ვადის მიცემის შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზ----------------ე და თ------–--------ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2014 წლის 1--------–იდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.57).

 

3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შვილი არ შესძენიათ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. ზ----------------ესა და თ------–--------ს შორის შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია უკანასკნელი ორი წელია, ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია უკანასკნელი რამოდენიმე წელია. მეუღლეებს 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით მიეცათ შერიგების ვადა - 2 თვე, მაგრამ უშედეგოდ. ზ----------------ესა და თ------–--------ს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ფაქტობრივი გარემოების დადგენისას, სასამართლო ითვალისწინებს უდავოდ ქცეულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია უკანასკნელი 2 წელია, მეუღლეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. მხარეთა შერიგების ვარაუდი სასამართლოში არც საქმის განხილვის მიმდინარეობისას არ გამოიკვეთა. საქმეში არ წარმოდგენილა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე შეეცადა ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ ამან არ გამოიღო შედეგი. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს, სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე მუხლები.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1”, (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლი.

 

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” 23-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ----------------ე და თ------–--------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2014 წლის 1--------–იდან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შვილი არ შესძენიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

ზ----------------ემ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მომართა 2018 წლის 20 აპრილს, მისი სარჩელის თაობაზე შესაგებელი მოპასუხემ წარმოადგინა 2018 წლის 06 ივნისს. სასამართლოს მიერ მხარეებს მიეცა შესარიგებელი ვადა - 2თვე, მაგრამ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მხარი კვლავ დაუჭირა სარჩელს. შესაბამისად, რამოდენიმე თვის მანძილზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ ოჯახის შენარჩუნების თაობაზე და მოსარჩელის პოზიცია განქორწინების საკითხის მიმართ არ შეცვლილა.

 

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე უკანასკნელი რამოდენიმე წელია და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. მხარეებს აქვთ სხვადასხვა საცხოვრებელი მისამართი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოპასუხე მხარის ნება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელე ზ----------------ე და მოპასუხე თ------–--------ი ერთ ოჯახად განიხილებოდნენ. აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე თ------–--------ს მეუღლედ აღარ აღიქვამს, არ უშვებს მასთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას და კატეგორიული წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა. აღსანიშნავია ის პერიოდიც, რა დროის განმავლობაშიც მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, ორი წელია მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება აღარ არსებობს. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა მხარეთათვის, შედეგს ვერ გამოიღებს და მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.

 

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის ნება მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. მოსარჩელის ნება მოპასუხე თ------–--------თან ერთ ოჯახად ცხოვრებისა არ იკვეთება და აღნიშნულის არარსებობა ცხადია საქმის განხილვის სრული პერიოდის განმავლობაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მეუღლეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, ზ----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შეწყდეს ზ----------------ესა და თ------–--------ს შორის 2014 წლის 1--------–ს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი #0----------.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება ზ----------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ს.ფ.17). შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-14, 38-39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ----------------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1 შეწყდეს ქორწინება თ------–--------სა (პ/ნ 0----------, დაბადებული 1-.0-.1--- წ.) და ზ----------------ეს (პ/ნ 0----------, დაბადებული 2-.0-.1--- წ.) შორის რეგისტრირებული 2014 წლის 1--------–ს, სააქტო ჩანაწერი № 0----------.

 

2. თ------–--------ს მოსარჩელე ზ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

მოსამართლე ლელა ცანავა