გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2018
საქმის ნომერი
330210117002112580
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/2-319-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2- სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - მ----- გ-–-----–--

წარმომადგენელი - დ----- ა-------–---–ი

 

მოპასუხე - ი-----–- ქ--------ე

წარმომადგენელი - დ----- ა-–-----

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი-----–- ქ--------ეს მოსარჩელე მ----- გ-–-----–--ს სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი ვალდებულების შესრულება 32 300 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ი-----–- ქ--------ესთან წლების განმავლობაში იმყოფებოდა მეგობრულ და ნათესაურ დამოკიდებულებაში. 2014 წლის აპრილის დასაწყისში ი-----–- ქ--------ემ მოსარჩელეს მიმართა თხოვნით, რომ ჰქონდა უძრავი ქონების შეძენის ძალიან კარგი ვარიანტი შეღავათიან ფასად, მდებარე: თ---–---- ყ---–--ის ქ--------- სა-------–---- ბინა #1, საკადასტრო კოდი #0----------------------, ვინაიდან სს ,,თ-----------“ სრული მოცულობით კრედიტს არ უმტკიცებდათ და აუცილებელი იყო თანამონაწილეობის სახით მათ მიერ ბინის ნასყიდობის თანადაფინანსება, მათ შესაძენად აკლდებოდათ თანხა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მცირე ვადით 50 000 აშშ დოლარი. მან სთხოვა მოსარჩელეს, რომ ეს თანხა დროებით ესესხა ვინმესგან, სესხის სახით მიეცა მისთვის და უმოკლეს პერიოდში პროცენტების ჩათვლით დაუბრუნებდნენ.

 

2014 წლის 14 აპრილს ნ------–--–--ასგან მოსარჩელემ ისესხა 35 000 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ბინა მდებარე მისამართზე - ქ.თ---–---- მ-–-----ის ქუჩა, კო---------, ბინა 2-. დამატებით აიღო ოჯახის დანაზოგი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით და 50 000 აშშ დოლარი გადასცა ი-----–- ქ--------ეს. ი-----–- ქ--------ემ 2014 წლის 24 აპრილს ზემოაღნიშნული მონაცემების უძრავი ნივთი შეიძინა. აღნიშნული დასტურდება წინამდებარე განცხადებაზე თანდართული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.

 

ი-----–- ქ--------ემ და მისმა ოჯახმა საწყის პერიოდში რამოდენიმე თვე გადაუხადეს სესხის პროცენტი და ძირითადი თანხის ნაწილი ნ------–--–--ას. შემდეგ შეწყვიტეს გადახდები. მიუხედავად არაერთი თხოვნისა და კონტაქტისა, მოპასუხე კატეგორიულ უარს აცხადებს, როგორც ნ------–--–---ს, ასევე მ----- გ-–-----–--ს მიმართ სესხის გადახდაზე. ადგილი ჰქონდა მხოლოდ დაპირებებს ნ------–--–---ს მიმართ პრობლემის მოგვარებაზე, ასევე დანაზოგის სახით, მოსარჩელის მიერ მიცემული სესხის დაბრუნებაზე.

 

ვინაიდან, მოსარჩელე ვეღარ იხდიდა ნ------–--–--ას მიმართ ვალს, მან 2016 წლის 16 მარტს, ნოტარიუსისგან აიღო სააღსრულებო ფურცელი და მის საკუთრებაში არსებული ბინის სარეალიზაციოდ იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. როდესაც მოსარჩელეს ჩაბარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მომართვა მისი საკუთრების აუქციონზე განთავსებასთან დაკავშირებით. მოსარჩელის ხვეწნის და თითქმის ყოველსაათობრივი კონტაქტის შედეგად, ი-----–- ქ--------ემ ხელი მოაწერა სამმხრივი შეთანხმებას შორის, რომლის მიხედვითაც ი-----–- ქ--------ე გადაიხდიდა ნ------–--–---ს მიმართ მ----- გ-–-----–--ს მიმართ დარჩენილ ვალს, არაუგვიანეს 2017 წლის 10 ივნისისა, ხოლო სანაცვლოდ ნ------–--–--ა აღსრულების ეროვნული ბიუროდან უკან გამოითხოვდა სააღსრულებო ფურცელს და გაუქმდებოდა სააღსრულებო პროცედურები მის საკუთრებაში არსებული ბინის აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე. აღნიშნული შეთანხმება და სააღსრულებო ბიუროს მომართვა აუქციონის თაობაზე თან ერთვის წინამდებარე სარჩელს (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ი-----–- ქ--------ემ წარმოდგენილი შესაგებლით და ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2014 წლის 15 აპრილს მ----- გ-–-----–--მ და ნ------–--–---მ დადეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ------–--–--ამ მ----- გ-–-----–--ს ასესხა 35 000 აშშ დოლარი, რაც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 61 299 ლარს. სესხი იყო სარგებლიანი, ყოველთვიური 2.5%-ს დარიცხვით. სესხის ხელშეკრულება დაიდო ვადით 2014 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ----- გ-–-----–--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ქ. თ---–---- მ-–-----ის ქუჩა, კო---------, ბინა 2-, საკადასტრო კოდი #0----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 15.04.2014 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-21)

- 01/12/2015-05/05/2017 წლის ამონაწერი (ს.ფ. 23)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.2. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 25 ნოემბრის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე მ----- გ-–-----–--ს განესაზღვრა შვიდი დღის ვადა, კრედიტორ ნ------–--–---ს მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რამაც შეადგინა 15 500 აშშ დოლარი და 124.36 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- აღმასრულებლის 25.11.2016 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 34-40)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. 2016 წლის 07 დეკემბერს ნ------–--–--ას, მ----- გ-–-----–--სა და ი-----–- ქ--------ეს შორის შედგა „შეთანხმება N-“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 07 დეკემბრის შეთანხმება N- (ს.ფ. 39-40)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.4. 2017 წლის 16 ივნისს ნ------–--–--ას, მ----- გ-–-----–--ს და ი-----–- ქ--------ეს შორის შედგა სამმხრივი „შეთანხმება N-“, რომლის საფუძველზეც მხარეებმა დაადასტურეს, რომ მ----- გ-–-----–--მ ნ------–--–--ასგან ისესხა 35 000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი შემდეგი მონაცემებით: მისამართი - თ---–---- მ-–-----ის ქუჩა, კო---------, ბინა #2-, საკადასტრო კოდი #0----------------------.

 

ამავე შეთანხმებაში მიეთითა, რომ ვინაიდან დაირღვა კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულება, მან მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით. ხოლო შემდეგ, 15.03.2016-ში გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა სააღსრულებო ბიუროში.

 

შეთანხმების 3.2 პუნქტით, მოვალემ აღიარა, რომ მიმდინარე მდგომარეობით მისი დავალიანება კრედიტორის მიმართ შეადგენდა 17 300 აშშ დოლარს. ვალდებულების შემსრულებელმა დაადასტურა, რომ შეთანხმების 1.1 მუხლით გათვალისწინებული თანხა სრულად და ასევე 15 000 აშშ დოლარი სესხის სახით მოვალემ გადასცა ვალდებულების შემსრულებელს.

 

ვალდებულების შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება, რომ სრულად გადაუხდიდა 1.1 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების დარჩენილ ნაწილს კრედიტორს და 15 000 აშშ დოლარს მ----- გ-–-----–--ს, არაუგვიანეს 2017 წლის 16 სექტემბრისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 16 ივნისის შეთანხმება (ს.ფ. 41-44)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა - მ----- გ-–-----–--ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით პირი, რომელიც აღიარებს ვალის არსებობას, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო მეორე მხარეს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, ენიჭება უფლება მოითხოვოს შესრულება. მითითებული ნორმის დეფინიცია ადგენს ხელშეკრულების წერილობით გაფორმების სავალდებულოებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოპასუხე ი-----–- ქ--------ის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით აღიარებული იქნა ვალის არსებობა და მისი ანაზღაურების ვალდებულება, რაც შესაბამისად აღნიშნული ნორმის დანაწესის გათავლისწინებით, მოსარჩელე მხარეს აძლევს უფლებას მოწინააღმდეგე მხარეს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, არსებული ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არსებული მდგომარეობით ვალდებულების - 15 000 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანი და დასაბუთებულია და შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

17 300 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში არ იზიარებს, მოსარჩელე მხარის მითითებას, ი-----–- ქ--------ეს და მ----- გ-–-----–--ს შორის, სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს მ----- გ-–-----–--ს და ნ------–--–--ას შორის არსებული სასესხო ურთიერთობიდან წარმოშობილ ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემული ნორმების დათქმის შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოება, რომელსაც იგი საფუძვლად უდებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მითითება 2017 წლის 16 ივნისის სამმხრივ შეთანხმებაზე - „შეთანხმება N-“, რომელიც გაფორმდა ი-----–- ქ--------ეს, მ----- გ-–-----–--სა და ნ------–--–--ას შორის სასამართლოს დადასტურებულად იაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმებით ი-----–- ქ--------ემ, როგორც მოვალემ, აიღო ვალდებულება, რომ სრულად გადაუხდიდა დავალიანების დარჩენილ ნაწილს (17 300 აშშ დოლარს) კრედიტორს (ნ------–--–--ას), ხოლო 15 000 აშშ დოლარს კი გადაუხდიდა მ----- გ-–-----–--ს, არაუგვიანეს 2017 წლის 16 სექტემბრისა. აღნიშნული შეთანხმების ანალიზის და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განხილვის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, ი-----–- ქ--------ეს 17 300 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში, ვალდებულება აღიარებული აქვს ნ------–--–--ას წინაშე და არა მ----- გ-–-----–--ს მიმართ. მართალია, მოსარჩელე ამ თანხებს ერთობლიობაში მოითხოვს და მიუთითებს, რომ მან ნ------–--–--ასგან ნასესხები თანხა გადასცა ი-----–- ქ--------ეს, მის მიერ სასურველი უძრავი ქონების შესყიდვის მიზნით, თუმცა ამ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება ვალის აღიარებას, სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს, რომ სამმხრივი შეთანხმებით, 17 300 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, ი-----–- ქ--------ეს ვალდებულება აღიარებული აქვს ნ------–--–--ას მიმართ, რომელიც მოცემულ დავაში არ მონაწილეობს, ხოლო მან------–--–--ა ამ მოთხოვნის კრედიტორს არ წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენა ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- გ-–-----–--ს მოთხოვნა 17 300 აშშ დოლარის ი-----–- ქ--------ისთვის დაკისრების ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შესაბამისად, მ----- გ-–-----–--ს სარჩელი ი-----–- ქ--------ის მიმართ, 32 300 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ი-----–- ქ--------ეს მ----- გ-–-----–--ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მხოლოდ 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი-----–- ქ--------ეს მოსარჩელე მ----- გ-–-----–--ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი 1179 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურება. იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 2538,78 ლარს (და არა 2400 ლარს), ხოლო სარჩელზე კი გადახდილია 2400 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის სასამართლოში შემოტანის დროს არსებული ეროვნული ვალუტის კურსის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟი 138,78 ლარის ოდენობით, ხოლო 1221 ლარი კი დარჩეს სახელმწიფო ბიეუჯტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ მ----- გ-–-----–--ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც მ----- გ-–-----–--ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ი-----–- ქ--------ეს აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე - თ---–---- ყ---–--ის ქ---------, სა-------–---- ბინა #1, საკადასტრო კოდი #0----------------------, ასევე უძრავი ქონების მდებარე - თ---–---- სოფელი ტ-------–-, საკადასტრო კ------------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ასევე ყადაღა დაედო ი-----–- ქ--------ის კ--------–------ - იან წილს შპს „დ---------“-ში (ს/კ N4--------); ა---------------- წილს შპს „კ-----“ - ში (ს/კ N4--------) და 4--------- წილს შპს „თ-----“ - ში (ს/კ N---------).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ----- გ-–-----–--ს სარჩელი მოპასუხე ი-----–- ქ--------ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ი-----–- ქ--------ეს მოსარჩელე მ----- გ-–-----–--ს სასარგებლოდ დაეკისროს 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 17 300 აშშ დოლარის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში.

 

2. მოპასუხე ი-----–- ქ--------ეს მოსარჩელე მ----- გ-–-----–--ს სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1179 ლარისა და 50 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოსარჩელიე მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2400 ლარის, ასევე 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოსარჩელე მ----- გ-–-----–--ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის 138,78 ლარის გადახდა.

 

5. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც მ----- გ-–-----–--ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ი-----–- ქ--------ეს აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე - თ---–---- ყ---–--ის ქ---------, სა-------–---- ბინა #1, საკადასტრო კოდი #0----------------------, ასევე უძრავი ქონების მდებარე - თ---–---- სოფელი ტ-------–-, საკადასტრო კ------------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ასევე ყადაღა დაედო ი-----–- ქ--------ის კ--------–------ - იან წილს შპს „დ---------“-ში (ს/კ N4--------); ა---------------- წილს შპს „კ-----“ - ში (ს/კ N4-------- ) და 4--------- წილს შპს „თ-----“ - ში (ს/კ N---------).

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე