გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120310018002560037 -3/115-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17.10.2018 ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - გ----------------;
წარმომადგენელი - ა-–---------------–---–-
მოპასუხე -ს-------------------------------–------------.
ს-------------------------------–-----------------–---------------------------–---------
წარმომადგენელი - ი------------–---–-
მესამე პირი -ს---------–-–-------------------------–------------
წარმომადგენელი- მ-------------
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა.
ბათილად იქნეს ცნობილი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60-1 მუხლის შესაბამისად , 2018 წლის 09 ივლისის N3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ; სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი, რომლითაც უკანონოდ დაევალა გადაწყვეტილების 4.2.10. და 4.2.12 პუნქტებში უკანონო საფუძვლების გათვალისწინებით და უკანონო დავალების საფუძველზე 2018 წლის 10 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის (შეჩერების) შესახებ.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 26 აპრილს გ----------------- მიერ შეტანილ იქნა N 8----------- განცხადება, რომელიც შეწყდა. გ----------------- საგადასახადო სიაში აწერია 2000-2001 წლებში 0,93ჰა და 0,83 ჰა ფართობი. მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა N 8------------09 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით და სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა N 3----- გადაწყვეტილება. მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის და სააგენტოს გადაწყვეტილების გამოცემის შემდეგ საჯარო რეესტრმა განაახლა სარეგისტრაციო წარმოებას და ხელახლა შეაჩერა. 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის 376 ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში ( სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის დამტკიცებამდე მართლზომიერების დამდგენ დოკუმენტად ითვლებოდა მხოლოდ ბოლო 2004 წლის საგადასახადო სია, ხოლო მისი დამტკიცების შემდგენ გამოიყენება ნებისმიერი წლის საგადასახადო სია. 2002 და 2003 წლის სიით რეგისტრირებულია ნაკვეთები კოდებით 6---------------------------- ;
2. მოპასუხე პირების პოზიცია
2.1. ს-------------------------------–------------მ და ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა სარჩელი არ სცნო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2018 წლის 26 აპრილს ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს განცხადებით მიმართა გ---------------მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავი ნივთის მისამართი; ქ. ბ---------------------------- (ზონა; ბ-----------------------------------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი (იხ. ს.ფ.13,).
3.2.ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 01 ივნისის N 8-------------- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება (N 8-----------) გ----------------- მიერ, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მდებარე ქ.ბ----------------------------.
სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიხედვით; ხ-–------ ეროვნულ არქივში დაცული ბ----------- რაიონის გამგეობის 1998 წლის 16 დეკემბრის N1-- დადგენილებით დამტკიცებულ დაბა ბ----------- მიწის სარეფორმო სიაში, გ---------------ს უფიქსირდება 0,10 ჰა მიწის ფართობი.
ბ----------- რაიონის გამგეობის დოკუმენტებში, კერძოდ დაბა ბ----------- 2000-2004 წლების გადასახადის გადამხდელთა სიებში გ------ ს------- ძე პ-------- უფიქსირდება 2000 წელში დაკავებული სას. სამ. სავარგული - 0,93 ჰა, მათ შორის ;სახნავი - 0,18 ჰა სათიბი 0,75 ჰა.
2001 წელში დაკავებული სას.სამ სავარგული - 0,83 ჰა და მათ შორის სახნავი 0,18 ჰა სათიბი 0,65 ჰა.
2002 წელში დაკავებული სას.სამ სავარგული - 0,18 ჰა მათ შორის სახნავი - 0,18 ჰა
2003 წელში დაკავებული სას.სამ სავარგული - 0,06 ჰა მათ შორის სახნავი - 0,06 ჰა
2004 წელში საკარმიდამო - 300 კვ.მ სახნავი - 1000 (ასე იკითხება) კვ.მ დაბა ბ----------- 2006 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში გ------ ს------- ძე პ-------- არ უფიქსირდება.
შესაბამისად ბოლო მონაცემებით დგინდება საკარმიდამო - 300 კვ.მ სახნავი - 1000 კვ.მ რაც უკვე რეგისტრირებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 01 ივნისის N 8-------------- გადაწყვეტილება(იხ. ს.ფ.14.).
3.3. 2018 წლის 08 ივნისს გ----------------- წარმომადგენელის ა-–---------------–---–-ს მიერ N8-------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის წესით გასაჩივრებულ იქნა მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. ს.ფ. 19-21).
3.4. ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 22 ივნისის N 8------------10 გადაწყვეტილებით ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ;“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 22 ივნისის N 8------------10 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 15).
3.5. საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2018 წლის 17 მაისს გაცემული საარქივო ცნობით N6------- დადგენილია, რომ ხ-–------ ეროვნულ არქივში დაცული ბ----------- რაიონის გამგეობის 1998 წლის 16 დეკემბრის N1-- დადგენილებით დამტკიცებულ დაბა ბ----------- მიწის სარეფორმო სიაში, გ---------------ს უფიქსირდება 0,10 ჰა მიწის ფართობი.
ბ----------- რაიონის გამგეობის დოკუმენტებში, კერძოდ დაბა ბ----------- 2000-2004 წლების გადასახადის გადამხდელთა სიებში გ------ ს------- ძე პ-------- უფიქსირდება 2000 წელში დაკავებული სას. სამ. სავარგული - 0,93 ჰა, მათ შორის ;სახნავი - 0,18 ჰა სათიბი 0,75 ჰა.
2001 წელში დაკავებული სას.სამ სავარგული - 0,83 ჰა და მათ შორის სახნავი 0,18 ჰა სათიბი 0,65 ჰა.
2002 წელში დაკავებული სას.სამ სავარგული - 0,18 ჰა მათ შორის სახნავი - 0,18 ჰა
2003 წელში დაკავებული სას.სამ სავარგული - 0,06 ჰა მათ შორის სახნავი - 0,06 ჰა
2004 წელში საკარმიდამო - 300 კვ.მ სახნავი - 1000 (ასე იკითხება) კვ.მ დაბა ბ----------- 2006 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში გ------ ს------- ძე პ-------- არ უფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2018 წლის 17 მაისს გაცემული საარქივო ცნობით N6------- (იხ. ს.ფ. 18 ).
3.6. 2018 წლის 09 ივლისის ს-------------------------------–------------ს N 3----- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციით მოთხოვნილია ბ----------- მუნიციპალიტეტში, დაბა ბ---------–- მდებარე 5000 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციით, კერძოდ, ს----–--------–----------------- N 2------------ (03,05,2018) და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N6------- (17,05,2018) წერილებით დასტურდება, რომ გ---------------- სხვადასხვა წლებში იყო რამდენიმე სხვადასხვა ფართობის მიწის ნაკვეთის გადასახადის გადამხდელი, თუმცა ბოლო 2004 წლის მონაცემებით ის აღრიცხულია 0,1ჰა და 0,03 ჰა მიწის ნაკვეთის გადასახადის გადამხდელად.
ს-------------------------------–------------სთვის, ბ----------- მუნიციპალიტეტის 2016 წლის 04 ნოემბრის N0------ წერილით, ცნობილია, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტში არ ინახება საკომლო წიგნები და მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიები.
ს-------------------------------–------------ს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით გ---------------- (პ/ნ 1----------- რეგისტრირებულია ბ----------- მუნიციპალიტეტში, დაბა ბ---------- მდებარე 1341,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 6-----------ა მესაკუთრედ (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო სია N-----
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებულ პირს მართებულად განემარტა, რომ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში (მიწის ნაკვეთის გადასახადის გადამხდელთა სიაში) მითითებული ნაკვეთი უკვე რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, თუმცა მარეგისტრირებელ ორგანოს, განმცხადებილისთვის უნდა დაევალებინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გაგზავნისთვის შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენა.
ამავე გადაწყვეტილების 4.2.10 -ე პუნქტის თანახმად ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-9 მუხლი ადგენს, რომ თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულიად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია , დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურრად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია (პირველი პუნქტი). კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მირებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
ამავე გადაწყვეტილების 4.2.11. პუნქტის თანახმად მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დაინტერესებულ პირს არ წარუდგენია შუამდგომლობა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით.
ამავე გადაწყვეტილების 4.2.12. პუნქტის თანახმად სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაინტერესებული პირისთვის უნდა განემარტა აღნიშნულის შესახებ და მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციისთვის, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით დაევალებინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გაგზავნისთვის შესაბამისი შუამდგომლობის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა.
ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ----------------- წარმომადგენლის ა-–---------------–---–-ს 2018 წლის 8 ივნისის N3-------- ადმინისტრაციული საჩივარი;
ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8-------------- (01.06.2018) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N8------------10(22.06.2018) გადაწყვეტილებები.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა N 8----------- განცხადების საფუძველზე დაწყვებული სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.10 – 4.2.12 პუნქტების გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 09 ივლისის N3----- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 22-26).
3.7. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2018 წლის 10 ივლისის N8------------11 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა იურიდიული დეპარტამენტის 2018 წლის 09 ივლისის N3----- გადაწყვეტილების საფუძველზე სარეგისტრაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2018 წლის 10 ივლისის N8------------11 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 27).
3.8. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2018 წლის 10 ივლისის N8------------11-12 გადაწყვეტილებთ დადგენილია, რომ
,,სახელმწიფო პროექტი ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-9 მუხლი ადგენს, რომ თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულიად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურრად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2018 წლის 10 ივლისის N8------------11 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 28)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----------------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ", „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ს-------------------------------–------------ს 2018 წლის 09 ივლისის N3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ; სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა N 8----------- განცხადების საფუძველზე დაწყვებული სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.10 – 4.2.12 პუნქტების გათვალისწინებით და ს-------------------------------–------------ს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 10 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებს წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან სასამართლო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს 2002 და 2003 წლის საგადასახადო სიით საადასტრო კოდებით: 6---------------------------- რეგისტრირებული უფლებების კანონიერებაზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე კანონის მეორე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია) ხორციელდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ს-------------------------------–------------ (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად კი მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2018 წლის 17 მაისს გაცემული საარქივო ცნობით N6------- დადგენილია, რომ ხ-–------ ეროვნულ არქივში დაცული ბ----------- რაიონის გამგეობის 1998 წლის 16 დეკემბრის N1-- დადგენილებით დამტკიცებულ დაბა ბ----------- მიწის სარეფორმო სიაში, გ---------------ს უფიქსირდება 0,10 ჰა მიწის ფართობი.
ბ----------- რაიონის გამგეობის დოკუმენტებში, კერძოდ დაბა ბ----------- 2000-2004 წლების გადასახადის გადამხდელთა სიებში გ------ ს------- ძე პ-------- უფიქსირდება 2000 წელში დაკავებული სას. სამ. სავარგული - 0,93 ჰა, მათ შორის ;სახნავი - 0,18 ჰა სათიბი 0,75 ჰა.
2001 წელში დაკავებული სას.სამ სავარგული - 0,83 ჰა და მათ შორის სახნავი 0,18 ჰა სათიბი 0,65 ჰა.
2002 წელში დაკავებული სას.სამ სავარგული - 0,18 ჰა მათ შორის სახნავი - 0,18 ჰა
2003 წელში დაკავებული სას.სამ სავარგული - 0,06 ჰა მათ შორის სახნავი - 0,06 ჰა
2004 წელში საკარმიდამო - 300 კვ.მ სახნავი - 1000 (ასე იკითხება) კვ.მ დაბა ბ----------- 2006 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში გ------ ს------- ძე პ-------- არ უფიქსირდება.
- 2018 წლის 26 აპრილს ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს განცხადებით მიმართა გ---------------მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავი ნივთის მისამართი; ქ. ბ---------------------------- (ზონა; ბ-----------------------------------------).
-ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 01 ივნისის N 8-------------- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება (N 8-----------) გ----------------- მიერ, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მდება ქ.ბ----------------------------.
სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიხედვით; ხ-–------ ეროვნულ არქივში დაცული ბ----------- რაიონის გამგეობის 1998 წლის 16 დეკემბრის N1-- დადგენილებით დამტკიცებულ დაბა ბ----------- მიწის სარეფორმო სიაში, გ---------------ს უფიქსირდება 0,10 ჰა მიწის ფართობი.
ბ----------- რაიონის გამგეობის დოკუმენტებში, კერძოდ დაბა ბ----------- 2000-2004 წლების გადასახადის გადამხდელთა სიებში გ------ ს------- ძე პ-------- უფიქსირდება 2000 წელში დაკავებული სას. სამ. სავარგული - 0,93 ჰა, მათ შორის ;სახნავი - 0,18 ჰა სათიბი 0,75 ჰა.
2001 წელში დაკავებული სას.სამ სავარგული - 0,83 ჰა და მათ შორის სახნავი 0,18 ჰა სათიბი 0,65 ჰა.
2002 წელში დაკავებული სას.სამ სავარგული - 0,18 ჰა მათ შორის სახნავი - 0,18 ჰა
2003 წელში დაკავებული სას.სამ სავარგული - 0,06 ჰა მათ შორის სახნავი - 0,06 ჰა
2004 წელში საკარმიდამო - 300 კვ.მ სახნავი - 1000 (ასე იკითხება) კვ.მ დაბა ბ----------- 2006 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში გ------ ს------- ძე პ-------- არ უფიქსირდება.
შესაბამისად ბოლო მონაცემებით დგინდება საკარმიდამო - 300 კვ.მ სახნავი - 1000 კვ.მ რაც უკვე რეგისტრირებულია.
ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 22 ივნისის N 8------------10 გადაწყვეტილებით ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი / ინფორმაცია, საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ;“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
- 2018 წლის 08 ივნისს გ----------------- წარმომადგენელის ა-–---------------–---–-ს მიერ N8-------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის წესით გასაჩივრებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
- 2018 წლის 09 ივლისის ს-------------------------------–------------ს N3----- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციით მოთხოვნილია ბ----------- მუნიციპალიტეტში, დაბა ბ---------–- მდებარე 5000 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციით, კერძოდ, ს----–--------–----------------- N 2------------ (03,05,2018) და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N6------- (17,05,2018) წერილებით დასტურდება, რომ გ---------------- სხვადასხვა წლებში იყო რამდენიმე სხვადასხვა ფართობის მიწის ნაკვეთის გადასახადის გადამხდელი, თუმცა ბოლო 2004 წლის მონაცემებით ის აღრიცხულია 0,1ჰა და 0,03 ჰა მიწის ნაკვეთის გადასახადის გადამხდელად.
ს-------------------------------–------------სთვის, ბ----------- მუნიციპალიტეტის 2016 წლის 04 ნოემბრის N0------ წერილით, ცნობილია, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტში არ ინახება საკომლო წიგნები და მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიები.
ს-------------------------------–------------ს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით გ---------------- (პ/ნ 1----------- რეგისტრირებულია ბ----------- მუნიციპალიტეტში, დაბა ბ---------- მდებარე 1341,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 6-----------ა მესაკუთრედ (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო სია N-----
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებულ პირს მართებულად განემარტა, რომ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში (მიწის ნაკვეთის გადასახადის გადამხდელთა სიაში) მითითებული ნაკვეთი უკვე რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, თუმცა მარეგისტრირებელ ორგანოს, განმცხადებილისთვის უნდა დაევალებინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გაგზავნისთვის შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენა.
ამავე გადაწყვეტილების 4.2.10 -ე პუნქტის თანახმად ,,სახელმწიფო პროექტი ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-9 მუხლი ადგენს, რომ თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულიად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია , დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურრად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია (პირველი პუნქტი). კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მირებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
ამავე გადაწყვეტილების 4.2.11. პუნქტის თანახმად მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დაინტერესებულ პირს არ წარუდგენია შუამდგომლობა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით.
ამავე გადაწყვეტილების 4.2.12. პუნქტის თანახმად სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაინტერესებული პირისთვის უნდა განემარტა აღნიშნულის შესახებ და მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციისთვის, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით დაევალებინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გაგზავნისთვის შესაბამისი შუამდგომლობის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა.
ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ----------------- წარმომადგენლის ა-–---------------–---–-ს 2018 წლის 8 ივნისის N3-------- ადმინისტრაციული საჩივარი;
ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8-------------- (01.06.2018) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N8------------10(22.06.2018) გადაწყვეტილებები.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა N 8----------- განცხადების საფუძველზე დაწყვებული სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.10 – 4.2.12 პუნქტების გათვალისწინებით.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნეულია საგადასახადო სიაში ასახული ბოლო 2004 წლის მონაცემი, სადაც საერთო ფართი მითითებულია: 0,1ჰა სახნავი და 0,03 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის.
აღნიშნულ მსჯელობას სადავოდ ხდის მოსარჩელე მხარე, რომლის მოსაზრებით დღეისათვის მოქმედი მთავრობის დადგენილების თანახმად მართლზომიერების დამდგენი ერთ-ერთი დოკუმენტია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული საგადასახადო სია, რომლის მიმართ აღარ არის მოთხოვნა, რომ ეს სია უნდა იყოს სარეგისტრაციო პერიოდისათვის მოქმედი და ბოლო, ე.ი. კანონმდებელმა დაუშვა არათუ ბოლო 2004 წლის სიის გამოყენება, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული ნებისმიერი პერიოდის სიის გამოყენება.
შესაბამისად, მოცემული დავის სწორი გადაწყვეტისათვის უნდა განიმარტოს, თუ რომელი პერიოდის საგადასახადო სიას მიიჩნევს კანონმდებელი მართლზომიერების დამადასტურებელ დოკუმენტად საკუთრების უფლების აღიარებისათვის.
სასამართლო მიაქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე და ხ-–------ ეროვნულ არქივში დაცული ბ----------- რაიონის გამგეობის 1998 წლის 16 დეკემბრის N1-- დადგენილებით დამტკიცებულ დაბა ბ----------- მიწის სარეფორმო სიაში, გ---------------ს უფიქსირდება 0,10 ჰა მიწის ფართობი. ამასთან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია).
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიწის გადასახადის გადამხდელთა სია დგებოდა ყოველწლიურად მიწის გადასახადის ადმინისტრირების მიზნით. აღნიშნული სიების შედგენის დროისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად მიწის გადასახადს იხდიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ჰქონდათ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, აღნიშნულ სიებში აისახებოდა პირის მიერ კანონიერ (მართლზომიერ) მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე ინფორმაცია (მიწის კატეგორია, ფართობი). საგულისხმოა, რომ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი შესაძლოა შეცვლილიყო (შემცირებულიყო) სხვადასხვა მიზეზთა გამო (მაგალითად, მიწის ნაკვეთის სხვა პირისათვის დათმობის ან მის სარგებლობაზე უარის თქმის გამო), რაც ბუნებრივია აისახებოდა ყოველ მომდევნო წელს შედგენილ მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში. ამდენად, ბუნებრივია, რომ ბოლოს შედგენილი სია ასახავს იმ მომენტისათვის რეალურად არსებულ მონაცემებს და შესაბამისად სწორედ ბოლო საგადასახადო სიაში დაფიქსირებული მონაცემები ადასტურებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსამარტი ნორმა განხილულ უნდა იქნეს სხვა ნორმებთან ერთობლიობაში, სისტემურად, არსებული სამართლებრივი რეალობის გათვალისწინებით.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა მასზედ, რომ ვინაიდან კანონში არ არის პირდაპირი მითითება, თუ რომელი პერიოდის საგადასახადო სია წარმოადგენს მართლზომიერების დამადასტურებელ დოკუმენტს საკუთრების უფლების აღიარებისათვის, დასაშვებია ნებისმიერ წელს შედგენილი სიით ხელმძღვანელობა, თუნდაც მომდევნო წლებში აღნიშნულ სიაში არსებითი ხასიათის ცვლილებები იყოს შეტანილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მსგავსი მსჯელობა არ შეესაბამება კანონის მიზანს და ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნებას, რადგან აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობაა პირის მიწის გადასახადის გადამხდელთა მოქმედ სიაში დაფიქსირება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ს-------------------------------–------------ს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
ამავე კანონის მეცხრე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
ამავე კანონის მერვე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" 18-ე მუხლის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
ამავე კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლო კანონიერად მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში გაკეთებულ შეფასებას, რომ დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი და მოძიებული დოკუმენტები არ წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ იმ სამართლებრივ აქტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობს სარეგისტრაციო ობიექტებზე (ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–- მდებარე 5000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე) საკუთრების უფლებას. არსებული დოკუმენტებით დასტურდება მხოლოდ 0,1ჰა სახნავი და 0,03 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, რაც დადასტურებულია ასევე ხ-–------ ეროვნულ არქივში დაცული ბ----------- რაიონის გამგეობის 1998 წლის 16 დეკემბრის N1-- დადგენილებით დამტკიცებულ დაბა ბ----------- მიწის სარეფორმო სიით, რომლის თანახმად გ---------------ს უფიქსირდება 0,10 ჰა მიწის ფართობი.
ამასთან დადგენილია, რომ ს-------------------------------–------------ს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით გ---------------- (პ/ნ 1----------- რეგისტრირებულია ბ----------- მუნიციპალიტეტში, დაბა ბ---------- მდებარე 1341,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 6-----------ა მესაკუთრედ (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო სია N-----
ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, რომლის მიღების წინაპირობა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
განსახილველ შემთხვევაში მართალია მოსარჩელის მიერ ერთჯერადი გასაჩივრების გარეშე სასამართლოში გასაჩივრებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2018 წლის 10 ივლისის N8------------12 გადაწყვეტილება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ამავე ოფისის N8------------1 1 გადაწყვეტილება წარმოადგენენ 2018 წლის 09 ივლისის ს-------------------------------–------------ს N 3----- გადაწყვეტილების თანმდევ შედეგს, მოცემულ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული ერთჯერადი გასაჩივრების პრინციპი, რადგან მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნის- ს-------------------------------–------------ს გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში დაკმაყოფილების შემთხვევაში, ძალადაკარგულად/ბათილად იქნებოდა ცნობილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის გასაჩივრებული გადაწყვეტილებები, როგორც მისი თანმდევი შედეგი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს აზრით, ს-------------------------------–------------ს მიერ სადავო აქტის გამოცემისას სახეზეა და მისი გაუქმების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-------------------------------–------------ს 2018 წლის 09 ივლისის N3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ; სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს N 8----------- განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.10 – 4.2.12 პუნქტების გათვალისწინებით და ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 10 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც გ----------------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილს ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ გ----------------- მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ----------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.
მოსამართლე: გია ბერაია