განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
სხდომის მდივნების - ანა ზაბახიძის, ნინო ვარაზაშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელ - თ------------ს,ბრალდებულ - ა-----------–---–--ს,ადვოკატ - ნ--------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ა---------------------–---–--ს (დაბადებული 1----–-–----------------, პირადი N1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ზ----------------------------–-----------–--------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ნასამართლევმა ა-----------–---–--მ, თ---–--–--------------–---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ------–--–--–---–ს ავტომანქანიდან აშკარად გასტაცა ხელჩანთა, მასში არსებული პირადი ნივთებით, 40 ლარად ღირებული საფულითა და ფულადი თანხით - 1721.23 ლარის ექვივალენტი 700 აშშ დოლარისა და 80 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
დაზარალებულ ზ------–--–--–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, „ჰიუნდაი ტუქსონის“ მარკის ავტომანქანით მისული იყო თ------–---–ის ქუჩაზე სათვალის ხელოსანთან, საიდანაც გამოსული ჯდებოდა მანქანაში, ხელჩანთა კი დადო ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე, რა დროსაც ბრალდებულმა ა-----------–---–--მ მოულოდნელად გააღო მისი მანქანის მარჯვენა კარი და გასტაცა ჩანთა, რაშიც სხვა პირად ნივთებთან ერთად მოთავსებული ჰქონდა პლასტიკური ბარათები, მობილური ტელეფონი, სახლის გასაღები და ფულადი თანხა 700 დოლარის და 120 ლარის ოდენობით. ძარცვის ფაქტს შეესწრო ორი ახალგაზრდა ქალბატონი, რომლებსაც ა-----------–---–--მ გამოუღო მანქანის კარი, თუმცა ვერაფერი ნახა. მის ყვირილზე გარეთ გამოვიდა ხელოსანი კ-----–--–--ე, რომელიც დაედევნა გაქცეულ ბრალდებულს და შეძლო ჩანთის უკან დაბრუნება, მაგრამ ჩანთიდან ამოღებული იყო საფულე თანხასთან ერთად. კ-----–--–--ემ იქვე შენიშნა ა-----------–---–--ს ჯიბიდან ამოვარდნილი ე.წ. ,,ატმეჩკა“. თავდამსხმელს, რომელშიც ამოიცნო ბრალდებული ა-----------–---–--, არის ღია ფერის პიროვნება, ღია ფერის თმით, ეკეთა ყავისფერი ოთხკუთხედი სათვალე, ასევე ტანთ ეცვა მეჩხერი ზოლებით ,,პოლოს“ ტიპის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. მანქანის კარი გამოუღო ა-----------–---–--მ, თუმცა მას თან ახლდა ორი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი შეჩერებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
მოწმე ნ---------–--------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 13 სექტემბერს, მეგობარ ნ-------------ესთან ერთად, თავისი „ჰონდას“ მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა თ------–---–ის ქუჩაზე, რადგან მაღაზია „ტიტანში“ მიჰქონდა ე.წ. „დინამიკი„ გასაკეთებლად და ცდილობდა თავისუფალ ადგილზე მანქანის გაჩერებას, რაშიც დახმარებას უწევდა ჭაღარათმიანი მამაკაცი. მეორე მხარეს იდგა თეთრმაისურიანი მამაკაცი, რომელმაც გამოაღო მათი ავტომანქანის მარცხენა კარი და შეათვალიერა მანქანის სალონი. მანქანის გაჩერების შემდგომ, ნ----------ესთან ერთად, მივიდა იქვე მდებარე მაღაზია „ტიტანში“ ე.წ. „დინამიკის“ გასაკეთებლად, რომელიც იყო დაკეტილი და ორ წუთში დაბრუნდა უკან. მანქანასთან მიახლოებისას, შემოესმა კივილის ხმა, დაინახა ქალბატონი, რომელიც ითხოვდა დახმარებას და იძახდა „ჩანთა და ფული წამართვესო“. ამ დროს ერთი მამაკაცი გარბოდა თ------–---–ის ქუჩაზე, რომელსაც მისდევდნენ იქვე არსებული დაწესებულებების დაცვის თანამშრომლები. მან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა ჭაღარათმიან მამაკაცზე, რომელიც ეხმარებოდა მანქანის დაყენებაში და მათი მაღაზია „ტიტანიდან“ დაბრუნების შემდგომ მიდიოდა ზედა ქუჩაზე სხვა ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად. იმ დროს ბრალდებული იქ აღარ იმყოფებოდა. მამაკაცი, რომელმაც გამოუღო მანქანის უკანა კარი, ამოცნობილი ჰყავს ფოტოსურათით გამოძიების პერიოდში და დადასტურებით შეუძლია თქვას, რომ ის არის ბრალდებული ა-----------–---–--.
მოწმე ნ-------------ის ჩვენებით, 2017 წლის 13 სექტემბერს, მეგობარ ნ---------–--------–---–თან ერთად, მისივე კუთვნილი „ჰონდას“ მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა თ------–---–ის ქუჩაზე და თავისუფალ ადგილზე ცდილობდნენ მანქანის გაჩერებას, რა დროსაც მათ მიუახლოვდა ბორდიურზე მდგომი ორი პიროვნებიდან ერთ-ერთი ჭაღარათმიანი მამაკაცი, რომელიც ეხმარებოდა მანქანის დაყენებაში, ხოლო მეორე მხარეს იდგა თეთრმაისურიანი მამაკაცი, რომელიც მალევე გადავიდა გზის სავალ ნაწილზე, გამოაღო მათი ავტომანქანის მარცხენა კარი და შეიხედა მანქანის სალონში. ავტომანქანის გაჩერების შემდგომ, მივიდნენ იქვე მდებარე მაღაზიაში „ტიტანში“, საიდანაც უკან დაბრუნდნენ მალევე. მანქანასთან მიახლოებისას შემოესმა ქალის ყვირილის ხმა, დაინახა დაახლოებით 60 წლამდე ასაკის ქალბატონი, რომელიც ითხოვდა დახმარებას და იძახდა „ჩანთა წამართვესო“, ხოლო მამაკაცი, რომელმაც გააღო მანქანის უკანა კარი, გარბოდა თ------–---–ის ქუჩაზე, ხელში კი ეჭირა მუქი ფერის ტყავის ხელჩანთა. მეორე მამაკაცი, რომელიც მათ დახმარებას უწევდა მანქანის დაყენებაში, მიდიოდა ჯ--------ის ქუჩაზე რუსთაველის გამზირის მიმართულებით, სადაც შეუერთდა სხვა მამაკაცი და ერთად განაგრძეს გზა ისე, რომ იყურებოდნენ უკან მათი მისამართით. მამაკაცი, რომელმაც გამოუღო მანქანის უკანა კარი, შემდგომ კი მირბოდა ჩანთით ხელში, არის სასამართლო სხდომის დარბაზში წარმოდგენილი ბრალდებული ა-----------–---–--, რომელიც ასევე ამოცნობილი ჰყავს ფოტოსურათით გამოძიების პერიოდში.
მოწმე შ--–----------–-–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 13 სექტემბერს, მეწყვილე დ-----------–---–თან ერთად, მოძრაობდა თ------–---–ის ქუჩაზე ჭ----------ს ქუჩის მიმართულებით. როდესაც მიუახლოვდა ჯ--------ის ქუჩას, ქალბატონმა, რომელსაც ავტომანქანიდან გასტაცეს ჩანთა, სთხოვა დახმარება, თან მიუთითა ძარცვის ჩამდენი პირის თანმხლებ პირებზე, რომლებიც გარბოდნენ და ცდილობდნენ მიმალვას. მეწყვილე დ----------–---–ი ფეხით დაედევნა მათ და შეაჩერა დაახლოებით 25-27 წლის მამაკაცი, რომელიც არ ყოფილა ძარცვის უშუალოდ ჩამდენი პირი.
მოწმე დ----------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 13 სექტემბერს, მეწყვილე შ--–----------–-–---–თან ერთად, მოძრაობდა თ------–---–ის ქუჩაზე ჭ----------ს ქუჩის მიმართულებით. როდესაც მიუახლოვდა ჯ--------ის ქუჩას, ორი ქალბატონი ითხოვდა დახმარებას. დაზარალებულმა ზ------–--–--–---–მა განუცხადა, რომ ავტომანქანიდან გასტაცეს ჩანთა და მიუთითა ძარცვის ჩამდენი პირის თანმხლებ პირებზე, რომლებიც მიდიოდნენ ჩქარი ნაბიჯებით ჯ--------ის ქუჩის მიმართულებით. თავად დაედევნა ფეხით და შეძლო ერთ-ერთი პიროვნების შეჩერება, რომელიც ავტომანქანაში ჩაუსვა მეწყვილეს, ხოლო თავად დაბრუნდა დაზარალებულ ქალბატონთან დეტალების დასაზუსტებლად. მის მიერ შეჩერებული პიროვნება აღმოჩნდა მ---------------ა, რომელიც წარუდგინა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს.
მოწმე კ-----–--–--ის ჩვენებით, 2017 წლის 13 სექტემბერს, ზ------–--–--–---–ი მისული იყო მის სახელოსნოში სათვალის გასაკეთებლად. ზეინაბის გარეთ გასვლის შემდგომ, შემოესმა მისი კივილის ხმა, რომელიც ითხოვდა დახმარებას. გარეთ გასულმა დაინახა ზ------–--–--–---–ი, რომელსაც აწყნარებდა ორი ქალბატონი. ზეინაბის განმარტებით, ავტომანქანიდან მამაკაცმა გასტაცა ჩანთა და მიუთითა იმ მხარეს, საითაც გაიქცა მძარცველი. დაახლოებით 20-30 მეტრში იპოვა ძირს დაგდებული ჩანთა, რომელშიც აღარ იდო საფულე.
მოწმე მ-------–---–-----ის ჩვენებით, 2017 წლის 19 სექტემბერს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ზ------–--–--–---–ის ძარცვაში მონაწილე პირი იმყოფებოდა ზუგდიდის რაიონში და აპირებდა აფხაზეთში გადასვლას, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე ვ----–------–--ის ჩვენებით, 2017 წლის 13 სექტემბერს, დაწყებულ იქნა გამოძიება ზ------–--–--–---–ის ძარცვის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც მოწმის სახით დაკითხა მ---------------ა და მისი მონაწილეობით დაათვალიერა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა ერთიანი ბაზა. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე გ----------------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეადგინა ბრალდებულ ა-----------–---–--ს მამასთან - კ-----------–---–--სთან სატელეფონო გასაუბრების ოქმი, რა დროსაც კ-----------–---–--მ განუცხადა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჰქონდა კონტაქტი შვილთან და არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი.
მოწმე დ--------------–---–ის ჩვენებით, ექსპერტ-კრიმინალისტების და დაზარალებულის მონაწილეობით, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მოწმის სახით დაკითხა შ--–----------–-–---–ი, დანიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა და შეადგინა ა-----------–---–--ს ბინაზე გამოცხადების ოქმი. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე ჭ---–-----–-----ის ჩვენებით, 2017 წლის 13 სექტემბერს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ზ------–--–--–---–ის ძარცვის ფაქტზე. დაკითხა დაზარალებული და მოწმეები, ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც ამომცნობმა პირებმა ამოიცნეს ძარცვაში მონაწილე პირი ა-----------–---–--, ასევე დანიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.
მოწმე დ--------------ის ჩვენებით, 2017 წლის 13 სექტემბერს, დაწყებულ იქნა გამოძიება ზ------–--–--–---–ის ძარცვის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც დაკითხა მოწმეები. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ხ------------------ის ჩვენებით, 2017 წლის 15 სექტემბერს, მის მიერ გაცემულ იქნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N2------ დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის თითის კვლები, გადატანილი დაქტილოფირზე ზომით: 3---- მმ - კვალი N1 და კვალი N2 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
კვალი N1 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ა---------------------–---–--ს მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის.
კვალი N2 არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი - ა-----------–---–--ს ხელის თითის ანაბეჭდის.
N2 კვალის იდენტური ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება. მოწმის განმარტებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ანაბეჭდები ამოღებული იყო „ჰიუნდაი ტუქსონის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით: D--------) წინა მარჯვენა კარის სახელურის გარე ზედაპირიდან.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ----------------------ის ჩვენებით, 2017 წლის 13 სექტემბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ტ-----------------სთან ერთად, გავიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა თ------–---–ის ქუჩის N5-ში, სადაც ადგილი ჰქონდა ძარცვის ფაქტს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ავტომანქანის მარჯვენა კარის სახელურიდან აღებულ იქნა ხელის კვლები ერთ დაქტილოფირზე, რაც დალუქული სახით, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის გადაეცა გამომძიებელს.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მ---------------ას დაკითხვის ოქმით, 2017 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბიძასთან ვ-----------------სთან ერთად, იმყოფებოდა რ.თ------–---–ის ქუჩა N14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მათთან მივიდა წინა დღეს გაცნობილი ა-----------–---–--, რომელიც გამოელაპარაკა. საუბრის დროს, მათ მიუახლოვდა „ჰონდა ფიტის“ მარკის მანქანა, რომელშიც იჯდა ორი ქალბატონი და სურდათ მანქანის დაყენება თავისუფალ ადგილზე. ვ----------------- ცდილობდა მათ დახმარებას, რა დროსაც ა-----------–---–-- მოულოდნელად მივიდა მანქანასთან, გამოაღო უკანა მარცხენა კარი, რაც დაკეტა მალევე და ნელი ნაბიჯით გაშორდა აღნიშნულ მანქანას. მისი საქციელი მოეჩვენა საეჭვოდ და ვ-----------------ს უთხრა წასულიყვნენ აღნიშნული ტერიტორიიდან. წავიდნენ ,,ქაშუეთის“ ეკლესიის მიმართულებით, რა დროსაც გაჩერდა და უკან მოხედვისას დაინახა თუ როგორ მივიდა ა-----------–---–-- „ჰიუნდაი ტუქსონის“ მარკის ავტომანქანასთან. იმ მომენტში, როდესაც ავტომანქანის მფლობელი ჯდებოდა მანქანაში, ა-----------–---–--მ გააღო მანქანის წინა მარჯვენა კარი, აიღო ქალბატონის ხელჩანთა და გაიქცა „ალექსანდროვის“ ბაღის მიმართულებით. დაზარალებული ქალბატონი გაეკიდა ყვირილით და ითხოვდა დახმარებას. ა-------–---–--ს დაედევნა ერთი მამაკაცი, რის შემდეგაც ორივე მათგანი მოეფარნენ თვალს. დაზარალებულმა ქალბატონმა ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა მასზე და ბიძამისზე, როგორც ა-----------–---–--ს თანმხლებ პირებზე, რადგან დანაშაულის ჩადენამდე იდგნენ მასთან ერთად და საუბრობდნენ.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ ვ-----------------ს დაკითხვის ოქმით, 2017 წლის 13 სექტემბერს, სახლიდან გამოვიდა მ---------------ასთან ერთად. იმყოფებოდნენ თ------–---–ის და ჯ--------ის ქუჩების კუთხეში, სადაც მივიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც გააცნო მ---------------ამ და უთხრა, რომ აღნიშნული პიროვნება გაიცნო წინა დღეს. ამავდროულად, მათ მიუახლოვდა „ჰონდას“ მარკის ავტომანქანით ორი ქალბატონი, რომლებსაც გაუწია დახმარება მანქანის თავისუფალ ადგილზე დაყენებაში. სწორედ ამ დროს, მასთან მივიდა მ---------------ა და უთხრა, გარიდებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიას, ასევე უთხრა „ნახე რა გააკეთა ამ ბიჭმაო“. თავდაპირველად ვერ მიხვდა, თუ რას გულისხმობდა მ------, რადგან მანქანის დაყენების პერიოდში არ დაუნახავს რას აკეთებდა ახლადგაცნობილი მამაკაცი. მ---------------ასთან ერთად წავიდა „ქაშუეთის“ ეკლესიის მიმართულებით, რა დროსაც მ------მ უთხრა, რომ მამაკაცმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გააცნო, გააღო იმ მანქანის კარი, რომლის დაყენებაშიც ეხმარებოდა ქალბატონებს და იყურებოდა შიგნით. მცირე მანძილის გავლის შემდეგ, მ---------------ა შეჩერდა და დაიწყო უკან ყურება, თავად კი გააგრძელა გზა და გავიდა რუსთაველის გამზირზე. უკან მოხედვისას მ------ ვეღარ დაინახა. ძარცვის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა მოგვიანებით მ------სგან შეიტყო, რომ პიროვნებამ, რომელიც შემთხვევის დღეს გაიცნო, ავტომანქანიდან ქალს გასტაცა ხელჩანთა და გაქცეულა, რის შემდეგაც მ------ შეუჩერებიათ პოლიციის თანამშრომლებს და უთხოვიათ ინფორმაციის მიწოდება.
ბრალდებულმა ა-----------–---–--მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ იგი მართლაც დაეუფლა ზ------–--–--–---–ის კუთვნილ ხელჩანთას, მასში არსებული ნივთებითა და ფულადი თანხით, თუმცა მის მიერ ჩადენილია ქურდობა და არა ძარცვა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, თ------–---–ის ქუჩის N5-ში, სადაც გზის მარჯვენა მხარეს დგას „ჰიუნდაი ტუქსონის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ზ------–--–--–---–ის განმარტებით, არის მისი საკუთრება და სწორედ აღნიშნული მანქანიდან გასტაცეს ჩანთა. ექსპერტების მიერ ავტომანქანის მარჯვენა წინა კარის გარეთა სახელურიდან აღებულ იქნა ბიოლოგიურ მშრალ და სველ ორ ცალ ჩხირზე ანაწმენდები, ასევე ამავე სახელურის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ხელის კვლები ერთ ცალ დაქტილოფირზე, რომელიც მოთავსდა ერთ სპეცპაკეტში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ელექტრონული ბაზის დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ელექტრონული ბაზა, სადაც საძიებო სისტემაში იწერება მოწმე მ---------------ას მიერ ჩვენებაში დაფიქსირებული სახელი და გვარი „ა-----------–---–--“ და დაბადების წელი: „1994“, რა დროსაც პროგრამამ მოძებნა ერთი მოქალაქის მონაცემები და ფოტოსურათი. მოწმე მ---------------ამ აღნიშნული მოქალაქის ფოტოსურათზე შეხედვისას განმარტა, რომ იგი არის ნამდვილად ის პიროვნება - ა-----------–---–--, რომელიც მოიხსენია გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში. ბაზაში ნაპოვნი ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პიროვნება არის: ა---------------------–---–--, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი ნომრით: 1----------.
ამოღების ოქმის მიხედვით, ზ------–--–--–---–ისგან ამოღებულ იქნა შავი ფერის საშუალო ზომის ტყავის ხელჩანთა, რომელსაც აქვს სამი ოქროსფერი ელვაშესაკრავი და მოგრძო ასევე შავი ფერის მხარზე გადასაკიდებელი ზონარი. ჩანთა არის ცარიელ მდგომარეობაში.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ზ------–--–--–---–მა წარდგენილი ფოტოსურათებიდან, ამოიცნო N1 ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნება - ა-----------–---–-- და განმარტა, რომ იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2017 წლის 13 სექტემბერს, თბილისში, რ.თ------–---–ის ქუჩაზე ავტომანქანიდან გასტაცა ხელჩანთა.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის შესაბამისად, ნ---------–--------–---–მა წარდგენილი ფოტოსურათებიდან, ამოიცნო N3 ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნება - ა-----------–---–-- და განმარტა, რომ იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2017 წლის 13 სექტემბერს, თბილისში, რ.თ------–---–ის ქუჩაზე, მისთვის უცნობ ქალბატონს ავტომანქანიდან გასტაცა ხელჩანთა.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ნ-------------ემ წარდგენილი ფოტოსურათებიდან, ამოიცნო N4 ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნება - ა-----------–---–-- და განმარტა, რომ იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2017 წლის 13 სექტემბერს, თბილისში, რ.თ------–---–ის ქუჩაზე, მისთვის უცნობ ქალბატონს ავტომანქანიდან გასტაცა ხელჩანთა.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, ა-----------–---–--ს 2017 წლის 23 ოქტომბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:
დაზარალებულ ზ------–--–--–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, მისი კუთვნილი ავტომანქანიდან ბრალდებულმა ა-----------–---–--მ გასტაცა ჩანთა, რაშიც სხვა პირად ნივთებთან ერთად ჰქონდა ფულადი თანხა: 700 დოლარისა და 120 ლარის ოდენობით.
საქართველოს ეროვნული ბანკის ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის თანახმად, 2017 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით, ერთი აშშ დოლარი შეესაბამება 2,4616 ლარს; 2017 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით - 2,4589 ლარს; 2017 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით - 2,4587 ლარს; 2017 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით - 2,4604 ლარს, ხოლო 2017 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით - 2,4663 ლარს.
ქმედების ჩადენა არაერთგზის:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 01 აგვისტოს განაჩენით, ა-----------–---–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ა-----------–---–--ს განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა-----------–---–--ს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 20 მაისიდან.
N0------ ცნობის თანახმად, ა-----------–---–-- პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 19 მაისს.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-----------–---–--ს ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იმავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ძარცვას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი კი, ქმედებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დასჯადია იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის.
სასამართლო განმარტავს, რომ ა-----------–---–--ს ქმედება შეიცავს დანაშაულის - ძარცვის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა ა-----------–---–--ს მიერ ზ------–--–--–---–ის ხელჩანთის აშკარა დაუფლებაში, მასში არსებული პირადი ნივთებით, საფულითა და ფულადი თანხით, ასევე ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ისევე, როგორც მისი მხრიდან არათუ ძარცვის, არამედ ქურდობის ჩადენას, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა ან დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ.
ის ფაქტი, რომ ა-----------–---–-- აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ზ------–--–--–---–ის კუთვნილ ხელჩანთას, მასში არსებული პირადი ნივთებით, საფულითა და ფულადი თანხით, დასტურდება დაზარალებულ ზ------–--–--–---–ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე სრული სიზუსტით აღწერა თავდამსხმელის მიერ შესრულებული ქმედებები უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებამდე და ქმედების შემდეგ. დაზარალებულმა დარწმუნებით აღნიშნა, რომ სწორედ ბრალდებული ა-----------–---–-- იყო ის პიროვნება, რომელმაც თ------–---–ის ქუჩაზე გაჩერებულ „ჰიუნდაი ტუქსონის“ ავტომანქანიდან გასტაცა ჩანთა, რაშიც მოთავსებული ჰქონდა ფულადი თანხა 700 დოლარისა და 120 ლარის ოდენობით. დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, მას ა-----------–---–--ს ამოცნობა არ გასჭირვებია, რაც დასტურდება საქმეში არსებული ამოცნობის ოქმით, რა დროსაც ზ------–--–--–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო ბრალდებული ა-----------–---–--, რომელზეც განმარტა, რომ იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2017 წლის 13 სექტემბერს, თბილისში, რ.თ------–---–ის ქუჩაზე ავტომანქანიდან გასტაცა ხელჩანთა, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით და ფულადი თანხით.
დაზარალებულ ზ------–--–--–---–ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხულ ნ-------------ის და ნ---------–--------–---–ის ჩვენებებთან, რომლებმაც დაადასტურეს 2017 წლის 13 სექტემბერს, თ------–---–ის ქუჩაზე ავტომანქანის გაჩერებისას ა-----------–---–--ს მიერ ავტომანქანის მარცხენა კარის გაღების და სალონის შეთვალიერების ფაქტი, რის შემდეგაც მალევე შემოესმათ ქალბატონის ყვირილის ხმა, რომელიც ითხოვდა დახმარებას და იძახდა „ჩანთა წამართვესო“, ხოლო მოწმე ნ-------------ის ჩვენებით, მამაკაცი, რომელმაც მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე გააღო ნ---------–--------–---–ის ავტომანქანის კარი, გარბოდა თ------–---–ის ქუჩაზე და ხელში ეჭირა მუქი ფერის ხელჩანთა. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ არ გასჭირვებიათ ა-----------–---–--ს ამოცნობა, რასაც ასევე ადასტურებს მათი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმები, რომელთა თანახმადაც, ნ----------ემ და ნ.კალანდარიშვილმა, ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნეს ბრალდებული ა-----------–---–--, რაზეც დარწმუნებით აღნიშნეს, რომ იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2017 წლის 13 სექტემბერს, თბილისში, რ.თ------–---–ის ქუჩაზე მათთვის უცნობ ქალბატონს ავტომანქანიდან გასტაცა ხელჩანთა, ხოლო მანამდე გააღო მათი ავტომანქანის კარი და შეათვალიერა ავტომანქანის სალონი.
ბრალდებულ ა-----------–---–--ს მხრიდან ზ------–--–--–---–ის მიმართ განხორციელებულ ძარცვის ფაქტს სრულად ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე მ---------------ას დაკითხვის ოქმიც, რითაც დადგენილია, რომ 2017 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ვ-----------------სთან ერთად იმყოფებოდა რ.თ------–---–ის ქუჩა N14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მათთან მივიდა წინა დღეს გაცნობილი ა-----------–---–--, რომელმაც თავდაპირველად გააღო „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანის კარი და ათვალიერებდა სალონს, ხოლო შემდეგ, თავად დაინახა თუ როგორ მივიდა იგი „ჰიუნდაი ტუქსონის“ მარკის ავტომანქანასთან და იმ დროს, როდესაც ავტომანქანის მფლობელი ჯდებოდა მანქანაში, ა-----------–---–--მ გააღო ავტომანქანის წინა მარჯვენა კარი, საიდანაც აიღო ქალბატონის ხელჩანთა და გაიქცა „ალექსანდროვის“ ბაღის მიმართულებით. ანალოგიური დასტურდება მოწმე ვ-----------------ს ინფორმაციით, რომლის თანახმად, თ------–---–ის ქუჩაზე ყოფნისას მ---------------ამ გააცნო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც როგორც მ---------------ასგან გახდა მისთვის ცნობილი, უცნობ ქალბატონს ავტომანქანიდან გასტაცა ჩანთა და შეძლო მიმალვა.
მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ელექტრონული ბაზის დათვალიერების ოქმთან, რითაც დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ელექტრონული ბაზის საძიებო სისტემაში მოწმე მ---------------ას მიერ ჩვენებაში დაფიქსირებული სახელის და გვარის „ა-----------–---–--“ და დაბადების წელის - „1994“ მითითების შემდგომ, პროგრამამ მოძებნა ერთი მოქალაქის მონაცემები და ფოტოსურათი, რაზეც მოწმე მ---------------ამ აღნიშნა, რომ იგი არის ნამდვილად ა-----------–---–--, რომელიც მოიხსენია გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში. ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით კი, აღნიშნული პიროვნება არის: ა---------------------–---–--, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი ნომრით: 1----------.
რაც შეეხება მოწმე მ-------–---–-----ის ჩვენებას, იგი არის ის პიროვნება, რომელმაც პირველმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ზ------–--–--–---–ის ძარცვაში მონაწილე ა-----------–---–--ს ადგილსამყოფელის შესახებ, რომელიც იმყოფებოდა ზუგდიდის რაიონში და აპირებდა აფხაზეთში გადასვლას, რის შემდეგაც მალევე მოხდა ა-----------–---–--ს ბრალდებულის სახით დაკავება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის თითის კვლები, გადატანილი დაქტილოფირზე ზომით: 3---- მმ - კვალი N1 პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია და იგი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ა---------------------–---–--ს მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ხ------------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ N1 ხელის თითის კვალი ამოღებული იყო „ჰიუნდაი ტუქსონის“ მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის სახელურის გარე ზედაპირიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული ბრალდებულის პოზიცია მისი უდანაშაულობის შესახებ, ისევე როგორც მისი მხრიდან დაზარალებულ ზ------–--–--–---–ის კუთვნილი ხელჩანთის ფარულ დაუფლებასთან მიმართებით, ვინაიდან როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სწორედ ბრალდებული ა-----------–---–-- იყო ის პიროვნება, რომელმაც ზ------–--–--–---–ის ავტომანქანაში ჩაჯდომის დროს, გამოაღო ავტომანქანის წინა მარჯვენა კარი და აშკარად გასტაცა ხელჩანთა, მასში არსებული პირადი ნივთებით, საფულითა და ფულადი თანხით. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ხელის თითის კვალი, რაც ამოღებული იყო „ჰიუნდაი ტუქსონის“ ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის სახელურის გარე ზედაპირიდან, იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ა---------------------–---–--ს მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის, რაც თავის მხრივ სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილთან, რითაც დგინდება ა-----------–---–--ს ფიზიკური შემხებლობა ავტომანქანის კარის სწორედ იმ სახელურთან, საიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა ა-----------–---–--ს თითის ანაბეჭდის იდენტური კვალი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაზარალებულის ჩვენებით, მას სწორედ ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე ედო ხელჩანთა, რაც თავის მხრივ დასტურდება მოწმე მ---------------ას გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებითაც, რომლის მიხედვითაც ,,ჰიუნდაი ტუქსონის“ მარკის ავტომანქანის მფლობელის მანქანაში ჩაჯდომის დროს, მისმა ნაცნობმა ა-----------–---–--მ გააღო ავტომანქანის წინა მარჯვენა კარი, აიღო ხელჩანთა და გაიქცა.
სასამართლო განმარტავს, რომ ძარცვის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვას მოიცავს. იმისთვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. ამასთან, პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი სურვილის რეალიზება ხდება მართლწესრიგის დარღვევის გზით, იგი მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ვინაიდან ნივთის დაუფლება ხდება მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებლად. მართლსაწინააღმდეგო ქმედებას კი, შედეგად მოჰყვება ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი ზიანი, თუმცა ქმედების ჩამდენი აცნობიერებს აღნიშნულს და მაინც სურს ამ შედეგის დადგომა.
დანაშაულის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი აშკარა ხასიათი, როდესაც ქმედების ჩადენა ხდება დაზარალებულის ან სხვა პირთა თანდასწრებით, რაც თავად ქმედების ჩამდენს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი კი არის მისი ფარული ხასიათი, როდესაც ქმედების ჩადენა შეუმჩნეველი ხდება სხვა პირებისთვის. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს.
მართალია, როგორც ქურდობის, ისე ძარცვის დროს საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედებათა ჩადენა. ორივე დანაშაული თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. ამასთან, ორივე შემთხვევაში ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. ქურდობისა და ძარცვის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს. ითვალისწინებს რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს ან მფლობელს და მაინც სურს ამ შედეგის დადგომა, თუმცა ქურდობის შემთხვევაში, მისი სავალდებულო ნიშანია ქმედების განხორციელების ფარული ხასიათი, როდესაც დანაშაულის ჩადენა შეუმჩნეველი ხდება სხვა პირებისთვის. სუბიექტური კრიტერიუმი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს, ხოლო ძარცვის დროს დანაშაულის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი აშკარა ხასიათი, როდესაც ქმედების ჩადენა ხდება დაზარალებულის ან სხვა პირთა თანდასწრებით, რაც კარგად აქვს გაცნობიერებული თავად ქმედების ჩამდენს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს ა-----------–---–--ს დანაშაულებრივ განზრახვაზე, არა ფარულად, არამედ აშკარად, დაზარალებულისა და სხვა პირთა თანდასწრებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ზ------–--–--–---–ის კუთვნილ ხელჩანთას, ფულად თანხასთან და პირად ნივთებთან ერთად, რაც მის მიერ იქნა კიდეც მოყვანილი სისრულეში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
განსახილველ შემთხვევაში იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.
იმის შესაფასებლად, ა-----------–---–--ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნამდვილად მიადგა თუ არა დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ზ------–--–--–---–ის ჩვენების იმ ნაწილს, რითაც დასტურდება, რომ ჩანთაში, რომელიც 2017 წლის 13 სექტემბერს ბრალდებულმა ა-----------–---–--მ გასტაცა, ჰქონდა ფულადი თანხა 700 აშშ დოლარისა და 120 ლარის ოდენობით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი ზიანის ზღვრულ ოდენობას.
რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, სასამართლო განმარტავს, რომ პირის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სახეზე გვქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმადაც, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ, ამავე კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე კი, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 01 აგვისტოს განაჩენით, ა-----------–---–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ა-----------–---–--ს განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი. მასვე, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 20 მაისიდან, ხოლო 2017 წლის 19 მაისს, იგი გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან და დაეწყო პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა, რაც უსრულდებოდა 2020 წლის 19 მაისს.
ვინაიდან, ა-----------–---–-- ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 01 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს კი, ზემოაღნიშნული მუხლით ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, რადგან იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ქვეშ, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-----------–---–--მ ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა არაერთგზის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულ ა-----------–---–--ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-----------–---–--მ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ა-----------–---–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას კი წარმოადგენს ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა-----------–---–--ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სახით, განაჩენთა ერთობლიობით, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ზ------–--–--–---–ის ხელჩანთა, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–-ბაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ ზ------–--–--–---–ს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები, სტერილურ ჩხირებზე და დაქტილოფირები შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლებით, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–-ბაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ერთი კომპიუტერული დისკი ხელის კვლებით, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–-ბაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-----------–---–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 აგვისტოს განაჩენით, ა-----------–---–--ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან, თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-----------–---–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით, ა-----------–---–--ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ა-----------–---–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 დეკემბრის 23:54 საათიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ზ------–--–--–---–ის ხელჩანთა, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–-ბაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ ზ------–--–--–---–ს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები, სტერილურ ჩხირებზე და დაქტილოფირები შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლებით, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–-ბაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ერთი კომპიუტერული დისკი ხელის კვლებით, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–-ბაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე