გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26386 - 17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) - ი-----------------–---–ი
წარმომადგენელი - ლ---------------------ე
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - ა-–-----------------ა
წარმომადგენელი - ი-----------–---–ი
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
დავის საგანი (თავდაპირველ სარჩელში) - არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1.1. სასარჩელო მოთხოვნა (თავდაპირველი სარჩელით)
1.1.1. 2-----–-–---------------ს დაბადებული ლ----------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად, მოსარჩელის, ი-----------------–---–ის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;
მოსარჩელე ი-----------------–---–ი და მოპასუხე ა-–-----------------ა 2004 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------ს, შეეძინათ შვილი, ლ----------------–---–ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, ი----------------–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ი----------------–---–ი კეთილსინდისიერად იხდიდა ალიმენტს. 2017 წლის სექტემბრის თვიდან არასრულწლოვანი ლ----------------–---–ი ნებაყოფლობით საცხოვრებლად გადავიდა მამასთან, ი----------------–---–თან. მოპასუხე ა-–-----------------ა შეეცადა ბავშვის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. დღეის მდგომარეობით, არასრულწლოვანი ლ----------------–---–ი ცხოვრობს მამასთან. მას არ სურს დაბრუნდეს დედასთან საცხოვრებლად. არასრულწლოვანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, ი-----------------–---–ის, საცხოვრებელი ადგილი.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებული სარჩელით)
1.2.1. 2-----–-–---------------ს დაბადებული ლ----------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად, მოსარჩელის, ა-–-----------------ას, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;
მოსარჩელე ა-–-----------------ა 2004 წლიდან იმყოფებოდა მოპასუხე ი-----------------–---–თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------ს შეეძინათ შვილი, ლ----------------–---–ი. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ 2010 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში და მხარეთა დაშორების შემდეგაც, მოპასუხე ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს და მუდმივად იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა როგორც ა-–-----------------ას, ასევე მათ შვილს, ლ----------------–---–ს. მოპასუხის წინააღმდეგ დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი. 2014 წლის იანვრის თვეში მოსარჩელის და მისი შვილის ლ----------------–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობდა გამოძიება. წლების მანძილზე მხარეთა შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა უარყოფითად აისახა ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობაზე. ბავშვს აქვს ნევროზული აშლილობა, ასევე, აქვს ძვლების და ხერხემლის პრობლემა, იგი აღრიცხვაზე იმყოფება N-- პოლიკლინკაში და მუდმივად საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას.
2017 წლის სექტემბრის თვეში მოპასუხემ მოტყუებით წაიყვანა ლ----------------–---–ი და დედასთან აღარ უშვებს. ბავშვი ყოველთვის დედასთან ცხოვრობდა. მოპასუხე ი-----------------–---–ს არასოდეს ჰქონია სურვილი ბავშვს მასთან ეცხოვრა. ბავშვის მამას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, იგი ცხოვრობს ქირით. ა-–-----------------ას კი აქვს მუდმივი საცხოვრებელი ბინა. ამ ეტაპზე ბავშვი ძირითადად მარტოა სახლში, უყურადღებოდ, სკოლას ხშირად აცდენს, სწავლაში ჩამორჩება და მოკლებულია დედის მზრუნველობას. იმისათვის, რომ არასრულწლოვანმა ლ----------------–---–მა მიიღოს ნორმალური აღზრდა-განვითარება, განათლება, აუცილებელია, მის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს, დედის, ა-–-----------------ას, საცხოვრებელი ადგილი.
2.1. მოპასუხის პოზიცია (თავდაპირველი სარჩელით)
მოპასუხე ა-–-----------------ა არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და სურს არასრულწლოვანმა შვილმა იცხოვროს მასთან ერთად. მხარეთა შორის კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობაა, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მოსარჩელემ მოტყუებით წაუყვანა ბავშვი 2017 წლის სექტემბრის თვეში და მას შემდეგ აღარ აბრუნებს დედასთან. არასრულწლოვანი ლ----------------–---–ი ყოველთვის დედასთან ცხოვრობდა და ბავშვის მამას არასდროს სურდა მასთან ეცხოვრა ბავშვს.
2.2. მოპასუხის პოზიცია (შეგებებული სარჩელით)
მოპასუხე ი-----------------–---–ი არ ეთანხმება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას. არასრულწლოვანი ლ----------------–---–ი იზრდებოდა დედასთან, რომელიც მას აყენებდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, არ იჩენდა მის მიმართ სათანადო მზრუნველობას, რის გამოც, ბავშვმა მიატოვა დედის საცხოვრებელი ბინა და თავისი ნებით საცხოვრებლად გადავიდა მამასთან. ამჟამად, ბავშვს აქვს აღზრდის ნორმალური პირობები. თავად ბავშვის სურვილია, ცხოვრობდეს მამასთან და კატეგორიული წინააღმდეგობას აცხადებს, ურთიერთობა ჰქონდეს დედასთან. ამდენად, შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მესამე პირის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ლ----------------–---–ის ასაკის გათვალისწინებით, უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს არასრულწლოვანი ბავშვის სურვილს. იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვან ლ----------------–---–ს აქვს უნარი და გონებრივი შესაძლებლობა, თავისუფლად ჩამოაყალიბოს მისი ნება-სურვილი, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მისი სურვილი, თუ რომელ მშობელთან უნდა ცხოვრობდეს და რომელ მათგანთან უფრო უკეთესად, კომფორტულად გრძნობს თავს. სოციალური მუშაკის მიერ შეფასდა ორივე მხარის საცხოვრებელი პირობები. მომზადებული დასკვნის მიხედვით, ბავშვის მამასთან ბინაში მეტნაკლებად შექმნილია კეთილსაიმედო გარემო და არ გამოიკვეთა მამასთან ცხოვრების რაიმე დამაბრკოლებელი გარემო, რაც ზიანის მომტანი იქნებოდა არასრულწლოვანი ბავშვისათვის. სოციალური მუშაკი გაესაუბრა ბავშვს. ლ----------------–---–ის გადმოცემით, დედა ხშირად სცემდა უმიზეზოდ და ოჯახში ერთერთი კონფლიქტის დროს გაიქცა სახლიდან მამასთან. ბავშვს არ სურს დედის ნახვა. სოციალურ მუშაკთან საუბრისას ბავშვი იყო დათრგუნული, არ უყურებდა თვალებში. ბავშვის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ მისთვის შექმნილი იყოს აღზრდა-განვითარებისათვის სტაბილური გარემო და მშვიდი ემოციური ფონი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო თანახმაა, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ლ----------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, ი-----------------–---–ის, საცხოვრებელი ადგილი.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ი-----------------–---–ი და ა-–-----------------ა 2004 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთოვაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------ს, შეეძინათ შვილი, ლ----------------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ. 15).
4.1.2. მხარეები, ი-----------------–---–ი და ა-–-----------------ა აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, ი-----------------–---–ს არასრულწლოვანი შვილის, ლ----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150 (ას ორმცოდაათი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე N----------- 2014 წლის 12 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N---------- (ს.ფ. 16-24);
4.1.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით, ა-–-----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ლ----------------–---–ისა და ი----------------–---–ის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე გარდაბნის რაიონი, ს------–------–------------------------------------------------ დადგინდა გარდაბნის რაიონის, ს------–-----–---------–- მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდით N------------, აუქციონის გზით რეალიზაცია და აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა მხარეთა შორის განაწილდეს მათი წილების პროპორციულად;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, მხარეები, ლ----------------–---–ის კანონიერ წარმომადგენელი - დედა ა-–-----------------ა და ი----------------–---–ი შეთანხმდნენ შემდეგზე: მხარეები იღებენ ვალდებულებას, არასრულწლოვანი შვილის, ლ----------------–---–ის, სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, არ გაასხვისონ ლ----------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/5 წილი, მდებარე, გარდაბნის რ-ნი, სოფ. ა---–------------------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება, საქმე N--------- (ს.ფ. 25-32);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინება N---------- (131-135);
4.1.4. მხარეებს, ი-----------------–---–ს და ა-–-----------------ას შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოძალადე ი-----------------–---–ის მიმართ დამტკიცდა N------ შემაკავებელი ორდერი;
2014 წლის იანვრის თვეში, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში ა-–-----------------ას და ლ----------------–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმე N---------, 19.09.2009წ. შემაკავებელი ორდერი N------ (ს.ფ. 59-60);
- ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების მიერ 30.01.2014 წელს გაცემული ცნობა N------ (ს.ფ. 63);
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. არასრულწლოვანი ლ----------------–---–ი 2017 წლის სექტემბრის თვიდან ცხოვრობს მამასთან, ი-----------------–---–თან ამ უკანასკნელის დროებით საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, კ--------------------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- ფოტოსურათები (ს.ფ. 96-99);
4.2.2. არასრულწლოვანი ლ----------------–---–ი სწავლობს სსიპ ქ. თბილისის N-- საჯარო სკოლაში. იგი არის ნიჭიერი, დისციპლინირებული, მოწესრიგებული მოსწავლე. ლ----- კომუნიკაბელური ბავშვია, კეთილგანწყობილია მეგობრების მიმართ და თანაკლასელების მხრიდანაც პასუხად იგივე კეთილგანწყობას იღებს. იგი სკოლაში დადის ყოველთვის მოვლილი და სასკოლო ნივთები მოწესრიგებული აქვს. ლ-----ს მიმართ შენიშვნა მასწავლებლების ძირითად ნაწილს არ აქვს, მაგრამ ცალკეულ საგნებში არის შენიშვნები, როგორც სწავლის, ასევე მოწესრიგებულობის კუთხითაც;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ქალაქ თბილისის N-- საჯარო სკოლის მიერ 27.10.2017 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 95);
- სსიპ ქალაქ თბილისის N-- საჯარო სკოლის მიერ 30.11.2017 წელს გაცემული ცნობები (ს.ფ. 128-129);
4.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ შეფასდა მოსარჩელე ი-----------------–---–ის საცხოვრებელი პირობები. მისი ფაქტიური მისამართია - თბილისი, კ-------------------, სადაც მოსარჩელე მხარე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქირით. ბინა მდებარეობს იტალიურ ეზოში და შედგება ორი ოთახისაგან. ბინაში მეტნაკლებად შექმნილია ბავშვისთვის კეთილსაიმედო გარემო. ბავშვს აქვს საკუთარი საწოლი. ბავშვის ტანსაცმელი არის მოწესრიგებული. ბინაში შესასვლელ კიბეს არ აქვს მოაჯირი და არ არის უსაფრთხო, რაზეც მოხდა მითითება სოციალური მუშაკის მხრიდან. ი-----------------–---–ის გადმოცემით, აღნიშნულ ბინაში ის და მისი შვილი, ლ----------------–---–ი, არიან დროებით, რადგან გეგმავს სახლის აშენებას. მას აქვს მიწის ნაკვეთი და მერიიდან ელოდება მშენებლობის ნებართვას, სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს ბინაში იმყოფებოდნენ ბავშვი, ლ----------------–---–ი, ი----------------–---–ი და ბავშვის მამიდა, თ--------------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 01 ნოემბერს გაცემული დასკვნა N----- (ს.ფ. 112);
4.2.4. ი-----------------–---–ი დასაქმებულია სასწრაფო დახმარების სამსახურში - 112-ში, სასწრაფოდ მძღოლად, ყოველ მეოთხე დღეს. ამ პერიოდში ბავშვთან რჩება ბავშვის მამიდა თ--------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 01 ნოემბერს გაცემული დასკვნა N----- (ს.ფ. 112);
4.2.5. ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ შეფასდა მოპასუხე ა-–-----------------ას საცხოვრებელი პირობები. იგი მარტო ცხოვრობს მის კუთვნილ ბინაში მისამართზე ქ. თბილისი, მ-------------------------------------- ბინა არის მცირე ზომის ერთ ოთახიანი სამზარეულოსთან ერთად, მდებარე კორპუსში, არის სარემონტო და გაწყობილია ძველი ავეჯით. ოჯახს მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ა-–-----ს სახლში აქვს შეფუთული ძველი ნივთები, რომლებიც მისი გადმოცემით მას ესაჭიროება. ოჯახში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ა-–-----------------ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და ღებულობს სოციალურ დახმარებას 130 ლარს. ა-–-----------------ას პირველი რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავს შვილი - ა--------ა დ---ო (დაბადებული 13.06.1992 წელს) ა--------ა გათხოვილია სოფელში. მასთან უთანხმოება აქვს ა-–-----------------ას.
ლ----------------–---–ზე უარყოფითად მოქმედებს მშობლებს შორის დაძაბული კონფლიქტური ურთიერთობა. მას აღენიშნებოდა შფოთი, გაღიზიანება და ძილის დარღვევა. ა-–-----------------ას გადმოცემით, იგი მამას არ უშლიდა შვილთან ურთიერთობას, რადგან სურდა ბავშვს არ დაეკარგა მამა. 2017 წლის სექტემბრიდან ლ----------------–---–ი ცხოვრობს მამასთან, ი----------------–---–თან, ნაქირავებ ბინაში. მამა ბავშვს აქეზებს დედის წინააღმდეგ და უყალიბებს უარყოფით დამოკიდებულებას მის მიმართ. ა-–----- განიცდის და მიიჩნევს, რომ მამა ამ ეტაპზე ბავშვს ზრდის ურეჟიმოდ, არ ატარებს სტაბილურად სკოლაში და დედას უშლის შვილთან ურთიერთობას, ტელეფონზე კონტაქტს. დედა ცდილობს შვილთან ურთიერთობას, მაგრამ იმდენად შეცვლილია ლ----------------–---–ი, რომ დედა ვერ ახერხებს მასთან სტაბილურ ურთიერთობას. დედა ასევე ვერ ახერხებს სკოლაში ლ-----სთან კონტაქტს, რადგან ამბობს, რომ სკოლაში მამა დარაჯობს ბავშვს. ა-–-----ს გადმოცემით, ი----------------–---–ი არის არასტაბილური ფსიქიკის ადამიანი, ღებულობს ალკოჰოლურ სასმელებს და იგი მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ჯანსაღ განვითარებაზე. არასრულწლოვანს ასაკთან გათვალისწინებით ესაჭიროება განსაკუთრებული აღზრდა და მიდგომა. მას მოსწონს მამის საჩუქრები და თავისუფლება.
სოციალური მუშაკის შეფასებით, მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტი, წლებია უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ლ----------------–---–ი, რომელიც დედასთან იზრდებოდა და უყვარდა დედა, ამ ეტაპზე გაურბის დედასთან ცხოვრებას და ურთიერთობას. ა-–-----მ ლ-----ს გაუგზავნა მისი კუთვნილი ნივთები, რადგან ამ ეტაპზე ვერ მიაღწია, ბავშვმა იცხოვროს მასთან, თუმცა შემდეგში აქვს იმედი, რომ შვილს დაიბრუნებს. ა-–-----მ განაცხადა სოციალურ მუშაკთან, რომ იგი ლ-----ს შეხებია ხელით, რადგან პერიოდულად ლ-----ს არ სურდა სწავლა. მამამ ბავშვს მისი უარყოფითი ქცევებით თავიდანვე დაუზიანა ფსიქოლოგია და ა-–-----ს მიაჩნია, რომ ბავშვს ესაჭიროება ფსიქოლოგის კონსულტაცია. ა-–-----------------ას სტაბილურ შემოსავალს შეადგენს სოციალური დახმარება. იგი ასევე, პერიოდულად ალაგებს სახლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2017 წლის 14 ნოემბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 110-111).
- 30.05.2018 წელს გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 202);
4.2.6. არასრულწლოვან ლ----------------–---–ს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მას 2014 წლის 05 თებერვალს დაუდგინდა დიაგნოზი - ნევროზული აშლილობა და დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა. შპს ქ. თბილისის N-- მოზრდილთა პოლიკლინიკის მიერ 2016 წლის 02 ნოემბერს ჩატარებული კვლევის თანახმად, მას აღენიშნებოდა გამოხატული ვალგუსური დეფორმაცია;
2015 წლის 14 დეკემბერს, ლ----------------–---–ს შპს ქ. თბილისის N-- მოზრდილთა პოლიკლიკაში დაუფინანსდა რეაბილიტაცია. აგრეთვე, საქალაქო სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი ,,უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში - ქვეპოგრამის ფარგლებში, ლ----------------–---–ი, 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოადგენდა ბენეფიციარს 7 თვის ვადით. ასევე, ჩართული იყო პროგრამის ბენეფიციარად, 2017 წლის 1 მარტიდან 3 თვის ვადით, ხოლო 2017 წლის 1 დეკემბრიდან, არასაპატიო გაცდენების გამო, გაუქმდა ბენეფიციარის სტატუსი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).
- შპს მ---- პოლიკნიკის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 68);
- შპს ,,ქ. თბილისის N-- მოზრდილა პოლიკნიკის“ 02.11.2016 წელს გაცემული მენჯის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია (ს.ფ. 69);
- ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ 29.03.2018 წლის მიმართვა (ს.ფ. 203);
4.2.7. არასრულწლოვან ლ----------------–---–ს 2018 წელს, ს------–----------------–--------------ს პოლიკლინიკაში ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაცია. მას დაუდგინდა - ბავშვთა ემოციური აშლილობა. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, იმყოფება ნევროპათოლოგის, პედიატრის და ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩაკეტილია თავის თავში, ერიდება თანატოლებთან ურთიერთობას, ზოგჯერ აგრესიულია, ჯიუტია. აღენიშნება ტანდეგობის დარღვევა. ბავშვის მამა ასრულებს ექიმების დანიშნულებებს და რჩევა დარიგებებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ს------–----------------–--------------ს პოლიკლინიკის მიერ 24.01.2018 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს,.ფ. 130);
4.2.8. შპს ,---------–-----------------------–-------------------ს განცხადებით მიმართა ი----------------–---–მა, მისი არასრულწლოვანი შვილის, ლ----------------–---–ის, ფსიქოლოგიური კვლევის და ფსიქოლოგიური დასკვნის მომზადების თაობაზე. 2018 წლის 16 ივნისს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრ-პერსონას ოფისში გამოცხადდნენ მამა-შვილი. ბავშვი იყო მოვლილი, ეცვა სუფთად, სეზონის შესატყვისად, მოწესრიგებულად. სწავლობს ქ. თბილისის 9--- საჯარო სკოლაში. მამის გადმოცემით ზარმაცობს, სწავლის მოტივაცია არა აქვს. სომატური ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნება. სრულფასოვნად ფლობს რუსულ ენას და ასევე კომუნიკაცია ქართულ ენაზე თავისუფლად შეუძლია. ბავშვის და მამის ურთიერთობაში შეინიშნებოდა თბილი, მეგობრული, მზრუნველი დამოკიდებულება და მხარდაჭერითი კონტაქტი ერთმანეთის მიმართ. მამა პიროვნულად გაწონასწორებულია, მოსიყვარულე, ავლენს სითბოს ბავშვის მიმართ. არასრულწლოვანი ლ----- საუბრისას კატეგორიულად უარყოფს მამის და მამიდის მხრიდან მასზე ემოციურ ზეწოლას ან რაიმე სახის ძალადობის ფაქტს. იმასაც აღნიშნავს, რომ დედა მასზე ფიზიკურად ძალადობდა. მას შემდეგ აქვს შიშის განცდები. დედა ყვირილს და შეურაცხყოფასაც ხშირად მიმართავდა ბავშვთან ურთიერთობისას. საუბრობს ძირითადად რუსულ ენაზე. მიმართვები ქართულადაც ესმის. მეტყველება გამართული, შინაარსობრივად გასაგები. სოციალურ ფუნქციონირებას ადექვატურად ახერხებს. აქვს კომუნიკაციის უნარი. სოციუმში ინტეგრირებულია. ემოციურად ლ----------------–---–ი არის დათრგუნული, დეპრესიული. აღენიშნება შეკავებული აგრესიული ტენდეციები;
არასრულწლოვანს ესაჭიროება ფსიქოლოგთან ფსიქოკორექციული მუშაობა თვითშეფასების ამაღლების, მისი პოზიტიური რესურსების აქტივაციის მიზნით. ნევროზული სიმპრომატიკის თავიდან ასაცილებლად ბავშვს ესაჭიროება სტაბილური, უსაფრთხო, დაცული ოჯახური გარემო. ფსიქიკის ჰარმონიული განვითარების, უსაფრთხო მიჯაჭვულობის უზრუნველყოფის და განშორების შფითვითი აშლილობის და სხვა ქცევითი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია, ლ----------------–---–ი საცხოვრებლად იყოს მისთვის მისაღებ თბილ, მოსიყვარულე ოჯახურ გარემოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,---------–-----------------------–-------------------ს ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნა (ს.ფ. 176-178);
4.2.9. ა-–-----------------ამ მიმართა ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლს ,,დიალოგი,“ შვილის, ლ----------------–---–ის, ფსიქოლოგიური კვლევისა და ფსიქოლოგიური დასკვნის მომზადების თაობაზე. დანიშნულ დროს, მამა-შვილი გამოცხადნენ კონსულტაციაზე. მამის გადმოცემით, არ უნდა დააშოროს დედა-შვილი, თუმცა ბავშვს თავად არ სურს დედასთან ურთიერთობა და შესაბამისად, ის ბავშვის ინტერესებს და სურვილებს ითვალისწინებს. დაგეგმილი იყო ბავშვთან გასაუბრება და ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარება, რომელიც ვერ მოხერხდა, რადგან ბავშვი არ გამოვიდა კონტაქტზე ფსიქოლოგის მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად. მოგვიანებით, დედა მოვიდა ოფისში, რის შესახებაც მამამ აცნობა ლ-----ს. ამის გაგებისთანავე, ბავშვი გაიქცა ოთახიდან, ახსნა, რომ მას არ სურდა დედის ნახვა. მამამ რამდენჯერმე უარყოფით კონტექსტში ბავშვის თანდასწრებით ახსენა დედა, ა-–-----------------ა. ფსიქოლოგისგან მიიღო რეკომენდაცია, რომ მსგავსი ტიპის საუბრებმა შეიძლება ბავშვის მხრიდან დედის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას შეუწყოს ხელი. შემდეგ შეხვედრაზე მამა-შვილი არ გამოცხადნენ. მამამ სატელოფონო საუბრისას დაადასტურა, რომ ლ-----ს არ აქვს სურვილი მივიდეს ფსიქოლოგთან ვიზიტზე.
ლ----------------–---–ის ზოგადი ემოციური ფონიდან გამომდინარე, რეკომენდირებულია, ბავშვთან ფსიქოთერაპიული მუშაობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფ-----------------------------–---–--------–-- მიერ 17.09.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 263);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. – 5.2. სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----------------–---–ის სარჩელი, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს, რაც გამორიცხავს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით ა-–-----------------ას მიერ აღძრული შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1199-ე, 1201-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. მოსარჩელე ი----------------–---–მა მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–---------------ს დაბადებული ლ----------------–---–ის, საცხოვრებელ ადგილად მამის, ი----------------–---–ის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლებამოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის შესაბამისად, “ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.” ამავე კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი-----------------–---–ი და ა-–-----------------ა 2004 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------ს, შეეძინათ შვილი, ლ----------------–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათ შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობაა. 2017 წლის სექტემბრის თვემდე არასრულწლოვანი ლ----------------–---–ი ცხოვრობდა დედასთან, ა-–-----------------ასთან, ხოლო სექტემბრის თვიდან იგი ცხოვრობს მამასთან, ი----------------–---–თან მისამართზე - ქ. თბილისი, კ-------------------. მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, ლ----------------–---–ის, საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, ი----------------–---–ის საცხოვრებელი ადგილი.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი სამომავლო განვითარება და კეთილდღეობა.
ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ევროპული სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას გასათვალისწინებელ ელემენტებს შორის გამოყოფს ბავშვის შეხედულებებს და განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისათვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭება. სასამართლომ მიუთითა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს, ან არ ანიჭებს მის მოსაზრებას სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე „ ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განჩინებით საქმეში ჩაბმულ იქნა 2----–-–---------------ს დაბადებული არასრულწლოვანი ლ----------------–---–ი (ს.ფ. 136-140). მას სასამართლომ მოუსმინა სასამართლო სხდომაზე (2018 წლის 13 ივნისის სხდომა) მეურვეობისა მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით (თანდასწრებით). ლ----------------–---–მა განმარტა, რომ იგი სწავლობს სკოლაში, სადაც ჰყავს მეგობრები და სწავლობს მეტნაკლებად დამაკმაყოფილებლად. ყველაზე მეტად უყვარს ინფორმატიკის საგანი. მას კარგი ურთიერთობა აქვს თავის დასთან. ლ----------------–---–ს დედა მასთან ცხოვრების პერიოდში ექცეოდა საკმაოდ მკაცრად. უმიზეზოდ სჯიდა, უყვიროდა და საკმაოდ ხშირად სცემდა. არასრულწლოვანი კატეგორიულ უარს აცხადებს დედასთან, ა-–-----------------ასთან დაბრუნებაზე და ასევე, არ სურს მისი ნახვა, მასთან ურთიერთობა. ლ----------------–---–ი დედასთან დაკავშირებით რაიმე დადებით ფაქტს ვერ იხსენებს. მართალია, მამაც სჯის არასრულწლოვანს, თუმცა ლ-----ს განმარტებით, მამა სამართლიანი და ყოველთვის იმსახურებს მის საყვედურს. არასრულწლოვანი მიუთითებს, რომ მამასთან პერიოდულად მოდიან სტუმრები, თუმცა თითონ არ წუხდება ამით. არასრულწლოვანი ლ----------------–---–ი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობს მამასთან და კატეგორიულად არ უნდა დაბრუნდეს დედასთან (2018 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი, ს.ფ. 152-172);
ბავშვის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია ორივე მშობლის ჩართულობა ბავშვის სოციალიაზაციის საკითხებში ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ლ----------------–---–ის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს წარმოადგენს მამის საცხოვრებელი ადგილი, სადაც განხორციელდა სოციალური სამსახურის წარმომადგენლის ვიზიტი. მამა-შვილის ფაქტიური მისამართია - თბილისი, კ-------------------, სადაც მოსარჩელე მხარე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქირით. ბინა მდებარეობს იტალიურ ეზოში და შედგება ორი ოთახისაგან. ბინაში მეტნაკლებად შექმნილია ბავშვისთვის კეთილსაიმედო გარემო. ბავშვს აქვს საკუთარი საწოლი. ბავშვის ტანსაცმელი არის მოწესრიგებული. ი-----------------–---–ის გადმოცემით, აღნიშნულ ბინაში ის და მისი შვილი, ლ----------------–---–ი არიან დროებით, რადგან გეგმავს სახლის აშენებას. სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს ბინაში იმყოფებოდნენ ბავშვი, ლ----------------–---–ი, ი-----------------–---–ი და ბავშვის მამიდა, თ--------------–---–ი. სოციალური მუშაკი ასევე გაესაუბრა ბავშვს. მისი გადმოცემით, დედა ხშირად სცემდა მას უმიზეზოდ და ერთერთი კონფლიქტის დროს იგი სახლიდან გაიქცა. ბავშვს არ სურს დედის ნახვა. საუბრისას ბავშვი იყო დათრგუნული და არ უყურებდა მას თვალებში. მისი პასუხები იყო აგრესიული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ბავშვისთვის საცხოვრებელი განისაზღვროს იქ, სადაც მისთვის შექმნილი იქნება აღზრდა-განვითარებისათვის სტაბილური გარემო და მშვიდი ემოციური ფონი.
სოციალური სამსახურის მიერ შეფასდა ასევე დედის, ა-–-----------------ას საცხოვრებელი გარემო. დადგენილია, რომ იგი მარტო ცხოვრობს მის კუთვნილ ბინაში მისამართზე ქ. თბილისი, მ-------------------------------------- ბინა არის მცირე ზომის ერთ ოთახიანი სამზარეულოსთან ერთად, მდებარე კორპუსში, არის სარემონტო და გაწყობილია ძველი ავეჯით. ოჯახს მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ა-–-----ს სახლში აქვს შეფუთული ძველი ნივთები, რომლებიც, მისი გადმოცემით, მას ესაჭიროება. ოჯახში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მოპასუხე მხარის სახლში მეტ-ნაკლებად ნომრმალური პირობებია. ა-–-----------------ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას 130 ლარს, რაც წარმოადგენს მის სტაბილურ შემოსავალს. მოპასუხე პერიოდულად ალაგებს სახლებსაც. ალიონე ნევედროვას არ აქვს კარგი ურთიერთობა მის პირველ შვილთან, ა--------ა დ---ოსთან (დაბადებული 13.06.1992 წელს).
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ლ----------------–---–ი სწავლობს სსიპ ქ. თბილისის N-- საჯარო სკოლაში. იგი არის ნიჭიერი, დისციპლინირებული, მოწესრიგებული მოსწავლე. ლ----- კომუნიკაბელური ბავშვია, კეთილგანწყობილია მეგობრების მიმართ და თანაკლასელების მხრიდანაც პასუხად იგივე კეთილგანწყობას იღებს. იგი სკოლაში დადის ყოველთვის მოვლილი და სასკოლო ნივთები მოწესრიგებული აქვს. არასრულწლოვანი დამატებით სხვა აქტივობებში არ იღებს მონაიწლეობას. იგი აღნიშნულთან დაკავშირებით სურვილს არ გამოთქვამს. ასევე, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, მას 2014 წლის 05 თებერვალს დაუდგინდა დიაგნოზი - ნევროზული აშლილობა და დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა. შპს ქ. თბილისის N-- მოზრდილთა პოლიკლინიკის მიერ 2016 წლის 02 ნოემბერს ჩატარებული კვლევის თანახმად, მას აღენიშნებოდა გამოხატული ვალგუსური დეფორმაცია. ასევე, 2018 წელს ს------–----------------–--------------ს პოლიკლინიკაში მას ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაცია. მას დაუდგინდა - ბავშვთა ემოციური აშლილობა. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, იმყოფება ნევროპათოლოგის, პედიატრის და ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩაკეტილია თავის თავში, ერიდება თანატოლებთან ურთიერთობას, ზოგჯერ აგრესიულია, ჯიუტია. აღენიშნება ტანდეგობის დარღვევა. ბავშვის მამა ასრულებს ექიმების დანიშნულებებს და რჩევა - დარიგებებს.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ, ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მათი ცხოვრების წესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, განსაზღვროს თუ არა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილი და ბავშვის უფლებებთან მიმართებით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება რამდენად შეესაბამება ინდივიდუალურად ლ----------------–---–ის უპირატეს ინტერესებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ საკითხის მსჯელობისას, მნიშვნელოვანია თავად ბავშვის დამოკიდებულება გადასაწყვეტი საკითხის მიმართ. არასრულწლოვანმა ლ----------------–---–მა ნათლად მიუთითა, რომ საცხოვრებლად სურს დარჩეს მის ამჟამინდელ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას, მამასთან, ი----------------–---–თან. როგორც ზემოთ აღინიშნა, არასრულწლოვანი ცხოვრობს თბილისში, კ--------------------ში. მართალია, აღნიშნული საცხოვრებელი წარმოადგენს დროებით ადგილსამყოფელს, თუმცა ბავშვი გასაგებად, ნათლად და გარკვევით აყალიბებს პოზიციას, რომ მას სურს ცხოვრობდეს მამასთან ერთად და არ უნდა არათუ დედასთან, ა-–-----------------ასთან საცხოვრებლად გადასვლა, არამედ დედის ნახვა, მას დედასთან ურთიერთობა აშინებს. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას, არასრულწლოვანი ლ----------------–---–ი თავს გრძნობს კომფორტულად, მამის მიერ უზრუნველყოფილია უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოთი, ზრუნვით და საცხოვრებელი პირობებით.
მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ი----------------–---–ი დასაქმებულია სასწრაფო დახმარების სამსახურში - 112-ში, სასწრაფოდ მძღოლად, ყოველ მეოთხე დღეს. ამ პერიოდში ბავშვთან რჩება ბავშვის მამიდა, თ--------------–---–ი.
სასამართლო მოცემული დავის გადაწყვეტისას ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, ბავშვის და მამის ურთიერთობაში შეინიშნებოდა თბილი, მეგობრული, მზრუნველი დამოკიდებულება და მხარდაჭერითი კონტაქტი ერთმანეთის მიმართ. მამა პიროვნულად გაწონასწორებულია, მოსიყვარულე, ავლენს სითბოს ბავშვის მიმართ. არასრულწლოვანი ლ----- საუბრისას კატეგორიულად უარყოფს მამის და მამიდის მხრიდან მასზე ემოციურ ზეწოლას ან რაიმე სახის ძალადობის ფაქტს. იმასაც აღნიშნავს, რომ დედა მასზე ფიზიკურად ძალადობდა. მას შემდეგ აქვს შიშის განცდები. დედა ყვირილს და შეურაცხყოფასაც ხშირად მიმართავდა ბავშვთან ურთიერთობისას. ბავშვის მეტყველება გამართული და შინაარსობრივად გასაგებია. ემოციურად ლ----------------–---–ი არის დათრგუნული, დეპრესიული. აღენიშნება შეკავებული აგრესიული ტენდეციები, რის გამოც, მას ესაჭიროება ფსიქოლოგთან ფსიქოკორექციული მუშაობა, თვითშეფასების ამაღლების, მისი პოზიტიური რესურსების აქტივაციის მიზნით. ნევროზული სიმპტომატიკის თავიდან ასაცილებლად ბავშვს ესაჭიროება სტაბილური, უსაფრთხო, დაცული ოჯახური გარემო. ფსიქიკის ჰარმონიული განვითარების, უსაფრთხო მიჯაჭვულობის უზრუნველყოფის, განშორების შფოთვითი აშლილობის და სხვა ქცევითი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია, ლ----------------–---–ი საცხოვრებლად იყოს მისთვის მისაღებ თბილ, მოსიყვარულე ოჯახურ გარემოში.
რაც შეეხება დედის, ა-–-----------------ას, მოთხოვნის საფუძველზე ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიზნით, ფ-----------------------------–---–--------–---------–----ს“ მიერ ვერ მოხერხდა ბავშვთან გასაუბრებაც კი. ვინაიდან, თავად ლ----------------–---–ი არ გამოვიდა კონტაქტზე და არ ისურვა განმეორებით ვიზიტზე მისვლა, ხოლო დედის მოსვლის დროს, არასრულწლოვანი ოთახიდან გაიქცა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არასრულწლოვანი ლ----------------–---–ის გართულებული ფსიქო-ემოციური ფონის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს უპირატესად მისი ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით. გარემო ხელს უნდა უწყობდეს მისი თვითშეფასების ამაღელბას, ემოციების ნორმალიზაცია-სტაბილიზაციას, სწავლის და სოციალური ფუნქციონირების ხარისხის ზრდას. სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციასაც არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას, თანაბარი ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილთან, მაგრამ, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, არასრულწლოვანი ლ----------------–---–ის ჭეშმარიტი ინტერესების და სოციალური სამსახურის (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) პოზიციის გათვალისწინებით, მისი საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს მამის, ი----------------–---–ის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბავშვისთვის ორივე მშობელი არის რესუსი და მათ შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულებები, მათი ბავშვის მიმართ უპირობო სიყვარული, მისი აზრის პატივისცემა და გათვალისწინება ბავშვის ფსიქიკის ჰარმონიული განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი პირობაა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ლ-----ს დამოკიდებულება დედასთან, ა-–-----------------ასთან, ამ ეტაპზე გამორიცხავს ბავშვის დედასთან ცხოვრების შესაძლებლობას. ამჟამად, ბავშვის დედასთან ცხოვრება უკიდურესად უარყოფით გავლენას იქონიებს ლ----------------–---–ის ისედაც გართულებული ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
7.2. ა-–-----------------ა წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით მოითხოვს არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–---------------ს დაბადებული ლ----------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად, დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და მიუთითებს, რომ მას მამისგან განსხვავებით აქვს მუდმივი ადგილსამყოფელი, საცხოვრებელი ბინა.
ი----------------–---–ის თავდაპირველ სარჩელთან მიმართებით მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებს იზიარებს სასამართლო ა-–-----------------ასთან შეგებებულ სარჩელთან მიმართებითაც. ამასთან, ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთხელ არასრულწლოვან ლ----------------–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობაზე.
მშობლები უნდა ცდილობდნენ უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის მშვიდი გარემო. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და არაერთხელ აღინიშნა, რომ არასრულწლოვანი ლ----------------–---–ი თავისი ნებით ცხოვრობს 2017 წლის სექტემბრის თვიდან მამასთან და იგი კატეგორიულ უარს აცხადებს დედასთან დაბრუნებაზე. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ გამოსაკვლელია თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. აღნიშნული დავის გადაწყვეტის დროს მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად უსაფრთხო გარემოში იზრდება, ხომ არ ემუქრება რაიმე საფრთხე მის ინტერესს რომელიმე მშობლის მხრიდან. არასრულწლოვნის დედამ, ა-–-----------------ამ როგორც სოციალური მუშაკთან საუბრისას, ასევე საქმის განხილვის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ იგი ბავშვს ფიზიკურად აგრესიულად ეხებოდა, თუკი ბავშვს ეზარებოდა სწავლა, თუმცა, მისი აღნიშნული დამოკიდებულება შვილის მიმართ გაუმართლებელია და უარყოფითად მოქმედებს ბავშვის სწორად აღზრდის პროცესზე.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ი-----------------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილება არასრულწლოვანი ლ----------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად მამის, ი-----------------–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა გამორიცხავს ა-–-----------------ას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, შეგებებული სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ბავშვისთვის აუცილებელია იმყოფებოდეს იმ ადამიანების გარემოცვაში, სადაც დარწმუნდება მის მიმართ უპირობო სიყვარულში და აღზრდის არაძალადობრივ მიდგომებში, ბავშვისთვის არასტაბილური გარემოს შექმნით ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც საზიანოა არა მხოლოდ ბავშვის განვითარებისათვის, არამედ ხდება ბავშვის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების უგულებელყოფა. მშობელთა შორის თანამშრომლობა კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბავშვის სამომავლო კეთილდღეობას და სრულფასოვან განვითარებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მშობლებს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა მხოლოდ ზიანის მომტანია არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მეორე მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას რაიმე ფორმით. თავის მხრივ, ი-----------------–---–ი მოვალეა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყოს დედას, ამ უფლების განხორციელებაში.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ფსიქოლოგის შეფასების, ბავშვის ასაკის, მისი სურვილის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ა-–-----------------ას შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანი შვილისათვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ საქმეზე, მოსარჩელე ი----------------–---–ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი. შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად. ხოლო ა-–-----------------ას შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. არასრულწლოვანი ლ----------------–---–ის (დაბადებული 2----–-–---------------ს, პირადი №-----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, ი-----------------–---–ის (პირადი №-----------), საცხოვრებელი ადგილი.
3. ა-–-----------------ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. დაუბრუნდეს ი----------------–---–ს (პირადი №-----------) ლ---------------------ის (პირადი N-----------) მიერ 02/10/2017 წელს, სს თიბისი ბანკში - სახაზინო კოდი N300773150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარი.
5. ა-–-----------------ას, შეგებებულ სარჩელზე, ი-----------–---–ის (პირადი N-----------) მიერ 18/06/2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, 14 დღის განმავლობაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა