გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/30075-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 20-8 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივან თათია სახელაშვილი
მოსარჩელე: ან----------–---–ი
წარმომადგენელი: პა-----------ე
მოპასუხეები: ვლ-------------------ი, ზი----------–---–ი
დავის საგანი: საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს ქ. თბილისში, 9-------------ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0-6.0--) ან----------–---–ის, ვლ-------------------ისა და ზი----------–---–ის საზიარო უფლება უძრავი ნივთის ნატურით გაყოფის გზით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0-.05.20-8წ. N--------- დასკვნის შესაბამისად, კერძოდ, ან----------–---–ს გამოეყოს ექსპერტიზის დასკვნის N2 და N3 დანართებზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი N3 ფართით 425 კვ.მ. და მასზე მდგომი 0-/1 შენობა-ნაგებობა ფართით 95,22 კვ.მ., ვლ-------------------ს გამოეყოს ექსპერტიზის დასკვნის N2 და N3 დანართებზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი N1 ფართით 98 კვ.მ. და მასზე მდგომი 0-/1 შენობა-ნაგებობა ფართით 52,37 კვ.მ. და ზი----------–---–ს გამოეყოს ექსპერტიზის დასკვნის N2 და N3 დანართებზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი N2 ფართით 1-6 კვ.მ. და მასზე მდგომი 0-/1 შენობა-ნაგებობა 64,41 კვ.მ.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე და მოპასუხეები წარმოადგენენ ქ. თბილისში, 9-------------ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი სახლის) თანამესაკუთრეებს, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.0-6.0--;
აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს მხარეთა საზიარო უფლების საგანს, რომელიც მათ რეალურად გამიჯნული აქვთ შენობა-ნაგებობის ცალკეული ფართების ფაქტობრივი ფლობით, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი სამართლებრივ დონეზე ვერ აღწევენ შეთანხმებას.
სადავო საზიარო საგნის თვისობრივი და კონსტურქციული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ნატურით გაყოფა შესაძელებელია, რაც დასტურდება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით.
(იხ. განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ, ს.ფ. 29-38, 21.07.18 განჩინება უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებს ვლ-------------------სა და ზი----------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ზი----------–---–მა სარჩელი ცნო.
მოპასუხე ვლ-------------------ი არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ.თბილისში, 9-------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით ან----------–---–ს, ვლ-------------------სა და ზი----------–---–ს, კერძოდ ან----------–---–ს 40,93 კვ.მ., ზი----------–---–ს 61.46 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, 36.44 კვ.მ. სარდაფი და 13.08 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის უკან მხარეს, ხოლო ვლ-------------------ს საერთო ფართი 38.18 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 44-45).
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 0- მაისის დასკვნით, ,,ქ--–--------–--–---------------------ში, მდებარე სახლთმფლობელობის გაყოფა იზოლირებულად, დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე, წარმოდგენილი გამიჯვნის გეგმებისა და თანამესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული ფართების შესაბამისად შესაძლებელია ისე როგორც ეს დანართ N2 და N3-ზე აღნიშნული“.
ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით ადგილზე დათვალიერებულ იქნა ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება, შესწავლილ იქნა ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტაცია რის შედეგადაც დადგინდა, რომ ასეთი გაყოფის შემთხვევაში მ-----–---------–--ლს (უფლებამონაცვლე ან----------–---–ი) იზოლირებულად შესაძელებელია გამოეყოს მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართები. კერძოდ, შენობა-ნაგებობიდან დანართ N3-ზე თეთრი ფერით აღნიშნული 95.22 კვ.მ. ფართი, ხოლო მიწის ნაკვეთიდან დანართ N2-ზე წითელი ფერით აღნიშნული ნაკვეთი N3 ფართით 425 კვ.მ.; თი----------–---–ს, იზოლირებულად შესაძლებელია გამოეყოს მის მეირ ფაქტობრივად დაკავებული ფართები, კერძოდ შენობა-ნაგებობიდან დანართ N3-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 64,41 კვ.მ. ფართი, ხოლო მიწის ნაკვეთიდან დანართ N2-ზე ლურჯი ფერით აღნინული ნაკვეთი N2 ფართით 1-6 კვ.მ.; ვლ-------------------ს, შესაძლებელია გამოეყოს მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართები, კერძოდ შენობა-ნაგებობიდან დანართ N3-ზე მწვანე ფერით აღნიშნული 52,37 კვ.მ. ფართი, ხოლო მიწის ნაკვეთიდან დანართ N2-ზე მწვანე ფერით აღნიშნული ნაკვეთის N1 ფართით 98 კვ.მ.;
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ასეთი გაყოფის შემთხვევაში საჭირო იქნება ამოშენდეს და მოეწყოს დანართ N3-ზე წითელი ფერით აღნიშნული ფანჯრის ღიობი.
ამავე დასკვნაში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ ქალაქ თბილისში, 9----------------ში, მდებარე მიწის ნაკვეთის, ზემოაღნიშნული გამიჯვნის გეგმით გაყოფის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყოფილმა მიწის ნაკვეთებმა შეიძინონ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ 20-6 წლის 24 მაისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N14-39 დადგენილების თავი IV. მუხლი 26-ის ,,მიწის ნაკვეთის გამიჯვნა“ მოთხოვნის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 0- მაისის დასკვნა (ს.ფ. 30-38);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ან----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 964-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილი. აღნიშნული დებულების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამასთან, საკუთრება წარმოადგენს პირთა აბსოლუტურ უფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქონების ამა თუ იმ პირზე კუთვნილებას უნდა აცნობიერებდეს არა მარტო ამ ნივთის მფლობელი, არამედ ყველა დანარჩენი მესამე პირი. ეს წინაპირობები აუცილებელია იმისათვის, რათა მესაკუთრემ შეძლოს ქონებასთან თავისუფალი ურთიერთობების განხორციელება.
სასამართლო განმარტავს, რომ ნივთზე საერთო საკუთრების არსებობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების შეზღუდვას და დაკნინებას. თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა - სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით. საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით (სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი), ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია - საზიარო საგნის რეალიზაციით (სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის, ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით არ წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას. აღნიშნულ უფლებას მესაკუთრე იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარწმუნოდ დაადასტურებს ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას. ამდენად, საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა გაუქმდეს ან----------–---–ს, ვლ-------------------სა და ზი----------–---–ს შორის საზიარო უფლება ნატურით გაყოფის გზით.
6.2. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სადავო საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ „საზიარო უფლების გაუქმება კანონით გარანტირებული უფლებაა. იგი მესაკუთრის აბსოლუტურ უფლებათა რანგშია აყვანილი იმ თვალსაზრისით, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადას არ ექვემდებარება, ამასთან, პატივსადები ინტერესის არსებობის შემთხვევაში მისი მოთხოვნა მაშინაც შეიძლება, როდესაც შეთანხმებით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით გამორიცხულია. კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება)“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სუსგ, საქმე №ას-1148-1094-20-4, 19 მარტი, 20-5 წელი).
6.3. მოცემულ შემთხვევაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 0- მაისის დასკვნით, ,,ქ--–--------–--–---------------------ში, მდებარე სახლთმფლობელობის გაყოფა იზოლირებულად, დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე, წარმოდგენილი გამიჯვნის გეგმებისა და თანამესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული ფართების შესაბამისად შესაძლებელია ისე როგორც ეს დანართ N2 და N3-ზე აღნიშნული“.
ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით ადგილზე დათვალიერებულ იქნა ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება, შესწავლილ იქნა ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტაცია რის შედეგადაც დადგინდა, რომ ასეთი გაყოფის შემთხვევაში მ-----–---------–--ლს (უფლებამონაცვლე ან----------–---–ი) იზოლირებულად შესაძელებელია გამოეყოს მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართები. კერძოდ, შენობა-ნაგებობიდან დანართ N3-ზე თეთრი ფერით აღნიშნული 95.22 კვ.მ. ფართი, ხოლო მიწის ნაკვეთიდან დანართ N2-ზე წითელი ფერით აღნიშნული ნაკვეთი N3 ფართით 425 კვ.მ.; თი----------–---–ს, იზოლირებულად შესაძლებელია გამოეყოს მის მეირ ფაქტობრივად დაკავებული ფართები, კერძოდ შენობა-ნაგებობიდან დანართ N3-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 64,41 კვ.მ. ფართი, ხოლო მიწის ნაკვეთიდან დანართ N2-ზე ლურჯი ფერით აღნინული ნაკვეთი N2 ფართით 1-6 კვ.მ.; ვლ-------------------ს, შესაძლებელია გამოეყოს მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართები, კერძოდ შენობა-ნაგებობიდან დანართ N3-ზე მწვანე ფერით აღნიშნული 52,37 კვ.მ. ფართი, ხოლო მიწის ნაკვეთიდან დანართ N2-ზე მწვანე ფერით აღნიშნული ნაკვეთის N1 ფართით 98 კვ.მ.;
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმება ხდება იმ მონაცემების გათვალისწინებით, რაც ასახულია უფლების დამდგენ დოკუმენტში (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). დადგენილია, რომ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, რის გამოც, შესაძლებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით. აღნიშნულს ადასტურებს ზემოთ დასახელებული მტკიცებულებაც (ექსპერტიზის დასკვნა). ამ პირობებში კი, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით და მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ფართების პროპორციულად, რაც წარმოადგენს კიდევაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას.
რაც შეეხება დასკვნაში ასახულ შენიშვნას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გამოყოფილმა მიწის ნაკვეთებმა შეიძინონ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი, სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული იმ ზონის ფარგლებში, სადაც ნორმატიულად მშენებლობა დაიშვება, შესაძლებელია არსებობდეს ტერიტორია, რომელიც თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მშენებლობისათვის ვერ იქნება გამოყენებული, მაგალითად, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებისა და წესების, აგრეთვე მიწათსარგებლობის გეგმების მოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც თავისი მახასიათებლებით (ფართობი, კონფიგურაცია) არ შეესაბამება ზონის განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებს და შესაბამისობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, იძენს განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სტატუსს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო ტერიტორიებისათვის დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყება ადგენს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ინდივიდუალურ პარამეტრებს, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიის ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას, არ უნდა ლახავდეს მესაკუთრეთა და საზოგადოებრივ ინტერესებს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-6 წლის 24 მაისის დადგენილებით №14-39 დამტკიცებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (შემდგომში – განაშენიანების რეგულირების წესები) შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 20-4 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების (შემდგომში – განაშენიანების ძირითადი დებულებები) მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით 20-9 წლის 3 ივნისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 24.06.2005, მუხ. 186), თუმცა არც დღეის მდგომარეობით მოქმედი (მუხლი 32) და არც ასამოქმედებელი ნორმები (მუხლი 69) არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ არქიტექტურის სამსახური/შესაბამისი სამსახური ყველა შემთხვევაში ვალდებულია, განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო ტერიტორიებისათვის დაადგინოს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ინდივიდუალურ პარამეტრები. ამგვარი პარამეტრების დადგენის საშუალებას მიწის ნაკვეთი უნდა იძლეოდეს, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უფლებამოსილი ორგანო მოთხოვნის განხილვის ფარგლებში ამოწმებს კონკრეტულ ნაკვეთზე არა ზოგადად პარამეტრების დადგენის შესაძლებლობას, არამედ, აფასებს მხარის მიერ განცახადებაში მითითებული სამშენებლო პირობების განსაზღვრის შესაძლებლობას. ისეთ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი არ იძლევა მშენებლობის საშუალებას, ადმინისტრაციული ორგანო უარს ეუბნება განმცხადებელს პირობების დადგენაზე. რასაკვირველია, ადმინისტრაციული აქტი უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, ზუსტი მითითებით, ამ ნაკვეთზე საერთოდ მშენებლობაა შეუძლებელი, თუ კონკრეტული სამშენებლო პროექტის განხორციელება.
გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს, რომ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს განცხადებით მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის შემდგომი სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შესაბამისობის დადგენის თაობაზე.
შესაბამისად სახეზე არ გვაქვს იმგვარი ფაქტობრივი მოცემულობა, რაც საზიარო საგნის ნატურით გამოყოფას გამორიცხავდა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისში, 9----------------ში მდებარე სახლთმფლობელობის გაყოფა იზოლირებულად, დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე შესაძლებელია, ისე როგორც ეს სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 0- მაისის ექსპერტიზის დაკსვნაშია მოცემული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ, სახეზეა, სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, უნდა გაუქმდეს ქ. თბილისში, 9-------------ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0-6.0--) ან----------–---–ის, ვლ-------------------ისა და ზი----------–---–ის საზიარო უფლება უძრავი ნივთის ნატურით გაყოფის გზით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0-.05.20-8წ. N--------- დასკვნის შესაბამისად, კერძოდ, ან----------–---–ს გამოეყოს ექსპერტიზის დასკვნის N2 და N3 დანართებზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი N3 ფართით 425 კვ.მ. და მასზე მდგომი 0-/1 შენობა-ნაგებობა ფართით 95,22 კვ.მ., ვლ-------------------ს გამოეყოს ექსპერტიზის დასკვნის N2 და N3 დანართებზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი N1 ფართით 98 კვ.მ. და მასზე მდგომი 0-/1 შენობა-ნაგებობა ფართით 52,37 კვ.მ. და ზი----------–---–ს გამოეყოს ექსპერტიზის დასკვნის N2 და N3 დანართებზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი N2 ფართით 1-6 კვ.მ. და მასზე მდგომი 0-/1 შენობა-ნაგებობა 64,41 კვ.მ.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი (ს.ფ. 21).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო. შესაბამისად, ან----------–---–ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ან----------–---–ის სარჩელი მოპასუხეების ვლ-------------------ისა და ზი----------–---–ის მიმართ ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქ. თბილისში, 9-------------ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0-6.0--) ან----------–---–ის, ვლ-------------------ისა და ზი----------–---–ის საზიარო უფლება უძრავი ნივთის ნატურით გაყოფის გზით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0-.05.20-8წ. N--------- დასკვნის შესაბამისად - ან----------–---–ს გამოეყოს ექსპერტიზის დასკვნის N2 და N3 დანართებზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი N3 ფართით 425 კვ.მ. და მასზე მდგომი 0-/1 შენობა-ნაგებობა ფართით 95,22 კვ.მ., ვლ-------------------ს გამოეყოს ექსპერტიზის დასკვნის N2 და N3 დანართებზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი N1 ფართით 98 კვ.მ. და მასზე მდგომი 0-/1 შენობა-ნაგებობა ფართით 52,37 კვ.მ. და ზი----------–---–ს გამოეყოს ექსპერტიზის დასკვნის N2 და N3 დანართებზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი N2 ფართით 1-6 კვ.მ. და მასზე მდგომი 0-/1 შენობა-ნაგებობა 64,41 კვ.მ.
3. ან----------–---–ს დაუბრუნდეს პა-----------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120.00 ლარი.
(გადახდის თარიღი - 0-/11/20-7; საგადასახადო დავალება #0; გადამხდელი - პა-----------ე; გადამხდელის ბანკი - სს ,,თ-----------“; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი