გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
120210118002473534
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2473534-2/430-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

3 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

 

მოსარჩელე - მ----ა პ--------ე

წარმომადგენელი - ა----- ს--------–---–ი

 

მოპასუხე - თ------ ტ-------ე, ნ--- ფ--------ე

წარმომადგენელი - დ----- ნ------ე

 

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ----ა პ--------ე ცნობილი იქნეს, ბ---------ის რაიონი სოფელ ც--–ი მდებარე 60 კვ.მ. საცხოვრებელ სახლის და 0.3 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2--- წლის 21 სექტემბრის და 2--- წლის 29 სექტემბრის სანოტარო აქტები - N1-------- და N1-------- სამკვიდრო მოწმობები.

1.3. გაუქმდეს თ------ ტ-------ის და ნ--- ფ--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე ბ---------ის რაიონი სოფელი ც---.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მ------ ე-------ს ასული ტ-------ე 1983 წლის მდგომარეობით იყო კომლის უკანასკნელი წევრი ბ---------ის რაიონის სოფელ ც--–ი, რომელსაც პირად საკუთრებაში გააჩნდა 1950, წელს აშენებული 60 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0,3 ჰა მიწის ნაკვეთი.

 

მ------ ტ-------ეს ჰყავდა ერთი შვილი - მ----ა პ--------ე და გერი - ო------ ტ-------ე, რომელიც მ------ ტ-------ესთან არ ცხოვრობდა და მასთან ერთად არც საერთო მეურნეობას ეწეოდა.

 

მ------ ტ-------ემ 1985 წლის 9 ივლისს ბ---------ის სანოტარო კანტორაში დაარეგისტრირა ანდერძი, რომლითაც მის საკუთრებაში არსებული ქონების ნახევარი უანდერძა მ----ა პ--------ეს, ხოლო მეორე ნახევარი - ო------ ტ-------ეს.

 

მ------ ტ-------ე, როგორც კომლის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა 1989 წლის 7 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ ანდერძის შინაარსი ცნობილი იყო როგორც მ----ა პ--------ისათვის, ასევე ო------ ტ-------ისათვის, არცერთ მათგანს მ------ ტ-------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში განცხადებით არ მიუმართავს სანოტარო კანტორისათვის სამკვიდრო ქონებაზე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის მისაღებად.

 

მ------ ტ-------ე გარდაცვალებამდე ცხოვრობდა საკუთარ სახლთმფლობელობაში მ----ა პ--------ესთან ერთად, ხოლო ო------ ტ-------ე მათთან არ ცხოვრობდა. მ------ ტ-------ის დასაფლავების ხარჯები მთლიანად მ----ა ტ-------ემ გაიღო და დედის გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ის დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, შეუდგა მის მართვას, ო------ ტ-------ე კი სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად არ დაუფლებია.

 

ო------ ტ-------ე გარდაიცვალა 1994 წელს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.03.2012 წლის №2/ 1821-12 დადგენილებით მ----ა პ--------ე ცნობილი იქნა მ------ ტ-------ის მემკვიდრედ მის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.

 

გადაწყვეტილების საფუძველზე, 2012 წლის 2 აპრილს მ----ა პ--------ეზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა საკუთრების უფლების დარეგისტრირება სახლთმფლობელობაზე მოსარჩელის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სახლთმფლობელობის მესაკუთრეებად თანაბარ წილში დარეგისტრირებული იყვნენ ო------ ტ-------ის შვილები- თ------ი და ა-–---------ე ტ-------ეები, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კი მისი კუთვნილი წილი მემკვიდრეობით მიიღო მისმა მეუღლემ - ნ--- ფ--------ემ.

 

რეგისტრაიციის საფუძვლად მითითებული იყო ო------ ტ-------ის სახელზე ბ---------ის რაიონის სოფელ ტ--- საკრებულოს მიერ გაცემული 22.01.1--- წ. №--- მიღება-ჩაბარების აქტი თ------ი ტ-------ის სახელზე გაცემულ 21.09.2---წ. №1-------- სამკვიდრო მოწმობა და ნ--- ფ--------ის სახელზე გაცემული 29.09.2--- წ, №1---------- სამკვიდრო მოწმობა.

 

ახალციხის რაინული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ----ა პ--------ის ადმინისტრაციული სარჩელი ო------ ტ-------ის სახელზე გაცემული 22.01.1--- წ. №--- მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის შესაებ, ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტი არ იქნა მიჩნეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად.

 

მ----ა პ--------ემ განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ პროკურატურას და მოითხოვა მიღება-ჩაბარების აქტის გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება, რომელიც დღემდე არ დასრულებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა ნ--- ფ--------ემ და თ------ ტ-------ემ სარჩელი არ ცნეს. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მ------ ტ-------ეს ბ---------ის რაიონის სოფელ ც--–ი არ ქონია სახლი და მიწის ნაკვეთი. მ------ ტ-------ე იყო ა-–---------ე ტ-------ის მეორე მეუღლე.

ა-–---------ე ტ-------ის ოჯახი 1937 წლიდან იყო და არის სასოფლო კომლი. მას ჰქონდა 1937 წლამდე აშენებული სახლი, რომელსაც ო----- ტ-------ემ 1950 წელს გაუკეთა რეკონსტრუქცია და საცხოვრებლად შეიყვანა მ------ ტ-------ე.

მ------ ტ-------ე მუშაობდა სანატორიუმში და მისი ოჯახი იყო მუშა-მოსამსახურის კომლი, რადგან მას კოლმეურნეობაში არასოდეს უმუშავია.

მ------ ტ-------ის გარდაცვალების შემდეგ ო----- ტ-------ე ცხოვრობდა ც--–ი საკუთარ სახლში. 1992 წლის 18 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო N48 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ, რომლითაც მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცათ და გაუდიდდათ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.

ო----- ტ-------ეს ტ--- საკრებულოს 23.06.1992წ. დადგენილებით გაუდიდდა საკარმიდამო ნაკვეთი 0.16 ჰა-ით. მაგრამ მიღება ჩაბარების აქტი ვერ გაიცა, 1--- წლამდე. ო----- ტ-------ის გარდაცვალების შემდეგ უძრავი ქონება მიიღეს მისმა შვილებმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მ------ ტ-------ე გარდაიცვალა 1989 წლის 17 ოქტომბერს.

3.1.2. დადგენილია, რომ მ----ა პ--------ე (პ/ნ 0----------) არის მ------ ტ-------ის შვილი, ხოლო ო----- ტ-------ე არის მ------ ტ-------ის მეუღლის - ა-–---------ე ტ-------ის შვილი.

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, დადგინდა მ----ა ფ--------ის მიერ დედის - მ------ ტ-------ის მემკვიდრეობის მიღების ფაქტი.

3.1.4. დადგენილია, რომ 2012 წლის 2 აპრილს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, მ----ა ფ--------ემ, როგორც მამკვიდრებლის მ------ ტ-------ის კანონისმიერმა მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად: სამკვიდროში შემავალი აქტივები და პასივები, რომელიც მამკვიდრებელს მ------ ტ-------ეს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის.

3.1.5. დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შესწორებული იქნა მ----ა პ--------ის მონაცემები, კერძოდ გვარი და მის კანონიერ მონაცემებად განისაზღვრა - მ----ა პ--------ე, დაბ. 15.12.1930წ. ბ---------ში.

3.1.6. ო------ ტ-------ე გარდაიცვალა 1994 წლის 16 თებერვალს.

3.1.7. დადგენილია, რომ ბ---------ის რაიონის სოფელ ც---ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1--- წლის 22 იანვრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N--- აქტით ო------ ტ-------ეს საკუთრებაში გამოეყო 0.19 ჰა მიწის ნაკვეთი.

3.1.8. დადგენილია, რომ 2--- წლის 21 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ა-–---------ე ტ-------ემ (პ/ნ 0---------) და თ------ ტ-------ემ (პ/ნ 0----------) როგორც მამკვიდრებლის ო----- ტ-------ის ანდერძისმიერმა მემკვიდრეებმა, საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება სრულად: სამკვიდროში შემავალი აქტივები და პასივები, მათ შორის თანაბარწილად ეანდერძათ მამკვიდრებლის ო----- ტ-------ის საკუთრებაში არსებული მთლიანი ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ფართით - 189.0 კვმ., განთავსებული მიწის ნაკვეთზე საერთო ფართით 240 კვმ. მდებარე მისამართზე - ბ---------ი, ტ------ ქ. N-.

3.1.9. დადგენილია, რომ 2--- წლის 29 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ნ--- ფ--------ემ, როგორც მამკვიდრებლის ა-–---------ე ტ-------ის პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის მამკვიდრებლის კუთვნილი აქტივები და პასივები, მათ შორის თანასაკურებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - ბ---------ი, ტ------ ქ. N-, ა-–---------ე ტ-------ის კუთვნილი წილი.

3.1.10. დადგენილია, რომ ბ---------ის რაიონი სოფელ ც--–ი მდებარე უძრავი ქონება ს/კ 6--25.--.--- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ------ ტ-------ის (პ/ნ 0----------) და ნ--- ფ--------ის (პ/ნ 0----------) სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია - სამკვიდრო მოწმობა N1--------, დამოწმების თარიღი 21.09.2---წ., ასევე სამკვიდრო მოწმობა N1--------, დამოწმების თარიღი 29.09.2---წ., მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტი N---, დამოწმების თარიღი - 22.01.1---წ.

3.1.11. დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ----ა პ--------ის სარჩელი 1--- წლის 22 იანვარს ბ---------ის რაიონის სოფელ ც---ს საკრებულოს მიერ ო----- ტ-------ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N---- აქტის არარად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

3.1.12. დადგენილია, რომ ბ---------ის რაიონის სოფელ ც--–ი მდებარე სადავო უძრავი ქონებაზე, მოპასუხეების თ------ ტ-------ის და ნ--- ფ--------ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ძალაშია და არ გაუქმებულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ------ ტ-------ის გარდაცვალების მოწმობა;

- მ----ა პ--------ის დაბადების მოწმობა;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.03.2012წ. დადგენილება;

- 02.04.2012წ. სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის N1--------;

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 28.01.2015წ. დასკვნა;

- ო------ ტ-------ის გარდაცვალების მოწმობა;

- 21.09.2---წ. სამკვიდრო მოწმობა, N1--------;

- 29.09.2---წ. სამკვიდრო მოწმობა, N1--------;

- 09.06.2015წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 29.08.2012წ. გადაწყვეტილება;

- 22.01.1---წ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N---;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ----ა პ--------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1319-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ხოლო ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ო----- ტ-------ე გარდაიცვალა 1994 წლის 16 თებერვალს. მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები დარჩნენ შვილები - ა-–---------ე ტ-------ეს და თ------ ტ-------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, ო----- ტ-------ის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა სამკვიდრო და ამავე კოდექსის 1306-ე და 1336-ე მუხლის თანახმად, თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილი ო----- ტ-------ის შვილები - თ------ ტ-------ე და ა-–---------ე ტ-------ე, ხოლო მოგვიანებით ა-–---------ე ტ-------ის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრედ ითვლება მეუღლე - ნ--- ფ--------ე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო, (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.

 

მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდრო ქონებაში მოიაზრება ის ნივთები, რომლებზედაც მამკვიდრებელს სიკვდილის მომენტისათვის გააჩნდა საკუთრების უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ---------ის რაიონის სოფელ ც---ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1--- წლის 22 იანვრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N--- აქტით ო------ ტ-------ეს საკუთრებაში გამოეყო 0.19 ჰა მიწის ნაკვეთი. ო----- ტ-------ეს გარდაცვალების მომენტისათვის საკუთრებაში ჰქონდა ბ---------ის რაიონის სოფელ ც---ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1--- წლის 22 იანვრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N--- აქტით გადაცემული 0.19 ჰა მიწის ნაკვეთი. ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთი შედიოდა ო----- ტ-------ის სამკვიდრო მასაში.

ასევე დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი 22.01.1---წ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი დღეის მდგომარეობით ძალაშია და არ გაუქმებულა. ამდენად, სადავო ნივთზე მოპასუხეებს გააჩნიათ საკუთრების უფლება. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერების საკითხზე - აქტის სიყალბეზე, სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო მოცემული დავის გადაწყვეტისას ვერ მისცემს სამართლებრივ შეფასებას ის საკითხს, რომელთა გადაწყვეტა განეკუთვნება სხვა ორგანოთა კომპეტენციას. აქვე სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მ----ა პ--------ემ ახალციხის რაიონული სასამართლოში წარადგინა ადმინისტრაციული სარჩელი მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ახალციხის რაიონული სასამართლოს 29.08.2012წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საკუთრების იურდიულ ბუნებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. მიუხედავად კონსტიტუციის დათქმისა, იგი აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ განეკუთვნება და ნორმით დაცულ სფეროში ჩარევა დასაშვებია საკუთრების უფლების ობიექტის სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე. დაცულ სფეროში ჩარევა ლეგიტიმურია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რომლის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს მემკვიდრეობით მიღებული საკუთრების უფლება წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----ა პ--------ის სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არის მოსარჩელის აღიარებითი ხასიათს მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში კი ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, აუცილებელია მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა, სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარების მიმართ. სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდული ინტერესის არსებობაში იგულისხმება, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას ითხოვს სამკვიდრო მასაში შესული უძრავი ქონების მიღების მიზნით. ვინაიდან სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მ----ა პ--------ის უფლება სადავო უძრავი ქონების მიმართ, სარჩელის დაკმაყოფილება ვერ უზრუნველყოფს მისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, მოპასუხე მხარე აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა და ასეთად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არიან თ------ ტ-------ე და ნ--- ფ--------ე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, ის ნამდვილია.

 

სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად მოსარჩელე მ----ა პ--------ის მოთხოვნა მოპასუხე თ------ ტ-------ის და ნ--- ფ--------ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე და მოპასუხეების თ------ ტ-------ის და ნ--- ფ--------ის საკუთრებაში არსებული - ბ---------ის რაიონის სოფელ ც--–ი მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე თ------ ტ-------ეს (პ/ნ 0----------) და ნ--- ფ--------ისეს (პ/ნ 0----------) აეკრძალათ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ბ---------ი რაიონი სოფელი ც---, საკადასტრო კოდი 6--25.--.---. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად მ----ა პ--------ის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ----ა პ--------ის სარჩელი თ------ ტ-------ის და ნ--- ფ--------ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხე თ------ ტ-------ისათვის (პ/ნ 0----------) და ნ--- ფ--------ისათვის (პ/ნ 0----------) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ბ---------ი რაიონი სოფელი ც---, საკადასტრო კოდი 6--25.--.---. გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის თაობაზე.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი