გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
330210017002125387
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/2-------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი 2--8 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - ნ----–- შ-----

წარმომადგენელი - ვა---–------------ე

მოპასუხე - მ----- გ----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ----- გ----–---–ს ნ----–- შ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 10 92- ლარის გადახდა, საიდანაც აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი მომსახურების საფასური შეადგენს 3 270 ლარს, წარმომადგენლის ხარჯი - 1 000 ლარს, ქონების შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯი 6 650 ლარს;

 

1.2. მ----- გ----–---–ს ნ----–- შ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს ქონების შენახვის ხარჯის სახით ყ-----–----------- 360 ლარის ანაზღაურება, 2----–-–-----------------ან მ----- გ----–---–ის მიერ მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების (მითითებული 1-.0-.2--- წლის ოქმში) მიღებამდე/ჩაბარებამდე.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2----–-–------------–ს ნ----–- შ-----მ შეიძინა უძრავი ქონება მდებარე; ქ. თბ--–-----------–-----------------–------------. უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე მ----- გ----–---–ი განაგრძობდა ქონების ფლობას და არ ცლიდა ნ----–- შ-----ს კუთვნილ უძრავ ქონებას. აღნიშნული გარემოების გამო ნ----–- შ-----მ სასამართლოს გზით ითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. მიღებული გადაწყვეტილება აღსასრულებლად წარადგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროში. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის იძულებითი გამოსახლება დანიშნული იყო 2----–-–----------ს. ამავე დღეს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოახდინა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და უძრავი ქონება გადასცა მესაკუთრე - ნ----–- შ-----ს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ასევე მოახდინა უძრავ ქონებაში განთავსებული მოძრავი ნივთების აღწერა და მესაკუთრისთვის შესანახად ჩაბარება, ვინაიდან აღსრულების ეროვნული ბიურო არ ახდენს გამოსასახლებელი პირის კუთვნილი მოძრავი ნივთებისგან უძრავი ქონების გამოთავისუფლებას, როდესაც მოვალე არ ესწრება გამოსახლების პროცედურას.

მოსარჩელის განმარტებით, უძრავ ქონებაში განთავსებული იყო მრავალი მოძრავი ნივთი, რაც ხელის შემშლელი იყო მესაკუთრისათვის გამოეყენებინა კუთვნილი უძრავი ქონება. მოპასუხემ არ მოახდინა თავისი კუთვნილი ნივთების გატანა, რის გამოც მოძრავი ნივთების შენახვის მიზნით იჯარით აიღო ფართი და მოახდინა მათი გადატანა იჯარით აღებულ ფართში, მდებარე: თბ--–-------------------–----–--------–------------. ქონების სხვა ადგილზე გადატამანდე, მოსარჩელემ მოახდინა დაცვის სამსახურის დაქირავება, რისთვისაც გადაიხადა 160 ლარი. მ----- გ----–---–ის კუთვნილი მოძრავი ნივთების ტრანსპორტირებაში ნ----–- შ-----მ გადაიხადა 3 700 ლარი, ხოლო მოძრავი ნივთების შესანახად იჯარით აღებულ ფართში მიმდინარე წლის 0- ნოემბრისთვის უკვე გადახდილი აქვს 2 790 ლარი. 2----–-–----------ს ნ----–- შ-----მ მ----- გ----–---–ის ნივთების შენახვის მიზნით გააფორმა იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით იჯარის ღირებულება განისაზღვრებოდა 675 ლარით, ხოლო მოგვიანებით მოხერხდა უფრო დაბალი ღირებულების ფართის იჯარით აღება, კერძოდ, 2----–-–---------------ს ფართის მესაკუთრესთან გააფორმა ახალი იჯარის ხელშეკრულება სხვა ფართზე, რომლის ღირებულება უფრო დაბალია ვიდრე წინანდელი საიჯარო ფართის. ყოველთვიური იჯარის ღირებულება შეადგენს 360 ლარს.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მას უნდა ჩაბარებოდა წერილობითი გაფრთხილება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რაც არ იქნა შესრულებული. მოსარჩელისთვის კარგად არის ცნობილი მოპასუხის ადგილსამყოფელი და მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა დროული ინფორმირება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თარიღზე. განზრახ განხორციელებულმა ქმედებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ მ----- გ----–---–მა შეიტყო აღნიშნულის შესახებ.

 

მოპასუხის განმარტებით სატრანსპორტო მომსახურების განხორციელების დამადას-ტურებელ დოკუმენტში შეცდომით არის მითითებული უძრავი ქონების მისამართი, ასევე ცნობა ვერ ადასტურებს, რომ მოხდა მოპასუხის კუთვნილი და არა რომელიმე სხვა ქონების გადაზიდვა რადგან ცნობაში დაფიქსირებული „საოჯახო ავეჯი, ტექნიკა და პირადი ნივთები“ შესაძლებელია ეკუთვნოდეს სხვა პირს. აგრეთვე, უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებები არ ადასტურებს საიჯარო ფართის გამოყენებას მოპასუხის კუთვნილი მოძრავი ქონების დასაწყობების მიზნით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2----–-–------------ს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბ--–-----------–------------------------–-------------------, საკადასტრო კოდით N 0-.2-.0-.1--.0-- აღირიცხა ნ----–- შ-----ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16 -17)

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–----------------ს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ----–- შ-----ს სარჩელი მ----- გ----–---–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ნ----–- შ-----სთვის გადაცემის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 18)

 

3.1.3. 2----–-–----------ს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების პოლიციელმა განახორციელა უძრავ ქონებაში მდებარე: ქალაქი თბ--–-----------–------------------------–-------------------, საკადასტრო კოდით N 0-.2-.0-.1--.0-- არსებული მოძრავი ნივთების აღწერა და ნ----–- შ-----სთვის (წარმოდგენილი წარმომადგენელის - ვა---–------------ის სახით) შესანახად ჩაბარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ოქმი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ (ს.ფ. 22 – 30)

 

3.1.4. 2----–-–----------ს სს „ს----–---------------“-ს და ნ----–- შ-----ს შორის დაიდო უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ობიექტით სარგებლობის საფასურმა შეადგინა ყოველთვიურად 675 ლარი. 2----–-–---------------ს სს „ს----–---------------“-ს და ნ----–- შ-----ს შორის დაიდო უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ობიექტით სარგებლობის საფასურმა შეადგინა ყოველთვიურად 360 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 36 – 39)

- უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 40 - 43)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნ----–- შ-----ს მიერ გაწეული ხარჯი 3 270 ლარი და 6 650 ლარი წარმოადგენს უძრავ ქონებასთან მდებარე: ქალაქი თბ--–-----------–------------------------–-------------------, საკადასტრო კოდით N 0-.2-.0-.1--.0-- დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალ-წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა -განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მხარეები სარგებ-ლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო - სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სარჩელზე დართული სს „ს----------–-----------ს საგადახდო დავალებით (2-/1--2--6) დასტურდება 3 271 ლარის გადახდა და დანიშნულებას წარმოადგენს სერვის - ცენტრების მომსახურებით გადასახდელის გადახდა, აღსრულების ეროვნული ბიურო N1----------, გადახდის კოდი - 1---------.

 

ამასთან, წარმოდგენილია ი/მ ოლ------------ს მიერ 2--- წლის 0-------ს გაცემული ცნობა რაც ადასტურებს ნ----–- შ-----ს დაკვეთას 2--- წლის 2---------ს ტვირთის გადაზიდვის მოთხოვნით უძრავი ქონებიდან მდებარე: წყ----------------–-----------------–-----------–-------) თბ--–--–-----------------–----–--------–------------. აღნიშნული მომსახურების საფასურმა შეადგინა 3 700 ლარი, რისი გადახდაც დასტურდება ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტით.

 

დაცვის მომსახურების საფასურისა და იჯარის საფასურის გადახდის დამადასტურე-ბლად წარმოდგენილია საგადახდო დავალებები 160 ლარის, 675 ლარისა და 2 115 ლარის გადახდის შესახებ. აღნიშნულ საგადახდო დავალებების დანიშნულებას სწორედ დაცვის მომსახურებისა და იჯარის საფასური წარმოადგენს.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდგომ, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ აღნიშნული მომსახურებები-სთვის გაწეული ხარჯი არ წარმოადგენს ამ უძრავ ქონებაში არსებულ მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს.

 

მოპასუხე მხარის არგუმენტს წარმოადგენს მხოლოდ ცნობაში შეცდომით მითითებული მისამართი, რასაც სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება, ვინაიდან, ცნობაში მითითებულია როგორც ამჟამინდელი ისე ყოფილი მისამართი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2----–-–-----------------ან მ----- გ----–---–ისათვის ყოველთვიურად მოძრავი ნივთების მიღებამდე/ჩაბარებამდე 360 ლარის დაკისრების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით არაერთხელ გადაიდო სასამართლო სხდომა. სასამართლო იზიარებს ნ----–- შ-----ს ქმედებას გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, თუმცა, ნათელია გარკვეულწილად მისი უმოქმედობაც უზრუნველყოს მხარისათვის მოძრავი ნივთების გადაცემა, რაც თავის მხრივ ზრდის მ----- გ----–---–ის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობას. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურება მოსარჩელე მხარის მცდელობას გადაეცა შენახული ქონება მესაკუთრისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სს „ს----------–-----------ს საგადახდო დავალება (ს.ფ. 2-)

- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ს.ფ. 31)

- ი/მ ოლ------------ს ცნობა (ს.ფ. 32)

- სს „ვ-----------------------“-ს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 33)

- სს „ბ----------“-ს სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 34)

- სს „ბ----------“-ს სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 35)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-ე, 394-ე, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, თუ, გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით, აღმასრულებელი უფლებამოსილია უძრავი ქონების მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე შეაღწიოს უძრავ ქონებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებელი პასუხს არ აგებენ უძრავ ქონებაში შეღწევის მიზნით განხორციელებული მოქმედებებით წარმოშობილი ზიანისათვის, თუ შეუძლებელი იყო სხვა საშუალებების გამოყენებით ამ ზიანის თავიდან აცილება. აღმასრულებელი ვალდებულია უძრავ ქონებაში შეღწევისას ყველა ღონე იხმაროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. აღმასრულებელი აღწერს უძრავ ქონებაში განთავსებულ ნივთებს, ადგენს ქონების აღწერის აქტს და მის ასლს გადასცემს კრედიტორს. კრედიტორის მიერ ქონების აღწერის აქტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი ამის შესახებ აღნიშნავს აქტში. კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მოვალის ნივთების შენახვა ან მოვალისათვის მათი გადაცემა. მოვალეს ეკისრება უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) და ნივთების შენახვასა და გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

დადგენილია, რომ უძრავ ქონებაში არსებული მოძრავი ნივთების აღწერა და ნ----–- შ-----სთვის შესანახად გადაცემა უზრუნველყო აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების პოლიციელმა. ამასთან, წარმოდგენილია აღნიშნული მოძრავი ნივთების შენახვის ხარჯის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, უკვე გაწეული ხარჯის გადახდა კრედიტორის ნ----–- შ-----ს სასარგებლოდ ეკისრება მ----- გ----–---–ს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდი-სიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესით - სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და იმანენტურ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდი-სიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერ-თობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპის განმარტება იხ., სუსგ საქმე # სა-264-250 2-15, 18 მაისი 2016 წელი№ას-570-541-2015,11 ნოემბერი, 2015 წელი).

 

სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ საკუთარი უფლებების რეალიზებას და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი თანხის დაგროვებას ემსახურება ნ----–- შ-----ს უმოქმედობა უზრუნველყოს მოძრავი ნივთების გადაცემა მესაკუთრისათვის. რაც სასამართლოს უქმნის საფუძველს აღნიშნულ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის ფასი განსაზღვრულია 23 880 ლარით. აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია იურიდიული მომსახურების საფასური 1 000 ლარის ოდენობით, რაც სასამართლოსგარეშე ხარჯს წარმოადგენს და არ საჭიროებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა 30 ლარის ოდენობით.

 

ამდენად, სარჩელის ფასი განსაზღვრულია 22 880 ლარით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 9 920 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მ----- გ----–---–ს ნ----–- შ-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 384.41 ლარის გადახდა.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ იქნა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი - 1 000 ლარის ოდენობით (იხ. სალაროს შემოსავლის ორდერი, ს.ფ. 21). სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულების, საქმის სირთულის გათვალისწინებით, წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯი ანაზღაურებას ექვემდებარება გონივრულ ფარგლებში, თუმცა არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იურიდიული მომსახურების ღირებულება უნდა განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით და გადახდეს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----–- შ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მ----- გ----–---–ს ნ----–- შ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი მომსახურების საფასურის 3 270 ლარის გადახდა;

1.2. მ----- გ----–---–ს ნ----–- შ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს ქონების შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯის 6 650 ლარის გადახდა;

 

1.3. უარი ეთქვას ნ----–- შ-----ს მოთხოვნას ქონების შენახვის ხარჯის სახით ყოველთვიურად 360 ლარის ანაზღაურების შესახებ, 2----–-–-----------------ან მ----- გ----–---–ის მიერ მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების (მითითებული 1-.0-.2--- წლის ოქმში) მიღებამდე/ჩაბარებამდე ნაწილში;

 

2. მ----- გ----–---–ს ნ----–- შ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების სახით გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 200 ლარის გადახდა;

 

3. ნ----–- შ-----ს დაუბრუნდეს 1--------- წელს სს „---------------ს N- საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 716.45 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 30 ლარი;

 

4. მ----- გ----–---–ს ნ----–- შ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 384.41 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე