განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2018
საქმის ნომერი
050100118002367182
დავის ტიპი
179 2 ბ
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0-----------------

საქმე N 1-8--18

განაჩენი

საქართველოს სახელით

24.10.20-8 წელი ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: მ---------------ძე

დაცვის მხარე

ადვოკატი: ს-------------ნი

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------

ბრალდებული: გ--------–--------ძე

მამის სახელი: შ----ა

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლ--------ი, ვ.ბა----------ის ქუჩა №9

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ქმედება ჩადენილი ჯგუფურად.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. 20-8 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღებით და დანით შეიარაღებული გ--------–--------ძე და ნ---------–--–----ნი, ნიღბებით, ჯგუფურად, ქ. ლ--------ში, ლ-–------–ეს ტერიტორიაზე, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ფორდის მარკის, სახელმწიფო ნომრით U---3--, სატვირთო ავტომანქანაში მყოფ გი-----------------ეს, ზ---------------ეს და ს-------------–--ნს, რომელთა მიმართ გამოიჩინეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ძალადობის მუქარა, იარაღების დამიზნებით ჩამოიყვანეს სამივე ძირს,, დაუწყეს ცემა და მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, ზ---------------ეს და გი-----------------ეს სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოთხოვეს ფული, რა დროსაც ამ უკანასკნელს გასტაცეს მისი და ზ---------------ის კუთვნილი საერთო თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რის შემდეგ გ--------–--------ძე და ნ---------–--–----ნი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

2. სასამართლომ დაადგინა

 

2.1. სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელ---ნტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--------–--------ძე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ბრალდებულმა გ--------–--------ძემ, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

დაზარალებულ ს-------------–--ნის ჩვენებით, 20-8 წლის 24 იანვარს, შემთხვევით გაიგო, რომ ლ-----–--–-----თან უნდა მისულიყვნენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის მსურველები. ვინაიდან თავად ყავდა გასაყიდი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, დაელოდა მათ მისვლას. ლ-----–--–-----ის სახლში მივიდნენ ზ-----ი ტ------ძე და გი-----------------ე, რომლებიც ახალციხედან იყვნენ და სურდათ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა. ლ-----–--–-----თან იყვნენ, მ------ლები, ინგოროყვა, დ------–--–----ნი, ა-------–--–----ნი და ნ---------–--–----ნი. ზ-----მა და გ------იმ თქვეს, რომ რაც შეიძლებოდა ბევრი საქონლის შეძენა სურდათ. ლ-----–--–-----თან ფასზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან მათ 2500 ლარად სურდათ ორი საქონლის შეძენა, ხოლო ლ----- 3000 ლარს აფასებდა. მათ საუბარში ჩაერია ნ---------–--–----ნი, რომელმაც უთხრა ზ-----ს და გ------ის, რომ დაბალ ფასს იხდიდნენ და უფრო მეტი უნდა გადაეხადათ. ლ-----–--–-----ს ერთი სული საქონელი ყავდა სახლში, ხოლო მეორე საძოვარზე იყო წასული, რის გამოც შეთანხმდნენ, რომ მოგვიანებით მივიდოდნენ ლ-------ნ ორივეს სანახავად. ს-------------–--ნმა განმარტა, რომ ზ---------------ეს და გი-----------------ეს, შეთავაზა ენახათ მისი კუთვნილი პირუტყვი, რომელიც ფერმაზე ყავდა და შემდეგ ფასზე შეთანხმებულიყვნენ. თხოვა ა-------–--–----ნს, რომ დახმარებოდა საქონლის მოძიებაში. დათქმულ დროს შეხვდა ზ-----ს და გ------ის, თავის შვილთან და ა-------–--–----ნთან ერთად. ზ-----ის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანით, წავიდნენ ფერმაზე. ცუდი ამინდის გამო საქონლის სადგომამდე ვერ მივიდნენ და ხიდზე გააჩერეს მანქანა. მანქანაში დარჩა თვითონ და გი-----------------ე, რომელიც საჭესთან იჯდა. ხოლო მისი შვილი გ------ი ნიკოლიანი, ა-------–--–----ნი და ზ---------------ე წავიდნენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სანახავად. ფერმაზე დახვდათ მეორე შვილი და მისი ამხანაგის შვილი, რომელთან ერთად ეძებეს საქონელი, თუმცა ვერ ნახეს. ს-------------–--ნის ჩვენებით, როდესაც ავტომანქანაში ისხდნენ, გი-----------------ის ტელეფონზე დარეკა ბ-----------–---–მა და უთხრა გ------ის, რომ საქონელი დაჭერილი ყავდა და აუცილებლად უნდა მისულიყვნენ. წამოვიდნენ ფერმიდან, ღამდებოდა და უთხრა გ------ის დაერეკა ბ------ან და დალაპარაკებოდა. დაურეკეს ბ--ას, რომელსაც თვითონ დაელაპარაკა და კითხა რა აუცილებლობა იყო მაინდამაინც ახლა რომ სურდა საქონლის გაყიდვა. უთხრა ბ--ას, რომ ვერ ნახა თავისი საქონელი და ხვალ შეხვედროდნენ. ბ--ამ კი აცნობა, რომ დატყვევებული ყავდა გასაყიდი პირუტყვი და დღეს სურდა გაყიდვა. მისი ჩვენებით, ბ--ამ თხოვა რომ პატივი დაედო მისთვის და გაყოლოდა მასთან მყიდველებს, რაზეც დათანხმდა. მანქანის სალონში ისხდნენ თავად, ზ-----ი ტ------ძე და გი-----------------ე. ხოლო სხვები, ძარაზე ისხდნენ. როდესაც მივიდნენ რკინიგზასთან დარეკა ბ--ა რ-----–---–მა ზ-----თან. ახალციხელებმა უთხრეს დალაპარაკებოდა ბ--ას და ეთხოვა შეხვედრის მეორე დღისთვის გადადება, რადგან თავად გზა არ იცოდნენ. თხოვა ბ--ას, რომ შეხვედრა მეორე დღისთვის გადაედოთ, რადგან ახალციხელებმა გზა არ იცოდნენ და ფერმას ვერ მიაგნებდნენ, ბ--ამ კი უთხრა, რომ თავად წამოეყვანა ისინი, რაზეც დათანხმდა და განუცხადა ბ--ას, რომ ფერმიდან ფეხით ვერ დაბრუნდებოდა. ს-------------–--ნის ჩვენებით, ძარაზე მსხდომი პირები ჩამოვიდნენ რკინიგზასთან, ხოლო თავად, გ------ის და ზ-----ის წაყვა. ბ-----------–---–ის ფერმამდე ვერ მივიდნენ, რადგან გზა იყო გაფუჭებული, გააჩერეს მანქანა, დაურეკეს ბ--ას და აცნობეს, რომ გზის გაგრძელებას მანქანით ვერ ახერხებდნენ, ხოლო თავად კი ფეხით ვერ წავიდოდა. ბ--ამ უთხრა, რომ მონადირეებისთვის დაეძახა და მანქანას მიაწვებოდნენ. დაინტერესდა თუ რა ყავდა ბ--ას ასეთი მნიშვნელოვანი გასაყიდი და ბ--ამ უთხრა, რომ ორი სული მოზვერი ყავდა გასაყიდი. მისი ჩვენებით ბ--ას აცნობა, რომ გ------ი და ზ-----ი წავიდოდა მასთან და წამოსულიყო მათ შესახვედრად. ბ--ამ კი განუმარტა, რომ თავად მივიდოდა მათთან. საუბრიდან გავიდა 20 წუთი და ბ--ა არ ჩანდა. ზ-----ი ტ------ძემ კვლავ დაურეკა ბ--ას და კითხა თუ სად იყო. ბ--ამ კი უთხრა ზ-----ს, რომ ცხენს გამოაბამდა პირუტყვს და მიიყვანდა. გავიდა გარკვეული ხანი, თუმცა ბ--ა არ მივიდა. მანქანაში ისხდნენ, როდესაც დაინახეს ფერმიდან მომავალი ორი კაცი. გ------იმ უთხრა, თუ მისი მხრიდან მივიდოდნენ ეთხოვა სიგარეტი, მეორე მხრიდან კი თავად თხოვდა სიგარეტს. როდესაც მიუახლოვდნენ მათ მანქანას, უცნობებმა თავზე აიფარეს ხელი. ზ-----იმ უთხრა გ------ის, მანქანის სინათლე გაეთიშა, რადგან უცნობებს მხედველობა უჭირდათ და გ------იმ მანქანის შუქები შორი ნათებიდან ახლო ნათებაზე გადართო. გ------იმ დაუძახა რომ უცნობებმა ჩაუარეს, რის გამოც გააღო მანქანის კარი და კითხა უცნობებს სიგარეტი თუ ქონდათ. ს-------------–--ნმა მიუთითა ბრალდებულზე და თქვა, რომ კითხვის დასრულებისთანავე, აღნიშნულმა პირმა პირდაპირ დაარტყა, შეაგინა და ფული მოსთხოვა. უთხრა თავდამსხმელს, რომ ს-----ი სერგო იყო და ფული არ ქონდა. ამ დროს მიირბინა მასთან მეორე თავდამსხმელმა, ნ---------–--–----ნმა, დაუწყო ცემა, თავში ჩაარტყა კონდახი და ტალახში დაწოლას აიძულებდა. ზ-----ის კუთვნილ მანქანას საჭე მარჯვენა მხარეს ქონდა, საჭესთან გ------ი იჯდა, შუაში ზ-----ი და კიდეში, მარცხენა მხარეს თავად. მისი შეფასებით, თავდამსხმელები მარცხენა მხარეს შეცდომით მივიდნენ, რადგან საჭესთან ეგონათ მძღოლი და სხვის ნაცვლად ის გადმოაგდეს მანქანიდან. როდესაც უთხრა თავდამსხმელებს, რომ ლ--------ელი ს-----ი ს----ო იყო, ამის შემდეგ მას ფულს აღარ თხოვდნენ და გადავიდნენ გ------ისთან და ზ-----თან. ერთ-ერთმა ხელები შეუკრა პლასტმასის შესაკრავით. ჩამოიყვანეს გ------ი ავტომანქანიდან და მოსთხოვეს ფული. გ------იმ, ნ---------–--–----ნს მისცა 3 000 ლარი. ზ-----ი ტ------ძე არ ჩამოდიოდა მანქანიდან და ძალით ჩამოიყვანეს, ზ-----მა ფული არ მისცა თავდამსხმელებს, რის გამოც გაუტეხეს თავი და დააგდეს ძირს. გ------იმ უთხრა, რომ რაც ქონდა მისცა და სხვა თანხა არ ქონდა, რის გამოც დაუწყეს გ------ის ცემა. ავტომატი და ბარაბნიანი პისტოლეტი ქონდა ნ--------ის, ხოლო გადაჭრილი თოფი ბრალდებულს. თოფი სავარძელზე იყო დატოვებული. თავად დაჩოქებული იყო, მანქანის ბორბალს იყო მიყრდნობილი, სინათლე ენთო და ამ დროს ნ--------ის დაარტყა გ------იმ, წაართვა ავტომატი და უთხრა, რომ ფული დაებრუნებინა, სანაცვლოდ კი პოლიციას არ შეატყობინებდა და ავტომატს დაუბრუნებდა. ნ--------ი იყო დაჩოქილი. ნ--------ს ქონდა ბარაბნიანი პისტოლეტი, ბევრჯერ დააჩხაკუნა, თუმცა მხოლოდ ერთხელ გაისროლა. ნ---------–--–----ნმა ამოიღო დანა და დააპირა გი-----------------ის მოკვლა, გ------იმ დაიჭირა ხელით, დანა ავტომატს მოხვდა, ტარი გატყდა და დანის ტარი ერთ მხარეს გადავარდა, ხოლო დანის პირი მეორე მხარეს. ზ-----მა აიღო აღნიშნული დანა და გაუხსნა ხელი. ს-------------–--ნმა განმარტა, რომ ჩხუბის დროს ბრალდებული მიირბენდა მასთან და ნიღაბს იწევდა. მისთვის უცნობია რატომ იწევდა ნიღაბს ბრალდებული. მისი მოსაზრებით ან სუთქვა უჭირდა ან ჩხუბის დროს დაუსველდა ნიღაბი და მხედველობაში უშლიდა ხელს. ლ--------ში მაცხოვრებლად „ეს კაცი ვერ შევიცანი“ (11.06.18 წლის ოქმი - 16:38:37 საათი) მაგრამ სახეზე დაიმახსოვრა. მისი ჩვენებით, დანის ტარი თავად ჩადო მანქანაში, ხოლო ავტომატი და მჭიდი გ------ი ტ------ძემ. თავდამსხმელები ისევ ფერმისკენ წავიდნენ. წასვლის დროს ორჯერ გაიგონა ხმა „ნ--------ა წამოი“. თავდასხმის ადგილიდან წამოსვლის შემდეგ გ------ის და ზ-----ის ქურდებთან წასვლა სურდათ, რადგან პოლიციაში მისვლის შემთხვევაში ფულს დაკარგავდნენ. მივიდნენ ერთ-ერთ ადგილას, სადაც კ------–-კი ცხოვრობს და ჩიხში გააჩერეს მანქანა. გ------ი ტ------ძემ დარეკა და სამი ბიჭი მივიდა მათთან. დაახლოებით იქნებოდა ათი ან თერთმეტი საათი დაწყებული. საუბრის დროს გადაწყვიტეს, რომ პოლიციაში არ წავიდოდნენ. აღნიშნულზე უთხრა იქ მყოფებს, რომ თვითონ წაიყვანა ფერმაზე გ------ი და ზ-----ი, ყაჩაღი კი დაჭერილი არ იყო, რის გამოც პოლიციაში უნდა წასულიყვნენ. ერთ-ერთი დაეთანხმა და თქვა რომ აუცილებლად უნდა მიეტანათ იარაღი პოლიციაში. საუბრის დროს გ------ის და ზ-----ის, რომლებიც აპირებდნენ ქურდებთან საქმის გარჩევას გადააწყვეტინა პოლიციაში წასვლა. პოლიციაში პირველად შევიდნენ გ------ი და ზ-----ი, რადგან თავად ყავარჯნით იყო. ახალციხელებმა შეიტანეს იარაღი პოლიციაში და დატოვეს. თავად კი იარაღთან შეხება არ ქონდა. ვიდრე შევიდოდა პოლიციაში ერთ-ერთმა უთხრა, რომ იცნო ერთ-ერთი ყაჩაღი, რომელიც ლ-----–--–-----თან იმყოფებოდა სახლში და საქონლის ფასზე ედავებოდა. ს-------------–--ნის განმარტებით, არ სურდა ეთქვა, რომ თავდამსხმელი ნ---------–--–----ნი იყო, რადგან სულ კარავში იმყოფებოდა და ეშინოდა მისი შვილები არ მოეკლა. ყაჩაღები გაქცეული იყვნენ. მერე კი გ------ი ტ------ძე დაუპირისპირდა და უთხრა „მე ვიცანი და შენ როგორ ვერ იცანიო“ და ამიტომ ამ შიშის გამო ვერ თქვა მაშინ და პირველ ჩვენებაში დაწერა, რომ ვერ იცნო თავდამსხმელები, რადგან ეშინოდა. ს-------------–--ნის ჩვენებით პოლიციის უფროსი ეუბნებოდა, რომ ეთქვა ვინ იყო თავდამსხმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყაჩაღობას მის მოწყობილად ჩათვლიდნენ. პოლიციის უფროსმა ასევე უთხრა რატომ დააღამა აქედან წასვლა, ის იყო ყველაზე მეტად შემჩნეული, მისი შვილი ყაჩაღი იყო, ხოლო ძმისშვილს საქონელი ყავდა. მისი ჩვენებით გაუმართლა, რომ დაიჭირეს ამ დანაშაულზე ეს პირი. ს-------------–--ნმა აღნიშნა, რომ გი-----------------ემ და ზ---------------ემ იცნეს ნ---------–--–----ნი, რადგან ნიღაბი მოძვრა და ნანახი ყავდათ ლ-----–--–-----თან მოლაპარაკების დროს. თავადა კი ხმით იცნო ნ---------–--–----ნი. მისი ჩვენებით ბრალდებული იცნო იმით, რომ მოიხსნა ნიღაბი. სწორედ ბრალდებულმა დაარტყა ზ---------------ეს თოფი თავში. ყველას ეუბნებოდა, რომ ეს ბიჭი ყავდა თვალებში და ლ--------ელად ვერ შეიცნო, თუმცა ამბობდა, რომ სურათი ეჩვენებინათ და დაადებდა ხელს (11.06.18 წლის ოქმი -16:41:37). მეორე თუ მესამე დღეს ანახეს ოთხი სურათი და ამოიცნო იმით, რომ არის თეთრი ბიჭი, მრგვალი სახით და პატარა ცხვირით. ერთი კვირის შემდეგ, ხალხი ლაპარაკობდა, რომ თავდამსხმელი იყო შ----ა ც---------ის ბიჭი (11.06.18 წლის ოქმი - 16:42:45). ს-------------–--ნმა აღნიშნა, რომ დანაშაულის დაფარვის სურვილი არ ქონდა. დაცვის მხარის კითხვაზე, თუ რატომ მიუთითა ს-------------–--ნმა 20-8 წლის 25 იანვრის გამოკითხვის ოქმში, რომ მეორე თავდამსხმელს ნიღაბი ქონდა ჩამოფარებული და არ შეეძლო მისი ამოცნობა, ს-------------–--ნმა განმარტა, რომ არ იცოდა რატომ იყო დაფიქსირებული ასეთი ინფორმაცია ოქმში, რადგან ყველამ იცოდა, რომ დაინახა ყაჩაღის სახე. პოლიციას არ უთქვამს მისთვის, რომ მეორე თავდამსხმელი იყო გ--------–--------ძე. მისი ჩვენებით, როცა ამოიცნო იმ დღეს არ იცოდა, რომ შ----ას შვილი იყო და ც---------ის გვარი ქონდა (11.06.18 წლის ოქმი - 17:04:15). მეორე დღეს მივიდნენ მასთან მ------ლები და მაშინ გაიგო, რომ ეს იყო გ--------–--------ძე, რაც ამოცნობის დროს არ იცოდა (11.06.18 წლის ოქმი - 17:03:23). ს-------------–--ნმა დაცვის მხარის კითხვაზე თუ როგორ გაიგო მეორე თავდამსხმელის ვინაობა განმარტა, რომ მასთან მივიდნენ მ------ლები და უთხრეს, რომ სურათით თავდამსხმელს ვერ ამოიცნობდა. მ------ლებს უთხრა აღწერილობა და მათ შეატყობინეს, რომ ეს იყო „ლ-----ს“ (შ----ა ც---------ის) ბიჭი და ამ გზით გაიგო მისი ვინაობა. (11.06.18 წლის ოქმი - 17:07:0- საათი). დაცვის მხარის კითხვაზე, ამოცნობის დღეს როგორ გაიგო გ--------–--------ძის ვინაობა ს-------------–--ნმა პასუხი არ გასცა (11.06.18 წლის ოქმი - 17:08:00). ს-------------–--ნმა ასევე განმარტა, რომ ამოცნობის ჩატარებამდე წინა დღით იყო მისული მ------ელი და კითხა, თუ როგორი იყო მეორე თავდამსხმელი, აღწერა იგი და მ------ელმა უთხრა, რომ ეს „ლ-----ს“ (შ----ა ც---------ის) ბიჭი იყო (11.06.18 წლის ოქმი - 17:24:12; 17:25:30) და მეორე დღეს ჩატარდა ამოცნობა. ს-------------–--ნმა დამატებით აღნიშნა, რომ ბრალდებულის მ------ელმა უთხრა გ--------–--------ძის სახელი და გვარი, თუმცა ბრალდებულის მ------ლის ვინაობის დასახელებაზე ს-------------–--ნმა უარი განაცხადა. ს-------------–--ნის განმარტებით, როდესაც თქვა, რომ მეორე თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა ამის გამო ის პოლიციელებმა სცემეს (11.06.18 წლის ოქმი - 17:11:00 საათი). ს-------------–--ნმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციაში დაკითხვამდე იყო საუბარი და გ------ი ტ------ძემ უსაყვედურა, როგორ ვერ იცნო თავდამსხმელი. ამის შემდეგ დაიწყო მისი ცემა, შეურაცხყოფა და შელაპარაკება, ამიტომ თქვა უარი იმ დღეს ყველაფერზე (11.06.18 წლის ოქმი - 17:19:44). დაცვის მხარის კითხვაზე, პირველი გამოკითხვის დროს მეორე თავდამსხმელზე რატომ არ მიუთითა რომ დაინახა მისი სახე, ს-------------–--ნმა აღნიშნა, რომ კითხვა არ დაუსვამთ მისთვის. თუმცა კითხვაზე, რატომ აღნიშნა, რომ ვერ ამოიცნობდა მეორეს თუ კითხვა დაუსვამთ, მოწმემ არ უპასუხა. ს-------------–--ნმა კითხვაზე თუ რა ვითარებაში დაინახა მეორე თავდამსხმელი, რომელმაც ნიღაბი მოიხსნა, განმარტა, რომ დაჩოქილი იყო, მასთან მივიდა თავდამსხმელი და მის თავთან გადაიძრო ნიღაბი ბრალდებულმა და მასთან ახლოს მეტად აღარ გადაუძვრია ნიღაბი (11.06.18 წლის ოქმი - 17:40:50). დაცვის მხარის კითხვაზე, რატომ ქონდა გამოკითხვის ოქმში განსხვავებულად აღწერილი მეორე თავდამსხმელის მიერ ნიღბის მოხსნის ადგილი, ს-------------–--ნმა განმარტა, რომ მანქანის წინა მარცხენა საბურავთან იყო მიგდებული, ყველაფერი იყო განათებული, მანქანის კარებები ღია იყო, არ ეფარებოდა და ბრალდებული კარს უკან იყო და შუქი როგორ არ მიანათებდა (11.06.18 წლის ოქმი -17:45:15). მისივე განმარტებით, ბრალდებულს ისეთივე როხროხა ხმა ქონდა, როგორც თავდამსხმელს, რომელმაც ძალიან ბევრჯერ გადაიძრო ნიღაბი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა ზ---------------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ახალციხეში. ლ--------ში 3-4 წელი დადის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესაძენად. გი-----------------ე არის მისი მეგობარი და ერთად ეწევიან საქმიანობას. ბოლო პერიოდში ურთიერთობა ქონდა ზ----- რ-----–--ლთან, რომელმაც დაურეკა და უთხრა, რომ საქონელი ყავდა გასაყიდი, ჩასულიყო და თან თივა ჩაეტანა. შეთანხმებისამებრ, მისი კუთვნილი ავტომანქანა ფორდით, სახელმწიფო ნომრით 329 ჩავიდნენ ლ--------ში, თივა მიუტანეს ზ---დ რ-----–--ლს და დაცალეს მანქანა. ზ-----მა უთხრა, რომ ლ-----–--–-----ს ყავდა საქონელი გასაყიდი და ზ----- რ-----–--ლმა მიიყვანა ლ-------ნ. თუმცა ზ-----ი სახლში არ შესულა და გარეთ უცდიდა. დაიწყეს საუბარი ფასზე და ვერ შეთანხმდნენ. საუბარს მის გარდა ესწრებოდნენ ლ-----–--–-----ი, კიდევ ორი-სამი უცნობი მამაკაცი და ერთი პირი, რომელიც მოგვიანებით ამოიცნო, როგორც ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ნ---------–--–----ნი ერქვა. ნ--------ი აქტიურობდა საუბრის დროს და უთხრა, რომ ლ-----–--–-----ი კარგ ფასს სთავაზობდა და უკვირდა რატომ არ მოწონდა საქონლის ღირებულება. რადგან ორი სული საქონელი უნდა შეეძინა ლ-----სგან და ერთ-ერთი არ იყო სახლში, გადაწყვიტეს მოგვიანებით გაეგრძელებიათ საუბარი. ზ---------------ემ აღნიშნა, რომ ნ---------–--–----ნთან ფასზე საუბრის დროს ს-------------–--ნი ლ-----–--–-----ის სახლში არ იმყოფებოდა და საუბრის დასრულების შემდეგ მივიდა მათთან, უთხრა, რომ მასაც ყავდა საქონელი გასაყიდი და გადაწყვიტეს ს-------------–--ნის ფერმაზე წასვლა. როდესაც გამოვიდნენ ლ-----–--–-----ის სახლიდან, ზ----- რ-----–--ლმა მისცა თავისი ბიძაშვილის, ბ-----------–---–ის ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ ბ--ას ყავდა გასაყიდი საქონელი. დაურეკა ბ--ას, რომელიც ბ------–- იმყოფებოდა და შეთანხმდნენ, როდესაც ჩამოვიდოდა ლ--------ში დაურეკავდა მათ. დაურეკა ბ-----------–---–მა, აცნობა, რომ ფერმაზე იმყოფებოდა და აუხსნა სად უნდა მისულიყო. ვინაიდან დაღამდა, გ------იმ უთხრა დაერეკა ბ------ვის და მეორე დღისთვის გადაედოთ შეხვედრა. დაურეკა ბ--ას, რომ დილით მივიდოდნენ. ბ--ამ კი უთხრა მისულიყო და ენახა საქონელი. ბ-----------–---–ს მათთვის აღარ დაურეკავს. ს-------------–--ნიც ესაუბრა ბ--ას, თუმცა რას ესაუბრებოდა არ ახსოვდა, მაგრამ უთხრა, რომ მათთან ერთად მიდიოდა და აჩვენებდა ფერმას. ს-------------–--ნი წაიყვანეს და მასთან ერთად წავიდნენ ბ-----------–---–ის ფერმაზე. ს-------------–--ნის შვილები კი დატოვეს რკინიგზასთან. ფერმამდე მისვლამდე, გზა იყო გაფუჭებული, თვითონ დაურეკა ბ--ას და უთხრა, რომ გზას ვეღარ აგრძელებდნენ და ხვალ მივიდოდნენ. ბ-----------–---–მა კი მიუგო, რომ ცხენზე ყავდა გამობმული საქონელი და თავად მიუყვანდა. მანქანაში ისხდნენ შემდეგი თანმიმდევრობით საჭესთან გ------ი, შუაში თვითონ და კიდეში ს-------------–--ნი. უცდიდნენ ბ-----------–---–ს. დაინახეს ორი სამხედრო ფორმიანი პიროვნება, რომლებიც მათი მიმართულებით მიდიოდნენ. მანქანის შუქები შორ ნათებაზე ქონდათ და რადგან უცხო პირებს თვალებში ანათებდა, ახლო ნათებაზე გადმორთო. როდესაც მანქანას მიუახლოვდნენ უცნობი პირები, ს-------------–--ნმა მათ თხოვა სიგარეტი. თხოვნის დასრულებისთანავე უცნობმა პირებმა გადმოაგდეს ს----ო მანქანიდან და მოთხოვეს ფული. შემდგომ გ------ი და ბოლოს თავადაც გადმოაგდეს მანქანიდან. გაისროლეს იარაღი და მოსთხოვეს ფული. გი-----------------ემ ამოიღო 3000 ლარი და ტელეფონი, დადო ძირს და თხოვა, რომ არ მოეკლათ. ზ---------------ემ აღნიშნა, რომ შემდეგ მას მოთხოვეს ფული, ავტომატის კონდახი ჩაარტყეს და ფეხი დაარტყეს. ორთავე თავდამსხმელს სამხედრო ფორმა ეცვა და ნიღბები ეკეთა. შემდეგ უთხრეს, რომ მეტი ფული როგორ არ ქონდა და დაიწყეს მისი ცემა და წიხლების რტყმევა. 7000 ლარი ქონდა ცალკე თუმცა არ მისცა ყაჩაღებს. წამოდგა ფეხზე და თხოვა არ მოეკლა. შემოტრიალდა და დაიწყეს ჩხუბი რა დროსაც იარაღი წაართვა იმას ვინც ესროლა და ჩაცვივდნენ ჭაობში. მეორე წავიდა მისაშველებლად. იარაღში რომელიც წაართვა, გადატენა, თუმცა ვერ გაისროლა რადგან ორი ვაზნა იყო გაჭედილი. ცხვირი ქონდა გატეხილი და ხელი ქონდა გადაჭრილი დანით, რადგან დანას ურტყამდა თავდამსხმელი და გ------ის დაძახებაზე შებრუნდა, დაინახა აღმართული დანა, რომელიც ლულაში მოხვდა ავტომატს, გაიჭედა მასში და გადატყდა. მისი ჩვენებით, ავტომატი ვისაც წაართვა, ის იყო ნ---------–--–----ნი, რომელიც ესწრებოდა ლ-----–--–-----ის სახლში გამართულ საუბარს და საქონლის ფასთან დაკავშირებით ეკამათა. ნ---------–--–----ნმა ნიღაბი ჩხუბის დროს მოიხსნა, რადგან როდესაც დაარტყა ვეღარ ხედავდა. გ------ი როდესაც მივიდა დასახმარებლად, პირში პისტოლეტი ჩასთხარეს და უთხრეს, რომ ძმაკაცს მოუკლავდნენ, თუ იარაღს არ დააბრუნებდა. მან კი მიუგო, რომ ფული დაებრუნებიათ და იარაღს მიცემდა. მაგრამ ვერ შეთანხმდნენ და თავდამსხმელები წავიდნენ იმ მიმართულებით საიდანაც მოვიდნენ. წასვლამდე კი ერთ-ერთმა დაუძახა მეორეს „ნ-------- წავედითო“. ზ---------------ემ აღნიშნა, რომ ავტომატი ეკავა ნ---------–--–----ნს, ხოლო დანა მეორეს. გადაჭრილი თოფი კი მოგვიანებით გამოაჩინეს. ამ პერიოდში ს-------------–--ნს ხელები ქონდა შეკრული, ავტომანქანის გვერდით, მარცხენა მხარეს იმყოფებოდა და ყველაფერს ხედავდა. დაცვის მხარის კითხვაზე, ზ---------------ემ განმარტა, რომ მეორე თავდამსხმელის მიერ სუნთქვის მიზნით ნიღბის აწევის ფაქტი არ დაუნახავს, რადგან ნ---------–--–----ნთან ჩხუბობდა. ამ პერიოდში, გი-----------------ე, მანქანის მარჯვენა მხარეს იყო, ხოლო ს-------------–--ნი მეორე მხარეს, თავად კი ნ---------–--–----ნს ეჩხუბებოდა. ს-------------–--ნი და გი-----------------ე იწვნენ და თავზე ქონდათ ხელები და მეორე თავდამსხმელი მათთან იყო. შემდეგ როცა წინ გავიდა მათ ვეღარ ხედავდა. მისი განმარტებით, ნ---------–--–----ნი იმყოფებოდა მათთან, როდესაც ლ-----–--–-----თან საუბრის დასრულების შემდეგ თქვეს, რომ ბ-----------–---–ის ფერმაზე უნდა წასულიყვნენ. თავდამსხმელთა წასვლის შემდეგ დაურეკა ბ-----------–---–ს და უსაყვედურა, რადგან ყაჩაღები დაახვედრა გზაში და მოთხოვა 15 წუთში დაებრუნებინა ყველაფერი. ბ--ას თქმით მან არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. წამოსვლის დროს წამოიღო იარაღი და დანის ტარი, რომელზეც ამოქარგული იყო ინიციალები „ნ“ და „წ“. ს-------------–--ნს ესაუბრა გზაში და უთხრა, რომ იცნო ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ნიღაბი აღარ ეკეთა და ეს იყო ის პირი რომელიც ესწრებოდა საუბარს ლ-----–--–-----ის ოჯახში და ეკამათებოდა საქონლის ფასთან დაკავშირებით. ს-------------–--ნმა კი უთხრა, რომ ის ვერ იტყოდა იმ პირის ვინაობას, რადგან მკვლელი იყო. შემდეგ კი უთხრა, რომ როდესაც ნიღაბი მოძვრა მაშინ იცნო ნ---------–--–----ნი. ს-------------–--ნმა ასევე თქვა, რომ იცნო მეორე პირიც და ეს იყო გ--------–--------ძე. რომელიც სახეზე ყავდა დამახსოვრებული და მისი სახე არ დაავიწყდებოდა. პროკურორის კითხვაზე, ზ---------------ემ აღნიშნა, რომ 20-8 წლის 28 ან 29 იანვარს, ზუსტად არ ახსოვდა, შეხვდა ს-------------–--ნს, რომელმაც უთხრა, რომ ორთავე თავდამსხმელს იცნობდა და ისინი იყვნენ გ--------–--------ძე და ნ---------–--–----ნი. საუბრის დროს მაშინვე იძახდა, ს----ო, რომ იცნო მეორე ყაჩაღი, თუმცა მაშინ არ უთქვამს სახელი და გვარი, ხოლო ნ---------–--–----ნზე ამბობდა, რომ მეორე, ნ---------–--–----ნი მკვლელი იყო. რადგან შვილები ტყეში იყვნენ, შეეშინდა შვილები არ დაეხოცა. დაცვის მხარის კითხვაზე, ზ---------------ემ კიდევ ერთხელ ცხადად აღნიშნა, რომ ს-------------–--ნმა ყაჩაღობის შემდეგ, გზაში უთხრა, რომ თავდამსხმელთაგან ერთი იყო ნ---------–--–----ნი, ხოლო მეორე გ--------–--------ძე. ზ---------------ემ აღნიშნა, რომ თავად არ იცოდა ვინ იყო მეორე თავდამსხმელი. ყაჩაღობის ადგილიდან წამოსვლის დროს დაურეკა ცოლის ძმას, აცნობა მომხდარის შესახებ და შეხვდა ლ--------ში. ისაუბრეს და გადაწყვიტეს პოლიციაში წასვლა. დაცვის მხარის კითხვაზე, ზ---------------ემ აღნიშნა, რომ პოლიციაში მისვლამდე სხვა გზით საქმის მოგვარებაზე არ ფიქრობდა. პოლიციაში მისვლის შემდეგ, წაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო გი-----------------ე დაკითხეს. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ამოიღეს იარაღი და სხვა ნივთები მანქანიდან, გადაიღეს სურათები, დალუქეს და შეიტანეს პოლიციაში. მისი განმარტებით, დაკითხვიდან მეორე დღეს აჩვენეს სურათები და ამოიცნო ნ---------–--–----ნი. ზ---------------ემ აღნიშნა, რომ გი-----------------ეს ამოცნობილი ყავდა ნ---------–--–----ნი და ასევე დაინახა მეორე პირი, რომელიც იწევდა ნიღაბს, ჰაერს ისუნთქავდა და იყო თეთრი ბიჭი. დაცვის მხარის კითხვაზე ზ---------------ემ აღნიშნა, რომ თავდასხმა დაახლოებით 8-9 საათზე მოხდა, რადგან ახალი დაღამებული იყო. ყაჩაღებთან ჭიდაობა და ჩხუბი კი დაახლოებით ნახევარი საათიდან ერთ საათამდე გაგრძელდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა გი-----------------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ახალციხეში. ლ--------ში ყიდულობდა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და მიყავდა ახალციხეში. საქმიანობას ეწეოდა ზ---------------ესთან ერთად. ზ----- რ-----–--ლი, რომელიც გაიცნო 20-7 წელს, ურეკავდა და აცნობებდა თუ ვის ყავდა საქონელი გასაყიდი და ჩადიოდა ლ--------ში. ზ-----მა დაურეკა, აცნობა რომ 10 ცალი თივის შეკვრა ჭირდებოდა და თან უთხრა, რომ ლ--------ში საქონლის გაყიდვის მსურველები იყვნენ, ერთი მისი ბიძაშვილი, ხოლო მეორე მ------ელი. ჩავიდნენ ქალაქ ლ--------ში, შეხვდნენ ზ----- რ-----–--ლს, დაუტოვეს თივა და ზ-----ის მითითებით მივიდნენ ლ-----–--–-----თან. როგორც გაირკვა, ლ---ნს ორი სული საქონელი ყავდა გასაყიდი, რომელთაგან ერთ-ერთი ადგილზე არ იმყოფებოდა. ფასზე საუბრის დროს საუბარში ჩაერია მესამე პირი, რომელიც მათ მეტი თანხის გადახდას თხოვდა, რადგან მისი მოსაზრებით დაბალ ფასს სთავაზობდნენ ლ---ნს. უცნობი პირი ისეთ ფასს ასახელებდა, მიხვდა რომ ვერ ერკვეოდა საკითხში და რადგან უცნობი პირი აქტიურობდა, უთხრა ლ---ნს რომ საღამოს დაბრუნდებოდნენ და გააგრძელებდნენ მოლაპარაკებას. ამ პერიოდისთვის კი მეორე საქონელიც დაბრუნდებოდა და ორთავეს ნახავდნენ. ზ---------------ემ კი აღნიშნა, რომ შეიძლება ვეღარ მისულიყვნენ რადგან ფერმაზე იყვნენ წასასვლელი. ამ საუბრის დროს მათთან, სხვა პირებთან ერთად, ნ---------–--–----ნიც იმყოფებოდა. ლ-----–--–-----თან საუბრის დასრულების შემდეგ, ს-------------–--ნმა, რომელიც იქ იმყოფებოდა თქვა, რომ ყავდა გასაყიდი საქონელი და შეთავაზა მათი ნახვა, რასაც დათანხმდა. წავიდნენ ქალაქ ლ--------ში და გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ დაბრუნდნენ ლ-----–--–-----თან, თუმცა მასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აღნიშნულის გამო წავიდნენ ს-------------–--ნის ფერმაზე. მათ ასევე წაიყვანეს ს----ოს შვილი. როდესაც მივიდნენ ფერმაზე, თავად და ს-------------–--ნი დარჩნენ ავტომანქანაში, ხოლო ს----ოს შვილი და ზ---------------ე წავიდნენ საქონლის სანახავად. დაახლოებით ორი საათის გასვლის შემდეგ დაბრუნდნენ, თუმცა საქონელი ვერ ნახეს. ზ-----ს და ს----ოს შვილს, თან ახლდა ს----ოს მეორე შვილი და მ------ელი. ყველა ერთად წავიდნენ ლ--------ში და რკინიგზასთან ს-------------–--ნის შვილები და მ------ელი ჩავიდნენ მანქანიდან. გი-----------------ემ მიუთითა, რომ ესაუბრა ზ----- რ-----–--ლის ბიძაშვილს და ს-------------–--ნმა უთხრა, რომ იცოდა გზა და წაიყვანდა მათ. ახალი დაღამებული იყო როცა ს-------------–--ნის ფერმიდან დაბრუნდნენ და ზ----- რ-----–--ლის ბიძაშვილთან წავიდნენ. მანქანას თავად მართავდა, მის გვერდით ზ---------------ე და შემდეგ ს-------------–--ნი ისხდნენ. მივიდნენ დიდ ჭაობიან ადგილას, სადაც მანქანა ვერ გაივლიდა და გაჩერდნენ. ზ-----მა დაურეკა იმ ადამიანს ვისთანაც მიდიოდნენ. შემდეგ ს-------------–--ნი ესაუბრა. დაახლოებით 15-20 წუთში დაინახა ორი პიროვნება, რომლებიც მათი მიმართულებით მოძრაობდნენ და ხელებს იფარებდნენ. რადგან მანქანის შუქები შორ ნათებაზე ქონდა ჩართული, გადართო ახლო ნათებაზე. უცნობი პირები მივიდნენ მანქანასთან და გაცდნენ. ს-------------–--ნს უთხრა, რომ ეთხოვა მათთვის სიგარეტი. როდესაც ს-------------–--ნმა სიგარეტი თხოვა უცნობებს, აღნიშნული პირები მივარდნენ ორივე მხრიდან, დაიწყეს ყვირი, ცემა და ფული მოთხოვეს. ტელეფონი და ფული 3000 ლარი დაყარა ძირს. ფული ერთ-ერთმა თავდამსხმელმა აიღო. თავზე დაადგა ყაჩაღი და მოთხოვა თავი არ აეწია, თორემ მოკლავდა. შემდეგ ზ---------------ე ჩამოიყვანეს მანქანიდან და უთხრეს რომ ფული მას ქონდა და უნდა მიეცა. თავდამსხმელები ს-------------–--ნს ფულს არ თხოვდნენ. თავად ძირს იყო დაწოლილი, მიიხედა და ზ-----ს დაუძახა, რომ დანას ურტყამდა და ამ დროს დაინახა, რომ ავტომატი ზ-----ს ქონდა. გაიქცა მათკენ, თუმცა შემდეგ ყაჩაღები მასთან აღმოჩნდნენ და დაემუქრნენ მოკვლით. ერთ-ერთმა ყაჩაღმა, მეორე დაუძახა „ნ-----რ გავიქცეთო“, ამოიღეს მანქანის მხრიდან თოფი და გაიქცნენ. ავტომატი რომელიც წაართვა ზ-----მა ყაჩაღს, ასევე მჭიდი, ვაზნები და დანის ნაწილები ჩაალაგეს მანქანაში და წაიღეს. მისი განმარტებით, ავტომატიდან გასროლის ხმა არ იყო, მაგრამ გადატენის ხმა გაიგონა და გასროლის მცდელობას ქონდა ადგილი, როცა ზ-----ს თხოვდნენ ფულს. გი-----------------ის ჩვენებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც ს-------------–--ნის მხარეს იდგა, იწევდა ნიღაბს, თუმცა სახე ვერ დაინახა. ს-------------–--ნთან უფრო ახლოს იდგა აღნიშნული პირი. ს-------------–--ნი მუხლებზე იდგა და დაინახავდა მას, რადგან კარი როდესაც იღებოდა, მანქანაში შუქი ინთებოდა. მისი განმარტებით, მეორე პიროვნება რომელსაც ზ---------------ემ წაართვა ავტომატი და დაარტყა, ეს იყო ის პირი რომელიც ერთვებოდა, საქონლის ფასთან დაკავშირებით საუბარში ლ-----–--–-----ის ოჯახში და შეხვდა შემთხვევის დღეს და ამოიცნო. თუმცა თავდასხმის მომენტში მისთვის უცნობი იყო ამ პირის სახელი და გვარი. დატოვეს შემთხვევის ადგილი. როდესაც მიდიოდნენ, ზ---------------ემ დაურეკა ფერმერს და უსაყვედურა მომხდარი გამო. ფერმერმა კი უთხრა, რომ ხმა გაიგონა და შეეშინდა. ს-------------–--ნს კითხა, როგორ ვერ იცნო ის ყაჩაღი, რომელსაც ზ---------------ის დარტყმის გამო მოძვრა ნიღაბი, რადგან ლ-----–--–-----თან საუბრის დროს ფასზე სწორედ ეს პირი ეკამათებოდა. ს-------------–--ნი თავიდან თავს იკავებდა და ამბობდა, რომ საშიში პიროვნება იყო, შემდეგ კი აღნიშნა, რომ თავდამსხმელი ნ---------–--–----ნი იყო. გი-----------------ის ჩვენებით, ს-------------–--ნი მეორე პიროვნებაზე აღნიშნავდა, რომ არ იცოდა ვინ იყო. მაგრამ სადაც არ უნდა შეხვედროდა იცნობდა, რადგან სახე ქონდა დამახსოვრებული. ს-------------–--ნს შეხვდა ორ-სამ დღეში, პოლიციის წინ და კითხა იცნობდა თუ არა მეორე პიროვნებას, ს----ო კი კვლავ უარყოფდა. შემდეგ კვლავ კითხა ს-------------–--ნს მეორე თავდამსხმელის ვინაობა და ს----ომ განუმარტა, რომ იცოდა ვინ იყო მეორე პირი, რომლის მამას იცნობდა სახელით „ლ----ა“ და ამ ბიჭის სახე არ ავიწყდებოდა. გი-----------------ემ დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოიღეს სხვადასხვა ნივთები და მისგან აიღეს ნერწყვის ნიმუში. ასევე დაადასტურა, რომ მონაწილეობდა ამოცნობაში დ ამოიცნო ერთ-ერთი ყაჩაღი, რომელიც ლ-----–--–-----ის ოჯახში ნახა და ესაუბრებოდა საქონლის ფასზე. მისივე განმარტებით პოლიციაში მისვლის დროს, შემთხვევის ადგილიდან წამოღებული ნივთები მანქანაში დატოვეს და შევიდნენ შენობაში. დაცვის მხარის კითხვაზე, გი-----------------ემ აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით ს-------------–--ნმა დაინახა ის პირი ვინც ნიღაბი მოიხსნა, თუმცა ს-------------–--ნმა ამის შესახებ აღნიშნა თუ არა, არ იცოდა. ს-------------–--ნი შემთხვევის ღამეს დაინახა პოლიციაში. ასევე ნახა მეორე დღეს. მისი განმარტებით, ს-------------–--ნი ისე იქცეოდა, რომ თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და არ ამბობდა და რაღაცას მალავდა, რადგან თვითონ აზრი ვერ გამოჰქონდა მისი საუბრიდან. ს-------------–--ნს ყაჩაღობის დასრულების შემდეგ, როდესაც დაბრუნდნენ ქალაქ ლ--------ში, არ აღუნიშნავს, რომ იცოდა მეორე პიროვნება ვინ იყო. უშუალოდ თავდასხმა დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა. დაცვის მხარის კითხვაზე, გი-----------------ემ აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით მეორე თავდამსხმელი „სიცხის გამო გასანიავებლად იწევდა ნიღაბს“ და თან უყვიროდა ს-------------–--ნს, რომ არ ამდგარიყო. მისივე განმარტებით, გაქცევის დროს ერთ-ერთს არ ქონდა ნიღაბი, ხოლო მეორეს ეკეთა თუ არ იცის, რადგან სიბნელის მხარეს იყო წასული. პროკურორის დამატებით კითხვაზე, გი-----------------ემ აღნიშნა, რომ ს-------------–--ნს მეორე პიროვნების სახელი და გვარი არ უთქვამს მისთვის და მხოლოდ მამის სახელი თქვა და აღნიშნა, რომ კარგად იცნობდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ზ----- რ-----–--ლმა განმარტა, რომ ცხოვრობს ლ--------ში. იცნობს ზ---------------ეს და გი-----------------ეს, რომლებმაც ერთი წლის წინ შეიძინეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, დაუტოვეს ტელეფონის ნომერი და გასაყიდი საქონლის არსებობის შემთხვევაში შეეძლო დაერეკა მათთვის. მიმდინარე წელს დაურეკა ზ---------------ეს და აცნობა, რომ ლ--------ში იყვნენ საქონლის გაყიდვის მსურველები და შეეძლო ჩასვლა. ზ-----მა განუცხადა, რომ სურდა შეძენა, თუმცა ლ--------ში ვერ ჩავიდნენ და შეთანხმდნენ, რომ თვითონ დაურეკავდნენ. გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ კვლავ დაურეკა ზ-----ს და თივის წამოღება თხოვა. ზ-----ი ჩავიდა ლ--------ში, შეხვდა ეკლესიასთან, თივა ჩამოიღეს მანქანიდან და ზ-----ი ტ------ძე და გი-----------------ე საქონლის შესაძენად მიიყვანა ლ-----–--–-----ის სახლთან, სადაც რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი, თუმცა, მათი ვინაობა არ ახსოვდა. დატოვა ზ-----ი და გ------ი ლ-----–--–-----თან და ამის შემდეგ ისინი აღარ უნახავს. ზ----- რ-----–--ლმა ასევე განმარტა, რომ ბიძაშვილს ბ-----------–---–ს, ყავდა გასაყიდი საქონელი, ბ--ას ნომერი მისცა ზ---------------ეს და უთხრა თავად შეხმიანებოდნენ ერთმანეთს. საღამოს ბ--ამ ტელეფონით აცნობა, რომ მასთან აღარ მიდიოდნენ საქონლის შესაძენად. დაურეკა ზ-----ს, რომელმაც უთხრა, რომ საქონლის შესაძენად იმყოფებოდნენ ს-------------–--ნის კარავზე, ხოლო ბ-----------–---–თან მეორე დღეს მივიდოდნენ. ზ----- რ-----–--ლის განმარტებით, სახლში მიაკითხეს პოლიციელებმა და წაიყვანეს პოლიციაში, სადაც დაინახა ბ-----------–---–ი. ასევე დაინახა ზ---------------ე, რომელსაც თავი ქონდა შეხვეული, გი-----------------ე და ს-------------–--ნი. ზ----- რ-----–--ლმა დაცვის მხარის კითხვაზე განმარტა, რომ პოლიციაში მიყვანიდან მეორე დღეს, გ--------–--------ძე დაინახა ლ--------ში, თუმცა ზუსტი ადგილის მითითება არ შეეძლო. ცდილობდა გაეგო ბ--ას ადგილსამყოფელი, მაგრამ არავინ იცოდა, მათ შორის არც ბ--ას დედამ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ-----–--–-----მა განმარტა, რომ ს-------------–--ნს მიმართა თხოვნით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის მსურველების გამოჩენის შემთხვევაში, ისინი მიეყვანა მასთან (02.0-.18 წლის სხდომის ოქმი 16:34:55 საათი). ს-------------–--ნმა მასთან სახლში მიიყვანა ზ-----ი და გ------ი, რომლებსაც საქონლის შეძენა სურდათ. დილით როდესაც მივიდნენ მამა დახვდა სახლში აღნიშნულ პირებს და მოგვიანებით თხოვა რომ მისულიყვნენ, რადგან მთვრალი იყო. შუადღეს, დაახლოებით 3-4 საათზე, როდესაც დაბრუნდა სახლში, მამამ უთხრა, რომ არ გასულიყო სახლიდან, რადგან საქონლის შეძენის მსურველები უნდა მისულიყვნენ. კვლავ მივიდნენ აღნიშნული პირები ს-------------–--ნთან ერთად. ორი საქონელი ყავდა გასაყიდი და 3000 ლარს აფასებდა. მათ ფასი არ მოეწონათ და ვერ შეთანხმდნენ. ს-------------–--ნმა აღნიშნული პირები წაიყვანა თავისი საქონლის საჩვენებლად (02.0-.18 წლის სხდომის ოქმი 16:36:54 საათი). ლ-----–--–-----მა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს მათთან სხვა პირები არ იმყოფებოდნენ. დილით როდესაც იყვნენ მისულები, ამ დროს მ------ლებიც იმყოფებოდნენ მათთან, თუმცა მისთვის უცნობი იყო ესწრებოდა თუ არა საუბარს რომელიმე მათგანი.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა უარი თქვა ბ-----------–---–ის მოწმის სახით დაკითხვაზე, რის გამოც ბ-----------–---–ი დაიკითხა როგორც დაცვის მხარის მოწმე. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ბ-----------–---–მა განმარტა, რომ ტყეში აქვს ფერმა და უვლის საქონელს. ზ----- რ-----–--ლს უთხრა რომ მოზვრები ყავდა გასაყიდი. ზ-----მა გამოართვა ტელეფონის ნომერი და მისცა საქონლის შეძენის მსურველებს. საუბრიდან მეორე დღეს, დღის პირველ ნახევარში დაურეკეს, უთხრეს, რომ ზ-----მა მისცა ნომერი და კითხეს თუ ყავდა გასაყიდი მოზვრები. დასტურის მიღების შემდეგ, განუცხადეს, რომ ხბოები დაემწყვდია და დაახლოებით 5 საათისთვის დაურეკავდნენ და მივიდოდნენ მასთან. დაამწყვდია ხბოები, 5 საათისთვის დაურეკეს და უთხრეს, რომ ხვალ მივიდოდნენ, რაზეც თანხმობა განაცხადა. გააგრძელა თავისი საქმიანობა. საერთო ჯამში 35 სული საქონელი ყავს მიბარებული და მათ უვლის. დაუყარა თივა და დააბინავა საქონელი. დაძინებას აპირებდა, დაახლოებით 8 საათზე, დაურეკეს და კითხეს იმყოფებოდა თუ არა კარავზე და ადგილზე თუ ყავდა ხბოები. ასევე უთხრეს რომ თან ახლდათ ს-------------–--ნი, რომელმაც იცოდა გზა და მიიყვანდა მასთან. ჩაიცვა, აიღო ფარანი და შევიდა ბოსელში, რათა საქონელი განეცალკევებინა. მეორედ დაურეკეს და უთხრეს, რომ ცუდ გზასთან იყვნენ, ვერ მივიდოდნენ და თვითონ მიეყვანა ხბოები მათთან. უთხრა მათ, რომ ცხენი უნდა დაეჭირა და ამ გზით შეძლებდა მხოლოდ მისვლას. აიღო ფარანი და წავიდა ცხენის მოსაძებნად. ღამე იყო, ცხენი შორს იყო და დრო დასჭირდა მის დაჭერას. კვლავ დაურეკეს და ესაუბრა ს-------------–--ნი, რომელმაც კითხა თუ ამდენი ხანი რას აკეთებდა. განუმარტა ს----ოს, რომ ცხენი ახლა დაიჭირა, ხბოები უნდა გადაება ერთმანეთზე და შემდეგ წავიდოდა მათთან. ს----ომ უთხრა, რომ ეჩქარა. შევიდა ხბოებთან, თუმცა ვერ მოახერხა უცებ მათი დაჭერა. აიღო ტელეფონი დაიწყო დარეკვა საქონლის შეძენის მსურველებთან, რათა ერთ-ერთი მისულიყო და დახმარებოდა. ტელეფონზე არ უპასუხეს. ამის გამო წავიდა იმ ადგილისკენ სადაც უნდა ყოფილიყვნენ გაჩერებულები. როდესაც მივიდა იქ არავინ დახვდა და კვლავ დარეკა ტელეფონზე, თუმცა არ უპასუხეს. ხოლო შემდეგ როდესაც უპასუხეს, უთხრეს, თუ რატომ დაახვედრა ყაჩაღები. მანქანა დაყენებული ყავდა შორიახლოს, მივიდა მანქანასთან და წავიდა ლ--------ისკენ. გზად მიმავალს, გადაუდგა მანქანა, საიდანაც გადმოხტნენ უცნობი პირები, დაადეს ავტომატი და დაუწყეს ცემა, რა დროსაც კბილი მოტეხეს. ბ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მიუთითა იმ კბილზე რომელიც მოტეხეს ცემის დროს. აღნიშნულმა პირებმა წაიყვანეს პოლიციაში, სადაც კვლავ თხოვდნენ პასუხს თუ ვინ იყვნენ ის პირები, ვინც დაახვედრა საქონლის შეძენის მსურველებს. პოლიციაში ყოფნის დროს დაინახა ს-------------–--ნი, რომელსაც ასევე ეუბნებოდნენ დაესახელებინა თავდამსხმელები. პოლიციაში მთელი ღამე სცემდნენ და დაძინების საშუალებას არ აძლევდნენ. გათენებამდე ურტყამდა ერთი პოლიციელი, რომ არ ჩაძინებოდა. როდესაც გათენდა ჩაიყვანეს ქვემოთ, სადაც ნახა ს---–---------–--–--–--ლი და ს-------------–--ნი. ს-------------–--ნი ეუბნებოდა ს---–----ს, რომ არ იცოდა ვინ იყვნენ ყაჩაღები, რადგან ავტომატი ედო თავზე. პოლიციელებმა წაიყვანეს ტყეში და გზად ეუბნებოდნენ, რომ მისი ბიძაშვილისთვის, ზ----- რ-----–--ლისთვის უნდა დაედო ხელი, რადგან ზ-----მა ჩამოიყვანა ის ხალხი ლ--------ში. მისი განმარტებით, გზაში კვლავ ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ რომ უნდა ეთქვა, თითქოს ზ----- რ-----–--ლმა დაგეგმა ყველაფერი. პოლიციაში დაბრუნების შემდეგ, კვლავ გაგრძელდა ზეწოლა. ერთი პოლიციელი რომ მიდიოდა მასთან და თხოვდა ხელის დადებას ზ-----ისათვის, ნახევარი საათის შემდეგ სხვა პოლიციელი შედიოდა მასთან და აგრძელებდა იგივე შინაარსის საუბარს. პოლიციაში ყოფნის დროს არც წყალი დაალევინეს და არც საჭმელი მიაწოდეს. ეუბნებოდნენ დაეწერა რასაც თხოვდნენ, თავად კი პასუხობდა რომ ვერ დაწერდა იმას რაც მათ სურდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უთხრეს, რომ მართალი იყო, რადგან ყაჩაღობა გ--------–--------ძის და ნ---------–--–----ნის ჩადენილი იყო. ამის შემდგომ უკვე დაიწყეს მოთხოვნა გ--------–--------ძის და ნ---------–--–----ნისთვის დაედო ხელი, რაზეც კვლავ უარი განუხადა პოლიციელებს. სამი დღის განმავლობაში არ გამოუშვეს პოლიციიდან. ბ-----------–---–ის განმარტებით, გაიგონა როგორ ეუბნებოდნენ ს-------------–--ნს პოლიციაში, რომ ხელი დაედო კონკრეტული პირებისათვის, თორემ თვითონ ჩაჯდებოდა ციხეში. მისი განმარტებით, დაინახა პოლიციელი, რომელსაც ს-------------–--ნისათვის ქონდა ხელი მოკიდებული და აჯანჯღარებდა და თან აგინებდა იმ დროს, როცა ს-------------–--ნი ამბობდა, რომ არ იცოდა თავდამსხმელის ვინაობა. მისი განმარტებით, პოლიციაში ასევე ნახა ნ---------–--–----ნის ძმის ცოლი, რომელიც კიბეებზე ჩამოდიოდა, ყვიროდა და ილანძღებოდა. პოლიციელები კი ეუბნებოდნენ მას, რომ დაეწერა ვინ იყო მასთან მანქანით მისული, თორემ გაამხელდნენ 29 წლის ბიჭთან რომ ქონდა ურთიერთობა. ბ-----------–---–მა აღნიშნა, რომ პროკურორთან შეხვედრის დროს შეწყდა მისი ცემა, თუმცა მას შემდე რაც პროკურორი წავიდა კვლავ გაგრძელდა ცემა. თხოვდა პოლიციელებს, რომ თავში არ დაერტყათ თუმცა მაინც თავის არეში გრძელდებოდა დარტყმები. საბოლოოდ იძულებული გახდა დათანხმებულიყო და დაიწყო წერა, თუმცა ისე არ წერდა როგორც თხოვდნენ და კვლავ დაიწყეს მისი ცემა და ახალ ფურცლებს აწვდიდნენ, რის გამოც კარნახის გზით, ძალით დააწერინეს ჩვენება თავისი ხელით. სახლში როდესაც დაბრუნდა, დედას უთხრა, რომ ვეღარ გაუძლებდა ცემას და მონასტერში წავიდა საცხოვრებლად. მხოლოდ დედასთან ქონდა კავშირი. სურდა სასამართლოში მისვლა და სიმართლის თქმა. გაიგო სასამართლო სხდომის თარიღი, რომელზეც უნდა გამოცხადებულიყო და თავის ძმასთან ჩავიდა სახლში და დარჩა. როდესაც შესრულდა სასამართლო სხდომის დაწყების დრო და მასთან არ მივიდა მამა, დაურეკა დედას, რომელმაც უთხრა რომ მამა, ზ------------–-ილი, პოლიციელებს ყავდათ წაყვანილი. ერთი ჯგუფი პოლიციელების კი სახლთან კუთხეში იდგნენ. აღნიშნულის გამო, პირველად ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება. ბ-----------–---–მა აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე უთხრეს მიეთითებინა ფერმის ადგილსამყოფელი და მიუთითა. მისი განმარტებით, ქუდზე არ მიუთითებია. ქუდის მფლობელი კი არ იცოდა ვინ იყო. ბ-----------–---–მა აღნიშნა, რომ იცნობს ნ---------–--–----ნს და გ--------–--------ძეს, როგორც ლ--------ელებს. მისი განმარტებით, 12 წლამდე იზრდებოდა სოფელში, შემდეგ კი ტყეში იმყოფება, უვლის საქონელს და იშვიათად დადის სახლში. მისი განმარტებით, ყაჩაღობის ჩამდენი პირების ვინაობა მისთვის უცნობია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ქ--------–--–-----მა განმარტა, რომ ცხოვრობს ლ--------ში, წ----------ოს ქუჩა N2-ში, მეუღლესთან და მეუღლის მშობლებთან ერთად. მათთან ასევე ცხოვრობს მეუღლის ძმა ნ---------–--–----ნი, რომელიც იანვრის შემდეგ სახლში არ უნახავს. ნ---------–--–----ნი 24 იანვარს იმყოფებოდა სახლში და აპირებდა სანადიროდ, სათევზაოდ ან შეშის მოსატანად წასვლას. იცის რომ ნ--------ი წავიდა სახლიდან, თუმცა სად წავიდა და ვისთან ერთად წავიდა, მისთვის უცნობი იყო. მისთვის ასევე უცნობი იყო მიაკითხა თუ არა ვინმემ ნ--------ს, რადგან სახლში არ უნახავს შესული არავინ. 25 იანვარს მივიდნენ პოლიციელები და მათგან შეიტყო მომხდარის შესახებ. პოლიციელებმა ჩაატარეს ჩხრეკა, წაიყვანეს მეუღლე და შემდეგ თვითონ. ქ--------–--–-----მა აღნიშნა, რომ ნ--------ს, შემთხვევის დღეს მიაკითხეს შავი მანქანით. ამ დროს სახლში იმყოფებოდა და საჭმელს აკეთებდა. ფანჯრიდან დაინახა, რომ მანქანა იყო შავი. მისი განმარტებით დაიღალა პოლიციაში სიარულით და ამიტომ მისცა ის ჩვენება, რაც საქმეში იყო მოთავსებული, რადგან აღარ სურდა პოლიციაში სიარული. მანქანაში ვინც იყო ის პიროვნება შეიძლება, რომ ამოეცნო, თუმცა ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმზე აღნიშნა, რომ იძულებას ქონდა ადგილი, რადგან უთხრეს, რომ თუ ამოიცნობდა და დაწერდა იმ ციფრებს, რასაც ეუბნებოდნენ, თავს დაანებებდნენ და მანაც დაწერა ის რასაც თხოვდნენ (17:16 საათზე). ქ--------–--–-----ის განმარტებით, მართალია მანქანა იყო მისული სახლთან, თუმცა მანქანის ნომერი და მარკა მისთვის უცნობი იყო. რაც შეეხებოდა ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, აღნიშნა, რომ სურათებს ადებდა ხელს და ერთ-ერთი მორიგი ხელით შეხების დროს, უთხრეს, რომ ეს იყო და შეადგინეს ოქმი. მისი განმარტებით, როდესაც ნანახი არ ყავდა ადამიანი, მნიშვნელობა არ ქონდა სურათების ნახვას.

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ვ--------------ს ჩვენებით, გ--------–--------ძე არის მისი მეგობარი და მ------ელი. გ--------–--------ძეს საკუთრებაში ყავს ბიძის, მი---------------ას სახელზე გაფორმებული, შავი ფერის მ--------ს ML-ის მარკის და მოდელის, სახელმწიფო ნომრით T--5---E- ავტომანქანა, რომელსაც იგი ხშირად აყენებდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში. 20-8 წლის 26 იანვარს, შუადღეს მივიდა გ--------–--------ძე, ჩვეულებისამებრ დააყენა ეზოში ავტომანქანა, მისთვის არაფერი უთქვამს, არც თავად გასაუბრებია და არც აღელვება შეუმჩნევია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ---------------–--ემ განმარტა, რომ ყაჩაღური თავდასხმის თვითმხილველი არ არის და მხოლოდ თანამშრომლების და დაზარალებულთა გადმოცემით იცის საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მისი ჩვენებით, ს-------------–--ნმა უთხრა, რომ იცნო მეორე პიროვნება, გ--------–--------ძე, რომელსაც დიდი ხანი იცნობდა და იყო მისი მ------ელი, რომელმაც აიწია ნიღაბი (02.0-.18 წლის სხდომის ოქმი 16:43:45 საათი). მონაწილეობა მიიღო ბ-----------–---–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში და დაადასტურა ოქმში მითითებული გარემოებები. შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაზარალებულები როდესაც შევიდნენ პოლიციაში, მივიდა პოლიციაში და გაიგონა დაზარალებულთა საუბარი, მათ შორის იმყოფებოდა ს-------------–--ნი, რომ ერთ-ერთი პიროვნება თავდამსხმელთაგან იყო ნ---------–--–----ნი (02.0-.18 წლის სხდომის ოქმი 16:58:15 საათი). მისი განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბ-----------–---–მა მიუთითა, რომ ქუდი რომელიც აღმოაჩინეს მისი იყო და თვალების ადგილი ამოჭრა ნ---------–--–----ნმა მასთან ფერმაზე ყოფნის დროს, სადაც ასევე იმყოფებოდა გ--------–--------ძე. დაცვის მხარის კითხვაზე, რატომ არ იყო მითითებული აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, გ---------------–--ემ აღნიშნა, რომ ამ შინაარსის დაფიქსირება არ ისურვა ბ-----------–---–მა, რადგან გ--------–--------ძესთან ბავშვობის მეგობრობა აკავშირებდა (02.0-.18 წლის სხდომის ოქმი 17:00:00-17:02:10 საათი). მისი განმარტებით, მიიღო ინფორმაცია რომელი ავტომანქანით გადაადგილდებოდა გ--------–--------ძე, რომლითაც შემდეგ მიიმალა და შეადგინა პატაკი. მიმალვა იმიტომ მიუთითა პატაკში, რომ გ--------–--------ძე ყაჩაღობის შემდეგ წავიდა ლ--------ის რაიონიდან, თუმცა დრო არ იცოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--------ის რაიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა, მ-----–------ემ განმარტა, რომ 20-8 წლის 24 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და დაკისრებული ქონდა პასუხისმგებელი მორიგის ფუნქცია. დაახლოებით 10 საათზე სამორიგეო ნაწილში შევიდა გი-----------------ე და უთხრა, რომ ლ--------ში, ტყის მასივში თავს დაესხნენ შეირაღებული პირები და იარაღის მუქარით გასტაცეს ფული 3000 ლარის ოდენობით. მოახსენა ხელმძღვანელობას და გაატარეს შეტყობინება ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. გი-----------------ე და მისი თანმხლები პირები ზ---------------ე და ს-------------–--ნი საუბრობდნენ მომხდარის შესახებ. დაზარალებულები ამბობდნენ, რომ ამოიცნეს ერთ-ერთი ყაჩაღი, რადგან იმყოფებოდნენ ლ-----–--–-----ის სახლში, სადაც იმყოფებოდა ის პირი რომელიც ამოიცნეს ყაჩაღობის დროს, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევის დროს ჩამოძვრა ნიღაბი. ასევე მონაწილეობდა გ--------–--------ძის კუთვნილი მ--------სის მარკის ავტომანქანის ამოღებაში. მ-----–------ის განმარტებით, ავტომანქანის ამოღების დროს ვ--------------მ თქვა, რომ ავტომანქანა მიიყვანა გ--------–--------ძემ და დატოვა, რადგან იძებნებოდა პოლიციის მიერ და უნდა გაცლოდა ქალაქს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ვ-----------------მა განმარტა, რომ ა---––---ს სამმართველოდან მიიღეს შეტყობინება გ--------–--------ძის ადგილსამყოფლის შესახებ. ახალციხეში მასთან ერთად წავიდნენ, გამომძიებელი გ---------------–---–ი, სამმართველოს უფროსის მოადგილე ბ-----------ძე და უბნის უმცროსი ინსპექტორი ვა---–---------ძე. ახალციხეში შეიტყვეს, რომ გ--------–--------ძემ ვალეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დაკარგა გონება, რაც შეატყობინეს ადიგენის სამმართველოს. გ--------–--------ძე გადაიყვანეს ა---––---ს საავადმყოფოში. გონზე მოსვლის შემდეგ დაასახელა თავისი სახელი და გვარი და ვინაიდან იძებნებოდა სასამართლო განჩინების საფუძველზე, მიიღეს შესაბამისი შეტყობინება. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მიიყვანეს ა---––---ს რაიონულ სამმართველოში, სადაც გ--------–--------ძეს განუვითარდა ნერვული შეტევა, იქცეოდა არაადეკვატურად და კვლავ ა---––---ს საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაგრძელდა მკურნალობა, მეორე დღეს გამოწერეს საავადმყოფოდან და ჩაიყვანეს ოზურგეთში, სადაც შეასახლეს იზოლატორში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–-----–-------ემ განმარტა, რომ წინამდებარე საქმის გამოძიების დროს მუშაობდა ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსს ინსპექტორ-გამომძიებლად. 20-8 წლის 24-25 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. პოლიციაში გამოცხადდა სამი მოქალაქე - ს-------------–--ნი, გი-----------------ე და ზ---------------ე და განაცხადეს მომხდარი ყაჩაღობის შესახებ. მათი განმარტებით ყაჩაღობაში მონაწილეობდა ორი პირი, რის შედეგად გი-----------------ეს წაართვეს 3000 ლარი და სამივე მათგანს მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. ლ-–-----–-------ემ დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--------ის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ზ------------ემ დაადასტურა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის ბ-----------–---–ის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ბ-----------–---–მა აღნიშნა, რომ ნაპოვნ ქუდზე, თვალების ადგილი ამოჭრა ნ---------–--–----ნმა მის ფერმაზე ყოფნის დრო, რა დროსაც მასთან ასევე იმყოფებოდა გ--------–--------ძე, თუმცა არ სურდა ამ გარემოების მითითება ოქმში, რადგან იცნობდა გ--------–--------ძეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ მოაწერდა ხელს ოქმს, აღნიშნულის გამო არ მიუთითეს ოქმში ამ გარემოებაზე. მისი განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი იყო პატაკი და ქ--------–--–-----ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ ნ---------–--–----ნი და გ--------–--------ძე გადაადგილდებოდნენ ავტომანქანით, რის საფუძველზეც ჩაატარეს ავტომანქანის ამოღება.

 

სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა - გ---------------–---–მა, გ--–--------–-–---–მა, დ-----------ემ, ნ----------–---–მა და დ-----------ემ დაადასტურეს, რომ გ--------–--------ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

20-8 წლის 24 იანვრის შეტყობინებით, სამორიგეო ნაწილში გამოცხადდა მოქალაქე გი-----------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ ლ--------ის ტყის მასივში მოძრაობისას დახვდა შეიარაღებული პირები და იარაღის მუქარით გასტაცეს 3 000 ლარი.

 

20-8 წლის 25 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 20-8 წლის 25 იანვარს 00:45 საათზე და დასრულდა 0-:40 საათზე. შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ლ--------ში ლ-–------–ის ტერიტორია, ტყის მასივში შემავალი შიდა გზა და მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გი-----------------ის მითითებით. ლ-–------–ის ტერიტორიაზე ტყის მასივში შემავალი შიდა გზა არის ტალახიანი. გი-----------------ემ მიუთითა იმ ადგილზე სადაც გაჩერებული ყავდა ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა, სადაც 20-8 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, მათ თავს დაესხა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი ნიღბიანი მამაკაცი. მათ შორის ერთ-ერთი თავდამსხმელი, გი-----------------ის განმარტებით, იყო ნ---------–--–----ნი. თავდამსხმელებმა სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვეს ფული და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. გი-----------------ემ მიუთითა იმ ადგილზე სადაც წინააღმდეგობას უწევდა ნიღბიან თავდამსხმელებს. გზის გვერდულზე აღმოჩენილ იქნა შავი ფერის, მონაცრისფრო ჩანართების და უცხოური წარწერის მქონე „A-----”, ერთი ცალი ხელთათმანი, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა. შემთხვევის ადგილზე გზის გვერდულზე აღმოჩენილ იქნა დანის პირი, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა. შემთხვევის ადგილზე გზის გვერდულზე აღმოჩენილ იქნა თეთრი ფერის ხუთი ცალი პლასტმასის ხამუდი, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა. შემთხვევის ადგილზე გზის გვერდულზე ჭილოფში აღმოჩენილ იქნა ორი ცალი შვიდი ფერის ნაქსოვი ხელთათმანი, რომელიც დაილუქა. შემთხვევის ადგილზე გზის გვერდულზე ჭილოფში აღმოჩენილ იქნა ერთი ცალი შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, რომელსაც ამოჭრილი აქვს თვალების ადგილი (ნიღაბი), რომელიც დაილუქა. შემთხვევის ადგილზე გზის გვერდულზე ჭილოფში აღმოჩენილ იქნა ერთი ცალი „მალბოროს“ ფირმის სიგარეტის ცარიელი კოლოფი, რომელიც დაილუქა. შემთხვევის ადგილზე გზის გვერდულზე ჭილოფში აღმოჩენილ იქნა მამაკაცის ერთი ცალი მუქი ფერის თასმებიანი ფეხსაცმელი, რომელზეც გი-----------------ემ მიუთითა, რომ ეკუთვნოდა, მის მეგობარ ზ---------------ეს და იგი გაძვრა ჭილოფში და ტალახში ჩარჩა, როდესაც იგი წინააღმდეგობას უწევდა ბოროტმოქმედებს. საგამოძიებო მოქმედების დროს, გადაიღეს ფოტოსურათები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების გი-----------------ის და ექსპერტ თ----------------–--ის მიერ. ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი ზ----- ივანიაძე. ოქმის ასლის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს გი-----------------ე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა.

 

20-8 წლის 25 იანვრის ამოღების ოქმით, სატვირთო ავტომანქანიდან ფორდ-ტრანზიტი, სახელმწიფო ნომრით U---3--, ზ---------------ის მონაწილეობით და მითითებით, ამოღებულ იქნა დანის შავი ფერის ტარი, მის ბოლოზე არსებული ოქროსფერი ორნამენტით, ასევე მასზე არსებული ნომრით 3---- და ინიციალებით „ნ.წ.“ ავტომანქანაში არსებულ სავარძლებს შორის ადგილიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი უნომრო, შავი ფერის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ლულის არხის შესასვლელიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ვაზნა. ავტომანქანაში არსებული მარცხენა სავარძლის ქვედა ადგილიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი მჭიდი, მასში არსებული თვრამეტი ცალი ვაზნით. ამოღების ოქმი ხელმოწერილია ზ---------------ის, ექსპერტ თ----------------–--ის და ოქმის შემდგენი პირის, ლ-–-----–-------ის მიერ. ოქმის ასლის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს ზ---------------ე. ამოღების ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.

 

20-8 წლის 26 იანვარს, ბ-----------–---–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომლებზეც ბ-----------–---–ი მიუთითებს სხვადასხვა ადგილზე. ფოტოსურათებზე მოცემულია ნიღაბი, რომელსაც ამოჭრილი აქვს თვალების ადგილი. ფოტოსურათებზე არ არის შესაბამისი აღნიშვნები. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების გ---------–-ვის, ბ-----------–---–ის, გ---------------–--ის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის ზ----- ივანიაძის მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტებმა თ----------------–--ემ და გ---------–-ვმა დაადასტურეს, მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ოქმებში მითითებული გარემოებები და აღნიშნეს, რომ ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები და გადაიღეს ფოტოსურათები.

 

ლ---ნ სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 000623418 დასკვნით, თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „მედალფას“ ლ--------ის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი Nგ 3------ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N543 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 25.0-.18წ.)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ზ---------------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 24.0-.20-8წ-ს, საიდანაც გაეწერა 25.0-.18წ-ს დიაგნოზით: სკალპის ღია ჭრილობა. სკალპის ზედაპირული ტრავმა. ცხვირის დაჟეჟილი ჭრილობა. მარცხენა მხრის სარტყლის ღია ჭრილობა. მარჯვენა მტევნის ღია ჭრილობა. მარცხენა მტევნის მე-2 თითის ღია ჭრილობა.

25.0-.20-8წ. 18:20-18:27 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ზ---------------ეს ცხვირის, მარჯვენა მტევნის, მარცხენა მეორე თითის, თხემ-კეფის მიდამოში ცენტრალურად, ბეჭის მიდამოში მარცხნივ ადევს მოთეთრო ფერის ნახვევი, სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები მარჯვენა ჰიპოტენარის მიდამოში, მარცხენა მტევნის მეორე თითის შუა ფალანგის დორსალურ კედელზე განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად.

დაზიანებები თხემის, ცხვირის, მარჯვენა მტევნის და მარცხენა მტევნის მეორე თითის არეში არსებული ჭრილობების სახით და ლოყის მიდამოში მარცხნივ არსებული ნაჭდევის სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დაზიანებები თხემისა და მარცხენა ბეჭის მიდამოში არსებული ჭრილობების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ლ---ნ სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, 25.0-.20-8წ. 18:03-18:10სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გი-----------------ის სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ლ---ნ სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, 25.0-.20-8წ. 18:12-18:18სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ს-------------–--ნს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა გ--------------ემ განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე და დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები.

 

20-8 წლის 27 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ამოცნობის დაწყების წინ, ამომცნობმა პირმა ს-------------–--ნმა აღნიშნა, რომ 20-8 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ლ--------ში, ლ-–------–ის ტერიტორიაზე, ფორდის მარკის სატვირთო ავტომანქანაში ყოფნისას, მას, ზ---------------ეს და გი-----------------ეს, ყაჩაღურად თავს დაესხა ორი ნიღბიანი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთმა იგი შებოჭა და წააქცია მიწაზე, რომელმაც ერთ-ერთ მომენტში მოიძრო ნიღაბი, შეუძლია მისი ამოცნობა, ვინაიდან დაიმახსოვრა მისი სახე და აღნაგობა. აღნიშნული პიროვნება არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, მრგვალი პირისახის, ქერა, სწორი მოკლე ცხვირით, დაბალზე შეჭრილი თმებით, ფართო შუბლით და შეუძლია მისი ფოტოსურათით ამოცნობა, სახის მოყვანილობით. ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ, ამომცნობმა განაცხადა, რომ ამოიცნო ნომერ მეორე სურათზე აღბეჭდილი პიროვნება, მრგვალი სახით, ქერა თმებით და სწორი მოკლე ცხვირით, დაბალზე შეჭრილი თმებით, ფართო შუბლით და სახის მთლიანი მოყვანილობით. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი ხელმოწერილია ს-------------–--ნის და ოქმის შემდგენი პირის ზ----- ივანიაძის მიერ. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს ერთვის შენიშვნა, რომ ამოცნობილი პირის არის გ--------–--------ძე, დაბადებული 0-.0-.1--- წელს, პირადი ნომერი N 2----------, რეგისტრირებული ქ. ლ--------ში, ვახუშტი ბა----------ის ქუჩა N9-ში.

 

20-8 წლის 1 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ამოცნობის დაწყების წინ, ამომცნობმა პირმა ქ--------–--–-----მა აღნიშნა, რომ 20-8 წლის 24 იანვარს მისი საცხოვრებელი სახლის წინ განთავსებული იყო შავი ფერის მ--------სის, ML კლასის შავი ფერის ჯიპი, რომლის ზუსტი მოდიფიკაცია არ იცის. ავტომანქანის რიცხვებში ერია „5“ იანები. აღნიშნულ ავტომანქანაში იმყოფებოდა ერთი პირი, დაახლოებით 25-27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, სრული აღნაგობით, თეთრი მომრგვალო პირისახით, ფართო განიერი შუბლით და დაბალზე შეჭრილი თმით, მუქი ფერის ტანსაცმლით და მისი ამოცნობა შეუძლია ფოტოსურათით, სახის მოყვანილობით და სწორედ მის მიერ აღწერილ მამაკაცთან ერთად წავიდა აღნიშნული ავტომანქანით, მისი მაზლი ნ---------–--–----ნი. ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ, ამომცნობმა განაცხადა, რომ ამოიცნო მესამე სურათზე აღბეჭდილი პიროვნება სრული აღნაგობით, თეთრი მომრგვალო პირის სახით, ფართი განიერი შუბლით და დაბალზე შეჭრილი თმით. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი ხელმოწერილია ქ--------–--–-----ის და ოქმის შემდგენი პირის ნ----------–---–ის მიერ. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს ერთვის შენიშვნა, რომ ამოცნობილი პირის არის გ--------–--------ძე, დაბადებული 0-.0-.1--- წელს, პირადი ნომერი N 2----------, რეგისტრირებული ქ. ლ--------ში, ვ. ბა----------ის ქუჩა N9-ში.

 

20-8 წლის 1 თებერვლის პატაკით MIA 3------------, ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ---------------–--ემ, ლ--------ის რაიონული სამმართველოს უფროსს აცნობა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, 20-8 წლის 24 იანვარს, ლ--------ში, ლ-–------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. დევნოსაძეზე, ზ. ტ------ძეზე და ს. ნიკოლიანზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე 1--- წელს დაბადებული გ--------–--------ძე აღნიშნულ დღეს გადაადგილდებოდა მისი კუთვნილი და ლ--------ის რაიონის სოფელ ჩიბათში მცხოვრები, მიდია პატარაიას სახელზე რეგისტრირებული „მ--------ს M-----” მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით T--5---E-, რომელიც აღნიშნული ავტომანქანით მიიმალა. ამჟამად, ავტომანქანა დგას ლ--------ში, ვ. ბა----------ის ქუჩა N 10-ში მცხოვრებ, 1--- წელს დაბადებული ვ--------------ს საცხოვრებელი სახლის ეზოში.

 

20-8 წლის 20 აპრილის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, 20-8 წლის 20 აპრილს, შპს „მაგთიკომის“ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან, 20-8 წლის 22 მარტის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს, მოსამართლის, ნ. ჯოხაძის განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია. ოქმი ხელმოწერილია ოქმის შემდგენის, დ-----------ის მიერ. ოქმის ასლის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს მიხეილ ჯიღაური.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლ--- არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელ---ნტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

3.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები გამოიყენება არამარტო უშუალოდ სასამართლოში საქმის განხილვისას, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიების წარმოების ეტაპზე და საქმის განხილვის დამთავრების შემდეგაც.

 

საქმეში „დელკურტი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა: „დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სამართალწარმოების განხორციელებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ მე-6 მუხლის შეზღუდულად განმარტება არ იქნებოდა შესაბამისობაში მის მდგომარეობასთან“.

 

საქმეში ,,იმბროშა შვეიცარიის წინააღმდეგ“ სასამართლომ დადგინა, რომ „მე-6 მუხლით დაცული გონივრული ვადის პრინციპი მოქმედებას იწყებს ბრალდების წაყენების მომენტიდან, ასევე მე-6 მუხლით დაცული სხვა მოთხოვნები, განსაკუთრებით 6.3. მოთხოვნა აქტუალურია ჯერ კიდევ საქმის სასამართლოსათვის გადაცემამდე და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება სერიოზულად შეიძლება დაირღვეს, თუ ამ უფლების გარანტიები დაცული არ იქნება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე“.

 

„გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო შესაძლო ზომა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენებების და ნივთმტკიცებათა მოსაპოვებლად“ (საქმე ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ).

 

„გამოძიების დასკვნები უნდა ეყრდნობოდეს ყველა შესაბამისი ფაქტის ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ვალდებულება მხოლოდ გამოსაყენებელ ხერხებს მიეკუთვნება და არ არსებობს ბრალდების ან მსჯავრდების აბსოლუტური უფლება, გამოძიების დროს დაშვებული ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის გამოძიების მიერ საქმის გარემოებების დადგენასა თუ პასუხისმგებელი პირის გამოვლენას, ვერ აკმაყოფილებს ეფექტურობის მოთხოვნას“ (ე-----------მი თურქეთის წინააღმდეგ, რამშაი და სხვები ჰოლანდიის წინააღმდეგ).

 

ზემოაღნიშნული პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფართო განმარტება მისცა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საქმეში. სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ საფუძველს და მთავარ წინაპირობას წარმოადგენს სწორედ სრულყოფილი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება, რომლის წარმოების ვალდებულებაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეკისრება ბრალდების მხარეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია გ--------–--------ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. დაზარალებულების ჩვენებები არ არის თანმიმდევრული და ურთიერთთავსებადი, ისინი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, განსხვავებული შეფასებების საფუძველს იძლ--- და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ ადასტურებენ გ--------–--------ძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ---ნტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გ--------–--------ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე ძირითადად შესაფასებელია მოწმეთა ჩვენებები, რადგან სხვა სახის მტკიცებულებებით გ--------–--------ძის კავშირი ბრალად წარდგენილ ქმედებასთან არ დასტურდება. გამოძიების ეტაპზე მოპოვებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, თუმცა არც ერთ მათგანთან, გ--------–--------ძის შემხებლობა არ დასტურდება. თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N 0-------8 დასკვნით. წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეზე შეფასების მიზნით წარმოდგენილ იქნა ოცდახუთი მოწმის ჩვენება, თუმცა გ--------–--------ძის ბრალეულობის განსასაზღვრად, არსებითი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ს-------------–--ნის, ზ---------------ის, გი-----------------ის, ბ-----------–---–ის და ქ--------–--–-----ის ჩვენებებს.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20-5 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ,,ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no 35394/97, 34; ,,ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no.4378/02, 95).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).

 

სასამართლო აფასებს რა საქმეში წარმოდგენილ ჩვენებებს, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ ჩვენებების შეფასების შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების ამა თუ იმ საგანთან მიმართებით, აგრეთვე მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნულია რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე, რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი, ანდა რომელიც უარყოფილია უტყუარი ალიბით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20-8 წლის 20 ივლისის №117აპ-18 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 12). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებით, მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელ---ნტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20-8 წლის 29 მარტის №626აპ-17 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 32).

 

3.4. წინამდებარე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ს-------------–--ნმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გ--------–--------ძე არის მეორე თავდამსხმელი, ჩვენება უნდა შეფასდეს სანდოობის და უტყუარობის მხრივ, იმ სტანდარტის დაცვის მიხედვით, რაც სასამართლომ წარმოადგინა. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, ერთი მხრივ ს-------------–--ნის მიერ მიცემული ჩვენების ფორმირების პროცესზე და იმსჯელებს, რამდენად სარწმუნოა გამოძიების ეტაპზე, განსახილველი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტის საწინააღმდეგო გარემოებაზე მითითება ან საერთოდ აღნიშვნის გარეშე დატოვება და შემდეგ სასამართლო სხდომაზე ამ გარემოებაზე საუბარი. მეორე მხრივ კი სასამართლო მიუთითებს დაზარალებულების ჩვენებებს შორის არსებულ არსებით წინააღმდეგობაზე.

 

3.5. დადგენილია, რომ გი-----------------ეზე, ზ---------------ეზე და ს-------------–--ნზე თავდასხმა განხორციელდა 20-8 წლის 24 იანვარს.

 

3.6. დაზარალებული გი-----------------ე გამოიკითხა მოწმის სახით ქმედების ჩადენიდან რამდენიმე საათში. გამოკითხვა დაიწყო 20-8 წლის 24 იანვარს 23:38 საათზე და დასრულდა 20-8 წლის 25 იანვარს 00:25 საათზე. გი-----------------ემ დეტალურად მიუთითა მათზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს მოძვრა ნიღაბი და იცნეს აღნიშნული პირი, რომელიც იყო ნ---------–--–----ნი. მეორე თავდამსხმელის მიერ ნიღბის მოხსნის (აწევის) ფაქტი გამოკითხვის ოქმში არ არის დაფიქსირებული. 20-8 წლის 25 იანვარს, გი-----------------ის დაკითხვის დასრულების შემდგომ, გი-----------------ის მონაწილეობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც დაიწყო 00:45 საათზე და დასრულდა 0-:40 საათზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გი-----------------ემ მიუთითა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ თავდასხმის დროს იცნეს ერთ-ერთი პირი, კერძოდ ნ---------–--–----ნი.

20-8 წლის 25 იანვარს, 21:15 საათიდან 21:40 საათის შუალედში, გამოიკითხა გი-----------------ე, რომელმაც განმარტა, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს ერთ-ერთ თავდამსხმელს, ზ---------------ესთან ჩხუბის დროს, ზ-----მა ჩამოხსნა ნიღაბი, აღნიშნული პირი იყო ნ---------–--–----ნი და შეეძლო მისი ამოცნობა. მეორე თავდამსხმელის ვინაობა ან/და მისი მხრიდან ნიღაბის ჩამოხსნი ფაქტი, გი-----------------ეს არ აღუნიშნავს.

20-8 წლის 25 იანვარს, 22:15 საათიდან 22:35 საათის შუალედში გამოკითხა გი-----------------ე, რომელმაც დაადასტურა მხოლოდ ნ---------–--–----ნის ფოტოსურათით ამოცნობის ფაქტი.

20-8 წლის 26 იანვარს, 18:10 საათიდან 18:49 საათის შუალედში, გამოიკითხა გი-----------------ე, რომელმაც კვლავ დეტალურად აღწერა ყაჩაღური თავდასხმის მიმდინარეობა და მიუთითა, რომ თავდამსხმელი რომელსაც ნიღაბი მოძვრა, ზ-----თან ჩხუბის დროს იყო ნ---------–--–----ნი. მეორე თავდამსხმელის მიერ ნიღბის მოხსნის ან/და აწევის ფაქტზე გამოკითხვის ოქმში არ არის მითითებული.

 

3.7. დაზარალებული ზ---------------ე გამოიკითხა მოწმის სახით, ყაჩაღური თავდასხმიდან რამდენიმე საათში. გამოკითხვა დაიწყო 20-8 წლის 25 იანვარს 00:37 საათზე და დასრულდა 0-:15 საათზე. ზ---------------ემ დეტალურად აღწერა მათზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის მიმდინარეობა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს გაუწია წინააღმდეგობა, წაართვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რა დროსაც მოძვრა სახეზე დამაგრებული ნიღაბი, რა დროსაც გაიგონა გასროლა პისტოლეტიდან, ბეჭის არეში იგრძნო ტკივილი და მიხვდა, რომ მეორე თავდამსხმელმა დაჭრა, რომელიც გარბოდა. ხოლო ის თავდამსხმელი რომელსაც ნიღაბი მოძვრა იცნო და იგი იყო ნ---------–--–----ნი.

20-8 წლის 25 იანვარს, 20:30 საათიდან 20:50 საათის შუალედში, გამოიკითხა ზ---------------ე, რომელმაც განმარტა, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს ერთ-ერთ თავდამსხმელს ჩამოხსნა ნიღაბი, აღნიშნული პირი იყო ნ---------–--–----ნი და შეეძლო მისი ამოცნობა. მეორე თავდამსხმელის ვინაობა ან/და მისი მხრიდან ნიღაბის ჩამოხსნი ფაქტი, ზ---------------ეს არ აღუნიშნავს.

20-8 წლის 25 იანვარს, 22:00 საათიდან 22:20 საათის შუალედში გამოკითხა ზ---------------ე, რომელმაც დაადასტურა მხოლოდ ნ---------–--–----ნის ფოტოსურათით ამოცნობის ფაქტი.

20-8 წლის 26 იანვარს, 19:11 საათიდან 19:56 საათის შუალედში, გამოიკითხა ზ-----ი ტ------ძე, რომელმაც კვლავ დეტალურად აღწერა ყაჩაღური თავდასხმის მიმდინარეობა და მიუთითა, რომ თავდამსხმელი რომელსაც ნიღაბი მოძვრა, მასთან ჩხუბის დროს იყო ნ---------–--–----ნი. მეორე თავდამსხმელის მიერ ნიღაბის მოხსნის ან/და აწევის ფაქტზე გამოკითხვის ოქმში არ არის მითითებული.

 

3.8. დაზარალებული ს-------------–--ნი, გამოიკითხა მოწმის სახით, ყაჩაღური თავდასხმიდან რამდენიმე საათში. გამოკითხვა დაიწყო 20-8 წლის 25 იანვარს 00:10 საათზე და დასრულდა 03:55 საათზე. ს-------------–--ნი დეტალურად აღწერს ყაჩაღური თავდასხმის მიმდინარეობას და მიუთითებს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იცნო ხმით და იყო ნ---------–--–----ნი, რომელსაც დიდი ხანი იცნობდა. მეორე თავდამსხმელი, მან ხმაზე ვერ იცნო, ნიღაბი ქონდა ჩამოფარებული სახეზე და არ შეეძლო ამოცნობა. ს-------------–--ნმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ზ---------------ემ იარაღი წაართვა ნ---------–--–----ნს და არსებობდა იარაღის გასროლის საფრთხე, თავი დაღუნა და ზემოთ არ აუწევია. მეორე თავდამსხმელის მიერ ნიღბის მოხსნის (აწევის) ფაქტი გამოკითხვის ოქმში არ არის დაფიქსირებული.

 

3.9. 20-8 წლის 25 იანვარს გამოკითხა ქ--------–--–-----ი. გამოკითხვა დაიწყო 04:15 საათზე და დასრულდა 04:45 საათზე. გამოკითხვის დროს ქ--------–--–-----ს არ მიუთითებია, რომ ნ---------–--–----ნს მიაკითხა შავი ფერის მანქანამ და არც მანქანის ნომერი მიუთითებია.

 

3.10. 20-8 წლის 25 იანვარს გამოიკითხა ბ-----------–---–ი. გამოკითხვა დაიწყო 07:25 საათზე და დასრულდა 07:55 საათზე. გამოკითხვის დროს ბ-----------–---–ის არ აქვს ნახსენები გ--------–--------ძე და ნ---------–--–----ნი.

 

3.11. წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეში, გამოძიების ეტაპზე, პირველ საფუძველს, რაც გ--------–--------ძეს ირიბად დააკავშირებდა ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან, წარმოადგენდა ბ-----------–---–ის 20-8 წლის 26 იანვრის გამოკითხვის ოქმი (დაიწყო 00:0- საათზე და დასრულდა 02:00 საათზე), რომელზეც აიგო შემდეგ სხვა მტკიცებულებები. აღნიშნული გამოკითხვის ოქმის შემოწმების მიზნით, ბ-----------–---–ის მონაწილეობით, 20-8 წლის 26 იანვარს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ბ-----------–---–ი საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, 20-8 წლის 26 იანვარს კვლავ გამოიკითხა (დაიწყო 16:10 საათი და დასრულდა 17:00 საათი).

 

3.12. 20-8 წლის 27 იანვარს, დაზარალებულის სახით გამოიკითხა ს-------------–--ნი, გამოკითხვა დაიწყო 09:0- საათზე და დასრულდა 09:55 საათზე. ს-------------–--ნმა გამოკითხვის დროს მიუთითა, რომ მეორე თავდამსხმელმა ასევე წამოიძრო ნიღაბი, აღიქვა მისი სახე და განმარტა, რომ თავდასხმისას ჩართული იყო ფორდის მარკის სატვირთო ავტომანქანის წინა ორივე ფარის შუქი, რომელზეც ხედავდა თავდამსხმელებს, რომელთაგან ნ---------–--–----ნი იცნო ხმით და აღნაგობით, ხოლო მეორეს შეხედა სახეზე და დაიმახსოვრა, როგორც მისი სახე, ასევე აღნაგობა და შეეძლო ამოცნობა.

20-8 წლის 27 იანვარს 10:20 საათიდან 10:35 საათამდე შუალედში ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც ს-------------–--ნმა ამოიცნო მეორე თავდამსხმელი.

20-8 წლის 27 იანვარს 10:45 საათიდან 10:57 საათის შუალედში გამოიკითხა ს-------------–--ნი, რომელმაც მიუთითა ის ნიშნები რითაც ამოიცნო ფოტოსურათზე მეორე თავდამსხმელი, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.

20-8 წლის 27 იანვარს 19:20 საათიდან 19:40 საათის შუალედში გამოიკითხა ს-------------–--ნი, რომელმაც კვლავ მიუთითა ფოტოსურათით ამოცნობის მიმდინარეობაზე, აღწერილობაზე რითაც ამოიცნო მეორე თავდამსხმელი და მიუთითა, რომ ამოცნობის შემდეგ განემარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი იყო გ--------–--------ძე, რომელსაც პირადად არ იცნობდა და არასდროს ყავდა ნანახი.

 

3.13. 20-8 წლის 1 თებერვალს გამოიკითხა ქ--------–--–-----ი, რომელმაც მიუთითა, რომ 20-8 წლის 24 იანვარს ნ---------–--–----ნს მიაკითხა შავი ფერის მ--------ს ML კლასის ჯიპით უცნობმა პირმა. ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი არ იცოდა თუმცა როცა შეხედა ნომერში იყო ხუთიანი რიცხვები და შეეძლო მანქანაში მყოფი უცნობი პირის ამოცნობა, რადგან დაინახა იგი. გამოკითხვის შემდეგ ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც ქ--------–--–-----მა ამოიცნო ის პირი, რომელმაც მიაკითხა ნ---------–--–----ნს სახლში და ეს იყო გ--------–--------ძე.

 

3.13. 20-8 წლის 6 თებერვალს გამოიკითხა ს-------------–--ნი, რომელმაც კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ კარგად დაინახა თავდამსხმელთა სახეები.

 

სასამართლომ დეტალურად წარმოადგინა გამოძიების დროს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, რადგან მათ შედარებას საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დადგენილ გარემოებებთან არსებითი მნიშვნელობა აქვს მოწმეთა ჩვენებების სანდოობის შეფასებისათვის.

 

3.14. როგორ სასამართლომ აღნიშნა, წინამდებარე საქმე პირველ საფუძველს, რაც გ--------–--------ძეს ირიბად დააკავშირებდა ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან, წარმოადგენდა ბ-----------–---–ის 20-8 წლის 26 იანვრის გამოკითხვის ოქმი. მოწმე ბ-----------–---–თან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტს, რასაც ადგილი ქონდა სასამართლო სხდომაზე, სასამართლო დეტალურად წარმოადგენს, რადგან ბ-----------–---–ი წარმოადგენდა იმ პირს ვინც პირველად დაასახელა გ--------–--------ძის სახელი და გვარი და იგი წარმოადგენდა ბრალდების მხარის ძირითად მოწმეს, გ--------–--------ძის ბრალდების ნაწილში, რომელსაც დაეფუძნა ყველა შემდგომი საგამოძიებო მოქმედება. 20-8 წლის 8 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე, დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა (08.10.18 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 15:19:26 საათი) და ბრალდების მხარის მოწმე ბ-----------–---–ს გაეგზავნა უწყება, რომლითაც განემარტა, რომ ვალდებული იყო მოწმის სახით დაკითხვის მიზნით გამოცხადებულიყო ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში 20-8 წლის 10 ოქტომბერს 16 საათზე. უწყება ჩაბარდა ბ-----------–---–ის მამას (ტომი 3, ს.ფ. 113). 20-8 წლის 10 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე ბ-----------–---–ი არ გამოცხადდა და პროკურორმა იშუამდგომლა მოწმის იძულების წესით მოყვანა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და ლ--------ის რაიონულ სამმართველოს დაევალა ბ-----------–---–ის იძულებით მოყვანა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, 20-8 წლის 12 ოქტომბერს 16:00 საათზე (ტომი 3, ს.ფ. 123). 20-8 წლის 12 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა შუამდგომლობით მომართა სასამართლოს და ბ-----------–---–ის წარმოუდგენლობის გამო გამოძიების დროს მიცემული ჩვენებების, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოქვეყნება ითხოვა (12.10.18 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 16:20:48). თუმცა ბ-----------–---–ი ნებაყოფლობით გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. ბ-----------–---–ის პიროვნების იდენტიფიკაციის შემდგომ, პროკურორმა უარი განაცხადა ბ-----------–---–ის, როგორც ბრალდების მხარის მოწმის სასამართლო სხდომაზე დაკითხვაზე (12.10.18 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 16:23:46). სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ-----------–---–ი გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა სამჯერ, 20-8 წლის 25 იანვარს, 20-8 წლის 26 იანვარს (გამოკითხვა დაიწყო 00:0- საათზე და დასრულდა 02:00 საათზე) და 20-8 წლის 26 იანვარს (გამოკითხა დაიწყო 16:10 საათზე და დასრულდა 17:00 საათზე). დადგენილია, რომ დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს, როგორც დაცვის მხარის მტკიცებულება, გადასცა ბ-----------–---–ის, მხოლოდ ერთი, 20-8 წლის 25 იანვრის გამოკითხვის ოქმი (ტომი 2, ს.ფ. 6, 8). ამდენად, ბრალდების მხარემ უარი თქვა რა ბ-----------–---–ის, როგორც ბრალდების მხარის მოწმის დაკითხვაზე, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეში, გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ბ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებიდან, მტკიცებულების სახით დარჩა მხოლოდ ერთი, დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარისთვის გადაცემული, 20-8 წლის 25 იანვრის გამოკითხვის ოქმი. რაც შეეხება 20-8 წლის 26 იანვრის, ბ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, მათ სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბ-----------–---–ის მონაწილეობით, 20-8 წლის 26 იანვარს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, 20-8 წლის 26 იანვარს (გამოკითხვა დაიწყო 00:0- საათზე და დასრულდა 02:00 საათზე) მოწმის სახით გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციის დადასტურების მიზნით და დაესვა კითხვა ადასტურებდა თუ არა გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებებს. იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდების მხარემ უარი თქვა ბ-----------–---–ის, როგორც ბრალდების მხარის მოწმედ დაკითხვაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-----------–---–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს, როდესაც შემოწმდა ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც საქმეში აღარ წარმოადგენს შეფასებად მტკიცებულებას და ბ-----------–---–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის იმ ნაწილს სადაც მოცემულია ბ-----------–---–ის ჩვენება, მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია და სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული პირველი მტკიცებულება, რომელიც ირიბად აკავშირებდა საქმესთან გ--------–--------ძეს, თავად ბრალდების მხარის მიერ იქნა უარყოფილი, როდესაც უარი თქვა ბ-----------–---–ის მოწმედ დაკითხვაზე.

 

3.15.. მეორე მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომელიც გამოძიების ეტაპზე მოიპოვა ბრალდების მხარემ, წარმოადგენდა ქ--------–--–-----ის გამოკითხვის ოქმი და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ქ--------–--–-----მა განმარტა, რომ დაიღალა პოლიციაში სიარულით და ამიტომ მისცა ის ჩვენება, რაც საქმეში იყო მოთავსებული, რადგან აღარ სურდა პოლიციაში სიარული. ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმზე აღნიშნა, რომ იძულებას ქონდა ადგილი, რადგან უთხრეს, რომ თუ ამოიცნობდა და დაწერდა იმ ციფრებს, რასაც ეუბნებოდნენ, თავს დაანებებდნენ და მანაც დაწერა ის რასაც თხოვდნენ (17:16 საათზე). მისი განმარტებით, როდესაც ნანახი არ ყავდა ადამიანი, მნიშვნელობა არ ქონდა სურათების ნახვას. ამდენად, სასამართლო სხდომაზე ქ--------–--–-----მა განმარტა, რომ მის მიმართ ადგილი ქონდა პოლიციელთა მხრიდან იძულებას და უარყო, რომ ამოიცნო ის პირი ვინც ავტომანქანაში იმყოფებოდა, რადგან არ დაუნახავს იგი და არც მანქანის ნომერი დაუნახავს.

 

3.16. სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ-----------–---–მა ასევე ისაუბრა მის მიმართ პოლიციაში განხორციელებულ ძალადობაზე და აღნიშნა, რომ პოლიციელებმა მას დაადეს ავტომატი და დაუწყეს ცემა, რა დროსაც კბილი მოტეხეს და სასამართლო სხდომაზე მიუთითა იმ კბილზე რომელიც მოტყდა ცემის დროს. შემდეგ, პოლიციელებმა წაიყვანეს ტყეში და გზად ეუბნებოდნენ, რომ მისი ბიძაშვილისთვის, ზ----- რ-----–--ლისთვის უნდა დაედო ხელი, რადგან ზ-----მა ჩაიყვანა ის ხალხი ლ--------ში. მისი განმარტებით, გზაში კვლავ ურტყამდნენ. სისტემატური ცემის გამო საბოლოოდ იძულებულ გახდა დაყოლოდა პოლიციელთა ნებას.

 

3.17. ამდენად, სასამართლო სხდომაზე ორმა მნიშვნელოვანმა მოწმემ მიუთითა მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და უარყვეს გამოძიების დროს მიწოდებული ინფორმაციის სისწორე და ასევე უარყვეს გ--------–--------ძის შემხებლობა სისხლის სამართლის საქმესთან, მათ მიერ გამოძიების ეტაპზე აღწერილ გარემოებებში. აღნიშნულის გამო, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული გულდასმით უნდა იქნას დაზარალებულთა სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები შესწავლილი და უნდა შეფასდეს თითოეული მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის მიზეზი.

 

3.18. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულების ჩვენებები არ არის თანხვედრაში ერთმანეთთან და წინააღმდეგობაში მოდის ბ-----------–---–ის ჩვენებასთან.

 

3.19. სასამართლო უპირველესად აფასებს ს-------------–--ნის ჩვენებას და მიაჩნია, რომ იგი არ არის სანდო და დამაჯერებელი, არა მხოლოდ იმის გამო რომ ს-------------–--ნის ჩვენება ეწინააღმდეგება სხვა ჩვენებებს, არამედ, აგრეთვე იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მოწმე, ს-------------–--ნმა ასევე ისაუბრა გამოძიების ეტაპზე, მის მიმართ, პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე. ს-------------–--ნის მიმართ განხორციელებული ძალადობა გამოძიების ეტაპზე დაადასტურა დაცვის მოწმე ბ-----------–---–მაც. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს ს-------------–--ნმა აღნიშნა, რომ პოლიციის უფროსი ეუბნებოდა, რომ ეთქვა ვინ იყო თავდამსხმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყაჩაღობას მის მოწყობილად ჩათვლიდნენ. პოლიციის უფროსმა ასევე უთხრა რატომ დააღამა აქედან წასვლა, ის იყო ყველაზე მეტად შემჩნეული, მისი შვილი ყაჩაღი იყო, ხოლო ძმისშვილს საქონელი ყავდა. ს-------------–--ნმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციაში დაკითხვამდე იყო საუბარი და გ------ი ტ------ძემ უთხრა, როგორ ვერ იცნო თავდამსხმელი, რომელსაც ზ-----თან ჩხუბის დროს მოძვრა ნიღაბი, რადგან თავად იცნო. ამის შემდეგ დაიწყო მისი ცემა, შეურაცხყოფა და შელაპარაკება, ამიტომ თქვა უარი იმ დღეს ყველაფერზე (11.06.18 წლის ოქმი - 17:19:44). ს-------------–--ნმა განმარტა, რომ როდესაც თქვა, რომ მეორე თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა ამის გამო ის პოლიციელებმა სცემეს (11.06.18 წლის ოქმი - 17:11:00 საათი). ს-------------–--ნის ჩვენების აღნიშნული ნაწილი, თანხვედრაშია ბ-----------–---–ის ჩვენებასთან, ბ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ პოლიციაში მიყვანიდან მეორე დღეს, როდესაც გათენდა ჩაიყვანეს ქვემოთ, სადაც ნახა ს---–---------–--–--–--ლი და ს-------------–--ნი. ს-------------–--ნი ეუბნებოდა ს---–----ს, რომ არ იცოდა ვინ იყვნენ ყაჩაღები, რადგან ავტომატი ედო თავზე. ბ-----------–---–ის განმარტებით, გაიგონა როგორ ეუბნებოდნენ ს-------------–--ნს პოლიციაში, რომ ხელი დაედო კონკრეტული პირებისათვის, თორემ თვითონ ჩაჯდებოდა ციხეში. მისი განმარტებით, დაინახა პოლიციელი, რომელსაც ს-------------–--ნისათვის ქონდა ხელი მოკიდებული და აჯანჯღარებდა და თან აგინებდა იმ დროს, როცა ს-------------–--ნი ამბობდა, რომ არ იცოდა თავდამსხმელის ვინაობა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-------------–--ნის ჩვენება წარმოადგენს საეჭვო მტკიცებულებას და იგი სასამართლოს არ მიაჩნია სანდო მტკიცებულებად, რადგან ს-------------–--ნის და ბ-----------–---–ის ჩვენებებით იკვეთება, ს-------------–--ნის ჩვენების ფორმირების პროცესში, მის ნებაზე ზემოქმედების ფაქტი.

 

3.20. სასამართლო ასევე შეფასებას მისცემს ს-------------–--ნის და სხვა მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს. ჩვენებებს შორის წინააღმდეგობის უკეთ წარმოჩენის მიზნით ცალ-ცალკე უნდა გამოიყოს თითოეული ეტაპი, რომელიც გ--------–--------ძესთან დაკავშირებით, ეხება მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3.21. ს-------------–--ნმა ჩვენების მიცემის დროს დეტალურად აღწერა რამდენჯერ შედგა ბ-----------–---–თან სატელეფონო საუბარი. ს-------------–--ნის განმარტებით, ჯერ კიდევ მის ფერმაზე ყოფნის დროს დარეკა გი-----------------ის ტელეფონზე ბ-----------–---–მა და უთხრა გ------ის, რომ საქონელი დაჭერილი ყავდა და აუცილებლად უნდა მისულიყვნენ. როდესაც წამოვიდნენ ფერმიდან, ღამდებოდა და უთხრა გ------ის დაერეკა ბ------ან და დალაპარაკებოდა. დაურეკეს ბ--ას, რომელსაც თვითონ დაელაპარაკა და კითხა რა აუცილებლობა იყო მაინდამაინც ახლა რომ სურდა საქონლის გაყიდვა. მისი ჩვენებით, ბ--ამ თხოვა რომ პატივი დაედო მისთვის და გაყოლოდა მასთან მყიდველებს, რაზეც დათანხმდა. აღნიშნული შემდეგ ბ--ა რ-----–---–ი რეკავს ზ-----თან. ახალციხელებმა უთხრეს დალაპარაკებოდა ბ--ას და ეთხოვა ბ------ვის, რომ შეხვედრა მეორე დღისთვის გადაედო, რადგან თავად გზა არ იცოდნენ. თხოვა ბ--ას, რომ შეხვედრა მეორე დღისთვის გადაედო, ბ--ამ კი უთხრა, რომ თავად წაეყვანა ისინი, რაზეც დათანხმდა და განუცხადა ბ--ას, რომ ფერმიდან ფეხით ვერ დაბრუნდებოდა. ზ---------------ემ ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ პირველად თავად დაურეკა ბ-----------–---–ს, რომელიც ბ------–- იმყოფებოდა და ჩამოვიდა რა ლ--------ში დაურეკა ბ--ამ და აცნობა, რომ ფერმაზე იმყოფებოდა. ვინაიდან დაღამდა, გ------იმ უთხრა დაერეკა ბ------ვის და მეორე დღისთვის გადაედოთ შეხვედრა. დაურეკა ბ--ას, რომ დილით მივიდოდნენ. ბ--ამ კი უთხრა მისულიყო და ენახა საქონელი. ბ-----------–---–ის მათთვის აღარ დაურეკავს. ს-------------–--ნიც ესაუბრა ბ--ას, თუმცა რას ესაუბრებოდა არ ახსოვდა, მაგრამ უთხრა, რომ მათთან ერთად მიდიოდა და აჩვენებდა ფერმას. გი-----------------ემ ჩვენების დროს აღნიშნა, რომ ესაუბრა ზ----- რ-----–--ლის ბიძაშვილს და ს-------------–--ნმა უთხრა, რომ იცოდა გზა და წაიყვანდა მათ. სასამართლო მიუთითებს, რომ ს-------------–--ნის პოზიცია, რომ ბ-----------–---–მა თხოვა მასთან მიეყვანა გი-----------------ე და ზ---------------ე არ დასტურდება აღნიშნულ პირთა ჩვენებებით, რომლებიც მიუთითებენ საწინააღმდეგო გარემოებაზე, რომ ს-------------–--ნმა თავად შესთავაზა მათ, რომ აჩვენებდა ბ-----------–---–ის ფერმას. ასევე ს-------------–--ნი მიუთითებს, რომ მათთან სატელეფონო კავშირის ინიციატორი არის ბ-----------–---–ი, რასაც ზ---------------ე და გი-----------------ე არ ადასტურებენ. აღნიშნული შეფასება ასევე ემყარება ბ-----------–---–ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ დაურეკეს, უთხრეს, რომ ზ-----მა მისცა ნომერი და კითხეს თუ ყავდა გასაყიდი მოზვრები. დასტურის მიღების შემდეგ, განუცხადეს, რომ ხბოები დაემწყვდია და დაახლოებით 5 საათისთვის დაურეკავდნენ და მივიდოდნენ მასთან. დაამწყვდია ხბოები, 5 საათისთვის დაურეკეს და უთხრეს, რომ ხვალ მივიდოდნენ, რაზეც თანხმობა განაცხადა. გააგრძელა თავისი საქმიანობა. დაძინებას აპირებდა, დაახლოებით 8 საათზე, დაურეკეს და კითხეს იმყოფებოდა თუ არა კარავზე და ადგილზე თუ ყავდა ხბოები. ასევე უთხრეს რომ თან ახლდათ ს-------------–--ნი, რომელმაც იცოდა გზა და მიიყვანდა მასთან. ამდენად, ბ-----------–---–მა უარყო, რომ თავად თხოვა ს-------------–--ნს, რომ გაყოლოდა საქონლის შეძენის მსურველებს, რასაც გი-----------------ე და ზ---------------ე ადასტურებენ. რაც შეეხება შემთხვევის დღეს ბ-----------–---–ის მხრიდან შეხვედრის კატეგორიულ მოთხოვნას, აღნიშნული ფაქტი ბ-----------–---–მა უარყო, რაც წარმოქმნის წინააღმდეგობას ჩვენებებს შორის. ბ-----------–---–ის ჩვენება აღნიშნულ ნაწილში თანხვედრაშია ზ----- რ-----–--ლის ჩვენებასთან, სადაც ის აღნიშნავს, რომ საღამოს ბ--ამ ტელეფონით აცნობა, რომ მასთან აღარ მიდიოდნენ საქონლის შესაძენად. დაურეკა ზ---------------ეს, რომელმაც უთხრა, რომ საქონლის შესაძენად იმყოფებოდნენ ს-------------–--ნის კარავზე, ხოლო ბ-----------–---–თან მეორე დღეს მივიდოდნენ. ამდენად, ს-------------–--ნის მიერ, თავის ჩვენებაში მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაშია ბ-----------–---–ის, ზ----- რ-----–--ლის და გი-----------------ის და ზ---------------ის ჩვენებებთან.

 

3.22. შემდეგი საკითხი რაც უნდა აღინიშნოს, არის ის რომ არც ერთ დაზარალებულს არ მიუთითებია მეორე თავდამსხმელის მიმართ ორმხრივი ჩხუბის ან დაპირისპირების ფაქტზე. მათ შორის არც ზ---------------ის მიერ ერთ-ერთი თავდამსხმელისათვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის დროს, მეორე თავდამსხმელის ჩართვასა და ჩხუბში მონაწილეობაზე მიუთითებიათ მოწმეებს. აქედან გამომდინარე არ არის დამაჯერებელი ს-------------–--ნის განმარტება, რომ ბრალდებული მიირბენდა მასთან და ნიღაბს იწევდა. მისთვის უცნობია რატომ იწევდა ნიღაბს ბრალდებული. მისი მოსაზრებით ან სუნთქვა უჭირდა ან ჩხუბის დროს დაუსველდა ნიღაბი და მხედველობაში უშლიდა ხელს. სასამართლო სხდომაზე ზ---------------ემ განმარტა, რომ მეორე თავდამსხმელის მიერ სუნთქვის მიზნით ნიღბის აწევის ფაქტი არ დაუნახავს, რადგან ნ---------–--–----ნთან ჩხუბობდა. ხოლო გი-----------------ის ჩვენებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც ს-------------–--ნის მხარეს იდგა, იწევდა ნიღაბს, თუმცა სახე ვერ დაინახა. ამდენად, დაზარალებულების ჩვენებებით ირკვევა შემდეგი, ზ---------------ე უწევს წინააღმდეგობას ერთ-ერთ ყაჩაღს, რომელსაც დარტყმისას ჩამოეხსნება ნიღაბი. ზ-----ი ტ------ძე, აღნიშნული ჩხუბის დროს მიუთითებს, რომ ვერ ხედავს მეორე თავდამსხმელს, რადგან წინააღმდეგობის გაწევის პროცესში არის. მეორე დაზარალებული გი-----------------ე აღნიშნავს, რომ ზ-----ის მიერ ჩხუბის დაწყების დროს, მეორე თავდამსხმელი იმყოფება ს-------------–--ნის მხარეს და იწევს ნიღაბს. ს-------------–--ნი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც განაცხადა რომ იყო ს-------------–--ნი, მას ხელები შეუკრეს და დაჩოქილი იყო მანქანასთან. შესაბამისად მეორე თავდამსხმელი არც ს-------------–--ნთან ჩხუბობს, რადგან ს-------------–--ნს ხელები აქვს შეკრული და იგი წინააღმდეგობას ვერ უწევს თავდამსხმელებს. ამდენად, ისმის ლოგიკური კითხვა, თუ მეორე თავდამსხმელის მიმართ, დაზარალებულებს არ გაუწევიათ წინააღმდეგობა, იგი ორმხრივ ჩხუბში არ ჩართულა და არც ჭაობში ჩავარდნილა, რაც ნიღბის დასველებას გამოიწვევდა, რატომ იწევდა ნებაყოფლობით ნიღაბს? აღნიშნულ კითხვაზე მოწმეებმა ვერ გასცეს პასუხი, რადგან მათ მიერ მითითებული ვარაუდი არ არის დამაჯერებელი და ეწინააღმდეგება მათ მიერვე მიცემულ ჩვენებებს. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მეორე თავდამსხმელი, არ მონაწილეობდა ორმხრივ ჩხუბში, რასაც შესაძლოა გამოწვია სუნთქვის ან მხედველობის გაძნელება ან ნიღბის დასველება. სასამართლოს აღნიშნულ შეფასებას, ასევე ამყარებს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ---------------ესა და ნიღაბჩამოხსნილ თავდამსხმელს შორის ჩხუბის დროს, მეორე თავდამსხმელი ჩხუბში ჩართვის ნაცვლად, არაერთხელ გაისვრის ზ---------------ის მიმართულებით, რა დროსაც ზ---------------ე დაიჭრება მხარის არეში, რაც ასევე დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის N 000623418 დასკვნით.

 

3.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა შეფასების საგანია სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, თუმცა ჩვენების სანდოობის მხრივ ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ისეთი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელთა არსებობის და დანახვის შემთხვევაში, მათზე შეცდომით მითითება ანდა მათი დავიწყება და შემდგომ გახსენება რთული დასაჯერებელია. სასამართლოს არ მიაჩნია დამაჯერებლად დაზარალებულთა ჩვენებები მეორე თავდამსხმელის მხრიდან ნიღბის აწევასთან დაკავშირებით, რადგან ამ მნიშვნელოვან გარემოებას, გამოძიების ეტაპზე გი-----------------ე და ზ---------------ე საერთოდ არ აღნიშნავენ. ეს არ წამოადგენს უმნიშვნელო საკითხს, რომელიც ობიექტურად შეიძლება მოწმეს გამორჩეს მხედველობიდან და შემდეგ სასამართლო სხდომაზე მიუთითოს. მეორე თავდამსხმელის მიერ ნიღბის მოხსნის ფაქტი წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომლის დანახვის შემთხვევაში მოწმეები მასზე აუცილებლად მიუთითებდნენ, რადგან არ არსებობს ლოგიკურ ახსნა, რატომ უნდა მიუთითონ დაზარალებულებმა მხოლოდ ერთ თავდამსხმელზე, რომ მოძვრა ნიღაბი და იგივე ფაქტის არსებობის შემთხვევაში დაუმალონ გამოძიებას, მეორე თავდამსხმელის მიმართ არსებული ანალოგიური გარემოება. ს-------------–--ნი გამოძიების საწყისს ეტაპზე არ მიუთითებდა, რომ მეორე თავდამსხმელმა მოიხსნა ნიღაბი და მხოლოდ ზ---------------ესთან ჩხუბში ჩართულ თავდამსხმელზე ისაუბრა. ს-------------–--ნის დაკითხვის დროს, დაცვის მხარის კითხვაზე, პირველი გამოკითხვის დროს მეორე თავდამსხმელზე რატომ არ მიუთითა რომ დაინახა მისი სახე, ს-------------–--ნმა აღნიშნა, რომ კითხვა არ დაუსვამთ მისთვის. თუმცა კითხვაზე, რატომ აღნიშნა, რომ ვერ ამოიცნობდა მეორეს თუ კითხვა არ დაუსვამთ, მოწმემ არ უპასუხა. ამდენად, ს-------------–--ნმა ვერ გასცა პასუხი კითხვას, რაც მისი ჩვენების სისწორეს ეჭვქვეშ აყენებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც სასამართლოს სურს ყურადღების გამახვილება არის ს-------------–--ნის ჩვენების ის ნაწილი, რომელიც ეხება ადგილს სადაც მან დაინახა, როგორც თავად ამბობს, გ--------–--------ძის სახე. გამოძიების ეტაპზე ს-------------–--ნმა, მომდევნო გამოკითხვის დროს მიუთითა, რომ მეორე თავდამსხმელმა ასევე წამოიძრო ნიღაბი, აღიქვა მისი სახე და განმარტა, რომ თავდასხმისას ჩართული იყო ფორდის მარკის სატვირთო ავტომანქანის წინა ორივე ფარის შუქი, რომელზეც ხედავდა თავდამსხმელებს, რომელთაგან ნ---------–--–----ნი იცნო ხმით და აღნაგობით, ხოლო მეორეს შეხედა სახეზე და დაიმახსოვრა, როგორც სახე, ასევე აღნაგობა და შეეძლო ამოცნობა. სასამართლო სხდომაზე კი ს-------------–--ნმა აღნიშნა, რომ ჩხუბის დროს ბრალდებული მიირბენდა მასთან და ნიღაბს იწევდა. აღნიშნული გარემოება, წარმოადგენს ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონეს. რადგან მოწმის მიერ თავდამსხმელის სახის დანახვა და ის მდგომარეობა რომელშიც აფიქსირებს თავდამსხმელის სახეს, შეუძლებელი იცვლებოდეს დროთა განმავლობაში, სათანადო დასაბუთების გარეშე.

 

3.24. სასამართლო აგრეთვე ვერ გაიზიარებს ს-------------–--ნის განმარტებას, რომ მან შემთხვევის დღეს ორივე თავდამსხმელის სახე დაინახა, თუმცა არ სურდა ეთქვა, რომ თავდამსხმელი ნ---------–--–----ნი იყო, რადგან სულ კარავში იმყოფებოდა და ეშინოდა მისი შვილები არ მოეკლა. ს-------------–--ნი პირველად გამოიკითხა 20-8 წლის 25 იანვარს, რა დროსაც დაასახელა ნ---------–--–----ნი, ხოლო მეორე თავდამსხმელზე მიუთითა, რომ არ შეეძლო მისი ამოცნობა. ამდენად, თუ გავიზიარებთ ს-------------–--ნის განმარტებას, რომ მას ეშინოდა ნ---------–--–----ნის და ამიტომ არ მიუთითა თავდასხმის დეტალებზე, რაც შემდგომ აღნიშნა, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რატომ დაასახელა ს-------------–--ნმა ნ---------–--–----ნის სახელი და გვარი პირველი გამოკითხვისთანავე და რატომ არ მიუთითა მეორე თავდამსხმელზე, რომ დაინახა მისი სახე, რომელსაც არც კი იცნობდა. დაცვის მხარის კითხვაზე, რომელიც მიმართული იყო ამ საკითხის გასარკვევად ს-------------–--ნმა პასუხი ვერ გასცა.

 

3.25. ს-------------–--ნმა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ ყველას ეუბნებოდა, რომ ეს ბიჭი ყავდა თვალებში და ლ--------ელად ვერ შეიცნო, თუმცა ამბობდა, რომ სურათი ეჩვენებინათ და დაადებდა ხელს (11.06.18 წლის ოქმი -16:41:37). აღნიშნული ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ზ---------------ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ ყაჩაღური თავდასხმის დასრულების შემდეგ, როდესაც წამოვიდნენ შემთხვევის ადგილიდან ს-------------–--ნმა თქვა, რომ იცნო მეორე პირიც და ეს იყო გ--------–--------ძე. დაცვის მხარის კითხვაზე, ზ---------------ემ კიდევ ერთხელ ცხადად აღნიშნა, რომ ს-------------–--ნმა ყაჩაღობის შემდეგ, გზაში უთხრა, რომ თავდამსხმელთაგან ერთი იყო ნ---------–--–----ნი, ხოლო მეორე გ--------–--------ძე. გი-----------------ის ჩვენებით კი ს-------------–--ნი მეორე პიროვნებაზე აღნიშნავდა, რომ არ იცოდა ვინ იყო. ამდენად, დაზარალებულთა ჩვენებებით შეუძლებელია უტყუარად იმ ფაქტის დადგენა, რა განაცხადა ს-------------–--ნმა თავდასხმის შემდეგ. რადგან სასამართლო სხდომაზე ს-------------–--ნი აღნიშნავს, რომ არ იცნობდა გ--------–--------ძეს, რის გამოც შეუძლებელია იმის მიხვედრა, როგორ უნდა დაესახელებინა მას თავდასხმის დასრულების შემდეგ იმ ადამიანის სახელი და გვარი რომელსაც არ იცნობდა და ნანახი არ ყავდა. მეორე საკითხი რაც ასევე მნიშვნელოვანია, არ არსებობს გონივრული არგუმენტი, რატომ არ დაასახელა ზ---------------ემ გამოკითხვისას გ--------–--------ძის სახელი და გვარი, თუ ასეთი გაიგონა ს-------------–--ნის საუბრისას. ასევე, უცნობია რატომ არ დაასახელეს გი-----------------ემ და ზ---------------ემ მეორე თავდამსხმელის მხრიდან ნიღბის მოხსნის ფაქტის არსებობა გამოძიების ეტაპზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ფაქტზე მნიშვნელოვანი გარემოება, მეორე თავდამსხმელთან მიმართებაში, გამოძიების ეტაპზე, დაზარალებულთათვის არ არსებობდა.

 

3.26. წინააღმდეგობრივია თავად ს-------------–--ნის ჩვენება და საქმეში არსებული მტკიცებულებები, გ--------–--------ძის ვინაობის დადგენის ნაწილში. ს-------------–--ნის ჩვენებით, პოლიციას არ უთქვამს მისთვის, რომ მეორე თავდამსხმელი იყო გ--------–--------ძე. მისი ჩვენებით, როცა ამოიცნო იმ დღეს არ იცოდა, რომ შ----ას შვილი იყო და ც---------ის გვარი ქონდა (11.06.18 წლის ოქმი - 17:04:15). მეორე დღეს მივიდნენ მასთან მ------ლები და მაშინ გაიგო, რომ ეს იყო გ--------–--------ძე, რაც ამოცნობის დროს არ იცოდა (11.06.18 წლის ოქმი - 17:03:23). ს-------------–--ნმა დაცვის მხარის კითხვაზე თუ როგორ გაიგო მეორე თავდამსხმელის ვინაობა განმარტა, რომ მასთან მივიდნენ მ------ლები და უთხრეს, რომ სურათით თავდამსხმელს ვერ ამოიცნობდა. მ------ლებს უთხრა აღწერილობა და მათ შეატყობინეს, რომ ეს იყო „ლ-----ს“ (შ----ა ც---------ის) ბიჭი და ამ გზით გაიგო მისი ვინაობა. (11.06.18 წლის ოქმი - 17:07:0- საათი). დაცვის მხარის კითხვაზე, რომ ამოცნობის დღეს როგორ გაიგო გ--------–--------ძის ვინაობა ს-------------–--ნმა პასუხი არ გასცა - (11.06.18 წლის ოქმი - 17:08:00). ს-------------–--ნმა ასევე განმარტა, რომ ამოცნობის ჩატარებამდე წინა დღით იყო მისული მ------ელი და უთხრა როგორი იყო მეორე თავდამსხმელი, აღწერა იგი და მ------ელმა უთხრა, რომ ეს „ლ-----ს“ (შ----ა ც---------ის) ბიჭი იყო ((11.06.18 წლის ოქმი - 17:24:12; 17:25:30) და მეორე დღეს ჩატარდა ამოცნობა. ს-------------–--ნმა დამატებით აღნიშნა, რომ ბრალდებულის მ------ელმა უთხრა გ--------–--------ძის სახელი და გვარი, თუმცა ბრალდებულის მ------ლის ვინაობის დასახელებაზე ს-------------–--ნმა უარი განაცხადა. ამდენად, ს-------------–--ნი თავდაპირველად ამბობს, რომ ფოტოსურათით ამოცნობის შემდეგ გაიგო გ--------–--------ძის ვინაობა, ხოლო შემდეგ აცხადებს, რომ ფოტოსურათით ამოცნობამდე გაიგო მისი ვინაობა. შესაბამისად არ არის გამორიცხული ეჭვი, რომ ს-------------–--ნის ნებაზე ზემოქმედებას ქონდა ადგილი ფოტოსურათით ამოცნობამდე. ს-------------–--ნმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მისთვის პოლიციელებს არ უთქვამთ გ--------–--------ძის ვინაობა. ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარდა 20-8 წლის 27 იანვარს. ამოცნობის დასრულებისთანავე პირველი გამოკითხვის დროს ს-------------–--ნი არ ასახელებს ამოცნობილი პირის ვინაობას. ხოლო ამოცნობის დასრულებიდან, დაახლოებით 8 საათის დაკითხვის შემდეგ აღნიშნავს, რომ პოლიციელებმა განუმარტეს, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი არის - „ქ. ლ--------ში, ვ. ბა----------ის ქუჩა N 9-ში მცხოვრები, 1--- წლის 5 იანვარს დადებული, გ--------–--------ძე, რომელსაც პირადად არ იცნობდა და არასოდეს ყავდა ნანახი“. აქედან გამომდინარე, ს-------------–--ნი არ მიუთითებს მართებულად რომ ფოტოსურათით ამოცნობის დღეს არ იცოდა ამოცნობილი პირის ვინაობა და არც იმ გარემოებას აღნიშნავს სწორად, რომ პოლიციელებს არ განუმარტავთ მისთვის ამოცნობილი პირის ვინაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ დაასახელა იმ პიროვნების ზუსტი დემოგრაფიული მონაცემები, რომელსაც არ იცნობდა და ნანახი არ ყავდა, რთულად მისახვედრია.

 

3.27. სასამართლო აქვე დაუბრუნდება ს-------------–--ნის ჩვენების იმ ნაწილს რომელიც ეხება თავდამსხმელის აღწერილობას და მ------ლების თუ მ------ლის მიერ, ს-------------–--ნის მიერ თავდამსხმელის აღწერილობის მოსმების შემდეგ, გ--------–--------ძის დასახელებას და აქვე წარმოადგენს მსჯელობას იმ არსებით ნიშანზე რაც ასევე საეჭვოს ხდის გ--------–--------ძის ამოცნობას. სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ არ იზიარებს ს-------------–--ნის ჩვენების იმ ნაწილს, რომელიც ეხება მის მიერ თავდამსხმელის აღწერას და მ------ლების მიერ გ--------–--------ძის სახელის და გვარის დასახელებას. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ გ--------–--------ძეს, სახეზე არ აქვს ის ინდივიდუალური და უნიკალური ნიშანი, რაც მხოლოდ მისთვის არის დამახასიათებელი. ასეთი ნიშნის არსებობის და მასზე თავიდანვე მითითების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა იმის გაზიარება, რომ ს-------------–--ნმა აღწერა პირი და აღწერილობის მოსმენის შემდეგ მ------ლებმა იცნეს გ--------–--------ძე. რაც შეეხება თავად დასახელებულ ნიშნებს, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით არის შემდეგი - „აღნიშნული პიროვნება არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, მრგვალი პირისახის, ქერა, სწორი მოკლე ცხვირით, დაბალზე შეჭრილი თმებით და ფართო შუბლით.“ დასახელებული ნიშნები არის ზოგადი და ამ ნიშნებით არაერთი ადამიანი შეიძლება წარმოისახოს იმ პირმა, ვინც ამ აღწერილობას მოისმენს, რადგან აქ არ არის განსაკუთრებული ნიშანი მოცემული. აღნიშნულის გამო სასამართლოს „მ------ლების“ მიერ ამ ნიშნების მოსმენის შემდეგ გ--------–--------ძის ცნობა შეუძლებლად მიაჩნია. და ბოლოს, ს-------------–--ნმა მიუთითა, რომ ის პირი ვინც დაინახა არის - ქერა. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გ--------–--------ძეს აქვს შავი ფერის თმა და არ არის ქერა.

 

3.28. სასამართლო ასევე არ იზიარებს 20-8 წლის 1 თებერვლის პატაკში, ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ---------------–--ეს, მიერ მითითებულ გარემოებას, გ--------–--------ძის მხრიდან „მ--------ს M-----” მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომერი T--5---E-, მიმალვასთან დაკავშირებით, რადგან პატაკში მოცემული ინფორმაცია არ დასტურდება საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით და არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას.

 

3.29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) N 17828/0 -, §90, 11.07.20-3) კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში - რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება.

 

უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელ, მ-----–------ის ჩვენებით ავტომანქანის ამოღების დროს ვ--------------მ დაასახელა გ--------–--------ძე, რომელმაც მიიყვანა და დატოვა ავტომანქანა, რადგან იძებნებოდა პოლიციის მიერ და უნდა გაცლოდა ქალაქს. მ-----–------ის ჩვენება ეწინააღმდეგება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ ვ--------------ს გამოკითხვის ოქმს, სადაც ის აღნიშნავს, რომ 20-8 წლის 26 იანვარს, შუადღეს მივიდა გ--------–--------ძე, ჩვეულებისამებრ დააყენა ეზოში ავტომანქანა, მისთვის არაფერი უთქვამს, არც თავად გასაუბრებია და არც აღელვება შეუმჩნევია. ამდენად, ვ--------------ს არ უთქვას ის ფაქტი, რასაც მ-----–------ე აღნიშნავს.

 

უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ---------------–--ის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბ-----------–---–მა მიუთითა, რომ ქუდი რომელიც აღმოაჩინეს ეკუთვნოდა მას და თვალების ადგილი ამოჭრა ნ---------–--–----ნმა მასთან ფერმაზე ყოფნის დროს, სადაც ასევე იმყოფებოდა გ--------–--------ძე. დაცვის მხარის კითხვაზე, რატომ არ იყო მითითებული აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, გ---------------–--ემ აღნიშნა, რომ ამ შინაარსის დაფიქსირება არ ისურვა ბ-----------–---–მა, რადგან გ--------–--------ძესთან ბავშვობის მეგობრობა აკავშირებდა (02.0-.18 წლის სხდომის ოქმი 17:00:00-17:02:10 საათი). გამომძიებელ ზ----- ივანიაძის განმარტებით, ბ-----------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბ-----------–---–მა აღნიშნა, რომ ნაპოვნ ქუდზე, თვალების ადგილი ამოჭრა ნ---------–--–----ნმა მის ფერმაზე ყოფნის დროს, რა დროსაც მასთან ასევე იმყოფებოდა გ--------–--------ძე, თუმცა არ სურდა ამ გარემოების მითითება ოქმში, რადგან იცნობდა გ--------–--------ძეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ მოაწერდა ხელს ოქმს, აღნიშნულის გამო არ მიუთითეს ამ გარემოებაზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში. სასამართლო არ იზიარებს პოლიციელთა ჩვენებებს, რადგან დაუშვებლად მიაჩნია, საქმისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებების მითითებაზე უარის თქმა საგამოძიებო მოქმედების შესრულების დროს, მოწმის თხოვნის საფუძველზე. აღნიშნული განმარტებები საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, რადგან შეუძლებელია იმის გარკვევა რა არის ასახული მათში ისეთი, რასაც რეალურად ქონდა ადგილი და რა არის მოგონილი ან/და რა არ არის მითითებული მოწმის თხოვნის საფუძველზე. ბ-----------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით სასამართლომ ერთხელ უკვე გააკეთა შეფასება (პუნქტი 3.14.) და დამატებით აღნიშნავს, რომ ფოტოსურათები, რომლებიც ერთვის ოქმს არ არის იმ ინფორმაციის მატარებელი, რაც გ--------–--------ძის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას უტყუარად დაადასტურებდა.

 

3.30. სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების მხარის ორი მოწმე, დაზარალებული ს-------------–--ნი და ქ--------–--–-----ი და დაცვის მხარის მოწმე ბ-----------–---–ი, სასამართლო სხდომაზე მიუთითებენ მათ მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებაზე, დაზარალებულების ჩვენებები შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, დაზარალებულების ჩვენებები ეწინააღმდეგება სხვა მოწმეთა ჩვენებებს, პოლიციელთა ჩვენებები ეწინააღმდეგება, როგორ წერილობით მტკიცებულებებს ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებებს. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ, გ--------–--------ძის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების ისეთ სტანდარტს, როგორიცაა მათი უტყუარობა და დამაჯერებლობა, რადგან ისინი არ არის იდენტური და შეიცავს უზუსტობებს და ეს უზუსტობები არის არსებითი ხასიათის. გ--------–--------ძის ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი სხვა სახის მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ზემოთ მიმოხილული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლ--- საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული სწორედ გ--------–--------ძემ ჩაიდინა. მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოთქმული თუნდაც გონივრული ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ---ნტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--------–--------ძე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. სასამართლოს მიერ მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გ--------–--------ძისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, შენახულ უნდა იქნას საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ავტომანქანა "Mercedes Benz ML", სახელმწიფო ნომრით T--5---E-, რომელიც დგას ლ--------ის რაიონული სამმართველოს ეზოში, უნდა დაუბრუნდეს ავტომანქანის მფლობელს. საქმე დართულ სხვა მტკიცებულებებზე სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ--------–--------ძე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გაუქმდეს გ--------–--------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გ--------–--------ძე დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

 

3. გ--------–--------ძეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

4.1. გ--------–--------ძისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, შენახულ იქნას საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

4.2. ავტომანქანა "Mercedes Benz ML", სახელმწიფო ნომრით T--5---E-, რომელიც დგას ლ--------ის რაიონული სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს ავტომანქანის მფლობელს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა