განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030100117002160979
№1/201-2018
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
8 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივნები: ალექსანდრე ჩაჩიბაია, ელზა წურწუმია, ვიქტორ ბერუჩაშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---- ბ------,დაცვის მხარე:
ადვოკატი: დ----- გ------,ბრალდებული: ლ-–- მ---------,მამის სახელი: ა-------,დაბადებული: 2-.0-.1--- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 6----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ. ფ----ი, დ----–--ს ქ. N4.
თარჯიმნები: ა-–--–- ბ-----, მ--- ჩ-----.
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
2. სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
3. სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. ლ-–- მ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდებულ ლ-–- მ---------ს სისხლის სამართლის №045140917005 საქმეზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მასვე, ამავე დადგენილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფაში და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მასვე, ამავე დადგენილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების მიხედვით ლ-–- მ--------ის მიერ დანაშაული ჩადენილია შემდეგ გარემოებებში:
2017 წლის ივლისის თვის ბოლოს (ზუსტი თარიღი დაუდგენელია) ქ. ფ----ში, დ----–--ს ქ. №4-ში მდებარე ლ-–- მ--------ისა და მისი მეუღლის - ი------- გ--------ის სახლში, ლ-–- მ---------მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ი------- გ--------ეს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, გულმკერდის არეში ესროლა სკამი, რითაც ი------- გ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, ლ-–- მ--------- ხ----- რაიონის სოფელ ა---–-------–ში, ი------- გ--------ის მშობლების საცხოვრებელ სახლში და 2017 წლის 15 სექტემბერს, ხ----- რაიონის სოფელ ა---–------–ის სკოლაში ი------- გ--------ის მიმართ ახორციელებდა სისტემატიური ხასიათის შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია.
2017 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 10 საათზე, ხ-----------ს საავტომობილო გზაზე, ლ-–- მ---------მ მარჯვენა მხარეს მოკიდა ხელი მიკროავტობუსში მჯდომ ი------- გ--------ეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა იგი მიკროავტობუსიდან, რა დროსაც ი------- გ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ლ-–- მ---------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უდანაშაულოა.
2.2. 2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, ლ-–- მ--------- ხ----- რაიონის სოფელ ა---–-------–ში, ი------- გ--------ის მშობლების საცხოვრებელ სახლში და 2017 წლის 15 სექტემბერს, ხ----- რაიონის სოფელ ა---–------–ის სკოლაში ი------- გ--------ის მიმართ ახორციელებდა სისტემატიური ხასიათის შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია.
2.3. 2017 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 10 საათზე, ხ-----------ს საავტომობილო გზაზე, ლ-–- მ---------მ მარჯვენა მხარეს მოკიდა ხელი მიკროავტობუსში მჯდომ ი------- გ--------ეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა იგი მიკროავტობუსიდან, რა დროსაც ი------- გ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:
3.1. დაზარალებულ ი------- გ--------ის ჩვენებით დგინდება, რომ ლ-–- მ---------სთან 8 წელია იმყოფება ქორწინებაში, ჰყავთ 1 ქალიშვილი, ე-------–--- მ---------. ქორწინების პირველი დღეებში მათ ურთიერთობაში პრობლემები დაიწყო, ვინაიდან ლ-–- მ--------- სისტემატურად ძალადობდა მასზე. მასთან უთანხმოების გამო, ხშირად საკუთარი მშობლების სახლში მიდიოდა და დაცილებაც ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა შვილის გამო მაინც ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას. 18 წლის ასაკში იქორწინეს და მეუღლე უყვარდა, თუმცა ხშირად ეუბნებოდა, რომ თუ ასე გააგრძელებდა, სასამართლოს მიმართავდა, რადგან ბავშვი უკვე იმ ასაკში იყო, რომ ხვდებოდა თუ რაც ხდებოდა ოჯახში და როგორ ექცეოდა მამამისი დედამისს და არ სურდა მის შვილს ამისთვის ეყურებინა. გარკვეული პერიოდი თურქეთში და უკრაინაშიც ცხოვრობდნენ, ამავე დროს ლ-–-ს დედაც ყოველნაირად ეხმარებოდათ, საქართველოში დაბრუნების შემდეგ საცხოვრებელი პირობები შეუქმნა და ბავშვი სკოლაში შეიყვანეს, თუმცა ლ-–- მაინც არ გამოსწორდა.
2017 წლის 27 ივლისს იმყოფებოდნენ სახლში, სადაც ლ-–-სთან მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც ლ-–-მ შვილის თანდასწრებით სკამი აიღო და მას ესროლა, რომელიც მოხვდა გულის მხარეში, მათ შორის შვილი ჩადგა და მამამისს უთხრა დედაზე ხელის დარტყმას არ გაპატიებო. სკამის მოხვედრის შედეგად განიცადა ტკივილი. ამის შემდეგ ლ-–-სთან დაცილება გადაწყვიტა და შვილთან ერთად მშობლებთან გადავიდა.
იხ. 29.11.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. მოწმე ე----- გ--------ის ჩვენებით დგინდება, რომ მისი ქალიშვილი ი------- გ--------ე დაქორწინებულია ლ-–- მ---------ზე. მათ ქორწინების პირველი დღეებიდანვე ჰქონდათ პრობლემები იმის გამო, რომ ლ-–- ძალადობდა ი-------ზე, მაგრამ ი------- ოჯახის შენარჩუნებას ცდილობდა.
ლ-–- და ი-------, თავიანთ შვილთან ერთად ფ----ში ცხოვრობდნენ. 2017 წლის ივლისში თუ აგვისტოში, დილის საათებში ლ-–- მ--------- ი------- გ--------ეს წაჩხუბებია და ი-------სთვის სკამი უსვრია გულის მიდამოში ბავშვის თანდასწრებით. მეორე დღეს ჩავიდა ფ----ში და როდესაც გაიგო, რაც მოხდა ი------- გ--------ე ბავშვთან ერთად წამოიყვანა ფ----იდან ხ---ში თავის სახლში. გზად ჭ--–-------ს განყოფილებაში მივიდნენ და განაცხადეს მომხდარის შესახებ.
იხ. 27.12.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
3.3. ბრალდებულმა ლ-–- მ---------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იმ დღეს ი------- გ--------ესთან მართლაც ჰქონდათ შელაპარაკება, თუმცა არანაირი ფიზიკური შეურაცხოფა არ მიუყენებია და სკამი არ უსვრია. კიკბოქსინგში 3 გზის ჩემპიონია და ამას არასდროს არ გააკეთებდა. ი------- გ--------ე დედამისის ზეწოლის ქვეშ იყო და იმიტომ მისცა ასეთი ჩვენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში ბრალდებულმა ლ-–- მ---------მ თავი სრულიად სცნო დამნაშავედ, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით და აღნიშნა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მეუღლესთან შერიგდა, საკუთარი საქციელი გააცნობიერა, თანაცხოვრება გააგრძელეს და უყვართ ერთმანეთი, მეუღლე ამჟამად საბერძნეთში იმყოფება, შვილი მასთან იზრდება და თვითონაც შვილთან ერთად აპირებს მეუღლესთან წასვლას და ითხოვა არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, რათა მიეცეს ოჯახთან ერთად თანაცხოვრების შესაძლებლობა.
იხ. 20.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
3.4. ვინაიდან დაცვის მხარეს სადაოდ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, ხოლო დაცვის პოზიციიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორივე ეპიზოდი).
აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ი------- გ--------ის, ე-----ი გ--------ის, ნ----- წ------–---–-ს, ე------ კ--–-----ას, ლ-- ა-----ის, ე-–----- ძ---------ს, ა----–--- ლ-----–--ას, ნ--- ლ-–----ის, ლ--–- ნ-----–--–---–ის, ნ--- ა-------ის, ვ------- ბ-----------ას ჩვენებებით.
იხ.20.11.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
3.5. საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებული ი------- გ--------ე არის ბრალდებულ ლ-–- მ--------ის მეუღლე.
ის, რომ ბრალდებული ლ-–- მ--------- ხ----- რაიონის სოფელ ა---–-------–ში, ი------- გ--------ის მშობლების საცხოვრებელ სახლში 2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში და 15 სექტემბერს, ხ----- რაიონის სოფელ ა---–------–ის სკოლაში ი------- გ--------ის მიმართ ახორციელებდა სისტემატიური ხასიათის შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია, ასევე ის, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 10 საათზე, ხ-----------ს საავტომობილო გზაზე, ლ-–- მ---------მ მარჯვენა მხარეს მოკიდა ხელი მიკროავტობუსში მჯდომ ი------- გ--------ეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა იგი მიკროავტობუსიდან, რა დროსაც ი------- გ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
საქმის მასალებით არ იკვეთება სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
3.6. ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ ლ-–- მ--------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს:
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფაში და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისი და 15 სექტემბერის ეპიზოდები), რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი), რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მხარეთა პოზიციები:
4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.
4.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა ბრალდების ამ ეპიზოდში და გამართლება.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო სრულიად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდების ამ ეპიზოდში ლ-–- მ--------ის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის და მისი უდანაშაულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ შემთხვევის დროს და ადგილზე, 2017 წლის ივლისის თვის ბოლოს (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), ქ. ფოთში, დ----–--ს ქუჩა N4-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, იმყოფებოდნენ ლ-–- მ---------, ი------- გ--------ე და მათი არასრულწლოვანი შვილი ე-------–--- მ---------. სხვა პირი ამ შემთხვევას არ შესწრებია.
ბრალდებულმა ლ-–- მ---------მ უარყო ი------- გ--------ეზე ძალადობის ფაქტი, ხოლო არასრულწლოვანი ე-------–--- მ--------ის დაკითხვაზე მხარეებმა და დაზარალებულმა ი------- გ--------ემ უარი განაცხადეს, შესაბამისად იგი სხდომაზე არ დაკითხულა და არც მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია გამოქვეყნებულა.
ამრიგად, ბრალდებულ ლ-–- მ--------ის ბრალეულობის დასადასტურებლად სასამართლომ შეაფასა დაზარალებულ ი------- გ--------ის ჩვენება და მისი წონადობა გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საკმარისობისთვის.
აღნიშნული ფაქტის და შესაბამისად პირის დამნაშავედ ცნობის თაობაზე დასკვნის გამოტანის პროცესში, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო და საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მატერიალური ნორმებით, ასევე სასამართლო პრაქტიკით, რომელიც მომდინარეობს საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით.
5.3. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
5.4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
5.5. როგორც აღინიშნა განსახილველ საქმეში შეფასების საგანს წარმოადგენს ბრალდებულ ლ-–- მ--------ის მიერ დაზარალებულ ი------- გ--------ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო თვლის, რომ არასწორია ბრალდების მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით წარმოდგენილია სხვა ირიბი მტკიცებულებები, როგორიცაა იმ პირთა განმარტება, რომლებმაც ი------- გ--------ისგან შეიტყვეს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმავე გადაწყვეტილებაში ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ირიბი ჩვენების გამოყენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს.
საქართველოს სსსკ-ის თანახმად, მოწმის ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. სსსკ-ის 76-ე მუხლი ერთ-ერთ ასეთ წესს შეიცავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენების ფარგლებში მოწმეს შეუძლია გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად არ ყოფილა, არამედ „ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“.
ამდენად, ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა.
აღნიშნულ განმარტებებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ სხვა მოწმეთა ჩვენებები არ შეიძლება შეფასდეს ირიბ ჩვენებებად, ვინაიდან სადაო ფაქტის მოხდენის შესახებ ინფორმაციის პირველ წყაროს ისევ ი------- გ--------ე წარმოადგენს და დასახელებული პირები თვით ი------- გ--------ის და არა სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს.
5.6. ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ ლ-–- მ--------ის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილ იქნა მხოლოდ დაზარალებულ ი------- გ--------ის ჩვენება, ესე იგი მხოლოდ ერთი მტკიცებულება, რაც არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს.
5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ლ-–- მ--------ის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულება შესაძლებელია განხილულ იქნა, როგორც ეჭვი მისი დამნაშავეობის შესახებ.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
6. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
6.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.
თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.
6.2. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ-–- მ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენას.
საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე, ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ ლ-–- მ--------ის დამნაშავედ ცნობას, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც პირდაპირ და უტყუარად ამ ფაქტს ადასტურებს.
ამრიგად, ბრალდებული ლ-–- მ--------- უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებაში.
7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, დაზარალებულთან შერიგება.
ბრალდებულის პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
8. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
8.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას, ამ ქმედების მონანიებას, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (აქვს შეულახავი წარსული), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, დაცვის მხარის მოწოდებული ინფორმაციით, ბრალდებული ლ-–- მ--------- და დაზარალებული ი------- გ--------ე შერიგდნენ, შეინარჩუნეს ოჯახი და გააგრძელეს თანაცხოვრება, ერთად ზრდიან არასრულწლოვან შვილს.
8.2. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ-–- მ--------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი და სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ლ-–- მ--------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას და დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.
8.3. რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–- მ--------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
2. ლ-–- მ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისი და 15 სექტემბრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისი და 15 სექტემბრის ეპიზოდები) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ლ-–- მ---------ს საბოლოო მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ლ-–- მ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 1 (ერთი) წელი.
4. პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შემთხვევაში, მსჯავრდებულ ლ-–- მ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო, 2017 წლის 27 სექტემბრის 13:25 საათიდან 2018 წლის 12 მარტის ჩათვლით, 5 (ხუთი) თვე და 13 (ცამეტი) დღე.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ-–- მ---------ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. მსჯავრდებულ ლ-–- მ--------ის ქცევაზე კონტროლი, საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
7. ლ-–- მ--------ის მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის - 01 (ერთი) წლის ათვლა, დაიწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან, 2018 წლის 8 ოქტომბრიდან.
8. ლ-–- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 4000 ლარის ოდენობით, გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს, ნ-------- მ---------ს (პ/ნ6----------) სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ასევე გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინებით ლ-–- მ--------ის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომელიც საქმის გამომძიებელთან აქვს მიბარებული.
9. საქმეს ნივთმტკიცება არ ერთვის.
10. განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე