გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4628-1-
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2--- წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - მა----- ზო---
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - სო----- ჩი--–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2--- წლის 2-------- №M--------------- წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე მა----- ზო--ისათვის 2--- წლის 7-----------------, 2--- წლის 1----------- მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე მა----- ზო--ის სასარგებლოდ 2--- წლის 7-----------------, 2--- წლის 1----------- მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 1----- ლარის ოდენობით;
1.3. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე მა----- ზო--ის სასარგებლოდ, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის - 1----- ლარის 0.0---ის ოდენობით ანაზღაურება 2--- წლის 2- ნ------------, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მა----- ზო--- მსახურობდა საქართველოს შეირაღებული ძალების ს-----–----- ჯ--------------–--- ბრიგადის ტ-------------------------------------–--------------- თანამდებობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 9-------------- განჩინების საფუძველზე, მოსარჩელე მა----- ზო--ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გამო, საქართველოს თავდაცვის მ---------- 2--- წლის 2------------- ბრძანებით, მოსარჩელე მა----- ზო---ს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2--- წლის 7-----------------.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1--------- განაჩენით, მოსარჩელე მა----- ზო--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----------–----------–- და მ------–--–-----.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- „სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მ---------- 2--- წლის 2------------- №3--- ბრძანება (ს.ფ. 32);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 1----------- განაჩენი (ს.ფ. 2--31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.2. საქართველოს თავდაცვის მ---------- 2--- წლის 1-------- ბრძანებით, მოსარჩელე მა----- ზო---სთან აღდგა სამსახურებრივი ურთიერთობა და იგი შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 1----------- განაჩენით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1--------- განაჩენი, მოსარჩელე მა----- ზო--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში.
საქართველოს თავდაცვის მ---------- 2--- წლის 2------------- ბრძანებით, მოსარჩელე მა----- ზო--ისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების გამო, მის მიერ მიუღებელმა ხელფასმა შეადგინა 1-----.1- ლარი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- „სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მ---------- 2--- წლის 15 მაისის №---- ბრძანება (ს.ფ. 33);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 1----------- განაჩენი (ს.ფ. 2--31);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2--- წლის 1-----–---- №MOD 2------------ ცნობა (ს.ფ.17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.3. მოსარჩელე მა----- ზო---მ, 2--- წლის 1-------, განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა 2--- წლის 7-----------------, 2--- წლის 1----------- მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2--- წლის 2-------- №M--------------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე მა----- ზო--ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2--- წლის 2-------- №M--------------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა----- ზო--ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (2--- წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია); ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (2--- წლის 1 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2--- წლის 2-------- №M--------------- წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე მა----- ზო--ისათვის 2--- წლის 7-----------------, 2--- წლის 1----------- მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე მა----- ზო--ის მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 2--ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას დაუბრკოლებლად უზრუნველყონ შესაბამის მოსამსახურეთათვის სამართლიანი შრომის ანაზღაურება კანონის შესაბამისად.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2--- წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და ს-----–----- ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდებოდა საქართველოს თავდაცვის მ---------- ბრძანებით. ამ წესით განისაზღვრებოდა აღნიშნულ თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2--- წლის 2-----–------- მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და ს-----–----- ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მ---------- 2--- წლის 2- ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ასვე მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავდა მოსამსახურის დროებით განთავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და სამსახურის განთავისუფლებას მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში (გარდა ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის ”ბ”, ”გ” და ”დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მოსამსახურეს არ უნარჩუნდებოდა თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო, დანამატები (მათ შორის, კომპენსაცია). კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარდა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი იყო სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა----- ზო--- მსახურობდა საქართველოს შეირაღებული ძალების ს-----–----- ჯ--------------–--- ბრიგადის ტ-------------------------------------–--------------- თანამდებობაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 9-------------- განჩინების საფუძველზე, მას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გამო, საქართველოს თავდაცვის მ---------- 2--- წლის 2------------- ბრძანებით, შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2--- წლის 7-----------------.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1--------- განაჩენით, მოსარჩელე მა----- ზო--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----------–----------–- და მ------–--–-----.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2--- წლის 2-----–------- მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და ს-----–----- ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მ---------- 2--- წლის 2- ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება დაკავების, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მეორე დღიდან, მოსამსახურის გამართლების შემთხვევაში, განაცდური შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო მიუთითებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და ს-----–----- ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მ---------- 2--- წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-1- მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, განაცდური პერიოდი მოსამსახურეს ჩაეთვლება შრომის სტაჟში და მიეცემა შრომის გასამრჯელო (შრომის ანაზღაურება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ 2--- წლის 2-----–------- მოქმედი, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტიც და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და ს-----–----- ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მ---------- 2--- წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული წესიც, უპირობოდ და იმპერატიულად ითვალისწინებს განაცდური შრომის გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობა შეუჩერდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების საფუძველზე, ხოლო შემდგომ იგი გამართლდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მ---------- 2--- წლის 1-------- ბრძანებით, მოსარჩელე მა----- ზო---სთან აღდგა სამსახურებრივი ურთიერთობა და იგი შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 1----------- განაჩენით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1--------- განაჩენი, მოსარჩელე მა----- ზო--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მ---------- 2--- წლის 2------------- ბრძანებით, მოსარჩელე მა----- ზო--ისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების გამო, მის მიერ მიუღებელმა ხელფასმა შეადგინა 1-----.1- ლარი. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისად, ვალდებული იყო აენაზღაურებინა მოსარჩელე მა----- ზო--ისათვის, მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მიუღებელი, იძულებითი განაცდური შრომის გასამრჯელო მითითებული ოდენობით.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა----- ზო---მ, 2--- წლის 1-------, განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა 2--- წლის 7-----------------, 2--- წლის 1----------- მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2--- წლის 2-------- №M--------------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე მა----- ზო--ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, აგრეთვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2--- წლის 2-------- №M--------------- წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე მა----- ზო--ისათვის 2--- წლის 7-----------------, 2--- წლის 1----------- მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს მოსარჩელე მა----- ზო--ის სასარგებლოდ 2--- წლის 7-----------------, 2--- წლის 1----------- მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 1----- ლარის ოდენობით
6.5. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოსარჩელე მა----- ზო--ის სასარგებლოდ, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის - 1----- ლარის 0.0---ის ოდენობით ანაზღაურება 2--- წლის 2- ნ------------, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო მიუთითებს 2--- წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა----- ზო---მ, 2--- წლის 1-------, განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა 2--- წლის 7-----------------, 2--- წლის 1----------- მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2--- წლის 2-------- №M--------------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე მა----- ზო--ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 1----------- განაჩენით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1--------- განაჩენი, მოსარჩელე მა----- ზო--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში.
ამრიგად, მითითებული ნორმების შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, მოსარჩელე მა----- ზო--ის სასარგებლოდ, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის - 1----- ლარის 0.0---ის ოდენობით ანაზღაურება 2--- წლის 2- მაისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რადგან მითითებული თარიღიდან განხორციელდა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომის გასამრჯელოს ანაზღაურების დაყოვნება. შესაბამისად, 2--- წლის 2- ნ------------ მიუღებელი შრომის გასამრჯელოს დაყოვნების ყოველი დღისათვის თანხის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 24-ე 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა----- ზო--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2--- წლის 2-------- №M--------------- წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე მა----- ზო--ისათვის 2--- წლის 7-----------------, 2--- წლის 1----------- მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ;
3. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე მა----- ზო--ის სასარგებლოდ 2--- წლის 7-----------------, 2--- წლის 1----------- მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 1----- ლარის ოდენობით;
4. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე მა----- ზო--ის სასარგებლოდ, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის - 1----- ლარის 0.0---ის ოდენობით ანაზღაურება 2--- წლის 2- ნ------------, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი