გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3929-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2--- წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დ------–--------–-
სხდომის მდივანი ა-- მ---–---
მოსარჩელე - მა-- ბუ-–-–---–-
წარმომადგენლები - მა-- ჩო---–-, ნა-- ნე--------
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - სო----- ჩი--–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შ-------------–ი ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2--- წლის 2-------- №M---------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–-ს მიერ, 1-------- წლებში სამხედრო სამსახურის გავლის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–-ს მიერ, 1--- წლის მაისიდან, 1--- წლის ო-------------- სამხედრო სამსახურის გავლის დადასტურების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–-ს ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, იგი 1--- წლის 16 დ------------ მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძ--–--–-, ხოლო მა--მდე საქართველოს შ-------------– ძ--–--–- არ უმსახურია.
საქართველოს შ-------------– ძ--–--–- სამსახურის დაწყებამდე და მისი ნამსახურობის ნუსხის შედგენამდე, მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–მა პატაკით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და განმარტა, რომ ვინაიდან არსად არ მუშაობდა, შრომის წიგნაკი არ გააჩნდა.
1-------- წლებში, გადასახადის გადამხდელთა მიერ, საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული თანხებისა და და--ვებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა არ ხორციელდებოდა, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურში არ ინახება მითითებულ პერიოდში მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–-ს მიერ შრომის გასამრჯელოს მიღების თაობაზე ინფორმაცია.
სამსახურებრივი მოკვლევის მიხედვით, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და საჯარო მოხელეები, მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–- ნამდვილად მსახურობდა საქართველოს შ-------------– ძ--–--–- 1--- წლის მ--------- 1--- წლის ო--------------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ნამსახურობის ნუსხა (ს.ფ. 22-34);
- პატაკი (ს.ფ.93);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2--- წლის 1--------------- ცნობა (ს.ფ. 104);
- სამსახურებრივი მოკვლევა (ს.ფ. 18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
3.1.2. მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–მა 2--- წლის 1-------- განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და 1--- წლის მ--------- 1--- წლის ო-------------- მის მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის ფაქტის დადასტურება და მისი სამხედრო სამსახურის გავლის საერთო პერიოდში ჩათვლა მოითხოვა.
საქართველოს შ-------------–ი ძალების გ-------–----- შ------ J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2--- წლის 2-------- №M---------------- წერილობითი მიმართვით მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მითითებულ პერიოდში, მისი სამხედრო სამსახურში ან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ იძებნებოდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შ-------------–ი ძალების გ-------–----- შ------ J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2--- წლის 2-------- №M---------------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა-- ბუ-–-–---–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საქართველოს შ-------------–ი ძალების გ-------–----- შ------ J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2--- წლის 2-------- №M---------------- წერილობითი მიმართვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია, იგი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა სა--ნონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნა, 1--- წლის მ--------- 1--- წლის ო--------------, მის მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის დადასტურების თაობაზე, გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.
მითითებული კანონის 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თა--ხმად, სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე. სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმები სამხედრო სამსახურის დაწყებისა და დასრულების აუცილებელ სამართლებრივ საფუძვლებად, პირის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვასა და ამორიცხვას ადგენს, რაც მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის კანონით, ზოგადად და გენერალურად მოწესრიგებას წარმოადგენს და იგი შეფარდებული უნდა იქნეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურ სამართლებრივ ურთიერთობასთან, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–-ს ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, იგი 1--- წლის 1- დ------------ მსახურობს საქართველოს შ-------------– ძ--–--–-, ხოლო მა--მდე საქართველოს შ-------------– ძ--–--–- არ უმსახურია. საქართველოს შ-------------– ძ--–--–- სამსახურის დაწყებამდე და მისი ნამსახურობის ნუსხის შედგენამდე, მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–მა პატაკით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და განმარტა, რომ ვინაიდან არსად არ მუშაობდა, შრომის წიგნაკი არ გააჩნდა.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობის მიხედვით, 1-------- წლებში, გადასახადის გადამხდელთა მიერ, საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული თანხებისა და და--ვებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა არ ხორციელდებოდა, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურში არ ინახება მითითებულ პერიოდში მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–-ს მიერ შრომის გასამრჯელოს მიღების თაობაზე ინფორმაცია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თა--ხმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდის დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის თა--ხმად, შრომის წიგნაკი წარმოადგენდა ძირითად დოკუმენტს მუშის ან მოსამსახურის შრომითი საქმიანობის შესახებ. შრომის წიგნაკი შედგებოდა ყველა მუშასა და მოსამსახურეზე, რომლებიც საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობენ ხუთ დღეზე მეტს. შრომის წიგნაკში იწერებოდა ცნობები მუშაკისა და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, აგრეთვე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში შრომითი წარმატებისათვის წახალისებისა და დაჯილდოებების თაობაზე. სასჯელი შრომის წიგნაკში არ ჩაიწერებოდა.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–-ს პატაკი, სადაც თვითონ განმარტავს, რომ 1--- წლის დეკემბრამდე - საქართველოს შ-------------– ძ--–--–- სამსახურის დაწყებამდე, მას შრომის წიგნაკი არ გააჩნდა, რადგან იგი არსად არ მუშაობდა. ამასთან, მოსარჩელის მიერ, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა სხვა, ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, პირის სამსახურის გავლას დაადასტურებდა.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სამსახურებრივ მოკვლევას, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი, კანონის თა--ხმად არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომლითაც პირის შრომითი საქმიანობა უნდა დადასტურდეს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია სხვა, კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები, მათ შორის თვით მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–-ს პატაკი, რომელიც გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ პერიოდში მის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ფაქტს, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით შრომითი საქმიანობის დადასტურება, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–მა 2--- წლის 1-------- განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და 1--- წლის მ--------- 1--- წლის ო-------------- მის მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის ფაქტის დადასტურება და მისი სამხედრო სამსახურის გავლის საერთო პერიოდში ჩათვლა მოითხოვა.
საქართველოს შ-------------–ი ძალების გ-------–----- შ------ J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2--- წლის 2-------- №M---------------- წერილობითი მიმართვით მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მითითებულ პერიოდში, მისი სამხედრო სამსახურში ან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ იძებნებოდა.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან და--ვშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან და--ვშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–-ს მოთხოვნები უსაფუძვლოა, ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, არ არსებობს საქართველოს შ-------------–ი ძალების გ-------–----- შ------ J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2--- წლის 2-------- №M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ასევე მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–-ს მიერ, 1--- წლის მ--------- 1--- წლის ო-------------- სამხედრო სამსახურის გავლის დადასტურების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აა--ზღაურებს სახელმწიფო.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–-ს მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და გამომდინარე იქედან, რომ მას კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა-- ბუ-–-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. მოსარჩელე მა-- ბუ-–-–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2--- წლის 22 ივნისის №- საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებ: თბილისი. გრ. რობაქიძის გამზ. №-ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე დ------–--------–-