განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/38---18
(#0----------1)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - გიორგი სვანიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ-------------------–-–--ა (დაბადებული - 1----–-–----------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #01---------- საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, განქორწინებული, რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, ნ. ხ----------ის ქ------------------------–-------------------–----------------------------ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატი - ქე----------–--ლი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი.
დისპოზიცია: ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 1-----–--ს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ-------–--–-----–--------------------------------------------------5-ში, ე-----------------ვის საცხოვრებელ ბინაში, ზ---- ლ-–--ამ ხელი ძლიერად მოკიდა დ--–-----------ვას მკლავზე და ძალის გამოყენებით გაიყვანა სადარბაზოში, სადაც სამჯერ ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელი მარჯვენა ლოყაში, მესამე დარტყმის შემდეგ დ--–-----------ვა დაეცა ძირს, რა დროსაც ზ---- ლ-–--ამ მას დაარტყა ფეხი მარცხენა ბარძაყის არეში. აღნიშნულის შემდეგ ზ---- ლ-–--ა ცდილობდა დ--–-----------ვას ბინიდან ძალის გამოყენებით გაყვანას, რა დროსაც სადარბაზოში კვლავ ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი ძლიერად სახეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავი მიარტყა კედელს და მიიღო დაზიანება თავის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დ--–-----------ვმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
1.2. 2018 წლის 1-----–--ს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----ის მე-5 მიკრორაიონი, კ----------------------ში, ე-----------------ვის საცხოვრებელ ბინაში, ზ---- ლ-–--ამ მის ხელთ არსებული დანის დემონსტრირებით, დ--–-----------ვას რამდენიმეჯერ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დ--–-----------ვას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2--------ის განაჩენით ზ---- ლ-–--ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 2018 წლის 1-----–--ს, დაახლოებით 03:57 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----ის მეხუთე მიკრორაიონი, N-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ზ---- ლ-–--ა ატარებდა ცივ იარაღს - დანას;
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ზ---- ლ-–--ას მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის და მოწმეების: ე-----------------ვის, დ--–-----------ვას, მ---------–---იას, ა-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 1-----–--ის ცივი იარაღის ექსპერტიზის №1---/ცი დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2--------ის განაჩენსა და საქმეშია არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა ზ---- ლ-–--ამ საქმის არსებითი განხილვისას, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ გახადა, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. 1.2. და1.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. დანაშაულის საგანია ცივი იარაღი, რაც ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” პუნქტში განმარტებულია, როგორც იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) დანაშაულის სუბიექტი იყოს ნასამართლევი განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და ცივი იარაღის ტარებისათვის და ნასამართლობა არ უნდა იყოს მოხსნილი ან გაქარწყლებული; საქართველოს სსკ-ის 12-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ბ) იარაღი, რომელსაც პირი ატარებს უნდა მიეკუთვნებოდეს ცივ იარაღთა კატეგორიას; გ) სახეზე უნდა იყოს ცივი იარაღის ტარება - ერთი ადგილიდან მეორესკენ გადაადგილებისას პირს თან უნდა ჰქონდეს ცივი იარაღი (უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში).
3.4. გარდა ამისა, სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
3.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.
3.6. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2--------ის განაჩენით დადასტურებულია, რომ ზ---- ლ-–--ა ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ახალი ქმედების ჩადენის დროს მისი ნასამართლობა, კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 1-----–--ის ცივი იარაღის ექსპერტიზის №1---/ცი დასკვნით, დასტურდება ის გარემოება, რომ ზ---- ლ-–--ას კუთვნილი დანა მიეკუთვნებოდა ცივ იარაღთა კატეგორიას. ამასთან, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, ასევე, დაზარალებულ დ--–-----------ვას, მოწმეების - ე-----------------ვის, მ---------–---იას, ა-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულ ზ---- ლ-–--ას აღიარებით უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ 2018 წლის 1-----–--ს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ-------–--–-----–--------------------------------------------------5-ში, ე-----------------ვის საცხოვრებელ ბინაში, ზ---- ლ-–--ამ ხელი ძლიერად მოკიდა დ--–-----------ვას მკლავზე და ძალის გამოყენებით გაიყვანა სადარბაზოში, სადაც სამჯერ ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელი მარჯვენა ლოყაში, მესამე დარტყმის შემდეგ დ--–-----------ვა დაეცა ძირს, რა დროსაც ზ---- ლ-–--ამ მას დაარტყა ფეხი მარცხენა ბარძაყის არეში. აღნიშნულის შემდეგ ზ---- ლ-–--ა ცდილობდა დ--–-----------ვას ბინიდან ძალის გამოყენებით გაყვანას, რა დროსაც სადარბაზოში კვლავ ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი ძლიერად სახეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავი მიარტყა კედელს და მიიღო დაზიანება თავის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დ--–-----------ვმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება; 2018 წლის 1-----–--ს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----ის მე-5 მიკრორაიონი, კ----------------------ში, ე-----------------ვის საცხოვრებელ ბინაში, ზ---- ლ-–--ამ მის ხელთ არსებული დანის დემონსტრირებით, დ--–-----------ვას რამდენიმეჯერ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დ--–-----------ვას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2--------ის განაჩენით ზ---- ლ-–--ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 2018 წლის 1-----–--ს, დაახლოებით 03:57 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----ის მეხუთე მიკრორაიონი, N-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ზ---- ლ-–--ა ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
3.7. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ---- ლ-–--ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ძალადობა, კერძოდ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მანვე ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რისთვისაც ზ---- ლ-–--ა წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ამავე კოდექსის 151-ე მუხლი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე;
4.5. ზ---- ლ-–--ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, დაზარალებულს მის მიმართ დღეის მდგომარეობით არ გააჩნია პრეტენზია, ხასიათდება დადებითად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ზ---- ლ-–--ა წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენაში და ქმდების განხორციელებისას იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.
4.5. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.
4.7. სასჯელის დანიშვნის დროს ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ზ---- ლ-–--ა წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2--------ის განაჩენით იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 1-----–--ის N3---------- წერილით ირკვევა, რომ ზ---- ლ-–--ას გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2021 წლის 1---------ს. ამდენად, ზ---- ლ-–--ამ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოხდილი პირობითი მსჯავრი, კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაულები.
4.8. გამომდინარე აქედან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2--------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
4.9. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ ზ---- ლ-–--ას სამართლებრივი სტატუსი იძლევა საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებულ წესი. თუმცა, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთი წლამდე ვადით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გასცდება დასახელებული სასჯელის ფარგლებს და ბრალდებულს ვერ დაუნიშნავს თავისუფლების აღკვეთას ერთ წელზე მეტი ვადით. რაც შეეხება სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციას, ვერც ამ ვითარებაში გამოიყენებს სასამართლო რეციდივის შემთხვევას, ვინაიდან პირის წარსულში ნასამართლობა თავად ამ მუხლში მოცემული დანაშაულის შემადგენლობის დამაფუძნებელი გარემოებაა, შესაბამისად, სასჯელის დამამძიმებელ ერთი და იგივე გარემოებას სასამართლო პირის მიმართ ორჯერ ვერ გამოიყენებს (ამაზე მიუთითებს სწორედ, სსკ-ის 58-ე მუხლის მეორე ნაწილი).
4.10. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.
4.11. ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ზ---- ლ-–--ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის; 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციის ფარგლებში. სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე, ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ---- ლ-–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. ზ---- ლ-–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. ზ---- ლ-–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ---- ლ-–--ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2--------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ---- ლ-–--ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. მსჯავრდებულ ზ---- ლ-–--ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ ზ---- ლ-–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1-----–--იდან.
7. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- ზ---- ლ-–--ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, რომელიც ინახება გ-–----ი-ნ----–-----ის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.
- ზ---- ლ-–--ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი ნოკია ფირმის მობილური ტელეფონი და სანთებელა, რომლებიც ინახება გ-–----ი-ნ----–-----ის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრებს.
- ერთი ცალი CD დისკი - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე