გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002530255
#2/268 -2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17. 10.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს. ,,ზ-- კ---------“
წარმომადგენელი: შ----- ა–-----ა
მოპასუხე: ზ------ ს--------–---–ი
მოპასუხის წარმომადგენელი: დ----- კ----–--ე
დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - ს.ს.,,ზ-- კ---------“-ს (ს/კ 4--------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - ზ------ ს--------–---–ის (პ.№3----------) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩლე განმარტავს, რომ 2016 წლის 12 სექტემბერს ს.ს. ,,ზ-- კრედიტ“-სა და ზ----- ს--------–---–ს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ზ----- ს--------–---–ზე გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით 12 თვის ვადით . ყოველთვიურად გადასახდელი სარგებლის და ძირი თანხის ოდენობა წარმოადგენდა 132 ლარს და 16 თეთრს, შემდეგი პირობებით : მსესხებელი ვალდებული იყო სესხი-ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი დაეფარა ერთი წლის განმავლობაში გრაფიკის მიხედვით. მოპასუხის მიერ დაირღვა გადახდის გრაფიკი და დავალიანების დაფარვა არ მომხდარა
2017 წლის 12 იანვრის შემდგომ მოპასუხის მხრიდან დავალიანების დაფარვა არ მომხდარა ორ თვიანი ვადის გასვლის შემდგომ დამატებით ორ კვირიანი ვადის უშედეგოდ გაშვების შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების მთლიანი თანხის ერთჯერადად და დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება. მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 18 მაისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1180 ლარს და 87 თეთრს, საიდანაც ძირი თანხაა 690 ლარი და 96 თეთრი და სარგებელი 489,91 ლარი.
მოსარჩელე ამცირებს მოთხოვნას და ითხოვს ზ----- ს--------–---–ს ს.ს.,,ზ-- კ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1036,44 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 690,96 ლარს, სარგებელი - 3-5,48 ლარს.
ასევე ითხოვს ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფო ბაჟს 50 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხე ზ----- ს--------–---–მა შემოიტანა შესაგებელი, შესაგებლითა და მოსამზადებელ სხდომაზე დაფიქსირებული მოპასუხე სარჩელს ცნობს ძირი თანხის ფარგლებში-690,96 ლარს. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები მისთვის უცნობია. მან გადაიხადა სამი თვის მანძილზე თვეში 132ლარი და 16 თეთრი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე თვლის, რომ გამსესხებელმა უკვე მიიღო სარგებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ ს.ს.,,ზ-- კ---------“ რეგისტრირებულია 2016 წლის 11 იანვარს და მისი საიდენტიფიკაციო კოდია 4-------- მისი იურიდიული მისამართია ქ.თბილისი ვაკე საბურთალოს რაიონი გ-------------ს გამზირი N3- მოპასუხე ზ------ ს--------–---–ი ცხოვრობს საჩხერე სოფელი ბ------- პ/ნ (პ.№3----------)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 31)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. მოსარჩელის მითითებით 2016 წლის 12 სექტემბერს ს.ს. ,,ზ-- კრედიტ“-სა და ზ------ ს--------–---–ს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ზ------ ს--------–---–ზე გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით 12 თვის ვადით . ყოველთვიურად გადასახდელი სარგებლის და ძირი თანხის ოდენობა წარმოადგენდა 132 ლარს და 16 თეთრს, შემდეგი პირობებით : მსესხებელი ვალდებული იყო სესხი-ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი დაეფარა ერთი წლის განმავლობაში გრაფიკის მიხედვით. მოპასუხის მიერ დაირღვა გადახდის გრაფიკი და დავალიანების დაფარვა არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება და გრაფიკი(ს.ფ.15-17)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამსესხებელი სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მსესხებელს, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. მსესხებლის ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვას ახორციელებს ს.ს. ,,ზ-- კ---------“ დადგენილია და სადაო არ არის , რომ სესხი 800 ლარის ოდენობით მიიღო ზ----- ს--------–---–მა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა(ს.ფ.28)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ ზ----- ს--------–---–მა განახორციელა სამი გადახდა თვეში 132ლარისა და 16 თეთრის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით 2018 წლის 18 მაისისათვის დავალიანება შეადგენდა ძირი თანხა 690,96 ლარი და სარგებელი 489,91 ლარი. დადგენილია, რომ მოპასუხემ გადახდა შეწყვიტა 2017 წლის 12 იანვარს. მოსარჩელემ სხდომაზე დაადასტურა, რომ გადახდის შეწყვეტიდან ორი თვის თავზე შეწყვიტეს ხელშეკრულება. დადგენილია, რომ ორი თვის სარგებელი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გრაფიკის შესაბამისად არის167 ლარი და 02 თეთრის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა(ს.ფ.28)
- გრაფიკი მე-4 და მე-5 გადახდა(ს.ფ.17)
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს. ,,ზ-- კ---------ს“-ს სარჩელი ზ----- ს--------–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ , კერძოდ 857 (რვაასორმოცდაჩვიდმეტი) ლარის და 98 (ოთხმოცდათვრამეტი) თეთრის (690,96 ლარი ძირი თანხა 167,02 ლარი სარგებელი) ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
6.3. მოსარჩელის მტკიცებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა გარიგება, რომელიც მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული. მოსარჩელის მითითებით 2016 წლის 12 სექტემბერს ს.ს. ,,ზ-- კრედიტ“-სა და ზ----- ს--------–---–ს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ზ----- ს--------–---–ზე გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით 12 თვის ვადით . ყოველთვიურად გადასახდელი სარგებლის და ძირი თანხის ოდენობა წარმოადგენდა 132 ლარს და 16 თეთრს, შემდეგი პირობებით : მსესხებელი ვალდებული იყო სესხი-ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი დაეფარა ერთი წლის განმავლობაში გრაფიკის მიხედვით. მოპასუხის მიერ დაირღვა გადახდის გრაფიკი და დავალიანების დაფარვა არ მომხდარა. დადგენილია, რომ სამჯერ მოხდა მოპასუხის მიერ თანხის დაფარვა. მოპასუხე თანხის ძირის გადახდაზე თანახმაა, ხოლო სარგებლის გადახდას არ ეთანხმება.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
6.4. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 623-ე მუხლიდან გამომდინარეობს.
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა . სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან .
6.5. სსკ-ის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხი ფორმა სავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული.
6.6.სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის თანახმად თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. თუ პროცენტები არ არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე. პროცენტიანი სესხის ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით ან გამსესხებლის თანხმობით. პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.7.დადგენილია, რომ ზ----- ს--------–---–მა განახორციელა სამი გადახდა თვეში 132ლარისა და 16 თეთრის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით 2018 წლის 18 მაისისათვის დავალიანება შეადგენდა ძირი თანხა 690,96 ლარი და სარგებელი 489,91 ლარი. დადგენილია, რომ მოპასუხემ გადახდა შეწყვიტა 2017 წლის 12 იანვარს. მოსარჩელემ სხდომაზე დაადასტურა, რომ გადახდის შეწყვეტიდან ორი თვის თავზე შეწყვიტეს ხელშეკრულება. დადგენილია, რომ ორი თვის სარგებელი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გრაფიკის შესაბამისად არის167 ლარი და 02 თეთრის
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
მოსარჩელეც ადასტურებს და დადგენილია, რომ ორი თვის თავზე მოსარჩელემ მოპასუხესთან შეწყვიტა ხელშეკრულება შესაბამისად მოპასუხეს ორი თვის პროცენტი -167 ლარი და 02 თეთრის უნდა დაეკისროს
სესხის მიღების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია გადარიცხვის ქვითარი, ხოლო სარგებლის(პროცენტის) შეთანხმების შესახებ გარემოებას ადასტურებს მოპასუხე ზეპირი შეთანხმების ფარგლებში გადახდილი პროცენტის ფარგლებში. .
6.8.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლის შესაბამისად მოცემული გარემოებები მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს სარგებლის ოდენობის თაობაზე გარემოების დადგენა.
სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ კერძოდ ძირი თანხისა და ხელშეკრულების შეწყვეტამდე სარგებლის ნაწილში. სხვა ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.
6.9. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ორმოცდაათი ლარის ოდენობით. მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო ძირი თანხის ნაწილში. აღნიშნული გარემოების შესაბამისად მოსარჩელეს ნაწილობრივ დაუბრუნდება სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.ს. ,,ზ-- კ---------“-ს სარჩელი ზ------ ს--------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ზ------ ს--------–---–ს, ს.ს. ,,ზ-- კ---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 857 (რვაასორმოცდაჩვიდმეტი) ლარის და 98 (ოთხმოცდათვრამეტი) თეთრის გადახდა (690,96 ლარი ძირი თანხა 167,02 ლარი სარგებელი). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ს.ს. ,,ზ-- კრედიტ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს 33 (ოცდაცამეტი) ლარი და 3- (ოცდათოთხმეტი) თეთრი (გადამხდელის ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“; საგადახდო დავალება N210 გადახდის თარიღი: 05.06.2018 წელი. მიმღების დასახელება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიში 300223150, გადამხდელი ს.ს. ,,ზ-- კ---------“ ს/კ 4-------- ).
3. ზ------ ს--------–---–ს ს.ს. ,,ზ-- კ---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 8 (რვა) ლარი 06(ექვსი) თეთრის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი