გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2018
საქმის ნომერი
180210017002039314
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/463-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.10.2018 წ. ქ. მცხეთა

მცხეთის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

სხდომის მდი--ნი ბელა ოჩიაური

მოსარჩელე - ი--ნე პ--უაშვილი

მოპასუხე - შპს „ს---ი პარკი“, ს---ტრულო პოლიციის დეპარტამენტი, ა---ანდილ კ----ორაშვილი

დავის საგანი - მესაკუთრედ აღიარება, გასხვისებისა და სხვა შეზღუდვისაგან განთავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე - MITSUBISH COLT, სახ. ნომრით - Y--------- მესაკუთრედ ცნობა, გასხვისებისა და სხვა სამართლებრივი შეზღუდვისაგან განთავისუფლება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 19 ნოემბერს ავტომანქანის ნასყიდობისას ი--ნე პ--უაშვილს და ა---ანდილ კ----ორაშვილს შორის სანოტარო წეს--- (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 1--------- გაფორმდა მინდობილობა გასხვისების უფლებით. 2017 წლის 24 მაისის მდგომარეობით ა---ანდილ კ----ორაშვილის მიმართ მიმდინარეობდა სამი სააღსრულებო წარმოება: 1) ა--------- 2) ა1---------------------, სადაც კრედიტორები არიან სს. ,,ს---ი პარკი" და საქართველოს შსს ს---ტრულო პოლიციის დეპარტამენტი. ავტომანქანით, შეძენის დღიდან, ხსენებული ავტომობილით სარგებლობს მოსარჩელე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა, შპს „ს---ი პარკი“-მა და საქართველოს შსს ს---ტრულო პოლიციის დეპარტამენტმა მთავარ სხდომამდე სრულად სცნეს სარჩელი, ხოლო მოპასუხე ა---ანდილ კ----ორაშვილს სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია, რის გამოც მას წაერთვა უფლება მიუთითოს ფაქტებზე და წარადგინის მტკიცებულებები. ასევე, არასაპატიო მიზეზით ის არც სასამართლო მთავარ სხდომაზე გამოცხადდა, რის გამოც სასამართლო ვერ მოისმენს მისა სამართლებრივ შეფასებასაც დავის საგანთან მიმართებაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 19 ნოემბერს ავტომანქანის ნასყიდობისას ი--ნე პ--უაშვილს და ა---ანდილ კ----ორაშვილს შორის სანოტარო წეს--- (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 1--------- გაფორმდა მინდობილობა გასხვისების უფლებით. 2017 წლის 24 მაისის მდგომარეობით ა---ანდილ კ----ორაშვილის მიმართ მიმდინარეობდა სამი სააღსრულებო წარმოება: 1) ა--------- 2) ა1---------------------, სადაც კრედიტორები არიან სს. ,,ს---ი პარკი" და საქართველოს შსს ს---ტრულო პოლიციის დეპარტამენტი. ავტომანქანით, შეძენის დღიდან, სარგებლობს მოსარჩელე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სანოტარო აქტი(მინდობილობა გასხვისების უფლებით)

- სარჩელი (ს/ფ 1-25)

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი

- საქართველოს შსს ს---ტრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილი სადავო ავტომობილთან დაკავშირებული სამართალდარღვევევის შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

განსახილველ საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

სამოტი--ციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, MITSUBISH COLT, სახ. ნომრით - Y--------- საკუთრების აღიარების, მისი გასხვისებისა და სხვა სამართლებრივი შეზღუდვისაგან განთავისუფლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 327-ე, 317-ე, 186-ე, 328-ე, 477-ე,6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v Netherlands par.61; Garcia Ruiz v Spain (GC) par.26; Jahnke and Lenoble v France (dec); Perez v France (GC), par. 81; Hirvisaari v Finland,§32).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულება წარმოადგენს ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ. ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია ფორმალური და მატერიალური პირობების არსებობა, ასევე, მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე. განსახილველ დავაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რაც ხელშეკრულების მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ ხელშეკრულების ფორმა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიმართ, მოძრავი ნივთის შემთხვევაში, კანონი არ განსაზღვრავს სავალდებულო ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, განსახილველი დავის გადასაწყვეტად უნდა შემოწმდეს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის წინაპირობები, რომლითაც დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექს---, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-ე-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას (იხ. სუსგ-ებები: Nას-914-954-2011, 27 ოქტომბერი 2011 წელი; №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წელი).

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს გასხვისებისა და სხვა სამართლებრივი შეზღუდვის თაობაზე და დამატებით განმარტავს, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ი--რაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (იხ. მაგ: სუსგ №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი)

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოპასუხე შპს „ს---ი პარკი“-მა და ფინანსთა სამინისტრომ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სცნეს, რის გამოც ისინი გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო მოპასუხე ა---ანდილ კ----ორაშვილს კი დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ი--ნე პ--უაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ი--ნე პ--უაშვილი (პ/ნ 2----------- ცნობილ იქნეს მესაკუთრედ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, MITSUBISH COLT, სახ.ნომრით - YOY – 865;

 

3. ავტოსატრანსპორტო საშუალება MITSUBISH COLT, სახ.ნომრით - Y--------- გათავისუფლდეს გასხვისებისა და სხვა სამართლებრივი შეზღუდვისაგან;

 

4. ა---ანდილ კ----ორაშვილს (პ/ნ 1----------) ი--ნე პ--უაშვილის (პ/ნ 2----------- სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 100 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი