გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2577590-3/125-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ახალციხე
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - საქართველოს თ-----–--ს სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------------–-–---–-
მოპასუხე - რ--------------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
რ--------------–---–ს საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარის და ზედმეტად მიღებული ხელფასის 254,67 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–-----ს უფროსის 11-------- წლის №6--- ბრძანებით, რიგითი რ--------------------------–---–- გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად დაინიშნა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ა---------–-----------–-------------–--------------------------------------------–--------–--------------------------–--------–-----------------------------–--–--- (შტატი N1------).
რ--------------–---–სა და საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს შორის 11-------- წელს გაფორმდა საქართველოს თ-----–--ს მინისტრის 04-------- წლის #6-- ბრძანებით დამტკიცებული №3------ კონტრაქტი "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.
გენერალური შტაბის უფროსის 2--------- წლის #--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–--------------------------------------------–--------–--------------------------–--------–----------------------------–--–- (საშტატო კატეგორია „I---–---------------–-----------------) I კლასის რიგითი რ--------------------------–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 2--------------ნ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის) ქვეპუნქტის საქართველოს მთავრობის 1----------–-–------- დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების" 44–ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტის, საქართველოს თ-----–--ს მინისტრის 2----------–-–------ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ" მე–8 მუხლის მე–3 პუნქტის და „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს თ-----–--ს მინისტრის 1----------–-–------ ბრძანების თანახმად.
რ--------------–---–-ს წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადეგნს 2 თვეს და 10 დღეს.
რ--------------–---–- შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი იქნა 2017 წლის 2--------------ნ და პ------–--------------------------------------------–--------–-----ს მეთაურის 2017 წლის 2----------------- ბრძანებით მოხსნილი იქნა ყველა სახის კმაყოფიდან 2017 წლის 2--------------ნ, ვინაიდან რ-------------–---–ს 2017 წლის 2-----------ს თვეში სრულად ჩაერიცხა ხელზე ასაღები ხელფასი 764,00 ლარი (წოდებრივი სარგო 764,00 ლარი, მას ზედმეტად მიიღებული აქვს 10 დღის ხელფასი 254,67 ლარის ოდენობით, რ--------------–---–ს აღნიშნული თანხა დღემდე არ დაუბრუნებია.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხე რ--------------–---–ს სარჩელზე შესაგებელი არ შემოუტანია, თუმცა 2018 წლის 23 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სარჩელს დაეთანხმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–-----ს უფროსის 11-------- წლის №6--- ბრძანებით, რიგითი რ--------------------------–---–- გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად დაინიშნა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ა---------–-----------–-------------–--------------------------------------------–--------–--------------------------–--------–-----------------------------–--–--- (შტატი N1------).
რ--------------–---–სა და საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს შორის 11-------- წელს გაფორმდა საქართველოს თ-----–--ს მინისტრის 04-------- წლის #6-- ბრძანებით დამტკიცებული №3------ კონტრაქტი "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–-----ს უფროსის 2017 წლის 1-------------- ბრძანება.( ს.ფ.14).
-2017 წლის 1-------------- N------- კონტრაქტი.( ს.ფ.15-21).
3.1.2. კონტრაქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის 3000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 1-------------- კონტრაქტი N------- ( ს.ფ.15-21).
3.1.3. გენერალური შტაბის უფროსის 2--------- წლის #--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–--------------------------------------------–--------–--------------------------–--------–----------------------------–--–- (საშტატო კატეგორია „I---–---------------–-----------------) I კლასის რიგითი რ--------------------------–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 2--------------ნ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის) ქვეპუნქტის საქართველოს მთავრობის 1----------–-–------- დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების" 44–ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტის, საქართველოს თ-----–--ს მინისტრის 2----------–-–------ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ" მე–8 მუხლის მე–3 პუნქტის და „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს თ-----–--ს მინისტრის 1----------–-–------ ბრძანების თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 2---------- საქართთველოს შ-------------–-----–-------------–------–-----ს უფროსის ბრძანება.( ს.ფ.22).
3.1.4. რ--------------–---–-ს წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადეგნს 2 თვეს და 10 დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ.( ს.ფ.23-24)
3.1.5. რ--------------–---–- შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი იქნა 2017 წლის 2--------------ნ და პირველი ქვეითი ბრგიადის მ---- მოტორიზებული ბ-----–------------------------–-–---------------- N4-- ბრძანებით მოხსნილი იქნა ყველა სახის კმაყოფიდან 2017 წლის 2--------------ნ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–--------------------------–-----------–-------------–-------------------- მ---- მოტორიზებული ბ-----–------------------------–-–---------------- ბრძანება.( ს.ფ.30).
3.1.6. რ-------------–---–ს 2017 წლის 2-----------ს თვეში სრულად ჩაერიცხა ხელზე ასაღები ხელფასი 764,00 ლარი (წოდებრივი სარგო 764,00 ლარი, მას ზედმეტად მიიღებული აქვს 10 დღის ხელფასი 254,67 ლარის ოდენობით, რ--------------–---–ს აღნიშნული თანხა დღემდე არ დაუბრუნებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს 2018 წლის 3-----–---- მიმართვა.( ს.ფ.26).
-საგადასახადო მოთხოვნა.( ს.ფ.27).
-საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–--------------------------–-----------–-------------–-------------------- 2018 წლის 2-----–---- მიმართვა.( ს.ფ.28).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის #119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს დებულების“ თანახმად, თ-----–--ს სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თ-----–--ს უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.
ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თ-----–--ს სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–-----ს უფროსის 11-------- წლის №6--- ბრძანებით, რიგითი რ--------------------------–---–- გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად დაინიშნა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ა---------–-----------–-------------–--------------------------------------------–--------–--------------------------–--------–-----------------------------–--–--- (შტატი N1------). რ--------------–---–სა და საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს შორის 11-------- წელს გაფორმდა საქართველოს თ-----–--ს მინისტრის 04-------- წლის #6-- ბრძანებით დამტკიცებული №3------ კონტრაქტი "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თ-----–--ს სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თ-----–--ს სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2017 წლის 1-------------- #------- კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, "სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული "სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს.
კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, "სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გენერალური შტაბის უფროსის 2--------- წლის #--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–--------------------------------------------–--------–--------------------------–--------–----------------------------–--–- (საშტატო კატეგორია „I---–---------------–-----------------) I კლასის რიგითი რ--------------------------–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 2--------------ნ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის) ქვეპუნქტის საქართველოს მთავრობის 1----------–-–------- დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების" 44–ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტის, საქართველოს თ-----–--ს მინისტრის 2----------–-–------ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ" მე–8 მუხლის მე–3 პუნქტის და „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს თ-----–--ს მინისტრის 1----------–-–------ ბრძანების თანახმად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ რ--------------–---–-ს წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადეგნს 2 თვეს და 10 დღეს. რ--------------–---–- შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი იქნა 2017 წლის 2--------------ნ და პ------–--------------------------------------------–--------–-----ს მეთაურის 2017 წლის 2----------------- ბრძანებით მოხსნილი იქნა ყველა სახის კმაყოფიდან 2017 წლის 2--------------ნ, ვინაიდან რ-------------–---–ს 2017 წლის 2-----------ს თვეში სრულად ჩაერიცხა ხელზე ასაღები ხელფასი 764,00 ლარი (წოდებრივი სარგო 764,00 ლარი, მას ზედმეტად მიიღებული აქვს 10 დღის ხელფასი 254,67 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხა თ-----–--ს სამინისტროსთვის დღემდე არ დაუბრუნებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის, ასევე ზედმეტად მიღებული 10 დღის ხელფასის 257,67 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თ-----–--ს სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე რ---------------–---–მა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი მთლიანად თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, (მოპასუხემ ცნო სარჩელი) საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. რ---------------–---–ს (პ/ნ 4----------) დაეკისროს საქართველოს თ-----–--ს სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 3000 ლარის, ასევე ზედმეტად მიღებული ხელფასის 254,67 ლარის გადახდა.
3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი