გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 251210018002416794
საქმე № 2/89-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თელავი
ახმეტის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - მიხეილ მოსიაშვილი
მოსარჩელე: სს ,,ფ----------------------–ო"
წარმომადგენელი: მ------------–---–ი; გ--------------–-–---–ი;
მოპასუხე: გ------------–---–ი; გ----------------–---–ი; ბ---------------–---–ი;
დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რიალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,ფ---------------------–ოს" სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 4994.72 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 3270.23 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 982.98 ლარი და პირგასამტეხლო 741.51 ლარი.
1.2. დავალიანების დასაფარად, სარიალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, გ---------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია, მისამართი: რაიონი ახმეტა, ქუჩა სანაპირო, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N5-.0-.4-.3--. ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, იპოთეკის ხელშეკრულების 6.2 პუნქტის დათქმის თანახმად აღსასრულებლად მიექცეს და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს მსესხებლის და სოლიდარული თავდების სხვა უძრავ მოძრავი ქონებიდან ამონაგები თანხით.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2015 წლის 6 ნოემბერს N1-----.1---.0-- ხელშეკრულებით მსესხებელმა გ------------–---–მა სს ,,ფ----------------------–ოსგან" სესხად მიიღო 45-0 ლარი, 06.11.5-15-დან 06.12.2016-მდე, ანუ 396 დღის ვადით, სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 0.5%, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში. 2017 წლის 02 თებერვალს სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკის Nc410-4 ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა გ---------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: რაიონი ახმეტა, ქუჩა სანაპირო, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N5-.0-.4-.3--. 2017 წლის 9 თებერვალს სს ,,ფ----------------------–ოს" და გ------------–---–ს შორის მოხდა შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და შედგა სესხის დაფარვის ახალი გრაფიკი. მხარეები ადასტურებენ, რომ შეთანხმების გაფორმების დღისთვის მსესხებლის მიმდინარე დავალიანება შეადგენდა 3270.23 ლარს. აღნიშნული შეთანხმება ერთვის სესხის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. 2017 წლის 9 თებერვალს სესხის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ბ---------------–---–თან. თავდების პასუხისგებლობა განისაზღვრა 4-5-.76 ლარის ოდენობით. მსესხებლის მიერ 2018 წლის 9 იანვარს უნდა დასრულებულიყო სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული დავაკლიანების სრული დაფარვა, მაგრამ 2017 წლის 11 დეკემბრიდან მსესხებლის მიერ დაირღვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხულ იქნა საურავი გადაუხდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით, რომლის დარიცხვაც მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში გაგრძელდა და შეადგინა 741.51 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებული ვართ მოვმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ მოპასუხისგან დავალიანებული თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნება. მოვალეებს ბანკის მიმართ აქვთ დავალიანება 4994.72 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 3270.23 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 982.98 ლარი და პირგასამტეხლო 741.51 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე მხარე ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ იგი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ ძირითადი თანხის და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. რაც შეეხება ჯარიმას, მიაჩნია, რომ იგი არის შეუსაბამოდ მაღალი. ასევე ითხოვა მიღებული გადაწყვეტილების განწილვადება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 6 ნოემბერს N1-----.1---.0-- ხელშეკრულებით მსესხებელმა გ------------–---–მა სს ,,ფ----------------------–ოსგან" სესხად მიიღო 45-0 ლარი, 06.11.5-15-დან 06.12.2016-მდე, ანუ 396 დღის ვადით, სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 0.5%, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში. 2017 წლის 02 თებერვალს სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკის Nc410-4 ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა გ---------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: რაიონი ახმეტა, ქუჩა სანაპირო, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N5-.0-.4-.3--. 2017 წლის 9 თებერვალს სს ,,ფ----------------------–ოს" და გ------------–---–ს შორის მოხდა შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და შედგა სესხის დაფარვის ახალი გრაფიკი. მხარეები ადასტურებენ, რომ შეთანხმების გაფორმების დღისთვის მსესხებლის მიმდინარე დავალიანება შეადგენდა 3270.23 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 6 ნოემბრის N1-----.1---.0-- სესხის ხელშეკრულება და გრაფიკი (ს.ფ. 15-20).
3.2.2. 2017 წლის 9 თებერვალს სესხის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ბ---------------–---–თან. თავდების პასუხისგებლობა განისაზღვრა 4-5-.76 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 9 თებერვალს გაფორმებული თავდების წერილი (ს.ფ. 29-30);
3.2.3. 2017 წლის 02 თებერვალს სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკის Nc410-4 ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა გ---------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: რაიონი ახმეტა, ქუჩა სანაპირო, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N5-.0-.4-.3--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 02 თებერვალს სესხის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული იპოთეკის Nc410-4 ხელშეკრულება და ამონაწერი (ს.ფ. 21-25);
3.2.4. 2017 წლის 9 თებერვალს სს ,,ფ----------------------–ოს" და გ------------–---–ს შორის მოხდა შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და შედგა სესხის დაფარვის ახალი გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 9 თებერვალს სს ,,ფ----------------------–ოსა" და გ------------–---–ს შორის გაფორმებული შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და შედგა სესხის დაფარვის ახალი გრაფიკი (ს.ფ. 26-28);
3.2.5. 2017 წლის 11 დეკემბრიდან მსესხებლის მიერ დაირღვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია(ს.ფ. 40);
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ.34-39);
3.2.6. 2015 წლის 6 ნოემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ სესხის ძირი თანხა 3270.23 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 982.98 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია(ს.ფ. 42);
3.2.7.2015 წლის 6 ნოემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეებს ერიცხებათ ჯარიმა 741.51 ლარის ოდენობით, რაც სასამართლოს მიაჩანია რომ შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 50 ლარამდე
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,ფ----------------------–ოს" სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,ფ----------------------–ოსა" და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხეებმა მოსარჩელე მხარისაგან სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების შესაბამისად მიიღეს სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მათ არაჯეროვნად შეასრულეს ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვათ დავალიანება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–ო", ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3---ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ფ----------------------–ო" უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 3270.23 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 982.98 ლარს.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს -50 ლარის გადახდა.
6.3.სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად,თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორის (იპოთეკარის) მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და დავალიანების დასაფარად, სარიალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, გ---------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია, მისამართი: რაიონი ახმეტა, ქუჩა სანაპირო, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N5-.0-.4-.3--. ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, იპოთეკის ხელშეკრულების 6.2 პუნქტის დათქმის თანახმად აღსასრულებლად უნდა მიექცეს და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს მსესხებლის და სოლიდარული თავდების სხვა უძრავ მოძრავი ქონებიდან ამონაგები თანხით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
სასამართლოს მიაჩნია რომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა გადაწყვეტილების განწილვადების თაობაზე არ უნდა დაკმაყფილდეს, ვინაიდან ვერ იქნა წარმოგდენილი მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც დაადასტურებდა მიღებული გადაწყვეტილების განწილვადების აუცილებლობა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღნისნულიდან გამომდინარე მოპასუხეებს სს ,,ფ----------------------–ოს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 1.64 ლარის გადახდა მოსაჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 127.60 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს,ხოლო დანარჩენი ჩაითვალოს გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ფ----------------------–ოს“ სარჩელი მოპასუხე გ---------------–---–ის, გივი დავიტაშვილის და ბ---------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1 მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,ფ----------------------–ოს“ სასარგებლოდ ძირი თანხა-3270.23 ლარი, პროცენტი- 982.98 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 50 ლარი, სულ - 4303.21 ლარი.
1.2 სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული გ---------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია, მისამართი: რაიონი ახმეტა, ქუჩა სანაპირო, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N5-.0-.4-.3--.
იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ ფარავს ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებას, სააღსრულებოდ მიექცეს მსესხებლის სხვა ქონებას მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,ფ----------------------–ოს“ სასარგებლოდ 1.64 ლარის გადახდა მოსაჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.
3. მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–ოს“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 23 აპრილს (საგადასახადო დავალება №7-------) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 149.84 ლარიდან 127.60 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში,. სახვა შემოსავლები (თვითმართველი თემი ახმეტი), მიმღების ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი: 300543150, ბანკის კოდი: TRESGE22.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 20.60 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. მოპასუხე მხარეს უარი ეთქვას გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის განწილვადებაზე.
6.აღსრულების განწილვადების საკითხზე გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე