გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/427-17
№200210017001980302
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი თელავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - ვ--–---ი ი----ი
წარმომადგენელი - ბ----ო ზ----–---–ი
მოპასუხე - ა---------– მ--–---------–ი
წარმომადგენელი - ჯ------- მ---–-–---–ი
დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა
მოსარჩელე - ა---------– მ--–---------–ი
წარმომადგენელი - ჯ------- მ---–-–---–ი
მოპასუხე - ვ--–---ი ი----ი
წარმომადგენელი -ბ----ო ზ----–---–ი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარება, მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. აღიკვეთოს ა---------– მ--–---------–ის მხრიდან ჩემი ქონებით სარგებლობა, გამოათავისუფლოს ჩემი ბინა, მდებარე ქ. ა-----ა, თ-------------, საკადასტრო კოდი: N-------------------.
1.2. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაწეული საპროცესო ხარჯების, სახ. ბაჟი და ადვოკატის მომსახურების გადახდა დაეკისროს ა---------– მ--–---------–ს.
მოსარჩელე ვ--–---ი ი----ის და მისი წარმომადგენის განმარტებით, ვ--–---ი ი----ს საკუთრებაში აქვს ბინა ქ. ა-----აში, თ-----ის ქ. N--ში, საჯარო რეესტრის რეგისტრაციის მიხედვით არის N-----–-------------------------------–ზე, რომლის საკუთრების უფლებაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. აღნიშნული ბინა ვ--–---ი ი----ის ოჯახმა მიიღო 1990 წლის 18 აგვისტოს, ტრესტ „ა-–------–--ი“-დან, სადაც ის მუშაობდა. ბინის მიღებისთანავე ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ამ ბინაში. 1992 წლის სამოქალაქო ომის დროს, როდესაც საქართველოში დაიწყო დევნა ოსი ეროვნების წარმომადგენლების მიმართ, ვ--–---ი ი----ი წავიდა ვ-–-----------ში, ხოლო მისი ოჯახი ქ. ა-----აში აგრძელებდა ცხოვრებას. 2005 წლამდე ცხოვრობდნენ ამ ბინაში. ჩვენმა ოჯახმა სოფელში მონახეს სახლი,რომელიც უნდა ეყიდათ თუ ქ. ა-----აში ჩენს ბინას გავყიდდით. მოგვირიგდა ა---------– მ--–---------–ი, პირობით, რომ ბინას მივყიდიდით 1600 აშშ დოლარად და ფულს მოგვცემდა რამდენიმე თვის ვადაში, რადგან სახლის პატრონი, რომლისაგანაც ჩვენ უნდა გვეყიდა ბინა, გვაძლევდა სამი-ოთხი თვის ვადას. ბინაში შევუშვით ა---------– მ--–---------–ი, რომელმაც გადაგვიხადა 600 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 1000 აშშ დოლარი რამდენიმე თვეში უნდა გადაეხადა. ა---------– მ--–---------–მა დაპირებული თანხა აღარ გადაუხადათ, შეთანხმებული სახლის მეპატრონემ გაყიდა თავისი სახლი, ფაქტიურად ჩვენ დარჩნენ უბინაოდ, რის გამოც 2006 წლის ზაფხულშივე მოსთხოვეს ა---------– მ--–---------–ს ბინის დაცლა, რადგან შეპირებული ბინა ვერ იყიდეს მ--–---------–ის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო. მ--–---------–მა არც ფული გადაიხადა და არც ბინა დაცალა. 2008 წლის ომის შემდეგ ვ--–---ი ი----ი ვერ მოდიოდა საქართველოში, რომ ბინაზე საკუთრების უფლება დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ა---------– მ--–---------–მა და მისმა წარმომადგენლმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში ცხოვრობს თვითონ უკვე ათ წელზე მეტია მართლზომიერ საფუძველზე. ვ--–---ი ი----ი და მისი ოჯახის წევრები 2006 წლიდან აღარ გადიოდნენ მასთან კონტაქტზე, ვინაიდან მათ ვთხოვდი, გაეფორმებინათ ბინა ჯერ თავის სახელზე და შემდგომ, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების გზით ჩემს სახელზე, რის შემდეგაც სრულად გადაუხდიდა ბინის ნასყიდობის თანხას. სადავო ნივთს 2005 წლიდან დღევანდლამდე ფლობს მოსარჩელის ოჯახის თანხმობით იმ პირობით, როდესაც გაიფორმებდნენ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით, გადმომიფორმებდნენ შეთანხმებული თანხის 1600 (ერთი ათას ექვსასი) აშშ დოლარის დარჩენილი ნაწილის გადახდის შემდეგ.
3. სასარჩელო მოთხოვნა:
3.1. აღიარებულ იქნეს 2005 წლის მდგომარეობით ვ--–---ი ი----სა და ა---------– მ--–---------–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება პირობით გარიგებად, რომლის თანახმად ვ--–---ი ი----მა გაყიდა 1600 (ათას ექვსასი) აშშ დოლარად საცხოვრებელი სახლი შემდეგი პირობით: გაეფორმებინა თავის სახელზე საკუთრების უფლებით და შემდეგ გადმოეფორმებინა კერძო საკუთრებაში ა---------– მ--–---------–ისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. შემძენს, ა---------– მ--–---------–ს, გადახდილი აქვს ბინის გაფორმებამდე 1300 (ათას სამასი) აშშ დოლარი ვ--–---ი ი----ისათვის, ხოლო დარჩენილ 300 (სამასი) აშშ დოლარს გადაუხდის ბინის საკუთრების უფლებით გადაფორმების შემდეგ. წინასწარ მოსარჩელის მიერ გადახდილი 600 (ექვსასი) აშშ დოლარი და ერთი წლის შემდეგ გადახდილი 700 (შვიდასი) აშშ დოლარი გთხოვთ ჩაეთვალოს ნასყიდობის ფასში ვ--–---ი ი----ისათვის გადახდილად და, როგორც მყიდველი ა---------– მ--–---------–ი აღიარებულ იქნეს ვ--–---ი ი----ისაგან შეძენილი ნივთის, რომლის საკადასტრო კოდია: N-------------------, მესაკუთრედ, გამყიდველისათვის 300 (სამასი) აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებით.
3.2. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ: პროცესის ხარჯები დააკისროთ მოპასუხეს.
მოსარჩელე ა---------– მ--–---------–ის პოზიცია მის სარჩელთან დაკავშირებით:
2005 წელს ქ. ა-----აში თ-----ის ქ. N--ში, პირველ სადარბაზოში პირობით დადებული გარიგების გზით შეუთანხმდა ვ--–---ი ი----ის ოჯახს სამ ოთახიანი ბინის შეძენას. მათი შეთანხმებით ბინის ღირებულებად განისაზღვრა 1600 (ათას ექვსასი) აშშ დოლარი. ვ--–---ი ი----ს გასაყიდად შემოთავაზებული საცხოვრებელი ბინა არ ჰქონდა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული და ბინის შესახებ არც სხვა დოკუმენტები არ გადამოუცია ჩემთვის. მისთვის ცნობილი იყო, რომ მას ჰქონდა ბინის ორდერი, რომელშიც ჩაწერილები იყვნენ მისი ოჯახის წევრები: მ---- თ------–---–ი - მეუღლე, შვილები: ი----ი ლ-–- და ი----ი თ-----. მოპასუხის ოჯახის თანხმობით მე 2005 წლიდან საცხოვრებლად გადავედი ხსენებულ ბინაში. ვ--–---ი ი----ის ოჯახთან შევთანხმდი ბინის შეძენას და საკუთრების უფლებით გადმოფორმებას შემდეგი პირობით: გადაუხდიდა თავიდან 1300 (ათას სამას) აშშ დოლარს და დარჩენილ სამას აშშ დოლარს გადაუხდიდა როცა ბინას საკუთრების უფლებით გადაუფორმებდნენ. თავიდან გადაუხადა 600 (ექვსასი) აშშ დოლარი, რასაც თვითონაც არ უარყოფენ, ხოლო 700 (შვიდასი) აშშ დოლარი დაახლოვებით ერთ წელიწადში გაუგზავნა და მიიღეს გიორგი კუსრაევისაგან. მოპასუხემ წლების განმავლობაში არ შეასრულა ვალდებულებები გადმოეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულების გზით შეძენილი ბინა. ვინაიდან არ იფორმებდნენ საკუთრებაში, 2017 წლის 06 თებერვალს მიმართა ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას, განცხადებით, რომლითაც ვითხოვდი არ მოეხდინათ ვ--–---ი ი----ისათვის ბინის ორდერით პრივატიზაცია, ვინაიდან იგი თავს არიდებდა მის მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულებას. იმავდროულად თ----- ი----ამ, როგორც ვ--–---ი ი----ის წარმომადგენელმა, მოითხოვა ქ. ა-----ის მუნიციპალიტეტისაგან ქ. ა-----აში, თ--------------ში მდებარე ბინის პრივატიზება. ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოებით დადგინდა, რომ ახლო მომავალში გადაფორმების დაპირებით ი----ების ოჯახმა მ--–---------–ს გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ ბინა მიჰყიდა, რომელშიც იგი უწყვეტად ცხოვრობს. ა. მ--–---------–ი სადავო ბინაში დარეგისტრირებულია საკომუნიკაციო მომსახურების აბონენტად, იხდის კომუნალურ გადასახადებს შეყვანილი აქვს დენი და ბუნებრივი გაზი. ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 24 მარტის N421-ს ბრძანებით თ----- ი----ს უარი ეთქვა ბინის პრივატიზების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ბრძანება ვ--–---ი ი----ის წარმომადგენელმა, თ----- ი----ამ, გაასაჩივრა თელავის რაიონულ სასამართლოში. სარჩელი, როგორც ჩემთვის ცნობილია გამოიხმეს რაიონული სასამართლოდან. მოგვიანებით ი----ების ოჯახმა საჯარო რეესტრში წარადგინა საეჭვო მონაცემების მქონე პრივატიზაციის ხელშეკრულება N1202 დამოწმებული 1992 წლის 14 სექტემბერს და საკუთრების უფლებით ი---- ვ--–---ის სახელზე აღირიცხა საცხოვრებელი ბინა, რომელიც პირობით დადებული გარიგებით შევიძინე.
4. მოპასუხე ვ--–---ი ი----ის პოზიცია ა---------– მ--–---------–ის სარჩელთან დაკავშირებით:
მოპასუხე ვ--–---ი ი----მა წარმოდგენილი შესაგებელით არ სცნო ა---------– მ--–---------–ის სარჩელი და განმარტა, რომ ა---------– მ--–---------–მა არ გადაიხადა შეთანხმებული ღირებულება, რის გამოც ვ--–---ი ი----ის ოჯახმა, სახლი, რომელიც სოფელში უნდა შეეძინა, ვერ შეიძინა და დარჩა უბინაოდ. 2006 წლიდან ი----ი სთხოვს ა---------– მ--–---------–ს ბინის დაცლას, მაგრამ უშედეგოდ. ა---------– მ--–---------–მა ვ--–---ი ი----ს გადაუხადა მხოლოდ 600 აშშ დოლარი. ბინის გადაფორმების ვალდებულება არ ჰქონია ვ--–---ი ი----ს, რადგან ა---------– მ--–---------–მა დათქმული პირობა არ შეასრულა. ბინაში ცხოვრებას ა---------– მ--–---------–ი აგრძელებდა, მიუხედავად იმისა, რომ ვ--–---ი ი----ი მოითხოვდა ბინა გაეთავისუფლებინა. პრივატიზების ხელშეკრულება ნამდვილია, გადამოწმებულია ნოტარიუსთა პალატის მიერ, ხელს აწერს დღეს მოქმედი გამგებლის მოადგილე. ბინაზე საკუთრების უფლება კანონიერად არის განხორციელებული. არავითარი ვალდებულება ვ--–---ი ი----ს ა---------– მ--–---------–ის მიმართ არ აქვს, რადგან 2005 წლის ბოლომდე უნდა გადაეხადა მისთვის შეთანხმებული 1600 აშშ დოლარი. იმის გამო, რომ ა---------– მ--–---------–მა შეთანხმებული თანხა სრულად არ გადაუხადა დათქმულ დროში ვ--–---ი ი----ს, არ მომხდარა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც წარმოუშობდა ვ--–---ი ი----ს ვალდებულებას გადაეცა საკუთრებაში ბინა ა---------– მ--–---------–ისათვის. ა---------– მ--–---------–მა დაარღვია შეთანხმებული პირობები, რის გამოც ვ--–---ი ი----ს ჰქონდა და აქვს კანონიერი უფლება, უარი თქვას ა---------– მ--–---------–ისათვის ბინის მიყიდვაზე. უძრავ ნივთზე გარიგების აღიარება, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის წერილობით ფორმას, რომელშიც მოიაზრება ხელშეკრულების დამოწმება სანოტარო აქტით. გარდა ამისა ა---------– მ--–---------–ის მიერ არ შესრულებულა გარიგების პირობა და მას არ გადაუხდია ვ--–---ი ი----ისათვის 1600 აშშ დოლარი, რაც ნიშნავს, რომ გარიგება არ შედგა და ვ--–---ი ი----ს აქვს კანონიერი უფლება უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე, ასეთი რამ წერილობითი ფორმითაც რომ ყოფილიყო დადებული გარიგება. მოსარჩელე მხარე თვითონვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლზე (პოზიტიური პირობა), რომელიც ადგენს, რომ თუ დათქმულ ვადაში პირობა არ დადგა, ეს პირობა ძალადაკარგულად ითვლება. მხარემ ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ა---------– მ--–---------–ის მიერ 1600 აშშ დოლარის გადახდას ვ--–---ი ი----ისათვის.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს საქმეში.
6.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
6.2.1. საქმეში არსებული ხელწერილის თანახმად დადგენილია, რომ 2005 წელს მ---- თ------–---–ს ა---------– მ--–---------–ისათვის 1600 აშშ დოლარად უნდა მიეყიდა ბინა, ამავე ხელწერილით ა---------– მ--–---------–მა მ---- თ------–---–ს გადასცა 600 დოლარი და სხვა რაიმე თანხა არ გადაუცია.
ა---------– მ--–---------–მა ოჯახთან ერთად დაიწყო ცხოვრება სადავო ბინაში.
მ---- თ------–---–ი არის ვ--–---ი ი----ის მეუღლე. მ---- თ------–---–ს ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები არ გადაუცია ა---------– მ--–---------–ისათვის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტიცებულებას:
- ხელწერილი, ა---------– მ--–---------–ის განმარტება (იხ. ტ.2,ს.ფ.)
- ვ--–---ი ი----ის სარჩელი (ს.ფ. 25-36);
6.2.2. 2017 წლის 11 მაისს სადავო ბინა, მდებარე ქ.ა-----აში, თ-----ის ქუჩა N--ში საკუთრების უფლებით აღიცხულია ვ--–---ი ი----ზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ. 20)
6.2.3. ვ--–---ი ი----ი ა---------– მ--–---------–ს 2006 წლიდან სთხოვდა ბინის გამოთავისუფლებას, მაგრამ ის ბინიდან არ გამოსულა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტიცებულებას:
-ვ--–---ი ი----ის სარჩელი(იხ.ტ 1, ს.ფ.3-13)
-მოწმეების დ.თ------–---–ის, მ.ვ-------–---–ის ჩვენებები (იხ. 04.04.2018წ სხდომის ოქმი).
6.2.4. დადგენილია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ თ----- ი----ს აქვს ვ--–---ი ი----ისაგან მიცემული მინდობილობა გადანდობის უფლებით, რომელმაც ასევე მისცა რწმუნებულება/მინდობილობა ბ----ო ზ----–---–ს, ხოლო მინდობილობის ვადის გასვლის გამო წარმოდგენილია საქმეში ადვოკატის ორდერიც.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტიცებულებას:
-სანოტარო აქტები(იხ.ტ.1. ს.ფ.22-29)
-ორდერი(ს.ფ84).
სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე ა---------– მ--–---------–ის მოსაზრებას რომ აღიარებული უნდა იქნეს 2005 წლის მდგომარეობით ვ--–---ი ი----სა და ა---------– მ--–---------–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება პირობით გარიგებად, რომლის თანახმად ვ--–---ი ი----მა გაყიდა 1600 (ათას ექვსასი) აშშ დოლარად საცხოვრებელი სახლი შემდეგი პირობით: გაეფორმებინა თავის სახელზე საკუთრების უფლებით და შემდეგ გადმოეფორმებინა კერძო საკუთრებაში ა---------– მ--–---------–ისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. შემძენს, ა---------– მ--–---------–ს, გადახდილი აქვს ბინის გაფორმებამდე 1300 (ათას სამასი) აშშ დოლარი ვ--–---ი ი----ისათვის, ხოლო დარჩენილ 300 (სამასი) აშშ დოლარს გადაუხდის ბინის საკუთრების უფლებით გადაფორმების შემდეგ. წინასწარ მოსარჩელის მიერ გადახდილია 600 (ექვსასი) აშშ დოლარი და ერთი წლის შემდეგ გადახდილი 700 (შვიდასი) აშშ დოლარი გთხოვთ ჩაეთვალოს ნასყიდობის ფასში ვ--–---ი ი----ისათვის გადახდილად და, როგორც მყიდველი ა---------– მ--–---------–ი აღიარებულ იქნეს ვ--–---ი ი----ისაგან შეძენილი ნივთის, რომლის საკადასტრო კოდია: N-------------------, მესაკუთრედ, გამყიდველისათვის 300 (სამასი) აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებით, ვინაიდან მოსარჩელის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. საქმეში არსებული ხელწერილით კი დასტურდება სულ სხვა რამ, კერძოდ ხელწერილი დადებულია არა ვ--–---ი ი----სა და ა---------– მ--–---------–ს შორის, არამედ მ---- თ------–---–სა და ვათანდილ მ--–---------–ს შორის.
ასევე დადგენილია რომ ა---------– მ--–---------–ს მ---- თ------–---–ისათვის გადახდილი აქვს არა 1300 აშშ დოლარი, არამედ 600 აშშ დოლარი,აღსანიშნავია ის გარემოება რომ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია აგრეთვე რომ 2006 წლიდან ვ--–---ი ი----ი სთხოვდა ბინა დაეცალა ა---------– მ--–---------–ს, მაგრამ იგი განაგრძობდა ცხოვრებას სადავო ბინაში.
საქმი მასალების თანახმად დადგენილია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ თ----- ი----ს აქვს ვ--–---ი ი----ისაგან მინდობილობა გადანდობის უფლებით, რომლემაც ასევე კანონის შესაბამისად მისცა რწმუნებულება/მინდობილობა ბ----ო ზ----–---–ს, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ ბ----ო ზ----–---–ს არ აქვს შესაბამისი უფლებამოსილება მარწმუნებელი მხარისაგან მიცემული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ა---------– მ--–---------–მა ვერ წარმოადგინა კანონით გათვალისწიებული უძრავი ქონების შესაძენად წერილობითი ფორმით დადებული გარიგება,რის გამოც არ არსებობს ქონების მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს 2005 წელს მ---- თ------–---–სა (და არა ვ--–---ი ი----ს) და ა---------– მ--–---------–ს შორის დადებული ხელწერილის უძრავი ქონების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებად აღიარების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ა---------– მ--–---------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილედეს.
ამდენად, მოსარჩელე ა---------– მ--–---------–მა ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოებები. ასევე ვერ დაადასტურა მის მიერ ვ--–---ი ი----ის საკუთრებაში არსებული ბინის ფლობის მართლზომიერი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
1. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს, მიაჩნია, რომ თავდაპირველი მოსარჩელე ვ--–---ი ი----ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისგან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა---------– მ--–---------–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი 1, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 21-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე,180-ე, 312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვ--–---ი ი----ი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ გამოითხოვოს მოპასუხე მხარის უკანონო მფლობელობიდან მის სახელზე რიცხული უძარვი ქონება, კერძოდ მდებარე ქ. ა-----ა თ-----ის ქ.N--ში მდებარე ბინა, 62,30 კვ.მ. საკადასტრო კოდი: N-------------------.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხულია ვ--–---ი ი----ზე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 180-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად და გახდეს აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, თუ დასაბუთებულია, ანუ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობა. აღიარებითი მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას უნდა არსებობდეს სწორედ ამგვარი ინტერესი და არა ის, რასაც სუბიექტური დამოკიდებულების შედეგად მხარე საკუთარ იურიდიულ ინტერესად მიიჩნევს. ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს მხარის მიერ მითითებული ინტერესის დაკმაყოფილების წინაპირობა, საფუძველი ეცლება აღიარებით მოთხოვნას. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებაზე მსჯელობისას უნდა იქნას შეფასებული მისი იურიდიული ინტერესის მართებულობა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ ხელწრილი შედგენილია არა ვ--–---ი ი----სა და ა---------– მუშტრაულს შორის არამედ მ---- თ------–---–სა და ა---------– მ--–---------–ს შორის. აღსანიშნავია ის გარემობაც, რომ აღნიშნული ხელწერილი დადებული რომც იყოს ვ--–---ი ი----სა და ა---------– მ--–---------–ს შორის ვერ ჩაითვლდებოდა უძრავი ქონების პირობა დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებად, რადგან კანონმდებლებმა უძრავი ქონების შესაძენად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის(2006 წლის 08 იანვრის მდგომარებითაც კი) 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაადგინა, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ასეთი საბუთი კი მოსარჩელე ა---------– მ--–---------–ს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის.
ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------– მ--–---------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სასამართლო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
8. უზრნველყოფის ღონისძიება
სამოქალაქო საპროცესო კპდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა ა---------– მ--–---------–ის სარჩელი, რის გამოც უნდა გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 04 ივლისს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ვ--–---ი ი----ის (დაბ.: 2--------------------------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, რომლის საიდენტიფიკაციო მონაცემებია: მისამართი: ქალაქი ა-----ა, ქუჩა თ-----ის ქ---------------------------------------------------------–---------------------------------, ნაკვეთის საკუთრები ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, ფართი: 62.30კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N-------------------.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 269-ე,270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ვ--–---ი ი----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. აღიკვეთოს ა---------– მ--–---------–ის მხრიდან მოსარჩელე ვ--–---ი ი----ის ქონებით სარგებლობა, მდებარე ქ. ა-----ა, თ------------- საკადასტრო კოდი: N------------------- და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ვ--–---ი ი----ს.
1.2. მოპასუხეს ა---------– მუშატარულს მოსარჩელის ვ--–---ი ი----ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელე ა---------– მ--–---------–ის სარჩელი მოპასუხე ვ--–---ი ი----ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარებისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3.1. მოსარჩელე ა---------– მ--–---------–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3.2. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 04 ივლისს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო სავარაუდო მოპასუხის ვ--–---ი ი----ის (დაბ.: 2--------------------------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, რომლის საიდენტიფიკაციო მონაცემებია: მისამართი: ქალაქი ა-----ა, ქუჩა თ-----ის ქ---------------------------------------------------------–---------------------------------, ნაკვეთის საკუთრები ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, ფართი: 62.30კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N-------------------.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე