განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3815-18
#004060718009
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ იოსებ მოსიაშვილის,ადვოკატ ნოდარ იკაშვილის,ბრალდებულ დავით ნადირაშვილის მონაწილეობით,საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ იოსებ მოსიაშვილის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე დავით ნადირაშვილის (პირადი #01027060241) - დაბადებულის 1989 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, ტექნიკური განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის თბილისში, მე-3 მასივი, მე-7 კვარტალი, კორპუსი #4, ბინა #7-ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივი, აეროდრომის დასახლება, მე-11 ქუჩა, ბინა #6-ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ იოსებ მოსიაშვილის შუამდგომლობის თანახმად, დავით ნადირაშვილმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით დავით ნადირაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
2018 წლის 7 ივნისს, თბილისში, მეტროსადგურ ,,ვარკეთილის‘‘ მიმდებარე ტერიტორიაზე, დავით ნადირაშვილი ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
2018 წლის 18 ივლისს გამოტანილ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და დავით ნადირაშვილს ჩადენილი ქმედებისთვის ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა დავით ნადირაშვილმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ადვოკატისგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ იოსებ მოსიაშვილსა და ბრალდებულ დავით ნადირაშვილს შორის (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით) 2018 წლის 8 ოქტომბერს დაიდო საპროცესო შეთანხმება, რომელიც, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილესთან. აღნიშნული შეთანხმება და შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 9 ოქტომბერს.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე იგი ვალდებულია გამოძიებას მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მისი პიროვნების შესახებ და სრულიად შეასრულოს საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილი იქნება, მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე. ბრალდებულს, ასევე, განემარტა, რომ, საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან.
მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების თანახმად, დავით ნადირაშვილი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად. მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასაჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით, 5 (ხუთი) თვითა და 22 (ოცდაორი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, კვლავ ჩაეთვალოს პირობითად. დავით ნადირაშვილს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სტაჟიორ-პროკურორმა იოსებ მოსიაშვილმა, ბრალდებულმა დავით ნადირაშვილმა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნოდარ იკაშვილმა.
სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ნებაყოფლობით, ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
წარმოდგენილი მტკიცებულებები _ ბრალდებულ დავით ნადირაშვილისა და მოწმეების: მამუკა გიორგაშვილისა და მორის ირემაშვილის გამოკითხვის ოქმები, პირის ზედაპირული შემოწმებისა და ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმები, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #1427/ცი დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის განაჩენი საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ბრალდებულმა დავით ნადირაშვილმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება არის დასაბუთებული, ხოლო, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელ მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ. ამასთან, ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ბრალდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს. დავით ნადირაშვილისთვის, ასევე, ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი‘‘ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ იოსებ მოსიაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-213-ე, 215-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ იოსებ მოსიაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს ბრალდებულ დავით ნადირაშვილსა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ იოსებ მოსიაშვილს შორის 2018 წლის 8 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
დავით ნადირაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დავით ნადირაშვილს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს დავით ნადირაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და დავით ნადირაშვილს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, დავით ნადირაშვილს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
დავით ნადირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ცივი იარაღი დანა განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:
მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები;
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე შორენა გუნცაძე