გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2--- წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - შპს „მ--------“
წარმომადგენელი - გ------ ტ--–----ე
მოპასუხე - შპს „ო--------ი“
წარმომადგენელი - თ---------- ჯ-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხისათვის შპს „მ--------ს“ სასარგებლოდ 10 119 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში განმარტავს, რომ შპს „მ-------მა“ 2017 წლის 11 მაისიდან 2017 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით მოპასუხეს მიაწოდა 29 210 ლარის პროდუქცია, სამშენებლო ბეტონი. მოპასუხეს გადასახდელი დარჩა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 1----- ლარი, რა დგინდება შპს „ო--------ის“ მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო სარჩელი, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „მ-------მა“ 2017 წლის 11 მაისიდან 2017 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით მიაწოდა შპს „ო--------ს“ 29 210 ლარის პროდუქცია, სამშენებლო ბეტონი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 2--- წლის 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:29:59).
საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 14-25).
3.1.2. შპს „ო--------ის“ მიერ შპს „მ--------სათვის“ ასანაზღაურებელი პროდუქციის ღირებულება შეადგენს 1----- ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 2--- წლის 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:29:59).
საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 14-25).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „მ--------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „მ-------მა“ შპს „ო--------ს“ მიაწოდა სამშენებლო ბეტონი, რომლის ღირებულების ნაწილი 1----- ლარი შპს „ო--------ს“ მიმწოდებლისათვის არ აუნაზღაურებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი სრულად, 1----- ლარის ნაწილში.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „მ--------“ უფლებამოსილია მოსთხოვოს, ხოლო შპს „ო--------ი“ ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს ნასყიდობის საგნის დარჩენილი, გადაუხდელი საფასური, ჯამში 1----- ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 304 ლარი, ხოლო მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარი. მოსარჩელეს ასევე აუნაზღაურდება უძრავ ქონებაზე ინფორმაციის გამოთხოვისათვის გაწეული ხარჯი 10 ლარი და სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გაწეული ხარჯი 20 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; მე-3, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მ--------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს „ო--------ს“ შპს „მ--------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 10 119 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს „ო--------ს“ შპს „მ--------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება; ასევე უძრავ ქონებაზე და სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვისათვის გაწეული ხარჯი 10 ლარისა და 20 ლარის ოდენობით.
4. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „მ-------ს“ გ------ი ტ--–----ის მიერ სარჩელზე 2--- წლის 26 იანვარს №- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 354,00 ლარიდან - 304 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე