გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
240210018002524795
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210-180-2524795

(2/602-2---)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.10.2--- წ. ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი“

წარმომადგენელი - ია-----–---–--ა

მოპასუხე - რა----------ა

მოპასუხე - მა-----------ა

მოპასუხე - მა----–-------ა

წარმომადგენელი - ივ-–----------–--–--ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელეს წარმოადმდგენელმა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სასარჩელო თანხა შეამცირა და მოითხოვა მოპასუხეებს რა----------ასა და მა-----------ას N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელად დაკისროთ 542-5.61ლარი ძირითადი თანხა, 4843.81 ლარი დასაფარი პროცენტი, 30-- ლარი დარიცხული პირგასამტეხლო, ჯამში 62109.42 (სამოცდა ორი ათას ას ცხრა და 42) ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს რა----------ასა და მა-----------ას N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაკისროთ 350-- ლარი ძირითადი თანხა, 6373.80 ლარი დასაფარი პროცენტი, 150- ლარი დარიცხული პირგასამტეხლო, ჯამში 42873.80 (ორმოცდაორი ათას რვაას სამოცდაცამეტი და 80) ლარის გადახდა.

1.3. რა----------ას №3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 11252.56 ლარის გადახდა, საიდანაც 950- ლარია ძირითადი თანხა, 1---.3- ლარია დასაფარი პროცენტი, ხოლო 191.24 ლარია დარიცხული პირგასამტეხლო.

1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები, რომლის მახასიათებლებია: ა) სარეგისტრაციო ზონა _ მ--------–----, სექტორი: ს--–--------, კვარტალი– 3-, ნაკვეთი –0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია – სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი – 2---.0- კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №N1 განაშენიანების ფართი 136.0-კვ.მ.. მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი – №4-.1-.3-.0--; მის: რაიონი მ--------–----------–-----–-----.; ბ) სარეგისტრაციო ზონა _ მ--------–----, სექტორი- ს--–----- 1-, კვარტალი – 3-, ნაკვეთი -1--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია – სასოფლო -სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი – 3---.0-კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №N1 განაშენიანების ფართი-298.6-კვ.მ., №2 ფართი- 136.69კვ.მ., N3 ფართი-76.1-კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №4-.1-.3-.1--; მის: რაიონი მა-------–----------–- ს--–-----. იმ შემთხვევაში, თუ კი უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს რა----------ასა და მა-----------ას მთელი კუთვნილი ქონება.

1.5. მოსარჩელე მხარეს დაუბრუნდეს შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის 8747.94 ლარის 3% და მოპასუხეებს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა;

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა რა----------ამ, მა-----------ამ და მა----–-------ამ სარჩელი სცნეს ნაწილობრივ. კერძოს, სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხის 542-5.61 ლარის, 350-- ლარისა და 950- ლარის ნაწილში და განმარტეს, რომ აღნიშნული თანხა გამოიტანეს სამეწარმეო საქმიანობისთვის, კერძოდ, თხილის ბიზნესის დასაწყებად, ხოლო თხილის მოსავლის მწერი ,,ფაროსანას“ მიერ განადგურებისა და ბაზარზე თხილის ფასის კატასტროფული ვარდნის გამო აღმოჩდნენ უმძიმეს მდგომარეობაში. ფაქტიურად, ხელშეკრულების დარღვევა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა და არა მათი განზრახ არაკეთილსინდისიერი შეუსრულებლობით. ამდენად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში ისე რომ დაცულ იქნას კანონით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპი და არცერთი მახრე არ დაზარალდეს, ითხოვეს ნასესხები ძირი თანხის გადახდის გადავადება გონივრული პერიოდით. კორექტირება ითხოვეს დარიცხულ პროცენტზე და პირგასამტეხლოს გადახდისაგან სრულად გათავისუფლება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2--- წლის 1-----–-სს სს “თი---------სა” და რა----------ას შორის გაფორმდა №0---.3------.0-1 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

 

3.2.2. №0---.3------.0-1 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 1-----–-სს სს „თი---------სა“ და რა----------ას შორის გაფორმდა №12----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც იპოთეკით დაიტვირთა რა----------ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე რაიონი მ--------–----------–-----–-----. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №4-.1-.3-.0--; ასევე სს. "თი---------სა" და მა-----------ას, მა----–-------ას შორის გაფორმდა №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად იპოთეკით დაიტვირთა მა-----------ას, მა----–-------ას კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე რაიონი მა-------–----------–- ს--–-----. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №4-.1-.3-.1--;

 

3.2.3. 2--- წლის 24 აპრილს სს."თი---------სა" და რა----------ას შორის გაფორმდა №3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელის დაიდო №0---.3------.0-1 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. კრედიტის თანხა განისაზღვრა 350--.0- (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, კრედიტის ვადა: 20თვე. დამთავრების თარიღი 20.12.2---წ. წლიური საპროცენტო განაკვეთი -16%. პირგასამტეხლო: 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.2.4. №0---.3------.0-1 საკრედიტო პროდუქტების მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2--- წლის 24 აპრილს სს. "თი---------სა" და მა-----------ას შორის გაფორმდა N1------------ თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 36750.0- (ოცდათექვსმეტი ათას შვიდასორმოცდაათი ათასი) ლარით.

 

3.2.5. №0---.3------.0-1 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2--- წლის 0-----------ს სს. "თი---------სა" და რა----------ას შორის გაფორმდა №3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 60 0--.0- (სამოცი ათასი) ლარი, კრედიტის ვადა: 10თვე (დამთავრების თარიღი 01.0-.2---)

საპროცენტო განაკვეთი: წლიური 1-%, პირგასამტეხლო: 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.2.6. სს “თი---------სა” და რა----------ას შორის გაფორმებული №0---.3------.0-1 საკრედიტო პროდუქტების მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2--- წლის 0-----------ს სს. "თი---------სა" და მა-----------ას შორის გაფორმდა N1------------ თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 630--.0- (სამოცდასამი ათასი)ლარით.

 

3.2.7. 2--- წლის 18 სექტემბერს სს. "თი---------სა" და რა----------ას შორის გაფორმდა №3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო №0---.3------.0-1 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. კრედიტის თანხა განისაზღვრა 950-.0- (ცხრა ათას ხუთასი) ლარით,კრედიტის ვადა: 1-61 დღე (დამთავრების თარიღი 18.09.2---წ);

საპროცენტო განაკვეთი: წლიური 24%; პირგასამტეხლო: 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.2.8. მოპასუხეების მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა განხორციელდა 2--- წლის 18 ნოემბერს.

 

3.2.9. მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება.

 

3.2.10. 2--- წლის 2- ივნისის მდგომარეობით რა----------ას (პ/ნ 2----------) სასესხო დავალიანება ს.ს. “თი---------ი“-ს მიმართ: 1. №3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 66 079.36ლარს, მათ შორის: 54 2-5.61 ლარი-- ძირითადი თანხა, 4843.81 ლარი--დასაფარი პროცენტი, 6969.94ლარი-- დარიცხული პირგასამტეხლო; 2.№3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 44 888.80ლარს, მათ შორის: 35 0--ლარი-- ძირითადი თანხა

6373.80 ლარი--დასაფარი პროცენტი, 3---.0-ლარი-- დარიცხული პირგასამტეხლო

3. №3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 11 252.56ლარს

მათ შორის: 950-.0-ლარი-- ძირითადი თანხა, 1---.3-ლარი--დასაფარი პროცენტი

191.24ლარი-- დარიცხული პირგასამტეხლო.

 

3.2.11. მოვალეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, თუმცა ვალდებულება ჯერ კიდევ არ არის შესრულებული;

 

3.2.12. იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების კუთვნილ სხვა ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური ხელშეკრულება

- იპოთეკის ხელშეკრულებები

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან

- გადახდის გრაფიკი

- გადახდის ისტორია

- თავდებობის ხელშეკრულება

- ცნობა დავალიანების შესახებ

- ინვოისები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თი---------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 3-7-ე, 867-86--ე, 891-ე,463-464-ე,895-ე,898-ე, 873-ე,4-7-4-8-ე,902-ე,131-ე,361-ე, 623-ე, 4-1-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე, 230-ე მუხლით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული №0---.3------.0-1 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სს „თი---------სა“ და რა----------ას შორის გაფორმდა №12----------- იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე სს. "თი---------სა" და მა-----------ას, მა----–-------ას შორის გაფორმდა №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება. ასევე, №0---.3------.0-1 საკრედიტო პროდუქტების მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2--- წლის 24 აპრილსა და 2--- წლის 0-----------ს სს. "თი---------სა" და მა-----------ას შორის გაფორმდა N1------------ და N1------------ თავდებობის ხელშეკრულებები. მოსარჩელემ მოპასუხე რა----------აზე გასცა კრედიტი: 2--- წლის 24 აპრილს 350--.0- (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, 2--- წლის 0-----------ს 60 0--.0- (სამოცი ათასი) ლარი, 2--- წლის 18 სექტემბერს 950-.0- (ცხრა ათას ხუთასი) ლარი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება უზრუნველეყოთ კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ მა-----------ამ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს პასუხისმგებლობა რა----------ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 3-7-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, რა----------ასთან ერთად მა-----------ას სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 2 ჯერ 630-- ლარით, ანუ 12- 0-- ლარით, იმაზე მეტით, ვიდრე რა----------ას ვალდებულებაა, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით. ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე თავდები პირები ინფორმირებულნი იყვნენ. ამდენად, თავდებ პირმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 4-7-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 4-8-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა, დავალიანების მოცულობის პროპორციულად, შეუსაბამოდ მაღალია და შესაბამისად, უნდა შემცირდეს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორს დანაკარგი უნდა აუნაზღაურდეს და არა გამდიდრდეს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ აფასებს რა პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა, ითვალისწინებს თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები მოითხოვს, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობა ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მოსარჩელე სს ,,თი---------ი“-ს სასარგებლოდ მოპასუხეებს რა----------ასა და მა-----------ას უნდა დაეკისროთ N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5950-,3- ლარის გადახდა, N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4-523.8 ლარის გადახდა, რა----------ას N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 111.3- ლარის გადახდა.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოპასუხეებმა დაადასტურეს მოპასუხის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი ვალდებულების 542-5.61 ლარის, 350-- ლარისა და 950- ლარის არსებობის ფაქტი, ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებასაც. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და დადონ მათთვის სასურველი პირობებით, თუნდაც კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება. ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არა მხოლოდ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომელსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.

 

კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა, კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, მხარეები თვითონ ირჩევენ ხელშეკრულების მეორე მხარეს, მათთვის სასურველ კონტრაჰენტს, თვითონვე თანხმდებიან ხელშეკრულების ყველა საკითხზე და უფლება აქვთ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 8747,94 ლარით, ასევე მოპასუხეებმა მთავარ სხდომამდე აღიარეს სასარჩელო მოთხოვნა 542-5.61 ლარის, 350-- ლარისა და 950- ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, ისინი სასარჩელო მოთხოვნის აღიარებულ ნაწილში უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხის ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ მოთხოვნა ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხეებს რა----------ასა (პ/ნ 2----------) და მა-----------ას (პ/ნ 2----------) ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროთ N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5950-,3- (ორმოცდაცხრამეტი ათას ხუთას ექვსი და 3-) ლარის გადახდა, საიდანაც 542-5,61 ლარი არის ძირი თანხა, 4843,81 ლარი არის პროცენტი, ხოლო 396,9 ლარი არის პირგასამტეხლო.

1.2. მოპასუხეებს რა----------ასა (პ/ნ 2----------) და მა-----------ას (პ/ნ 2----------) ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროთ N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4-523.8 (ორმოცდაერთი ათას ხუთას ოცდასამი და 80) ლარის გადახდა, საიდანაც 350-- ლარი არის ძირი თანხა, 6373.8 ლარი არის პროცენტი, ხოლო 150 ლარი არის პირგასამტეხლო.

1.3. რა----------ას, პ/ნ 2----------, N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თი---------ის“ (2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 11 111.3- (თერთმეტი ათას ას თერთმეტი ლარი და 3-) ლარის გადახდა, საიდანაც 950- არის ძირი თანხა, 1---.3- არის პროცენტი, 50 ლარის არის დარიცხული პირგასამტეხლო.

 

2. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებები:

ა) მარ-----–----------ის, სოფელ ს--–-----ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 4-.1-.3-.0--;

ბ) მარ-----–----------ის სოფელ ს--–-----ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 4-.1-.3-.1--.

3. იმ შემთხვევაში, თუ კი უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოს მიექცეს რა----------ასა და მა-----------ას კუთვნილი მთელი ქონება.

 

4. მოსარჩელე სს ,,თი---------ს“ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს 2-.0-.2--- წელს N1 საგადახდო დავალებით, სს ,,თი---------ის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 3-25.40 (სამი ათას ორას ოცდახუთი და 40) ლარის ოდენობით.

 

5. მოპასუხეებს რა----------ასა (პ/ნ 2----------) და მა-----------ას (პ/ნ 2----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 401.27 (ოთხას ერთ და 27) ლარის ოდენობით.

 

6. სს ,,თი---------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 122.85 (ასოცდაორი და 85) დარჩეს სახელწმიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე