განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2018
საქმის ნომერი
010100118002405864
დავის ტიპი
19 - 177 2 ა , 177 3 გ , 177 3 ა , 177 2 ა
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002405864

საქმე №1-361/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ კ----------------------–--ის

ბრალდებულების - ვ-----–- კ---–--–--ის, გ------–----ის

ადვოკატის _ პ----------–----ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171070318002 საქმე,1. ბრალდებულ გ------–----ის მიმართ

მამის სახელი: ც------

დაბადებული: 03.12.1--- წელს

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ხ--–----------------–----–----------------–------––---

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქ/პ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ (ორი ეპიზოდი);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქ/პ (ორი ეპიზოდი);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ;

 

2. ბრალდებულ ვ-----–- კ---–--–--ის მიმართ

მამის სახელი: შ-----

დაბადებული: 02.03.1--- წელს

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ---------–-----------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ა---––------------–--–-----–-

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ (ორი ეპიზოდი);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქ/პ (ორი ეპიზოდი);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. 2018 წლის 7 მარტს, ღამის საათებში, ვ-----–- კ---–--–--ე, ქ. ბათუმში, ვ-–----–----–------------ში შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა დ----------–---–ის კუთვნილ ველოსიპედს, რა დროსაც დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

2. 2018 წლის 7 მარტს, ღამის საათებში, გ------–----ი, ქ. ბათუმში, ლ-------------------------ში მდებარე თ-----------------ის საცხოვრებელი სახლის აივნიდან, მართლსწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ან უკანასკნელის კუთვნილ ველოსიპედს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

3. 2018 წლის 7 მარტს, ღამის საათებში, გ------–----მა უკანონოდ შეაღწია ქ. ბათუმში, ვ-–----–----–------------ში მდებარე ზ-------------–--ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ლეპტოპს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

4. 2018 წლის 3 მარტს, ღამის საათებში, გ------–----ი და ვ-----–- კ---–--–--ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ქ. ბათუმში, ა-----–-------–------------ში მდებრე საცხოვრებელ კორპუსზე დამონტაჟებულ, ამხანაგობა „------–----- კუთვნილ ვიდეოსათვალთვალო კამერებს და შემთხვევის დაგილიდან მიიმალნენ.

 

5. 2018 წლის 3 მარტს, ღამის საათებში, გ------–----ი და ვ-----–- კ---–--–--ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქ. ბათუმში, პ--–---------------ში გაჩერებული ნ---------------ის კუთვნილი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ ავტომანქანის მაგნიტოფონს და მონიტორს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, რითაც დაზარალებულმა 1450 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი განიცადა.

 

6. 2018 წლის 7 მარტს, ღამის საათებში, გ------–----ი და ვ-----–- კ---–--–--ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქ. ბათუმში, შ-----–--–---–-----------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ე-------------ის კუთვნილი „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო სანომრე ნიშნით A--------, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ ორ ცალ მზის სათვალეს, ათ ცალ DVD დისკს, ფანარს, ხელსაწყოების ნაკრებს, გასაღებების ასხმას, „ვერსაჩეს“ ფირმის სუნამოს, ავტომანქანის საქარე მინაზე დამონტაჟებულ ვიდეორეგისტრატორს, პულტს და შავი ფერის დურბინდს, რითაც დაზარალებულს 1650 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა.

 

7. 2018 წლის 6 მარტს, ღამის საათებში, გ------–----ი და ვ-----–- კ---–--–--ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქ. ბათუმში, ზ----------–---------------ის მიმდებარედ გაჩერებული გ------------------ის მფლობელობაში არსებული „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო სანომრე ნიშნით X--------, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ სს „თიბისი“ ბანკის, სს „საქართველოს ბანკის“ და სს „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკურ ბარათებს, ბენზინგასამართი სადგურების „რომპეტროლისა“ და გალფის“ ფასდაკლების ბარათებს, ავტომანქანის საბუთებს, გადამყვანს, გასაღებებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

8. 2018 წლის 6 მარტს, ღამის საათებში, გ------–----ი და ვ-----–- კ---–--–--ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქ. ბათუმში, ალ. გრიბოედოვის ქუჩა N2-თან გაჩერებული გ----------------ის მფლობელობაში არსებული „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსიდან, სახელმწიფო სანომრე ნიშნით O--------, მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ „სონის“ ფირმის ავტომანქანის მაგნიტოფონს და „პრაიმის“ ფირმის მონიტორს, რითაც დაზარალებულს 530 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

9. ბრალდებულებმა გ------–----მა და ვ-----–- კ---–--–--ემ საქმის არსებითი განიხლვისას თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

11. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------–----ისა და ვ-----–- კ---–--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათ ბრალეულობას, კერძოდ:

 

12. დაზარალებულების და მოწმეების : როინ ართმელაძის, ციალა საფარიძის, ნ---------------ის, გოგიტა ხიმშიაშვილის, თ-----------------ის, მალხაზ კეკელიძის, ზ-------------–--ის, ზაურ კეკელიძის, ფარნაოზ დედაბრიშვილის, ჯონი ცინცაბაძის, რომან ი-–-----ს, დ----------–---–ის, გურამ ტარიელაძის, რამაზ კახიძის, ნოდარ კ---–--–--ის ე-------------ის, გ------------------ის ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ბრალდებულ გ------–----ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ნივთის ამოცნობის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმები, ბრალდებულ ვ-----–- კ---–--–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ნივთების ამოცნობის ოქმი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #დ/54 და #დ/73 დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები.

 

13. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

14. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

15. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

16. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------–----ისა და ვ-----–- კ---–--–--ის ბრალდების დადასტურება.

 

17. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

19. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

20. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

21. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

22. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

23. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

25. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------–----მა და ვ-----–- კ---–--–--ემ მათ მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი ქმედებები, გათვალისწინებული: ვ-----–- კ---–--–--ის შემთხვევაში - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით;საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ (ორი ეპიზოდი);საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქ/პ (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით, გ------–----ის შემთხვევაში - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქ/პ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქ/პ (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

26. გ------–----სა და ვ-----–- კ---–--–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

 

27. გ------–----ისა და ვ-----–- კ---–--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, მონანიება, თანამშრომლობა გამოძიებასთან.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

29. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

30. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

31. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

32. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

33. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

34. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------–----სა და ვ-----–- კ---–--–--ეს, რომლებმაც აღიარეს და მოინანეს დანაშაულები, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყეს დანაშაულის სხვადასხვა ფაქტის გახსნას, ამასთან არ არიან ნასამართლევები - უნდა განესაზღვროთ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელები: - სსკ-ის 177-ე მუხლით პირველი ნაწილით და 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმის, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით, თითოეული ეპიზოდისთვის მინიმალური ვადით. სასჯელის საბოლოო სახის და ზომის განსაზღვრა კი უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

35. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულების საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მათთვის, რათა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------–----ისა და ვ-----–- კ---–--–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

36. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნივთმტკიცებად ცნობილი - ვ-----–- კ---–--–--ისგან ამოღებული მობილური ტელეფონები, ველოსიპედი, „გალფის“ ფირმის პლასტიკური ბარათი, ნოდარ კ---–--–--ისგან ამოღებული „სონის“ ფირმის მონიტორი და მაგნიტოფონი, „პრაიმის“ ფირმის მონიტორი, გ------–----ისგან ამოღებული ველოსიპედი, მობილური ტელეფონი, სახრახნისი, ხელთათმანი, კრიალოსანი, ლეპტოპი, რომან ი-–-----სგან ამოღებული ექვსი ცალი სათვალე, ოთხი ცალი სუნამო და ორი ცალი ვიდეოთვალი - უნდა დაუბრუნდეს მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ვ-----–- კ---–--–--ის და გ------–----ის ხელის კვლების და ნერწყვის ნიმუშები - უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული: გ--- ც------ს ძე ი-–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში და :

 

სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით,.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 6 მარტის, დაზარალებულ გ----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 3 მარტის, დაზარალებულ ნ---------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, გ------–----ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

გ------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 მარტიდან.

 

2. ბრალდებული: ვ-----–- შ-----ს ძე კ---–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში და :

 

სსკ-ის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 6 მარტის, დაზარალებულ გ----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 3 მარტის, დაზარალებულ ნ---------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ვ-----–- კ---–--–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებული ვ-----–- კ---–--–--ე დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 01 ნოემბრიდან.

 

ვ-----–- კ---–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას ლილი შ-----ძის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, წერეთლის ქუჩა N44/48 (-------------------------------------------------–------------------------------------- – 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 7 მარტიდან 2018 წლის 13 მარტამდე.

 

ნივთმტკიცებები - ვ-----–- კ---–--–--ისგან ამოღებული მობილური ტელეფონები, ველოსიპედი, „გალფის“ ფირმის პლასტიკური ბარათი, ნოდარ კ---–--–--ისგან ამოღებული „სონის“ ფირმის მონიტორი და მაგნიტოფონი, „პრაიმის“ ფირმის მონიტორი, გ------–----ისგან ამოღებული ველოსიპედი, მობილური ტელეფონი, სახრახნისი, ხელთათმანი, კრიალოსანი, ლეპტოპი, რომან ი-–-----სგან ამოღებული ექვსი ცალი სათვალე, ოთხი ცალი სუნამო და ორი ცალი ვიდეოთვალი (ინახება საგამოძიებო ორგანოში) - დაუბრუნდეს მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ვ-----–- კ---–--–--ის და გ------–----ის ხელის კვლების და ნერწყვის ნიმუშები (ინახება საგამოძიებო ორგანოში) - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი