გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
160210118002568153
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210118002568153

საქმე № 2/712-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 ოქტომბერი, 2--- წელი ქ.ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

 

მოსარჩელე - ილლ-----–----ო

წარმომადგენელი - ზუ------–------ე

 

მოპასუხე - კამ-----------------ი, სია---–----------ი

წარმომადგენლები - მალ------------ე, ვეფ------------ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ცესიის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხე კამ-----------------ს მოსარჩელე ილლ-----–----ოს სასარგებლოდ დაეკისროს 65 050 ევროს და 128 755 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში 507 689 ლარი. 1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე კამ-----------------ს და მის შვილს გა--------------ს შორის, ასევე გა--------------ს და მის ძმას სია---–----------ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის 2--- წლის 1, 4 და 17 მაისის და 4 ივნისის ხელშეკრულებები (აღნიშნულ ნაწილში სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად). 1. 3. ბათილად იქნეს ცნობილი 2--- წლის 15 მაისს კამ-----------------ს და შ-----------------ს“ შორის გაფორმებული უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება.

სარჩელის საფუძვლები: ერთის მხრივ კამ-----------------ს და მეორეს მხრივ ილლ-----–----ოს, ვა-–-------–----ოს, ელ------–----ოს, ულ-----–-----------ას, ვა-–----------–-ის, კო----------------–-ის, ელ---------–---ას, ვერ------------–---ას, მიხ---–--------–---ს და დი---------–------ს შორის 2014-16 წლებში დაიდო სესხის უვადო ხელშეკრულებები. 2--- წლის 28 მაისს ვა-–-------–----ოს, ელ------–----ოს, ულ-----–-----------ას, ვა-–----------–-ის, კო----------------–-ის, ელ---------–---ას, ვერ------------–---ას, მიხ---–--------–---ს და დი---------–------ის მიერ განხორციელდა მოპასუხე კამ-----------------ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების დათმობა ილლ-----–----ოსათვის. 2--- წლის 18 აპრილს ილლ-----–----ომ კამ-----------------ს, ხოლო 28 მაისს კამ-----------------ის ვაჟს გა--------------ს გაუგზავნა შეტყობინება სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის და სესხის თანხების სრული ოდენობით უმოკლეს ვადებში დაბრუნებასთან დაკავშირებით. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მსესხებლის მიერ არ შესრულებულა. მოპასუხე კამ-----------------ი, მიუხედავად მოსარჩელე ილლ-----–----ოს მიერ განხორციელებული 2--- წლის 18 აპრილის შეტყობინებისა, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის და შესაბამისი თანხების სრული ოდენობით უმოკლეს ვადებში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ჯიუტად უწევს იგნორირებას მის კანონიერ მოთხოვნას და თავს არიდებს მოსარჩელის კუთვნილი თანხების საკუთარი ნებით გადახდას, მან ნაცვლად ვალის დაბრუნებისა, შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს ვადებში უკანონო მოჩვენებითი გარიგებებით, ნასყიდობის 7 ერთეული ხელშეკრულებით გადააფორმა მნიშვნელოვანი საბაზრო ღირებულების მქონე მთელი თავისი ქონება საკუთარ შვილებზე. 2--- წლის 1 მაისს კამ-----------------ს და გა--------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კამ-----------------მა გაყიდა, ხოლო გა--------------მა იყიდა უძრავი ქონება (ს/კ 80.01.6-.2---. 2--- წლის 4 მაისს კამ-----------------ს და გა--------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კამ-----------------მა გაყიდა, ხოლო გა--------------მა იყიდა უძრავი ქონება (ს/კ 80.01.6-.6-5). 2--- წლის 1 მაისს კამ-----------------ს და გა--------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კამ-----------------მა გაყიდა, ხოლო გა--------------მა იყიდა უძრავი ქონება (ს/კ 80.01.62.3--). 2--- წლის 17 მაისს კამ-----------------ს და გა--------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კამ-----------------მა გაყიდა, ხოლო გა--------------მა იყიდა უძრავი ქონება (ს/კ 80.01.02.1--). 2--- წლის 17 მაისს კამ-----------------ს და გა--------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კამ-----------------მა გაყიდა, ხოლო გა--------------მა იყიდა უძრავი ქონება (ს/კ 80.01.01.0--). 2--- წლის 17 მაისს კამ-----------------ს და გა--------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კამ-----------------მა გაყიდა, ხოლო გა--------------მა იყიდა უძრავი ქონება (ს/კ 80.01.04.4--). 2--- წლის 4 ივნისს გა--------------ს და სია---–----------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამიდ მამედოვმა გაყიდა, ხოლო სია---–----------მა იყიდა უძრავი ქონება (ს/კ 80.01.50.4--). (ს/კ 80.01.6-.6-5). (ს/კ 80.01.62.3--). (ს/კ 80.01.6-.26-). 9ს/კ 80.01.62.3--, 80.01.62.3--. 2--- წლის 15 მაისს კამ-----------------ს და შ-----------------ი“-ს შორის დაიდო უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლითაც ცედენტმა დათმო, ხოლო ცესიონერმა სრული მოცულობით მიიღო ცედენტს და შპს ,,Gu-----t”-ს შორის 2016 წლის 29 აპრილს 29 აპრილს დადებული უპროცენტო სესხის N 7 ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე კამ-----------------ი სარჩელს არ ცნობს. შესაგებელში გადმოცემული მოპასუხის განმარტებით, სესხის ზეპირი ხელშეკრულებები სარჩელში მითითებულ პირებსა და კამ-----------------ს შორის დაიდო ძირითადად, 2014-15 წლებში, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ხანდაზმულია. ვინაიდან გადახდის კონკრეტული ვადა მხარეებს არ განუსაზღვრავთ, კანონის შესაბამისად კრედიტორებს წარმოეშვათ მოთხოვნის უფლება სესხის გაცემის მომენტიდან, ხოლო მოვალეს კი გადახდის ვალდებულება, სესხის მიღებისთანავე. კანონის დათქმის გათვალისწინებით, სესხის ხელშეკრულებების აბსოლუტურ უმრავლესობას გაუვიდა მოძრავ ნივთებზე სახელშეკრულებო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რის გამოც კამ-----------------ი კანონით მინიჭებული უფლების შესაბამისად უარს აცხადებს ვალის გადახდაზე. ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება დამოკიდებული არის გარკვეულ გარემოებაზე, კერძოდ, კამ-----------------ის მიერ დივიდენდების მიღებაზე შპს ,,Gu-----t“-ში, რაც მას საშუალებას მისცემს გაისტუმროს სესხის იმ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალი, რომელთაც არ გასვლიათ ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული გარემოების დადგომას განზრახ ხელს უშლის ამავე საზოგადოების დირექტორი და დომინანტი პარტნიორი ილლ-----–----ო.

 

მთლიანობაში სულ ხანდაზმულია 64300 ევროს და 80 840 აშშ დოლარის მოთხოვნა. სასარჩელო მოთხოვნა 65 050 ევროს მოთხოვნის ნაწილში არასწორია მათემატიკურად და რეალურად შეადგენს 64300 ევროს. ასევე არასწორია 128 755 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნა, რეალურად სესხის თანხა შეადგენს 124 880 აშშ დოლარს. ამასთანავე არ არსებობს სადავოდ გამხდარი ნასყიდობის ხელშეკრულებების და ცესიის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ანალოგიური პოზიცია წარმოადგინა მოპასუხე სია---–----------ის წარმომადგენელმაც.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. ერთის მხრივ კამ-----------------ს და მეორეს მხრივ ილლ-----–----ოს, ვა-–-------–----ოს, ელ------–----ოს, ულ-----–-----------ას, ვა-–----------–-ის, კო----------------–-ის, ელ---------–---ას, ვერ------------–---ას, მიხ---–--------–---ს და დი---------–------ს შორის 2014-16 წლებში დაიდო სესხის უვადო ხელშეკრულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმი);

-საბანკო გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 28-172)

 

3.1.2. 2--- წლის 28 მაისს ვა-–-------–----ოს, ელ------–----ოს, ულ-----–-----------ას, ვა-–----------–-ის, კო----------------–-ის, ელ---------–---ას, ვერ------------–---ას, მიხ---–--------–---ს და დი---------–------ის მიერ განხორციელდა მოპასუხე კამ-----------------ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების დათმობა ილლია მიშენკოსათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცესია / მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება (ს.ფ. 175-286)

 

3.1.3. 2--- წლის 18 აპრილს ილლ-----–----ომ კამ-----------------ს გაუგზავნა შეტყობინება სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის და სესხის თანხების სრული ოდენობით უმოკლეს ვადებში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინება (ს.ფ. 289-294)

 

3.1.4. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მსესხებლის მიერ არ შესრულებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.5. 2--- წლის 1 მაისს კამ-----------------ს და გა--------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კამ-----------------მა გაყიდა, ხოლო გა--------------მა იყიდა უძრავი ქონება (ს/კ 80.01.6-.2---. 2--- წლის 4 მაისს კამ-----------------ს და გა--------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კამ-----------------მა გაყიდა, ხოლო გა--------------მა იყიდა უძრავი ქონება (ს/კ 80.01.6-.6-5). 2--- წლის 1 მაისს კამ-----------------ს და გა--------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კამ-----------------მა გაყიდა, ხოლო გა--------------მა იყიდა უძრავი ქონება (ს/კ 80.01.62.3--). 2--- წლის 17 მაისს კამ-----------------ს და გა--------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კამ-----------------მა გაყიდა, ხოლო გა--------------მა იყიდა უძრავი ქონება (ს/კ 80.01.02.1--). 2--- წლის 17 მაისს კამ-----------------ს და გა--------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კამ-----------------მა გაყიდა, ხოლო გა--------------მა იყიდა უძრავი ქონება (ს/კ 80.01.01.0--). 2--- წლის 17 მაისს კამ-----------------ს და გა--------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კამ-----------------მა გაყიდა, ხოლო გა--------------მა იყიდა უძრავი ქონება (ს/კ 80.01.04.4--). 2--- წლის 4 ივნისს გა--------------ს და სია---–----------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამიდ მამედოვმა გაყიდა, ხოლო სია---–----------მა იყიდა უძრავი ქონება (ს/კ 80.01.50.4--). (ს/კ 80.01.6-.6-5). (ს/კ 80.01.62.3--). (ს/კ 80.01.6-.26-). 9ს/კ 80.01.62.3--, 80.01.62.3--,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 300-367)

 

3.1.6. 2--- წლის 15 მაისს კამ-----------------ს და შ-----------------ი“-ს შორის დაიდო უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლითაც ცედენტმა დათმო, ხოლო ცესიონერმა სრული მოცულობით მიიღო ცედენტს და შპს ,,Gu-----t”-ს შორის 2016 წლის 29 აპრილს 29 აპრილს დადებული უპროცენტო სესხის N 7 ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უფლების დათმობის( ცესიის) ხელშეკრულება (ს.ფ. 369-376)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

მხარეთა შორის დასადგენ სადავო გარემოებებს წარმოადგენს, მხარეებს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამდგარია თუ არა სესხის დაბრუნების ვალდებულების დრო, სესხის თანხის ოდენობა, ასევე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ნაწილი ვალდებულების მიმართ, ასევე არსებობს თუ არა სადავოდ გამხდარი ცესიის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ თვითონვე უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული სადავო საკითხების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსის, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე კამ-----------------ს გადაეცა სესხის სახით 65050 ევრო და 128 755 აშშ დოლარი. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მართალია მხარეებს შორის დაიდო სესხის უვადო ხელშეკრულება, მაგრამ მოსარჩელეს არასწორად აქვს გაანგარიშებული სესხის თანხა, სესხის თანხის ოდენობა შეადგენს 64 300 ევროს და 124 880 აშშ დოლარს და არა 65050 ევროს და 128 755 აშშ დოლარს. ამასთანავე მოთხოვნა 64300 ევროს და 80 840 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ნაწილში ვალდებულების შესრულებას, აღნიშნული დამოკიდებულია გარკვეული პირობების დადგომაზე, კერძოდ შპს-დან დივიდენდის მიღებაზე.

 

მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საბანკო გადარიცხვების ამსახველი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ კამ-----------------ისათვის სესხის სახით გადარიცხული თანხების ოდენობა შეადგენს : 65 050 ევროს და 128 755 აშშ დოლარს.

 

რაც შეეხება მოპასუხეების პოზიციას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის ხანდაზმულობის შესახებ, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო გარკვეული პირობების დადგომაზე.

 

ამდენად დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ მოპასუხე კამ-----------------ს სესხის სახით გადასცა 65 050 ევრო და 128 755 აშშ დოლარი, რომელიც მსესხებელს არ დაუბრუნებია გამსესხებლისათვის. სასარჩელო მოთხოვნა 64300 ევროს და 80 840 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ არის ხანდაზმული; სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულება დამოკიდებული არ იყო რაიმე გარემოების დადგომაზე. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დეტალურად განმარტავს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მტკიცებულებების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე კამ-----------------ს მოსარჩელე ილ-----–----ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 65 050 ევროს და 128 755 აშშ დოლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ცესიის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო. სასარჩელო მოთხოვნა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით კი სასამართლოს განჩინებით დატოვებული იქნა განუხილველად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე, 144-ე, 198-ე, 199-ე, 201-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 365-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 626-ე, 50-ე, 54-ე, 56-ე მუხლები;

 

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიიჩნია თავისი უფლება დარღვეულად და აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ზეპირი, უვადო ხელშეკრულება.აღნიშნულ გარემოებას მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ერთის მხრივ ილლ-----–----ოს, ვა-–-------–----ოს, ელ------–----ოს, ულ-----–-----------ას, ვა-–----------–-ის, კო----------------–-ის, ელ---------–---ას, ვერ------------–---ას, მიხ---–--------–---ს და დი---------–------ს და მეორეს მხრივ კამ-----------------ს, შორის 2014-16 წლებში დაიდო სესხის უვადო ხელშეკრულებები. დადგენილია, რომ კამ-----------------ს სესხის სახით გადაეცა 65 050 ევრო და 128 755 აშშ დოლარი; დადგენილია, რომ დანარჩენმა გამსესხებლებმა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმეს ილლ-----–----ოს; დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის დაბრუნების ვალდებულება არ აქვს შესრულებული. მოპასუხეები განმარტავენ, რომ 64300 ევროს და 128 755 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ხანდაზმულია, ხოლო დანარჩენ ნაწილში ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია მხარეთა შორის არსებული შეთანხმებიდან გამომდინარე გარკვეული პირობების, კერძოდ შპს-დან დივიდენდების მიღებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მის მიერ ზემოთაღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

 

ამდენად, მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება (შდრ: სუსგ №ას-369-3---2015, 30 ივლისი, 2015 წელი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.6-; შდრ. სუსგ11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო.სუმბათაშვილი და ი. ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. (იხ. სუსგ №ას-988-1021-2011, 15.11.2011).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა 64300 ევროს და 80 840 აშშ დოლარის ნაწილში სადავოდ გახადეს ხანდაზმულობაზე მითითებით, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ ვინაიდან სესხის დაბრუნების ვადა შეთანხმებული არ ყოფილა, მას ჰქონდა უფლება ნებისმიერ დროს მოეთხოვა ვალდებულების შესრულება და სწორედ ამ მომენტს უკავშირდება ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ მხარეებს შორის 2014-2016 წლებში დადებული იქნა უვადო სესხის ხელშეკრულება, გამსესხებელს სესხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა არ წარუდგენია ხელშეკრულების მეორე მხარისათვის 2--- წლამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენის მომენტიდან მოპასუხეს წარმოეშვა დავალიანების დაუყოვნებლივ შესრულების ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლების დარღვევა. ხანდაზმულობის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც გამსესხებელი მოსთხოვს მსესხებელს ვალის დაბრუნებას.

 

სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, საქმეში სადავო იყო მოთხოვნის განხორციელებადობა ხანდაზმულობის გამო (იხ., სუსგ №ას-1219-1160-2014, 19 თებერვალი, 2015 წელი). დასახელებულ საქმეში სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სსკ-ის 626-ე მუხლით, რომლის დანაწესით, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას და განმარტა, რომ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განუსაზღვრელი ვადით დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა და ვალის დაბრუნება მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. სასამართლო პრაქტიკის თავლსაზრისით მოხმობილი სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ კრედიტორმა მოვალის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს 07.11.2013წ.-ს, ხოლო 2011 წლის იანვრის თვეში მან მოვალეს მოსთხოვა როგორც ძირითადი თანხის ისე, გადაუხდელი სარგებლის უკან დაბრუნება, რაც მოვალის მხრიდან არ შესრულდა. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტის თარიღად სასამართლომ მიიჩნია 2011 წლის იანვარი ანუ, ის დრო, როდესაც კრედიტორმა მოსთხოვა მოვალეს ვალის უკან დაბრუნება და ამ დროიდან წარმოეშვა მას სესხის ძირითადი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება.“

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ არ არის ხანდაზმული. ამასთანავე არ დასტურდება, რომ მოპასუხე კამ-----------------ის მხრიდან სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო გარკვეული პირობების დადგომაზე.

 

ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი დასაბუთებულია, უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე კამ-----------------ს მოსარჩელე ილლ-----–----ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 65050 ევროს და 128 755 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ილლ-----–----ო სადავოდ ხდის მოპასუხე კამ-----------------ს და შ-----------------ს“ შორის 2--- წლის 15 მაისს გაფორმებული ცესიის ხელშეკრულების კანონიერებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია სამართალწარმოებისას მტკიცების სტანდარტი და დადგენილია მხარეთა შორის მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცების განაწილების წესი. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას.

 

მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებებისა და მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ მოცემული სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად ვერ უზრუნველყო მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული სარჩელის წარმოდგენა, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6.5. რაც შეეხება მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ სარჩელი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველად.

 

6.6. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში– განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 3300 ლარი. ამდენად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა - 300 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო ცესიის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 99.98%. შესაბამისად მოპასუხე კამ-----------------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2999,40 ლარის გადახდა. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საპროცესო ხარჯების საკითხს, ვინაიდან სარჩელი ამ ნაწილში დარჩა განუხილველი, ანუ დავა არცერთი მხარის სასარგებლოდ არ დამთავრებულა, შესაბამისად სასამართლო ვერ იმსჯელებს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების განაწილების საკითხზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლოს განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული სარჩელი უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში, აღნიშნული განჩინებით კი სასამართლომ გააუქმა საქმეზე, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნიდან გამომდინარე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ამდენად სასამართლო აღარ იმსჯელებს მოცემულ საკითხზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ილლ-----–----ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე კამ-----------------ს მოსარჩელე ილლ-----–----ოს სასარგებლოდ დაეკისროს 65 050 ევროს და 128 755 აშშ დოლარის გადახდა, შესაბამისი ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. სასარჩელო მოთხოვნა ცესიის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;

 

3. მოპასუხე კამ-----------------ს მოსარჩელე ილლ-----–----ოს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის 2999. 40 ლარის ანაზღაურება;

 

4. მოსარჩელე ილლ-----–----ოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა 300 ლარის ოდენობით (გადახდის თარიღი: 25.07.2---, საგადახდო დავალება N 1, ანგარიში/სახაზინო კოდი: 300093150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22);

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე