გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN2/16612-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - ფ-------------–---–ია
წარმომადგენელი - ა--------–---–ი
მოპასუხე - დ----------------ე
წარმომაფგენელი - მ--------------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე დ----------------ეს ფ-------------–---–იას სასარგებლოდ დაეკისროს 13420 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2----–-–------------ს დაფუძნდა ამხანაგობა ,----–-------------“, რომელიც შექმნილი იყო მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით, მდებარე მისამართზე: ქ-------–--------–-------------------------------------------------------------------------------------------------------.
ამხანაგობაში საწევრო შენატანის სახით მოსარჩელის შესატანი თანხა განისაზღვრა 25075 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო ამხანაგობა იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დასრულებამდე და შენობის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებიდან გონივრულ ვადაში მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებად დაერეგისტრირებინა 50.15 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართი, მდებარე ასაშენებელი სახლის პირველ სართულზე, რომლის მდებარეობა განისაზღვრა ხელშეკრულების დანართი 1-ში მოცემულ პროექტში. ფართის გადაცემა და მისი საკუთრებაში აღრიცხვა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2--- წლის დეკემბრისა.
შედგენილი გრაფიკის მიხედვით მოსარჩელეს თანხის გადახდა უწევდა კვარტლურად ანუ სამ თვეში ერთხელ. მოსარჩელის მიერ თანხის გადახდას ადგილი ჰქონდა წინსწრებით, ჯამში მან გადაიხადა 13420 აშშ დოლარი. აქედან 5500 აშშ დოლარი გადახდილ იქნა 27.03.2008 წელს, 2700 აშშ დოლარი 27.04.2008 წელს, 2630 აშშ დოლარი 27.05.2008 წელს, 800 ლარი (მაშინდელი სავალუტე კურსით 555 აშშ დოლარი) და 2035 აშშ დოლარი 25.06.2008 წელს.
აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელემ შეწყვიტა თანხის გადახდა, ვინაიდან მშენებლობა არ მიმდინარეობდა და მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამხანაგობის თავჯდომარე დ----------------ის მიერ გაფლანგულ და მითვისებულ იქნა თანხები.
დ----------------ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც დადგენილ იქნა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ხოლო მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის განხორციელების ხელშემშლელი შესაგებელი: სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რასაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2----–-–-------------ის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–------------ს ფ-------------–---–იასა და ამხანაგობა ,----–-------------”-ის თავმჯდომარე - დ----------------ეს შორის დაიდო ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მხარეთა ერთობლივი საქმიანობა, ქ-------–--–------–---------------------------------------------------------------------, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის საფუძველზე, ფ-------------–---–ია ვალდებული იყო ამხანაგობაში განეხორციელებინა საწევრო შენატანი 25075 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
ხელშეკრულების 3.2 პუნქტის მიხედვით კი განისაზღვრა, ამხანაგობის ვალდებულება წევრის მიერ განხორციელებული შენატანის საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დასრულებისთანავე და შენობის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებიდან გონივრულ ვადაში წევრის ინდივიდუალურ საკუთრებად დაერეგისტრირებინა 50.15 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართი, მდებარე ამხანაგობის მიერ ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, რომლის მდებარეობაც განისაზღვრებოდა ხელშეკრულების დანართი 1-ში მოცემულ პროექტში.
ფართის მოსარჩელისათვის გადაცემა და მის საკუთრებად რეგისტრაცია უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2--- წლის დეკემბრისა (ხელშეკრულების 3.3. პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- 2----–-–------------ის ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ (ს.ფ. 29-32).
3.1.2. სადავო არ არის რომ 2008 წელს ფ-------------–---–იამ ამხანაგობის ანგარიშზე ჯამში 13420 აშშ დოლარი ჩარიცხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.3. საცხობრებელი სახლი არ აშენებულა, ხოლო მოსარჩელეს ამხანაგობის სახელზე შეტანილი თანხა უკან არ დაბრუნებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი,სასამართლო სხდომის ოქმი);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------------ი (ს.ფ. 20-24).
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------------ით (საქმე N1--------), რომლიც შესულია კანონიერ ძალაში, დ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენით დგინდება, რომ 2--- წლის მაისიდან 2--- წლამდე დ----------------ემ - ამხანაგობა ,----–-------------“-ის თავჯდომარემ - ნ--–---------------------------------------–--------------------------------------------, ვითომდა ასაშენებელ საცხოვრებელ კორპუსში ფართის მიღების მიზნით, მოქალაქეებთან, მათ შორის ფ-------------–---–იასთან გააფორმა ხელშეკრულებები და მათგან მოტყუებით მიიღო თანხები. მშენებლობა ფაქტობრივად არ დაწყებულა, ხოლო აღებული თანხები დ----------------ემ მიისაკუთრა.
ფ-------------–---–ია აღნიშნულ საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალებულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-----------------------ი (ს.ფ.20-24);
- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ს.ფ.19).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 128-130-ე მუხლებით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს რომ ხანდაზმულობის საერთო ვადა 128-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად შეადგენს 10 წელს. რამდენადაც, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსის სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები, შესაბამისად მოქმედებს ხანდაზმულობის საერთო - 10 წლიანი ვადა, ხოლო რაც შეეხება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, სასამართლო მიიჩნევს რომ ვინაიდან მოსარჩელეს მიყენებული ზიანის გამო თავისი ინტერესების დასაცავად სათანადო ზომების მიღების შესაძლებლობა წარმოეშვა 2----–-–-------------ის განაჩენის საფუძველზე, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა ანაზღუარებაზე ვალდებული პირის შესახებ, სწორედ აქედან უნდა აითვალოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რაც ფ-------------–---–იას მიერ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (2----–-–-------------ო) დაცული იყო.
საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ-------------–---–იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის არსებითია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, ვინაიდან სწორედ ეს ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს, ხოლო სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. შესაბამისად, სასამართლოს სრული თავისუფლება გააჩნია სამართლებრივად შეაფასოს საქმის გარემოებები და აქედან გამომდინარე, მას ვერ შეზღუდავს მხარის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლები, რამდენადაც სასამართლოს ვალდებულებაა მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მოთხოვნის ფარგლებში მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც სწორედ იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, ხოლო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად მოსარჩელე სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესრულების კონდიქციაზე უთითებს.
სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი, მათ შორის დელიქტური, საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
უდავო გარემოებაა, რომ 2----–-–------------ს მოსარჩელესა და ამხანაგობა ,----–-------------”-ის თავმჯდომარე - დ----------------ეს შორის წერილობით გაფორმდა ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მხარეთა ერთობლივი საქმიანობა _ ქ-------–--–------–---------------------------------------------------------------------, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით განსაზღვრულ მხარეთა ორმხრივ უფლება-მოვალეობებზე, რომლის თანახმადაც ფ-------------–---–იას - როგორც ამხანაგობის წევრის, ვალდებულებას წარმოადგენდა ამხანაგობაში განეხორციელებინა საწევრო შენატანი 25075 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო ამხანაგობის ვალდებულებად განისაზღვრა განხორციელებული შენატანის საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დასრულებისთანავე და შენობის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებიდან გონივრულ ვადაში წევრის ინდივიდუალურ საკუთრებად დაერეგისტრირებინა 50.15 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართი; ფართის მოსარჩელისათვის გადაცემა და საკუთრებად რეგისტრაცია უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2--- წლის დეკემბრისა.
უდავო გარემოებაა, რომ 2008 წელს ფ-------------–---–იამ ამხანაგობაში განახორციელა საწევრო შენატანის სახით ჯამში 13420 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა არ დაწყებულა, ხოლო განხორციელებული შენატანი მოსარჩელე მხარეს არ დაბრუნებია.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის, თუ ორი ან მეტი მხარე ნებაყოფლობით შეთანხმდება, რომ ისინი იქნებიან ურთიერთვალდებული იმ საგანზე, რაზეც შეთანხმდნენ; შესაბამისად, ხელშეკრულება, თავისებურად ორი თანმხვედრი აზრის იურიდიული დამთხვევაა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა ურთიერთმფარავი ნების არსებობა და შესაბამისად, ხელშეკრულების დადების ფაქტი საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენს, რომლითაც მოპასუხე დ----------------ე, მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განმარტავს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად განაჩენით დადგენილ ფაქტებს, მართალია პრეიუდიციული ძალა არ გააჩნიათ, თუმცა მათზე მითითება, როგორც სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებაზე, არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს. მოპასუხის მიმართ დამდგარ განაჩენში კი მითითებული და დადასტურებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დ----------------ემ, როგორც ა---------------–---------------ის თავმჯდომარემ, ვითომდა ნ--–--------------------------------------–-------------------------------------------- ასაშენებელ საცხოვრებელ კორპუსში ფართის მიღების მიზნით, ფართის შეძენის მსურველ მოქალაქეებთან, მათ შორის მოსარჩელესთან, გააფორმა ხელშეკრულებები და მოტყუებითა და მათი ნდობის ბოროტად გამოყენებით მათგან მიიღო კონკრეტული თანხები; ამხანაგობასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა და ამხანაგობის სახელით მოქმედებდა ამხანაგობის თავჯდომარე _ დ----------------ე; ფაქტობრივად საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა არ დაწყებულა (მხოლოდ უმნიშვნელო სამუშაოები განხორციელდა ობიექტზე), ხოლო აღებული თანხები ამხანაგობის თავჯდომარემ მიისაკუთრა;
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განჩენით დგინდება რომ ამხანაგობის სახელით მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე გამოვლენილი ნება არ იყო ნამდვილი, პირიქით სამართლებრივად უვარგისი იყო, ხოლო დასახული მიზანი იმთავითვე მართლსაწინააღმდეგო _ ფ-------------–---–იას მიერ განხორციელებული ფულადი შენატანის მოტყუებით დაუფლება და არა 2----–-–------------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა.
შესაბამისად, 2----–-–------------ს მოსარჩელესა და ამხანაგობა ,----–-------------”-ის თავმჯდომარე _ დ----------------ეს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების არსებობის მიუხედავად, მხარეთა შორის სახელშეკრულებო მოთხოვნა გამოირიცხება.
6.3. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ასევე ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------ის განაჩენის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სრულად რეალიზება _ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედების, ამ მოქმედებით დაზარალებულის ქონებრივი სიკეთის ხელყოფის ფაქტისა და მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული, იმ პრინციპის მხედველობაში მიღებით, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა სხვა პირს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისგან, იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მოპასუხის მართლსაწინააღდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად; შესაბამისად, ფ-------------–---–იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და დ----------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკიროს 13420 აშშ დოლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი - 934.03 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გაწეული ხარჯი _ 50 ლარის ოდენობით, რომელთა გადახდისგანაც მოსარჩელე მხარე განთავისუფლებულია სსსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე დ----------------ეს (0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებების, მდებარე: თ---–--------------------–-------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–----–--------------–------------------------------------------–--------------------------------–---------------------------------------------------------- _ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ფ-------------–---–იას სარჩელის დაკმაყოფილების გამო, არ არსებობს სასამართლოს მიერ მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ფ-------------–---–იას სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. დ----------------ეს ფ-------------–---–იას სასარგებლოდ დაეკისროს 13420 აშშ დოლარის გადახდა;
2. დ----------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ჯამში _ 934.03 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი