განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №--------
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
5 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივნები - რომეო ტყეშელაშვილი, თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - თ----- ყ---–-----–---–ი, თ----- გ------ა
სტაჟიორ-პროკურორები - დ----- ბ-------–---–ი, ნ---- კ-----–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ------- დ-----ის ძე ა--------ა (დაბადებული - 1----–-–---- ი--–--ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №-----------), უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ლ--------ი, ს------–ი ქ------–-------ი, ე-------–---–-------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, გ-------ის ქუჩა №------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით).
ადვოკატები - ქ------–--- ვ-–----ე და კ----–------–--ე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2----–-–-------------ს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თბილისში ბ----------ის ქუჩა №-------------ში ვ------- ა--------ა და ამ ეტაპისათვის გამოძიებით დაუდგენელი პირი, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად თავს დაესხნენ მ--------–----ეს, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მ--------–----ეს გასტაცეს ფულადი თანხა 390 (სამასოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებთ ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით
2.1. დაზარალებულ მ--------–----ის ჩვენების თანახმად, 2----–-–-------------ს, დღის საათებში მან სახლიდან წაიღო 1000 აშშ დოლარი, რომელიც გადაცვალა ლარში. შემდგომ, შეთანხმებისამებრ, შეხვდა თავის შვილს - გ------- ბ-–---–---–ს, რომელმაც მიაკითხა კუთვნილი ავტომანქანით. გ-------სთან ერთად იმყოფებოდა ასევე მისი მეგობარი - ვ------- ა--------ა. დაზარალებულმა ავტომანქანაში ჩაჯდომისას შვილს გადასცა 2220 ლარი, სახლის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯებისათვის. დარჩენილი 300 ლარი დაიტოვა თავად. შემდგომ მას გ------- ბ-–---–---–მა ავტომანქანა გაუჩერა „ნ-------ს“ მაღაზიასთან. მას შემდეგ, რაც დაზარალებული დაბრუნდა სახლში, საღამოს, დაახლოებით ათის ნახევარზე შემოესმა კარზე კაკუნის ხმა. როდესაც იკითხა, თუ ვინ იყო, უპასუხა მამაკაცმა, რომ იყო მეზობელი. მან გააღო თუ არა კარი, ოთახში შევიდა ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთი იყო შეიარაღებული. ორივე მათგანს ეცვა შავი, მუქი ფერის ტანსაცმელი და ეკეთათ ხელთათმანები. დაზარალებული შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ძირს დააგდო და პირი აუკრა წებოვანი ლენტით. მეორე თავდამსხმელი დადიოდა ოთახში აქეთ-იქით, ეძებდა რაღაცას და ხმას არ იღებდა, თუმცა მსხვერპლმა მასში ამოიცნო ვ------- ა--------ა. დაზარალებულმა იგი ამოიცნო აღნაგობით და თვალებით. მას ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი, ქუდი ჰქონდა ჩამოფარებული თვალებამდე, ხოლო საყელო აწეული ჰქონდა სახეზე. შეიარაღებული მამაკაცი მისგან მოითხოვდა ფულს და ძვირფასეულობას. ამ დროს დაზარალებულმა შეძლო წამოდგომა, ჩამოიწია პირიდან წებოვანი ლენტი და უთხრა მათ, რომ სახლში არ ინახავდა ძვირფასეულობას ან ფულს და თუ რამეს იპოვნიდნენ, წაეღოთ. მამაკაცი, რომელშიც მსხვერპლმა ამოიცნო ვ------- ა--------ა, შევიდა მის საძინებელ ოთახში და მივიდა კარადასთან, სადაც მანამდე ინახავდა ფულს. საძინებელ ოთახში შესვლისას დაზარალებული ხედავდა ბრალდებულს, ამ დროს მას ჩამოეწია სახეზე აფარებული საყელო და მ--------–----ემ გარკვევით დაინახა ვ------- ა--------ას სახე პროფილში. იმ დროისათვის ეს უკანასკნელი წვერს ატარებდა. ბრალდებულის მიერ ფულისა და ძვირფასეულობის უშედეგო ძებნის შემდეგ, დაზარალებულმა ჩანთიდან თავად ამოიღო 300 ლარი, რომელიც დღისით დაიტოვა და ასევე პირადი სახარჯო ფული 90 ლარის ოდენობით და გადასცა შეიარაღებულ მამაკაცს. ამ დროს მას დაურეკეს მობილურ ტელეფონზე და თავდამსხმელებს უთხრა, რომ შვილი ურეკავდა და თუ არ უპასუხებდა, ეს უკანასკნელი მიაკითხავდა დედას სახლში. მათ დაუჩქარეს და სახლიდან გასვლისას დაზარალებულს უთხრა შეიარაღებულმა პირმა, რომ არავისთვის მოეთხრო ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე და არც სამართალდამცავებისთვის მიემართა. ამ დროს დაზარალებულმა ბრალდებულის გასაგონად დააკონკრეტა შეკითხვა, რომ მისი შვილისთვის, გ-------სთვისაც არ ეთქვა ამ ფაქტის შესახებ?! რაზედაც ბრალდებულის თანაამსრულებელმა უპასუხა, რომ არ უნდა ეთქვა გ-------სთვისაც, თორემ მასაც პრობლემები შეექმნებოდა. წასვლისას თავდამსხმელებმა დაზარალებულს მოხსნეს წებოვანი ლენტი და თან წაიღეს. თავდამსხმელთა წასვლის შემდეგ, დაზარალებულმა შვილს - გ------- ბ-–---–---–ს აცნობა მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის თაობაზე. ადგილზე მისულს კი უთხრა, რომ ამაში მონაწილეობდა მისი მეგობარი ვ------- ა--------ა. ამის შემდეგ მათთან მივიდა ასევე გ------- ბ-–---–---–ის მეგობარი გოგონა, რომელმაც დარეკა პოლიციაში.
2.2. მოწმე გ------- ბ-–---–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2----–-–-------------ს, დღის საათებში, როდესაც ავტომანქანით მიაკითხა დედას, მ--------–----ეს და ამ უკანასკნელმა გადასცა 2220 ლარი, მასთან ერთად იყო მისი მეგობარი - ვ------- ა--------ა. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ საღამოს საათებში მას დაუკავშირდა დედა და აცნობა მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ; ადგილზე მისულს კი უთხრა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელში ამოიცნო ვ------- ა--------ა. ამ დროისათვის გ------- ბ-–---–---–ს უკვე დარეკილი ჰქონდა ვ------- ა--------ასთან და სთხოვა, რომ მასთან მისულიყო და დაებრუნებინა მისთვის ავტომანქანა, რომელიც გ------- ბ-–---–---–მა ათხოვა ვ------- ა--------ას. იმის მიუხედავად, რომ მოწმეს არ დაუკონკრეტებია ვ------- ა--------ასთვის, თუ სად იმყოფებოდა - დედის სახლში თუ საცოლის სახლში (გ------- ბ-–---–---–ი ხშირად რჩებოდა საცოლის სახლში), ბრალდებული პირდაპირ მივიდა მ--------–----ის სახლში და ისე, რომ არც კი უცდია იქ არსებულ ვითარებაში გარკვევა, გადასცა ავტომანქანის გასაღები გ------- ბ-–---–---–ს და დატოვა შემთხვევის ადგილი.
2.3. მოწმე ქ------- ბ----ის ჩვენების თანახმად, 2----–-–-------------ს, როდესაც იგი თავისი შეყვარებულის - გ------- ბ-–---–---–ის თხოვნით მივიდა ამ უკანასკნელის დედის სახლში, შეიტყო, რომ მ--------–----ეს თავს დაესხნენ. დაზარალებული მ--------–----ე და მისი შვილი - გ------- ბ-–---–---–ი ერთმანეთს ამშვიდებდნენ. როგორც მოგვიანებით შეიტყო, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდა გ------- ბ-–---–---–ის ახლო მეგობარი - ვ------- ა--------ა. შესაბამისად, ამ ფაქტით იყო გამოწვეული, რომ დაზარალებული თავის შვილს ანუგეშებდა შემთხვევის დღეს. მოწმემ დარეკა პოლიციაში. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ მისი მისვლიდან რამდენიმე წუთში თავად გ------- ბ-–---–---–ის თხოვნით, ადგილზე მივიდა ვ------- ა--------აც, რომელმაც მანქანის გასაღები გადასცა მეგობარს და ძალიან მალე წავიდა.
2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტ-ოდოროლოგმა - ბ--------- ი-----ემ განაცხადა, რომ გამომძიებლის 2----–-–------------ის დადგენილების საფუძველზე, მის მიერ ჩატარებული იქნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ბ----------ის ქუჩა №---–---------------------ში, მოქალაქე მ--------–----ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ვ------- ა--------ასგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების. მოწმემ კატეგორიულად დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა სამი სხვადასხვა ძაღლის მონაწილეობით, რათა სწორი დასკვნა გაცემულიყო. მოცემულ შემთხვევაში სამივე ძაღლმა იდენტური სუნის კვალი აჩვენა.
2.5. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ასევე ექსპერტ-კრიმინალისტი ჯ--- მ-----–-–---–ი, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან სუნის კვალის აღება დაადასტურა და განმარტა, რომ მის მიერ შემთხვევის ადგილიდან სუნის კვალი აღებული იქნა შესაბამისი ნორმების დაცვით. ასევე მან განაცხადა, რომ კვლები მის მიერ აღებული იქნა უშუალოდ დაზარალებულის მითითებით, იმ ადგილებიდან, სადაც იმყოფებოდნენ 2----–-–-------------ს მის ბინაში შესული თავდამსხმელები.
2.6. ექსპერტ-კრიმინალისტმა ა-------- ე-–-----მა დაადასტურა მის მიერ ბრალდებულ ვ------- ა--------ასგან სუნის კვალის ნიმუშის აღება შესაბამისი ნორმების დაცვით. მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა მის მიერ საპროცესო მოქმედების განხორციელებისას რაიმე შეცდომა ანდა სუნის კვალის ნიმუშში სხვა პირის სუნის დაფიქსირება.
2.7.საქართველოს შ-----------------------------------------------------–---------------------------ის 2----–-–------------ის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №-------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ქ. თბილისში ბ----------ის ქუჩა №---–---------------------ში, მოქალაქე მ--------–----ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: მისაღებ ოთახში სავარძლების წინ მდგარი მაგიდის წინ, პარკეტის იატაკის ზედაპირიდან და საძინებელ ოთახში კარადის წინ, პარკეტის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ვ------- ა--------ასგან და ზ------ ო-----–---–ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
2.8. გარდა ზემოხსენებული მტკიცებულებებისა, ბრალდებულ ვ------- ა--------ას შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს ადასტურებს „მ---------იდან“ გამოთხოვილი შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერის ნუსხა, რომლის თანახმად, იმ დროისათვის, როდესაც განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა მ--------–----ეზე, მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ბ----------ის ქუჩა №-------------ში, ვ------- ა--------ა იმყოფებოდა სწორედ შემთხვევის მიმდებარედ; კერძოდ, აღნიშნული ნუსხის თანახმად, 2----–-–-------------ს, 2------- საათიდან 2------- საათამდე დროის მონაკვეთში მისი მობილური ტელეფონი მონაცვლეობით ექცევა „ბ----------ის“ და „ფ------------–ის“ ანძების დაფარვის ზონაში.
2.9. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ ნუსხაში, საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში პირველ და მე-6 პუნქტად მითითებული სუნის კვალის ნიმუშები. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება დათვალიერდა რა მხარეთა უშუალო მონაწილეობით, სასამართლო და მხარეები დარწმუნდნენ მათ ავთენტურობაში.
2.10. სასამართლო სხდომაზე ასევე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ. თბილისში, ი---------------------------ში მდებარე ა----------------“-ს გარესამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, ორ ფაილად. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში ასახულია, რომ 2----–-–-------------ს, 1---- საათიდან 1---- საათამდე დროის მონაკვეთში, ვ------- ა--------ა მიდის ქ. თბილისში ჭ-------------------------დან კლებადი ნომრების მიმართულებით, მოგვიანებით იგი უკან ბრუნდება ზ------ ო-----–---–თან ერთად. ამავე ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს ვ------- ა--------ას მართლაც მოშვებული ჰქონდა წვერი (რაზედაც დაზარალებულმა მიუთითა ჩვენებაში).
2.11. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს მ--------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელი გ------- ბ-–---–---–ი, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს მ--------------–--ის თანამშრომელები - გ------- პ----–---–ი და გ------- ა----–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ ვ------- ა--------ას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში წერილობითი მტკიცებულებები და საქმეზე დართული საგნები და ნივთები: მოწმე თ------- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე დ----- დ----ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ნ---------–---ის გამოკითხვის ოქმი, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, მ--------–----ისაგან ხელის კვლების ნიმუშის აღების ოქმი, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ვ------- ა--------ას ბინის ჩხრეკის წარმოების შესახებ და ბინის ჩხრეკის ოქმი, შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ბინის ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ და №---------- განჩინება, მოწმე ა------ ჩ-----–--ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე გ------- ს------–--ის გამოკითხვის ოქმი, დაქტილოსკოპური ექსპერტიზის №------ დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნა, ინფორმაცია ვ------- ა--------ას პიროვნების შესახებ და ნასამართლობის ცნობა, მიმართვა თბილისის პ------–------------ს ვ------- ა--------ას შესახებ, განკარგულება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინება, მიმართვა პრობაციის სამინისტროს, პრეზიდენტის განკარგულების ამონაწერი ვ------- ა--------ას მიმართ, შეტყობინება აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დამთავრების შესახებ და ცნობა მსჯავრდებულის გათავისფულების შესახებ, მოწმე ნ-------–--ის გამოკითხვის ოქმი, შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შ-- „მ---------იდან“, №------- განჩინება და დადგენილება ფარული საგამოძიებო მოქმედების, განსაიდუმლოების შესახებ, მიმართვა შ-- „მ---------ს“, შ-- „მ---------იდან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი თანდართული - დოკუმენტაციით, შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შ-- „-----დან, №------- განჩინება და დადგენილება ფარული საგამოძიებო მოქმედების განსაიდუმლოების შესახებ, შ-- „-----დან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერების) გახსნა-დათვალიერების ოქმი, შუამდგომლობა ვ------- ა--------ას დაკავების შესახებ, №---- განჩინება ვ------- ა--------ას დაკავების შესახებ, ვ------- ა--------ას ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, ვ------- ა--------ას დაკავების თაობაზე ოჯახის წევრისათვის შეტყობინების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერების) გახსნა-დათვალიერების ოქმი მ--------–----ის მონაწილეობით, ნივთიერი მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერების) გახსნა-დათვალიერების ოქმი გ------- ბ-–---–---–ის მონაწილეობით, მოწმე მ-----– ტ--------–--ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული - 6 ცალი ანაწმენდი; 2 ცალი ანაწმენდი; 7 ცალი დ/ფირი ხელის კვლებით, ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული - 4 ცალი სუნის ნიმუში; 12 ცალი ანაწმენდი; 8 ცალი დ/ფირი მიკრონაწილაკებით; ქუდი; 2 ცალი სიგარეტის კოლოფი, 1 ღერი სიგარეტი; ბოთლი, 3 ცალი დ/ფირი ხელის კვლებით, ვ------- ა--------ასაგან ამოღებული მობილური ტელეფონი, ვ------- ა--------ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი ქურთუკი, ჟილეტი, ჩანთა, ზ------ ო-----–---–ის ხელის კვლების ნიმუშები; ნერწყვის და სუნის ნიმუშები, ვ------- ა--------ას ხელის კვლების ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, მ--------–----ის ხელის კვლების ნიმუშები, ზ------ ო-----–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი; სვიტერი და შარვალი; მოწმეების: თ------- ხ-------–---–ის, დ----- დ----ის, ნ---------–---ის, ნ-------–--ის, მ-----– ტ--------–--ის, გ------- გ----------ის, ზ------ ჯ------–---–ის, შ--–-- კ--------ის, გ------- ბ-------ის, ნ---- ლ----ის, ლ-–- ხ-------ის, ლ-------------–---–ის, ე-–--- ფ--–----ის, თ----- უ---–---ს, ს------- ც--------ს, ხ------- ჭ---------ის, ი------------–---–ის, ი------------ის, ზ-------–-------–---–ის, რ-------–----–---–ის, თ-------- ჯ------–---–ის, გ------- გ--------ის, ლ-–- ჭ-----–-–---–ის, ა------------------–ის, კ------- პ-----–---–ის, ი-----–- ღ----–---–ის, გ------- ს------–--ის, ა------ ჩ-----–--ის, ი---- ბ--------ის, გ------------–-–---–ის, ბ----- კ-----ის ჩვენებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.13. ბრალდებულმა ვ------- ა--------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ იგი მართლაც იმყოფებოდა გ------- ბ-–---–---–ის ავტომანქანაში, როდესაც ამ უკანასკნელს დედამ, მ--------–----ემ გადასცა ფულადი თანხა. ამის შემდეგ მან სთხოვა ავტომანქანა გ------- ბ-–---–---–ს ვინაიდან, სურდა შეხვედროდა საცოლეს ლექციების დასრულების შემდგომ, 23:00 საათისთვის; მანამდე ნახა თავისი მეგობარი - ზ------ ო-----–---–ი, რომელსაც გამოართვა ფულადი თანხა საწვავისათვის. ამის შემდეგ, დაახლოებით ცხრის ნახევარზე, იგი წავიდა მამიდასთან თ----ში, რომელიც მდებარეობს ფ------------–ის ქუჩაზე, ვინაიდან უნდა დახმარებოდა მას მამიდაშვილის ქორწილისთვის სამზადისში. მან იქ დაჰყო გარკვეული დრო, რის შემდეგაც დაურეკა გ------- ბ-–---–---–მა და უთხრა, რომ მასთან მისულიყო. ბრალდებული ასეც მოიქცა, მივიდა და გადასცა გ------- ბ-–---–---–ს ავტომანქანის გასაღები. მოგვიანებით იგი დააკავეს ყაჩაღობის ბრალდებით.
2.14. ბრალდებულის ვერსიას დანაშაულებრივი ფაქტის დროს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ამყარებენ შემდეგი მოწმეები:
2.14.1. მოწმე ე-–---- ბ---–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ იგი არის ბრალდებულის მამიდა და ვინაიდან 2018 წლის 31 იანვარს დაგეგმილი იყო მისი შვილის ქორწილი, მან ვ------- ა--------ას სთხოვა დახმარება ქორწილის სამზადისში და სწორედ ამ მიზნით დაიბარა თავისთან სამსახურში, კერძოდ, თბილისში, ფ------------–ის ქუჩა №---–- მდებარე საცხობში, ვინაიდან, სწორედ ცხრის ნახევრიდან თერთმეტ საათამდე მათ აქვთ შესვენება. მოწმის ჩვენების თანახმად, 2----–-–-------------ს, სწორედ ამ პერიოდში მივიდა მასთან ვ------- ა--------ა, დაჰყო იქ რაღაც პერიოდი და შემდეგ მას ტელეფონზე დაურეკა მეგობარმა, რის მერეც აღარ გაჩერებულა დიდხანს და წავიდა.
2.14.2. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ასევე ე-–---- ბ---–---–ის თანამშრომელი -ე---------- პ--------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ 2----–-–-------------ს, საღამოს ცხრის ნახევარზე მათ საცხობში მივიდა ვ------- ა--------ა, რომელიც მამიდამისს უნდა დახმარებოდა შვილის ქორწილისთვის სამზადისში. ბრალდებული თ----ში გაჩერდა დაახლოებით საათნახევარი, რის შემდეგაც წავიდა. მოწმემ განმარტა, რომ მათ შესვენება აქვთ მაშინ, როდესაც ცომს ზელენ და ელოდებიან მის აფუებას. შესაბამისად, მათ შესვენება ხან ცხრა საათზე და ხან ცხრის ნახევარზე აქვთ, ვინაიდან ისინი დამოკიდებული არიან ცომზე და თ----ზე.
2.14.3. ასევე მოწმე ზ------ ო-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ 2----–-–-------------ს იმყოფებოდა ბრალდებულ ვ------- ა--------ასთან ერთად და დაახლოებით საღამოს რვა საათზე დაშორდნენ ერთმანეთს, ვინაიდან ვ------- ა--------ა უნდა წასულიყო მამიდასთან თ----ში, რომელიც მდებარეობს ფ------------–ის ქუჩაზე, ბრალდებულს უნდა მოეგვარებინა მამიდაშვილის ქორწილთან დაკავშირებული საკითხები.
2.14.4. ბრალდებულის დედამ, მოწმე ი-----------–---მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ შემთხვევის დროს მისი შვილი - ვ------- ა--------ა უნდა ყოფილიყო მამიდასთან, ვინაიდან წინა დღით მისი მული მისული იყო მათ სახლში და დაიბარა, რომ ვ-------ი მისულიყო მასთან, შვილის ქორწილის სამზადისში დასახმარებლად.
2.15. გამოკვლელული იქნა რა დაცვის მხარის მტკიცებულებები, ასევე განხილულ იქნა ყველა არგუმენტი, რაზედაც აპელირებდა მხარე, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული დაცვის მხარის ვერსია ბრალდებულ ვ------- ა--------ას უდანაშაულობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
2.15.1. დაცვის მხარე საქმის არსებითი განხილვისას აცხადებდა, რომ დაზარალებული შურისძიების გამო აბრალებს ვ------- ა--------ას არჩადენილ დანაშაულს, რაც დაუსაბუთებელი და ლოგიკას მოკლებულია, კერძოდ:
- გამოძიების საწყის ეტაპზევე - 2018 წლის 23 იანვარს, 03:00 საათიდან 04:10 საათამდე (ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა 2----–-–-------------ს, 21:30 საათზე), ანუ დანაშაულებრივი ფაქტიდან დროის მცირე მონაკვეთში გამოკითხვისას, დაზარალებულმა მ--------–----ემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო მისი შვილის მეგობარი -ვ------- ა--------ა; განმეორებითი გამოკითხვისას მან განაცხადა, რომ ვ------- ა--------ას სახე დაინახა ყაჩაღური თავდასხმისას, რა დროსაც მას ჩამოეწია სახეზე აფარებული ქურთუკის საყელო. ამასთან დაკავშირებით, დაცვის მხარე საქმის არსებითი განხილვისას აპელირებდა იმაზე, რომ დაზარალებულს აღნიშნულის შესახებ პირველად გამოკითხვისას არ განუცხადებია სამართალდამცავი ორგანოებისათვის და აღნიშნული განაცხადა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვ------- ა--------ასა და მის შვილს - გ------- ბ-–---–---–ს მოუვიდათ კონფლიქტი, შესაბამისად, დაცვის მხარის მტკიცებით, მ--------–----ის მიერ განმეორებითი გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია განპირობებული იყო ვ------- ა--------ასადმი შურისძიების მოტივით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ გ------- ბ-–---–---–სა და ვ------- ა--------ას კონფლიქტი მოუვიდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გ------- ბ-–---–---–ს დედამ - მ--------–----ემ უთხრა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელში ამოიცნო ვ------- ა--------ა, რის შემდეგაც, გ------- ბ-–---–---–ი და ვ------- ა--------ა შეხვდნენ ერთმანეთს სიტუაციის გასარკვევად; მართალია, შეხვედრისას მათ შორის მოხდა ვითარების გამწვავება და აღნიშნული ფაქტის შემდეგ, დაზარალებულმა განმეორებით გამოკითხვისას მიუთითა, რომ ვ------- ა--------ას ყაჩაღური თავდასხმისას ჩამოეწია სახეზე აწეული ქურთუკი და ამის შემდეგ დაინახა მისი სახე გარკვევით, თუმცა ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მ--------–----ემ ვ------- ა--------აზე, როგორც ერთ-ერთ თავდამსხმელზე, სამართალდამცავ ორგანოებს მიუთითა პირველად გამოკითხვის დროსაც, მაშინ, როდესაც გ------- ბ-–---–---–სა და ვ------- ა--------ას შორის არანაირი კონფლიქტი არ იყო მომხდარი. გარდა ამისა, როგორც დაზარალებულმა დაკითხვისას განაცხადა, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად იგი იყო აღელვებული და განიცდიდა იმ ფაქტს, რომ საკუთარი შვილის უახლოესმა მეგობარმა დააყაჩაღა, შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, პირველად გამოკითხვისას, დანაშაულებრივი ფაქტიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ, დაზარალებულს რაიმე დეტალი გამორჩენოდა მომხდარიდან და აღნიშნული აღედგინა რამდენიმე დღის შემდეგ. გარდა ამისა, დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვისას განაცხადა, თუ რამ განაპირობა მის მიერ გამოძიების ორგანოებისათვის დამატებით მიმართვა, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენების თანახმად, აღნიშნულის საფუძველი გახდა ის, რომ აუცილებელი იყო სამართალდამცავ ორგანოებს სრულად სცოდნოდათ დანაშაულებრივ თავდასხმასთან დაკავშირებული ფაქტები; რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საწყის ეტაპზე მას არ ახსოვდა, თავდამსხმელებს ეკეთათ თუ არა ხელთათმანები და აღნიშნული დააზუსტა საქმის არსებითი განხილვისას, ვერ იქნება ეჭვის შეტანის საფუძველი დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში, ვინაიდან, ორივე ხსენებულ შემთხვევაში დაზარალებულს არ უარუყვია ან შეუცვლია რაიმე ფაქტი, რასაც იგი გამოძიების ეტაპზე აცხადებდა, არამედ მან დამატებით შეავსო საკუთარი ჩვენება, რაც აღიდგინა მეხსიერებაში და ეს არ შეიძლება გახდეს მისი ჩვენების დისკრედიტაციის საფუძველი - მით უფრო მაშინ, როდესაც არ არსებობს რაიმე გონივრული ეჭვიც კი იმისა, რომ დაზარალებულს გააჩნდა ან გააჩნია რაიმე დაინტერესება ვ------- ა--------ას ცრუ ბრალდებით მსჯავრდების მიმართ.
2.15.2. დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ვერ გახდება ასევე ის გარემოება, რომ მან ზედმიწევნით სწორად ვერ დაასახელა ბრალდებულის ტანსაცმლის ფერი. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსხვერპლი იმყოფებოდა სტრესულ ვითარებაში, მას იარაღის გამოყენებით ემუქრებოდნენ, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ამ ვითარებაში დაზარალებულს სრულყოფილად ვერ აღექვა თავდამსხმელთა ტანსაცმლის ფერი; თუმცაღა საგულისხმოა, რომ დაზარალებულმა ბრალდებულისა და მისი თანამზრახველის ტანსაცმელი დაახასიათა, როგორც მუქი ფერის. ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას კი ცალსახად დადგინდა, რომ ვ------- ა--------ას აცვია ნაცრისფერი ტანსაცმელი.
2.15.3. დაცვის მხარის არგუმენტაცია, თითქოსდა დაზარალებული ცრუობს, რაც დასტურდება იმ ფაქტით, რომ იგი ახლომხედველია და ხუთი მეტრის მანძილიდან ვერ დაინახავდა ბრალდებულის სახეს, ვერ იქნება სასამართლოს მიერ გაზიარებული, ვინაიდან, ჯვარედინი დაკითხვის რეჟიმში, დაზარალებულმა მ--------–----ემ ერთმნიშნელოვნად განაცხადა, რომ იგი სათვალეს იყენებს მხოლოდ კითხვისას და შორ მანძილზე კარგად ხედავს; შესაბამისად, აღნიშნულით დაცვის მხარე ცდილობს, მოახდინოს დაზარალებულის ჩვენების არასწორი ინტერპრეტაცია და ამ გზით სასამართლო შეიყვანოს შეცდომაში, რაც ფუჭია.
2.15.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით, მ--------–----ის ჩვენებაში გადმოცემული ფაქტები იყო თანმიმდევრული და დამაჯერებელი; დაზარალებული როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას კატეგორიულად აცხადებს, რომ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი იყო სწორედ ვ------- ა--------ა; დაზარალებულს თავი არ შეუკავებია არცერთ შეკითხვაზე პასუხისგან; ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მ--------–----ის ვერბალური და არავერბალური ქცევა იძლევა მისი ჩვენების სანდოობის დასტურს. დაზარალებულის ჩვენებაში გაჟღერებული ყველა ფაქტობრივი გარემოება კი გამყარებულია სხვა მტკიცებულებებითაც.
2.15.5. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მცდელობას ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სანდოობაში ეჭვის შეტანის თაობაზე, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა აღნიშნული მტკიცებულება სრულყოფილად, დაკითხული იქნა ყველა ის პირი, ვინც მიიღო მონაწილეობა ექსპერტიზის დასკვნის შედგენაში და საკვლევი მასალის მოპოვებაში; ასევე სხდომაზე გამოკვლეული იქნა უშუალოდ სუნის კვლები მხარეთა მონაწილეობით და სასამართლო დარწმუნდა მათ ავთენტურობაში. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ჯ--- მ-----–-–---–მა განმარტა, რომ დახურულ სივრცეში, რომელიც არ ნიავდება და იატაკი არ იხეხება ქიმიური საშუალებებით, სუნის კვალის ნიმუშის აღება შესაძლებელია კვალის დატოვებიდან 48 საათის განმავლობაში, ხოლო თუ კვალის დატოვებიდან მის აღებამდე არ არის გასული სამი საათი, აღნიშნული ითვლება ცხელ კვალად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა 2----–-–-------------ს, 22:45 საათიდან 02:15 საათამდე დროის მონაკვეთში. დანაშაულის ჩადენის დროდ დაახლოებით დადგენილია 21:30 საათი. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ჯერ აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები და მხოლოდ შემდგომ განხორციელდა სხვა ქმედებები, შესაბამისად, აშკარაა, რომ სუნის კვალის ნიმუში აღებული იქნა ცხელ კვალზე, რაც კიდევ უფრო ზრდის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სანდოობას.
2.15.6. რაც შეეხება ვარაუდს, რომ ვ------- ა--------ა ხშირად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, როგორც დაზარალებულის შვილის მეგობარი და შესაძლოა სუნის კვალი დარჩენილიყო შემთხვევის ადგილზე სწორედ აღნიშნულის გამო, არ არის სარწმუნო, ვინაიდან, როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, ბრალდებული ვ------- ა--------ა შემთხვევამდე რამდენიმე თვის განმავლობაში არ ყოფილა დაზარალებულის სახლში. ამასთან, ექსპერტმა ბ--------- ი-----ემ განმარტა, რომ თუ პირი სუნის კვლების აღებამდე რამდენიმე თვით ადრე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას, ამ შემთხვევაშიც ამოვიდოდა თუ არა სუნის კვალი შემთხვევის ადგილიდან, ამას სჭირდება დამატებითი კვლევები, თუმცაღა, როდესაც იატაკი სუფთავდება კვირაში რამდენჯერმე, შესაძლოა სუნის კვალი იქნეს ამოღებული, მაგრამ იქ არ იქნება საკმარისი მოლეკულები, რათა ძაღლმა მოახდინოს სუნის იდენტიფიკაცია. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ საექსპერტო კვლევისას უტყუარად იქნა დადგენილი ვ------- ა--------ას სუნის ნიმუშის იდენტურობა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალთან.
2.15.7. ვ------- ა--------ას ბრალეულობის გამომრიცხველ არგუმენტად ვერ იქნება განხილული დაცვის მხარის მიერ იმაზე მითითება, რომ ბრალდებულს ჰქონდა დაზარალებულის სახლის გასაღები და მისი მოძრავი ნივთის დაუფლების სურვილის შემთხვევაში, მისი მხრიდან საჭირო არ გახდებოდა დაზარალებულზე ყაჩაღური თავდასხმა, ვინაიდან, როგორც დაზარალებულისა და მოწმე გ------- ბ-–---–---–ის ჩვენებით დგინდება, ბოლო პერიოდში ვ------- ა--------ას არ ჰქონია მ--------–----ის ბინის გასაღები. აღნიშნული ასევე დაადასტურა თავად ბრალდებულმა ვ------- ა--------ამაც მოწმის სახით დაკითხვისას. ამასთან, როგორც თავად დაზარალებულმა განმარტა, იგი არის პენსიონერი და მთელი დღის განმავლობაში იმყოფება სახლში, შესაბამისად, ბოლო დროის განმავლობაში ბინა არ ყოფილა უმეთვალყურეოდ დატოვებული.
2.15.8. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს, სასამართლომ მოისმინა რა მათი ჩვენებები, შეაფასა ისინი ყოველმხრივ და ობიექტურად და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული ჩვენებები არ არის სანდო რიგი გარემოებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში ცალსახად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაცვის ძირითადი მოწმე არის ბრალდებულის მამიდა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არაერთხელ გაუსვა ხაზი ბრალდებულთან მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ წინააღმდეგობაზე, რაც გამოიკვეთა დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს შორის, კერძოდ, მოწმე ე-–---- ბ---–---–მა დაკითხვისას განაცხადა, რომ მისი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე, ბრალდებულ ვ------- ა--------ას მასთან მისვლის დრო ზუსტად დაამახსოვრდა, ვინაიდან, ყოველ სამუშაო დღეს, მათ სამსახურში შესვენება აქვთ 20:30 საათზე, რა დროსაც იყენებენ ცომის მოსაზელად, ხოლო მოწმე ე---------- პ--------–---–მა კი დაკითხვისას განაცხადა, რომ მათი შესვენების დრო არ არის სტაბილურად ერთი და იგივე დრო და ისინი დამოკიდებული არიან ცომის მოზელის დროზე, შესაბამისად, ხან როდის აქვთ შესვენება, ხან როდის.
2.15.9. დაცვის მხარის მცდელობა, გაამყაროს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები სატელეფონო საუბრების დეტალური ნუსხის ამონაწერზე მითითებით, არის ფუჭი, ვინაიდან, ის არგუმენტი, თითქოსდა ვ------- ა--------ას მობილურ ტელეფონს გარკვეულ მომენტში ემსახურებოდა ფ------------–ის ქუჩაზე მდებარე ანძა, ადასტურებს მის ამ ქუჩაზე ყოფნას, არ არის მართებული შემდეგ გარემოებათა გამო: თავად დაცვის მხარის მოწმეთა მიერ მითითებულ დროს, როდესაც თითქოსდა ვ------- ა--------ა მათთან იმყოფებოდა, ამ უკანასკნელის მობილურ ტელეფონს მონაცვლეობით ემსახურება ხან ბ----------ის და ხანაც ფ------------–ის ქუჩის ანძები, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს მხოლოდ ბრალდებულის შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ყოფნას და დეტალური ნუსხის ამონაწერით მისი ზუსტი ადგილის დადგენა ლოგიკას მოკლებულია.
2.15.10. მოწმე ი-----------–---ს ჩვენების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამოძიების ეტაპზე მას სამართალდამცავებისთვის არ უცნობებია ბრალდებულის ადგილსამყოფელის შესახებ მნიშვნელოვანი ფაქტი - შემთხვევის დროს მამიდასთან სამსახურში ყოფნა და განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი შვილი; მოგვიანებით გამოკითხვისას კი განმარტა, რომ როდესაც მისი შვილი შინ არ დაბრუნდა, მან ივარაუდა, რომ ვ------- ა--------ა უნდა ყოფილიყო მის საცოლესთან. ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ რატომ არ აცნობა ი-----------–---მ სამართალდამცავ ორგანოებს მისი გამოკითხვისას, ესოდენ მნიშვნელოვანი დეტალი მისი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ იმ პირობებში, როცა აღნიშნული შესაძლოა გამხდარიყო ვ------- ა--------ას უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოება?! სწორედ რომ ეს უსაფუძვლო „გულმავიწყობა“ ცხადყოფს, რომ დაცვის მხარის მიერ ალიბი შეთხზულია ხელოვნურად და არ არის რეალური. აღსანიშნავია ასევე დედის სურვილი, დაიხსნას შვილი შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. ამას ცხადყოფს თავად მის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას გაცხადებული ინფორმაცია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ მარიხუანაზე ი-----------–---მ განაცხადა, რომ აღნიშნული მარიხუანა მას ეკუთვნოდა მაშინ, როდესაც იგი რეალურად ეკუთვნოდა ვ------- ა--------ას, შესაბამისად, მან შვილის გადასარჩენად იცრუა სამართალდამცავებთან; ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველია.
2.15.11. რაც შეეხება მოწმე ზ------ ო-----–---–ის ჩვენების სანდოობას, აღნიშნულთან მიმართებაშიც არსებობს აშკარა დამადასტურებელი ფაქტები იმისა, რომ მოწმე ცრუობს, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას, მოწმემ გამოძიებას შემთხვევის დღეს თავისი ადგილსამყოფელის თაობაზე აბსოლუტურად განსხვავებული ვერსია მიაწოდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიდეოჩანაწერით იქნა დადასტურებული შემთხვევის დღეს მისი და ბრალდებულ ვ------- ა--------ას ერთად გადაადგილების ფაქტი, მოწმემ ახალი ვერსია შესთავაზა მართლმსაჯულებას, კერძოდ, მან განმარტა, რომ დაახლოებით 20:00 საათისთვის ის და ვ------- ა--------ა დაშორდნენ ერთმანეთს, ვინაიდან ბრალდებული უნდა წასულიყო მამიდასთან, ფ------------–ის ქუჩაზე. მისი ეს უკანასკნელი განმარტება აშკარად ბრალდებულის ვერსიის გამყარებას ემსახურება და მიმართულია სასამართლოს შეცდომაში შესაყვანად. ამასთან, მოწმის მიერ არ ყოფილა ლოგიკურად განმარტებული, თუ რამ განაპირობა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ინფორმაციასა და სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ ჩვენებას შორის არსებითი სხვაობა. შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა ორივე მათგანი მათ შორის არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის მხედველობაში მიღებით და არ იზიარებს მოწმის ჩვენებას.
2.16. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, ასევე მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და ყოველივე აღნიშნულის ურთიერთშეჯერების შედეგად გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა - ვ------- ა--------ამ 2----–-–-------------ს, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, №o. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spai№, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ვ------- ა--------ას მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ვ------- ა--------ამ 2----–-–-------------ს შეიტყო, რომ მსხვერპლს ჰქონდა ფული და განიზრახა დაუფლებოდა სხვის ნივთს მართლსაწინააღმდეგოდ. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული დანაშაულებრივად დაუკავშირდა სხვა პირს, შესაბამისად აღჭურვილი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულებმა, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ქ. თბილისში, ბ----------ის ქუჩა №-------------ში მდებარე ბინაში და ყაჩაღურად თავს დაესხნენ მ--------–----ეს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს 390 ლარის ოდენობით ფულადი თანხა.
3.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
3.9. რაც შეეხება ყაჩაღობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას, ეს არის ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლში, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენასთან. ბრალდებულებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა დასტურდება დაზარალებულის ჩვენებით, რომლის თანახმად, ვ------- ა--------ა და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირი მასთან ბინაში მივიდნენ შეიარაღებული და მუქ ტანსაცმელში შემოსილი, ორივე მათგანს სახე ჰქონდა დაფარული ქუდისა და ქურთუკის საყელოს გამოყენებით, მათ დაზარალებულის პირის ასაკვრელად გამოიყენეს ასევე თანნაქონი წებოვანი ლენტი, რაც წასვლისას თან წაიღეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში ორივე პირმა განახორციელა ერთი და იგივე უმართლობა, შესაბამისად, ვ------- ა--------ა გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად წარმოადგენს ერთიანი უმართლობის თანაამსრულებლს; ამასთან, ვ------- ა--------ას შემთხვევაში გვაქვს არა მხოლოდ თანაამსრულებლობა, არამედ თანამონაწილეობის ისეთი სახე, როგორიცაა დანაშაულის ორგანიზატორობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ვ------- ა--------ამ თავად შეარჩია მსხვერპლი, სწორედ მან იცოდა, ამ უკანასკნელის მიერ ფულადი თანხის ფლობის ფაქტი, ასევე ზუსტად იცოდა მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი და უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების დროს ეძებდა ფულსა და ძვირფას ნივთებს ბინაში; შესაბამისად, აშკარაა ვ------- ა--------ას მხრიდან დანაშაულის ორგანიზება.
3.10. რაც შეეხება კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქმედების ჩადენას ბინაში უკანონო შეღწევით, აღნიშნულ ნაწილში დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მას მოტყუებით გააღებინეს ბინის კარები, შემდგომ ძალის გამოყენებით შევიდნენ ბინაში და განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა დაზარალებულის კუთვნილი ფულადი თანხის დაუფლების მიზნით.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.12. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ვ------- ა--------ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ვ------- ა--------ა ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ------- ა--------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - რვიდან თორმეტ წლამდე ვადით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს დაზარალებულისათვის მიყენებულ ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს, ასევე იმ ფაქტს, რომ ვ------- ა--------ას არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შენთხვევაში ვერ იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
5.5. ვ------- ა--------ას მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი არის ორგანიზატორი და თანაამსრულებელი ყაჩაღური თავდასმისა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,თანაამსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მიუთითებლად,“ ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი - ,,ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ.“
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ------- ა--------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, ს----–--------------იდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) ცალ დისკზე, ს----–--------------ი შ-- „------------------- გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) ცალ დისკზე - დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მისი შენახვის ვადით.
- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის ნაქსოვი ყელიანი სვიტერი და წყვილი შავი ფერის ტყავის ხელთათმანები, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ქურთუკი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
- ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე, მიკრონაწილაკები ამოღებული დაქტილოფირებზე, ხელის კვლები დაქტილოფირზე, ბრალდებულ ვ------- ა--------ასგან აღებული დნმ-ის (ნერწყვის) და ხელის კვლების ნიმუშები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:
1. ვ------- ა--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ვ------- ა--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 იანვრის 15:07 საათიდან.
3. მსჯავრდებულ ვ------- ა--------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული - 2 (ორი) ცალი სუნის ნიმუში, 6 (ექვსი) ცალი ანაწმენდი, 2 (ორი) ცალი ანაწმენდი, 7 (შვიდი) ცალი დაქტილო ფირი ხელის კვლებით, ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული - 4 (ოთხი) ცალი სუნის ნიმუში, 12 (თორმეტი) ცალი ანაწმენდი, 8 (რვა) ცალი დაქტილო ფირი მიკრონაწილაკებით, ქუდი, 2 (ორი) ცალი სიგარეტის კოლოფი, 1 (ერთი) ღერი სიგარეტი, ბოთლი, 3 (სამი) ცალი დაქტილო ფირი ხელის კვლებით, ზ------ ო-----–---–ის ხელის კვლების ნიმუშები, ნერწყვისა და სუნის ნიმუშები, ვ------- ა--------ას ხელის კვლების ნიმუშები, ნერწყვისა და სუნის ნიმუშები, მ--------–----ის ხელი კვლების ნიმუშები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ვ------- ა--------ასგან ამოღებული მობილური ტელეფონი, ვ------- ა--------ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული 2 (ორი) ცალი ქურთუკი, ჟილეტი, ჩანთა, ზ------ ო-----–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, სვიტრი და შარვალი რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს მ--------------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე