განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
330100118002594053
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----- გ-------–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რ----- გ--------- ძე მ--–-------ი- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 4-----ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–---- გ-–-------- მრ-ნი, კორპუსი #-, ბინა #1---–--

 

ადვოკატი - ვ-–- ლ-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3--------ის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1-----ისის განაჩენებით რ----- მ--–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

1.2. ოჯახური ძალადობის დანაშაულისათვის ნასამართლევმა რ----- მ--–-------მა 2018 წლის 10 ივლისს, კვლავ განახორციელა ოჯახში ძალადობა, ამ შემთხვევაში დის - ქ--------- მ--–-------ის მიმართ, კერძოდ, გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის მარჯვენა ნაწილში, რის შედეგადაც ქ--------- მ--–-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა ჩადენილი არაერთგზის

 

2.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3--------ის # 1------- განაჩენით, რ----- მ--–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ოჯახში ძალადობა მეუღლის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

2.2.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1-----ისის #1--------- განაჩენით, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3--------ის # 1------- განაჩენი რ----- მ--–-------ის მიმართ.

 

2.3. 2018 წლის 10 ივლისს, ქ--------- მ--–-------მა წერილობითი განცხადებით შეატყობინა პოლიციას, რომ 2018 წლის 10 ივლისის ღამეს, ძმამ რ----- მ--–-------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, 2-ჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში.

 

2.4.ქ--------- მ--–-------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყებისთანავე გამომძიებელმა გ------ ბ----–---–მა გამოკითხა მსხვერპლი ქ--------- მ--–-------ი, რომელმაც დაადასტურა განცხადებაში მითითებული ინფორმაცია ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი გ------ ბ----–---–ი. მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 10 ივლისს იყო მორიგე გამომძიებელი. გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში მივიდა მოქალაქე ქ--------- მ--–-------ი, რომელმაც განაცხადა, რომ დაახლოებით 1 საათის წინ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ძმამ რ----- მ--–-------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახის არეში ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი. ქ--------- მ--–-------ს კისრის მარჯვენა ზედა არეში ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი - აღენიშნებოდა დაზიანება, თან უჩიოდა ტკივილს.

 

2.6.ქ--------- მ--–-------ის გამოკითხვის შემდეგ მოხდა მისი გარეგანი დათვალიერება. დათვალიერების ოქმის მიხედვით დაზარალებულს კისრის მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა მცირე ზომის ნაკაწრი.

 

2.7. გამომძიებელმა მ------ ჯ------მ, რომელმაც გარეგნულად დაათვალიერა ძალადობის მსხვერპლი, სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ქ--------- მ--–-------ს კისრის მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი. გარეგნული დათვალიერების პროცესში ძალადობის მსხვერპლმა გამომძიებელს განუცხადა, რომ ძმამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც ჰქონდა დაზიანება კისრის მიდამოში. ასევე დაზარალებულმა განუცხადა, რომ ფიზიკური ძალადობის დროს განიცდიდა ტკივილს, მსხვერპლი გარეგნული დათვალიერების დროსაც უჩიოდა ტკივილს სახის არეში.

 

2.8. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ------- შ-----–-ა. მოწმემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 10 ივლისს, გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა მოქალაქე - ქ--------- მ--–-------ი, რომელმაც განაცხადა, რომ ძმამ რ----- მ--–-------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებული ძალადობის გამო უჩიოდა ფიზიკურ ტკივილს. მოწმის ჩვენებით, შეტყობინების მიღებიდან მცირე დროში მოხდა რ----- მ--–-------ის დაკავება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.

 

2.9. ბრალდებულის 2018 წლის 10 ივლისის დაკავების ოქმის მიხედვით, 03:55 საათზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებული იქნა რ----- მ--–-------ი. ალკოტესტის შემოწმების ოქმის თანახმად დაკავებულ პირს დაუდგინდა სიმთვრალე 0,547 პროცენტული მაჩვენებლით.

 

2.10. ძალადობის ვითარების აღდგენის მიზნით 2018 წლის 10 ივლისს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულ ქ--------- მ--–-------თან. დაზარალებულმა შემთხვევის ადგილზე აღწერა პროცესი, თუ რა ვითარებაში, სახის რომელ მიდამოში მიაყენა ძმამ რ----- მ--–-------მა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულის დეტალური განმარტების მიხედვით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რ----- მ--–-------მა ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და კისრის არეში ნაკაწრის სახით მიიღო დაზიანება. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველ ფოტოებში ნათლად ჩანს, რომ დაზარალებული კისერზე ხელის მითითებით ადასტურებს დაზიანების ლოკალიზაციის ადგილს. საყურადღებოა, რომ ეს ლოკალური ადგილი ზუსტად ემთხვევა გარეგნული დათვალიერების ოქმში აღწერილ დაზიანების კვალსა და ადგილს.

 

2.11. ა----- მ--–-------ის ჩვენებით, 2018 წლის 10 ივლისს, მისი და-ძმა ქ--------- მ--–-------ი და რ----- მ--–-------ი სიტყვიერად კამათობდნენ კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით, თავად წავიდა დასაძინებლად. ა----- მ--–-------ს საძინებელ ოთახშიც ესმოდა და-ძმას შორის კამათი, თუმცა ოთახიდან არ გამოსულა. კამათიდან ცოტა ხანში, რ----- მ--–-------მა მას უთხრა, რომ ქ--------- გავიდა სახლიდან. ა----- მ--–-------მა ქუჩაში დაუწყო ქ--------- მ--–-------ს ძებნა, ამ დროს მას დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან და აცნობეს, რომ ქ--------- მ--–-------ი იმყოფებოდა პოლიციაში. ა----- მ--–-------მა დაადასტურა, რომ ქ--------- მ--–-------ს კისრის არეში აღენიშნებოდა დაზიანება. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 10 ივლისს პოლიციელებმა ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება მ--–-------ების სახლში, ქ--------- მ--–-------მა მათ მიუთითა კისრის არეში არსებულ დაზიანებაზე - ნაკაწრზე. პოლიციელებმა დაზიანებას გადაუღეს ფოტოები.

 

2.12. დაზარალებულმა ქ--------- მ--–-------მა სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2018 წლის 10 ივლისს, კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ძმასთან რ----- მ--–-------თან. დაზარალებულის ჩვენებით, 2018 წლის 10 ივლისს ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა, აღნიშნულის გამო არ ახსოვს თუ როგორ განვითარდა მოვლენები სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, თუმცა ეპიზოდურად ახსოვს, რომ გვიან ღამით მივიდა პოლიციაში. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ყელის არეში ჰქონდა დაზიანება, თუმცა ასევე არ ახსოვს მისი წარმოშობის მექანიზმი.

 

2.13. დაზარალებულის ჩვენებაში არსებული წინააღმდეგობების გარკვევის მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნდა ქ--------- მ--–-------ის გამოკითხვის ოქმი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ოქმის ბოლო გვერდზე ტექსტი, ,,ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს“ შესრულებულია ქ--------- მ--–-------ის მიერ. 10.07.2018 წ. გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 10 ივლისს, ქ--------- მ--–-------ს - ძმამ რ----- მ--–-------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან, რ----- მ--–-------მა ,,...მარჯვენა მხარეს სახის არეში დამარტყა ორჯერ..., ...როდესაც რ-----მა დამარტყა მარჯვენა გაშლილი ხელი ორჯერ, სახის მარჯვენა არეში განვიცადე ძლიერი ტკივილი, ხოლო მარჯვენა მხარეს კისრის არეში დარტყმის შედეგად მივიღე დაზიანება, რაც მეტყობა ნაკაწრის სახით“. დაზარალებულმა ქ--------- მ--–-------მა ასევე დაადასტურა, რომ განცხადება, სადაც მითითებულია, რომ 2018 წლის 10 ივლისს, ძმამ რ----- მ--–-------მა ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში - მან დაწერა პოლიციის განყოფილებაში.

 

2.14. დაზარალებული სასამართლო სხდომაზე შეეცადა არ მიეცა ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება, მან თავი აარიდა მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის დადასტურებას და ეს ყველაფერი ახსნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, მეხსიერების და მათ შორის ფსიქიკური პრობლემებით, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არაფერი მიუთითებს დადასტურებულად იმ გარემოებაზე, რომ ქ--------- მ--–-------ს აქვს ჯანმრთელობის იმგვარი პრობლემა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია მახსოვრობის უნართან ან/და აქვს რაიმე სახის ფსიქიკური ნაკლი. მისი ამგვარი პოზიცია სასამართლოს შეფასებით გამოწვეულია სწორედ ლატენტური დანაშაულის ბუნებიდან და მიზნად ისახავს მოძალადის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. დაზარალებულის განცხადება, რომ რ----- მ--–-------ი არის მისი გაზრდილი, უყვარს ძალიან და არ სურს იგი იხილოს პატიმრობაში, არის პირდაპირი ახსნა, თუ რატომ არ სურდა დაზარალებულს ფიზიკური ძალადობის ფაქტის გახსენება და დადასტურება.

 

2.15.ბრალდებულმა რ----- მ--–-------მა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში აღიარა წარდგენილი ბრალდება. დაადასტურა, რომ 2018 წლის 10 ივლისს, სიტყვიერი შელაპარაკების დროს, დას - ქ--------- მ--–-------ს ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში.

 

2.16. რ----- მ--–-------ის მიერ, 2018 წლის 10 ივლისს, ქ--------- მ--–-------ზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს ადასტურებს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი და მისი წერილობითი განცხადება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ასევე დაზარალებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოილუსტრაცია, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ მიუთითებს ძალადობის მსხვერპლი გამომძიებელს ფიზიკურ დაზიანებაზე, მოწმე გამომძიებლების მ------ ჯ------ს, გ------ ბ----–---–ის და გ------- შ-----–-ას ჩვენებები, თავად რ----- მ--–-------ის დასკვნითი და საბოლოო სიტყვები, გარდა აღნიშნულისა, სხეულზე დაზიანების არსებობის კვალს ასევე ადასტურებს მოწმე ა----- მ--–-------ი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთანალიზისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულ რ----- მ--–-------ის მიერ 2018 წლის 10 ივლისს ჩადენილია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

2.17. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივლისს, გვიან ღამით, რ----- მ--–-------მა ყოფით საკითხზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - ქ--------- მ--–-------ს, კერძოდ, ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულს კისრის არეში აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშანი - ნაკაწრის სახით, რაც იყო კვალი მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა. რაც შეეხება ბრალდებულ რ----- მ--–-------ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ჩადენილი არაერთგზის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3--------ის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1-----ისის განაჩენებით რ----- მ--–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენებით განსაზღვრული სასჯელის მოხდის პერიოდში ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, რის გამოც სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა.

 

2.18. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ რ----- მ--–-------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ (და), რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.

 

3.3. სასამართლოს შეფასებით ბრალდების კვალიფიკაცია არის სწორი, აღნიშნულიდან გამომდინარე რ----- მ--–-------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. რ----- მ--–-------ის პასუხისმგებლობის ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა არაფხიზელ მდგომარეობაში გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის პიროვნებაზე და ითვალისწინებს რა, რომ რ----- მ--–-------ი წარსულში ნასამართლევია იგივე დანაშაულისათვის და მსჯავრდებიდან დროის მცირე მონაკვეთში კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, რაც მიუთითებს მის მიდრეკილებაზე ოჯახში ძალადობისკენ. ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ვითარებაზეც, რომ ძალადობა ჩადენილი იქნა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რაც მიუთითებს გარემოებაზე, რომ ალკოჰოლი უარყოფით გავლენას ახდენს რ----- მ--–-------ის ქცევაზე. ამასთან საგულისხმოა, რომ პირობითმა მსჯავრმა რ----- მ--–-------ზე ვერ იქონია შესაბამისი გავლენა და ვერ იქნა უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები.

 

5.3. სასჯელის მიზნების უზრუნველყოფის და ბრალდებულის წარსულის გათვალისწინებით აუცილებელია რ----- მ--–-------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში რ----- მ--–-------ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე (და-ძმა) მომავალშიც არ გაგრძელდეს დის მიმართ ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

5.4. პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს შემამსუბუქებელ გარემოებას - დანაშაულის აღიარებას, ასევე რ----- მ--–-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობას - ფორმა #100-ის მიხედვით იგი დაავადებულია ფილტვის ტუბერკულოზით. ეს გარემოებები აისახება სასჯელის ზომაზე.

 

5.5. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს რ----- მ--–-------ი იყო პრობაციონერი, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----- მ--–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3--------ის განაჩენით დანიშნული 2 (ორი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და რ----- მ--–-------ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით რ----- მ--–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 ივლისიდან.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა