გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.10.2018
საქმის ნომერი
330210116001405383
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/15846-16

330210116001405383

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ოქტომბერი, 2018წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------ი“

წარმომადგენლები: გუ-–------------ე, და------–------ე

მოპასუხე - სს ,,უზ------–----------------------------–-------------–----------------ი“

წარმომადგენელი - და------------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს დაეკისროს 30/05/2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების სახით 235000 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეს დაეკისროს 30/05/2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 235000 აშშ დოლარის 0.05%-ის ოდენობით, 2015 წლის 7 მარტიდან 2016 წლის 22 ივნისის ჩათვლით, რაც შეადგენს 55460 აშშ დოლარს;

1.3. მოპასუხეს დაეკისროს 21/07/2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წინასწარ გადახდილი 124561.63 აშშ დოლარის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები:

მხარეთა შორის 2014 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს უნდა დაემზადებინა, მოსარჩელისათვის საქართველოში მიეწოდებინა და მოსარჩელის კუთვნილ სამშენებლო ობიექტზე, მდებარე. ქ. თბ--–---------------–--------------------------------------------------------0-ზე განთავსებულ მ---- და მ---- კორპუსებში უნდა დაემონტაჟებინა 3807.5 კვ.მ., შეთანხმებული ტიპისა და ხარისხობრივი მახასიათებლების მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, ღირებულებით ერთ კვადრატულ მეტრზე 89.5 აშშ დოლარით.

მოსარჩელემ მოპასუხეს სხვადასხვა დროს, წინასწარ გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა და მომსახურების ღირებულება 340771,68 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხეს ვალდებულება საერთოდ არ შეუსრულებია.

 

,,ჩი-------------–---------–---–-----–-------------–---------------------ს“ საქართველოს ფილიალთან 2014 წლის 21 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს ამ კომპანიისათვის საქართველოში მიეწოდებინა და სამშენებლო ობიექტზე, მდებარე ქ. თბ--–---------------–--------------------------------------------------------0-ზე განთავსებულ მ---- და მ---- კორპუსებში დაემონტაჟებინა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა.

მისაწოდებელი საქონლის ღირებულების სახით, ,,ჩი-------------–---------–---–-----–-------------–---------------------მ“ მოპასუხეს წინასწარ გადაუხადა 124561,63 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხემ საერთოდ არ შეასრულა საქონლის მიწოდების ვალდებულება.

ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები და უფლებები ,,ჩი-------------–---------–---–-----–-------------–---------------------მ“ დაუთმო მოსარჩელეს.

მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე და 636-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვა, მოპასუხისათვის ჯამში 465333,31 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება (იხ. პირველი სარჩელი (ტ.1. ს.ფ.-ები: 1-62).

 

29/11/2017წ. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მომართა სასამართლოს, 30/05/2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში, იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს წინასწარ გადაუხადა 340771.68 აშშ დოლარი - 3807.5 კვ.მ. კარ-ფანჯრის დამზადების, მიწოდებისა და მონტაჟის საფასურის თანხა. მოპასუხემ კი ვალდებულება შეასრულა არასრულფასოვნად - მოსარჩელეს მიაწოდა მხოლოდ ნაკეთობის დასამზადებელი მასალა და მაკომპლექტებელი დეტალების ნაწილი, რომელთა გამოყენებითაც სხვა პირის მიერ მოხდა 1545.6 კვ.მ. კარ-ფანჯრის დამზადება და მონტაჟი. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება 2262 კვ.მ. კარ-ფანჯრის ღირებულების - 202440 აშშ დოლარის უკან დაბრუნების ვალდებულება. ასევე, აღნიშნული მოცულობის კარ-ფანჯრის აწყობისათვის საჭირო მაკომპლექტებელი ნაწილების ღირებულება, რომელიც არ მოუწოდებია - 44500 აშშ დოლარი და სამონტაჟო მასალისა და მონტაჟის ღირებულება 11140 აშშ დოლარი. ჯამში, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოითხოვა, მოპასუხისათვის ძირითადი დავალიანების სახით, 258080,18 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.

21/07/2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, 124561,63 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, მოსარჩელემ დატოვა უცვლელად.

ჯამში, მოსარჩელემ მოითხოვა 382641.81 აშშ დოლარის ანაზღაურება (ტ.2. ს.ფ.-ები: 1-143).

 

18/01/2018წ. მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სარჩელი 30/05/2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში და აღნიშნა, რომ 1545.6 კვ.მ. კარ-ფანჯრის აწყობისათვის საჭირო მიუწოდებელი მაკომპლექტებელი ნაწილებისა და სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 40012.44 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 57218.77 აშშ დოლარს, ჯამში 299671.21 აშშ დოლარს.

 

მოსარჩელის განმარტებით, საქონლის ღირებულების წინასწარი ანაზღაურების მიზნით, მოპასუხეს გადაუხადა 07/06/2014წ. 54971.8 აშშ დოლარი; 19/06/2014წ. – 49474.6 აშშ დოლარი და 101893 აშშ დოლარი; 30/06/2014წ. – 91704 აშშ დოლარი; 19/08/2014წ. – 15686.5 აშშ დოლარი; 21/08/2015წ. – 27041.78 აშშ დოლარი; ჯამში - 340771.68 აშშ დოლარი.

მოპასუხემ მიაწოდა მხოლოდ 1545.6 კვ.მ. კარ-ფანჯარა, შესაბამისად არ მომხდარა 2262 კვ.მ. კარ-ფანჯრის დამზადება და მიწოდება, ღირებულებით 202440 აშშ დოლარი; ამასთან, მიწოდებული პლასტმასის პროფილში არ აღმოჩნდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლითონის სადები, მზიდი კონსტრუქცია, რომელის ღირებულებაც 1545.6 კვ.მ.-ზე შეადგენს 2894.9 აშშ დოლარს.

მოპასუხის მიერ არ მომხდარა შემდეგი დეტალების მიწოდება: 100 მმ კედლის ,,შურუპი“ (ბულდექსი), ღირებულებით 701,4 აშშ დოლარი; მინის სარეგულირო პლასტმასი - 5261.6 აშშ დოლარი; ჩამკეტი მექანიზმი - 2515 აშშ დოლარი; ანჯამა - 2827.34 აშშ დოლარი - შურუპი 3.5.მმ (თვითმჭრელი) ლითონის პროფილის დასამაგრებლად - 2953.5 აშშ დოლარი; ლითონის პროფილი - 2894.9 აშშ დოლარი; ჭანჭიკი 3.5. მმ - 42.7 აშშ დოლარი; 1545.6 კვ.მ. კარ-ფანჯრის სამონტაჟო სამუშაოები - 11133 აშშ დოლარი; 482 კვ.მ. მინა-პაკეტი - 11683.68 აშშ დოლარი. ჯამში 40012.44 აშშ დოლარი.

იმპორტის 4 საბაჟო დეკლარაციით ფაქტობრივად მიწოდებული პროდუქციის სუფთა ჯამური წონაა 29750 კგ, რაც ნიშნავს, რომ მიწოდებული 1 კვ.მ. მზა კარ-ფანჯრის წონაა 7.8133 კგ. რაც აბსურდია. ერთი კვ.მ. მზა კარ-ფანჯრის წონა 23.16-24.26 კგ-ს შეადგენს, საიდანაც გამომდინარე 3807.5 კვ.მ. ეს პროდუქცია წონით უნდა ყოფილიყო 35796.096-37496.256 კგ-ს ფარგლებში.

მოპასუხე მოიქცა არაკეთილსინდისიერად და 4 იმპორტის შედეგად მოწოდებული 1545.6 კვ.მ. პროდუქციაზე სრულად გაწერა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადარიცხული თანხა, რომლითაც სახელშეკრულებო ფასის მიხედვით - 1კვ.მ. – 89.5 აშშ დოლარი - მიწოდებას ექვემდებარებოდა 3807.5 კვ.მ. პროდუქცია.

საბაჟო პროცედურების დასრულების შემდგომ, მოსარჩელის სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე კონტეინერების გახსნისას, აღმოჩენილი იქნა, რომ ტვირთის თანმხლებ დოკუმენტში გრძივ მეტრებში მითითებული მეტალოპლასტმასის პროფილის ნაცვლად ჩატვირთული იყო მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ჩარჩოები, რომლებიც პროფილის ხარისხობრივი მახასიათებლებით განსხვავდებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულისაგან. მ----, მ---- კორპუსებში 4 იმპორტის შედეგად მიწოდებული 1545.6 კვ.მ. მინა-პაკეტებით დაკომპლექტება, მათ შორის, დანაკლისის გამო 501 კვ.მ. მინა-პაკეტის მიწოდება, ჩასმა და მონტაჟი დასახელებულ კორპუსებში მოახდინა შპს ,,კო--------–------------------იმ“, დირექტორი ბო-------------ე, რომელიც იმავდროულად პერსონალურად ახდენდა 4 იმპორტის შედეგად მიწოდებული ტვირთების მიღებას და დათვალიერებას.

 

მოსარჩელემ უცვლელად დატოვა მოთხოვნა 21/07/2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში და განმარტა, რომ მ---- და მ---- კორპუსებში კარ-ფანჯრის დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოები მთლიანად შეასრულა კომპანია ,,ალ---------მა“, რისი ღირებულებაც მოსარჩელემ მას სრულად აუნაზღაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22/12/2015წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

საქმის ზეპირი განხილვისას, მოსარჩელემ პირველი ხელშეკრულების ნაწილში განმარტა, რომ იგი ითხოვს არა ზიანის ანაზღაურებას, არამედ ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, განხორციელებული შესრულების უკან დაბრუნებას, იმ ნაწილში, რა ნაწილშიდაც მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა. 30/05/2014წ. ხელშეკრულებიდან იგი გავიდა 2016 წლის 22 ივნისს (22/06/2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი. 11: 41-11:50სთ).

22/06/2018წ. და 26/09/2018წ. სასამართლო სხდომებზე, მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი 30/05/2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში და იგი ჩამოყალიბა ამ გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული სახით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო (წერილობითი შესაგებლები იხ. ტ.1. ს.ფ.-ები: 202-220, 222-282, ტ.2. ს.ფ.-ები: 295-314, 362-372).

 

შესაგებლის საფუძვლები:

მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ 30/05/2014წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა, თუმცა განმარტა, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული: მოსარჩელეს მიეწოდა შესაბამისი ღირებულების საქონელი. კერძოდ, 26/02/2015წ. – 51106,40 აშშ დოლარის; 31/01/2013წ. – 39505,84 აშშ დოლარის; 06/03/2015წ. – 84960 აშშ დოლარის, რაც დასტურდება ანგარიშ-ფაქტურით და საბაჟო დეკლარაციის დოკუმენტით; ანუ ჯამში, მოპასუხეს მიეწოდა მთლიანი ღირებულების საქონელი.

მოპასუხის განმარტებით, წინამდებარე სარჩელი გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ მოსარჩელემ წააგო დავა კომპანია ,,ალ---------თან“, რომელმაც მოსარჩელეს მოსთხოვა იმ შესრულების ღირებულება, რომელიც მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა. მოსარჩელემ ეს პროცესი წააგო იურიდიული შეცდომის გამო და არა სამართლებრივი საფუძვლით. მოსარჩელე ცდილობს ეს ზიანი აანაზღაუროს მოპასუხისაგან.

21/07/2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელე უზრუნველყვეს შესაბამისი პროდუქციით კომპანია ,,ალ---------ის“ მეშვეობით. 2015 წლის 6 იანვრის შემდგომ დარჩენილი სამუშაოები ასევე შესრულდა დასახელებული კომპანიის მიერ. კერძოდ, მოსარჩელეს დარჩენილი ჰქონდა გადასახდელი სახელშეკრულებო თანხის 5%, რაზედაც მიმართა მოპასუხეს წერილობით. მოპასუხემ დაავალა კომპანია ,,ალ---------ს“ ამ სამუშაოების შესრულება, რაც განხორციელდა.

 

მე-2 დაზუსტებულ სარჩელთან დაკავშირებით წარმოდგენილ შესაგებელში, მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ თავდაპირველ სარჩლში მოპასუხე მიუთითებდა 30/05/2014წ. ხელშეკრულების საერთოდ შეუსრულებლობაზე, ხოლო შემდგომ განმარტა, რომ 65% არ შესრულებულაო, რაც ნიშნავს, ორი კორპუსიდან ერთ-ნახევარ კორპუსზე სამუშაოების შეუსრულებლობას. არ განმარტავს, თუ ვინ შეასრულა ეს სამუშაოები და კორპუს-ნახევრისათვის საჭირო მასალები სადა შეიძინა დამატებით; ასევე, ამ ხელშეკრულების 4.5. პუნქტის შესაბამისად, ასეთ პირობებში რატომ განაცხადეს პრეტენზია 2 წლის შემდეგ და არა 2 დღის ვადაში; მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი ამ კორპუსებში კარ-ფანჯრის დამონტაჟების დროს შემდგარი ,,ფორმა 2“-ები; 65%-იანი დანაკლისი მოსარჩელეს უნდა შეენიშნა ტვირთის მიღებისას, ხოლო ყველა კარ-ფანჯარა არის ,,კ--------“ ბრენდის, რომელიც მხოლოდ მოპასუხის საფირმო ბრენდია.

რაც შეეხება 21/07/2014წ. ხელშეკრულებას, ამ ნაწილში მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ მისი მიმართვის საფუძველზე, კომპანია ,,ალ---------მა“ წერილობით დაადასტურა მ---- კორპუსში 725 კვ.მ. კარ-ფანჯრის დამზადება და მონტაჟი.

 

ბოლო შესაგებელში მოპასუხემ განმარტა, რომ 30/05/2014წ. ხელშეკრულების ფარგლებში პროდუქციის მიწოდებისას, მოსარჩელე არანაირ პრეტენზიას არ აცხადებდა, ვინაიდან მოპასუხე სრულყოფილად ახორციელებდა საქონლის მიწოდებასა და მონტაჟს, რასაც ადასტურებს მოპასუხის პოზიცია კომპანია ,,ალ---------თან“ პროცესის მიმდინარეობისას, სადაც მოსარჩელე აცხადებდა, რომ სწორედ მოპასუხე კომპანიისაგან მიიღო შესრულება, რომელსაც სრულად გადაუხადა შესაბამისი ღირებულება. წინამდებარე საქმეზე კი მოსარჩელემ არაერთხელ შეცვალა თავისი პოზიცია.

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს მიეწოდა შეკვეთილი პროდუქცია, ხოლო თუ რა დაუკვეთა მან ბო-------------ეს, უცნობია და საქმესთან კავშირი არ აქვს.

კომპანია ,,ალ---------მა“ მოსარჩელეს სამუშაოები შეუსრულა მოპასუხის დავალებით, რასაც მათი წერილიც ადასტურებს, თუმცა ,,ალ---------თან“ დავისას მოსარჩელემ სათანადოდ ვერ დაიცვა თავი და პროცესი წააგო, რაც არ ნიშნავს მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 30 მაისს, მოსარჩელე, სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------სა“ და მოპასუხე, თ--------------------–---–- რეგისტრირებულ კომპანია სს ,,უზ------–----------------------------–-------------–----------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ, როგორც გამყიდველმა, იკისრა მოსარჩელისათვის, როგორც მყიდველისათვის, 842 კვ.მ. პოლივინილქლორიდის პლასტმასის კარების, 1183.17 კვ.მ. პლასტმასის ფანჯრების (მ---- კორპუსისათვის) და 377 კვ.მ. პლასტმასის ფანჯრების (მ---- კორპუსისათვის), ჯამში 3505,36 კვ.მ., კარ-ფანჯრის დამზადების, მიწოდებისა და შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ვალდებულება.

ფანჯრების ფართობის მოცულობა იყო პირობითი და ექვემდებარებოდა შეცვლას მყიდველის შეკვეთის მიხედვით.

ერთი კვ.მ. საქონლის ფასი შეადგენდა 89.5 აშშ დოლარს, ხოლო მთლიანი ფასი - 313729.72 აშშ დოლარს, რაც მოიცავდა ტრანსპორტირების, სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის, დამონტაჟების, განბაჟების, ადგილზე ტრანსპორტირების ხარჯებს, დღგ-ს ჩათვლით.

საქონლის მიწოდება უნდა მომხდარიყო თ---------- რესპუბლიკიდან საქართველოში, მოსარჩელის სამშენებლო ობიექტზე, მდებარე. ქ. თბ--–---------------–--------------------------------------------------------0-ზე და მისი მონტაჟი აქ განთავსებულ მ---- და მ---- კორპუსებში.

კარების მიწოდება უნდა მომხდარიყო ავანსის (ხელშეკრულების მთლიანი ფასის 50%-ის) გადახდიდან 7 დღის ვადაში, ხოლო ფანჯრების მიწოდებისა და დამონტაჟების დრო განისაზღვრებოდა მყიდველის მიერ გამყიდველისათვის გაგზავნილი დამატებითი შეტყობინებით.

სამონტაჟო სამუშაოები მოპასუხეს უნდა დაესრულებინა საქონლის მიწოდებიდან 30 დღის ვადაში.

მოპასუხემ იკისრა გარანტია საქონლის ხარისხზე: მასალის ტიპი - F-------------------------------------, სერიული, ორივე მხრიდან ლამინირებული; ფერი - ოქრო-ყავისფერი, ოქრო-მუხის ფერი; ფოლადის სადების სიღრმე -1.2 მმ; ფოლად-პლასტმასის მასალის სიღრმე - 2.5. მმ; მინის სიღრმე - 4+12+4მმ; რომელიმე მინის 1.5. მმ-ზე მეტობის შემთხვევაში, გამოიყენება 6+9A+4 მმ სტანდარტული მინა.

გარანტიის პირობებით, გამყიდველის პასუხისმგებლობა მოიცავდა საქონლის გამოცვლას, ფასის უკან დაბრუნებას, საქონლის მონტაჟითა და დაუმონტაჟებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ან დამატებით მომსახურებას მყიდველის მიერ გამოვლენილი ნაკლის აღმოსაფხვრელად იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დეფექტი/ნაკლი არ გამოვლინდა საქონლის მიღებისას.

ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მყიდველს დაუყოვნებლივ, წერილობით უნდა ეცნობებინა გამყიდველისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 30/05/2014წ. ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.-ები: 24-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. მოსარჩელემ მოპასუხეს ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადაუხადა 340771.68 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- საგადახდო დავალებები (ტ. 1. ს.ფ.-ები: 30-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. მოსარჩელეს საქონლის მიღებაზე უარი არ განუცხადებია. ასევე, ადგილი არ ჰქონია მოპასუხე, სს ,,უზ------–----------------------------–-------------–----------------ის“ მიმართ ისეთ მოქმედებების განხორციელებას, როგორიცაა: ნივთის ნაკლის გამო პრეტენზიის წარდგენა, ნაკლის გამოსწორების ან ფასის შემცირების, საგარანტიო ვადაში საგარანტიო პირობების შესრულების მოთხოვნა.

ასევე, მოსარჩელე არ მიუთითებს, რომ მოპასუხე შეგნებულად დუმდა საქონლის სარჩელში აღნიშნული ნაკლის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო სატრანსპორტო დეკლარაციები (ტ. 1. ს.ფ.-ები: 241-277);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.3. კომპანია ,,ჩი-------------–---------–---–-----–-------------–---------------------ს“ საქართველოს ფილიალსა და მოპასუხეს შორის, 2014 წლის 21 ივლისს დაიდო ხელშეკრულება (ქართულ თარგმანში დაშვებულია მექანიკური უზუსტობა - ხელშეკრულების თარიღად მითითებულია 19/07/2014წ.), რომლითაც მოპასუხეს დასახელებული კომპანიისათვის, საქართველოში, ქ. თბ--–---------------–--------------------------------------------------------0-ზე უნდა დაემზადებინა, მიეწოდებინა და დაემონტაჟებინა პოლიეთილენის კარ-ფანჯარა: 1176.88 კვ.მ. - მ---- კორპუსისათვის; 1181 კვ.მ. - მ---- კორპუსისათვის; 1523.50 კვ.მ. - მე-9 კორპუსისათვის და 2379.88 კვ.მ. მე-15 კორპუსისათვის.

საქონლის მოცულობა შეიძლებოდა შეცვლილიყო მყიდველის მოთხოვნით.

საქონლის ღირებულება შეადგენდა 89.50 აშშ დოლარს, ერთ კვ.მ.-ზე, მთლიანი ღირებულება - დაახლოებით 560339.81 აშშ დოლარი, რაც მოიცავდა მოიცავდა საქონლის შეფუთვის, საქართველოში ტრანსპორტირების, დატვირთვა-გადმოტვირთვის, განბაჟების, სამშენებლო ობიექტზე საქონლის ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ღირებულებას.

მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეხადა გამყიდველისათვის ავანსი - მთლიანი ღირებულების 50%, ხოლო 45% უნდა გადახდილიყო გამყიდველის საქართველოში მდებარე საწყობში საქონლის ტრანსპორტირებიდან სამი საბანკო დღის ვადაში. დარჩენილი 5%-ის გადახდა უნდა მომხდარიყო მყიდველის ობიექტის ტერიტორიაზე საქონლის ჩამოცლის შემდეგ.

ავანსის მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამყიდველს ეკისრებოდა საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის ვალდებულება 15 დღის განმავლობაში, შემდეგნაირად: მ---- კორპუსის კარ-ფანჯრების დამონტაჟება უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 23 აგვისტოს; მ---- კორპუსის - 2014 წლის 7 სექტემბრამდე; მე-9 კორპუსის - 2014 წლის 23 სექტემბრამდე და მე-15 კორპუსის - 2014 წლის 30 ოქტომბრამდე.

სამონტაჟო სამუშაოები მოპასუხეს უნდა დაესრულებინა საქონლის მიწოდებიდან 30 დღის განმავლობაში.

მოპასუხემ იკისრა გარანტია, რომ საქონლის ხარისხი შესაბამისობაში იქნებოდა ,,ჰუალინგის“ კომპანიის მიერ მიღებულ და მოწონებულ ხარისხის სტანდარტებთან. საქონლის ფერი - ოქრო-ყავისფერი; ფოლადის სადების სისქე - 1.2 მმ; ფოლად-პლასტმასის მასალის სისქე - 2.5. მმ; მინის სისქე - 4+12+4მმ; რომელიმე მინის 1.5. მმ-ზე მეტობის შემთხვევაში, გამოიყენება 6+9A+4 მმ სტანდარტული მინა.

გარანტიის პირობებით, გამყიდველის პასუხისმგებლობა მოიცავდა საქონლის გამოცვლას; თანხის უკან დაბრუნებას დაზიანებული საქონლის სანაცვლოდ; ნებისმიერი ზიანის ანაზღაურებას, რომელიც წარმოიშვა საქონლის დამონტაჟების ან დამატებით მომსახურების გაწევის დროს, რომელიც გამოწვეულია მყიდველის მიზეზითა და მისი მოთხოვნით; ასევე, ისეთი ზიანის ანაზღაურება, რომელიც მყიდველის მიერ მიღება-ჩაბარების გაფორმების დროს ვერ იქნა აღმოჩენილი.

საგარანტიო ვადა - 1 წელი - აითვლებოდა სამუშაოების მიღების დღიდან.

ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მყიდველს დაუყოვნებლივ, წერილობით უნდა ეცნობებინა გამყიდველისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 30/05/2014წ. ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.-ები: 39-51);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. მისაწოდებელი საქონლის ღირებულების სახით, ,,ჩი-------------–---------–---–-----–-------------–---------------------მ“ მოპასუხეს წინასწარ გადაუხადა 124561,63 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- საგადახდო დავალებები (ტ. 1. ს.ფ.-ები: 52-53);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. 21/07/2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები და უფლებები, მათ შორის, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებაზე უარის, განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებები, მოპასუხის მიმართ, ,,ჩი-------------–---------–---–-----–-------------–---------------------მ“ დაუთმო მოსარჩელეს, 2016 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 15/06/2016წ. ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.-ები: 56-58);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. სამოქალაქო N2/3-----5 საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 22/12/2015წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შპს ,,კ-----------–---------ის“ სარჩელი სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------ის“ წინააღმდეგ, და ამ უკანასკნელს დაეკისრა 465131.05 აშშ დოლარის გადახდა, ზემოაღნიშნულ მისამართზე სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------ის“ კუთვნილ N------------------ კორპუსებში 5197 კვ.მ. ფართის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადებისა და მონტაჟის ღირებულების სახით.

საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, მესამე პირად მოპასუხის მხარეზე მონაწილეობდა კომპანია სს ,,უზ------–----------------------------–-------------–----------------ი“.

მოცემულ საქმეზე სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ: შპს ,,კ-----------–---------მა“ სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------ის“ დაკვეთით, N------------------ კორპუსებში შეასრულა 5197 კვ.მ. ფართის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოები; შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 465131.5 აშშ დოლარს; სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------ის“ და სს ,,უზ------–----------------------------–-------------–----------------ს“ შორის დადებული იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი ვალდებულია მყიდველს, სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------ს“ მიაწოდოს პროდუქცია მ---- და მ---- კორპუსისასთვის და მყიდველისათვის შეასრულოს შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოები. მეორეს მხრივ მყიდველი ვალდებულია და სს ,,უზ------–----------------------------–-------------–----------------ს“ გადაუხადოს შესაბამისი ფასი; შპს ,,კ-----------–---------ი” სამუშაოების ჩატარების დროს მოქმედებდა სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------თან“ შეთანხმებით და მისი ნებართვით; სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------მა“ ვერ დაამტკიცა, რომ მან მშენებარე კორპუსებში შესრულებული სამუშაოები მიიღო კომპანია სს ,,უზ------–----------------------------–-------------–----------------ისაგან“. და არა შპს ,,კომპანია ა-–--------------”. მოპასუხე, სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------ს“ არ აქვს ანაზღაურებელი შპს ,,კ-----------–---------ისისათვის“ გაწეული მომსახურების ღირებულება; შპს ,,კ-----------–---------მა” მეტალო-პლასტმასის შესაბამისი ზომის, კონფიგურაციის და პარამეტრების შიდა კარებებისა და ფანჯრების დამზადება და მონტაჟი განახორციელა უშუალოდ მოპასუხე სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------ის“ დაკვეთით მის კუთვნილ მშენებარე №-------------------- კორპუსებში.

სასამართლომ არ გაიზიარა სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------ის“ მოსაზრება, რომ იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ ყოფილა შპს ,,კ-----------–---------თან” და მისთვის არ დაუკვეთავს შესაბამისი პროდუქციის დამზადება და მონტაჟი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------მა“ შესრულებული სახით მიიღო შპს ,,კ-----------–---------ის” მიერ ჩატარებული სამუშაოები და არ გამოუთქვამს პრეტენზია არც შპს ,,კ-----------–---------ის” მიერ შესაბამისი სამუშაოების განხორციელებისას და არც შედეგის დადგომის შემდგომ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის (შპს ,,კ-----------–---------ი“) მიერ დადასტურდა მოპასუხისათვის (სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------ი“) მომსახურების გაწევა და მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება. დადგინდა, რომ მოსარჩელე უშუალოდ მოპასუხის მიერ გადაცემული ნახაზებით მოქმედებდა და აღნიშნულის შესაბამისად ასრულებდა სამუშაოს. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ მშენებარე კორპუსებში მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადება და მონტაჟი წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე უნდა განეხორციელებინა კომპანია ,,Uz------------------------------------S” და არა მოსარჩელე მხარეს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან (მათ შორის სასაქონლო ზედნადებების, ექსპერტზის დასკვნის) გამომდინარე, მოსარჩელე არის უშუალო შემსრულებელი, ხოლო მოპასუხე წარმოადგენს იმ კომპანიას, რომლის კუთვნილ მშენებარე კორპუსებშიც ჩატარებულ იქნა შესაბამისი სამუშაოები და მოცემულ შემთხვევაში არ გამოიკვეთა კომპანიის ,,Uz------------------------------------S” - როგორც დამკვეთი სუბიექტის როლი. მოპასუხის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები მხოლოდ შიდა ტრანსპორტირებაზე მიუთითებს და არ ადასტურებს მოპასუხისათვის საქონლის გადაცემას. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხე მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლება და არ ადგენს შესაბამის მტკიცებულებას. ამასთან, მოპასუხე მიუთითებდა, რომ მისი ვარაუდით აღნიშნული სამუშაოები ხორციელდებოდა კომპანიის ,,Uz------------------------------------S”-ის მიერ და სწორედ მის წინაშე იყო ვალდებული მოპასუხე მხარე განეხორციელებინა ანგარიშსწორება, მაგრამ მის მიერ არც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 22/12/2015 გადაწყვეტილების ასლი (ტ.2. ს.ფ.-ები: 267-280);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. 21/07/2014წ. ხელშეკრულების ნაწილში, მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის, ,,ჩი-------------–---------–---–-----–-------------–---------------------ს“ საქართველოს ფილიალის მიერ მოპასუხეს დაენიშნა დამატებითი ვადა - 5 დღე - მ---- და მ---- კორპუსების კარ-ფანჯრის მიწოდებისა და 10 დღე - მონტაჟისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 06/01/2015წ. წერილი (ტ.1. ს.ფ. 228);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დარღვეული აქვს 30/05/2014წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის რაოდენობასა და შესაბამისობასთან დაკავშირებით, მოპასუხისათვის კანონითა და ხელშეკრულებით დადგენილი პრეტენზიის წარდგენის ვადები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ 21/07/2014წ. ხელშეკრულების მხარის, ,,ჩი-------------–---------–---–-----–-------------–---------------------ს“ საქართველოს ფილიალის 06/01/2015წ. წერილში, მითითება მოპასუხის მიერ მ---- და მ---- კორპუსების ნაწილში ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შესახებ, არასწორია, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ამ გარემოების დამადასტურებელი კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 06/01/2015წ. წერილი (ტ.1. ს.ფ. 228);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.3. სამოქალაქო N2/3-----5 საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 22/12/2015წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგენილი იქნა ფაქტობრივი გარემოება შპს ,,კ-----------–---------ის“ მიერ სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------ის“ კუთვნილ N------------------ კორპუსებში 5197 კვ.მ. ფართის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადებისა და მონტაჟის შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, 21/07/2014წ. ხელშეკრულების მხარის, ,,ჩი-------------–---------–---–-----–-------------–---------------------ს“ საქართველოს ფილიალმა, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და უფლებების მოსარჩელისათვის დათმობამდე, მოპასუხეს დაუდასტურა მ---- და მ---- კორპუსებში საქონლის მიწოდებისა და მისი მონტაჟის ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი.

ასეთ პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მ----, მ----, მ---- და მ---- კორპუსებში მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ჯამში 6165.38 კვ.მ. კარ-ფანჯრის მიწოდება და მონტაჟი (3807.5 კვ.მ. (30/05/2014წ. ხელშეკრულება) + 2357.88კვ.მ. (21/07/2014წ. ხელშეკრულებიდან მ---- და მ---- კორპუსებისათვის მისაწოდებელი კარ-ფანჯრის ფართი)), კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, კი, შპს ,,კ-----------–---------ს“ ამ კორპუსებში შესრულებული აქვს 5197 კვ.მ. ფართის კარ-ფანჯრის მიწოდებისა და მონტაჟის ვალდებულება, ამასთან, ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტით, ერთი კვ.მ. კარ-ფანჯრის ღირებულება 89.5 აშშ დოლარი, მოიცავდა საქონლის შეფუთვის, საქართველოში ტრანსპორტირების, დატვირთვა-გადმოტვირთვის, განბაჟების, სამშენებლო ობიექტზე საქონლის ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ღირებულებასაც, მოსარჩელე ვალდებული იყო დაედასტურებინა, თუ კონკრეტულად რა ღირებულების საქონლის მიწოდების ვალდებულება დარჩა შესასრულებელი მოპასუხეს მ---- და მ---- კორპუსებში.

ასეთი დასაბუთება და შესაბამისი მტკიცებულებები მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია (შეფასება/ინსპექტირების ანგარიში შეეხება მხოლოდ მ---- და მ---- კორპუსებში დამონტაჟებული კარ-ფანჯრის ღირებულების დადგენას), რაც შეუძლებელს ხდის სასამართლოს მიერ ამ მოცულობის განსაზღვრას. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოპასუხის მიერ დასახელებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 15/06/2016წ. ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.-ები: 56-58);

- 22/12/2015 გადაწყვეტილების ასლი (ტ.2. ს.ფ.-ები: 267-280);

- შეფასება-ინსპექტირების ანგარიში (ტ.2. ს.ფ.-ები: 24-143);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ" გაეროს 1980 წლის კონვენცია (შემდგომში ,,კონვენცია“), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 327-ე მუხლის პირველი ნაწილი, 352-ე მუხლი, 361-ემუხლის მე-2 ნაწილი, 405-ე, 427-ე, 477-ე, 488-ე, 491-493-ე, 495-497-ე, 629-ე, 641-642-ე, 644-ე, 653-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. ამავე კოდექსის 639-ე მუხლის შესაბამისად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), ხოლო 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა, ხოლო 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-? ?????? მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

,,საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ" გაეროს 1980 წლის კონვენციის 38-ე მუხლის შესაბამისად, მყიდველმა უნდა შეამოწმოს საქონელი ან უზრუნველყოს მისი შემოწმება ისეთ მოკლე ვადაში, რომელიც პრაქტიკულად შესაძლებელია ასეთ პირობებში. ამავე კონვენციის 39-ე მუხლის შესაბამისად, მყიდველი კარგავს უფლებას მიუთითოს საქონლის შეუსაბამობაზე, თუ იგი გამყიდველს არ შეატყობინებს საქონლის შეუსაბამობის შესახებ გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მან აღმოაჩინა ან უნდა აღმოეჩინა ეს შეუსაბამობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მხარეთა შორის 30/05/2014წ. დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს საქონლის ნასყიდობის საერთაშორისო ხელშეკრულებას, მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობა ექცევა ამ კონვენციის რეგულირების სფეროში.

უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს საქონელი მიაწოდა 2015 წლის 2 თებერვლიდან 2015 წლის 7 მარტის ჩათვლით (იხ. იმპორტის საბაჟო დეკლარაციები (ტ. 2. ს.ფ.-ები: 18-23), სარჩელი კი შემოტანილია 2016 წლის 22 ივნისს.

მოსარჩელეს, ხელშეკრულების 4.5. პუნქტის შესაბამისად, მიწოდებიდან ორი დღის ვადაში უარი არ უთქვამს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე, რაც მხარეთა შეთანხმებით, ნიშნავდა გამყიდველის მიერ ვალდებულებების ავტომატურად შესრულებულად ჩათვლას.

სასამართლო განმარტავს, რომ მეწარმის, როგორც მყიდველის, მიერ შეძენილი საქონლის შემოწმებისა და ნაკლის აღმოჩენისას გამყიდველისადმი პრეტენზიის გონივრულ ვადებში წარდგენის ვალდებულება, გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის დანაწესითაც, რომლის მიხედვით, თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება. თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ შეუძლია დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებას.

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ დასახელებული ნორმა „შემძენ მეწარმეს კანონის ძალით წარმოუშობდა ჩვეულებრივ მყიდველთან შედარებით მეტ წინდახედულებას და ნასყიდობის საგნის მახასიათებლების შემოწმებას. ამ ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს მეწარმეს სახელშეკრულებო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ გამყიდველს ეკისრებოდა უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულება“ (იხ. სუსგ Nას-560-519-2017, 16.06.2017წ.).

 

სასამართლო თვლის, რომ ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელის განმარტებით, საკითხი ეხება მისაწოდებელი საქონლის თითქმის 60%-იან დანაკლისს (სარჩელით, მისაწოდებელი 3807.5 კვ.მ. კარ-ფანჯრიდან, მოპასუხეს მისთვის არ გადაუცია და დაუმონტაჟებია 2262 კვ.მ. და ასევე 40012.44 აშშ დოლარის ღირებულების მასალები (იხ. ბოლო დაზუსტებული სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გარემოება (ტ.2. ს.ფ.320), ხოლო მოსარჩელის მიერ ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის რაოდენობასა და შესაბამისობასთან დაკავშირებით, მოპასუხის მიმართ კანონითა (სამოქალაქო კოდექსის 352(1), 405-ე (1), 483-ე, 491 (ნივთის ნაკლის გამო ხელშეკრულების მოშლა), 492 (ნაკლის გამო ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება), 493-ე (ნაკლები ოდენობის საქონლის მიწოდებისას საქონლის მიღებაზე უარის უფლება), 495-ე (მეწარმის მიერ შესყიდული საქონლის დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულება და გონივრულ ვადაში პრეტენზიის წარდგენა), 496 და 653-ე (საგარანტიო ვადაში პრეტენზიის წარდგენა) და ხელშეკრულებით (4.5 და მე-5 პუნქტები) გათვალისწინებული მოქმედებების შესრულებას, საქონლის მიწოდებიდან ერთი წლისა და 4 თვის შემდეგ სარჩელის შეტანა, არ შეიძლება ჩაითვალოს ,,გონივრულ ვადად" კონვენციის დასახელებული ნორმების მიზნებისათვის. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ კონვენციის 39-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს აღარ გააჩნია უფლება პრეტენზია წაუყენოს მოპასუხეს საქონლის რაოდენობასა და შესაბამისობასთან დაკავშირებით, ეს ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ითვლება შეწყვეტილად მისი შესრულებით, რის გამოც, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, არ არსებობს მოსარჩელის 30/05/2014წ. ხელშეკრულებიდან გასვლისა და მოპასუხის მიერ მიღებული შესრულების უკან დაბრუნების, ასევე, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ 21/07/2014წ. ხელშეკრულების მხარის, ,,ჩი-------------–---------–---–-----–-------------–---------------------ს“ საქართველოს ფილიალის 06/01/2015წ. წერილში, მითითება მოპასუხის მიერ მ---- და მ---- კორპუსების ნაწილში ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შესახებ, არასწორია, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ამ გარემოების დამადასტურებელი კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულებები. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით კი ახალ მფლობელზე მოთხოვნები და უფლებები გადადის ისეთ მდგომარეობაში, როგორადაც ის იყო თავდაპირველ მფლობელთან (ს.კ.-ის 198-ე მუხლი). გარდა ამისა, ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულის უკან გამოთხოვა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებიდან ერთ-ერთი მხარის გასვლისას (ს.კ.-ის 352(1), რაც ხორციელდება ამავე კოდექსის 355-356-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ან ამ ხელშეკრულების ბათილობისას (ს.კ-ის 976.1.,,ა“ მუხლი). ამ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე გავიდა 21/07/2014წ. ხელშეკრულებიდან ან რომ ეს ხელშეკრულება ბათილია.

6.3. სამოქალაქო N2/3-----5 საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 22/12/2015წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგენილი იქნა ფაქტობრივი გარემოება შპს ,,კ-----------–---------ის“ მიერ სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------ის“ კუთვნილ N------------------ კორპუსებში 5197 კვ.მ. ფართის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადებისა და მონტაჟის შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, 21/07/2014წ. ხელშეკრულების მხარის, ,,ჩი-------------–---------–---–-----–-------------–---------------------ს“ საქართველოს ფილიალმა, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და უფლებების მოსარჩელისათვის დათმობამდე, მოპასუხეს დაუდასტურა მ---- და მ---- კორპუსებში საქონლის მიწოდებისა და მისი მონტაჟის ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი. ასეთ პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მ----, მ----, მ---- და მ---- კორპუსებში მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ჯამში 6165.38 კვ.მ. კარ-ფანჯრის მიწოდება და მონტაჟი (3807.5 კვ.მ. (30/05/2014წ. ხელშეკრულება) + 2357.88კვ.მ. (21/07/2014წ. ხელშეკრულებიდან მ---- და მ---- კორპუსებისათვის მისაწოდებელი კარ-ფანჯრის ფართი)), კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, კი, შპს ,,კ-----------–---------ს“ ამ კორპუსებში შესრულებული აქვს 5197 კვ.მ. ფართის კარ-ფანჯრის მიწოდებისა და მონტაჟის ვალდებულება, ამასთან, ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტით, ერთი კვ.მ. კარ-ფანჯრის ღირებულება 89.5 აშშ დოლარი, მოიცავდა საქონლის შეფუთვის, საქართველოში ტრანსპორტირების, დატვირთვა-გადმოტვირთვის, განბაჟების, სამშენებლო ობიექტზე საქონლის ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ღირებულებასაც, მოსარჩელე ვალდებული იყო დაედასტურებინა, თუ კონკრეტულად რა ღირებულების საქონლის მიწოდების ვალდებულება დარჩა შესასრულებელი მოპასუხეს მ---- და მ---- კორპუსებში. ასეთი დასაბუთება და შესაბამისი მტკიცებულებები მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია (შეფასება/ინსპექტირების ანგარიში შეეხება მხოლოდ მ---- და მ---- კორპუსებში დამონტაჟებული კარ-ფანჯრის ღირებულების დადგენას (ტ.2. ს.ფ.-ები: 24-143), რაც შეუძლებელს ხდის სასამართლოს მიერ ამ მოცულობის განსაზღვრას. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოპასუხის მიერ დასახელებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტს, რის გამოც არ არსებობს არც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5150 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------ის“ (ს.ნ.4---------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სს ,,ჰუ--–--------------–---–-----–--–-----------------ის“ (ს.ნ.4---------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5150 ლარი, დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი