განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002-02063
საქმეN1-549/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31.10.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ალ------------------ძე
დაცვის მხარე
1. ბრალდებული: გი-------------–-ძე
მამის სახელი: ნ---
დაბადებული: 0--0--1984 წელი
პირადი ნომერი: 6---------4
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ნასამართლობა: მქონე
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, მა---------------
კვალიფიკაცი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით).
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171240518007
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ - თანახმად :
1.1. 2018 წლის 24 მაისს, შუადღის საათებში, ქ.ბათუმში, მა---------ს ქ. N2-/2--ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გი-------------–-ძემ სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას (ოჯახის წევრს) - ნ--- ებ----–-ძეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.2. 2018 წლის 24 მაისს, შუადღის საათებში, ქ.ბათუმში, მა---------ს ქ. N2-/2--ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გი-------------–-ძემ დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას (ოჯახის წევრს) - ნ--- ებ----–-ძეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გი-------------–-ძის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული გი-------------–-ძე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ნ--- ებ----–-ძემ რომელიც არის ბრალდებულ გი-------------–-ძის მამა, სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა და გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება.
თავის მხრივ, ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო;
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბართით და ინფორმაციული პატაკით დასტურდება, რომ მოქ ნ--- ებ----–-ძე ითხოვდა პოლიციის დახმარებას; დანაშაულის გარემოებების მიხედვით: 2018 წლის 24 მაისს , შუადღის საათებში ქ. ბათუმში, მა---------ს ქ. #2--ში, ნ--- ებ----–-ძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისმა შვილმა - გი-------------–-ძემ; (იხ ს.ფ.1,2)
მოწმის სახით დაკითხვისას გი-------------ემ და ირ---–--------------ემ განმარტეს, რომ შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ ბათუში მა---------ს ქ 2-/2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, იქ დაუხვდათ გი-------------–-ძე ნასვამ მდგომარეობაში, იქცეოდა აგრესიულად მამის მიმართ; ნ--- ებ----–---- განმარტებით, მას დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მიუთითა სამზარეულოს დანაზე, რომელიც თავად შეინახა უჯრაში;(იხ ოქმი 0--10.2018წ)
მოწმის სახით დაკითხვისას ბონდო ანთაძემ და ირაკლი ჭაღალიძემ განმარტეს, რომ გამომძიებლის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ მა---------ს ქ. #2-/2--ში ნ--- ებ----–---- საცხოვრებელ სახლში; სახლის პირველ სართულზე დათვალიერების დროს დაზარალებულის მითითებით სამზარეულოს კარადის უჯრიდან ამოიღეს დანა, მოწითალო ფერის ტარით; დაზარალებულის განმარტებით მისი შვილი ემუქრებოდა აღნიშნული დანით; დაასურათეს და დალუქეს; საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა გამომძიებელი და დაზარალებული; (იხ ოქმი 26.10.2018წ 13:2-:46სთ-13:32:2-სთ; );
ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით ც------, 28.05.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა არის მჩხლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარათა კატეგორიას. (იხ ს.ფ.40-43)
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 24 მაისს ექსპერტების ბონდო ანთაძის და ირაკლი ჭაღალიძის მონაწილეობით გამომძიებელმა მი----–----–-ძემ დაათვალიერა ქ. ბათუმში მა---------ს ქ. #2-/2--ში მდებარე საცხოვრებელი სახლი; სამზარეულოში არსებული კარადის პირველი უჯრიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის პლასტმასის ტარით დანა, ნ--- ებ----–---- განმარტებით მას გი-------------–-ძე ემუქრებოდა ხსენებული დანით ; (იხ ს.ფ. 22-31)
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
გი-------------ე და ირ---–--------------ე არიან პოლიციის თანამშრომლები, ისინი შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე - ქ. ბათუმში, მა---------ს ქ #2-/2--ში მათი ჩვენებებიდან დგინდება შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობა, მიუთითებენ თუ რა მოქმედებები განახორციელეს მათ, რა სიტუაციაში მოახდინეს ბრალდებულის სახით გი-------------–-ძის დაკავება, ასევე მიუთითებენ, რომ დაზარალებულის განმარტების საფუძველზე მოხდა სამზარეულოს კარადის უჯრიდან დანის ამოღება; დანა ამოღებული შემთხვევის ადგილის - სახლის - დათვალიერების დროს კარადის უჯრიდან; არც გი-------------ე და ირ---–--------------ე არ არიან დანის გამოყენებით მუქარის ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველები). შესაბამისად, მათ მიერ მიცემული ჩვენებებით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოება, რომ გი-------------–-ძემ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს - ნ--- ებ----–-ძეს; მოწმეების განმარტებით მათი მისვლისას ადგილზე ნახეს გი-------------–-ძე ნასვამ მდგომარეობაში და ის იქცეოდა აგრესიულად, მათთვის მუქარის შესაძლო განხორციელების ფაქტი - ანუ დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა უშუალოდ ცნობილი არ არის; მოწმეები ძირითადად ინფორმაციას ფლობენ ნ--- ებ----–----აგან გადმოცემით, რომელმაც თავის მხრივ სასამართლო სხდომაზე აღნიშნული აღარ დაადასტურა (გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება). საყურადღებოა, რომ საქმეში, არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გი-------------–-ძის ბრალეულობა და შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 24 მაისს, შუადღის საათებში, ქ.ბათუმში, მა---------ს ქ. N2-/2--ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გი-------------–-ძემ სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას (ოჯახის წევრს) - ნ--- ებ----–-ძეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ???-?? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და ინფორმაციული პატაკით დასტურდება, რომ მოქ ნ--- ებ----–-ძე ითხოვდა პოლიციის დახმარებას; დანაშაულის გარემოებების მიხედვით: 2018 წლის 24 მაისს , შუადღის საათებში ქ. ბათუმში, მა---------ს ქ. #2--ში, ნ--- ებ----–-ძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისმა შვილმა - გი-------------–-ძემ; (იხ ს.ფ.1,2)
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ბრალდებულის სახით გი-------------–-ძე დაკავებულია 2018 წლის 24 მაისს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების თანამშრომლების მიერ ; დაკავების ადგილი: ქ. ბათუმი მა---------ს ქ. #2--ში მდებარე საცხოვრებელი სახლი; დაკავების ზუსტი დრო: 16:58საათი; (იხ ს.ფ. 2-7)
ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნით #003502618 , 24.05.2018წ 20:34სთ დადგენილია, რომ გი-------------–-ძეს შემოწმების დროს დაუდგინდა ს-–----–-- ხარისხის ალკოჰოლური თრობა (იხ ს.ფ.19);
შემაკავებელი ორდერის ოქმით #009815 26.05.2018წ დადგენილია, რომ გი-------------–-ძეს ერთი თვის ვადით აეკრძალა მამასთან ნ--- ებ----–-ძესთან ურთიერთობა სატელეფონო კომუნიკაცია, მიახლოება; (იხ ს.ფ.94-96) ;
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------, 31.05.2018წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების /2-.05.18წ/ მონაცემებით ნ--- ებ----–-ძეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები.(ლოკალიზაცია იხილეთ აღწერილობით ნაწილში). არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მოწმე გი-------------ემ განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე ირ---–--------------ესთან ერთად გავიდა ბათუმში მა---------ს ქ. #2--ში ; ნ--- ებ----–-ძე ითხოვდა დახმარებას; ადგილზე გი-------------–-ძე დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში, ის იყო აგრესიული მამის მიმართ; ნ--- ებ----–-ძემ მათ განუმარტა, რომ შვილმა მასზე იძალადა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახის არეში დაარტყა ხელი, ძალადობის კვალი სახეზე ეტყობოდა, ასევე ნ--- ებ----–-ძემ მათ განუმარტა, რომ დანით ემუქრებოდა, სიცოცხლის მოსპობით; დანა აჩვენა სამზარეულოს კარადაში იყო და ამოიღეს; ის მათი მისვლისას იწევდა კვლავ მამისკენ; შემდეგ დამშვიდდა, ვინაიდან ჩათვალეს, რომ კონფლიქტი გაგრძელდებოდა, გი-------------–-ძე აგრძელებდა აგრესიას და იწევდა მამისკენ, მოახდინეს მისი დაკავება და გადაიყვანეს განყოფილებაში, მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც ძალადობას ჰქონია ადგილი რაიმე სახით მათი მისვლის შემდეგ; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 0--10.2018წ 15:24:49სთ-15:28:46სთ) ;
მოწმე ირ---–--------------ემ განმარტა, რომ შეტყობინებით მოქალაქე ნ--- ებ----–-ძე ითხოვდა დახმარებას, მისთვის ცნობილი იყო ეს ადგილი და საცხოვრებელი სახლი და გი-------------ესთან ერთად მივიდა; სახლში გი-------------–-ძე იყო ნასვამ მდგომარეობაში იქცეოდა აგრესიულად და ძალიან იყო დაბნეული, მამის მიმართ იყო აგრესიულად განწყობილი; ნ--- ებ----–-ძემ მათ განუმარტა, რომ მათ მისვლმადე ის დასდევდა დანით; შეეცადნენ დამშვიდებას; მაგრამ მის აგრესიიდან გამომდინარე ვერ მოახერხეს; ნ--- ებ----–-ძეს აღენიშნებოდა დაზიანება; აგრესია გამოიხატებოდა მამის მიმართ იმით, რომ ცდილობდა მიახლოებას, კვლავ იწევდა მამისკენ; დანით ემუქრებოდა, დანა როგორც ცნობილია ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ; დაზიანება ახსოვს სახეზე თვალთან; ვინაიდან გი-------------–-ძე არ მშვიდდებოდა, დააკავეს; ამ დროს უკვე მას წინააღმდეგობა არ გაუწევია; (იხ ოქმი 0--10.2018წ 15:05:11სთ -15:16:50სთ)
სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ღუ--------------–--ლმა განმარტა, რომ პოლიციის მეხუთე განყოფილებიდან გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე ვიზუალურად შეამოწმა და დაათვალიერა ნ--- ებ----–-ძე; მან შეადგინა დასკვნა დათვალიერებით მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა წარბის გარეთა კიდის საპროექციოდ არასწორი ფორმის, მოიისფრო ფერის; აღნიშნული დაზიანება დასკვნაში აღნიშნა, რომ განვითარებულია ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რომელშიც იგულისხმება ადამიანის ხელიც; (იხ ოქმი 26.10.2018წ 13:21:34სთ-13:2-:32სთ)
მოწმის სახით დაკითხვისას მი----–----–-ძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება; (იხ ოქმი 0--10.2018წ 15:19:35სთ-15:22:02სთ)
დაზარალებულმა ნ--- ებ----–-ძემ რომელიც არის ბრალდებულ გი-------------–-ძის მამა, სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა და გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება.
ბრალდებულმა გი-------------–-ძემ თავი არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 24 მაისს ის იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში და ეძინა, მას მამისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია; უბრალოდ მისი მამა წინააღმდეგია, რომ ალკოჰოლურ სასმელს იღებს; როცა პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, თავის ნებით გაყვა პოლიციის თანამშრომლებს განყოფილებაში, რათა გაერკვია სიმართლე; (იხ ოქმი 31.10.2018წ)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატური შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ ნ--- ებ----–-ძე არის გი-------------–-ძის მამა;
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მას არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა მამისთვის, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი და საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება; მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე მისი ოჯახის წევრის - შვილის წინააღმდეგ, - სასამართლო გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს გი-------------–-ძის მიმართ წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით;
სასამართლო აღნიშნულ დასკვნას აკეთებს შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით:
2018 წლის 24 მაისს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუტე განყოფილებაში შევიდა შემდეგი შინაარსის შეტყობინება: 2018 წლის 24 მაისს , შუადღის საათებში ქ. ბათუმში, მა---------ს ქ. #2--ში, ნ--- ებ----–-ძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისმა შვილმა - გი-------------–-ძემ; (იხ ს.ფ.1,2)
შეტყობინების საფუძველზე, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.
ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან მყისიერად, გამომძიებელმა რუსლან სურმანიძემ გამოკითხა მსხვერპლი ნ--- ებ----–-ძე, რომელმაც დაადასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით.
ასევე შეტყობინების მიღებისთანავე ნ--- ებ----–---- საცხოვრებელ სახლში გამოცხადდნენ რა პოლიციის თანამშრომლები გი-------------ე და ირ---–--------------ე, მათ შენიშნეს ნ--- ებ----–---- სახეზე, თვალთან არსებული დაზიანება; მან პოლიციელებს ასევე აჩვენა, რომ დაზიანება მიაყენა მისმა შვილმა გი-------------–-ძემ;
ნ--- ებ----–---- სახეზე დაზიანება ასევე დაადასტურა გამომძიებელმა რუსლან სურმანიძემ , რომელმაც შეტყობინებიდან მცირე დროში პოლიციის განყოფილებაში უშუალოდ ნახა ძალადობის მსხვერპლი.
დაზარალებული ნ--- ებ----–-ძე დაზიანების კვალის აღმოჩენის მიზნით, 2018 წლის 2- მაისს (შემთხვევიდან მეორე დღეს) წარდგენილ იქნა შესამოწმებლად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულს სახეზე ნამდვილად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. დასკვნის მიხედვით, ნ--- ებ----–-ძეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები.(ლოკალიზაცია იხილეთ აღწერილობით ნაწილში). არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია დაზიანების წარმოშობის მექანიზმზე, შესამოწმებელი პირის გადმოცემით 2018 წლის 24 მაისს შუადღის საათებში, ქ. ბათუმში მა---------ს ქ. #2--ში შვილმა - გი-------------–-ძემ მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა წარბის მიდამოში; აღნიშნული გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - ღუ--------------–--ლმა;
სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ოჯახში ძალადობა ლატენტურ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, ამ დანაშაულისათვის დამახასიათებელია ფაქტების გაუმჟღავნებლობა, დაფარვა, დამახინჯება, ჩვენების მიცემაზე უარი. ასევე, სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დაზარალებულები და თვითმხილველი მოწმეები რომლებიც გამოძიებაში გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემენ ძალადობის რეალურ ფაქტებთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში ეგუებიან მომხდარ ძალადობას და სხვადასხვა ხერხით (საკუთარი ნებით, თუ სხვისი ჩარევით) ცდილობენ ბრალდებულებს აარიდონ ან შეუმსუბუქონ პასუხისმგებლობა, მსგავსია განსახილველი შემთხვევაც.
სასამართლომ კი შეაფასა რა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ბრალდებული - გი-------------–-ძემ ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენა მამას - ნ--- ებ----–-ძეს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი;
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში საქმის განხილვისას გამოკვლეული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი-------------–-ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და მანვე ჩაიდინა იგივე ქმედება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი-------------–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - მამაზე - ებ----–-ძეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 2-9-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ;
5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
5.4. 2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ბრალდებულ გი-------------–-ძის მიმართ სასჯელის სახის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, ის გარემოება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 სექტემბრის განაჩენით 2-81 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული გი-------------–-ძე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტისათვის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ემუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესით.
ზ/ მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - პირობითი მსჯავრი 02 (ორი) წლის ვადით უნდა გაუქმდეს და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას;
5.6. მოცემულ შემთხვევაში, გი-------------–-ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მიიჩნევს, რომ გი-------------–-ძეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ასევე მის მიმართ საბოლოო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რაც უნდა დაემატოს ნაწილობრივ.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 2-8-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გი-------------–-ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს;
ბრალდებული გი-------------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - პირობითი მსჯავრი 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველო სსკ - ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ გი-------------–-ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ გი-------------–-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ გი-------------–-ძეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, შესაბამის პრობაციის ბიუროს და საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე