განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4----18
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - თი-----------------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ალ-----------–-----–---–ი (დაბადებული - 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, მისამართის გარეშე; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: გ--------------–---------------),კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2----–-–------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ალ-----------–-----–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------- განაჩენში მსჯავრდებულ ალ-----------–-----–---–ის მიმართ, კერძოდ:
ალ-----------–-----–---–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუქნტით (2006 წლის მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
2----–-–----------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ალ-----------–-----–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუქნტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ალ-----------–-----–---–ს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
აღნიშნული დანაშაულებისათვის ნასამართლევმა ალ-----------–-----–---–მა 2018 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, ს-------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გი-------------–---–ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გამოართვა მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც აღარ დაუბრუნა. ალ-----------–-----–---–მა გამოიყენა ისეთი ძალადობა, რაც არაა საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რაც გამოიხატა ალ-----------–-----–---–ის მიერ არასრულწლოვან გი-------------–---–ისათვის მუცლის არეში ფეხის დარტყმითა და გულმკერდის არეში ხელის დარტყმით, აგრეთვე ქვების სროლით, რის შემდეგაც იგი გაიქცა, რითაც აშკარად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ,,G--------------ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
აღნიშნული ქმედების განხორციელების შედეგად გი-------------–---–ს მიადგა 140 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ალ-----------–-----–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ გი-------------–---–ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების - გი-------------------–---–-ს, ლე-----------–---–-ს და გი--------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებს, ალ-----------–-----–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმს, სასაქონლო ექსპერტიზის №1----- დასკვნას, 2----–-–------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2----–-–----------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებს ალ-----------–-----–---–ის მიმართ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ალ-----------–-----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის - ძარცვის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრების უფლება. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნებია, ქმედება, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
2----–-–------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ალ-----------–-----–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2006 წლის მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------- განაჩენში მსჯავრდებულ ალ-----------–-----–---–ის მიმართ, კერძოდ:
ალ-----------–-----–---–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუქნტით (2006 წლის მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით ალ-----------–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუქნტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 (თვე) ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ორჯერ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ნასამართლევი ალ-----------–-----–---–ი 2018 წლის 2 აგვისტოს აშკარად, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, დაეუფლა გი-------------–---–ის მობილურ ტელეფონს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ძარცვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და მაკვალიფიცირებელი გარემოებები - ქმედების ჩადენა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ალ-----------–-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რისთვისაც ალ-----------–-----–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ალ-----------–-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ალ-----------–-----–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ალ-----------–-----–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ალ-----------–-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო), იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ეკონომიკური - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ალ-----------–-----–---–ი აშკარად, ფიზიკური ძალადობით დაეუფლა არასრულწლოვანი გი-------------–---–ის მობილურ ტელეფონს), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, ალ-----------–-----–---–ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/ქონების დაუფლება), ასევე იმ გარემოებას, რომ ალ-----------–-----–---–მა ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენში არსებული გარემოებების გათვალისწინებით ალ-----------–-----–---–ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ალ-----------–-----–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ალ-----------–-----–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება გაამახვილოს დანაშაულის რეციდივით სასჯელის დანიშვნის საკითხზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-? ?????? ან 63-? მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ალ-----------–-----–---–ი წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წამოადგენს სწორედ მისი წარსული ნასამართლობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში ვერ მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული წესი (სანქციის მინიმუმზე 1 წლით მეტი თავისუფლების აღკვეთის სავალდებულოდ დანიშვნის თაობაზე).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ალ-----------–-----–---–მა განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ალ-----------–-----–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს (დაზარალებულ გი-------------–---–ს);
· ალ-----------–-----–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქუდი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მათი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;
· 1 ცალი დისკი, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ალ-----------–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ალ-----------–-----–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ალ-----------–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 3 აგვისტოდან.
ალ-----------–-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს (დაზარალებულ გი-------------–---–ს);
· ალ-----------–-----–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქუდი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მათი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;
· 1 ცალი დისკი, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
დაზარალებულ გი-------------–---–ს და მის კანონიერ წარმომადგენელს განემარტოთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით ზიანის ანაზღაურების და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი