განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
080100118002646711
დავის ტიპი
303 1
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/848-18 (N057030818001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

16.10. 2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - დ----- ს--–----ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული გ--–- შ--–--------ე

მამის სახელი: ჟ-----

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ბაღდათის რაიონი სოფელი დ---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ--–- შ--–--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 25 ივლისს გ--–- შ--–--------ემ დაცული ტერიტორიების სააგენტოს აჯამეთის აღკვეთილის მეორე სარეინჯეროს მერვე კვარტალსა და მეოთხე სარეინჯეროს მეთხუთმეტე კვარტალში სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ გაჩეხა სამი ძირი იმერული ჯიშის მუხის ხე, რომელთა საერთო მოცულობაა 7,14 კუბური მეტრი, ხოლო ღირებულება შეადგენს 8806,16 (რვა ათას რვაას ექვსი მთელი თექვსმეტი მეასედი) ლარს. გ--–- შ--–--------ის ქმედებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2018 წლის 03 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ--–- შ--–--------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი ( წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს გ--–- შ--–--------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ--–- შ--–--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა: გ---- ღ------ის, ა------ გ--------ის, მ----- ზ--------ის, ე------ ხ-----–---–ის, ა---------– ჯ-----ის, რ-------- მ----–----–--ის, ა------- გ---------ის, გ--–- შ--–--------ის გამოკითხვის ოქმებით; ავტომანქანის, ხის მორების და ბენზოხერხის ამოღების ოქმებით; აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის წერილით თანდართულ მასალებთან ერთად; სატყეო უბნის დათვალიერების ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით; მოსამართლის განჩინებებით კანონიერად ცნობის შესახებ; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით; ამოღებული ბენზოხერხით, ხის მორებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა გ--–- შ--–--------ემ ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: გ--–- შ--–--------ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი და ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია. ამასთან, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისათვის. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით ის ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით აღუსრულებლია. ასევე გასათვალისწინებელია დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი: გარემოზე მიყენებული 8000 ლარზე მეტი ზიანი.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასჯელის პრევენციულ მიზანს უზრუნველყოფს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენების ყველა წინაპირობა. აღსანიშნავია, რომ სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდებული სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება და დღემდე ვერ შეძლო გარემოსათვის მიყენებული ზიანის თუნდაც ნაწილობრივ ანაზღაურება და ვერც წინა განაჩენით დანიშნული ჯარიმის გადახდა, ვერ იქნება ეფექტური ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ასევე ვერ დაენიშნება გამასწორებელი სამუშაო, ვინაიდან მსჯავრდებულს არ გააჩნია სამუშაო ადგილი, სადაც უნდა მოიხადოს ეს სასჯელი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ--–- შ--–--------ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ამ ეტაპზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს’’.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნულ თავისუფლების აღკვეთას, რაც ჩათვლილია პირობითად, მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ--–- შ--–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

2. ასევე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და დანაშაულის იარაღი, აგრეთვე, დანაშაულის საგანი და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება ჩამოერთვას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ,,ჟიგულის“ მარკის გადაკეთებული ავტომანქანა, ბენზოხერხი, და ამოღებული ხის მორები (ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართველოში), რომლებიც უსასყიდლოდ მიქცეულ იქნეს სახელმწიფოს საკუთრებაში და შემდგომი განკარგვის უზრუნველსაყოფად გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (ქ. თბილისი, გ. გულუას ქ.N4).

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--–- შ--–--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

4. ასევე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და დანაშაულის იარაღი, აგრეთვე, დანაშაულის საგანი და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება ჩამოერთვას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ,,ჟიგულის“ მარკის გადაკეთებული ავტომანქანა, ბენზოხერხი, და ამოღებული ხის მორები (ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართველოში), რომლებიც უსასყიდლოდ მიქცეულ იქნეს სახელმწიფოს საკუთრებაში და შემდგომი განკარგვის უზრუნველსაყოფად გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (ქ. თბილისი, გ. გულუას ქ.N4).

5. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.

6. მსჯავრდებულ გ--–- შ--–--------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

7. გ--–- შ--–--------ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ--–- შ--–--------ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე