გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2018
საქმის ნომერი
330210118002480444
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210118002480444

საქმე №2/16617-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

მოსარჩელეები დსს „ე---------–-----–-----------------ა“

წარმომადგენელი მ--------------–---–-

მოპასუხე შპს „კ---------------“

წარმომადგენლები დ----------------ა, მ--------–----------ა

დავის საგანი მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დსს „ე---------–-----–-----------------ა“ ცნობილი იქნეს შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრედ:

- კ----- 6---, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------- გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------3, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------5, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 5-----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013.

1.2. შპს „კ---------------ს“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს და დსს „ე---------–-----–-----------------ას“ გადაეცეს შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები:

- კ----- 6---, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------- გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------3, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------5, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 5-----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013.

1.3. შპს „კ---------------ს“ დსს „ე---------–-----–-----------------ისათვის“ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს 1 936 000 ლარი.

1.4. შპს „კ---------------ს“ დსს „ე---------–-----–-----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 88 000 ლარი, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა, იხ. 06.07.2018წ. განცხადება (ტ.2, ს.ფ. 327), 22.10.2018წ. სხდომის ოქმი)

სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:

რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ საწარმოებს დსს „ს--–------------------ კ-----ს“ და შპს „ს-----ს“ შორის გაფორმდა ფინანსური იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც დსს „ს--–------------------ კ-----მა“ შპს „ს-----ს“ ლიზინგით გადასცა თავის საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკა - ავტოსატრანსპორტო საშუალებები, კერძოდ:

ა) 2012 წლის 6 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება NЛ-12764/12/ЛК, რომლის თანახმად დსს „ს--–------------------ კ-----მა“ შპს „ს-----ს“ ლიზინგით გადასცა თავის საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკა - ა-------------------------- შასით КАМАЗ 6----62, შასის ნომერი XTC6---03C1231090, VIN ნომერი X6S58154CC0000023, რის სანაცვლოდაც შპს „ს-----ს“ უნდა გადაეხადა 17 237 138,73 რუბლი.

ბ) 2012 წლის 26 სექტემბერს დსს „ს--–------------------ კ-----სა“ და შპს „ს-----ს“ შორის დაიდო მორიგი ლიზინგის ხელშეკრულება N-------------, რომლის თანახმად დსს „ს--–------------------ კ-----მა“ შპს „ს-----ს“ ლიზინგით გადასცა თავის საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკა - ავ------------------------, შასით К-------------- შასის ნომერი X----------------, VIN ნომერი X----------------, 24 019 765,81 რუბლის გადახდის სანაცვლოდ.

გ) 2013 წლის 9 სექტემბერს დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება N-------------- რომლის თანახმად დსს „ს--–------------------ „კ-----მა“ შპს „ს-----ს“ ლიზინგით გადასცა თავის საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკა:

- ავტობეტონშემრევი 5-------–--------------------------–---------------------------------------------------------------;

- ავტობეტონშემრევი 5-------–--------------------------–----------------------------------------------------------------

თავის მხრივ შპს „ს-----მა“ ვალდებულება აიღო გადაეხადა სალიზინგო ქირა 44 303 724,50 რუბლი.

დ) 2013 წლის 17 ოქტომბერს დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება N-------------- რომლის თანახმად დსს „ს--–------------------ კ-----მა“ შპს „ს-----ს“ ლიზინგით გადასცა თავის საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკა:

- ავტობეტონშემრევი 5-------–---------------------------–----------------------------------------------------------------

რის ნაცვლადაც შპს „ს-----ს“ უნდა გადაეხადა 14 106 538,81 რუბლი.

ე) 2013 წლის 31 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება N-------------, რომლის თანახმად დსს „ს--–------------------ კ-----მა“ შპს „ს-----ს“ ლიზინგით გადასცა თავის საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკა - ა-------------------------- შასით К-------------------–---------------------------------------------------------------. თავის მხრივ შპს „ს-----მა“ ვალდებულება აიღო გადაეხადა სალიზინგო ქირა 16 492 720,46 რუბლი.

ლიზინგის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის, კერძოდ, სალიზინგო ქირის გადაუხდელობის გამო, ლიზინგის გამცემმა - „ს--–------------------ კ-----მა“ სარჩელები აღძრა თათარსტანის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოში და მოითხოვა ლიზინგის ხელშეკრულებების შეწყვეტა, ლიზინგით გადაცემული სპეცტექნიკის უკან დაბრუნება და თანხის დაკისრება. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებებით სარჩელები დაკმაყოფილდა სრულად, შპს „ს-----ს“ დაევალა ლიზინგის საგნების „ს--–------------------ „კ-----ისათვის“ დაბრუნება და მასვე დაეკისრა ზიანის ანაზღაურება. შპს „ს-----მა“ სასამართლო გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განჩინებებით არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელის მითითებით, შპს „ს-----ის“ 100% წილის მფლობელ პარტნიორს წარმოადგენს წარმოშობით ქართველი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი თამაზის-ძე გუბელაძე, ხოლო 2014 წლის 19 აგვისტოდან 2016 წლის 28 მარტამდე პერიოდში იგივე პიროვნება იკავებდა შპს „ს-----ის“ დირექტორის თანამდებობას. ნაცვლად იმისა, რომ ლიზინგის საგნები (11 ერთეული ძვირადღირებული ავტომანქანა) დაებრუნებინა „ს--–------------------ „კ-----ისათვის“, შპს „ს-----მა“, მისი დირექტორის და 100% მფლობელი დამფუძნებლის - დ---------------–--ის გადაწყვეტილებით, 2015 წლის აგვისტო-დეკემბრის პერიოდში შემოიყვანა საქართველოში. აღნიშნული 11 ავტომანქანა (შასის N X----------------; X----------------; X----------------; X----------------; X----------------; X---------------5; X----------------; X----------------; XTC4----KC2433566; X---------------- და X---------------3) დღემდე გაფორმებულია შპს „კ---------------ს“ (ს/კ 4--------) სახელზე.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „კ---------------“ არ წარმოადგენს ავტომანქანების მესაკუთრეს. ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამსახურის წერილში აღნიშნულია, რომ ავტომანქანები საქართველოში შემოიყვანა შპს „ს-----მა“ დროებითი შემოყვანის რეჟიმით, ხოლო საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობებში კი მოპასუხე შპს „კ---------------ს“ სახელზე რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია დროებითი საბაჟო სამსახურის მოწმობები. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ:

- მოპასუხე შპს „კ---------------“ არ წარმოადგენს ავტომანქანების მესაკუთრეს,- ავტომანქანების მესაკუთრეს - „ს--–------------------ კ-----ს“ და მოსარჩელე - დსს „ე---------–-----–-----------------ას“, როგორც ავტომანქანების დაბრუნებაზე დღეისათვის უფლების მქონე პირს, ავტომანქანების საქართველოში შემოყვანის და შპს „კ---------------ს“ სახელზე რეგისტრაციისათვის ნება არ აქვთ გამოხატული,- მოსარჩელეს გააჩნია უფლება მოითხოვოს შპს „კ---------------ს“ სახელზე ავტომანქანების რეგისტრაციის გაუქმება და მათ მესაკუთრედ ცნობა

მოსარჩელის მითითებით, სადავო ნივთები წარმოადგენს სპეცტექნიკას და გამოიყენება სამშენებლო სამუშაოებისათვის. კერძოდ, ავტომანქანა კ----- 6---, საიდენტიფიკაციო ნომრით X---------------- წარმოადგენს ავტობეტონპომპას, რომლითაც ხორციელდება ბეტონის მასის გადაქაჩვა სამშენებლო ობიექტზე. ხოლო, დანარჩენი 10 ავტომანქანა არის ავტობეტონშემრევის (ე.წ. „ბეტონის მიქსერები“) სპეციფიკაციის მქონე, რითაც ხორციელდება ბეტონის მასის ტრანსპორტირება ქარხნიდან სამშენებლო ობიექტამდე. ავტომანქანების საქართველოში გაქირავების სეგმენტში არსებული ფასების გათვალისწინებით ავტობეტონშემრევის ყოველთვიური მინიმალური ქირა შეადგენს 8000 ლარს, რაც 11 ავტომანქანის შემთხვევაში 88000 ლარია. 2016 წლის 1 ივლისს „ს--–------------------ კ-----სა“ და დსს „ე---------–-----–-----------------ას“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ს-----ის“ მიმართ არსებული მოთხოვნები გადაეცა დსს „ე---------–-----–-----------------ას“.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს „კ--------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „კ--------------სა“ და შპს „ს-----ს“ შორის 2015 წლის 11 ნოემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „კ---------------ს“ გადაეცა სპეცტექნიკა. აგრეთვე ხელშეკრულებით განისაზღვრა საიჯარო ქირა, რომელსაც კეთილსინდისიერად იხდის აღნიშნული კომპანია. მოპასუხის მითითებით, ავტომანქანებმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს კანონიერად, რასაც ადასტურებს კიდეც საერთაშორისო სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებები. ავტომანქანების გადაგზავნის უფლება ჰქონდა შპს „ს-----ს“, შესაბამისად მათი საბაჟო საზღვრის კვეთა განხორციელდა სრულიად კანონიერად და შპს „კ---------------ს“ აღნიშნულთან დაკავშირებით ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ის არასათანადო მოპასუხეა მესაკუთრედ ცნობის ნაწილში არსებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით.

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2012 წლის 6 სექტემბერს ს--–------------------ „კ-----სა“ და შპს „-----------ს“ შორის დაიდო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფინანსური იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულება N-–-----------–-, რომლის საფუძველზედაც შპს „-----------ს“ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ დროებით სარგებლობაში გადაეცა ს--–------------------ „კ-----ის“ საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკა - ა-------------------------- შასით К--------------–----------------------------------------------------------------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 06.09.2012წ. ლიზინგის ხელშეკრულება/თანდართული დოკუმენტები (ტ.1, ს.ფ. 38-68);

3.1.2. მითითებულ მხარეთა შორის 2012 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა მორიგი ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფინანსური იჯარის (ლიზინგის შესახებ (---–-----------–--, რომლის საფუძველზეც შპს „-----------ს“ შესაბამისი ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ დროებით სარგებლობაში გადაეცა ს--–------------------ „კ-----ის“ საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკა - ავ------------------------, შასით К-------------- შასის ნომერი X----------------, VIN ნომერი X----------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 26.09.2012წ. ლიზინგის ხელშეკრულება/თანდართული დოკუმენტები (ტ.1, ს.ფ. 84-114);

3.1.3. 2013 წლის 9 სექტემბერს ს--–------------------ „კ-----სა“ და შპს „-----------ს“ შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება N-–-----------–-, რომლის თანახმად, ს--–------------------ „კ-----მა“ შპს „ს-----ს“ ლიზინგით გადასცა თავის საკუთრებაში არსებული შემდეგი სპეცტექნიკა:

- ავტობეტონის შემრევი 5-------–--------------------------–---------------------------------------------------------------;

- ავტობეტონის შემრევი 5-------–--------------------------–----------------------------------------------------------------

- ავტობეტონის შემრევი 5-------–--------------------------–----------------------------------------------------------------

- ავტობეტონშემრევი 5-------–--------------------------–----------------------------------------------------------------

- ავტობეტონშემრევი 5-------–--------------------------–----------------------------------------------------------------

- ავტობეტონშემრევი 5-------–--------------------------–----------------------------------------------------------------

- ავტობეტონშემრევი 5-------–--------------------------–----------------------------------------------------------------

- ავტობეტონშემრევი 5-------–--------------------------–----------------------------------------------------------------

- ავტობეტონშემრევი 5-------–--------------------------–----------------------------------------------------------------

- ავტობეტონშემრევი 5-------–--------------------------–----------------------------------------------------------------

- ავტობეტონშემრევი 5-------–--------------------------–----------------------------------------------------------------

- ავტობეტონშემრევი 5-------–--------------------------–----------------------------------------------------------------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 09.09.2013წ. ლიზინგის ხელშეკრულება/თანდართული დოკუმენტები (ტ.1, ს.ფ. 145-202);

3.1.4. 2013 წლის 17 ოქტომბერს დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება Nლ-1---------–-, რომლის თანახმად ს--–------------------ „კ-----მა“ შპს „ს-----ს“ ლიზინგით გადასცა თავის საკუთრებაში არსებული შემდეგი სპეცტექნიკა:

- ავტობეტონშემრევი 5-------–---------------------------–----------------------------------------------------------------

- ავტობეტონშემრევი 5-------–---------------------------–----------------------------------------------------------------

- ავტობეტონშემრევი 5-------–---------------------------–----------------------------------------------------------------

- ავტობეტონშემრევი 5-------–---------------------------–----------------------------------------------------------------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 17.10.2013წ. ლიზინგის ხელშეკრულება/თანდართული დოკუმენტები (ტ.1, ს.ფ. 226-266);

3.1.5. 2013 წლის 31 ოქტომბერს დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება Nლ-15585/13/ლკ, რომლის თანახმად ს--–------------------ „კ-----მა“ შპს „ს-----ს“ ლიზინგით გადასცა თავის საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკა - ავტობეტონო ტუმბო 5-------–--------------------------–---------------------------------------------------------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 31.10.2013წ. ლიზინგის ხელშეკრულება/თანდართული დოკუმენტები (ტ.1, ს.ფ. 287-309; ტ. 2, ს.ფ. 1-14);

3.1.6. 2015 წლის 11 ნოემბერს შპს „-----------სა“ და შპს „კუბანი კომპანის“ შორის დაიდო სპეცტექნიკის იჯარის ხელშეკრულება N-----, რომლის შესაბამისადაც შპს „კ---------------ს“ დროებით სარგებლობაში, 5 წლის ვადით გადაეცა სადავო სატრანსპორტო საშუალებები, კერძოდ:

- კ----- 6---, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------- გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------3, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------5, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 5-----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013.

მოიჯარემ იკისრა ვალდებულება, თითოეული ავტობეტონოტუმბოსათვის გადაეხადა 800 ლარი, ხოლო ავტობეტონომზიდავებისათვის 500 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 11.1.2015წ. იჯარის ხელშეკრულება (ტ.2, ს.ფ. 360-364);

3.1.7. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობების შესაბამისად, შპს „კ---------------ს“ სახელზეა რეგისტრირებული შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები:

- კ----- 6---, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------- გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------3, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------5, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 5-----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013.

სატრანსპორტო საშუალებებზე უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია - დროებითი საბაჟო სამსახურის მოწმობები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობები სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 202-212);

3.1.8. დღეის მდგომარეობით სადავო 11 სატრანსპორტო საშუალებები მოპასუხე შპს „კ---------------ს“ მფლობელობაში.

[სსსკ-ს 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები შპს „კ---------------ს“ მფლობელობაშია დაადასტურა თავად მოპასუხემ].

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.9. მოსარჩელე დსს „ე---------–-----–-----------------ა“ რუსეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, ხოლო მოპასუხე „კ---------------“ საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.2, ს.ფ. 219-220);

- ამონაწერი იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან (ტ.2, ს.ფ. 231-247);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. შპს „ს-----მა“ დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც დსს ს--–------------------ „კ-----მა“ გადაცემული ავტოტექნიკის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა შესაბამის უწყებას.

3.2.2. თათარსტანის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა დსს ს--–------------------ „კ-----ის“ მოთხოვნები შპს „ს-----ის“ მიმართ, კერძოდ:

- 2014 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით (---------------- შეწყდა 2013 წლის 17 ოქტომბრის ფინანსური იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულება N1---------–-, ამავე გადაწყვეტილებით „ს-----ს“ დაევალა კონკრეტული ლიზინგის ხელშეკრულებით გადაცემულ სატრანსპორტო საშუალებების ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნება;

- 2014 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით (---------------) შეწყდა 2012 წლის 26 სექტემბრის ფინანსური იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულება N----------–-, ამავე გადაწყვეტილებით „ს-----ს“ დაევალა კონკრეტული ლიზინგის ხელშეკრულებით გადაცემულ სატრანსპორტო საშუალებების ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნება;

- 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით (---------------- შეწყდა 2012 წლის 6 სექტემბრის ფინანსური იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულება N-–-----------–-, ამავე გადაწყვეტილებით „ს-----ს“ დაევალა კონკრეტული ლიზინგის ხელშეკრულებით გადაცემულ სატრანსპორტო საშუალებების ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნება;

- 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით (---------------- შეწყდა 2013 წლის 9 სექტემბრის ფინანსური იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულება N-–-----------–-, ამავე გადაწყვეტილებით „ს-----ს“ დაევალა კონკრეტული ლიზინგის ხელშეკრულებით გადაცემულ სატრანსპორტო საშუალებების ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილებები (ტ.2, ს.ფ. 22-30/50-58/82-89/114-124);

3.2.3. მითითებული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა შპს „ს-----ის“ მიერ. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული საჩივრები და ძალაში დატოვა თათარსტანის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დადგენილებები (ტ.2, ს.ფ. 34-42/65-76/96-106);

3.2.4. 2016 წლის 1 ივლისს ს--–------------------ „კამზსა“ და დსს „ე---------–-----–-----------------ას“ შორის დაიდო უფლების უსასყიდლო დათმობის ხელშეკრულება N----------, რომლის საფუძველზედაც სალიზინგო კომპანია „-------- დსს „ე---------–-----–-----------------ას“ დაუთმო შპს „ს-----ის“ მიმართ ლიზინგის 8 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები სრული მოცულობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 01.07.2016წ. უფლების დათმობის ხელშეკრულება (ტ.2, ს.ფ. 185-201);

3.2.5. დსს „----------– ს--–------------------ს“ 2016 წლის პირველი ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა სადავო სატრანსპორტო საშუალებები, შესაბამისად კონკრეტული დავის მიზნებიდან გამომდინარე იგი მიჩნეული უნდა იქნეს სადავო ნივთების მესაკუთრედ, რომელთა გამოთხოვის უფლება მას უფლების უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულებით დაუთმო ლიზინგის გამცემმა (ნივთების თავდაპირველმა მესაკუთრე) – „ს--–------------------ კ-----მა“ . ხელშეკრულების 1.3. პუნქტის საფუძველზე ცედენტმა კონკრეტული ხელშეკრულებით ცესიონერს გადასცა საკუთრების უფლება. ამავდროულად ხელშეკრულებით დსს „----------– ს--–------------------ს“ გადაეცა გადაწყვეტილებებით დსს „ს--–------------------ კ-----ისათვის“ მიკუთვნებული მოთხოვნები.

აღნიშნულთან მიმართებით მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს სათანადო მოპასუხეობის საკითხზე, კერძოდ მოპასუხე შპს „კ---------------ს“ მტკიცებით იგი არასათანადო მოპასუხეა და მის ნაცვლად მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში მითითებული უნდა იყოს შპს „ს-----ი“, რომელიც წარმოადგენს ლიზინგის ხელშეკრულების უშუალო მხარეს, სატრანსპორტო საშუალებების მიმღებს, რომელმაც დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულებები დსს „ს--–------------------ კ-----ის“ მიმართ, სწორედ შპს „ს-----ისთან“ დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა მოპასუხეს მფლობელობასა და სარგებლობაში სადავო სატრანსპორტო საშუალებები, შესაბამისად იგი არ არის კავშირში წინარე ურთიერთობასთან და ვერ იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ მოთხოვნასთან მიმართებით, რამეთუ მან ხელშეკრულება გააფორმა სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთან, რომელმაც უზრუნველყო ნივთების საბაჟოზე შემოყვანა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რაც მოიჯარისათვის საკმარისი საფუძველი იყო შპს „ს-----ი“ მიეჩნია სათანადო უფლებამოსილ პირად გაეცა დროებით სარგებლობაში სატრანსპორტო საშუალებები. ამდენად, მოპასუხის მტკიცებით, სწორედ შპს „ს-----ი“, როგორც მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სუბიექტი (ლიზინგის მიმღები) უნდა იყოს მითითებული მოპასუხედ, რის ნაცვლადაც შპს „კ---------------“ ვერ განახორციელებს შედავებას, რამდენადაც ადასტურებს, რომ იგი არ არის მესაკუთრე და მისთვის არ არის ცნობილი სადავო ნივთების რეალური მესაკუთრე.

სასამართლო კონკრეტულ სადავო გარემოებასთან მიმართებით განმარტავს, რომ შპს „ს-----ის“ მიმართ მოთხოვნების საფუძვლიანობა განხილულია თათარსტანის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, რომლის ფარგლებშიც მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილია მისი მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალებების დაბრუნების ვალდებულება. არსებულ ვითარებაში, კი სატრანსპორტო საშუალებები შპს „კ---------------ს“ მფლობელობაშია და რეგისტრირებულია მოპასუხე კომპანიის სახელზე, ამავდროულად ლიზინგის გამცემის მიერაც მოთხოვნის უფლებები დათმობილი აქვს დსს „----------– ს--–------------------ს“, შესაბამისად კონკრეტულ მოსარჩელეს დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განსაზღვროს მოპასუხეთა წრე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის აღნიშნულ მიდგომას, რამეთუ შპს „ს-----ის“ პასუხისმგებლობა განსაზღვრულია შესაბამისი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, კონკრეტული სარჩელის მიზანს კი წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა, რომელზე მოპასუხესაც წარმოადგენს სადავო ნივთების დღევანდელი მფლობელი, შესაბამისად გამართლებულია არსებული სარჩელის შპს „კ---------------ს“, როგორც სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრირებული მფლობელის მიმართ დაყენება და კონკრეტული საწარმო წარმოადგენს განსახილველი სარჩელის მოპასუხეს, რომლის ვალდებულებას შეადგენს ადასტუროს მისი მფლობელობის მართლზომიერება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.07.2016წ. უფლების დათმობის ხელშეკრულება (ტ.2, ს.ფ. 185-201);

- 11.11.2015წ. სპეცტექნიკის იჯარის ხელშეკრულება (ტ.2, ს.ფ. 360-364);

- გადაწყვეტილებები (ტ.2, ს.ფ. 22-30/50-58/82-89/114-124);

- დადგენილებები (ტ.2, ს.ფ. 34-42/65-76/96-106);

3.2.6. შპს „კ---------------“ ვერ განიხილება სადავო სატრანსპორტო საშუალებების მართლზომიერ მფლობელად, რამეთუ მას ნივთებზე მფლობელობა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ არ გადასცემია, სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეს ნება ნივთების გადაცემასთან მიმართებით არ გამოუვლენია, რაც გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლებას სახელშეკრულებო ბოჭვის მოხმობის საფუძველზე.

დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულება შპს „ს-----სა“ და შპს „კ---------------ს“ შორის დაიდო 2015 წლის 11 ნოემბერს, მაშინ როდესაც თათარსტანის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილებებით შპს „ს-----ს“ სატრანსპორტო საშუალებების ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნება ევალებოდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, შპს „ს-----მა“ სათანადო უფლებამოსილების არ არსებობის პირობებში სატრანსპორტო საშუალებები ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების გზით დროებით სარგებლობაში გადასცა შპს „კ---------------ს“, შესაბამისად იჯარის ხელშეკრულება ვერ განიხილება გამამართლებელ საფუძვლად ნივთების ფლობისათვის, რამეთუ მას ვერ მიენიჭება სამართლებრივი მნიშვნელობა, იგი გაფორმებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რომლის ნამდვილობა დამოკიდებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მოწონებაზე, რაც არსებულ ვითარებაში დსს „----------– ს--–------------------ს“ არ გამოუვლენია და სარჩელის წარმოდგენის პირობებში ნათელია მისი დამოკიდებულება კონკრეტული იჯარის ხელშეკრულების ნამდვილობის მიმართ.

ამასთანავე, სასამართლო შპს „კ---------------ს“ კეთილსინდისიერების საკითხის კვლევისათვის მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ მოსარჩელის მტკიცებით შპს „ს-----ის“ დამფუძნებელი და დირექტორი დ---------------–--ე დაკავშირებულია მოპასუხე შპს „კ---------------სთან“, რაც დასტურდება დადგენილი ფაქტების ერთობლიობით. კერძოდ, მოსარჩელის მითითებით დ---------------–--ე არის შპს „კ---------------ს“ ფაქტობრივი მფლობელი, რასაც ასაბუთებს კომპანიის ელ-ფოსტად - ------------------- მითითება, რაც მოსარჩელის მტკიცებით უნდა გაიშიფროს შემდეგნაირად - dimitriy - დიმიტრი, t - თამაზის ძე, g - გუბელაძე. ამასთან მოსარჩელის მითითებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ შპს „კ---------------სათვის“ კონკრეტული სარჩელის ჩაბარების შემდგომ, 2018 წლის 21 ივნისს მისმა დირექტორმა კახაბერ ბელქანიამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით და მოითხოვა ელექტრონული მისამართის ცვლილება, რის შემდგომაც კომპანიის ელ. მისამართად მითითებულია - --------------- (ტ.2, ს.ფ. 334). ამავდროულად, მოსარჩელის მტკიცებით საეჭვოა თავად კომპანიის რეგისტრაციის თარიღისა და სადავო სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში შემოყვანის თარიღის დროში თანხვედრა, კერძოდ კომპანია სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო იჯარის ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმებულია 2015 წლის 11 ნოემბერს. რაც ამყარებს მოსარჩელის მტკიცებას კონკრეტული კომპანიის დ---------------–--ესთან კავშირთან მიმართებით.

უნდა აღინიშნოს რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ არის საკმარისი, ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტის არაკეთილსინდისიერების დადგენისათვის, რამეთუ კონკრეტული სადავო გარემოების დასადასტურებლად მოითხოვება მტკიცების მაღალი სტანდარტი და მხოლოდ ელ-ფოსტაზე მითითება, რომელიც რეალურად მხოლოდ მოსარჩელის ინტერპრეტაციით არის გაშიფრული ვერ გამოდგება ვარგის მტკიცებულებად და ვერ დაადასტურებს შპს „კ---------------სა“ და დ---------------–--ის კავშირს. არაკეთილსინდისიერებას არ ადასტურებს არც ის გარემოება, რომ იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა მანამ, სანამ ავტომანქანები საქართველოში იქნებოდა შემოყვანილი, რადგანაც იჯარის ხელშეკრულება არ არის რეალური ხელშეკრულება და მისი დადებისათვის რეალურად ნივთების გადაცემა არ არის სავალდებულო, იჯარის ხელშეკრულების დადებისათვის საკმარისია მხარეთა შეთანხმება, იგი კონსესუალური გარიგებაა.

ასევე სასამართლო არაკეთილსინდისიერად ვერ მიიჩნევს შპს „კ---------------ს“ მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ საიჯარო ქირის ოდენობად განსაზღვრულია შეუსაბამოდ მცირე თანხა, 500-800 ლარი, მაშინ როდესაც იმავე ტიპის სპეცტექნიკის დაქირავება დაახლოებით 8000 ლარი ღირს, რის დასადასტურებლადაც მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მსგავსი ტექნიკის გასაქირავებელი ფასები, აღნიშნული გარემოება, რასაკვირველია ეჭვის საფუძველია, თუმცა იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილია თანხის გადახდის ქვითრები, მითითებული ქარწყლდება იმ ფაქტით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია განსაზღვრული ვადით და მისი საგანია რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება, რის გამოც არაკეთილსინდისიერების საფუძვლად ვერ მიიჩნევა სახელშეკრულებო ფასი, რომელიც მხარეთა შეთანხმების საგანია.

სასამართლო მითითებულ გარემოებების შეფასების საფუძველზე ცალსახად ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, შპს „კ---------------სა“ და დ---------------–--ის კავშირთან მიმართებით, რამეთუ მხოლოდ ელ-ფოსტა და კომპანიის რეგისტრაციის თარიღი ვერ დაადასტურებს შპს „კ---------------ს“ არაკეთილსინდისიერებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შპს „ს-----მა“ საზღვრის გადაკვეთის გზით უზრუნველყო ნივთების საქართველოში შემოყვანა, რაც ამყარებს მოპასუხის შედავებას მისი კეთილსინდისიერების თაობაზე. გარდა აღნიშნულისა სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს თავად დ---------------–--ეზე, რომლის კავშირიც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც შპს „კპფ ს-----თან“ და არც მოპასუხე შპს „კ---------------სთან“ არ დასტურდება, კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემებით აღნიშნული პირი არ ფიგურირებს, ასევე სალიზინგო ხელშეკრულებებიც დ---------------–--ის მიერ არ არის გაფორმებული და დირექტორად ხელშეკრულებებში მითითებულია სხვა პირი, შესაბამისად სასამართლო მხოლოდ ზეპირი მითითებების საფუძველზე შპს „კ---------------ს“ ვერ მიიჩნევს არაკეთილსინდისიერ სუბიექტად. რაც ამავდროულად გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას ზიანთან მიმართებით, რამეთუ მოპასუხე არაკეთილსინდისიერად არ ფლობს სხვის ქონებას და არც უსაფუძვლოდ მდიდრდება კონკრეტული ქონებით სარგებლობისათვის, რამდენადაც იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე შესაბამის კონტრაგენტს უხდიდა საიჯარო ქირას, რის გამოც ზიანის ნაწილში შპს „კ---------------“ ვერ მიიჩნევა პასუხისმგებელ პირად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.07.2016წ. უფლების დათმობის ხელშეკრულება (ტ.2, ს.ფ. 185-201);

- 11.11.2015წ. სპეცტექნიკის იჯარის ხელშეკრულება (ტ.2, ს.ფ. 360-364);

- გადაწყვეტილებები (ტ.2, ს.ფ. 22-30/50-58/82-89/114-124);

- დადგენილებები (ტ.2, ს.ფ. 34-42/65-76/96-106);

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დსს „ე---------–-----–-----------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 155-ე, 159-ე, 162-164-ე, 186-ე მუხლები

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სამოტივაციო ნაწილის მე-5 პუნქტი).

მოცემულ შემთხვევაში, დსს „----------– ს--–------------------ს“ 2015 წლის 11 ნოემბრის უფლების უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები:

- კ----- 6---, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------- გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------3, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------5, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 5-----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013.

მითითებული სატრანსპორტო საშუალებები დღეის მდგომარეობით მოპასუხე შპს „კ---------------ს“ მფლობელობაშია, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებებზე მფლობელობა გადაეცა შპს „-----------თან“ დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ამასთან სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირებულია შპს „კ---------------ზე“ დროებითი საბაჟო მოწმობების საფუძველზე.

6.2. საერთაშორისკო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული.

სამოქალაქო კოდექსის 155.1 მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

ამავე კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი. 163.1 მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს. სკ-ის 162-ე მუხლი შეიცავს მართლზომიერი მფლობელის უფლებადამცავ გენერალურ დათქმას, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, ხოლო თავად მართლზომიერი მფლობელობის არსი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება განსხვავებული გარემოებებით დასტურდებოდეს. განსახილველი ნორმის თანახმად, მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში, ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდანაა ნაწარმოები. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერი ფლობის საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დიფერენცირებულია მფლობელობა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების მიხედვით (160-ე – 164-ე მუხლები). მნიშვნელოვანია, რომ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნას (160-ე - 161-ე მუხლები) და მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნას (162-ე მუხლი). ასევე, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (163-ე მუხლი) და არაკეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (164-ე მუხლი), ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ კეთილსინდისიერი (არაკეთილსინდისიერი) მფლობელობის ინსტიტუტში, ასევე არსებობს განსხვავებები კეთილსინდისიერი მფლობელისა და არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის უფლება-ვალდებულებებში. მართლზომიერი ფლობის უფლება გამორიცხავს მესაკუთრის შესაძლებლობას, განახორციელოს სკ-ის 172-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობანი, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებას, რამდენადაც საკუთრების უფლება ქონებაზე მესაკუთრეს არამართლზომიერად არ შეზღუდვია. ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ისე საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ, საქმე Nას-49-44-2015, 02.04.2015წ; Nას-83-83-2018, 20.04.2018წ.).

კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „კ---------------“ ვერ მიიჩნევა მართლზომიერ მფლობელად, რამდენადაც მას ნივთზე მფლობელობა უფლებამოსილი პირის ნების გამოვლენის საფუძველზე არ გადასცემია. ანუ სახეზე არ გვაქვს ობიექტური გარემოება მფლობელობის მართლზომიერად მიჩნევისათვის, რაც შეეხება მფლობელობის კეთილსინდისიერებას, მისი შეფასებისათვის მნიშვნელოვანია დადასტურდეს მიმღების სუბიექტური დამოკიდებულება მფლობელობის სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა შპს „კ---------------ს“ არაკეთილსინდისიერება მისი მფლობელობის განხორციელებასთან დაკავშირებით, რამეთუ დადგენილია, რომ შპს „კ---------------ს“ სატრანსპორტო საშუალებები გადასცა შპს „-----------მა“, რომელმაც უზრუნველყო კონკრეტული სატრანსპორტო საშუალებების საზღვარზე შემოყვანა, შესაბამისად მისთვის, როგორც მოიჯარისათვის შპს „-----------ი“ აღიქმებოდა სათანადო უფლებამოსილ პირად, ამასთან წარმოდგენილი ქვითრებითაც დასტურდება ყოველთვიური ქირის გადახდის ფაქტი, რაც ერთობლიობაში აქარწყლებს მოსარჩელის მტკიცებას შპს „კ---------------ს“ არაკეთილსინდისიერებასთან მიმართებით.

6.3. ამდენად, დადგენილი გარემოებების შესაბამისად შპს „კ---------------“ ვერ მიიჩნევა ქონების მართლზომიერ მფლობელად და მისგან ნივთების გამოთხოვის უფლების რეალიზებისათვის მიზანშეწონილია შეფასდეს დსს „ე---------–-----–-----------------ის“, როგორც მოძრავი ნივთების მესაკუთრის უფლება.

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით რეგულირებულია მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ნივთის გადაცემად ითვლება: ა) შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; ბ) არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; და გ) მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკუთრების უფლების გადაცემა სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელდა მოთხოვნის უფლების დათმობით, რომლის საფუძველზეც ს--–------------------ „კ-----მა“ ნამდვილი უფლების საფუძველზე გაასხვისა ქონება დსს „----------– ს--–------------------ზე“ და მას ამავე ხელშეკრულებით მიენიჭა მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლება.

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ შესახებ საქართველოს კამონის 91 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ვალდებულებას, აღნიშნული სპეციალური კანონით რეგულირებულია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება. (იხ. სუსგ, საქმე Nას-914-954-2011, 27.10.2011 წ).

მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად სანივთო სამართალი განსხვავებულად აწესრიგებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე, როგორც საკუთრების ვარაუდს, ასევე საკუთრების გადასვლის წესს. მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით საკუთრების პრეზუმფცია ვლინდება მფლობელობიდან, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებით – საჯარო რეესტრიდან. კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების და შესაბამისად მფლობელობის უფლება, რომელიც უნდა დარეგულირდეს მოძრავი ნივთებზე მოქმედი წესებით, რომელთა შესაბამისადაც დსს „ე---------–-----–-----------------ა“ წარმოადგენს მათ მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხე შპს „კ---------------“ არამართლზომიერ მფლობელს.

6.4. სასარჩელო მოთხოვნის მომდევნო კომპონენტი ეხება ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ დსს „ე---------–-----–-----------------ა“ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ითხოვს შპს „კ---------------სათვის“ 1 936 000 ლარისა და სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 88 000 ლარის დაკისრებას. მოსარჩელის მითითებით, რომ არა მოპასუხის არამართლზომიერი მფლობელობა, იგი კონკრეტული სატრანსპორტო საშუალებების გაქირავების გზით მიიღებდა შემოსავალს და სწორედ აღნიშნული საფუძვლით ითხოვა ყოველთვიურად 88 000 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება, რამაც სარჩელის აღძვრამდე შეადგინა 1 936 000 ლარი.

სკ-ს 408.1 მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სადავო შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა დაედასტურებინა ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი მითითება ზიანის არსებობის თაობაზე ვერ წარმოშობს შპს „კ---------------ს“ პასუხისმგებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება თავად ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე დადგენილი გარემოებებით გამოირიცხა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამ ქმედების მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგთან, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების საფუძვლებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შპს „კ---------------“ წარმოადგენს ნივთების კეთილსინდისიერ მფლობელს, რომელსაც სკ-ს 164-ე მუხლის საფუძველზეც ვერ მოეთხოვება მიღებული სარგებლის ანაზღაურება. ასევე დსს „ე---------–-----–-----------------ის“ სარჩელი აღნიშნულ ნაწილში არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, არც უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების მოხმობის გზით, რადგანაც შპს „კ---------------“ ნივთებს უსასყიდლოდ არ ფლობს და იგი შესაბამის ქირას უხდის სხვა პირს მისით სარგებლობისათვის, რაც გამორიცხავს კონკრეტული კანონისმიერი დანაწესის ამოქმედებას გამდიდრების არ არსებობის საფუძვლით.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მესაკუთრედ ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაბამისად, 4880 ლარი არ ექვემდებარება მოსარჩელისათვის ანაზღაურებას.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „კ---------------ს“ (ს/ნ 4--------) სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს:

- კ----- 6---, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------- სახ. ნომერი: QQ162FF, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, სახ. ნომერი: FI635IF, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, სახ. ნომერი: FI636IF, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, სახ. ნომერი: FI634IF, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, სახ. ნომერი: SS564SB, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, სახ. ნომერი: SS563SB, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------3, სახ. ნომერი: SS562SB, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, სახ. ნომერი: RI603IR, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------5, სახ. ნომერი: SS561SB, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, სახ. ნომერი: RI604IR, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 5-----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, სახ. ნომერი: LD258DL, გამოშვების წელი - 2013.

სსსკ-ს 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დსს „ე---------–-----–-----------------ას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. დსს „ე---------–-----–-----------------ა“ ცნობილ იქნეს შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრედ:

- კ----- 6---, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------- გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------3, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------5, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 5-----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013.

3. შპს „კ---------------ს“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს და დსს „ე---------–-----–-----------------ას“ გადაეცეს შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები:

- კ----- 6---, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------- გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 4----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------3, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X---------------5, გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 6---- საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------გამოშვების წელი - 2013;

- კ----- 5-----, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, გამოშვების წელი - 2013.

4. დსს „ე---------–-----–-----------------ის“ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების სახით შპს „კ---------------სათვის“ 1 936 000 ლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 88 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. შპს „კ---------------ს“ დსს „ე---------–-----–-----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 120 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე