გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2018
საქმის ნომერი
411210118002296851
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №411210118002296851

საქმე №2/26-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.10.2018 წელი, ქ. ლაგოდეხი

შესავალი ნაწილი

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - იოსებ აბრამიძე

სხდომის მდივანი - მზია გულმაგარაშვილი

მოსარჩელე - ნარგიზ ჯა------ე

მოპასუხეები - სს „ფი---------------------–ო“ (კრედიტორი)

წარმომადგენელი - ჯა-----------–---–ი

სე---ო ჯა------ე (მოვალე)

დავის საგანი - ყადაღის აქტიდან ქონების ამორიცხვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - გი-----ი ნა------–---–ის 28.11.2017 წლის №144993 აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული და მესაკუთრისგან წაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. სამზარეულოს გარნიტური, 2. „LG“-ის ფირმის სარეცხი მანქანა, 3. „VESTEL“-ის ფირმის ტელევიზორი, 4. „SAMSUNG“-ის ფირმის მაცივარი.

 

სარჩელში მითითებულია, რომ მოპასუხე სე---ო ჯა------ე მოსარჩელე ნა----ზ ჯა------ის შვილია, რომელსაც სს „ფი--------ის“ მიმართ აქვს დავალიანება. ამ საფუძვლით, აღმასრულებელი გამოცხადდა მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლში და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აღწერა და ყადაღა დაადო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს, კერძოდ: 1. სამზარეულოს გარნიტური, 2. „LG“-ის ფირმის სარეცხი მანქანა, 3. „VESTEL“-ის ფირმის ტელევიზორი, 4. „SAMSUNG“-ის ფირმის მაცივარი. აღნიშნულის თაობაზე შედგენილი იქნა შესაბამისი აქტი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ. მოსარჩელის მითითებით, აღწერილი ნივთები შეძენილია მისი სახსრებით და დღემდე იხდის მათ განვადებას, ამიტომ დაყადაღების აქტში მითითებული არც ერთი ნივთი სე---ო ჯა------ეს არ შეუძენია და არ ეკუთვნის. აქედან გამომგინარე, მოსარჩელე ითხოვს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამ ნივთების ამორიცხვას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს „ფი---------------------–ოს“ წარმომადგენელი (კრედიტორი) წარმოდგენილი შესაგებელით და საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელს ნაწილობრივ დაეთანხმა. კერძოდ, დაეთანხმა, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს „LG“-ის ფირმის სარეცხი მანქანა, ხოლო დანარჩენი ნივთების ყადაღის აქტიდან ამორიცხვას არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ მოპასუხე დანარჩენ ნივთებზე საკუთრების უფლებას ვერ ადასტურებს.

 

2.2. მოპასუხე სე---ო ჯა------ეს (მოვალე) წერილობითი შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე მთლიანად დაეთანხმა სარჩელს და მიუთითა, რომ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული არც ერთი ნივთი მას არ ეკუთვნის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სე---ო ჯა------ე (მოვალე) მოსარჩელე ნა----ზ ჯა------ის შვილია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სე---ო ჯა------ეს სს „ფი---------------------–ოს“ მიმართ გააჩნია დავალიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. დავალანების გადახდევინების მიზნით, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა - გი-----ი ნა------–---–მა, 28.11.2017 წლის №144993 აღწერისა და დაყადაღების აქტით, დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. „SAMSUNG“-ის ფირმის მაცივარი, 2. „LG“-ის ფირმის სარეცხი მანქანა, 3. „VESTEL“-ის ფირმის ტელევიზორი, 4. სამზარეულოს გარნიტური, 5. კომოდი, 6. გაზქურის გამწოვი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ქონების აღწერის და დაყადაღების 28.11.2017 წლის №144993 აქტი (ს.ფ. 17-18).

 

3.1.4. აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული და წაღებული „LG“-ის ფირმის სარეცხი მანქანა მოსარჩელის საკუთრებაა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი, კრედიტორის ახსნა-განმატება, რომელსაც სადავოდ არ გაუხდია ამ ნივთების მოსარჩელეებისადმი კუთვნილების ფაქტი;

- ნარგიზ ჯა------ესა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ შორის 2016 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება №16353806975TZZ (20-24).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სერგო ჯაჯანიძე რეგისტრირებულია ქ. რუსთავში. იგი ფაქტობრივად ცხოვრობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში, სადაც 28.11.2017 წლის აღწერისა და დაყადაღების №144993 აქტით, კახეთის სააღსრულებო ბიურომ აღწერა და დააყადაღა სადავო მოძრავი ნივთები.

 

საქართველოს სს კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ანუ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.

 

კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის 28.11.2017 წლის აღწერისა და დაყადაღების №144993 აქტით დგინდება, რომ ყადაღის აქტის შედგენის დროს, სერგო ჯაჯანიძე იმყოფებოდა სახლში, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით დაყადაღების აქტზე, ამიტომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღმასრულებელმა, სადავო აქტით, დააყადაღა ნივთები, რომელიც მოვალესთან იქნა ნანახი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ქონების აღწერის და დაყადაღების 28.11.2017 წლის №144993 აქტი (ს.ფ 17-18 ).

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები - სამზარეულოს გარნიტური, „VESTEL“-ის ფირმის ტელევიზორი და „SAMSUNG-ის“ ფირმის მაცივარი წარმოადგენს მის საკუთრებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოსარჩელე მხარეს, იმის დასამტკიცებლად, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის - გი-----ი ნა------–---–ის მიერ, აღწერისა და დაყადაღების №144993 აქტით დაყადაღებული ნივთები - სამზარეულოს გარნიტური, „VESTEL“-ის ფირმის ტელევიზორი და „SAMSUNG“-ის ფირმის მაცივარი წარმოადგენს მის საკუთრებას, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება. სასამართლო თვლის, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებით ეს ფაქტობრივი გარემოება ვერ დადასტურდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ დასტურდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

ამდენად, მხარეთა-ახსნა განმარტებებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთებიდან მოსარჩელე ნა----ზ ჯა------ეს ეკუთვნის „LG“-ის ფირმის სარეცხი მანქანა. რაც შეეხება დანარჩენ ნივთებს, მოსარჩელეს ამ ნივთების კუთვნილების თაობაზე საკმარისი მტკიცებულებები არ წამოუდგენია, ამიტომ ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნა----ზ ჯა------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მოსარჩელეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - გი-----ი ნატრშვილის 2017 წლის 11 ნოემბრის აღწერისა და დაყადაღების №144993 აქტით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლე-–---ში დაყადაღებული, მოსარჩელის კუთვნილი „LG“-ის ფირმის სარეცხი მანქანა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა სამზარეულოს გარნიტურს, „VESTEL“-ის ფირმის ტელევიზორის და „SAMSUNG“-ის ფირმის მაცივარის ყადაღის აქტიდან ამორიცხვის ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 170-ე მუხლები, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება, ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით, მოპასუხე სე---ო ჯა------ემ მთლიანად სცნო სარჩელი, ხოლო სს „ფი---------------------–ოს“ წარმომადგენელმა - ჯა-----------–---–მა სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მან მიუთითა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება მოსარჩელის საკუთრების უფლება აქტში მითითებულ „LG“-ის ფირმის სარეცხ მანქანაზე, რაც, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, „LG“-ის ფირმის სარეცხ მანქანაზე სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენს.

 

6.2. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის მიხედვით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

ამდენად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულების მიზნით ყადაღის დადებას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება, რადგან სხვისი ქონების დაყადაღებით არ შეიზღუდოს ამ ქონების მესაკუთრის უფლებები. ამავე კანონის 44-ე მუხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, ანუ აღნიშნული ნორმის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებებს, მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების თაობაზე.

 

მოსარჩელე ნა----ზ ჯა------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული ამ უფლებით და სარჩელით მომართა სასამართლოს, მოპასუხეების: მოვალის - სე---ო ჯა------ის და კრედიტორის - სს „ფი---------------------–ოს“ მიმართ.

 

6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების აკრძალვის გამოცხადებას ან/ და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელს ყადაღადადებული ფული დაუყოვნებლივ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (კერძო აღმასრულებელს – საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე), ხოლო ყადაღადადებულ ფასიან ქაღალდებსა და ძვირფასეულობას იგი იღებს და ინახავს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ სათავსში. ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ამ ნივთების ხელყოფის საშიშროება.

 

მოცემულ შეთხვევაში დადგენილია, რომ აღმასრულებელმა - გი-----ი ნა------–---–მა, 2017 წლის 11 ნოემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლე-–---ში, სერგო ჯაჯანიძის საცხოვრებელ სახლში აღწერა და დააყადაღა ნივთები.

 

6.4. საქართველოს საოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით).

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ მესაკუთრედ ყოფნის უფლება დამყარებულია ვარაუდზე, რადგან შესაძლებელია ნივთის მფლობელი არც იყოს ნივთის მესაკუთრე, შესაბამისად, მხოლოდ ნივთის მფლობელობა არ წარმოშობს საკუთრების უფლებას ამ ნივთზე, თუ დამტკიცდება, რომ საკუთრების უფლება ნივთზე მოპოვებულია სხვა ურთიერთობიდან გამომდინარე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქონების აღწერისა და ყადაღის აქტით დაყადაღებულ ნივთზე - „LG“-ის ფირმის სარეცხ მანქანაზე არ დასტურდება სე---ო ჯა------ის საკუთრების უფლება, აღნიშნული ნივთი ეკუთვნის მოსარჩელეს. შესაბამისად, იგი პასუხს ვერ აგება კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულებებისათვის, ამიტომ ამ ნივთის ყადაღის აქტიდან ამორიცხვის და მისი დაბრუნების შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, საპროცესო ხარჯები ნაწილდება პროპორციულად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ამიტომ მოპასუხეებს - სე---ო ჯა------ეს და სს „ფი---------------------–ოს“ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის შესაბამისი პროპორციით ანაზღაურება მოსარჩელე ნა----ზ ჯა------ის სასარგებლოდ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - გი-----ი ნა------–---–ის 27.11.2018 წლის აღწერისა და დაყადაღების №144993 აქტი, მოძრავი ნივთების რეალიზაციის ნაწილში, შეჩერებულია. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან საქმეზე გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არსებობს სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნა----ზ ჯა------ის (პ/ნ 35001041270) სარჩელი მოპასუხეების - სს „ფი---------------------–ოს“ და სერგო ჯა------ის მიმართ ყადაღის აქტიდან ქონების ამორიცხვის თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - გი-----ი ნა------–---–ის მიერ 2017 წლის 11 ნოემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების №144993 აქტიდან ამოირიცხოს დაყადაღებული ნივთი - „LG“-ის ფირმის სარეცხი მანქანა, ღირებულებით 500 ლარი.

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A16128934 საქმეზე ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 11 ნოემბრის №144993 აქტით დაყადაღებული მოძრავი ქონების რეალიზაცია.

 

5. მოპასუხეებს - სს „ფი---------------------–ოს“ და სე---ო ჯა------ეს (პ/ნ 35001041272) სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ნა----ზ ჯა------ის (პ/ნ 35001041270) სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის - 13.50 (ცამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ანაზრაურება.

 

6. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოსამართლე იოსებ აბრამიძე