განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
330100118002513972
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1------18

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - ა----------------–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ო-–------–--------------------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–-------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ს---------------------------------ში.

 

ადვოკატი - გ----------------–---–-

 

თარჯიმანი - მ----------–-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები (ორი ეპიზოდი);

 

მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის 12 და 13 ნოემბერს, ქ.თბილისში ქ------------------–------------ #---ში მდებარე სახელოსნოს ხელოსანმა ო-–---------------მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ა--------------ას კუთვნილი მობილური ტელეფონი და პლანშეტური კომპიუტერი. აღნიშნული ქმედების შედეგად ა--------------ას მიადგა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2. 2018 წლის მარტში, ქ.თბილისში, ქ------------------–------------ #---ში მდებარე სახელოსნოს ხელოსანმა ო-–---------------მა სამსახრებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ბ--------------იას კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის პლანშეტური კომპიუტერი. აღნიშნული ქმედების შედეგად ბ--------------იას მიადგა 800 (რვაასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ო-–---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: მ---------------–---–ის, ი-----–--–--ას, ბ--------------იას, თ--------------–--–ის, ს----–----------ის, ა--------------ას და ო-–---------------ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, ამოღების ოქმებს, ნივთის ამოცნობის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმს, დაკავების ოქმსა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ო-–---------------ის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ ო-–---------------მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ა--------------ას კუთვნილი მობილური ტელეფონი და პლანშეტური კომპიუტერი; მანვე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ბ--------------იას კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის პლანშეტური კომპიუტერი. აღნიშნული ქმედებების შედეგად ა--------------ას მიადგა 2500(ორიათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო ბ--------------იას 800(რვაასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების შემადგენლობას იძლევა.

 

3.2. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მითვისების ფორმით. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. დამნაშავის მოქმედება კი მიმართულია ამ ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისკენ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულების: ა--------------ასათვის და ბ--------------იასათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 150 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

3.4. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემადგენლობის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა მითვისების ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ო-–---------------ი იყო ხელოსანი და მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინაარმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ა--------------ას კუთვნილი მობილური ტელეფონი და პლანშეტური კომპიუტერი, ასევე ბ--------------იას კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის პლანშეტური კომპიუტერი.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ო-–---------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3.6. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო-–---------------მა ჩაიდინა მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ო-–---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის წარსული არაფრით არ არის შებღალული, იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მან თავადვე მიუთითა გამოძიებას მის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე (ბ--------------იას ეპიზოდთან დაკავშირებით), ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ჰყავს ორი შვილი, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ო-–---------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კერძოდ, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით. მასვე, 6(ექვსი) თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- თ--------------–--–ისგან ამოღებული პლანშეტური კომპიუტერი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ის---------------------------–--------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ერთი ცალი ლაზერული დისკი საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ო-–---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ა--------------ას ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ბ--------------იას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ა--------------ას ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ბ--------------იას ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ა--------------ას ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ბ--------------იას ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ო-–---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 24 მაისიდან - 2018 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, ო-–---------------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

6. ო-–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

7. ნივთიერი მტკიცებულება:

- თ--------------–--–ისგან ამოღებული პლანშეტური კომპიუტერი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ის---------------------------–--------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ერთი ცალი ლაზერული დისკი საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი